შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1998 #ტასასო


9-07-2017, 00:10
ავტორი Kalina
ნანახია 1 381

***
ჰოდა, გამოდიოდა სკოლიდან ამ დროს ანასტასია.
სისხლიანი ამირეჯიბი და თითქოსდა საგიჟეთიდან გამოქცეული ნიკუშა, რომ დაინახა, ჩანთა მხარზე ჩამოიკიდა და იქედან წასულა.
ფალავნდიშვილს სულ დაავიწყდა ჩოლოყაშვილებიც და ყველაფერი და გაკიდებია ანასტასიას უკან.
***
-ტასასო! დამელოდე, გოგო! ანასტასია! არ გესმის, რო გეძახი?!
ანასტასია ნელა მოტრიალდა უკან.
-აქ რა გინდა? ალექსანდრეს მიხედე. ხო გთხოვე, არაფერი უქნათ ჩოლოყაშვილსთქო.
-ტასო, შენ თავს ვფიცავარ, არაფერი... აი სიტყვაც არ მითქვამს, ხო ხვდები. რო მთხოვე, მე დაგიჯერე. მე და ალექსი მოვდიოდით და იმ...
სალანძღავი სიტყვა არ დააბოლოვა, იცოდა, ტასასოს არ უყვარდა როცა ნიკუშა მის წინ ილანძღებოდა.
-სროლა დაიწყო... სროლა! თავისი... ნაბი'ჭვარი ძმაც იქ ყავდა.
ტასომ ნიკუშას ხელი ჩასჭიდა. და თავი გულზე მიადო. ბიჭის საშინლად აჩქარებული გულისცემა იგრძნო.
გაეღიმა.
-ჰო... არ მატყუებ.
ნიკუშას გაეღიმა და ტასასოს შუბლზე ეამბორა.
-წავედი, ხო? საღამოს დამირეკე და მოვალ. ოღონდ დამირეკე. შუაღამეც რო იყოს. გავიქეცი ეხა. მიყვარხარ, ხო?
ანასტასიას გაეცინა.
-ჰო, დაგირეკავ.
და ის იყო, უნდა გატრიალებულიყო და წასულიყო, რომ ნიკუშამ მოატრიალა და მკლავებში მოიქცია:
-მოიცა, მოიცა! რა დაგვავიწყდაო? შენ არ გიყვარვარ?
ანასტასია გაწითლდა და თავი ჩახარა.
-არა, არა, ქალბატონო! ეგ ვერ გიშველის. აბა?
ანასტასიამ მორცხვად უთხრა:
-ჰო... მეც მიყვარხარ...
ნიკუშამ ვითომ წაუყრუა:
-მოიცა, რაო? ვერ გავიგე?
ანასტასიას გაეცინა.
-მიყვარხარ.
-ცოტა ხმამაღლა, არ მესმის!
გოგონას თავზე ხელი გადაუსვა.
-ვერ ვიყვირებ, ყელი მტკივა.
ნიკოს სახე დაუსევდიანდა.
-რატო, ჩემო ცხოვრება. რატო გტკივა, რატო...
დაიხარა და ყელზე ნაზად აკოცა.
-ვსიო?
-ჰო...
-კიდე ტიროდი, ტასო, ღამე?
თავი ჩახარა. რა ექნა, აბა. ტიროდა და თან როგორ...
ნიკუშამ ლოყები დაუკოცნა ტასოს.
-დღეს შენთან დავრჩები. შენს ძილს ვუდარაჯებ.
ტასასოს გაეღიმა.
-როგორი მზრუნველი ხარ.
-მიყვარხარ. დამირეკე.
ნიკუშა წავიდა.
ანასტასიაც ბედნიერი გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას, როცა გზად ვიღაც ბიჭები აეკიდნენ. გულმა ფეთქვა შეწყვიტა.
ფეხს აუჩქარა, ძალიან შეეშინდა. ნიკუშაც არ ჰყავდა გვერდით, ის დაეხმარებოდა, რამეს მოიფიქრებდა. ბიჭებს მოაშორებდა, მაგრამ ახლა მარტო იდგა და თვითონ უნდა ეღონა რამე.
შეშინებულმა ფეხს აუჩქარა, იმ იმედით, რომ ბიჭები შიშს შეამჩნევდნენ და თავს დაანებებდნენ, მაგრამ ისინი ამაზე ახითხითდნენ და ნაბიჯს მათაც აუჩქარეს.
გზა უსაშველოს გაიწელა. ბიჭები უკვე უახლოვდებოდნენ. გარკვევით გაიგონა, გაგის სახელი და აცახცახდა.
ეს ბიჭები გაგიმ გამოგზავნა.
დაწყებული საქმე უნდოდა, ბოლომდე რომ მიეყვანა.
უკვე სადარბაზოში შედიოდა, მკლავში ხელი რომ ჩაავლეს და მოატრიალეს.
-თავი დამანებეთ, გთხოვთ... გემუდარებით...
ოთხნი იყვნენ.
ერთმა პირზე ხელი ააფარა.
მეორემ ხელები გაუკავა.
მესამემ შარვლის შეხსნა დაიწყო, ხოლო მეოთხე იქვე ახლოს დადგა და სანახაობას თვალს ადევნებდა.
ანასტასია მოგუდული ხმით ყვიროდა, მაგრამ პირზე აფარებული ხელის გამო, ვერაფრით გააგონა ვერავის ვერაფერი.
მხოლოდ ერთი გამოსავალიღა იყო დარჩენილი და მოძალადეს ფეხებშუა კარგა გვარიანად ამოსცხო. ამაზე, ერთმა წიხლი ჩააზილა მუცელში, მეორემ სახეში დაარტყა. ანასტასია იკლაკნებოდა, დასხლტომას ცდილობდა, ამაზე უფრო მწარდებოდნენ და უფრო გამეტებით ურტყამდნენ.
სულ დალილავდა პატარა ანასტასია.
-გაგის უთხარით, რომ სიკვდილი უახლოვდება... უთხარით... უთხარით, რომ ა... უთხარით... უთხარით, რომ მთელი არსებით მეზიზღება...
-ფუ შე...
მერე ანასტასიამ ტკივილი იგრძნო თავის არეში. მას თავი სადარბაზოს შესასვლელ კარზე მიარტყმევინეს. კარი წითლად შეიღება, ტასოს სხეული კი უგონოდ ჩამოცურდა მიწაზე.
ეგონა, კვდებოდა.
სიკვდილამდე, მხოლოდ ისღა დარჩენოდა, ეფიქრა მათზე, ვინც უყვარდა და გონება დაკარგა. ანუ თავის ოჯახზე და ნიკუშაზე.
ნიკუშა.
ალბათ ვერ გადაიტანდა.
ვერაფერს გახდებოდა.
-მცივა.
მერე ანგელოზი მოვიდა.
არა, ნამდვილი არა. ტასოს ანგელოზი. მისი სურნელი იგრძნო.
სურნელიც იგრძნო.
ძლიერი ხელებიც.
ანგელოზის აჩქარებული სუნთქვაც.
გონზე მოსვლამდე უცნაური სიზმარი ნახა: ნიკუშა აქეთ-იქით დარბოდა თავქუდმოგლეჯილი. თან მის სახელს ყვიროდა.
გონს სლუკუნით მოვიდა:
-ვაიმე... ვაიმე...
ნიკუშა იქვე ეჯდა, საწოლთან და ფრთხილად ეფერებოდა ხელზე. მის ხმაზე წამოვარდა და დამშვიდება დაუწყო:
-არა, ჩემო პატარა. არ იტირო, ყველაფერი კარგადაა, ჩემთან ხარ, უსაფრთხოდ ხარ. არ ინერვიულო. დროზე მოვედი. არა... ტასასო, ნუ ტირიი...
ცრემლები საფეთქლებზე ჩამოუცურდა ანასტასიას. ნიკუშამ კოცნით შეუშრო ცრემლები გოგონას.
-ჩშ... ჩემთან ერთად არ უნდა გეშინოდეს, არ უნდა გეშინოდეს ტასასო. არასოდეს დაგტოვებ მარტო, შენთვის ტკივილის მოყენების უფლებას არავის მივცემ. ვიპოვი სუყველას და ხელებს დავამტვრევ ამ საქცირლისთვის. მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ. არ იტირო, ჰო?
ტასო მის ხმაზე გაისუსა.
-ჰო... სლუკუნით ამოილაპარაკა და თვალები მაშინვე მიელულა.
-ეხლა, ნაცემი აღარ მოგეწონები...
ნიკუშას გაეცინა.
-სუნთქვა ხარ ჩემი. როგორ არ მომეწონები, ჭკუიდან გადაგყავარ... აუ, თვალი როგორ გაქ, ტასო...
-ნიკუშ...
ამ სახელზე გიჟდებოდა ფალავანდიშვილი. მხოლოდ ტასასოსგან.
-ჰო, ჩემო სიხარულო.
-ჩამეხუტები? ჩამეხუტე, რა.
-მოდი ჩემთან, პატარავ. არ ინერვიულო, მე სულ შენთან ვიქნები. არასოდეს არ დაგტოვებ მარტო. არასოდეს, გესმის? რაც არ უნდა მოხდეს...
გოგონა ოდნავ წამოიწია და ბიჭს მოეხვია. თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა.
-ნიკუშ, მეშინია...
ამოიქვითინა ბიჭის მკერდში თავჩარგულმა გოგონამ.
ნიკუშამ სიმწრისგან თვალები დახუჭა. თავის თავს ლანძღავდა გულში, რატომ არ მიაცილა სახლამდე, მარტო რატომ გაუშვა.
-მაპატიე, ტასო მაპატიე... მაპატიე, რომ არ მოგაცილე სახლამდე, მაპატიე იქ რო დაგტოვე და ყველაფერი მაპატიე რა...
ტასო მხარზე ჩაფრენოდა ბიჭს და მხარს ცრემლებით უნამავდა.
-არა, ნიკუშ. შენი ბრალი არ არის, ხომ იცი როგორც მიყვარხარ. შენ არაფერ შუაში ხარ, ჩემი ანგელოზი ხარ, მფარველი ანგელოზი. ნიკუშ...
-ჰო, ჩემო სიცოცხლე. რამე ხო არ გტკივა, ტასასო.
-მაკოცე რა.
ნიკუშამ გოგონას სახე ხელებში მოიქცია. ტუჩები ოდნავ შეახო გოგოსას. ეს იყო უნაზესი, უთბილესი და უტკბესი შეხება, რომელზეც ანასტასიას სიამოვნებისგან ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
-პატარა ჩემი... სუნთქვა ჩემი... როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე.
ყოველი სიტყვის მერე ნაზ შეხებებს უტოვებდა ტუჩებზე და ანასტასიას რეაქციებზე ნაზად ეღმებოდა.
უცებ ამოიკვნესა ანასტასიამ.
-რაო, ჩემო ლამაზო. გატკინე რამე?
ნიკო შეშფოთდა.
-აქ, ტუჩთან მტკივა ცოტათი.
-სად?
ნიკუშამ სახე მიუახლოვა.
-აი, აქ.
ტუჩის კუთხესთან დასიებულ ნაწილზე მიუთითა.
ნაზად, რბილად შეახო ტუჩები ანასტასიას დასიებულ ტუჩის კუთხეს და გოგონამაც თვალები მილულა.
-კიდე გტკივა?
-არააა. მაგრად ჩამეხუტე რა.
ნიკუშას რატომღაც გული ცუდს უგრძნობდა. ტასო უცნაურად იქცეოდა. ხელები მაგრად მოხვია და თავის მკლავებში მოაქცია გოგონა. თავზე აკოცა და ტასასოსაც ჩაეძინა.
***
ანასტასიას გაუპატიურების მცდელობის ამბავი მთელ თბილისს მოედო. ზაალი ცოფებს ყრიდა, მე ნამუსშერცხვენილი გოგო ოჯახში არ მჭირდებაო. ამ ნათქვამზე ნიკოს პასუხმა კორპუსი შეაზანზარა.
***
,,არ ვიცი, კაცო. ეს რა უბედურება იყო. კარადა ესროლა შვილს?! რა უბედურებაა, ასე ბატონ ზაალს თავი არასოდეს დაუკარგავს. ის კაცი ყვიროდა, რო არ მინდა ესეთი შერცხვენილი გოგო სახლშიო. მიდი აბა, და გაამტყუნე! იმ ბიჭმა კიდე...(აქეთ-იქით მიმოიხედა და ხმა დაადაბლა) არც მე მჭირდებოდა მკვლელი მამაო...
ამაზე... გაგიჟდა, გააფრდა ზაალი. მე არ ვიცი მაშინ რა ძალამ გააკავა რო შვილი არ მოეკლა, რა ოჯახი... რა ოჯახი... რა ოჯახს ანგრევდა ნიკო...
ვის გამო, კაცო, ვის გამო!
ვაიმე, ჩემს ირაკლის ეს რომ გაებედააა... (თვალებს აბრიალებს)"
გამომძიებელმა თავი გააქნია და მაგიდაზე დადებულ ფურცელზე დიდი X დახაზა.
***

ალბათ, არ იზიდავს ეს ისტორია ხალხს,
თორემ უფრო მეტი ნახავდა.
მერე რა,
ვინც კითხულობს, ძალიან მიყვარხართ



№1  offline წევრი isterichka123

vai
e dzalian magaria gagrdzele es bichi macemina ra

 


№2  offline წევრი ki si

Mec dzaliam miyvarxar dzvirfaso da cota did tavs rom dadeb kide ufro shemiyvardebi :-*
Chemi niko rogor awameben

 


№3  offline მოდერი Eleniko13

მეც მომწონს ისტორია.
ჩვეულებრივი,
ემოციებით სავსე ამბავია,
და როგორი ბანალურიც არ უნდა
იყოს, საინტერესოა
და კარგად იკითხება.
გააგრძელე რა
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№4  offline წევრი Kalina

isterichka123
vai
e dzalian magaria gagrdzele es bichi macemina ra

მადლობა დიდი♥️
ki si
Mec dzaliam miyvarxar dzvirfaso da cota did tavs rom dadeb kide ufro shemiyvardebi :-*
Chemi niko rogor awameben

ვეცდები ყველანაირად♥️

Eleniko13
მეც მომწონს ისტორია.
ჩვეულებრივი,
ემოციებით სავსე ამბავია,
და როგორი ბანალურიც არ უნდა
იყოს, საინტერესოა
და კარგად იკითხება.
გააგრძელე რა

უღრმესი მადლობა!♥️♥️♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№5 სტუმარი Guest everything

ramdens kargaven vinc ar kitxulooobs

 


№6 სტუმარი სტუმარი კატო

აუუუ ვაბოდებ შენზე ძალიან მაგარი ხარ ძალიან მომწონს ოღონდ ძალიან გთხოვ ცუდად არ დაამთავრო ეს მოთხრობა

 


№7  offline წევრი Kalina

სტუმარი კატო
აუუუ ვაბოდებ შენზე ძალიან მაგარი ხარ ძალიან მომწონს ოღონდ ძალიან გთხოვ ცუდად არ დაამთავრო ეს მოთხრობა

რა საყვარელი ხარ!! ძალიან დიდი მადლობა <3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent