გამიზნული არსებობა (სრულად) დასასრული
რთული დასაჯერებელი იყო მანამდე არსებულ ბურუსში ფერადი და ნათელი სხივების შემოჭრა. რამდენი თვის წინ რომ გეჩვენებინათ მოსალოდნელი მომავალი მისი ირნოოთ სავსე, გაყინული მზერა გაგანადგურებდათ მაგრამ ახლა სითბოთი სავსე მუქი თვალები თვალები ადვილად დაგაჯერებდათ, რომ რამდენიმე წამსაც კი შეუძლია შეგვიცვალოს მიზნები, შეხედულებები, შეგრძნებები.. ვერაფრით მშვიდდებოდა, თუმცა ამჯერად სასიამოვნო თავბრუდამხვევი შეგრძნებებით იყო მოცული, ისედაც უშრეტი ენერგიის პატრონი ახლა საერთოდ აღარ ისვენებდა. არც ელენეს შეწუხება უნდოდა ზედმეტი ყურადღებით მაგრამ თავის შეკავება არ შეეძლო, ვერავინ მიხვდებოდა რა იყო შვილი მისთვის, ვერავინ გაიაზრებდა ბოლომდე რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მისთვის შინაგანი გარდაქმნა, რომელიც პირველად შეგრძნობილ სულიერ თავისუფლებას ანიჭებდა. ახლა უკვე თავად ასწრებდა თაფლისფერ თვალებს გაღვიძებას და არასდროს იძინებდა პირველი, ელენე ჯიუტად აპროტესტებდა მართლა ზომაზე გადამეტებულ მზრუნველობას, თავს უხერხულად გრძნობდა ელემენტარულ რამეზე ასე ძალიან რომ წუხდებოდა ალექსანდრე და არამარტო ის, თომა, რეზი და სრულიად ყველა ვისთანაც თუნდაც ორი წამით მაინც ჰქონდა შეხება ყველა ისე ექცეოდა თითქოს სამყაროს პარანორმალური მოვლენა ყოფილიყო.. - ალექსანდრე, გეყოს რა! რამდენჯერ უნდა გთხოვო .. - არ წყვეტდა ბუზღუნს და კატეგორიულად აპროტესტებდა გასამმაგებული პირადი დაცვის თემას. თვალები შუბლზე აუვიდა, როცა საქმრომ თითოეული მათგანი სათითაოდ გააცნო და ჩვეული სერიოზული გამომეტყველებით გამოუცხადა, რომ დღეიდან 6 ახმახთან ერთად მოუწევდა ყველგან გადაადგილება, არადა ქორწილამდე სულ ორი დღე რჩებოდა, ძალიან ბევრგან უწევდა ამ კვირაში მისვლა და გულწრფელად ერიდებოდა „კოლონით“ სიარული და ცნობისმოყვარედ მიშტერებული გამვლელების მზერა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მისი უჯიუტესი ხასიათი მაინც სცადა რამენაირად შეეგნებინებინა მისთვის, რომ მართლა ზედმეტი მოსდიოდა მაგრამ მისმა შეკრულმა შუბლმა და აღელვებულმა გამომეტყველებამ ახლაც შეაწყვეტინეს სათქმელი. - კარგი, ხოო.. არ მინდა! - თავისთვის ჩაიბურტყუნა და გაბრაზებულს უფრო მეტად რომ არ ეკამათა მაშინვე უკანა ეზოსკენ დაიძრა გაფუჭებული ხასიათი აყვავებული ხეების მზერით რომ გამოესწორებინა. არ გაუგია როგორ მოუახლოვდა ალექსანდრე, მხოლდო მაშინ მიაქცია ყურადღება, როცა ზედმეტად დასერიოზულებული ჩამოუჯდა წინ და საეჭვოდ დააკვირდა. - მოხდა რამე? - აღელვებულმა ამოიჩურჩულა და პასუხის მოლოდინში სუნთქვაც კი შეწყვიტა. ალექსანდრემ უთქმელად გაუწოდა შავი ხავერდის ყუთი და მანამ არ დაუძრავს სიტყვა სანამ ელენემ კარგად არ დაათვალიერა მასში მოთავსებული საოცარი ნივთი. - ეს დედას ეკუთვნოდა.. - როცა მისი მძიმე ტონი მოესმა მაშინვე შეწყვიტა ოქროსფერი თმის სარჭის თვალიერება, რომლის ერთდროულად უბრალოებამ მაგრამ აშკარად შესამჩნევმა გრაციოზულობამ დანახვისთანავე საოცრად მოხიბლეს და მთელი ყურადღება მის მოსმენაზე გადაიტანა.. ახლა არაფერი არ უნდა გამორჩენოდა.. - მის გარდაცვალებამდე ზუსტად ორი დღით ადრე გავიგე ამ ნივთის არსებობის ესახებ..საგულდაგულოდ ინახავდა.. მამას საჩუქარი იყო მათი ქორწილის დღეს და განსაკუთრებულად უვლიდა. ტრადიციული არაფერი უყვარდა, მაგრამ უნდოდა, რომ ეს ჩემი ცოლისთვის მეჩუქებინა. მაშინ მითხრა, რომ როცა ეს საჩუქარი მიიღო მასთან ერთად ის ადამიანიც შეიძინა ვინც ყველას და ყველაფერს ერჩია. პირველად დამელაპარაკა იმ დღეს სიყვარულზე, ჩემს მომავალზე, გოგოზე, რომელიც ერთ დღეს აუცილებლად შემიყვარდებოდა... მითხრა, რომ აუცილებლად უნდა გავფრთხილებოდი მას ვინც შემიყვარებდა, ვინც ნებისმიერ ფასად დაიცავდა ჩვენს გრძნობებს.. ელე, შეიძლება ეს ყველაფერი შენთვის ზედმეტია, მაგრამ ძალიან გამიხარდება თუ ამასაც გამიგებ... სხვანაირად უბრალოდ.. უბრალოდ არ შემიძლია! რთული იყო მისი გულწრფელობის გამო დანაშაულის გრძნობა არ გამძაფრებოდა, საკუთარ თავს გაუბრაზდა, რომ ვერაფრით გაითავისა რამდენად ღრმად გრძნობდა და განიცდიდა ალექსანდრე ყველაფერს, მიუხედავად ძალიან ბევრი აბსურდული ქმედებისა საბოლოოდ მაინც ყოველთვის ცამდე მართალი რომ რჩებოდა. გული შეეკუმშა როცა გააცნობიერა როგორ ნერვიულობდა მათზე ალექსანდრე , თვითონ კი პრეტენზიებით თავს აბეზრებდა და რამდენიმე დაცვის წევრიც კი ვერ აეტანა თუნდაც მხოლოდ მისი სიმშვიდის გამო. კიდევ ერთხელ გადაატარა თითები ბრილიანტებით მოოჭვილ მისთვის უკვე ძალიან ძვირფას ნივთს და ალექსანდრეს თვალებით მოუხადა ბოდიში. - იცოდე, ახლა თუ ტირილს აპირებ უკან გამოგართმევ ! - მისი გამხიარულება ცადა და გამოუვიდა კიდეც, ელენემ ბედნიერმა გაუღიმა, მის მუხლებზე კომფორტულად მოკალათდა და კისერზე ხელები მოხვია. - ძალიან დიდი მადლობა, ულამაზესია.. - ოდნავადაც არ შეპარვია ეჭვი მის გულწრფელ შთაბეჭდილებაში. - შეიძლება ცოტა ძველმოდურია, მაგრამ.. - ჩემს საჩუქარს ასე ნუ უწოდებ! - მოჩვენებითი გაბრაზებით შეაწყვეტინა მოსალოდნელი მონოლოგი. ვერაფრით შეიკავა სიცილი მის საყვარლად მობრეცილ წითელ ტუჩებზე, სწრაფად მოხვია წელზე ხელები და ჩვეული სინაზით დაუკოცნა სახე... არაფერი არსებობდა მის თმას შერეული აყვავებული ხეების სურნელზე უფრო მეტად სასიამოვნო და ელენეს ტუჩების შეხება მის ყელზე. *** ყველაზე სასაცილო იყო აეროპორტში დახვედრისას კარიდან გამოსული მარიამის გამომეტყველება, რომელსაც ამდენი ოფიციალურად გამოწყობილი, სერიოზული მამა დამთავრების შემდეგ აეროპორტის ბორტზე მდგომს ხელს უქნევდა და ძალიან დიდი ხნით ემშვიდობებოდა, მაშინ ყველაზე მეტად არ სურდა მის გარეშე შეჯახებოდა აუტანელ რეალობას მაგრამ ვერაფრით შეუშლიდა ხელს გოგონას საადვოკატო კარიერას, რომელიც იელის უნივერსიტეტში ელოდა. ახლაც მომენტალურად გაიხსენა განშორების დროინდელი ტკივილი და უფრო მეტად ატირდა.. მარიამი ზუსტად იმ მომენტში დარწმუნდა ელენეს არჩევნის სისწორეში, როცა გოგონას აცრემლებული თვალების ყურებისას ალექსანდრე კინაღამ გაგიჟდა. სიცილით მოიწმინდა თვითონაც ბედნიერების ცრემლები და ელენე სიმშვიდისკენ მოუწოდა. - იცოდე თუ არ დამშვიდდები შენი მომავალი ქმარი უკან გამაბრუნებს! - ცადა ეხუმრა მაგრამ შეშინებულმა ელენემ მთელი ძალით მოუჭირა მკლავზე თითები, თითქოს მართლა უპირებდა ალექსი მის უკან გამგზავრებას. - ღმერთო ელენე, ორ დღეში ქორწილი გაქვს მაგრამ ისევ ისეთი ბავშვი ხარ როგორიც დაგტოვე.. - თბილი ღიმილით შეუმშრალა თვალები და დანამული თმა უკან მზრუნველად გადაუწია. ამ მომენტში ალექსანდრემაც ზუსტად იგივე იგრძნო, რაც ცოტა ხნის წინ მარიამმა. ელენე მასზე, მათ საერთო ბავშვობაზე ძალიან ბევრს უყვებოდა, მისმა მზრუნველმა ჟესტმა თითქოს უფრო დაამშვიდა, მადლიერების საოცარი შეგრძნებით აავსო და თბილად გაუღიმა შვილის მომავალ ნათლიას. საოცარი იყო ის საღამოც, ალექსანდრემ იმდენი რამ გაიგო ელენეს ბავშვური სიცელქეების შესაღებ, რომელსაც ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა. მარიამი მათი თანაცხოვრების თითოეულ მომენტს დეტალურად უღწერდა და ყურადღებას არ აქცევდა გაბუტულ ელენეს. ყველაზე მეტად მაშინ დაიძაბა როცა მარიამი ელენეს თაყვანისმცემლების არმიის თემას მიადგა, ერთიანად მოიცვა აღელვებამ. სიგიჟის ზღვარს მაშინ მიაღწია, როცა მისი წარმოსახვა ზედმეტად შორს წავიდა. ვერ მიხვდა რატომ წარმოიდგინა ელენეს წელზე სხვისი ხელები, მის ყელთან სხვისი ტუჩები.. პირველად იგრძნო მწვავედ ეჭვიანობის აუტანელი შეგრძნება. უფრო მტკიცედ შემოაჭდო მის მუცელს ხელები და მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ მაშინვე გადაიტანა სხვა თემაზე საუბარი შუბლი მთელი დარჩენილი საღამოს განმავლობაში აღარ გაუხსნია... *** ქორწილის დღეს განსაკუთრებულად ღელავდა.. მარიამის კატეგორიული მოთხოვნით ელენე დილიდან არ ჰყავდა ნანახი და უკვე მართლა ვეღარ ძლებდა. ალბათ ვერასდროს აღწერდა რა იგრძნო სულ სხვანაირი ელენეს დანახვისას.. ყოველთვის აოცებდა მისი სასწაული ბავშვური სილამაზე მაგრამ ახლა მის წინ ძალიან მიმზიდველი, დახვეწილი და სექსუალური ქალი იდგა... ვერ აღწერდა რა იგრძნო თითქოს მის ტანზე შეზრდილ მაქმანში სულ ოდნავ წამოზრდილი მუცელი რომ შეამჩნია, სიამაყის შეგრძნება დაეუფლა მის ნაწნავში დედამისის ნაჩუქარი თმის სარჭი რომ მოხვდა თვალში. რომ არა ელენეს მდგომარეობა ალბათ უპრობლემოდ მოაშორებდა აქაურობას და მთელ საქორწინო ცერემონიალს მისი ფერებით ჩაანაცვლებდა მაგრამ იძულებული იყო როგორმე თავი შეეკავებინა... არაფრით გავდა დამღლელ უწინდელ ყოველდღიურობას ძალიან მშვიდი, ემოციურად დატვირთული სასიამოვნო საღამო. ახლა უკვე ელენეს მარჯვენა ხელზე მბრწყინავი ბეჭედიც ამტკიცებდა, რომ სამუდამოდ მას ეკუთვნოდა, რომ სამუდამოდ შეძლებდა ყველაფრის შეცვლას, მშვიდად სუნთქვას.. ელენეს არაფრით უნდოდა მარიამის დატოვება და სამოგზაუროდ წასვლა, თან უფრო მეტად გამძაფრებოდა ფეხმძიმობის ნიშნები და ტოქსიკოზი. ალექსანდრეს კატეგორიული უარი განუცხადა კანარის კუნძულებზე წასვლის შესახებ, განუმარტა ახლა სიმშვიდეო მინდაო და ზუსტად ამიტომ ატარებდა დილას მარიამთან ერთად თავიანთი სახლის უკანა ეზოში, რომელსაც კიდევ უფრო მეტად დატყობოდა გაზაფხულის გავლენა. ჟურნალებში ბავშვის ოთახისთვის დეკორაციებსა და ინვენტარს ათვალიერებდნენ და ვერაფრით თანხმდებოდნენ ფერებზეც კი.. - ელენე, მგონი ძალიან პრეტენზიული გაგხადა პატარამ .. - ვეღარ მოითმინა მარიამმა მეგობრის ჭირვეულობა მაგრამ მალევე ინანა ელენეს სატირლად რომ დაებრიცა ქვედა ტუჩი. - ვაიმე, ოღონდ ამის გამო არ იტირო ახლა თორე გავგიჟდები! - ისეთი სასაცილო სახე ჰქონდა ელენემ წამში დაივიწყა თვალზე მომდგარი ცრემლები და გულიანად გადაიკისკისა. კარზე ზარის ხმა რომ არ გაეგოთ ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა მარიამის რისხვას, გულში მადლობა გადაუხადა მისტიურ სტუმარს და კარის გასაღებად წამოდგომა დააპირა მეგობრის ხელმა რომ შეაჩერა. - იყავი შენ, მე გავაღებ! თორე ჩემი ბედი რომ ვიცი გზაში რამეს წამოკრავ ფეხს და ალექსანდრეს თავი ნამდვილად არ მაქვს.. - მსახიობურად დაასრულა გამოსვლა და სხეულის სასაცილო ქნევით გაუჩინარდა ნიავისგან მოფრიალე ფარდებში. ღიმილით გააყოლა თვალი, მეგობრის საგულდაგულოდ გამოწურული ბროწეულის წვენი მოსვა და ისევ ჟურნალებს მიუბრუნდა. მალევე დაბრუნდა ეზოში მარიამი, რომელსაც ხელში თეთრი მოზრდილი კონვერტი ეჭირა. წარბაწეულმა გაუწოდა და სასწრაფოდ დაამატა: - წარმოდგენა არ მაქვს რა კონვერტია, კურიერმა მოიტანა და დიასახლისს გადაეცითო დამაბარა! - სწრაფად ჩამოურაკრაკა, სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა და მეგობრის გაოცებული სახისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე გამოსტაცა ჟურნალი. რამდენიმეჯერ გადაიკითხა მიმართვის ოფიციალური წერილი ხომ არაფერი მეშლებაო.. ისეთი დაუჯერებელი იყო თეთრ ქაღალდზე ოქროსფრად დაწერილი ტექსტის შინაარსი რომ მართლა გაუჭირდა ყველაფრის გააზრება. ფრთხილად ამოაძვრინა აუქციონის ორი მოსაწვევი და ისე დააკვირდა თითქოს რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი ეწირა ხელში. - აიმე ელენე.. ცუდად ხარ? - ძალიან შეაშინა გოგონას გაფითრებული სახისა და აკანკალებული თითების დანახვამ. - მარიამ.. ალექსი.. ალექსანდრე მამამისის სახლს ყიდის.. - შოკში იყო ელენე და კიდევ უფრო მეტად აშინებდა მეგობარს. გოგონას ისტერიული სიცილი ნერვიულ ტირილში რომ გადაეზარდა ალექსანდრესთან დარეკვა დააპირა მაგრამ ელენემ არაფრით დაანება. თბილად ეფერებოდა თმაზე და ძალიან ცდილობდა მის დამშვიდებას. ვერც კი ხვდებოდა როგორ აბედნიერებდა ელენეს მარიამისთვის სრულიად უმნიშვნელო კონვერტი, რომელიც იმას ფაქტს ადასტურებდა, რომ ალექსანდრემ კიდევ ერთხელ შეძლო მათთვის საზღვრების გარღვევა, საკუთარი თავის დაუჯერებელი გარდაქმნა და ელენეს ახლა უკვე მართლა სრულყოფილი ბედნიერება.. ზუსტად მაშინ იგრძნო რისთვის ღირდა არსებობისთვის ახალი მიზანი ეპოვნა, როცა ექიმთან ერთერთ კონსულტაციაზე მათი შვილის გულისცემა მოისმინა პირველად. სასწაული იყო ფოტოსურათი, რომელზეც მართალია რთულად მაგრამ მაინც შესამჩნევი იყო მათი პატარას ჯერ ჩამოუყალიბებელი ნაკვთები.. ყველაფერს უდრიდა ელენეს არაამქვეყნიურად ბედნიერი თვალები და მუქი კონტურები შავთეთრ ფოტოზე..... ვერ მიხვდა მძინარე ელენეს ყურებით გართულს როდის შემოეპატარა ძილი.. გონზე რომ მოვიდა უკვე ძალიან გვიანი იყო, უკვე მოესწრო ამდენი ხნის უნახავი დასახიჩრებული სისხლიანი საძულველი ნაკვთების ხილვა. უფრო მაგრად მიიკრა ელენეს თბილი და მშვიდად მძინარე სხეული მაგრამ დაძინება ვეღარ შეძლო, თავი დაამშვიდა, რომ ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო მაგრამ იმ მომეტში მართლა არ უფიქრია ოდესმე პირობის დარღვევა კიდევ ერთხელ, საბედისწეროდ რომ მოუწევდა... ფრთხილად არწევდა მიხუტებულ სხეულს ჰამაკში და თითებს სრიალა თმაში ქაოსურად ხლართავდა. ელენეს მშვიდი სუნთქვა იმაზე მოწმობდა, რომ გოგონას ძალიან ღრმად ეძინა. ყოველთვის გამოირჩეოდა შესაშური ენერგიით მაგრამ ბოლო დროს პატარა ყველანაირ ძალას ართმევდა და ვერაფრით ამბობდა ძილზე უარს, ალექსანდრეს მოთამაშე თითები კი უფრო მეტად უბიძგებდნენ ღრმა ბურუსისკენ. ცოტათი რომ მოსაღამოვდა და თბილი ნიავი უსიამოვნო სიცივედ გადაიქცა მხოლოდ მაშინ ინება თვალების გახელა, ღიმილით მოისრისა თვალები და ალექსანდრეს გაბადრულმა ახედა. - საღამომშვიდობის... - ყოველთვის თავბრუდამხვევად მოქმედებდა მისი ერთროულად თბილი, ოფიციალური, სიმკაცრეშერეული მაგრამ მაინც საოცრად მზრუნველი ხავერდოვანი ბარიტონი. - ელე, ხომ არ გცივა? - სულ ცოტათი.. - ოდნავ დააშორა ერთმანეთს საჩვენებელი და ცერა თითი და სიტყვა არც ჰქონდა დამთავრებული ისე სწრაფად აღმოჩნდა ოთახში თავის საყვარელ სავარძელში პლედშემოხვეული. - სტაფილოს წვენი გირჩევნია თუ ახლაც ბროწეული გინდა ? - ვერაფრით იტანდა სტაფილოს წვენს, ასეთ შემთხვევაში ყოველთვის მეორე ვარიანტს ირჩევდა ხოლმე და ამაზე მუდამ მოსდიოდათ კამათი მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოოდ მაინც ალექსანდრე თმობდა იმიტომ რომ ყველაფერი ერჩია ელენეს გულისმომკვლელ ცრემლებთან გამკლავებას.. ახლაც უკმაყოფილოდ გადააქნია თავი მაგრამ ტრადიციულად მაინც აუსრულა სურვილი, მის პირისპირ ჩამოჯდა და მანამდე არ მოშორებია სახიდან სიმკაცრე სანამ ელენემ ბოლომდე არ გამოცალა მინის ჭიქა. მჟავე სითხის გამო ფეხმძიმე ცოლის დამანჭულ სახესთან ერთად ყოველთვის შინაგან საოცარ კმაყოფილებას გრძნობდა, მხოლოდ მათზე ზრუნვა ანიჭებდა უდიდეს ბედნიერებას და ამიტომ.. ახლა უკვე მათი სიყვარულის ნაყოფი გოგონას სხეულს ასე აშკარად რომ ემჩნეოდა ყველაფერი თითქოს ასმაგად უფრო უადვილდებოდა. ბოლო დროს ან კომპანიაში იყო ან ელენესთან ერთად ატარებდა მშვიდ საღამოებს, ახლა უკვე აღარც მეგობრული შეკრებები აღიზიანებდა და აღარც ის ფაქტი, რომ მისი ცხოვრება ჩვეულებრივი ადამიანის ყოველდღიურობას დამსგავსებოდა, რომელსაც არაჩვეულებრივობას მხოლოდ მუდამ მომღიმარი ელენე სძენდა. ^^^ ასე არასდროს არაფრის შეშინებია, ძლივს მოახერხა სავარძლამდე მისვლა.. ძალიან ეცადა როგორმე სიმშვიდე შეენარჩუნებინა და როგორც შეეძლო ხმამაღლა დაიძახა ერთერთი დაცვის წევრის სახელი. გოგონას ყველაფერი სახეზე ეწერა! ლევანს ბევრი არც უფიქრია, გასაოცარი სისწრაფით დაუკავშირდა ალექსანდრეს და სანამ მასთან საუბარს დაასრულებდა პარალელურად კრეფდა სასწრაფო დახმარების ნომერს... იცოდა, რომ ასეთ დროს მკვეთრი მოძრაობებისგან თავი უნდა შეეკავებინა, მთელი სხეული უკიდურესად დაძაბვოდა და შიშისგან თითებსაც კი არ ამოძრავებდა. აღელვებისგან ყურები დაგუბებოდა და დაცვის ბიჭების საუბარს ვერაფრით არჩევდა, რომლებსაც გამომეტყველებაზე ადვილად შეამჩნევდით მის დამშვიდებას და გამხნევებას რომ ცდილობდნენ. მაინც გაარჩია დამუხრუჭებული მანქანის ზომაზე ხმამაღალი წიოკი და ერთიანად მოუდინდა სხეული, შეიძლება სისულელე იყო მაგრამ ახლა უკვე ზუსტად უცოდა, რომ ყველაფერი კარგად ექნებოდა მათ პატარას. ისიც ზუსტად იცოდა, რომ ალექსანდრე ძალიან ინერვიულებდა მაგრამ ამასაც არ ელოდა... - რა მოხდა, ელე ? - იმ წუთას მართლა არ გავდა ალექსანდრე ცოცხალ არსებას... - სამზარეულოში.. წავიქეცი.. - ძლივს ამოიჩურჩულა და თავი დახარა დანაშაულის გრძნობით გამოწვეული ცრემლები სხვებისთვის მაინც რომ დაემალა. ახლა მხოლოდ ქმრის ძლიერი მკლავები თუ მოაშორებდნენ შვილის დაკარგვის შიშს.. ძალიან ფრთხილად აიყვანა ელენე ხელში და სასწრაფო დახმარების მანქანას არც დალოდებია ისე მოათავსა უკანა სავარძელზე. - ნუ გეშინია, აი ნახავ.. ყველაფერი კარგად იქნება.. - ოდნავ შეახო მის შუბლს გაყინული ბაგე და ისე მიუჯდა საჭეს საავამდყოფომდე ხმა არ ამოუღია... იმდენად გაუჯდა მთელ არსებაში შიში, რომ პალატაშიც ვერ მოიშორა სხეულის დაძაბულობა და ალექსანდრეს შემოსვლას გაუნძრევლად ელოდა. არ შეიძლებოდა მათ პატარას რამე მოსვლოდა, ვერც საკუთარ თავს აპატიებდა და ვერც ალექსის გადარჩენას შეძლებდა. კარის სახელური ფრთხილად რომ ჩამოიწია სუნთქვაც კი შეწყვიტა, უფრო მეტად დაიძაბა როცა ალექსანდრეს მზერაში ვერაფერი ამოიკითხა. დიდხანს ვეღარ გაუძლო მის შიშით სავსე მომლოდინე თვალებს, თავის თავზე გაბრაზდა ამდენ ხანს მარტოდ რომ დატოვა გაუსაძლის ფიქრებთან ერთად. - ელე, რომ იცოდე რა საყვარელი ხარ ! ნუ გეშინია .. - ალექსანდრეს სახეს თბილი ღიმილი რომ მოეფინა ეგონა მეჩვენებაო, მაგრამ მალევე იგრძნო მისი ჩახუტება და გააანალიზა, რომ მართლა მასთან ერთად იყო და რასაც ამბობდა რეალობა იყო. მიხვდა, რომ ყველაფრის შენარჩუნებას შეძლებდა, დაძაბულობისგან ისე დაღლილიყო ძლივს მოახერხა მკლავების დამორჩილება ალექსანდრესთვის მხრებზე რომ შემოეხვია. - ესეც ჩვენი მშვენიერი პაციენტი! როგორ გრძნობთ თავს, ელენე? - ბოხმა, მაგრამ ძალიან თბილმა ხმამ შეაწყვეტინა უხმო ტირილი, პალატაში ახალმოსულის ვიზუალით ადვილად შეამჩნევდით, რომ ამ ხმის პატრონი უეჭველად ექიმი უნდა ყოფილიყო. - უკეთ, გმადლობთ.. - მორცხვად გაუღიმა და ისევ ალექსანდრეს გადახედა. - ელე, ეს შენი ექიმია, ბატონი გურამ მაჭარაძე - მაშინვე დაუდასტურა ქმარმა ფიქრები და გამამხნევებლად გაუღიმა. - მინდა დავრწმუნდე, რომ მუცლის არეში ტკივილები არ გაქვს.. რამე მსგავსი ხომ არ გიგრძვნია, ელენე? - პროფესიონალურად ალაპარაკდა მაჭარაძე და პარალელურად ფრთხილად დაიწყო გოგონას გასინჯვა. უარყოფითი პასუხის ნიშნად ელენემ თავი რომ გააქნია ფონეიდოსკოპი ისევ კისერზე დაბრუნა და მდგომარეობით კმაყოფილმა თავისთვის ჩაიღიმა. - როგორ არის ჩემი პატარა? - როგორც იქნა მოახერხა კითხვის დასმა, რომელიც დაცემის წამიდანვე შიგნიდან ჭამდა. - ძალიან კარგად, სანერვიულო არაფერია.. საერთოდ ყველაფერი წესრიგშია და მოხარული ვარ თქვენნაირი მოწესრიგებული პაციენთი რომ მყავს, მსგავსი შემთხვევები საკმაოდ დიდი იშვიათობაა.. - კომპლიმენტები არ დაიშურა ექიმმა და წყვილს იმ პირობით დაემშვიდობა, რომ ექთანს გოგონას გაწერას მაშინვე დაავალებდა. - ხვდები, რომ ამის მერე ერთი წამითაც აღარ დარჩები მარტო ? - გამაფრთხილებელი იყო ალექსანდრეს ტონი და ელენეს არ გამოპარვია მისი სულ ოდნავ, მაგრამ მაინც შეჭმუხნილი შუბლი. - გთხოვ რა, ოღონდ არ გამიბრაზდე და ყოველ დღე ჩემი ხელით მოვიმზადებ სტაფილოს წვენს! - სასოწარკვეთილმა ამოისლუკუნა და ისე მიეკრო ალექსს თითქოს მასთან მიკარებას რამდენიმე წლის განმავლობაში უკრძალავდნენ. - არ გიბრაზდები ელე, ვერ გიბრაზდები! - ფრთხილად შეახო ტუჩები სრიალა თმას და იქამდე ჰყავდა მიხუტებული სანამ ექთანმა არ შემოაღო კარი. მართლა არ ეგონა თუ გადაიტანდა ჯერ მობილურში ელენეს შეშინებულ, ტირილნარევ ხმას. გზაში მხოლოდ იმიტომ არ მოყვა ავარიაში, რომ ძალიან ეცადა ყურადღება როგორმე მოეკრიბა, რომ სახლში ორსულ ცოლთან აუცილებლად საღსალამათი მისულიყო. რა არ იფიქრა, რას აღარ დააბრალა გოგონას სასოწარკვეთილი ხმა მაგრამ მისი ცუდად ყოფნის მიზეზი ამდენად ადამიანური თუ აღმოჩნდებოდა ვერ წარმოიდგენდა. სხვა დროს მსგავს ვითარებაში ხმის ამოღებას თავს იმიტომ უკრძალავდა, რომ ბრაზისგან ვერც ტონს აკონტროლებდა ხოლმე და ვერც ლექსიკას. იცოდა, რომ ახლა ელენესთვის რამე უნდა ეთქვა, რამით გაემხნევებინა, მთელი დარჩენილი ძალა მოიკრიბა და მანქანაში ჩაჯდომისას როგორღაც დაპირდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ყველაფრად უღირდა იმ წუთას მის თვალებში დანახული იმედი და რწმენა, რომ მისი სიტყვები აუცილებლად სწორად აღმოჩნდებოდა. როცა ექიმმა უთხრა, რომ საგანგაშო არაფერი იყო, რომ მისი ცოლშვილი კარგად იყვნენ ვერც ემოციები მოთოკა და ვერც ქმედებები დაიმორჩილა. ექიმს გიჟივით გადაეხვია და მაშინვე ელენესთან გავარდა, რომ მასაც ჰქონოდა თავისუფლად სუნთქვის საშუალება. ახლა აქ იდგა, ისევ მისი თმის სურნელს სუნთქავდა და უფრო მეტად რწმუნდებოდა იმაში, რომ ვერაფრით შეეგუებოდა მას ოდესმე რამე დამართნოდა. ამისთვის ყველას აგებინებდა პასუხს და თუ საჭირო გახდებოდა პირობასაც დაარღვევდა... თავიდან ვერ მიხვდა სახლთან მისულებს ამდენი ხალხი რატომ დახვდა ეზოს გალავანთან, მალევე შეამჩნია თომა, რომელიც საქმიან გამომეტყველებით აძლევდა მითითებებს შავოსნებს. ალექსანდრეს ქცევა უკვე მართლა აბსურდი იყო, სახლის დაცვა ერთიორად კიდევ გაეზარდა! უკმაყოფილოდ გადახედა ეშმაკურად მომღიმარს და სიბრაზისგან თვალები სასაცილოდ მოეჭუტა. - ალექს.. - გაპროტესტებას აპირებდა მაგრამ ქმარმა თითის აწევით შეაჩერა, კარი გააღო, სწრაფად შემოუარა მანქანას და ძალიან ფრთხილად გადმოიყვანა გოგონა. - დღეიდან მსგავს საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები აღარ მიიღება, ელე! - თავის დაზღვევის მიზნით კიდევ ერთხელ შეახსენა მისი რეცესიული მდგომარეობა და ყურადღება არ მიუქცევია გარშემომყოფების გამო ალექსანდრეს ქცევით დარცხვენილს რომ შეეპარა სიწითლე ლოყებზე ისე აიტაცა ხელში და დინჯი ნაბიჯებით დაიძრა ჭიშკრისკენ. - ახლა მთელი თვე ასე უნდა მატარო?- მაინც არ ნებდებოდა გოგონა. - სანამ სიარულს არ ისწავლი, კი, ასე უნდა გატარო! - თავიდან სრული სერიოზულობით გამოუცხადა მაგრამ მის გაბუსხულ ტუჩებზე მაინც ვერ შეიკავა თავი და თბილად გაეღიმა. - მგონი ახლა სხვა სანერვიულო უფრო გაქვს! - ეშმაკურად ჩაიფხუკუნა და ელენე ფრთხილად მოათავსა ჭილის დაწნულ სავარძელში. - რა სანერვიულო? - თავიდან ვერ მიხვდა მაგრამ მალევე მოაღწია უკანა ეზოშიც ხმაურმა და გაკვირვებულმა ააფახურა თვალები, მაგრამ მაშინვე ყველაფერი ადვილად გასაგები გახდა, როცა ხმაურში მარიამის ნერვული ყვირილი ამოიცნო. - შენ მაინც რატომ არ დამირეკე? როგორ გაბედე და როგორ დამიმალეთ? სად არის? ელენე... - მთელი ხმით გაჰკიოდა და ელენეს გულწრფელად შეეცოდა მეგობრის რისხვის ობიექტი, მაგრამ ამჯერად გაკვირვებისგან პირი დააღო როცა ამ ობიექტში თომა ამოიცნო, რომელიც უკან მოზდევდა გაბრაზებისგან „ორთქლადენილ“ მარიამს. - ელენე, რა მოხდა? როგორ ხარ? ღმერთო, სულ ერთი საათით დაგტოვე.. არ უნდა წავსულიყავი, მაპატიე რა.. - ვერაფრით მშვიდდებოდა და გამეტებით იკრავდა სულშეგუბებულ ელენეს. ელენეს უკვე უჰაერობისგან სახეც რომ გაუწითლდა მათე მიხვდა, რომ უნდა ჩარეულიყო, ფრთხილად მოაშორა გოგონას მეგობარი და ახლა თვითონ მიიხუტა. ელენეს ოფიციალურად ყბა ჩამოუვარდა მარიამი რამდენიმე წამში საეჭვოდ რომ გაიტრუნა, გაურკვეველი მზერა ახლა ეშმაკურად მომღიმარი ქმრისკენ გადაიტანა და სიხარულისგან კინაღამ ტაში შემოჰკრა თანხმობის ნიშნად ალექსანდრემ თვალი ძლივსშესამჩნევად რომ ჩაუკრა. წარმოუდგენელი მაგრამ ყველაზე სასიამოვნო იყო თომას და მარიამის წყვილის პერსპექტიული კანდიდატურა. მთელი საღამო ბედნიერი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან და გამეტებით ეკვროდა ალექსანდრეს მხარს. ხან ერთს მოავლებდა გაბრწყინებულ მზერას ხან მეორეს, მაგრამ ჯიუტად არცერთი იღებდა ხმას, ალბათ ორივე ხვდებოდა რომ ერთმანეთთან ზედმეტად გამოააშკარავეს გრძნობები. - მარიამ, არ გინდა საქართველოში გადმოხვიდე? ძალიან მჭირდება კარგი ადვოკატი კომპანიაში... - მაშინვე გამოაფხიზლა სამივე ალექსანდრეს მოულოდნელმა წინადადებამ. - არ ვიცი.. მე.. მართლა? - კიდევ უფრო მეტად დაიბნა მარიამი და ელენეს ისე გადახედა თითქოს ნებართვას სთხოვდო. - აუ მარიამ რა მაგარია, სულ ჩემთან იქნები.. - აღფრთოვანებას ვერ მალავდა ელენე. მალულად თომასკენაც აპარებდა მზერას, რომელიც გაჭირვებით ცდილობდა მთელი ყურადღება მის მუხლებზე დასკუპებულ ელენეს ლეკვზე გადაეტანა. - ანაზღაურება სრულიად დამაკმაყოფილებელი გექნება, ყველანაირად ვეცდები რომ საუკეთესო სამუშაო პირობები შეგიქმნა.. ასეთი პროფესიონალის გაშვებას არ ვაპირებთ იცოდე! - მადლობა ალექს, მართლა ძალიან მინდა.. უბრალოდ იქ ასე კლიენტებს ვერ მივატოვებ.. - დანანებით ჩაილაპარაკა და მორცხვად გადახედა უკვე შესამჩნევად აღელვებულ თომას. - თუ მარტო ესაა პრობლემა რამდენიმე თვით დაბრუნდი, აღებული საქმეები დახურე და ისევ დაგვიბრუნდი ! თომა ისე ხომ არ გაყვებოდი მარიამს დასახმარებლად, უფრო მალე მორჩებოდა საქმეებს. - ეშმაკურ ხრიკებს არ წყვეტდა ალექსანდრე. - რატომაც არა, დიდი სიამოვნებით ! - კმაყოფილმა გადახედა აჭარხლებულ მარიამს და გამომწვევად გაუღიმა. გოგონამ თანხმობის ნიშნად ძლივს დააქნია თავი და სულის მოსათქმელად წვენის ჭიქა ბოლომდე გამოცალა. - მადლობა.. - თბილად უჩურჩულა ელენემ ქმარს და ყურის ძირას მხურვალე ტუჩები ნაზად შეახო. თანდათან ეჩვეოდა იმ ფაქტს, რომ ალექსანდრე ყოველთვის უპრობლემოდ ახერხებდა ყველაფრის სწორად გაკეთებას მხოლოდ ელენეს სრულყოფილი ბედნიერებისთვის. ყველაზე მეტად ის აბედნიერებდა, რომ მისთვის ორ უძვირფასეს ადამიანს ცხოვრების ერთმანეთთან დაკავშირების შანსი ჰქონდათ, ეუცხოვებოდა მუდამ თამამი, ზედმეტად აქტიური მარიამის მორიდებული გამოხედვა, მუდამ დინჯი და გაწონასწორებული თომას უმიზეზო ფორიაქი, ალბათ არასდროს მობეზრდებოდა მათი ყურება ალექსანდრეს რომ არ აეჩემებინა უკვე აცივდა და შიგნით შევიდეთო. მარიამმაც დაღლილობა მოიმიზეზა, მისი წასვლით ცხვირჩამოშვებული თომაც მალე დაემშვიდობათ, ელენე კი ამაზე უფრო გაიბუსხა, ცოტა ხნით კიდევ მინდოდა მათი ყურებაო. ალექსანდრე ყურადღებას არ აქცევდა მის ბურტყუნს ისე ხდიდა ტანსაცმელს და ცდილობდა მისთვის როგორმე საღამური ჩაეცვა. - და საერთოდ, მე შხაპის მიღება მინდა! - გამოუცხადა ბოლოს და ისე გაუსხლტა ხელიდან ალექსანდრეს ამდენი ხნის წაველბა წყალში ჩაეყარა. საშინლად ძაბავდა ელენეს შეუფერებელი სიჯიუტე მაგრამ რა თქმა უნდა ვერაფერს ეუბნებოდა, მაშინვე გადაუარა ბრაზმა სააბაზანოდან მთქნარებით რომ გამოვიდა გაბერილი ელენე თვალებს ძლივს რომ ახელდა. ძილი იმდენად უნდოდა თმაც კი ძალით გააშრობინა ალექსანდრემ.. დაწოლისთანავე ღრმად ჩაისუნთქა თუ არა საყვარელი სურნელი წამიერად გაითიშა, არც პატარას გაუთავებელ მოძრაობა გაუგია და არც ალექსანდრეს ღიმილნარევ თბილ მიშტერებულ მზერა... --- როცა ამერიკაში ბრუნდებოდა მარიამი ყოველთვის ცდილობდა ელენე როგორმე გაემხიარულებინა ხოლმე, ახლა კი პირიქით ხდებოდა.. აშკარად იმ ფაქტის გამო, რომ კომპანიის მნიშვნელოვანი საქმეების გამო თომა მასთან ერთად ვეღარ მიდიოდა მეგობარს უკიდურესად ჰქონდა დაძაბული ნერვები და პრეტენზიებს არ წყვეტდა. ელენეს ახლა უფრო გაუჭირდა მასთან გამომშვიდობება მაგრამ თავს იმით იმხნევებდა, რომ სულ რამდენიმე კვირაში, მისი პატარას დაბადებამდე, მარიამი უკან ამჯერად სამუდამოდ დაბრუნდებოდა.. --- არც კი დაუშვა, რომ ალექსანდრეს მისი ბოლო კონსულტაცია დაავიწყდებოდა, სავარძელში იჯდა და აღელვებული დაშტერებოდა მობილურის ეკრანს, რომელიც არაფრით რეკავდა. ისევ თვითონ აკრიფა გაზეპირებული ნომერი და კიდევ ერთხელ აუჩქარა გული ზუმერმა, რომელიც აბონენტის „მომსახურების ზონიდან“ გასვლას ატყობინებდა. ყრუ ტკივილი რომ იგრძნო მუცლის არეში მაშინვე წამოხტა ფეხზე და აბეზარი ფიქრების თავიდან მოსაშორებლად თავი გააქნია. - არაუშავს დე, მამიკო ალბათ ძალიან დაკავებულია, ჩვენმ ივხედოთ .. - წამებში დაამშვიდა მისმა მოფერებამ პატარა და ყრუ ტკივილიც წამიერად გაყუჩდა. აცრემლებული უყურებდა ჩამუქებულ ეკრანს, რომელზეც უკვე ძალიან გარკვევით ჩანდა მათი გოგონა, სასაცილოდ რომ მიეტანა პატარა მუჭები სახესთან.. წარმოიდგინა როგორ ჩაიხუტებდა, როგორ დაიძინებდა მის გულზე ძალიან მალე და მთელი სხეული სასიამოვნოდ დაუთბა. მანქანაში ჩაჯდომისას მაინც ვერ აშორებდა შვილის ფოტოს თვალს, ბევრი იფიქრა და ბოლოს მაინც გადაწყვიტა ალექსთან კომპანიაში მისულიყო და ახალი ფოტო იმ კოლაჟისთვის მიემატებინა ალექსანდრეს სამუშაო მაგიდაზე რომ იწონებდა თავს. სწრაფად შეაცვლევინა მიმართულება და გეგმის ცვლილებით გახარებულმა ნაზად დაისვა საყვარლად გაბერილ მუცელზე. *** - მიხვალ თუ არა მაშინვე დამირეკე! ახლა გამოვდივარ.. - მითითებებს ნერვიულად აძლევდა რეზის და ალექსანდრეს კაბინეტისკენ აჩქარებით მიდიოდა იარაღის ასაღებად, რომელსაც მეგობარი სეიფში ინახავდა. სწრაფად შეაღო კაბინეტის კარი და სეიფის გახსნა ისე დაიწყო რეზისთან საუბარი არ შეუწყვეტია. - ეცადე ალექსი დაამშვიდო, სანამ არ მოვალ იარაღი არ მისცე!..რეზი ახლა ეს არ უნდა გააკეთოს.... - კომბინაციის შეყვანა რომ დაასრულა სწრაფად შემოტრიალდა უკან სეიფიდან გამოღებული ნივთები მაგიდაზე რომ დაედო მაგრამ მოულოდნელობისგან ყველაფერი იატაკზე დაუცვივდა აცრემლებულ, შიშჩამდგარ ნაცნობ თაფლისფერ თვალებს და მის გაფითრებულ სახეს რომ შეეჩეხა. - ელე.. აქ რა გინდა? - თვითონვე ეუცხოვა თავისი გაბზარული ხმა. მაშინვე შემოუტია უყურადღებობით გამოწვეულმა სასტიკმა დანაშაულის შეგრძნებამ, გაიაზრდა რომ ამ წუთას ალექსანდრესთვის მის წინდაუხედავობას მომავლის წაშლა შეეძლო.. ელენე იმდენად მშვიდად იდგა ეჭვი შეეპარა, ხომ ნამდვილად სუნთქავდა.. მხოლოდ არაადამიანურად გაფითრებულ ნაკვთებზე დადენილი ცრემლი მეტყველებდა იმაზე, რომ ჯერ კიდევ ცოცხლობდა, ჯერ კიდევ გრძნობდა რაღაცას. - ელე.. გთხოვ რა არ ინერვიულო.. არასწორად გაიგე.. ისე არაა საქმე შენ როგორც იფიქრე, ის.. - თომა, გთხოვ! - იმ წუთას მართლა მოუნდა ახლა ვინმე შემოსულიყო და მისთვის ტყვია დაეხალა. იდგა უმოქმედოდ და ისე უყურებდა მის ტკივილიან თვალებს, რომ ვერაფრით ეხმარებოდა.. ელენემ ფრთხილად შემოაბრუნა თავისკენ მინის ჩარჩო, რომელსაც ალექსანდრე ყველაზე მეტად უვლიდა, ფოტოსურათს ნაზად გადაატარა სიფრიფანა თითები და თავისუფალ ადგილას ფრთხილად მოათავსა, თომასთვის აღარც შეუხედავს ისე გაბრუნდა უკან.. კარის ხმა რომ გაიგო მხოლოდ მაშინ მოვიდა გონზე, საშინელი დილემის წინაშე დამდგარიყო და ვერ გადაეწყვიტა გოგონას გაყოლოდა თუ ალექსანდრესთან დაბრუნებულიყო, ახლა ელენეს რომ რამე მოსვლოდა ვერც თვითონ აპატიებდა თავს და მეგობარსაც საბოლოოდ დაკარგავდა მაგრამ მეორე ხმა კარნახობდა, რომ ახლა ალექსანდრეს ყველაზე და ყველაფერზე მეტად სჭირდებოდა მისი დახმარება, თუნდაც იმიტომ, რომ თითქოს მაინც შემორჩენოდა უკანასკნელი იმედის ძალიან მცირე ნაწილი, რომ ყველაფერს გადაარჩენდა, რომ ისევ შეძლებდა მათი ბედნიერებით ცხოვრებას, რომ კვლავ ექნებოდა შანსი ყოფილიყო მარიამის მეორენახევარი... მართლა არ არსებობდა მიზეზი რის გამოც ახლა გაჩერდებოდა, არაფერს ნანობდა მაგრამ აუტანელ სიცარიელეს გრძნობდა. ძალიან დიდხანს უყურა წარმოსახვაში მილიონჯერ დამახიჯებულ, ახლა კი რეალურად სისხლში ამოსვრილ გასაცოდავებულ სხეულს და მთელმა განვლილმა ცხოვრებამ წყვეტილი კადრებივით გაუარა თვალწინ, ერთდროულად დაუარა აუტანელმა სიცივემ და ტკივილმა, ვერ იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ მისთვის ეპატიებინა, თვალი დაეხუჭა ამ საცოდავი არსების გამო ამდენი ადამიანის შეცვლილ არსებობაზე და უვნებლად გაეშვა. გრძნობდა, რომ თუ გაგნიძე ახლა არ შეწყვეტდა სუნთქვას მისი ოჯახის სიმშვიდე ვერასდროს იქნებოდა ისეთი მტკიცე, როგორზე თავისი შვილის და ელენეს გამო ოცნებობდა. არ ეგონა ასე თუ გაუჭირდებოდა სახლეტზე თითის გამოკვრა, იდგა და ვერ ბედავდა ამდენი ხნის სურვილი აესრულებინა, არა იმიტომ რომ სასიკვდილოდ არ ემეტებოდა, უბრალოდ იცოდა, რომ ტყვიის გავარდნასთან ერთად ელენესაც დაკარგავდა, იცოდა, რომ მართალი ვეღარ იქნებოდა ჯერ არდაბადებულ შვილთან, ყველაზე მეტად რომ იმსახურებდა მამის სისუფთავეს, მაგრამ მაინც გაბედა.. იარაღის გამაყრუებელმა ხმამ თითქოს ყველაფერი გაიყოლა, უკვე აღასრულა აქამდე მუდამ წარმოსახვითი სცენა, მაგრამ ძალიან გაუკვირდა როცა შვება ვერ იგრძნო, პირიქით, უფრო დამძიმდა და სუნთქვაც საგრძნობლად გაუჭირდა. მანამდეც იცოდა, რომ ელენეს ღალატით პირველ რიგში საკუთარ თავს და დარჩენილ ადამიანობას მოუღებდა ბოლოს მაგრამ მაინც სჯეროდა, რომ ოდნავ მაინც შეუმსუბუქებდა მტრის მოშორება აუტანელ ტკივილს თუმცა ისე მწარეს შცდა, როგორც არასდროს.. ზიზღით მიაგდო უკვე გვამად ქცეულ სხეულს იარაღი და უკან გამობრუნდა. კიდევ უფრო ცხადად გაიაზრა თავისი სისუსტე თომას მზერაში დიდი იმედგაცრუება რომ ამოიკითხა მაგრამ ახლაც არ მიუტოვებია მეგობარს და ამან უფრო მეტად ატკინა. ახლა ელენე რომ არ ენახა მართლა ვეღარ შეძლებდა სუნთქვას მაგრამ რეზიმ მაინც შეაჩერა: - არ გინდა, ასე ნუ დაენახვები! - ხმაშიც კი იგრძნობოდა რამდენიმე წამის წინ მის თვალებში დანახული იმედგაცრუება. მხოლოდ თავი დაუქნია მაგრამ საჭეს მაინც მიუჯდა. აქაურობას მაინც უნდა მოშორებოდა, რომ როგორმე ფიქრის საშუალება ჰქონოდა. არაფრით აპირებდა ელენესთვის რამე დაემალა მაგრამ ჯერ ამის დრო არ იყო, რამდენიმე დღეში მათი პატარა გაჩნდებოდა და მხოლოდ მაშინ შეძლებდა მათ დატოვებას, როცა დარწმუნდებოდა, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდათ. ისევ ზომას გადამეტებული სიჩქარე, ისევ არეული შეგრძნებები, მომენტი როცა აშკარად იაზრებ შენს დანაშაულს და შედეგებს იმკი.. არ იყო სიტყვები, რომელითაც ამ ყველაფერს ახსნიდა, ვერაფრით გადმოსცემდა იმ გრძნობას, როცა კაბინეტში შესულს მაშინვე მოხვდა თვალში ყველაზე ძვირფასი ნივთის შეცვლილი ადგილი. ვერანაირი მიზეზი ვერ მოძებნა რატომ არ უნდა ეგრძნო თავი უკანასკნელ არაკაცად! უყურებდა მათი გოგონას ძალიან პატარა გამოსახულებას და საკუთარი თავი სძულდა მისთვის მიცემული პირობა ასე „ადვილად“ რომ დაარღვია, ელენეზე ფიქრს კი საერთოდ ვერც კი ბედავდა.. არც უმართავმა ღრიალმა და კაბინეტში დალეწილმა თითოეულმა ნივთმა გაუნელეს ტკივილი, მხოლოდ ძლიერად მიხუტებული ფოტო მატებდა ძალას, რომ ესუნთქა.. ტირილისგან მის ჩაწითლებულ თვალებს და თითქოს დასუსტებულ სხეულს რომ მოკრა თვალი მაშინვე მიხვდა, რომ ელენემ ყველაფერი იცოდა. საყვარლად მოფუზულიყო ბუხართან და პატარა მუჭებით იწმენდდა ცრემლებს. როგორ მოუნდა ჰქონოდა უფლება მუხლებზე დაესვა და მთელი ღამე მის ფერებაში გაეტარებინა მაგრამ ამდენად ვერ „გაანებივრებდა“ თავს. უსიტყვოდ ჩამოჯდა მეორე სავარძელზე და თვითონაც მბჟუტავ ალს გაუსწორა თვალი.. ვერცერთი ვერაფერს ამბობდა, მაგრამ ორივემ მშვენივრად იცოდა, რომ ეს გარდაუვალი დასასრული იყო, ხვდებოდნენ, რომ ვეღარ შეძლებდნენ იმედის შენარჩუნებას. ისევ ალექსანდრე დანებდა, ისევ ვეღარ გაუძლო აუტანლად დახუთულ ჰაერს, მის სიახლოვეს და ჩუმად ქვითინს. უკვე კარამდე იყო მისული გოგონას ტირილისგან ოდნავ დაბოხებული ხმა რომ დაეწია : - მამაშენის სახლი რატომ გაყიდე? - საკუთარი თავი შეეზიზღა მაინც ძალიან დიდი სითბო რომ დაიჭირა მის ნაწყენ ტონში. - გთხოვ, არ გინდა ელენე! - ვეღარ გაუბედა ჩვეული „ელე“ .. საშინლად მკაცრი იყო ალექსანდრეს ხმა მაგრამ მაინც არაფრით ეთმობოდა ელენეს. - მითხარი! - არასდროს ყოფილა ასეთი კატეგორიული მასთან მაგრამ ახლა ამის დრო საერთპდ არ იყო.. - არ გამიყიდია.. - უკანასკნელი იმედის სხივიც კი უმოწყალოდ ჩააქრო საყვარელ თაფლისფერ თვალებში მაგრამ მეტს ვეღარ მოატყუებდა. აღარ დალოდებია მის პასუხს, სწრაფად დატოვა ოთახი და იქაურობას გაეცალა. გარეთ რამდენიმე დაცვის წევრი მოიხმო და გააფრთხილა, რომ გოგონასთვის ყურადღება მიექციათ, ისე რომ ელენე არაფრით შეწუხებულიყო. თვითონ კი ისევ საჭეს მიუჯდა და გეზი მამის სახლისკენ აიღო... ___ როცა ტკივილისგან ატირებული ელენე სამშობიაროში მიჰყავდა იმ წუთებში საერთოდ აღარაფერი ახსოვდა, არც ის, რომ თავს მისი მიკარების უფლება აუკრძალა, არც კატეგორიული გადაწყვეტილება იმის თაობაზე რომ საერთოდ აღარ დალაპარაკებოდა.. უწყვეტად უმეორებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და მთელი ძალით იკრავდა გულში, რომ როგორმე ახლა მაინც უზრუნველყო მისი სიმშვიდე ახლა ასე რომ სჭირდებოდა მათ პატარას. ელენეს ახლა ტკივილზე მეტად სხვა რამე უფრო ატირებდა, რამდენიმე დღე ისე გაატარეს თითქოს ერთმანეთის არსებობას ვერ იმჩნევდნენ, ორივემ იცოდა განშორებაზე საუბარი რომ მოუწევდათ მაგრამ ხმას ვერცერთი იღებდა.. ელენემ ყველაფერი გაგებისთანავე აპატია, მაგრამ ამას აზრი აღარ ჰქონდა, ვერასდროს დაიბრუნებდნენ გუშინდელ ბედნიერებას თუ ალექსანდრე თავის თავს ვერ აპატიებდა, ისე ეხვეოდა სუსტი მკლავებით თითქოს იცდა, რომ სხვა დროს ამის შანსი აღარ ექნებოდა. მუცლის ტკივილი მის სულიერ ტანჯვასთან შედარებით არაფერი იყო, მისი ცრემლები კი ალექსანდრეს სათითაოდ ესობოდნენ გულზე ბასრი ისრებივით.. იმ წუთიდან გამოეთიშა სამყაროს როცა უთხრეს, რომ მათ პატარას დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეეძლო, რომ ელენე ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა გონს. გაქვავებული იდგა ინკუპატორის უზარმაზარ ვიტრინასთან და თვალსაც კი არ ახამხამებდა ისე მიშტერებოდა დანადგარს, რომელიც მათი შვილის სიცოცხლეს განაგებდა. ახლაც ძალიან უსამართლოდ ექცეოდა ცხოვრება, არც ახლა იყო სამართლიანი მასთან ღმერთი.. უკვე ვეღარ ხვდებოდა სად დაუშვა შეცდომა, სად შეეშალა, ვერ ხვდებოდა ახლა მაინც რატომ ისჯებოდა ასე, ახლა როცა ყველაფერი ისე გააკეთა რომ მხოლოდ ისინი - ელენე და მათი გოგონა ყოფილიყვნენ კარგად. - ალექს, გესმის რას გეუბნება ექიმი? ასე კარგად გახდება.. - ვერ მიხვდა რის ახსნას ცდილობდნენ ერთროულად თომა და რეზი. ახლაც ადვილად მიუხვდნენ მეგობრები გასაჭირს, თომამ მხარზე ხელი მსუბუქად დაჰკრა და ძალიან ნელა, გარკვევით დაიწყო : - ალექს, ექიმებს უნდათ, რომ რაღაც ცადონ.. ცოტა ხნით პატარა ხელში უნდა აიყვანო! იმიტომ რომ კარგად გახდეს მშობლებთან ახლოს უნდა იყოს, ახლა ხომ გაიგე? - ასეთი განადგურებული მაშინაც კი არ უნახავს, როცა თავისი ხელით აყრიდა პატარა დას მიწას.. მძიმედ გადადგა ნაბიჯი მისკენ და კარისკენ უბიძგა, მიხვდა, რომ დამოუკიდებლად ალექსანდრე განძრევასაც ვერ მოახერხებდა.. რთული იყო გეყურებინა უკვე მეორედ ცოცხლად გარდაცვლილი მეგობრისთვის, რთული იყო უმოქმედობა ასეთ მომენტში, როცა ყველაზე მეტად იყო მოქმედება საჭირო.. არ აინტერესებდა რამდენიმე საათის განმავლობაში ფეხზე