შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Demon (14)


12-01-2018, 21:46
ავტორი Constance
ნანახია 1 244


(კაენი)

- კენ? - ჰანას აღელვებული ხმის გაგონებაზე მომინდა ავმდგარიყავი, მაგრამ ტკივილი არ მაძლევდა საშუალებას. რამდენიმე ხნის შემდეგ ამოვიოხრე, თავი, რომელიც გამალებით მიფეთქავდა, კარისკენ გადავაბრუნე და თვალები გავახილე.
- ჰანა..
ბავშვმა გამიღიმა და გულში ისევ ის შეგრძნება ჩამეღვარა, რაც მისი სახლში მოყვანიდან დამჩემდა. არ მტკიოდა, მაგრამ როგორღაც არაკომფორტულად მაგრძნობინებდა თავს.
- კაენის სანახავად მოხვედი? - ჩავიჩურჩულე, მშრალი ტუჩები გავილოკე და თვალებდახუჭულმა დავამთქნარე. როცა თვალები ისევ გავახილე, საწოლზე უკანალი დავლანდე ფუმფულა არსების, რომელსაც ჰანა ჩემს გვერდით ტენიდა და ლეკვის მშვიდი ფშვინვის ხმაც მომესმა. (როგორც ყოველთვის უკვე ეძინა)
- ჰანა, არ მინდა ეს არსება აქ იყოს.
ბიჭმა ტუჩები გამობუშტა და ბრაზით შემომხედა.
"როგორც ყოველთვის!"
- კარგიიი! მაგრამ თუ საწოლს დააფსავს, შენ გარეცხავ - ამოვიოხრე და უკან მივიწიე, რომ ბიჭს საზიზღარი ცხოველი ბოლომდე შემოეჩხირა ჩემს საწოლში. ვიცოდი, რეცხვა რა იყო წარმოდგენა არ ჰქონდა, მაგრამ ამის თქმამ თავი უკეთ მაგრძნობინა. როცა ძაღლი ჩემს მარცხენა მხარზე იწვა ჰანაც ამოძვრა და ჩემთან მოცოცდა, ძაღლი კი ჩვენს ქვეშ მოაყოლა და ლამის გაჭყლიტა. როცა კარგად მოთავსდა დიდი ყავისფერი თვალებით მომაჩერდა.
- კენი კარგადაა? - წაიბურტყუნა და უფრო მეტად მომეკრო. შეხებაზე ოდნავ შევცბი, მაგრამ კიდევ კარგი ბავშვმა ვერ შენიშნა.
- სულ ოდნავ მტკივა ჰანა.. მალე კარგად ვიქნები.
ბავშვს გავუღიმე, ცოტაზე ავიწიე, რომ ბალიშებს მივყუდებოდი და ჰანა კალთაში გადმოვისვი. ნელა ვმოძრაობდი, რომ გადასაფარებელი არ ჩაცურებულიყო და დამწვრობები არ გამომჩენოდა, მაგრამ როცა ჰანამ წამოიყვირა, მივხვდი, რომ ერთი ჭრილობის დაფარვა დამავიწყდა.
პატარა თითები ნაზად შემეხო ყელზე და სრუტუნის ხმაც მალევე მოჰყვა.
- ამმ... კარგად ვარ.
- კენს სტკივააა
" ჯანდაბა, ტირილი არ მიყვარს! როგორ უნდა დავამშვიდო ვიღაც?!"
- მაიკლ? - დავიყვირე და ვინატრე სახლში ყოფილიყო. ჩემდა საბედნიეროდ, კარი წუთის შემდეგ გაიღო და მღვდელიც გამოჩნდა, რომელიც მტირალი ჰანას დანახვაზე შეცბა.
- როგორ გავაჩერო??
მაიკლმა წარბები ასწია და შემდეგ გაიკრიჭა, რაზეც პასუხად ჩავიღრინე.
- რა? - ჩავისისინე ჩუმად და თვალები დავუბრიალე როცა ჩვენთან მოვიდა. ოდნავ წამოვიწიე, რადგან თვითონ დაიხარა და ჩემი ყურისკენ მოიწია, თითქოს რაღაცის ჩაჩურჩულება უნდოდა.
- ხელები შემოხვიე და ჩაეხუტე, შემდეგ ბეჭებზე ნაზად მოეხვიე და უჩურჩულე რომ კარგად იქნები და არ უნდა ინერვიულოს.
" რა? როგორ დაამშვიდებდა ეს ბავშვს, რომელსაც თითქმის არაფერი ესმოდა?!"
მაიკლი გასწორდა და წარბი ასწია, რაზეც ამოვიოხრე და ჰანას დავხედე.
"არაფერი გამოვა..."
ხელები ჰანას პატარა სხეულს შემოვხვიე, მარცხენა ხელი ზურგზე დავადე და მის თმაში ჩავიჩურჩულე - კარგად ვიქნები, არ ინერვიულო. კენი ძლიერია, ხომ ასეა ჰანა?
კანკალით დამიქნია თავი, ძლივს დაწყნარდა და ჩემი თავის ტკივილიც შენელდა.
- ესეც ასე. ახლა კი კარგად მოიქეცი და მაიკლს დაეხმარე სანამ მე დავისვენებ, კარგი?
ჰანამ შემომხედა და ტუჩზე იკბინა. მაიკლს მუდარით შევხედე, რადგან ახლა ყველაზე მეტად საბანში შეფუთვა და დასვენება მინდოდა. აქამდე როცა ტიროდა, ჰანას თავის ოთახში წასვლას ვაიძულებდი სანამ არ დამშვიდდებოდა.
ჩემს ახლომახლო მოძრაობა შევნიშნე და ძაღლი ავიყვანე, მგონი მაქსი დაარქვეს?!
" ძაღლებს ვერ ვიტან!"
- ჰანა, მაქსს შენი მზრუნველობა სჭირდება, სანამ კაენი გამოკეთდება - ვუთხარი და ფუნთუშა ძაღლი გავუწოდე, რომელმაც ჰანას უემოციოდ შეხედა და თათები გაშალა. ბიჭი მაშინვე გადაძვრა ჩემი კალთიდან, ძაღლი ხელებში ჩაიხუტა და მოწყენილი ღიმილი მომაგება.
- მაქსს მივხედო, სანამ კენი გამოკეთდება.
დაღლილი სახით გავუღიმე და თავზე ხელი გადავუსვი.
- მადლობა ჰანა. მაგით ძალიან დამეხმარები და უფრო მალე გამოვკეთდები.
ცრემლიანი სახე გაუბრწყინდა იმის გაგებაზე, რომ შეიძლება როგორმე გამოჯანმრთველებაში დამხმარებოდა... თუნდაც ასე არ ყოფილიყო.

(მაიკლი)
როცა მივხვდი, რომ კაენმა თავისი "სიკეთე" ამოწურა, ჰანა, მაქსთან ერთად, საწოლიდან ავიყვანე და ძირს ჩამოვსვი.
- შეგიძლია მისაღებში გახვიდე ცოტახნით და მაქსს ეთამაშო? მანამდე კაენს მივხედავ - ვთხოვე ჰანას.
წუთით შეყოვნდა, მაგრამ როცა გავუღიმე თავი დამიქნია და ძაღლი შემოსასვლელში გაათრია. კარი დავკეტე, ვიცოდი რამე თუ დაემართებოდათ კაენი გაიგებდა, ამიტომ შევბრუნდი და დემონს შევხედე, რომელიც უჩვეულო დაქანცული თვალებით მიყურებდა.
- ალბათ, ძალიან ცუდათ ხარ - ავღნიშნე, მასთან მივედი და ჯიბიდან დამწვრობის მალამო ამოვიღე. ამის დანახვაზე ამოიოხრა და გადასაფარებელი გადაიხადა, რომ წამალი ჭრილობებზე წამესვა. მალამო ცივი იყო და დემონის გამომეტყველებიდან თუ ვიმსჯელებთ, სასიამოვნოთ ხვდებოდა დამწვარ კანზე.
- ამას ხშირად როგორ აკეთებ?
მის კითხვაზე თავი ავწიე, მაგრამ წამლის წასმა განვაგრძე.
- რას?
- სულ ესეთი მგრძნობიარე და მზრუნველი როგორ ხარ. მტკივნეულია.
სიცილის შეკავება ვერ შევძელი და ჩავახველე, რომ ოდნავ მაინც დამეფარა.
- მართლა? რატომ?
თვალები გადაატრიალა და მხრები აიჩეჩა, შემდეგ კი შეცბა, როცა მალამო წავუსვი.
- გული. მტკივა, როცა ჰანას მოფერებას ვცდილობ. არ მომწონს.
ხელები მის მკერდზე შევაჩერე, თითების ქვეშ ძლიერ კუნთებს ვგრძნობდი. ოდნავ გადავიხარე და გულის ადგილზე , სადაც მალამო ჯერ კიდევ არ წამესვა, ნაზად ვაკოცე შემდეგ კი ჩავიჩურჩულე - ოჰ, მართლა?
ჩუმად ჩაიღრინა და სცადა წამომჯდარიყო, მაგრამ ტკივილმა ამის საშუალება არ მისცა.
- ამას მხოლოდ იმიტომ ბედავ, რომ მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია... - ღრმა ჩასუნთქვამ წინადადება გააწყვეტინა - ... მღვდელო.
ამოვიოხრე და წამლის წასმა განვაგრძე, მიუხედავად იმისა რომ აქ ბევრი ჭრილობა აღარ ჰქონდა.
- მაგათ შორის განსხვავებაა კაენ... გადაბრუნდი.
ვიცოდი, ამის გაკეთება არ ეხალისებოდა, რადგან ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ გაჩუმდა და როცა წამალი შეაშრა, ის გააკეთა რაც ვუთხარი. როცა კარგად მოთავსდა, მხრებიდან დავიწყე და მალამო კიდევ უფრო ნაზად გადავუსვი დამწვრობაზე, რადგან ზურგი და ფეხების უკანა ნაწილი უფრო მეტად ჰქონდა დაზიანებული.
- განსხვავება? შენთან სექსაა და რაში? - ჩაისისინა კაენმა ბალიშში. თვალები გადავატრიალე, მინდოდა დამწვრობაზე მაგრად დამეჭირა ხელი, რომ სტკენოდა, მაგრამ ვიცოდი ეს არც ერთს არ გვარგებდა. ალბათ, უფრო მეტად გააბრაზებდა.
- განსხვავება... სექსსა და სიყვარულს შორის - ჩავიბუზღუნე, მთელი ძალით ვცადე ის დემონები ჩამეხშო ჩემს გონებაში, რომლებიც ეკლესიაში წასვლასა და ამ საშინელი შეცდომის გამოსწორებისკენ მიბიძგებდნენ.. როცა კაენისგან პასუხად ვერაფერი მივიღე, თითქოს რაღაც ჩამწყდა და ტუჩზე მაგრად ვიკბინე. ვიცოდი, დემონისთვის ეს რთული ასახსნელი იქნებოდა, მითუმეტეს მას არანაირი ემოცია არ გამოეცადა, მაგრამ კაენი უფრო მირთულებდა საქმეს.
- მიყვარხარ, კაენ... ეს შენთვის არაფერს ნიშნავს? თუნდაც იმავე გრძნობით ვერ მპასუხობდე?
საწოლის გვერდით, ქუსლებზე დავჯექი და ვუყურებდი, როცა ბალიშზე ნელა გადმოაბრუნა თავი და შემომხედა. თმა აბურდული ჰქონდა და თვალებს ქვეშ შავი ხაზები მოუჩანდა, რაც იმას მიმანიშნებდა, რომ ღამით კარგად არ ეძინა.
- ჰანასაც უყვარხარ. ვიცი, რომ ის შენთვის რაღაცას ნიშნავს, რადგან როცა ბრაზდება შენც გტკივა. კაენ, ეს ასეც უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ შენი თავის გარდა სხვაც გაღელვებს და გინდა რომ ის დაიცვა.
თვალები დახუჭა და დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ მიპასუხა.
- მაშინ შენს მიმართ რატომ არ ვგრძნობ იგივეს?
....
პირი გამიშრა და ენაზე ვიკბინე, რომ ცრემლები არ წამომსვლოდა.
- ა..არ... ვიცი... - ჩავიჩურჩულე, თვალები მისას მოვაშორე და მუხლებზე დადებულ აკანკალებულ ხელებს დავხედე. ოთახში სულის შემხუთავი სიჩუმე იდგა რამდენიმე წუთით, შემდეგ კი თმაზე ნაზი შეხება ვიგრძენი და კაენის თითებს შვხედე. წინ მივჩოჩდი და შუბლი საწოლის კიდეს მივადე, რომ უფრო ადვილად მომწვდარიყო. თითები მოკლე თმაში შემიცურა და სტრესი ოდნავ შემიმსუბუქა.
- ამას ითხოვ ჩემგან? გინდა, რომ შენს გამო გული მტკიოდეს?
ნელა დავაქნიე თავი, შემდეგ კი ხელი გავიწვდინე და მაჯა დავუჭირე, რომ თმაში შეცურებული თითები მომეშორებინა და სახე ჩავრგე მის ხელში.
- ჰო, ეგ მინდა.
ბოხი ხმით ჩაიცინა და ჩემი სახე ხელში მოიქცია, ცერა თითი კი ნაზად გადამისვა ყბაზე.
- და როგორც მივხვდი, როცა ეს "გრძნობა" გამიჩნდება შენს საწოლში შეთრევას შევძლებ?
მის ხმა სარკაზმით იყო გაჟღენთილი, მაგრამ უსიამოვნო გრძნობას ყურადღება არ მივაქციე და თავი დავუქნიე... თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა და ოდნავ პირიც კი დააღო.
- თუ ამას იგრძნობ ჩემს მიმართ.... იგივეს, რასაც მე ვგრძნობ, მაშინ კი, კაენ, შენთან დავწვები.
მის თვალებში დემონს ვხედავდი, რომელიც მის გონებაში არსებული აზრების ჩახშობასა და ძველ გზაზე დაბრუნებას ცდილობდა, რაც წეღან ჩემსავე გონებაში ხდებოდა. შეეძლო დემონს დამორჩილებოდა, თუ ასე სურდა და წასულიყო, ვიღაც ეპოვა ვისთანაც იქნებოდა და მე დავევიწყებინე... მაგრამ მე არ მინდოდა ეს. ფეხზე წამოვდექი, უეცრად გამშრალი ტუჩები გავილოკე და ოდნავ გავუღიმე.
- შენს თავთან მარტო დაგტოვებ, რომ იფიქრო. დაისვენე, კაენ.
- რატომ ვიწვალო ამდენი, რომ ის საშინელი გრძნობა გამიჩნდეს, როცა შემიძლია, ყოველგვარი ტკივილის გარეშე სხვასთან დავწვე?
არ ველოდი რომ ეპასუხა, მაგრამ როცა ეს მითხრა კართან შევჩერდი და მხარს ზემოდან გადავხედე:
- შეგიძლია, კაენ. არ შეგაჩერებ. მაგრამ თუ ჩემთან მოგინდება, ისევე როგორ მე მინდა შენთან, მაშინ მიხვდები, რომ ამ ტკივილის ატანა ღირს.
მის სახეზე დაბნეულობა შევნიშნე, რაზეც ჩავიღიმე.
-დაისვენე, ჰანას მე მივხედავ.
ოთახიდან ჩუმად გამოვედი და კარი ნელა დავკეტე.

"მეგონა შეიცვლებოდა...."
გონებაში ათასგვარი ფიქრი მერეოდა, როცა ტანსაცმელს სარეცხ მანქანაში ვყრიდი. ოთხი დღე გავიდა და კაენი ჩვეულებრივ იქცეოდა. ახლა მისაღებში იყო და ჰანასთან ერთად ტელევიზორს უყურებდა. ახალ ამბებზე გადართო, რომ გაეგო დემონებზე მონადირეებისგან რამე ხომ არ ისმოდა. სამრეცხაოდან რაც გავიგე ის იყო, რომ პოლიციელები თავდასხმებს ისევ ცდილობნენ, მაგრამ დემონები ადვილად იგერიებდნენ. ორი დემონი და ორი პოლიციელი იყო მკვდარი, რაც პოზიციებს ათანაბრებდა.
- უნდა წავიდე. ჰანას მიხედავ?
თავი ავწიე და კაენს შევხედე, რომელიც თავზე წამომდგომოდა.
- კი... რა თქმა უნდა. სად მიდიხარ?
ამის კითხვას არ ვპაირებდი, მაგრამ მისმა გესლიანმა ჩაცინებამ მანამდე გამცა პასუხი, სანამ გამომეტყველებას შეცვლიდა და პასუხს დაფარავდა. მისი დადანაშაულება არ შემეძლო, მაგრამ მტკივნეული იყო. ძალიან. ბევრი ვეცადე მოვწონებოდი, ან საერთოდ რამე მაინც შეცვლილიყო ჩვენს შორის, მაგრამ ყოველთვის, როცა რაღაცის ახსნას ვცდილობდი ის უკან იხევდა.
" არ ესმის... არ დაგავიწყდე, შენს გამო "ტკივილს" არ გრძნობს, მხოლოდ ჰანა." - ჩამსისინა და მწარე რეალობაში დამაბრუნა გონებაში არსებულმა ხმამ.
- ნუ მომაქცევ ყურადღებას. წადი, ჰანას მე მივხედავ.
ჩუმად ჩაიბუზღუნა და გავიდა, წუთის შემდეგ კი კარის დაკეტვის ხმაც გავიგე. ამოვიოხრე, მაგრამ ყელში მოწოლილი ბურთი და გულის საშინელი ტკივილი დავაიგნორე და სარეცხი მანქანა ჩავრთე. მისაღებში გავედი, სადაც ჰანას კალთაში მაქსი ჰყავდა და ძაღლი პირით თოკს ათამაშებდა.
- ჰანა, გინდა ვითამაშოთ?
ამ დღეებში ვერ ვახერხებდი ბავშვთან თამაშს, რადგან საჭმლის გაკეთება მიწევდა და ამას კაენის წამლები და საერთოდ მასზე ზრუნვაც ემატებოდა. ჰანას გავუღიმე, მუხლებზე დავდექი და მაქსს პირიდან თოკი გამოვაცალე. ძაღლს ხუმრობით შევუღრინე და მანაც იგივე გაიმეორა, ცოტა რომ გამოცოცხლდა გადმოხტა და მალევე ჰანაც შემოგვიერთდა.
რა თქმა უნდა, თოკი ჰანასა და ძაღლს დავუბრუნე, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებდი, ორივე კარგად დაიღალა. სულის მოთქმას ვცდილობდით და იატაკზე დავწექით, ცოტახანში კი ჩავიცინე და წამოვდექი.
- კარგი, არ გშიათ?
მაქსმა შემომყეფა.... ჰანამაც და ორივე წამოდგნენ რომ სამზარეულოში გასულიყვნენ. გავიცინე და თავი გავაქნიე, როცა ჰანა ძაღლივით, ოთხზე დამდგარი, გაიქცა.
მეც მათ გავყევი, მაცივარი გავაღე და გავიღიმე, როცა არაქისის კარაქი შევნიშნე. ქილა გადმოვიღე, პური ვიპოვე და ჰანასთვის სენდვიჩის გაკეთებას შევუდექი, შუაში ცოტა ბანანიც მოვათავსე.
- გამომართვი, მაგიდასთან მიდი კარგი? - ვუთხარი და თეფში მივაწოდე. ბავშვმა გამიღიმა, თავი დამიქნია და გაიქცა. მე კი მაქსის ჯამი ავიღე და ძაღლის საჭმელი ჩავუყარე, რომელიც მაღაზიაში გასვლისას ვიყიდე. დარწმუნებული ვარ ხორციც მოსწონდა, მაგრამ არ მინდოდა კაენი უფრო მეტად გამებრაზებინა, როცა გაიგებდა, რომ ჩვენს საჭმელს ძაღლს ვაძლევდი. სწორედ ამიტომ მაქსს თავისი საჭმელი ვუყიდე...კაენის ფულით.
როცა ლეკვს საჭმელი დავუდე, მისაღებში გავედი და დივანზე ჩამოვჯექი. ღრმად ჩავისუნთქე და კარგად მოვთავსდი, რომ წუთით თვალები დამესვენებინა. როცა მხარზე ვიღაცამ მომქაჩა, წამოვდექი და თვალები დავახამხამე, რომ დაბურული მხედველობა გამეწმინა.
"ოჰ, ჰანა..."
- შენი სენდვიჩი შეჭამე?
ბავშვმა დაამთქნარა, რაზეც საათს შევხედე, რომელიც ტელევიზორის გვერდით იდო.
"ჯანდაბა! უკვე ათია!"
- აჰ... მაპატიე ჰანა. მაიკლს ჩაეძინა. გინდა რომ დაგაწვინო?
მძინარედ გამიღიმა და თავი დამიქნია.
- კარგი, კბილები უკვე გაიხეხე? ტუალეტშიც იყავი? - ვკითხე, წამოვდექი და საძინებლისკენ წავიყვანე. ორივე კითხვაზე თავი დამიქნია და კიდევ ერთხელ დაამთქნარა.
- კარგია.
მის საწოლთან შევჩერდით და ტანსაცმლის გახდაში დავეხმარე, შემდეგ კი ჩავაწვინე.
- ტკბილი ძილი ჰანა. რამე თუ დაგჭირდება დამიძახე კარგი? - ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე.
თავი ნელა დამიქნია, სანამ გაითიშებოდა.
შევბრუნდი და მისაღებში გავედი, შემდეგ კი ისევ დივანზე ჩამოვჯექი და შიმშილით ატკიებულ მუცელს ყურადღება არ მივაქციე. თვალები წუთით ტელევიზორისკენ გამექცა, მაგრამ ერთი სიტყვაც არ მესმოდა, ამიტომ როცა მაქსი კალთაში ამომიხტა, მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე.
- ფუნთუშა, ძალიან მალე ხომ არ იზრდები?
გავუღიმე და მუცელზე მოვეფერე, როცა კალთაში გადამიგორდა. ისევ ახალ ამბებს შევხედე და მის ყურებაში დრომაც სწრაფად გაიარა. არვიცოდი რატომ, მაგრამ კაენს ველოდებოდი... ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ დივანზე მეძინა, ისე ჩუმად შემოვიდოდა, რომ ვერაფერს გავიგებდი.
" რატო ელოდები? ძალიან კარგად იცი სადაც წავიდა... რის გასაკეთებლადაც წავიდა."
- მოკეტე - ჩავიბუზღუნე ჩემთვის და თმა ხელებში ჩავიბღუჯე. სისულელე იყო აქ ჯდომა და ლოდინი, როცა უკვე... საათს შევხედე და ამოვიოხრე.
- პირველია..
გამოსაფხიზლებლად თავი გავაქნიე, მაქსი იატაკზე დავსვი და სამზარეულოსკენ წავედი, რომ მაცივრიდან ცივი წყალი გამომეღო... მაგრამ ვხვდებოდი, რომ რეალურად ძილი არ მინდოდა და დროს ვწელავდი.

(კაენი)
ბნელ სახლში რომ შევაბიჯე მივხვდი, რომ მაიკლს ჰანა უკვე დაეძინებინა და თვითონაც დაწოლილიყო. კარგია, მასთან გამკლავება არ მომიწევდა.... არ შემეძლო. შევბრუნდი და კარი ჩავკეტე, შემდეგ კი საძილებლისკენ წავედი. ჩემი თვალები სიბნელეს ადვილად შეეგუა და აქეთ იქით მიმოვიხედე. არ მეგონა ესე გვიან თუ დავბრუნდებოდი, მაგრამ დიდი დრო იყო გასული მას შემდეგ, რაც ვიღაცასთან ვიწექი..
" გრძნობების გარეშე... ზუსტად ისე როგორც მომწონს."
წესით უნდა მებანავა, მაგრამ ფეხზე ძლივს ვიდექი.
"ხვალ... ხვალ დილით ვიბანავებ."
ამის გაფიქრებაზე ტანსაცმელი გავიხადე და საწოლისკენ დავიძარი, მაგრამ როცა გადასაფარებლის გადახდას ვაპირებდი, ბალიშზე აჩეჩილი ქერა თმა შევნიშნე, რომელიც ნახევრად საბანში ჩამალულიყო. ნელა გადავხადე და სუნთქვა შემეკრა.
"მაიკლ.."
თავიდან გამიკვირდა ჩემს ოთახში რომ ეძინა, მითუმეტეს როცა იცოდა, მისთვის რისი გაკეთებაც მინდოდა... მაგრამ შემდეგ ჩვენი საუბარი გამახსენდა.
" უყვარხარ."
კბილები ერთმანეთს დავაჭირე, ადგილზე გავშეშდი და საბანი ისევ დავაფარე, შემდეგ კი თითები გაოფლილ თმაში შევიცურე.
" უყვარხარ.... შენ კი ორ ადამიანთან იყავი და ახლა გაოფლილი დგახარ აქ."
- მ...მტკი..ვა..
მარჯვენა ხელი მკერდზე ვიტაცე, შემაჟრჟოლა და საწოლის გვერდით მუხლებზე დავდექი.
"მტკივა!!!"
- ამ.. კაენ?
მძინარე ხმის გაგონებაზე ზემოთ ავიხედე და აღელვებული მაიკლი შევნიშნე.
"ასე ნუ მიყურებ."
- კარგად ხარ? რამე გტკივა?
საწოლიდან ჩამოძვრა და ჩემს წინ, მუხლებზე დადგა, შემდეგ კი ნაზად შემომხვია ხელები და ჩამეხუტა ისე, რომ დამწვრობები არ მტკენოდა.
"ნუ მეხები, ჭუჭყიანი ვარ..."
ჩავიღრინე, მაგრამ ის სულ ოდნავ შეცბა და ჩემს კისერში თავჩარგულმა ღრმად ჩაისუნთქა... შემდეგ გაშეშდა. ოთახში სიჩუმემ დაისადგურა და სული შემიხუთა. ერთმანეთის რეაქციას ველოდით. ვიცოდი, ოფლისა და სექსის სუნი იგრძნო... რატომ არ გარბოდა? რატომ არ ბრაზდებოდა?? სხვასთან რომ წასულიყო, ვიცი, საშინლად გავბრაზდებოდი...
"მოიცადე...რა?"
გული სწრაფად ამიძგერდა, როცა ეს გავიფიქრე.
" გავბრაზდებოდი, ეს რომ გაეკეთებინა გავბრაზდებოდი... გაფიქრებაც კი გულს მტკენს."
- კ..კარგად... ხარ?
"მტკივა."
პასუხად მხოლოდ "კი"-ს თქმა მოვახერხე, მაგრამ როცა მაიკლმა ამოისლუკუნა და მხარზე ნიკაპი ჩამომადო, მივხვდი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა.
"მტკივა!"
როცა თბილი ცრემლები მხარზე დამეცა, ტკივილი იმდენად გამიძლიერდა, რომ სუნთქვა შემეკვრა. ვიცოდი, რომ რაც გავაკეთე მას ტკივილს აყენებდა, რადგან სწორედ ამიტომ ტიროდა, მაგრამ რატომ არ მიდიოდა? არ უნდა დარჩენილიყო! სიყვარული ისეთი ძლიერი არაა, რომ მის გვერდით დარჩე ვინც ასე გატკინა..
"გული"
ჩემმა დემონმა ტკივილისგან დაიკვნესა, მაგრამ თავი გავაქნიე და სახე მაიკლის თბილ ყელში ჩავმალე. ღრმად ჩავისუნთქე და მერეღა გამოვფხიზლდი.
- მაიკლ...? - ჩახლეჩილი ხმით წარმოვთქვი და ზურგზე ხელით მოვეფერე, როგორც თავად მითხრა, რომ ჰანა დამემშვიდებინა. შემდეგ ოდნავ უკან გავიწიე, რომ მის თმაზე ტუჩები მიმედო და ჩავიჩურჩულე:
- მ...მაპატიე..
როცა პასუხი არ გამცა, უკან დავიხიე და მივხვდი, რომ უკვე ეძინა, მარჯვენა ლოყა კი მხარზე მოეყრდნო და ოდნავ პირდაღებული ფშვინავდა. თვალები დახუჭული ჰქონდა და უძილობისა და ტირილისგან ჩასწითლებოდა.
" ორივე ჩემს გამო.."
ღრმად ჩავისუნთქე, ნელა ავიყვანე ხელში და ჩემს საწოლზე დავაბრუნე. როცა კარგად გადავაფარე და კომფორტულად მოვათავსე, გავსწორდი და შევჩერდი, უბრალოდ.... ვუყურებდი. წარმოდგენა არ მქონდა, როგორ შეძლო ესე ადვილად ჩაძინება, როცა ასე ძალიან ვატკინე. თავი გავაქნიე, შევბრუნდი და თავს ვაიძულე სააბაზანოში შევსულიყავი, რომ მებანავა. არც კი მახსოვს ეს როგორ გავაკეთე, მხოლოდ ისღა მოვახერხე, რომ სველი თმით საწოლში შევცურდი და მახსოვს, როგორი სასოწარკვეთით მინდოდა მაიკლი მკლავებში მომექცია. ის ორი ადამიანი, რომელთანაც ამ ღამით ვიყავი, დანაშაულის გრძნობამ და გადაღლილობამ დამავიწყა.
წუთის შემდეგ ჩამეძინა... მაიკლის რბილ თმაში თავჩარგულს.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Momwons dzakian momwons ...
Es "tkivili" dzalian kargad udgebi am grdznobas da sainteresod eqcevi ase vtqvat...
Vgijdebi am wyvilze.
Moutbemlad geli xvalsagamostvis xo ambat?

 


№2  offline წევრი Constance

nawkas12345
Momwons dzakian momwons ...
Es "tkivili" dzalian kargad udgebi am grdznobas da sainteresod eqcevi ase vtqvat...
Vgijdebi am wyvilze.
Moutbemlad geli xvalsagamostvis xo ambat?

კი ხვალ საღამოს დავდებ აუცილებლად

 


№3  offline წევრი deep

რაკაიააა
მართლა
მითუმეტეს რომ კაენს ჯერკიდევ არუღიარებია რომ მაიიკლი უყვარს მაინც იგრძნობა

 


№4  offline წევრი skida

ჰაჰ როგორც იქნა მკერდში რაღაც იგრძნო ძალიან კარგია ასე გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent