შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა რომელსაც უყვარს "ის"


13-01-2018, 17:58
ავტორი MariamLecter
ნანახია 1 388

ნანატრი ზაფხული დადგა, აბიტურიენტობას როგორც იქნა დავემშვიდობე და ასე გადამწვარმა სოფელს მივაშურე, როგორც იქნა დავისვენებდი (მაგრამ ვაი მაგ დასვენებას ქულებს რომ ელოდები და გული გისკდება) ნუ პრინციპში უნდა გიხაროდეს კიდეც, დილით რომ იღვიძებ და არავითარი წიგნი, არავითარი უნარების გაკვეთილი, სახლში ხარ მშვიდად და ტკბები სოფლის სუფთა ჰაერით, თან წიგნსაც კითხულობ, დასაწყისისთვის შაფაქის „სიყვარულის 40 წესი“ დაიწყე და იძირები სრულიად უცხო სამყაროში სადაც სიტუაცია ორ, ერთმანეთისაგან შორეულ დროში ხდება. პირველი - ახლა, ოცდამეერთე საუკუნეშია, მეორე - მეცამეტეში. მერე ნელ-ნელა უღრმავდები, ცოტატებს იწერ და შენს გონებაში მხოლოდ სიყვარული ტრიალებს, როგორც „სამოსელი პირველშია“ დედამიწას სიყვარული ატრიალებს დომენიკო. ამ ფრაზასაც იმეორებ, მაგრამ სასაცილო ისაა რომ ჯერ არავინ გყავრებია.
ვაიმე, იმდენად შევიჭერი ჩემს გრძნობებში, სულ დამავიწყდა გაგცნობოდით, მე მაშო ვარ, ახლა უკვე 18 წლის. გრძელი შავი თმა მაქვს, მწვანე თვალები, ჭორფლები, თეთრი კანი, ნუ ზოგი კი იტყვის იდეალური ხარო მაგრამ სულაც არაა, უნაკლო არავინაა მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემი ნაკლი არცაა საჭირო დავწერო. უკვე აბიტურიენტიც არ ვარ, ქულებს ველოდები და რომელი უნივერსიტეტის სტუდენტი ვიქნები ჯერ გაუგებარია. მყავს პატარა ძმა, მშობლები, ნუ ნელ-ნელა გაიცნობთ.
ცოტახანში ჩვენთან ჩემი მამიდაშვილი ჩამოვიდა, მარი. მალე ერთად დავიწყეთ მდინარეზე სიარული, სადაც უამრავი ჩვენი ტოლი ახალგაზრდობა იყრიდა თავს.
-გოგო ამდენი ხანია აქ ისვენებ და არავის იცნობ?
-ვაიმე მარი ვინ უნდა გავიცნო, ხომ იცი როგორი ვარ, თუ ვინმე არ მოვიდა პირველად და არ გამომელაპარაკა ისე ვერავის ვიცნობ.
-აუუ. აბა რა ვქნათ არდა ნახე როგორ ერთობიან, მეც მინდა.
მართლა კარგად ერთობოდნენ, ზოგი წრეშიბურთს თამაშობდა, ზოგი კარტს, ზოგი ე.წ. „ბომბას“ მდინარეში. მეც მინდოდა ხოლმე მისვლა მაგრამ რა ვქნა რომ მორცხვი ვარ. ნუ იმ დღეს მაინც გამაბედინა მარიმ და ჩვენც დავიწყეთ წრეშიბურთის თამაში, სხვათაშორის ბევრიც გავიცანი და გვითხრეს საღამოს გამოდით გარეთ ვიკრიბებით, ვთამაშობთ და ვლაპარაკობთ, ნუ გაერთობითო. ჩვენც დავთანხმდით და სახლში წავედით. საღამოს 8 საათზე მარიმ დაიწყო მზადება.
-არ წავიდეთ?
-აუ, რავი გინდა?
-კი რა გთხოვ. ბავშვების გაცნობა არ გინდა? ასე უაზროდ რომ არ ვიყოთ ხოლმე.
-მალე წამოვიდეთ ოღონდ.
რა ვქნა არ ვარ ეს დიდად კომუნიკაბელური. მაგრამ სხვა რა გზაა, ახალი ხალხის გაცნობაც საინტერესოა ხანდახან. გავემზადეთ და გავედით იმ ადგილზე სადაც გვითხრეს, ამ ჯერად უფრო მეტნი იყვნენ, თან უმრავლესად ბიჭები, მე კიდევ მათგან ყოველთვის შორს ვიჭერდი თავს, ყოველთვის ვფიქრობდი რომ არ იყვნენ სანდოები, ჩემს დაქალებს რომ ვუყურებდი მათი შეყვარებულების შემხედვარეს, ყველანაირი სურვილი მეკარგებოდა შეყვარებულის ყოლის, ამიტომ არავის ვიკარებდი და არც ვაპირებდი, სწავლაზე ვიყავი ორიენტირებული. მარის ხათრით გამონაკლისი დავუშვი და მათთან დავსხედით, მალე თამაშიც წამოვიწყე, ბევრნი იყვნენ მაგრამ არავის ვაქცევდი ყურადღებას, საათს ვუყურებდი შიგადაშიგ, სახლში 22:00 უნდა მივსულიყავით, თორემ დედაჩემი გაგიჟდებოდა, არ უყვარდა გვიან გარეთ რომ ვიყავი. მაგრამ სახლში წასვლამდე ჯერ ადრე იყო, თამაშის დროს ერთ-ერთი ხშირად მიყურებდა, მაკვირდებოდა, რამდენჯერაც გავხედე და მზერა დავიჭირე იღიმოდა. ჩაიცინებდა ხოლმე თავისთვის. ჩემტვის ვიფიქრე მგონი გიჟია მეთქი. ცოტახნის შემდეგ გვერდზეც მომიჯდა და ლაპარაკი დამიწყო.
-კარგად ვერ გავიგე, რა გქვია?
-მაშო.
-სასიამოვნოა, მე ბუკა.
გავუღიმე და თმა ყურის უკან გადავიტანე. მიყურებდა.
-მაშო რამდენი წლის ხარ?
-18
-სწავლობ?
-წელს ჩავაბარე.
-აა, ანუ ქულებს ელოდებბი?
-კი.
-ნერვიულობ?
-ძალიან.
-ჰო, რაზე აბარებ
-სამედიცინოზე.
-ვა საინტერესოა.
-ჰო, შენ რას საქმიანობ?
-ვსწავლობ, თსუ ში, მესამე კურსზე ვარ.
-არის შანსი მანდაც მოვხვდე, თქვენი სამედიცინოც მიწერია.
-ნერვიულობ მაშო?
-კი, სრულიად უცხო გარემო მაშინებს.
- ნუ ნერვიულობ, თუ ჩვენთან მოხვდები ნაცნობი გეყოლები და დაგაკვალიანებ.
ამაზე გამეღიმა, რატომ უნდა დამაკვალიანოს მან? მე ხო სულ ახლა გავიცანი და იქნებ არც ვაპირებ რომ დავუახლოვდე? მისმა ნათქვამმა დამაფიქრა მაგრამ დიდად არც გადავყოლილვარ. მერე გადაჯდა და ისევ შორიდან მიყურებდა, ცოტახანში მარის ვანიშნე მივდივართ მეთქი, თავი დამიქნია კარგიო, ბავშვებს დავემშვიდობეთ, ბუკამ გამოგვძახა:
-ესე მალე რატომ მიდიხართ? თავი ხომ არ შეგაწყინეთ?
-არა, მაშოს დედა ინერვიულებს ადრე უნდა მივიდეთ. (მარიმ უპასუხა)
-კარგი, მაშოო ხვალ ხო იქნებით მდინარეზე?
-კი.
-მაშინ ხვალამდე.
წამოვედით, გზაში მარი მეუბნებოდა:
-გოგონი, ბუკას მოეწონე.
-კაი რაა, სულ მსგავსი რამ რატომ გელანდება.
- გეუბნები, ხო იცი არ მეშლება ეგთები.
-ოჰჰ. ნეტა შენ რაა.
არასდროს არ ვაკვირდებოდი ვის მოვწონდი და ვის არა, არ მაინტერესებდა სიყვარულობანა თემები, არც ახლა, განსაკუთრებით ახლად გაცნობილ ადამიანზე, რომელიც მაშინვე გაქრებოდა ჩემი ცხოვრებიდან, როგორც კი ზაფხული დასრულდებოდა, იმ ღამეს მაშინვე ჩამეძინა. მეორე დღეს მარი ცუდად გახდა და მდინარეზე არ წავსულვართ. სახლში ვიჯექით და მე ჩემს წიგნს განვაგრძობდი:
„სიყვარულის ძიება გვცვლის. არ არსებობს სიყვარულის მაძიებელი,რომელიც ამ გზაზე არ დაღვინებულა. რა წუთიდანაც სიყვარულის ძიებას იწყებ, იწყებ შინაგან და გარეგან ფერისცვალებას.“ ამ ფრაზაზე რატომღაც ბუკა ამოტივტივდა გონებაში, არ ვიცი რატომ, რისი გულისთვის, მაგრამ მასზე ფიქრმა შემიყოლია, ნეტავ ახლა რას აკეთებს? ამ დროს მარი დამადგა თავზე.
-რა გჭირს გოგონი? რაზე ფიქრობ?
-რაზე უნდა ვფიქრობდე, შემიყოლია წიგნმა. შენ ის მითხარი როგორ ხარ?
-კარგად, დღეს საღამოს გავიდეთ?
-კი მაგრამ ცუდად იყავი როგორ უნდა წავიდეთ?
-გთხოვ, უკვე კარგად ვარ, თან გარეთ რომ არ გავიდე გავგიჟდები, მთელი დღე სახლში ვზივარ.
-კაი წავიდეთ.
როგორც კი ოთახიდან გავიდა ჩუმად ვთქვი:
-იესსსსსსსსს. (ყვირილის ჩუმი იმიტაცია გავაკეთე )
გამიხარდა ეს რომ მითხრა, მეც მინდოდა გარეთ გასვლა, იქ ხომ ბუკა იქნებოდა. გავლამაზდი, მოვწესრიგდი და გავედით. ბავშვები ისევ იქ იყვნენ მაგრამ ბუკა ვირაც გოგოებთან იჯდა, ერთ-ერთი შეყვარებულიც კი მეგონა, ისე ეხუტებოდა მაგრამ მერე რაა, ყავდეს მშვიდობაში მოახმაროს ღმერთმა. ისევ თამაში დაწყეს, მე არ მინდოდა და ჩემთვის კუთხეში დავჯექი. მალე ვინ მომიჯდებოდა გვერდზე თუ არა ბუკა.
-რატომ არ იყავით დღეს მდინარეზე? გეძებდით.
-მარი ცუდად იყო და არ მოვედით.
-ხვალ ხომ მოხვალთ?
-კი
-ძაან კაი.
და ისევ დაუბრუნდა იმ გოგოებს, მაგრამ ისევ მიყურებდა, თან ისევ ვიჭერდი მზერას და ისევ ჩაიცინებდა ხოლმე, თან მისი ლოყაა, რომელიც ჩაჩხვლეტილია, მე ჩვეულებრივ დავიღვენთე ამ მომენტში, ჩემში გოგომ აიღვიძა, ამ დროს ტვინი მეუბნება:
-მაშოოო, გოგო სულ გაგიჟდი? არ გადამრიო?!
-რაააა, მხოლოდ ლოყაზე ვთქვიი.
-ვიცი ეგენი მეეე, ჯერ ლოყით დაიწყებ და მერე მე უბედურმა მასზე უნდა ვიფიქრო, გამანებე თავიი, მაცადე დასვენება.
მერე გული ჩაერთვება ხოლმე ჩვენს ლაპარაკში:
-ტვინო, ტვინოო, აცადე ამ გოგოს სიცოცხლეე, ცოტა სიყვარული მასაც სჭირდება.
-კარგი რაა შენთვის ადვილია, უბიძგებ ხოლმე ამ გოგოს სისულელებისაკენ ესეც შენ გისმენს ნუ აწუხებ.
ბოლოს მე ვერთვები:
-აბა ორივე გაჩუმდით, ჩემიც გამჭირვებია, ქულებზე იფიქრეთ ქულებზე.
აი ასეთი ჩხუბის სემდეგ ვუბრუნდები საწყის მდგომარეობას და 10 საათზე ისევ სახლში ვბრუნდები, მაგრამ ვერ ვიძინებ რადგან იმ ვაჟბატონის ნათვაქმი ისევ მაფიქრებს, რატომ მეძებდა, რა უნდოდა? გიჟია? მანიაკია? რა უნდა?


პ.ს. საცდელი თავია, მოკლე ამიტომ არის, თქვენი აზრი მაინტერესებს. თუ დაგაინტერესებთ სხვა თავებსაც დავდებ და უფრო გავავრცობ, გავამხიარულებ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent