შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Demon (15)


13-01-2018, 22:30
ავტორი Constance
ნანახია 1 367

Demon (15)


(მაიკლი)
"როგორ თბილა"
ჩემს ზურგსუკან რაღაც გაინძრა და ჩემთან უფრო ახლოს მოიწია, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე მეტად მოახლოება შეუძლებელი იყო. შემდეგ ყელში ნაზი კოცნა ვიგრძენი და თვალებიც მაშინვე გავახილე! კაენის ოთახი ადვილად ვიცანი, რადგან საწოლის გვერდით მდგარ კომოდზე მისი სანათი და მაღვიძარა იდო... თანაც ოთახში მისი სუნი იდგა.
მისი სუნი... ყველგან იყო და საბანს კიდევ უფრო მაგრად ჩავეხუტე.
" ოჰ... მის საწოლში ჩამეძინა."
ბევრი არ მიფიქრია და წამოვდექი... ან ვცადე მაინც. ძლიერმა მკლავებმა შემაჩერა და თავი ისევ რბილ ბალიშზე დავდე. ვიცოდი ჩემს უკან ის იყო და მკერდზე მიკრავდა. ღამით მომხდარიც გამახსენდა და ყელში, თითქოს რაღაც გამეჩხირა.
- გ..გამიშვი - ჩახლეჩილი ხმით ვთხოვე და ვიგრძენი როგორი გამოფიტული ვიყავი. არ მინდოდა ჩამხუტებოდა, როცა ღამით სხვებთან იყო.
- არა.
მის პასუხზე მთელი სხეული დამეძაბა. იმედია იმას არ ფიქრობდა, რომ რადგან მის საწოლში მეძინა, მასთან დაწოლაზეც თანახმა ვიყავი! შემთხვევით ჩამეძინა, შემდეგ გავიღვიძე, გული გამიტეხეს და ისევ გავითიშე.
" მითუმეტეს მას შემდეგ რაც გააკეთა."
- გამიშვი კაენ, ახლავე! - ჩავიღრინე, რითიც ვანიშნე, რომ ამ დილას ხუმრობის ხასიათზე არ ვიყავი.
- არა, მტკივა - მისი პასუხით დაბნეულმა წარბები შევჭმუხნე. ცოტა წვალების შემდეგ, მოვახერხე გადავბრუნებულიყავი და ახლა სახეში ვუყურებდი. გონებაში ავღნიშნე, რომ მაისური არ ეცვა, მაგრამ ეს აზრი მოვიშორე და თვალებში შევხედე.
- რა? - დავიჩურჩულე, რომ ოთახის სიმშვიდე არ დამერღვია. კაენი უხერხულად შეიშმუშნა წამით, მაგრამ აშკარად ფიქრობდა როგორ ეთქვა ის, რისი თქმაც სურდა.
- მ.. მტკივა. გუშინ რაღაც სისულელე ჩავიდინე. მგ...
ვიცოდი რის თქმასაც აპირებდა, სანამ წინადადებას გაწყვეტდა.
"მგონი.."
პასუხი არ გავეცი, რადგან ფაქტიურად არც უთქვამს, ღრმად ჩავისუნთქე და გამშრალი ტუჩები გავილოკე. მზერა ყელზე გადავიტანე, რომ ცოტა დავმშვიდებულიყავი და როცა ისევ შევხედე, სანამ გადმოიხრებოდა და ჩემს კოცნას ეცდებოდა, მის თვალებში დავინახე რასაც აპირებდა.
"ოჰ არა, არა.. ეს არ მოხდება."
ცხვირზე მსუბუქად ვუკბინე და გაოცებისგან წამოიყვირა, მაგრამ კოცნა მაინც გადაიფიქრა.
- ე..ეს რისთვის? - მკითხა და საბნიდან ხელი ამოყო, რომ ცხვირი დაეზილა... ჩემს პრობლემას ის ნამდვილად არ დაეხმარა, რომ როცა ხელს სწევდა ჯერ შიშველ მკერდზე და შემდეგ მხარზე შემეხო, სანამ ცხირს მისწვდებოდა.
- შენს კოცნას არ ვაპირებ, კაენ.
ტუჩები გაღიზიანებისგან გამობურცა, მკერდზე მიმიკრო და სახე ჩემს ყელში ჩამალა.
- შემიძლია გაიძულო... - ჩაიბუზღუნა თავისი ჩვეული ამაყი ტონით, სიმართლე რომ ვთქვა ამას ველოდი კიდეც, მაგრამ უეცრად შეხტა, ჩემს გვერდით მოიკუნტა და ქოშინს მოჰყვა.
- რ...რა ჯანდაბა... ხდება??
როცა კანკალი დაიწყო, სწრაფად წამოვჯექი და საბანი გადავხადე, რომ უკეთესად მენახა რა სჭირდა. როცა ეს გავაკეთე, კაენი უფრო მეტად მოიკუნტა, ამიტომ მთელი ძალით, რამდენიმე ცდის შემდეგ, ზურგზე გადავაბრუნე და მკერდი ხელით მოვუსინჯე, რომ რამე გამეგო და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, როცა ხელი გულთან დავადე.
"კლიშე"
თავი გავაქნიე, გადავიხარე და ტუჩები მისას მივადე, ხელი კი მის გულზე დავტოვე. ასე ცოტა ხანს ვიყავით, სანამ არ ვიგრძენი, რომ მისი სხეული მოდუნდა. როცა უკან დავიხიე, მის თვალებში სტრესი და დაბნეულობა შევნიშნე.
- კაენ...?
უხერხულად შეიშმუშნა, მაგრამ შემდეგ რაც გააკეთა, ამან მართლა გამაოცა.
- მოიცა... ტირიხარ?
მაშინვე ფორმა შეიცვალა, დემონად იქცა და საბნის ქვეშ შეძრომა სცადა, მაგრამ მის დიდ სხეულს ვერ გადასწვდა და მხოლოდ ნახევრად დაფარა.
- ვაიმეე.... ვინ არის მორცხვი დემონი? - გავიცინე, ეჰ, კარგ შემორტყმას ვიმსახურებდი მისი დაცინვისთვის, თან როცა დემონის სხეულში იყო, მაგრამ არ მადარდებდა, რადგან ვგრძნობდი, რომ ამჯერად არაფერს იზავდა....
- მოდი ჩემთან.
მისმა დემონმა საბნიდან გამოიხედა, ნუ ფეხები და ნახევარი ზურგი მაინც უჩანდა, მაგრამ... როცა არ გაინძრა, ხელები გავშალე. წუთიერი ყოყმანის შემდეგ ჩემთან მოცოცდა და კალთაში ზურგზე დამიწვა.
" მეხუმრები? "
თვალები ავატრიალე, გავუღიმე და მუცელზე მოვეფერე. სასაცილო სანახაობა იყო..
- მგონი იმაზე მეტად მომწონხარ, ვიდრე შენი ადამიანური ვერსია. ესეთი დარჩი, აღარ გადაიქცე.
პროტესტის ნიშნად ჩუმად დაიყმუვლა და ადამიანის ფორმას დაუბრუნდა, როცა დავაკვირდი, შევნიშნე, რომ საცვალი არ ეცვა. სახე მაშინვე გამიწითლდა, როგორც კი ჩემს კალთაში მწოლიარე შიშველ კაენს დავხედე.... და მისი თავმომწონე ღიმილით თუ ვიმსჯელებთ, სიბნელის მიუხედავად მაინც შეამჩნია. მეგონა დამცინებდა, მაგრამ წუთით არ გაინძრა, შემდეგ საწოლიდან გადაძვრა და საცვლების ჩაცმის შემდეგ კარისკენ წავიდა.
- ჰანამ გაიღვიძა - მითხრა და ოთახიდან გავიდა, რომ ბავშვის საძინებლისკენ წასულიყო.

(კაენი)
წარმოდგენა არ მქონდა რას ვაკეთებდი, ერთ წუთს ვცდილობდი გამეგო რა ხდებოდა ჩემს თავს და მეორე წუთს ჩემმა დემონმა გამოიღვიძა და მღვდელს მიუცუცქდა!
მაიკლი... შემახსენა ჩემმა გონებამ, როცა ჰანას ოთახში შევედი. ბავშვი თვალებს იზელდა, რამაც მანიშნა, რომ კოშმარიდან ცდილობდა გაღვიძებას. იმის მაგივრად, რომ სააბაზანოში შემეგზავნა და მეთქვა, რომ ჩემს ოფისში წასასვლელად გამზადებულიყო, რადგან უკვე ბევრი დრო დავკარგე, მე თვითონვე წავიყვანე და ონკანი მოვუშვი.
მაიკლიც უკან მომყვა, როცა აბაზანის ავსება დავიწყე. მუხლებზე დამდგარი შევბრუნდი, რომ ჰანასთვის ტანსაცმელი გამეხადა, მაგრამ დავინახე, რომ მაიკლს ეს ჩემს მაგივრად გაეკეთებინა. მღვდელმა უცნაურად გამიღიმა, რაც ვერ მივხვდი რისი მანიშნებელი იყო.
- რას უყურებ მღვდელო? - ჩავიბუზღუნე და ჰანა თბილ წყალში ჩავსვი. მაიკლი ჩემს გვერდით გაჩნდა, სახეხი ღრუბელი აიღო და ააქაფა.
- მგონი ორივემ ვიცით, რომ მღვდელი აღარ ვარ.
ამაყად გავუღიმე და ტუჩები გავილოკე, რაზეც გვერდში იდაყვი მომკრა და ჰანასკენ დაიხარა რომ დაებანა. ჩემზე უფრო ნაზად ეპყრობოდა და უფრო მეტი დროც დასჭირდა... მაგრამ ჰანას აშკარად სიამოვნებდა, რაც არც ისე ხშირად ხდებოდა.
ფიქრებში გავერთე და უეცრად სახეზე სახეხი მომხვდა!
მაიკლმა ხმამაღლა გადაიხარხარა, მე კი გაოცებისგან თვალებდაჭყეტილი შევცქეროდი.
" იმედია მომეჩვენა და ჭუჭყიანი და ქაფიანი ღრუბელი სახეში არ შემომარტყა!!"
როცა შევუბღვირე, სიცილი შეწყვიტა და წამოხტა, რომ გაქცეულიყო.
" ჰაჰ, სწრაფად არ დარბიხარ, მღვდელო! "
წელზე ხელი შემოვხვიე და მხარზე მოვიკიდე, შემდეგ კი თბილ აბაზანაში ჩავაგდე, ტანსაცმლიანად!
მაიკლი წამოდგომას ეცადა, მაგრამ ისევ ჩაცურდა. როცა ბოლოს წონასწორობა აღიდგინა, ჩაისისინა, მაგრამ სიცილი ვერ შევიკავე იმაზე, რომ გაწუწულ ძა..
" ფეხი რატომ მისველდება?"
როცა მხარსზემოდან გადავიხედე, თვალები გამიფართოვდა, როცა მაქსი შევნიშნე... რომელმაც ზუსტად მაშინ დადგა ფეხი იატაკზე.
- შე პატარა !
როცა ამ ბამბის ბურთის გატყავებას ვაპირებდი, ზურგიდან კლავები შემომეჭდო და თავისკენ მიმიზიდა... წყლისკენ. წუთი დამჭირდა, რომ ჰანას გაჭ....ტვის გარეშე მოვთავსებულიყავი აბაზანაში, ამიტომ მაიკლის კალთაში დავჯექი. ვიფიქრე, რადგან უკვე ყველა წყალში ვიყავით, ჰანას ბანაობას დავასრულებდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბამბის მურთმა "მხიარულებაში" ჩართვა მოინდომა და წყალში ჩამოხტა.
- შენი ფუმფულა ბეწვი მთელ წყალს შეიწოვს - შევუბღვირე ლეკვს (ვფიცავ ეს არსება ყოველ დღე უფრო იზრდება).
- მაქსსს!
უეცარ ყვირილზე ჰანასკენ გავიხედე, რომელიც ლეკვს სულელური ღიმილით ეხუტებოდა.
- გეფიცებით სულელი, კიდევ უფრო სულელი და კიდევ უფრო სულელი მოვიყვანე სახლში - ჩავიბუზღუნე, თავი გავაქნიე და ვიგრძენი როგორ შემომეჭდო მკლავები წელზე.
როცა ხელების ნაზი შეხება ვიგრძენი, ვინატრე ჩვენთან ერთად ბავშვი არ ყოფილიყო! სიმწრისგან გავწითლდი, ჰანა სწრაფად დავბანე, სააბაზანოდან გადავიყვანე და გავამშრალე.
- წადი ჩაიცვი და შემდეგ დაბრუნდი, რომ კენს აჩვენო რას ჩაიცმევ, კარგი? - კარისკენ ვუბიძგე. ბავშვმა გამიღიმა, თავი დამიქნია და ოთახიდან სრულიად შიშველი გაიქცა. თავი გავაქნიე, როცა გაწუწული ძაღლი სააბაზანოდან გადახტა და ბავშვს გაეკიდა (რაღა თქმა უნდა, გზად ყველაფერი დაასველა).
როცა დავაპირე დამეყვირა ამ ფუმფულა არსებისთვის, რომ გაჩერებულიყო და შემემშრალებინა მაინც, ზურგზე რაღაც მომეკრო, რომელსაც, როგორც ჩანს, უწმინდურ ძალებთან მოუნდა გართობა.
მის მკლავებში გახვეული სწრაფად შევბრუნდი, სააბაზანოს პატარა კიდეს მივაყუდე და დავიხარე, რომ მისი ტკბილი ტუჩების გემოს დავწაფებოდი. გაოცებისგან გაშეშდა, მაგრამ რა უკვირდა... ბოლოს და ბოლოს ჩემი მღვდელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სასიამოვნოდ დავიწყე, ასე გაგრძელებას არ ვაპირებდი. თავიდან სცადა მომშორებოდა, მაგრამ მის გათავისუფლებას არ ვაპირებდი, რამდენადაც არ უნდა ეცადა მუშტებით მოვეგერიებინე. მისი ტუჩების სიტკბოს მაინც არ დავთმობდი, როგორც არ უნდა სდომებოდა თავის დაღწევა!.

(მაიკლი)
- კეენ მზად ვარ!
ჰანას უეცარმა ყვირილმა, კაენი ძლივს მომაშორა და ცოტა ამოვისუნთქე, რომ არ გავთიშულიყავი! მისი კოცნის წინააღმდეგი მართლა არ ვიყავი, მაგრამ ჰაერი ხომ მჭირდებოდა! გონებაში ამოვიოხრე, სხეული სააბაზანოს კიდეს მივასვენე და ცოტა ჩავცურდი... რამაც საშუალება მომცა საოცარი ხედით დავმტკბარიყავი, როცა კაენი წამოდგა.
" ჯანდაბა.."
ღმერთისთვის მობოდიშება დავაპირე, მაგრამ უეცრად მკერდზე დამწვრობის საშინელი ტკივილი ვიგრძენი და სათქმელი ენისწვერზე შემეყინა. მართლა რომ ადარდებდეს მისი თაყვანისმცემლები, ასეთ ტკივილს არ მოუვლენდა თავისი წმინდა ნივთებით. როცა ეს გავიფიქრე, თვალები ისევ კაენის სხეულს მივაპყარი და დამწვრობებისგან შერჩენილი შრამები შევათვალიერე.
" შეიძლება დემონია, მაგრამ არავინ იმსახურებს ასეთ ტკივილს."
- ხედით ტკბები, მაიკლ?
გული შემიქანდა, როცა ჩემი სახელი წარმოთქვა და ფიქრებიდან გამომაფხიზლა... რა თქმა უნდა, გავწითლდი. ვიცოდი, რომ უკვე ელოდა, რომ წამოვწითლდებოდი და დავიმორცხვებდი და მეც სწორედ ეს მინდოდა! ნუ ძალიან გაწითლებაც არა, მაგრამ...
სუსტად, მაგრამ ამაყად გავიღიმე, მხრები ავიჩეჩე და ქვედა ტუჩზე ენა გადავისვი:
- აჰამმ...
მისის გამომეტყველება სრულიად შეიცვალა და მისმა ერთმა ორგანომ ძალიან სწრაფად დაიწყო გამოღვიძება!
- კენ, შემომხედე! ჩავიცვი!
ჰანამ კარიდან დაიყვირა და კაენის ყურადღება მიიპყრო, რამაც საშუალება მომცა ისე გავწითლებულიყავი, რომ მას არ შეემჩნია და მზერა დემონის სხეულს მოვაშორე... რაც საკმაოდ გამიჭირდა.
- კარგია, ჰანა. ახლა კი წამოდი რამე ჭამე, რომ სამუშაოზე წავიდეთ.
როცა კაენი წყლიდან გადავიდა, მინდოდა მისთვის შემეხედა, მაგრამ თავი შევიკავე და როცა დემონი ჰანასთან ერთად გავიდა, ღრმად ჩავისუნთქე და საპნიან წყალს დავხედე.
" ეს ყველაფერი უკვე უხერხული ხდება..."
თვალები გადავატრიალე და სწრაფად ამოვძვერი აბაზანიდან. რადგანაც კაენი ჰანასთვის საჭმლის გაკეთებით იყო დაკავებული, დრო ვიხელთე და მის ოთახში გავიქეცი, რომ ჩემი ტანსაცმელი მეპოვა და ჩამეცვა. დემონის სამოსივით ძვირადღირებული პიჯაკი არ მქონდა, მაგრამ ჩემსასაც სჭირდებოდა გაწმენდა, რაც ახლო მომავალში, ალბათ, არ მოხდებოდა, ამიტომ სადა შავი შარვალი და თეთრი მაისური ჩავიცვი.
- ჰმმმ, ჯერ ჩემი ცდუნება განიზრახე იმ სიტყვებით და როცა ბავშვმა გამართო, გამეპარე.
როცა კარიდან კაენის ბურტყუნი მომესმა, ჩავიცინე და ზუსტად მაშინ შევბრუნდი, როდესაც მკლავებში მომიქცია.
- ცდუნება? ჰმმ... - ვუპასუხე და მარცხენა ლოყით ძლიერ მკერდზე მივეკარი - უბრალოდ კითხვაზე გპასუხობდი, კაენ.
პასუხად ჩაიღრინა, კლავები უფრო მეტად მომიჭირა და შემდეგ მომშორდა, რომ თავადაც ჩაეცვა. ვიცოდი, რომ თუ დავრჩებოდი თვალები ისევ მისი სხეულისკენ გამექცეოდა, ამიტომ სწრაფად დავტოვე ოთახი, სამზარეულოში გავედი და საჭმელი გავიმზადე და ჰანასაც ცოტა დავუსხი. როცა ბავშვთან ერთად მაგიდას მივუჯექი, კაენი ლამაზ კოსტუმში გამოწყობილი გაბუტული სახით შემოვიდა ოთახში.
" ჰმმ... სექსუალურად დაუკმაყოფილებელი კაენი! რა საყვარელია!"
ეშმაკურად გავუღიმე და თვალი ჩავუკარი, რაზეც პასუხად ეშვები გამოაჩინა.
" ოჰ, რა ლამაზი კბილები გაქვს? ჰეჰე, არ შემჭამო!"
ჩემს გონებაში არსებული აზრების მოსაშორებლად, საჭმლის დიდი კოვზი ჩავიტენე პირში და ეს რამდენჯერმე გავაკეთე, რომ ხმა არ ამომეღო და ამასობაში თეფშიც მოვასუფთავე.
- ადექით, წასვლის დროა. ძაღლს უკვე ვაჭამე და სააბაზანოში წავიდა - თქვა კაენმა და სანამ ჰანას გასასვლელად გაამზადებდა კურტკა გადმომიგდო.
- წვიმს - გამოაცხადა, როცა მოწოდებულ ქურთუკს დავხედე. ყურადღება ფანჯარაზე გადავიტანე და შევამჩნიე, მართლა წვიმა იწყებოდა. მინდოდა მეკითხა ქოლგა თუ ჰქონდა, მაგრამ მივხვდი, რომ ერთი ქოლგა ოთხივეს არ გადაგვწვდებოდა.
- კარგი - ვუპასუხე და ქურთუკი მოვიცვი, შემდეგ კი ყელამდე შევიკარი და კაპიშონიც გადავიფარე. მაქსი ხელში ავიტაცე და ჩემს ქურთუკში გავახვიე.
- მზად ვართ.
კაენს შევხედე, შემდეგ კი ყვითელ საწვიმარში გახვეულ ჰანას.
"რა სიყვარულია"
- აჰა, ეს აიყვანე და ეგ მომეცი.
სანამ გააზრებას მოვასწრებდი, კაენს მაქსი ჰყავდა, მე კი ჰანა მომაჩეჩა! კი არ მადარდებდა, მაგრამ უბრალოდ გამიკვირდა! რადგანაც უკვე ხელებში მყავდა, მაგრად ჩავეხუტე.
- რა საყვარელი ხარ!
ჰანამ ჩაიხითხითა, როცა კლავები უფრო მჭიდროდ შემოვხვიე. უკვე გარეთ გავედით და ორმა დიდმა მეძებარმა შემოგვიღრინა.
" რა ჯანდაბაა?..."
თვალი მათ საყელოზე შებმულ თოკს გავაყოლე და ორი ოფიცერი დავინახე, რომლებსაც მკერდზე სპეციალური სანიშნეები მიეკრათ, რაც ანიშნებდა, რომ გამომძიებლები იყვნენ.
მაქსმა დაიყეფა, როცა იატაკზე დაეცა და ყველამ კაენს შევხედეთ, რომელიც თავისი ოთახისკენ გაიქცა, სავარაუდოდ იმისთვის, რომ გაქცევა მოესწრო სანამ დაიჭერდნენ. ვიცოდი მეძებარ ძაღლებს მიუქსევდნენ, მაგრამ სანამ ჰანა ხელში მყავდა ხელს ვერ შევუშლიდი... ამიტომ როცა ორმა ოფიცერმა ძაღლები გაათავისუფლეს და თვითონაც მიჰყვნენ, მაქსს ხელი ვტაცე და კარიდან გავვარდი, რომ მანქანისკენ გავქცეულიყავი.
" მადლობა ღმერთს, საწვავი მაინც ჩავასხი"
როცა მანქანა დავძარი და პარკინგიდან გავიყვანე, დემონს მოვკარი თვალი, რომელიც შენობიდან შენობაზე დახტოდა.
" ტყისკენ მიდის!"
მანქანა სწორედ იმ მიმართულებით წავიყვანე და რამდენადაც შევძელი სწრაფად მივყევი, სანამ ხეების სქელ მასაში გაუჩინარდებოდა. წვიმა გზის დანახვას არ მიადვილებდა, მაგრამ ჯერ ახალი დაწყებული იყო და სრულიად მაინც არ მიბინდავდა ხედვას.
" ჯანდაბა, ნეტა ცოტა ადრე ეწვიმა, რომ მისი სუნი ჩამოერეცხა!"
გაცხარებულმა მიტოვებულ პარკინგზე გავაჩერე მანქანა და გადავედი, რომ კაენი მომეძებნა, მანამდე კი ჰანა უკანა სავარძელზე დავსვი, ღვედი შევუკარი და ლეკვიც მანქანაში დავტოვე. ფანჯარას ჩავუწიე და სიარული დავიწყე.
- კაენ? - დავიყვირე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე და წვიმაც უფრო გაძლიერდა. ბოლოს ისე დაუშვა, რომ ვეღარაფერს ვხედავდი და ამიტომ ძებნას თავი ვანებე და ჰანასთან და მაქსთან დაბრუნება გადავწყვიტე.
" დაბრუნდება.. როგორმე დამრუნდება. ჰანას მაინც არ დატოვებდ, თუნდაც თქვას, რომ დროებით ჰყავს და ეგეც მხოლოდ იმიტომ რომ სხვების ეშინია."
კბილები ერთმანეთს დავაჭირე, რომ ცრემლები შემეკავებინა.
" დაბრუნდება."
სწრაფად დავახამხამე თვალები და მანქანისკენ წავედი, სადაც პოლიციის სინათლეები შევნიშნე და ნაბიჯს ავუჩქარე.
" გაიქეცი! "
ჩემს გონებაში რაღაც ხმამ ჩამძახა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შევძელი! ჰანა მაქსთან ერთად იჯდა მანქანაში და არ შემეძლო მათი დატოვება. ამიტომ გაქცევის მაგივრად, ხელები ავწიე და ორ პოლიციელს მივუახლოვდი, რომელთაგანაც ერთს იარაღი დაემიზნებინა ჩემთვის, მეორე კი ხელბორკილებს ამზადებდა.
- ხელები თავს ზემოთ ასწიეთ. დაკავებული ხართ დამნაშავისა და გატაცებული ბავშვის დამალვისთვის!
"დამალვისთვის?! ჩვენ ხომ არ დაგვიმალავს! "
- რამდენიმე დღის წინ პოლიცია იყო ჩვენთან მის სანახავად! - დავიღრიალე, როცა ხელბორკილები დამადეს და მანქანაში ჩამტენეს.
- დ..დაიცადეთ! პატარა ბიჭი მანქანაშია ძაღლთან ერთად!
პოლიციელი, რომელსაც მე არ ვყავდი გაკავებული შებრუნდა და მანქანისკენ გაიქცა. გადამცემი მოიმარჯვა და სხვებს აცნობა, რომ "ბიჭი" იპოვა, შემდეგ კი ჰანას მიუახლოვდა, რომ გადმოეყვანა. ჰაჰ, რა თქმა უნდა, ბიჭმა მაშინვე ყურისწამღები კივილი მორთო, როგორც კი პოლიციელმა ხელში აიყვანა. ვიცოდი კაენთან უნდოდა, ან მინიმუმ ჩემთან მაინც, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო... ძალიან დიდი ხნის მანძილზე.
- მისი ძაღლი... შეიძლება ამან მაინც დაამშვიდოს, თუ არადა ვერ გააჩერებთ. ყველასი ეშინია ჩემი და კაენის გარდა. არავის ენდობა.
კაცმა დაცინვით გადმომხედა, მაგრამ რადგანაც ჰანამ კივილი არ შეწყვიტა და უფრო მეტიც, ახლა მუშტებიც დაუშინა, ოფიცერმა სწრაფად აიყვანა ძაღლი და ბავშვს მიაწოდა. მადლობა ღმერთს, ამან ცოტა დაამშვიდა და ლეკვის სქელ ბეწვში გაეხვა. პოლიციელმა ამოიოხრა, თავი დამიქნია და ჰანა მაქსთან ერთად თავის მანქანაში ჩასვა. შანსი არ მომეცა, რომ მეკითხა რას უზავდნენ, რადგან კარი ცხვირწინ მომიჯახუნეს.
" მშვენიერია.." გავიფიქრე ჩემთვის და სკამის საზურგეს მივეყუდე. თვალები დავხუჭე, როცა ვიგრძენი, რომ მანქანის მოძრაობასთან ერთად თავისტკივილი მემატებოდა.
" იმედი მაქვს კარგად ხარ და როგორც კი შეძლებ მას მოაკითხავ, კაენ. შენს გარეშე კარგად ვერასდროს იქნება."
თავს ვაუძულე, რომ ფიქრი აღარ გამეგრძელებინა, რადგან იმის გაცნობიერება მომიწევდა, რომ მეც, ჩემი დემონის გარეშე, გულგატეხილი ვიქნებოდი.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ukve agarc gelodi...
Uzomod gamaxare..
Dzalain sainteresod midis movlenebi magram o gmerto rogor ar minda sheni pirveli motxrobisavit damtavrdes. Xo aseti egoisti var unda momitevo :dd
Moutbenladvelodebi aba shen ici....

 


№2  offline წევრი Constance

nawkas12345
Ukve agarc gelodi...
Uzomod gamaxare..
Dzalain sainteresod midis movlenebi magram o gmerto rogor ar minda sheni pirveli motxrobisavit damtavrdes. Xo aseti egoisti var unda momitevo :dd
Moutbenladvelodebi aba shen ici....

ვეცდები ყოველ დღე დავდო... და ეს ცოტა ადრე ავტვირთე უბრალოდ გვიან დაიდო, არ ვიცი რატომ..

 


№3  offline წევრი skida

აუ რა მაგარი იყო ნეტა რა მოხდება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent