სისხლიანი ვახშამი (X თავი)
X თავი სრულიად გაბრუებული მივდივარ ლადოს ბუნკერის გასაჩხრეკად. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, თავი გახეთქვაზე მაქვს, ყურში კი სოფოს დაბალი ხმა ჩამესმის. მინდა გავბრაზდე სუსიკოზე, რომელმაც დაფქვა ჩემი საიდუმლო, მაგრამ არ შემიძლია. ისე მენატრება, როგორც არასდროს! სოფოც მენატრება, გიგუტაც… ვინც ზუსტად არ მენატრება, ესაა ჩემი ყოფილი ქმრები. მალხაზი არც არასდროს მომნატრებია, მაგრამ ვატო... ვატოს არასოდეს ვაპატიებ. ვერა ფარაონის პოზაში ზის ხის ჩრდილში. თავი მაღლა , ხელები მუხლებზე. - ცუდი წინათგრძნობა მაქვს, - შემომჩივის. მხრებს ვიჩეჩავ . არც მე გადამდის ოპტიმიზმი , მაგრამ „ქმნა მართლისა სამართლისა“ სარისკო ნაბიჯისკენ მიბიძგებს. - დროზე, ვერა , არ არის წუწუნის დრო, - მოუთმენლად ვცქმუტავ. ვერა დგება , მაგრამ სახლის უკან კი არ მიდის, დასაც მე ბუნკერი მეგულება არამედ სახლში შედის. მეც მივყვები. ჰოლი, მისაღები ოთახი, კაბინეტი. აქ გრილა. ჩართულია კონდინციონერი. გარშემო წიგნებია, ჭერამდე. საწერ მაგიდაზე დევს მალაქიტის მასიური პრეს პაპიე და დონ კიხოტის ბრინჯაოს სკულპტურა. ვერა წიგნის კარადის ერთ-ერთ ფარდასთან დგება, უხილავ ღრიჭოში ხელს აფათურებს და ოდნავ იხევს უკან. კარადის ფრაგმანტი იძვრის, სისინით მისრიალებს მარჯვნივ, სპეციალურ ღიობში და მოულოდნელად პანორამას მიშლის - ვიწრო, ჩაბნელებული ტალანი ხორკლიანი კედლებით. - ეს რა არის, ვერა ? - ვეკითხები შეშინებული. - ეგენი ბუნკერს ეძახიან , შიგნით არ ვკოფილვარ. - არასდროს დაინტერესებულხარ ? - თუ ლაპარაკი გინდა, გავიდეთ კუხნაში და ვილაპარაკოთ, - მსაყვედურობს ვერა. - კარგი,კარგი , მივდივარ. - ბოლოში რკინის კარი არის. გასაღების დუბლიკატი გაქვს ? ხელში მომუჭულ დუბლიკატს ვაჩვენებ და დამრეც, ვიწრო ტალანში ვეშვები. ცემენტით შელესილ კედლებზე თრთის ჩემი ბობღიალა ჩრდილი, თითქოს მაფრთხილებს - დაბრუნდი უკან, იათამზე , გავასწროთ აქედანო. აი , რკინის კარიც ... გასაღებს საკეტში ვატრიალებ და შევდივარ. ესეც ნანატრი ბუნკერი ! ოცი კვადრატული მეტრი იქნება , მერი არა. თვალს მჭრის უზარმაზარი პლაკატი , რომელზეც ეროტიკულ პოზაში დედიშობილა სოფოა გადაღებული. მაგარი პლაკატია, პროფესიონალის გაკეთებული - ფერი , შინაარსი, დიზაინი ... ყველაფერი. ასეთი Playboy-საც დაამშვენებდა . ამ კატაკომბში კი ისე გამოიყურება, როგორც პამელა ანდერსონის ფოტო ხელოსანი სერჟის გამურულ სახელოსნოში. აი, თურმე რითი ერთობა პატივცემული ვლადიმერი . და არა მარტო ჰობის დონეზე. ძვირად ღირებული ტექნიკის გათვალისწინებით, მთელი ბიზნესი აქვს აწყობილი. მაშ, რისთვის ჭირდება უმაღლესი კლასის კომპიუტერი , ფოტოაპარატი, ლაზერული პრინტერი, სოფიტები, საბეჭდი ქაღალდები... პრინციპში , რა ჩემი საქმეა ქმარი ცოლს პორნოგრაფიულ სურათებს უღებს თუ ეროტიკულს . მთავარია, ქეთის ვერსია არ დადასტურდეს. სწრაფად ვრთავ კომპიუტერს და დესკტოპზე გამომხტარ ფაილებს ვუყურებ. რომელი ერთი გავხსნა, ბევრია... „ლოლიტას“ ვცდი, ვნახოთ, რას ნიშნავს ეს ცრუ გუმბერტი. ნანახი შოკში მაგდებს... არასრულწლოვან მოზარდთა მთელი გალერეა, მათ შორის თავშესაფრის ბინადარი ქეთი! ეს არ არის ეროტიკა, ეს ბინძური პორნოგრაფიაა! „არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმის დამზადება - შენახვა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამი წლის ვადამდე“ . მიკაკუნებს თავში. სამი კი არა, სამასი წლით უნდა ჩასვა ციხეში, ვფიქრობ გააფთრებული და ისტერიკულად ვაწკაპუნებ მაუსს. ჩემს თვალწინ ახალ- ახალი ფაილები იხსნება , გოგონებს ბიჭები ენაცვლება, ეროტიკას - პორნოგრაფია. ყველაზე შთამბეჭდავი მაინც სოფოს გალერეაა... სოფო - გეიშა, სოფო - კლოუსენა, სოფო -ამაზონელი, სოფო- ბალერინა... მომღიმარი, სევდიანი, აგრესიული, რომანტიკული, შიშველი, ნახევრად შიშველი... ბევრნაირი ! ეს არაკაცი პორნოსაიტებს ამარაგებდა საკუთარი წარმოების პროდუქციით. პორნოინდუსტრია ნარკოტიკების შემდეგ რომ ყველაზე მომგებიანი ბიზნესია, ცნობილი ამბავია. ლადო სასიამოვნოს სასარგებლოსთან ათავსებდა. ცოლი წამალზე შეაჯინა, მორჩილებაში რომ ჰყოლოდა და მიდი - მოვდივარ! გარდა ამისა, ის ბოროტად სარგებლობდა სოფოს რეაბილიტაციის ცენტრში მუშაობით. ერთ- ერთ ფაილში ვაწყდები სიას მოზარდების მონაცემებით, - ვინაობა, წლოვანება, ოჯახური მდგომარეობა, ცენტრში მოსვლისა და წამოსვლის თარიღები... გასაგებია, რასაც ეძებდა ლადო სოფოს კომპიუტერში. მაიორი ოქრუაშვილი, -აი , ვინ მჭირდება.მობილურის ღილაკს ვაწკაპუნებ, აქ არ იჭერს, არა უშავს, ზევით ხომ დაიჭერს... და უცებ ვგრძნობ- მარტო არ ვარ . სიმწრის ოფლი მასხამს . ნელა, ძალიან ნელა ვწევ თავს...მთელი საუკუნე. ჯერ მამაკაცის ფეხსაცმელს ვხედავ, მერე შარვალის ტოტებს, მერე დემონური ხითხითი მესმის. * * * - გაები, ბზიკო მახეში ? ხმას არ ვიღებ, ან რა უნდა ვუპასუხო , გაბმულიც ვარ და გაბითურებულიც. ლადო მიახლოვდება, უცერემონიოდ მართმევს მობილურს და ხელს მკლავს. მომჩვარული ვეხეთქები ძველ ტახტზე. - პარდონ, ცოტა უხეშად მომივიდა, - მიბოდიშებს და კომპიუტერის სკამს მოასრიალებს. ლაღად და თავისუფლად მოძრაობს, ორაზროვანი ღიმილით ხორციან სახეზე. უეჭველად ასეთი გამოსახულებით მიგზავნიდა ღამეულ მესიჯებს. ვიცოდე მაინც, რას ისახავდა მიზნად. იქნებ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს?! იქნებ შეიძლება თავის დაძვრენა, მოთაფვლა, მოტყუება, იუმორში გადატანა... - აბა, მომიყევი , რას ეძებდი სხვის სახლში? დისმენ, გისმენ იათამზე! რატომ არ იღებ ხმას, ენა გადაყლაპე? სად არის შენი ცნობილი გრძელი ენა? აბა, მაჩვენე, გამოყავი! ახლა კი ნამდვილად გავგიჟდები, ამ კაცს არა მხოლოდ სექსუალური , ფსიქიკური გადახრაც აქვს. - ვერა სად არის? - მოძრაობაში მომყავს სასაზე მიკრული ენა - ვერა ? - ლადო ტუჩებს ქაჩავს , თითქოს უკვირს, - ვერა სამზარეულოშია. როცა კარგად ჩამოღამდება, ბაღში გადავასვენებ , თორემ აყროლდება ამ სიცხეში. ლეღვის ძირში ფხვიერი მიწა მეგულება, ვერას სამყოფ ორმოს უცებ ამოვთხრი. გეცოდება ? ნუ გეცოდება, რაღა აზრი აქვს მის სიცოცხლეს სოფოს გარეშე? რომ არ მოიწყინოს, შენც გვერდით მიგაწვენ. - კბილებით მიღიმის და საქმიანად განაგრძობს, - ნუუ, ცოტა ღრმა ორმოს ამოთხრა მომიწევს , მაგრამ არა უშავს , დრო თავზე საყრელად მაქვს. მე არსად მეჩქარება, შენ ? - მე გამომძიებელი მომაკითხავს, - მედმის საკუთარი კნავილი. - რა პრობლემაა , მოგაკითხოს, - ლადო გაზიზინებულ მუცელზე ხელს იტყაპუნებს . ერთი ზომით პატარა პერანგი აცვია, ლამის დააწყდეს ღილები, - ჩემი სახლის კარი ღიაა სტუმრებისთვის... დაიმახსოვრე, სახლის და არა ბუნკერის. - არ მომკლა. - სამწუხაროდ, მომიწევს . აბა, მითხარი იათამზე, რომელი ჭკუათმყოფელი გაუშვებს ცოცხალ მოწმეს?! - ლადო, გთხოვ... - მთხოვე, რაც გინდა, შეწყალების გარდა. მაგალითად.... მაგალითად, მზად ვარ, გულახდილად ვუპასუხო შენს ნებისმიერ შეკითხვას, ყველაზე უხერხულსაც კი. აბა, დაუკმაყოფილებელი ცნობისმოყვარეობით ხომ არ გაგიშვებ ბავშვობის მეგობრებთან?! სხვა თუ არაფერი, სუსიკოს ეწყინება, უყვარდა, ცხონებულს ჭორაობა. მართალს ამბობს ეს ვირიშვილი. თუ სიკვდილია, გულნაკლული მაინც არ წავალ ამ ქვეყნიდან. ბოლოს და ბოლოს , სიცოცხლესთან განშორება ერთნაირად უჭირს ოცდაცამეტი წლის ახალგაზრდასაც და ოთხმოცდაცამეტი წლის მოხუცსაც. მასხენდება ბაბუაჩემი, რომელსაც ჰქონდა დაავადება სახელწოდებით - მიტრალური სარქველის პროლაფსი. სიკვდილამდე ერთი საათით ადრე საავადმყოფოში მოვინახულე. „ბაბუ, როგორ ხარ ?“- ვეკითხები. ლაპარაკის თავი არ ჰქონდა , მხოლოდ ცერა თითის აწევა მოახერხა - ვითომ გადასარევადო. ჰოდა , ასეთი ბაბუის შვილიშვილი სიკვდილს ღირებულად უნდა შეხვდეს. - კარგი თანახმა ვარ. - დაიწყე. შენ ჟურნალისტი, მე - რესპოდენტი, - ლადო მზადყოფნას განასახიერებს. - რატომ მოწამლე ჩემი ეგობრები? - მე არ მოიწამლავს. - აკი, გულახდილი ვიქნებიო ? - მე არ მომიწამლავს, - მიმეორებს. - რა აზრი აქვს მოტყუებას , თუკი მაინც უნდა მომკლა? - შნ გგონია, გატყუებ ? სოფოს სულს ვფიცავარ, არა. ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ . თურმე ლადოს ლურჯი თვალები აქვს, იმდენად მუქი ლურჯი, რომ ყოველთვის შავი მეგონა . რომ არა ხორციანი სახე , ნაკვთებს ვერ დაუწუნებდი. ასეთ ნაკვთებს სულ ცოტა, თხუთმეტი კილოგრამით ნაკლები წონა მოუხდება. - ნუ მბურღავ თვალებით, იათამზე, მე არავინ მომიკლავს, ვერას გარდა. იმანაც მაიძულა , მომეკლა, თორემ ... - მა, ვინ ? - ირამ. - რა ხეირი ირას? - ის ხეირი, რომ შენ და შენი დაქალები ხელს უშლიდით მის ოჯახურ ბედნიერებას. სოფოს ფეხმძიმობის ამბავი რომ გაიგო , სულ გადადგა ჭკუიდან . - რა შუაში იყო ირა სოფოს ფეხმძიმობასთან ? - ირა არაფერში, მერაბი კი პირდაპირ თავში ბრძანდებოდა, - ლადო ალალად მიყვება, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე. გამოდის, სოფო მერაბისგან ელოდა შვილს . ეს სიახლეა, მაგრამ არც ისეთი, ჩემი გაჭირვება გადაფაროს. - დიახ, სოფო მერაბისგან იყო ფეხმძიმედ , - ფიქრებს მიმიხვდა ლადო. უბრალოდ ამბობს, გაღიზიანების გარეშე , თითქოს ცოლის ღალატი ისეთივე ნორმაა, როგორც წვერის გაპარსვა ან კბილების გახეხვა. - შენ... შენ ეს ყველაფერი იცოდი და მაინც... არ მესმის, მართლა არ მესმის... - ეეეჰ , ეგ რომ გაიგო, ჩემნაირი ცხოვრება უნდა გამოიარო, - მძიმედ ოხრავს ლადო. - რა ცხოვრება გქონდა ასეთი ? ლადო ჭერში იყურება, ყოყმანობს. ე.ი. არ ეჩქარება ჩემი მოკვლა, ლაპარაკი უნდა, დაცლა. ისიც ადამკიანია, ბოროტი, ნამუსგარეცხილი, მაგრამ ადამიანი! ადამიანი კი ცხოველისგან იმით განსხვავდება, რომ ურჩიერთობას საჭიროებს. მე მაწყობს დროის გაჭიანურება , გულწრფელად მაინტერესებს ლადოს ეკალ - ბარდით მოსილი ცხოვრებისეული გზა. - მომიყევი, ჩემს მოკვლას ყოველთვის მოასწრებ. - ჰოო, შენს მოკვლას მოვასწრებ , აი, აღსარების თქმას ალბათ ვერა . კეთილი, ეგრე იყოს... ლადო თავის სკამიანად კუთხესთან გასრიალდა და არყის ბოთლთან ერთად უკან მოსრიალდა. სასმელი ერთჯერად ჭიქებში ჩამოასხა. ერთი მე მომაწოდა, მეორე თვითონ მოსვა. ლადოს აღსარებიდან: ლადოს მამა არ ჰყავდა. ის იყო. დედამისი, თეძოგანიერი ქალი , მეტსახელად წკენტა , სილამაზის სალონში მუშაობდა ფეხის ფრჩხილების მოწესრიგების განხრით, მარტივათ რომ ვთქვათ, პედიკურშად. წკენტას იმიტომ, რომ პასიანსის გაშლა უყვარდა და აგურის კარტს წკენტას ეძახდა. გაკვეთილების შემდეგ პატარა ლადო დედას შეუვლიდა ხოლმე, ფუნთუშის ფულს ართმევდა და ქუჩის გაღმა, საკონდიტროში გარბოდა. გამხდარი არასოდეს ყოფილა, მაგრამ საკონდიტროში ყოველდღიურმა სირბილმა, თვითონაც ფუნთუშას დაამსგავსა. ერთხელაც კლასმა წამოაძახა - „შე ტრაკგასიებულო ო“. ლადომ არც აცია, არც აცხელა და ისეთი გლიჯა, თვალი ჩაულურჯა. იმ ბიჭმა დედასთან იჩივლა, დედამ - დამრიგებელთან , დამრიგებელმა წკენტა დაიბარა. იმის ნაცვლად, შვილი დაეცვა, დედამისმა მუხლი მოიდრიკა , პერეგიდროლით გაღიავებული თავი დახარა და ბოდიშები იხადა . რაც ყველაზე დამამცირებელია დარიგებლის ჩაწოდებით ლადოსაც მოთხოვა ბოდიშის მოხდა , რადგან ნაცემი ბიჭი პარტიული მუშაკის ( მაშინ კომუნისტური პარტია იყო ) შვილი იყო, ლადო კი პედიკურშიკის . ლადოს არც უფიქრია ბოდიშის მოხდა, სკოლა გაოიცვალა და მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო - ბეჯითად ისწავლოს და გახდეს პარტიული მუშაკი. მაშინ პატარა იყო და არ იცოდა, რომ ბუნებაში არ არსებობს სასწავლებელი , რომელიც კოვეიერის პრინციპით უშვებს რაიკომის მდივნებსა და კომიტეტის თავჯდომარეებს. აი, ცომეულის ჭამა კი აკრძალა. იმ დღის შემდეგ აღარც გაუხედავს საყვარელი საკონდიტროსკენ . ის არ დაუშვებს, ვიღაც გაგლესილმა ტიპება „სქელტრაკა“ დაუძახონ . დამამთავრებელ კლასში მოულოდნელად მამამისი გამოცხადდა , ბატონი რევაზი. ლადოს ყბა ჩამოუვარდა - ნუთუ ეს თეთრთიანი , იმპოზანტური მამაკაცი მისი ბიოლოგიური მამაა? უნივერსიტეტის დეკანი, თითქმის რაიკომის მდივანი, თუ მეტი არა... როგორც მოგვიანებით გაარკვია , ახალგაზრდობაში რევაზს ფეხის ფრჩხილებზე პრობლემა ჰქონია და დასახმარებლად წკენტასთვის მიუმართავს. იმას ფრჩხილებიც მოუწესრიგებია და არც ალერსზე უთქვამს უარი, ყოველდღე კი არ ყავდა ასეთი გამორჩეული კლიენტი! რევაზი ცნობილი კაზანოვა ბრძანდებოდა , უნივერსიტეტში ლეგენდები დადიოდა მრავლისმნახველ ტყავის დივანზე, რომელიც მის კაბინეტში იდგა და რომელზეც ბატონი მეცნიერი ეპატიჟებოდა ყველა მსურველს - დამლაგებლით დაწყებული , სტუდენტი გოგონებით დამთავრებული. ერთდღიანი „ალერსი“ წკენტას ძვირად დაუჯდა - დაფეხმძიმდა საწყალი. პირველად შეეშინდა მოგვიანებით კი გააანალიზა და ჭკუაში დაუჯდა. ვითომ რატომ არ უნდა გააჩინოს შვილი ლამაზი, განათლებული მამაკაცისგან ? მერე რა, რომ იმ მამაკაცს ცოლ- შვილი ჰყავდა , წკენტა არც ისეთი სულელი იყო , თავისი ადგილი არ სცოდნოდა. ერთადერთი, გვარს თუ გამოიმეტებდა შვილისთვის, არ იქნებოდა ურიგო, მატერიალურადაც თუ წაეხმარება, კიდევ უკეთესი. „რა შვილი, რის გვარი , შენ თავი ხომ არ მიგირტყამსო“, - უყვირა რევაზმა კათედრაზე გამოცხადებულ წკენტას და რაფინირებული ინტელიგენტიდან უცებ გაუთლელ მუტრუკად იქცა. ასე იცოდა შიშმა . ფული მიაშავა, ოღონდ აბორტის გასაკეთებელი , თან მკაცრად გაფრთხილა , რომ მეორედ აღარ დაელანდოს. არასდროს! კაცი ბჭობდა და ბედი იცინოდაო... გავიდა ხანი და რევაზს ორი უბედურება დაატყდა თავს - ავარიაში დაიღუპა მისი ცოლი და უფროსი ვაჟი ; ოთხი წლის შემდეგ მეორე ვაჟი მოკლეს - ვიღაც აუშარდა რესტორანში და დანა გაუყარა. „ღმერთო, რა დავაშავე , რატომ ამოწყვიტე ჩემი გვარი და ჯილაგი?“ - შუბლს ახლიდა კუბოს გამწარებული მამა . და აქ გაახსენდა წკენტა - მორჩილი პედიკურშა , რომელიც თექვსმეტი წლის წინ გამობზეკილი მუცლით მოადგა და დახმარება სთხოვა. ბატონმა რევაზმა შვილი დაასაფლავა, ორმოცი გადაიხადა და რადგან ამდენი უბედურების შემდეგ კიდევ ცოცხალი იყო, გადაწყვიტა პატარა მოკვლევა ჩაეტარებინა. წკენტა ისევ იმ სულამაზის სალონში მუშაობდა, ისევ ჭრიდა და ქლიბავდა მავანის სოკოიან ფრჩხილებს , მისი თექვსმეტი წლის ბიჭი კი სკოლაში სწავლობდა , თანაც წარჩინებულად. უბნის პოლიკნინიკაში რევაზმა გაარკვია , რომ ბიჭი ჯამრთელია, გაკეთებული აქვს ყველა აცრა, არ აღენიშნება არც ერთი ქრონიკული დაავადება. ლადომ სიამოვნებით მიიღო ახალგამომცხვარი მშობელი , მის გვარზე გადავიდა და მისივე რჩევით პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა. ფეშქაშად მანქანა მიიღო. მაშინ სხვა დრო იყო, ასე იოლად არ ყიდულობდნენ მანქანებს 17 წლის ლაწირაკებისთვის. კურსზე ლადოს გარდა საკუთარი მანქანა არავინს ჰქონია. და დაიწყო სტუდენტობის ბედნიერი ხანა. მამის არ იყოს, ლადოსაც უყვარდა ქალები - განურჩევლად ასაკისა, გონებრივი შესაძლებლობისა, რასისა თუ რჯულისა. შედეგად გენერიული დაავადება აიკიდა. მამამ ნაცნობ ექიმთან მიიყვანა. „ცხოვრება პარადოქსებითაა სავსე“, - ფიქრობდა ბატონი რევაზი, ჩანასახშივე უარყოფილი შვილი უფრო დაემსგავსა, ვიდრე საყვარელი ქალისგან გაჩენილი. ლადომ ზედმიწევნით შეასრულა ვენეროლოგის დანიშნულება - რაღაც პერიოდი არც სასმელს გაკარებია, არც ქალებს, მაგრამ სხვა პრობლემა გაუჩნდა - შიში სქესობრივი აქტის მიმართ, რაც ავტომატურად იწვევდა ერექციის დაქვეითებას. გულგახეთქილი დასცქეროდა მომჩვარულ პენისს, რომელიც არაფრით ემორჩილებოდა და თავის ტვინიდან წამოსულ იმპულსებს. რად სჭირდებოდა, ბინა მანქანა, დიპლომი თუკი საჭოჭმანო გახდება მისი მამაკაცური ღირსება ?! გენეროლოგი სექსოპათოლოგმა შეცვალა , სექსოპათოლოგი - ხალხურმა მედიცინამ, ხალხური მედიცინა - ექიმბაშმა. რა არ სცადა საბრალო ლადომ - აბა ჟენშენიო , აბა ვიტამინებიო, აბა იოჰიმბუს ფესვებიო... ვიღაცამ არაჟანიც ურჩია. შედეგი - ნული . პლუს ზედმეტი კილოგრამები. ოცდაშვიდი წლის იყო, როცა მის ცხოვრებაში გამოჩნდა სოფო კანკავა - საოცრად სექსუალური ნეფერტიტის პროფილიანი ქალიშვილი. მისი ხმის გაგონებაზე ლადოს მიძინებული ლიბიდო ცოცხლდებოდა და ძარღვებს დახეთქვით ემუქრებოდა. რა სათამაშოები, რა სიურპრიზები... მაგრამ სოფოს შეყვარებული ჰყავდა , ერთის ნაცვლად - ორი . ხან ვიღაც წკრიალა უყვარდა , ხან ვიღაც ჭუტალა (, ჯერ მარტო რა მეტსახელებია!) ბოლოს ორივესთან იჩხუბა და ლადოს გაჰყვა ცოლად. იმათ ჯიბრზე მოიქცა ასე , მაგრამ ლადოს ფეხზე ეკიდა , პირველყოფილი აღტკინებით დააცხრა ლტოლვილ ობიექტს და სქესობრივი აქტი ბოლომდე ჩაატარა. ის , რო სოფო ქალიშვილი არ იყო, მერეღა გააცნობიერა. გული დაწყდა, მაგრამ აპატია, ნამუსი შეუნახა, მშობლებთან არ გათქვა. მეტიც, ის მამაძაღლი წკრიალა ( სოფოს შემცდენელი) არალშერთულ ცოლთან ერთად ოჯახშიც მიიღო, უმასპინძლა. სოფომ მალე მოიწყინა, მისი უხასიათობა პირდაპირპროპორციულად აისახა ლადოს პოტენციალზე. ლადო ღელავდა, სოფო ბრაზობდა, ლადო სტიმულატორებს მიეძალა, სოფო - ტრანკვილიზატორებს. ერთხელაც ლადომ მძინარე სოფოს სურათი გადაუღო , კომპიუტერში ატვირთა და ფოტოკონკურსზე გაგზავნა. ფოტო საუკეთესო ასეულში მოხვდა, რაც გახდა ლადოს ახალი გატაცების წინაპირობა. თავდაპირველად სოფომ მხარი აუბა, ლამაზი ქალი იყო და მოსწონდა პოზირება, მაგრამ ლადო თვალსა და ხელს შუა გათამამდა , ყოველი მომდევნო პოტოსესია წინაზე გულახდილი იყო და მკვეთრად ეროტიკული შინაარსისა. სოფომ გააპროტესტა: „ეს უკვე მეტისმეტია, რომელი პორნოვარსკვლავი მე მნახეო“. თანაც მობეზრდა მიბნედილი მზერისა და გაბზეკილი საჯდომის დემონსტრირება. საერთოდ, სოფოს მალე ბეზრდებოდა ყველაფერი და მაშინვე დეპრესიაში ვარდებოდა. და მაშინ ლადომ ძვირად ღირებული ნარკოტიკი - კოკაინი შეაპარა . „შისუნთქე, სტრესს მოგიხსნის და ენერგიაზე მოგიყვანს“, - ვითომ სხვათა შორის ურჩია და თეთრფხვნილიანი პაკეტი ტუმბოს უჯრაში ჩაუგდო. ორ კვირაში პაკეტი ცარიელი დახვდა. ასე შეჯდა სოფო ნარკოტიკზე , ლადო კი ინტერნეტზე. თელ თავისუფალ დროს ჩათში იჯდა და უცხოელებთან ფოტოსურათების პიარით იყო დაკავებული. კოკით გაბრუებული სოფო სულ უფრო დამყოლი ხდებოდა და რაც უფრო დამყოლი ხდებოდა , მით უფრო იწევდა ფოტოსურათების ფასი. ლადო პრინციპულად არ გადიოდა ქართულ ბაზარზე, მაგრამ ერთმა გზავნილმა მოსვენება დაუკარგა . „ვიცი, ვინც ხარ და რას საქმიანობ . მე უკეთეს რამეს შემოგთავაზებ“ . და ლადოს ფოსტაში არასრულწლოვანთა ეროტიკული ფოტოები გადმოქაჩა, ძირითადად კავკასიური გარეგნობის მოზარდებით. ლადო მიხვდა - შეტოპა. რამდენიმე დღე კომპიუტერს არ გაკარებია, მაგრამ ბოლოს ცნობისმოყვარეობამ სძლია და ფოსტა გახსნა. „მე შენ თანამშრომლობას გთავაზობ , უარის შემთხვევაში შენი ცოლის ინტიმურ ადგილებს მთელი საქართველო იხილავს“. ეს იყო წმინდა წყლის შანტაჟი, და ლადო წამოეგო ამ შანტაჟზე. ასე გაიცნო თემური - ჰაკერი და სუტენიორი. თემურს გარიგება შესთავაზა - ლადო, სოფოს სამსახურის მეშვეობით , მოიპოვებს მზრუნველობა მოკლებული და უპატრონო მოზარდების კოორდინატებს და სიას თემურს გადასცემს. მოზარდების გაცნობა , დამუშავება- დაბოლება და საჭიროების შემთხვევაში საზღვარგარეთ გადაყვანა უკვე თემურის პრეროგატივაა. რისკი მინიმალურია, სამაგიეროდ, თანხა , რომელიც წარმატებული ოპერაციის პროპორციულად დაჯდება ლადოს ანგარიშზე - მაქსიმალური. ასე აღმოჩნდა ლადო ჩართული ტრეფიკინგში. მართალია, სოფოს სამსახურიდან წამოსვლით ინფორმაციის მოპოვება შეფერხდა, მაგრამ თემურს არ გაუწყვეტია ლადოსთან ურთიერთობა. საზღვარგარეთ გასაგზავნ ობიექტს სურათის გადაღება სჭირდებოდა , სურათს - ფოტოშოფში დამუშავება... და საერთოს, ისე არაფერი აკავშირებს ადამიანებს, როგორც ერთობლივი დანაშაული. ამ სიტყვებით ლადომ თავისი „ეკალ - ბარდიანი“ თავგადასავლის მოყოლა დაასრულა და როგორც მომეჩვენა, შვებით ამოისუნთქა. სამაგიეროდ, მე შემეკრა სუნთქვა, რადგან მივხვდი - აქედან ცოცხალი ვერ გავაღწევ . ინფორმაციით სავსე დეტონატორზე ბარ შეერთებული, ერთი გაფართხალება და ლადოსაც წავიყოლებ. - სასაფლაოზე რა გიგონდა ირასღან ერთან ? - არ მასვენებს გამჩენი. - სასაფლაო ყველაზე უსაფრთხო ადგილია კონფიდენციალური საუბრებისთვის. ეგღა გვაკლდა, კაფეში დავესტუკებინეთ ვინეს. - რა საქმე გქონდა ირასთან? - სოფოს დიქტოფონს ვეძებთ და ვერ გვიპოვია. პულსი ამიჩქარდა. დიქტოფონი შინ მაქვს, იქ არაფერია ნათქვამი ლადოს კრიმინალური ინდუსტრიის შესახებ, რომც გავუმხილო, შეიძლება დამიჯეროს, მაგრამ მაგრა დიქტოფონის მოსატანად რომ არ გამიშვებს , ფაქტია. თვითონ წავა, მოუსმენს, მიხვდება , რომ ისეთი არაფერია, მობრუნდება და მომკლავს. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. - რა არის იმ დიქტოფონში ასეთი ? - ყოველ შემთხვევაში , ვეკითხები. - სოფოს ნაბოდვარი. არ ვიცი, რამდენად შორს შეტოპა. დანამდვილებით ისიც არ ვიცი, რამდენად იყო საქმის კურსში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით. მოკლედ , უნდა გადავამოწმო. ირასთვის შარია, არ უნდა, ქმარმა გაიგოს, როგორ აშანტაჟებდა სოფოს. ირა საძაგელი ქალია , ბოღმიანი და შარიანი. რას უძლებს შენი ძვირფასი მეგობარი ?! „ძვირფასიო!“ ამ გადასახედიდან აღარც წკრიალა მეძვირფასება , არც ჭუტალა. გუმანით ვგრძნობ, სუსიკო და თაზო შემთხვევით გახდნენ სისხლიანი ვახშმის გმირები, რომ არაფერი ვთქვა ფილფანებზე. - სუსიკოს დედას რაღას ერჩოდი? - ბოლო დროს სოფომ სუსიკოსთან სიარულს მოუხშირა , ვიფიქრე, იმას მიაბარა დიქტოფონი. თემურმა დაუსატკავა , მაგრამ ვიღაც გამოუხტა ბუჩქიდან და ვერ მოასწრო გამოტეხვა. - ჩემს ბინაში თემური იყო შემომძვრალი? - ხო შენთანაც და ლალიკოსთანაც. - ირასთანაც ? - არა. ირამ გაქურდვის სიმულაცია გააკეთა, კვალის ასარევად. - ვისთვის უნდა აერია კვალი ? - ქმრისთვის, გამოძიებისთვის... - დავიჯერო, სულ არ ნანობს ? - შენ წარმოიდგინე, ყველაფერს უარყოფს, მე არ მოიკლავსო, იფიცება. - აბა, ვინ მოკლა? - მე მაბრალებს, - ცალყბად იცინის ლადო და უცებ დგება, - რას მომჩერებიხარ, გოგო, ცოლს როგორ მოვკლავდი, სოფო ჩემთვის ყველაფერი იყო ! - მე მეგონა, შენ მოკალი. - ეგრე მეც ბევრი რამე მეგონა ! - შენი ეჭვების შესახებ გამომძიებელს უთხარი ? - არა, სამი შვილის დედას ვე ჩავუშვებ . - მკვლელმა რა შვილები უნდა გაზარდოს ?! - ნუ იტყვი, იათამზე, ირა გიჟი დედაა! შვილების გამო წავიდა მკვლელობაზე, ეტყობა, ის არაკაცი მერაბაც უყვარს , მაგის შუბა დავხიე მე, დამინგრია ცხოვრება... - ლადო კრიახით მიემართება გასასვლელისკენ . - საით? - ცოტა ხნით დაგტოვებ , შენ შეგიძლია ილოცო, დეზდემონა... - და გადის. - დამპალო, კრეტინო, არაკაცო ! - მივაძახე დაკეტილ კარს. - სიტყვები შეარჩიე, აყლაყუდა! - ყრუდ მპასუხობს ლადო. - ბინძურო იმპოტენტო! - ვყვირი ბოლო ხმაზე. არ უნდა მეყვირა, ლადომ შუქი გამომირთო. სრულ უკუნში გავრბივარ კარისკენ , შუბლით რაღაცას ვასკდები და უღონოდ ვეშვები დაბლა. ყვავილებით მოჩითულ მინდორში ვარ. გარშემო ულამაზესი პეპლები დაფარფატებენ , ასეთები მხოლოდ სქელტანიან ენციკლოპედიაში მინახავს. - ნუ გეშინია, ბზიკო, - მესმის სუსიკოს ხმა . თავს ვაბრუნებ , მაგრამ სუსიკო არ ჩანს. - ცოცხალი ხარ ? - გახარებული ვეკითხები სივრცეს. - აბა, მკვდარი ხომ არ დაგელაპარაკები ?! - ყასიდად ბრაზობს უჩინარი სუსიკო. - დამენახე. - დაგენახები , როცა დრო მოვა. - როდის ? - ჯერ არა. - მომენატრე, სუსი... - თამროს რატომ არ ნახულობ ? თამრო სუსიკოს შვილია, რომელიც ამ გაწამაწიაში თითქოს მიმავიწყდა. მინდა მოვუბოდიშო სუსიკოს , მაგრამ მინდორი ისევე სწრაფად გაქრა , როგორც აღმოცენდა და ისევ ბუნკერში აღმოვჩნდი. ამჯერად განათებულში. შუბლზე უზარმაზარი კოპით ვგდივარ იატაკზე. ცხადია, მიმართულება შემეშალა და კარის მაგივრად ბეტონის კონსოლს შევასკდი. რა მეგონა, სიბნელეში რომ გავცხენდი ? გაჭირვებით მივღოღავ ტახტისკენ , გვერდულად ვწვები და ვცდილობ ცალი ხელით შევიკრა საღილედან ამომხტარი ღილები. მცოდნოდა, რა მელის, ჯინსებს მაინც ჩავიცვამდი . თავისით მეხუჭება თვალები . ძილი არის თავდაცვითი რეაქცია სტრესზე. არ მინდა დამეძინოს, სამარადჟამო ძილი იქაც მეყოფა , სადაც ეს ნაძირალა მიპირებს გაშვებას. აი, ტირილს არ შვიკავებ , ვინ იცის, უკანასკნელად ვტირი... მხედავდეს ახლა ჩემი სახელოვანი ბაბუა , სამამულო ომის გმირი და მიტრალური სარქველის პატრონი! ჩქამია . მგონი, დამაჯდა სიკვდილის ბუზი. - ლადო შენ ხარ? - ვკითხულობ ხმამაღლა. - მე ვარ , ჩემო წითელქუდა , რუხი მგელი. მოვედი, რომ შეგსანსლო!- ენას მიჩლექს კარს უკან ატუზული ლადო. თან ხითხითებს, გიენასავით. - დამაცლევინე შარდის ბუშტი და მერე შემსანსლე, უფრო შგერგება. ლადო ხალისიანად აღებს კარს. - ისე , კი ხარ ღირსი, დაგიმტკიცო ჩემი მამაკაცური შესაძლებლობები. - არ გინდა, მჯერა! - დაბეჯითებით ვამბობ და დამძიმებული თავით ვჯდები ტახტზე. - კეთილი, დაგიჯერებ . არავინ აპირებს შენს გაუპატიურებას, თუმცა... მომწონს ცხენივით ქალები. ცხენივით ქალი, სავარაუდოდ, მე ვარ . კრეტინი, მოკლეხელება დინოზავრი , გიენა და ნაგავი ერთად . და ბინძური იმპოტენტი. ათასჯერ გავიმეორებ , ოღონდ გულში, გულში. - შუბლზე რა მოგსვლია? - ლადო კისერწაგრძელებული მომჩერებია. - სიბნელეში წავიქეცი. - უჰ,უჰ საწყალი იკაკუნა, შუბლზე ფუფუა აქვს და ფიში - ფიში უნდა, - მაიმუნობას განაგრძობს ლადო. დავიჯერო , წეღანდელმა არაყმა გამოათაყვანა ასე ? თუ კოკაინი შეისუნთქა. რა ენაზე მელაპარაკება ამ ეშაფოტზე გასაყვანად მომზადებულ ქალს ? უცებ ხითხითს წყვეტს და ჯიბიდან ქრომირებული პისტოლეტი ამოაქვს. - სინ შენ წახვალ. ერთი არასწორი მოძრაობა და ტრუპი ხარ. გასაგებია ? თავს ვუქნევ და იმედით შევყურებ მიხურულ კარს. რა მელოდება იქ , მხოლოდ საპირფარეშო თუ მაქვს გადარჩენის შანსი ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.