შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

the sound of silence (სრულად)


13-01-2018, 00:44
ავტორი tasusuna
ნანახია 5 148

the sound of silence..


აკანკალებული..
აღელვებული..
ტანჯვაგამოვლილი..
განადგურებული მივუყვები არეული ნაბიჯით გზას..
საყრდენგამოცლილი კედლებს ვეჭიდები და,
უღონოდ ვეშვები მოზრდილ ქვაზე.
კოკისპირულად წვიმს და,
იდეალურ სიჩუმეს მხოლოდ წვეთების ხმა არღვევს.
სიჩუმის ხმა!
შემზარავი ხავილი და,
ყელიდან ამოძახილი მისი სახელი..
მკლავებზე მძლავრად ვიჭერ ხელებს რომ ფიზიკურმა სულიერი ტკივილი დაფაროს, მაგრამ
არ გამომდის!
წამის სიზუსტით მახსენდება აფსოლუტურად ყველაფერი და,
ვგრძნობ,მთელი სხეულით როგორ ვკვდები..
ვიცოდი,
ღმერთია მოწმე,
ვიცოდი იქ რომ იდგებოდა და,
ისიც ვიცოდი,მარტო იმისთვის იყო ერთსა და იმავე ადგილას,რომ დამენახა და ცხადად მეგრძნო სინდისის ქენჯვნა..
გამოუვიდა!
ასე მწარედ არასდროს დამიწყევლია ჩემი თავი და სულით ხორცამდე არ შემძულებია ასრსებბა რომ უაზრო პრინციპებს ვერ გადავედი..
მე!
როცა იმდენად მიყვარდა,რომ დღე-ღამის სარტყელი უღმერთოდ მეცოტავებოდა..
ვიყინები..
გარეგნულად უკვე კარგა ხანია მომეთოშა კიდურები,მაგრამ,
ახლა,
სულში შემეპარა ერთიანად მომაკვდინებელი სიცივე..
თვალწინ გამირბინა კადრებად მომხდარმა..
ბოლოს ნახულიდან
იმდენად შესამჩნევი იყო სხვაობა,რომ წამიერად დავეჭვდი,ისიყო თუ არა
მაგრამ,
ათიათას კაცში გამოვარჩევდი მის მანერებს..
სახეზე შორიდანვე ვატყობდი რამხელა ტკივილი ჰქონდა გამოვლილი და
ყველაფერი ერთიანად მაშინ განვიცადე,
მზერა რომ ჩემსას გაუსწორა..
გამაჟრჟოლა..
მთელ ტანში ეკლებმა დამაყარა და
ადგილზემილურსმულმა,
აშკარად გავაცნობიერე ჩემი შეცდომა..
-ანი-უხმოდ წარმოთქვა ჩემი სახელი და შევატყვე როგორ დაეძაბა კისერი.
გზაჯვარედინი გვყოფდა,მაგრამ,ყურთან ახლოს ვგრძნობდი მის ხმას..
არ მინდოდა და არც შემეძლო ობლად წამოსული ცრემლი მომეშრო,იმდენად გამაქვავა მისმა ნახვამ..
შემცივნებულ სახეს რომ მითბობდა მხოლოდ ამით ვგრძნობდი,
ისე კი,
სინდისი მიგლეჯდა გულ-მუცელს.
ვიცოდი,ველოდი რაღაც ასეთს,
ვალაგებდი კიდეც გრძნობებს გზაში,მაგრამ,
თუ ასე ერთიანად ჩამოვინგრეოდი,არ წარმომედგინა..
ვგრძნობდი,მასაც დაგეგმილზე მეტად ეტკინა ჩემი გამოჩენა,მაგრამ
ვერ დავაბრუნებდი დროს და,
ღნერთთან მართალი ვიქნები,
არც ამის სურვილი გამჩენია დიდად.
-ზური-უნებურად წამომცდა მისი სახელი და გადადგმული ნაბიჯი ჰაერშივე გამიშეშდა,ისე მძლავრად იქუხა..
სანამ გონს მოვეგებოდი და,წინ გადადგმულ ნაბიჯს რიტმულად მივაყოლებდი სხვებს,
ის უკვე იქ აღარ იდგა..
მეჩვენებათქო,თავს ვარწმუნებდი,სიბნელის,წვიმის და დაბინდული მხედველობის ბრალიათქო-თავს ვიტყუებდი
მაგრამ
იმ ადგილას რომ დავდექი,
სადაც ის იყო წამების წინ,
დავიჯერე,რომ წავიდა..
არადა,
მის თავს გეფიცებით,
ჯერ კიდევ თბილი იყო ის ჰაერი,რომლითაც სუნთქავდა..
ეს იყო და,
იქიდან წამოსული,
ახლა,
ცივ ლოდზე ვიყავი მიყინული.
რატომ?
რატომ?
ჯანდაბაა!
რატომ ღმერთო,რატომ?!
ისე მძულდა საკუთარი თავი,რომ
არ მეცოდებოდა კოკისპირული წვიმისთვის.
მე ,
მე ვიყავი ერთადერთი დამნაშავე და
მისი ტკივილის მთავარი წყარო..
არაადამიანურმა ხავილმა გაარღვია ისევ სიჩუმე..
ისევ მისი სახელი გადმომდინდა..
ბედის ირონიააა ალბათ,
ზუსტად იმ ადგილას რომ მიმიყვანა საკუთარმა სხეულმა,სადაც უკამასკნელი წერტილი საკუთარი კალმით დავსვი.
მის იმდღისეულ ტკივილს ეხლა განვიცდიდი ცხადად და ვგრძნობდი,
ყველა ნაკვეთს რომ ჰქონდა შერჩენილი მისი ტანჯვა..
მაშინ მეგონა,
სწორად ვიქცეოდი,მაგრამ,
მისმა თვალებმა დამარწმუნეს რომ ტყუილი იყო ეს ყოველივე..
ტყუილი იყო რის გამოც მოვშორდი და ისიც,
რომ მეგონა,ადვილად გადაიტანდა..
არ გადაუტანია არც მას და,
ჩემი წლობით ნაშენები იმედებიც თავზე ჩამომემხო..
არასწორი ვარ..
ღმერთთანაც,ჩემ თავთანაც და
მასთან ყველაზე მეტად..
ჩემი პრინციპები რომ არ გადავალახინე სიყვარულს,
მანდ შევცოდე..
თან ისე უღმერთოდ,რომ
ვერავინ მპატიობს..
არც ის მპატიობს,
თუ მომიტევა და,
უზენაესს ვფიცავ,
ძირფესვიანად ვიწამებ..
ღონეგამოცლილი წამოდგომა ვცადე რომ ზუსტად იქ მივსულიყავი,სადაც იმ დღით დავტოვე..
რამოდენიმე ნაბიჯი ტანჯვით გადავდგი და,
იმ კედელს მივეყრდენი სახით,
სადაც ის იყო ზურგით მიწოლილი.
რამდენი წუთი გავიდა არ ვიცი,
იქნებ საათიც,
მაგრამ,
ნაცნობმა არომატმა რომ მოყინული სხეული ერთიანად მომილღო ეს აშკარად ვიგრძენი.
ფილტვების დახეთქვამდე შევისრუტე ქარს მოყოლილი სურნელი..
სიცოცხლეზე დავიფიცებდი,რომ ერთადერთ ს ეკუთვნოდა..
გული გამალებით ამიძგერდა..
იმდენად სწრაფად დამედინა ძარღვებში სისხლი,რომტკივილმა გამომაფხიზლა.
მთელ დარჩენილ სიცოცხლეს დავთმობდი,რომ ეს ზმანება არ ყოფილიყო და მობრუნებულს იქ დამხვედროდა..
-ზურა?-ძლივსგასაგონად ამოვთქვი მონატრებულის სახელი და ნელა შევტრიალდი..
სიბნელეში ფიგურა ვერა,
მაგრამ,
მისი მოელვარე თვალები გავარჩიე და შემდეგ,
მთელი სიძლიერით შემოჭდობილი მკლავები.
მოვდუნდი..
მთელი სხეულით მოვეშვი და ,
შემორჩენილი ძალით გულმკერდზე მივეყრდენი..
ომ,ტანჯვა,გოდება გამოვლილ გულმკერდზე..
ერთადერთი რაც მესმოდა,მისი გულის ცემა იყო და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ,რომ
სიჩუმეს სიყვარულის,პატიების,რწმენის და,
უღმერთო გრძნობის ხმა ჰქონდა...


_______
მოგესალმებით..
ისე,როგორც არასდროს,მოუთმენლად ცელი შეფასებას..
მთელი გული ჩავდე..
მთელი ფიქრები და. გრძნობები,რომელაც ახლა განვიცდი..
ერთიანად დავიცალე ემოციებისგან და ამიტომაცა,
განსაკუთრებულად რომ გწლით..
სულ მცირეა,მაგრამ..
თქვენი:ანასტასია



№1  offline მოდერი bibo

კარგი იყო მარწყვის გოგოვ შენ ხარ კარგი კარგი უკარგესი წარმატებები წერე პატარა იყო ძან და :) ალუბალო წარმატებები

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

bibo
კარგი იყო მარწყვის გოგოვ შენ ხარ კარგი კარგი უკარგესი წარმატებები წერე პატარა იყო ძან და :) ალუბალო წარმატებები

ვაიჰ ❤️❤️❤️❤️❤️ ძალიან დიდი მადლობა საყვარელო ????????????????

 


№3 სტუმარი makukuna

ტასუსუნაა, კარგი გოგო ხარ შენ, ძალიან მიყვარს შენი თბილი ისტორიები. ეს უფრო ჩანახატი იყო ალბათ, მაგრამ კარგი იყო, გულში და სისხლში რომ გაიარს, ისეთი.
გელოდებით heart_eyes

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

makukuna
ტასუსუნაა, კარგი გოგო ხარ შენ, ძალიან მიყვარს შენი თბილი ისტორიები. ეს უფრო ჩანახატი იყო ალბათ, მაგრამ კარგი იყო, გულში და სისხლში რომ გაიარს, ისეთი.
გელოდებით heart_eyes

როგორ მიხარებთ გულს ❤️❤️❤️❤️❤️ მადლობა

 


№5  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ანასტასია როგორ კარგი ხარ შენ :*
და მაინც სიყვარულს ყველაფრის პატიება შესძლებია როგორც ჩანს.
ის არასწორი ნაბიჯი რომელმაც საყვარელი ადამიანი დაგატოვებინა ჩემი აზრით სწორი იყო, რადგან თუ დატოვე ე.ი არ იყავი დარწმუნებული შენს თავში, ანუ რისი თქმა მინდა როცა კარგავ მაშინ ვიგებთ იმ ადამიანის ფასს ვინც გვიყვარს და ზუსტად ანაც ერთერთი იყო იმ ადამიანთაგან ვინც არასწორი ნაბიჯი გადადგა , მაგრამ საბოლოდ უფრო გრძნობებით გამყარებული დახვდა ზურას.
ნუ თუ რამე არასწორედ გავიგე მომიტევე ანასტასია, შეიძლება სხვა რამის თქმა გინდოდა და მე სხვანაირად გავიგე ..
#მეშენმიხარიხარმთელიგულით :*

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Tskrialashvili Mariami
ანასტასია როგორ კარგი ხარ შენ :*
და მაინც სიყვარულს ყველაფრის პატიება შესძლებია როგორც ჩანს.
ის არასწორი ნაბიჯი რომელმაც საყვარელი ადამიანი დაგატოვებინა ჩემი აზრით სწორი იყო, რადგან თუ დატოვე ე.ი არ იყავი დარწმუნებული შენს თავში, ანუ რისი თქმა მინდა როცა კარგავ მაშინ ვიგებთ იმ ადამიანის ფასს ვინც გვიყვარს და ზუსტად ანაც ერთერთი იყო იმ ადამიანთაგან ვინც არასწორი ნაბიჯი გადადგა , მაგრამ საბოლოდ უფრო გრძნობებით გამყარებული დახვდა ზურას.
ნუ თუ რამე არასწორედ გავიგე მომიტევე ანასტასია, შეიძლება სხვა რამის თქმა გინდოდა და მე სხვანაირად გავიგე ..
#მეშენმიხარიხარმთელიგულით :*

შენ ხარ არაჩვეულებრივი გოგო
❤️❤️❤️
ყცელაფერს ზუსტად წვდები ა ძალიან მიხარია ❤️❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი ნინაჩკა

Simgera the sound of silence-tan ertad waikitex ufroo saswaulii epeqtiii akvss❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent