შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნისლი თუ მზე? თავი-1


13-01-2018, 16:41
ავტორი ნაია
ნანახია 1 286

დედაჩემმა სარა დამარქვა მამა წინააღმდეგი იყო,უნდოდა დედამისის მიას სახელი დაერქვათ თუმცა მადლობა დედას რომ წინააღმდეგობა გაუწია,სახელი მია ძალიან მომწონს მაგრამ რა თქმა უნდა სარა მირჩევნია,16 წლის ვარ 1 აგვისტოს დავიბადე ჩემი ზოდიაქო ლომია...დედაჩემი ფსიქოლოგია,მამა ბიზნესმენი.და-ძმა მყავს,დას მია ქვია მას ხვდა წილად ამ სახელის ტარება,ის 12 წლისაა და ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალით უყურებს ცხოვრებას.ჩემი ძმა ნიკი,19 წლისაა,ალბათ გგონიათ რადგან ჩემზე დიდია ყველაფერზე მიშლის და ა.შ როგორც ტიპიური ძმები თუმცა არა ნიკი საკმაოდ გამგები და "ჯიგარი"ძმაა.სანდრო ჩემი ცხოვრების სიყვარული,ნიკის ძმაკაცია,ერთი სამეგობრო წრე აქვთ სანდროც ნიკისგან გავიცანი,ჩვენთან ხშირად მოდის ხოლმე მამაჩემი ვერ იტანს მამამის მაგრამ სანდრო ძალიან უყვარს ხშირად ერთად უყურებენ ხოლმე ფეხბურთს..მოკლედ ასე მე მიყვარს სანდრო მაგრამ სანდროს არა..იყო რაღაც პერიოდი როცა თითქმის ერთად ვიყავით თუმცა სანდროს არ ვუყვარდი ამიტომ ნიკის გამო გაწყვიტა ჩემთან ურთიერთობა,მითხრა,რომ არ უნდა თავისი ძმაკაცის და მოატყუოს..როგორც უკვე ავღნიშნე არაფერი ადარდებს არც მომავალი არც ცხოვრება არც სიყვარული არს სწავლა.
დღეს მამას მნიშვნელოვანი პარტნიორი უნდა მოვიდეს სახლში სტუმრად.რადგან სახლში მოდის ვახშამზე ალბათ ოჯახით იქნება.კიდევ ერთი მოსაწყენი დღე.
წითელ კაბას ვიცმევ თმას ალბათ დავიხვევ სახლის სტუმრებს მაინც გავეპრანჭო:დ კარზე ზარია ცოტათი ვნერვიულ მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო,დედა კარს აღებს და სტუმრებს სახლში იპატიჟებს.ვცდილობ გავიღიმო და თავაზიანად ვისაუბრო.
დედა,მამა,მამას პარტნიორი და მისი ცოლი ვერანდაზე საუბრობენ. ჩემთან კი მათი შვილი დატოვეს.
-გამარჯობა, მე ალექსი ვარ,კარგად გამოიუყრები.
სასიამოვნო ტიპი ჩანს,დიდი წამწამები აქვს და მწვანე თვალები ჰმმ..კარგი შესახედაობისაა ამას არ მოველოდი რადგან ყველა მამას პარტნიორის შვილი სათვალეებიანი მამიკოს ბიჭები არიან.
-გამარჯობა,მე სარა.(მალდობა არ მითქვამს)
სუფრას მივუსხედით,ალექსი ჩემს წინ ზის და თვალს არ მაშორებს,ვფიქრობ მოვეწონე.
ვახშამმა კარგად ჩაიარა სტუმრები გავაცილეთ მე კი სკოლისთვის მომზადება დავიწყე ვფიქორობ რა ჩავიცვა ხვალ მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე ამიტომ დილით ადრე ავდგები და მაშინ შევარჩევ.
გათენდა როგორც ყოველთვის ნისლი იყო,როგორც იქნა შევარჩიე ტანსაცმელი თუმცა იმდენ ხანს ვარჩევდი საკმაოდ დიდი დრო გავიდა ამიტომ საუზმის გარეშე მივდიოდი სკოლაში,ფეხზე ვიცმევდი როცა კარზე ზარი იყო დედამ კარი გააღო მე კი ხმა მესმის -დილამშვიდობსა ალექს,შემოდი,როგორ ხარ?
-დილამშვიდობისა ქალბატონო ნატა,თქვენ როგორ ბრძნადებით?ჩვენ ხომ თქვენ მეზობლად გადმოვედით ამიტომ ვიფიქრე სარას გავუვლიდი და სკოლაში ერთად წავიდოდით..
-რა თქმა უნდა საყვარელო ახლავე გამოვა..
გაოგნებული ვარ,ალექსი?კი მაგრამ რას ქვია სკოლაში წამიყვანს?მე ხომ ავტობუსით იმიტომ დავდივარ,რომ ავტობუსში სანდრო შემხვდეს..სკოლაში მივედით მანქანიდან სანამ გადმოვალ ვლოცულობ გულში,ოღონდ ახლა არ მოვიდეს ავტობუსი.რა თქმა უნდა,მე ხომ ბედი არ მაქვს..აი ავტობუსიც და აი სანდროც..ჯანდაბა ჯანდაბა ისედაც ყველაფერი ცუდად იყო ახლა რას იფიქრებს,მისთვის უცხო ბიჭთან ერთად,რომ დამინახავს?! მანქანიდან გადმოვედი თუ არა დავინახე,რომ სანდრო უკვე ჩვენთან მოდიოდა, გავშეშდი არ ვიცოდი რა მექნა ან რომ მოვიდოდა რა მეთქვა ანდაც საერთოდ რატომ მოდის?!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent