1999 #კოხტა
აცრემლებული თვალები შეანათა ნიკუშას და სახე ხელებში ჩარგო. გახევდა ნიკუშა. ტასოს ტირილზე მეტად არაფრის არ ეშინოდა. -ტასი, გასულელდი? რა აღარ მიყვარხარ... -ხო, ხო... აღარ გიყვარვარ... ნიკუშას გაეცინა და ატირებულს მოეხვია. -საიდან მოგაქ აბა ეს სისულელეები. -ვგრძნობ რაღაცას... რაღაც ისე აღარ არის, ნიკუშ... თუ აღარ გიყვარვარ, მითხარი... ისევ წასკდა ცრემლები. ნიკუშას ღიმილი სახედან წაეშალა. ტასო რაღაცას ხვდებოდა. ნიკუშა გამუდმებით ურეკავდა ალექსს და ჩანაწერებზე ელაპარაკებოდა. არკვევდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩანაწერების ავტორი. ჯერჯერობით არავითარი წინსვლა არ იგრძნობოდა. ამასთან ერთად, ნიკოს ის ფაქტიც აწუხებდა, რომ უკვე მთელმა თბილისმა იცოდა, ის და ანასტასია ვაშინგტონში რომ იყვნენ. სხვა გზა აღარ იყო. თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ. სხვანაირად, ვერაფერს გაარკვევდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში კი, ტასოს ნიკუშას ყურადღება სიგიჟემდე აკლდა. ნიკუშა იქამდე ეფერებოდა ლოყაზე ტასოს, სანამ არ ჩაეძინა. რომ გაეღვიძა, ცნობისმოყვარედ ააფახულა თვალები. ნიკუშას გაეღიმა. -ტასასო... შუბლზე აკოცა. -ბოდიში, ნიკუშ... ტასომ თავი ჩახარა. ნიკუშას გაეცინა. - რა სულელი ხარ, ხანდახან. ხელები ნაზად მოხვია და ახლოს მიიხუტა. ასე იწვნენ ჩახუტებულები. დრო იყო. უნდა ეთქვა. -ტასო... მისმინე. ტასო გაფითრდა. -არა ნუ ნერვიულობ, ის არ არის, რაც შენ გგონია. ოდნავ დაუმშვიდდა სახე. ტასოს ხელი აიღო და ნაზად აკოცა. -მისმინე... თბილისში უნდა დავბრუნდეთ. მისდა გასაკვირად, ანასტასიას რეაქცია არ ჰქონია. -რამე მოხდა? ნიკუშას ტასოს მოტყუება არ უნდოდა: -ჰო. -მომიყვები? მოუყვა. ანასტასია იმაზე მეტად შეშინდა, ვიდრე ამას ნიკუშა მოელოდა. ნელა წამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. ნიკუშა მიხვდა. ანასტასიამ რაღაც იცოდა. ბიჭმა ნელა ააწევინა სახე და თვალებში ალერსით ჩახედა. -ტასი... პატარა... ანასტასიას სახე წაშლოდა. ნიკუშა მთელ სახეს უკოცნიდა. -ტასასო... ნუ გეშინია... შენ თუ რამე იცი, მითხარი... ანასტასიამ თვალები დახუჭა. -ნიკუშ... გეგე ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო... ნიკუშა გახევდა. ხელები გაუშეშდა. -ტასო, რა? -სვანეთში, ნიკუშ... პატარა რომ ვიყავი... სულ ერთად ვიყავით ხოლმე... ნიკუშამ მხრებზე ხელები მოხვია გოგონას. -ტასო, ყველაფერი უნდა ვიცოდე. მომიყევი, გთხოვ. ანასტასია საწოლის კიდეს მიეყუდა. ხელები კალთაში ჩაიწყო და დამნაშავესავით ჩახარა თავი: -5 წლის ვიყავი, რომ გავიცანი... ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. ჩემებურად, ბავშვურად მიყვარდა. სულ თავისთან ერთად დავყავდი. ყველგან. უფროს ბავშვებსაც იცნობდა, მაგრამ სულ ჩემთან ერთად იყო ხოლმე. ანასტასიამ სახეზე ხელი მოისვა. -შარშანწინ... ბოლოჯერ რომ წავედით სვანეთში... იქ იყო. სხვანაირად ჩამეხუტა მაშინ. დათვივით არ ჩამხუტებია, როგორც იცოდა ხოლმე... წელზე მომხვია ხელები. ის 1 კვირა ერთად ვიყავით. - ღრმად ჩაისუნთქა - ბოლო დღე იყო, მეორე დღეს თბილისში მოვდიოდით ჩვენ და... მითხრა, მიყვარხარო. ვუთხარი, მეც მიყვარხართქო. ჩამეხუტა და ჩუმად მითხრა, ნეტა შენც ისე გიყვარდე, როგორც მე მიყვარხარო... იმის მერე არ მინახავს. შემდეგ წელს სვანეთში ვეღარ წავედი. არ შევხმიანებივარ... ერთი კვირის წინ... ნიკუშა დაიძაბა. -ერთი კვირის წინ რა, ტასო? -წერილი მომწერა... -და ამას ახლა მეუბნები?! ნიკუშა გაცეცხლდა. აღარაფერი იყო დარჩენილი წეღანდელი თბილი ნიკუშასგან. -ანასტასია, მიპასუხე! -არ მინდოდა თქმა... რა უნდა მეთქვა, ჩემმა ძველმა მეგობარმა მომწერა, ჩამოსვლას ხომ არ აპირებ, იქნებ შევხვდეთო? -რაღა მეგობარმა, ანასტასია! ყვარებიხარ და შენ გამო ვიღაცეებს დანას უყრის თბილისში! -არ ვიცოდი, ნიკუშ! რა ჩემი ბრალია... -ამის დედაშ****! -ნიკუშ, ნუ ყვირი... გთხოვ. აკანკალებულ ანასტასიას გახედა და მიხვდა, ზედმეტი მოუვიდა. ოთახიდან გავარდა. *** -ალექს... მოუსმინე ბოლომდე? -ჰო. მოკლედ, ეს მარგიანი საერთოდ არ... -ტასომ მითხრა ვიცნობო. -ხუმრობ?! -ბავშვობის მეგობრები ყოფილან. მერე შეყვარებია ამ მარგიანს ტასო. შარშანწინ ბოლოჯერ უნახავს სვანეთში. -მოიცა, მოიცა. ესეიგი, ამ მარგიანს უყვარს ტასო, შენც გიყვარს და ერთ მხრივ... ჩოლოყაშვილსაც. ახლა უნდა, რომ ორივე ჩამოგიტყუოთ. ნიკუშ, მანდ უნდა დარჩეთ ორივე. მოკლედ, გუშინ მე და ბიჭები ჩოლოყაშვილების არქივში შევიპარეთ. -გაგიჟდით სულ, ხომ?! -დამაცადე, რა. ეს კაცი, ამ ჩამაწერებში მარგიანს საერთოდ არ ახსენებს. ან არ იცოდა და ვერ ამჩნევდა, ან რამე სხვა. პირველი შესაძლებლობით დავიწყეთ და გეგეზე რაც შევძელით ყველაფერი გამოვიკვლიეთ. ისტორიაში ჩავიხედეთ და... ნიკომ თითები დაიჭამა პასუხის მოლოდინში: -და რა, ალექსანდრე? -მგონი ანგელოზია. ეგეთი სუფთა... როგორ ამბობენ? დოსიე, მგონი მამაშენსაც არ აქვს. ქველმოქმედებას ეწევა არამარტო საქართველოში, ევროპის ბევრ ქვეყანაშიც. ნიკოს სიმწრით ჩაეცინა. -ესეიგი, ჩოლოყაშვილები ხელს აფარებენ. ალექსმა ყურმილის მიღმა წაუსტვინა: -აუ, მაგაზე არ მიფიქრია. ნიკომ თავი გააქნია: -უნდა ჩამოვიდეთ. ოღონდ ჩუმად. ისე, რომ ეს ვერავინ გაიგოს. -როგორ? ნიკომ სახეზე ხელი მოისვა. -ალბათ... აქედან ლისაბონში ჩავფრინდებით. კვალი უნდა ავრიოთ. მერე... პარიზში... და... -და მერე კიევში, ნიკო! იქედან გემით წამოხვალთ! მყავს ნაცნობი და ვეტყვი, რომ თქვენ ხართ! ნიკოს გაეღიმა. -მადლობა, ალექს. ალექსანდრეს გაეცინა. -კარგი, რისი მადლობა. -უბრალოდ ვერ ვხვდები, მარგიანს რა ვუქნა. -რა უნდა უქნა, რას ილენჩებ თავს. -არა, არა. ვერ მოვკლავ. ტასო არ მაპატიებს. ალექსანდრემ ამოიოხრა: -ესე როგორ გიყვარს... ნიკოს გაეცინა. -შენ მოკლავდი ჩემს ადგილას? -დედას არ მოვუ***ვდი? ნიკოს გაეცინა. -იმიტომაც დადიხარ დღემდე გოგოს გარეშე. *** ოთახში რომ შევიდა, ანასტასია ჩაძინებული დახვდა. გაბრაზდა, საშინლად გაბრაზდა. მარგიანზე. რომ ტასო შეუყვარდა. არავის ჰქონდა ტასოსთვის ისე შეხედვის უფლება, როგორც მას. მაგრამ, ვერც ამტყუნებდა. ტასოს არშეყვარება საშინლად რთული იქნებოდა. მადლობა ღმერთს, არ იცოდა, როგორი რთული. ჩუმად დაუჯდა თავთან. თმებზე ხელები ოდნავ შეახო. ანასტასია ოდნავ შეირხა და მისკენ უფრო ახლოს მიიწია. გიჟდებოდა, ჭკუას კარგავდა, როცა ანასტასია ძილშიც კი ცნობდა მის შეხებას. გაეღიმა და ლოყაზე მიეფერა. გვერდით საოცრად ნაზად მიუწვა და მის სურნელოვან კისერს მიაკრო ტუჩები. აკოცა. ერთხელ... ორჯერ... მესამეზე ტასოს გაეღვიძა. ვერ გაუძლო ამდენ სითბოს. ცრემლიანი თვალებით ახედა და სულ ოდნავ გაეღიმა. ნიკუშამ თვალები დახუჭა. -ბოდიში, რომ გიყვირე. არ უნდა მეყვირა. ანასტასიას გაეღიმა. -არაუშავს. ნიკუშამ ხელი წელზე დაადო. ახლოს მოიზიდა. ანასტასიამ ნიკუშას ყელში ჩარგო თავი და მისი სურნელისგან გაბრუებულმა ღრმად ამოისუნთქა. ტასოს ცხელი სუნთქვა კანზე დაეფინა ნიკოს და სიამოვნებისგან თვალები მიელულა. უფრო მაგრად მოხვია ხელები ანასტასიას. -ტასო... ძლივს ამოიხვნეშა, როცა ტასომ გავარვარებული ტუჩები მის ყელს მიაკრო. -ჰო... -ლისაბონში მივდივართ. ანასტასიამ გაკვირვებულმა ამოყო ნიკუშას ყელიდან თავი. -აბა, თბილისშიო? -ევროპაში მივდივართ, ტასი. ანასტასიას გაეცინა: -მართლა? -ჰო. ჯერ ლისაბონში, მერე პარიზში. ბოლოს კიევში და იქედან წავალთ გემით ფოთში. ანასტასიას გაეცინა. -რა ამბავია! ანასტასიას სიცილზე კი ნიკუშა შტერდებოდა. -ნიკუშ... რაღაცას ვფიქრობდი... -ჰო. მხრებზე ხელი მოხვია და ისევ თავის გვერდით დააწვინა ბიჭმა. -ეხლა მითხარი. -მგონი... ის კაცი... მამას მეგობარი იყო. იცი, რატო? გეგეს მშობლებს ჰქონდათ ამ კაცთან პრობლემები. და... ეს კაცი სულ ეჩიჩინებოდა მამას, მარგიანებთან საქმეს ნუ დაიჭერო. რაღაცნაირი ხალხიაო, დაუნდობელიო. -რა ქვია, ტასო. რა გვარია, მითხარი. -თეზი... ჩაკვეტაძე? ჰო... მგონი. ეგ კაცი ახალგაზრდობაში თურმე ყველგან თავისი ოთხუთხედი ჩანთით დადიოდა, კოსტუმით, თან კოსტუმზე ერთი ზედმეტი ნამცეციც არ უნდა ყოფილიყო. და ძმაკაცები « კოხტას » ეძახდნენ. ანასტასიას სახე აენთო. -ნიკუშ! ეხლა გამახსენდა! ფალავანდიშვილი გიჟივით წამოიწია და ტასოს მხრებზე შეეხო: -ტასი... ანასტასიამ საფეთქლებზე თითები მიიჭირა. -ერთხელ... მესამე კლასში, მამამ სკოლიდან რომ გამომიყვანა, სადღაც წამიყვანა. ასე მითხრა, შენს სახლში დატოვებას ვერ მოვასწრებ, ძალიან მეჩქარებაო. დიდ სახლთან მიმიყვანა. კერძო სახლი იყო. იქ ბევრი მანქანა ეყენა. შიგნით შევედით და მე რაღაც ოთახში დამტოვეს. მამა კაბინეტში შევიდა. იქედან ყვირილის ხმა გამოდიოდა. მოპირდაპირე მხარეს კიდევ ერთი ბავშვი იჯდა სავარძელში. მერე ადგა და ჩემთან გადმოჯდა. ასე მითხრა, მე ანამარია ვარო. ერთად ვიჯექით და ყვირილის ხმის ორივეს გვეშინოდა. მერე გამოვარდა ერთი კაცი იმ კაბინეტიდან, ანამარიას ხელი ჩაავლო და იმ სახლიდან წავიდნენ. მერე მამა გამოვიდა, ხელში ამიყვანა. ხომ არ შეგეშინდაო. მერე კაბინეტში შემიყვანა. იქ სულ უფროსები იყვნენ. ქალებიც და კაცებიც. ჩემი თავი გააცნო, ეს ჩემი ანასტასიააო. ვიღაც კაცმა თავი დაუქნია, ალბათ გეგეს მამა იყო. გეგე ბევრს მიყვებოდა ანასტასიაზეო. მერე სვანეთზე გააგრძელა ლაპარაკი, საერთოდ ვეღარ ჩავდივარ, საქმეებში ვიხრჩობი, მაგრამ ნინო და გეგე სულ დადიანო. მამამ უთხრა, მე და ქეთევანს ანასტასია ყოველ ზაფხულს დაგვყავსო და გეგესაც კარგად იცნობსო. ის კაცი მეკითხებოდა, გეგე ხომ კარგი ბიჭი იყო და ხომ არ მაბრაზებდა. ვუთხარი, ძალიან კარგი ბიჭია და პირიქით ყველაზე კარგად მემეგობრებათქო. გეგეს მამას გაეცინა და მამას თვალი ჩაუკრა. ნიკუშ, მგონი ის კაცი... ვინც გაიქცა... ჩაკვეტაძე იყო... ნიკუშას სახე გაუნათდა. -ტასო, ყველაზე მაგარი გოგო ხარ, ეგ რომ გაიხსენე! ესეიგი, შვილი ჰყავდა იმ კაცს. უნდა ვიპოვოთ. -ხო, აშკარად მისი შვილი იყო. მახსოვს, ერთ დღეს მამა რაღაცას ამბობდა მაგათზე... კოხტას შვილი სახლიდან წავიდაო. აუ... არ მახსოვს როდის თქვა... მგონი, ხუთი წლის წინ. იმის მერე აღარ უხსენებია. ნიკუშამ ტასო ჩაიხუტა. -მალე ბევრ რამეს გავიგებთ. *** თუმცა, არ იცოდნენ, რა უნდა გაეგოთ. ეს დაგვიანებული თავია, უბრალოდ ბოლო წამს მომინდა გადაკეთება და სულ სხვა რამის დაწერა. :) თქვენი მარიკუნა :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.