დგომისგან დაბუჟებული და ატკივებული ტერფები, გონება მხოლოდ იმ ვარიანტს განიხილავდა, რომ მის მკლავებში ნებიერად ჩაძინებული პატარა არსება ახლა უკვე მასზეც იყო დამოკიდებული, დიდი ხანი არც იყო გასული მას შემდეგ რაც გულზე დაუწვინეს, მაგრამ ძალიან მალე მიიღეს ექიმებმა ის შედეგი რასაც ექსპერიმენტისგან ელოდნენ. საყვარლად აცმაცუნებდა პირს და მთელი ძალით უჭერდა ერთი ციდა თითებს მამას. სუნთქვა შეეკრა როცა პატარა ვარდისფერ სამაჯურზე „ანა ჭელიძე“ რომ ამოიკითხა, ახლაც იგრძნო ელენეს უანგარო სიკეთე, როცა მისი შვილისა და გარდაცვლილი დის სახელები ერთმანეთის იდენტური აღმოჩნდა.. დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში და ახლაც ვერ ბედავდნენ საბედისწერო საუბრის დაწყებას. - ელე.. - არა, გთხოვ ... - ვეღარ შეიკავა ცრემლები ელენემ, ყურებზე ხელები არ აიფარა თავი როგორღაც მაინც რომ დაეცვა მისი სიტყვებისგან.. ვერც მაშინ გაჩერდა ალექსანდრემ ნაზად რომ ჩამოაღებინა ხელები და გულში ძალიან მაგრად ჩაიკრა... - უნდა გაგიშვათ, ელე.. სხვანაირად არ შეიძლება... არ შემიძლია გესმის? - არეულად ლაპარაკობდა და ვეღარც თვითონ იკავებდა ემოციებს. - არა, არ მინდა! გთხოვ.. - სუნთქვას უკრავდა ელენეს მუდარა მაგრამ მაინც უნდა ეთქვა.. - ელე, ჯერ ძალიან პატარაა და უკვე ჩემ გამო ძალიან ბევრ რამეზე აგებს პასუხს! ასე ვერ მოვიქცევით! ახლა მარტო მე და შენ არ ვართ გაიგე ელენე... - უკვე ყვიროდა მაგრამ მაინც არ უშვებდა საყვარელ სხეულს. ვერ წარმოედგინა როგორ უნდა ეცხოვრა მათ გარეშე თუნდაც ერთი წამიც კი მაგრამ ახლაც რომ მართალი იყო ზუსტად ეს ვერ აიტანა.. როგორ უნდოდა ელენეს, რომ ახლა მაინც გადაედგა არასწორი ნაბიჯი, ახლა მაინც ჰქონოდა შეცდომის დაშვების უფლება მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ალექსანდრესთვის უნდა დაეჯერებინა. - როცა ანა გამოკეთდება მინდა, რომ მარიამთან წახვიდეთ, ელენე არც კი გაბედო გაჯიუტება! - სიმკაცრე შეეპარა ხმაში მაინც რო დააპირა გოგონამ შეპასუხება. - არ მინდა წასვლა ! - ამოიბუზღუნა და ნაზად მოიწმინდა ცრემლები.. - უნდა წახვიდეთ.. - არა ალექსანდრე მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდა ხომ იცი რომ საპატიებელიც არაფერი გაქვს, ნუ მიყურებ ასე თითქოს რამე დამიშავე, გთხოვ... - არც ახლა ეყო ძალა ბოლომდე დაესრულებინა, პარადოქსი იყო მისთვის ალექსანდრეს დაუნდობელი გადაწყვეტილება მას კი ძალა არ ყოფნიდა მისთვის ებრძოლა... - მხოლოდ მისთვის ელე.. მისი კარგად ყოფნისთვის... არაფრის შეგეშინდეს, დარწმუნებული ვარ საუკეთესო დედა იქნები! - კიდევ უფრო მეტად უკლავდა გულს მისი სიტყვები მაგრამ იცოდა შეწინააღმდეგებას ალექსანდრეს შემთხვევაში საერთოდ არ ჰქონდა აზრი.. ახლა ვერც კი აზროვნებდა, ვერც კი განიხილავდა იმ გზებს, რომლითაც მის დაბრუნებას შეძლებდა მაგრამ მალევე გაიაზრა, რომ ასეთი გზა საერთოდ არც კი არსებობდა, როცა ცუდად მყოფი პალატაში მარტო დატოვა და მასთან მხოლოდ ექთანი შემოუშვა მიხვდა რომ ვერაფერს აღადგენდა, ვერასდროს დაიბრუნებდა მოსიყვარულე, მხოლოდ მასზე გაგიჟებულ ქმარს.. მაინც დაუშვა, მაინც მისცა წასვლის უფლება.. უკვე მეშვიდე ღამეს ათენებდა ანასთან ერთად ალექსანდრეს გარეშე და უმისოდ გატარებული ღამეების ზრდასთან ერთად უფრო მეტად უღრმავდებოდა აუტანელი ტკივილი, რომელსაც მთელი მისი არსება დაუნდობლად მოეცვა და ნორმალურად სუნთქვის საშუალებასაც კი არ აძლევდა. ახლა მხოლოდ მასზე ჩაბღაუჭებული პატარა თითები აძლევდა ძალას ამ ყველაფრისთვის გაეძლო, მხოლოდ მისი დიდრონი, უძირო მზერა აიძულებდა შეგუაბოდა რეალობას. დარწმუუნებული იყო იმაში, რომ პატარაც მასავით განიცდიდა უმისობას, მასაც ისევე აკლდა მამის სურნელი როგორც ელენეს, ვერს საჭმელს ჭამდა, არც ეძინა.. ელენე ამასაც დიდი მოთმინებით იტანდა და ცდილობდა მთელი ყურადღება, მთელი დარჩენილი სითბო მისთვის გაემეტებინა სულ ცოტათი მაინც რომ მოეპოვებინა შვილს სიმშვიდე მაგრამ კარგად იცოდა, რომ ალექსანდრეს ვერაფრით შეუცვლიდა. ყოველ დილით იმედით სავსე თვალებით ხვდებოდა ბიჭებს კართან, რომ მასზე რომელიმეს მაინც ეთქვა სიახლე მაგრამ ყოველ ჯერზე უუფრო მეტად ტკიოდა გული. საათობით უყურებდა ხოლმე ამერიკაში გასაფრენ საბუთებს და ბილეთებს, მაგრამ მაინც არ კარგავდა იმედს, გულის სიღრმეში მაინც სჯეროდა, რომ ალექსანდრე თუნდაც მათი შვილის გამო დაბრუნდებოდა მაგრამ... - ელე, სადმე მიდიხარ? - გაკვირვებულმა მოათვალიერა თომამ ჩემოდნებით სავსე ოთახი და ჩაძინებული პატარა ფრთხლად ჩააწვინა საწოლში. ელენემ მაშინვე ხელებში ჩარგო სახე და უხმოდ ატირდა. მართლა არ იცოდა რა ეთქვა, საშინლად უჭირდა იმის აღიარება, რომ ნებდებოდა, რომ მართლა მისცემდა წასვლის უფლებას მაგრამ უმოქმედობამ ჭკუიდან გადაიყვანა. ახლაც მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა წასვლა რომ ალექსანდრეს ბოლო თხოვნა შეესრულებინა, ისევ მისი სურვილი იყო პირველ ადგილას! - ელენე, რა ხდება? - დიდხანს ელოდა მის დამშვიდებას თომა.. სწორად მიხვდა ელენე, რომ ეს კითხვა არა ელენეს ცრემლებს, არამედ მათი დაშორების მიზეზს ეხებოდა. - არ ვიცი თომა.. ვეღარ ვძლებ.. მინდა რომ დაბრუნდეს .. - ნაწყვეტ ნაწყვეტ ისროდა აღელვებული ელენე ფრაზებს და მთელი ძალით ჩაებღუჯა შვილის პატარა ქუდი.. - არ მინდა რომ განერვიულო მაგრამ მაღირსებთ ერთხელ და სამუდამოდ ? მომიყვებით რომელიმემ რა ხდება? ელენე უნდა აპატიო.. - ემოციებმა ერთიანად შემოუტიეს თომასაც.. - ფიქრობს, რომ რადგან პირობა დაარღვია მე ნაწყენი ვარ, ჰქონია, რომ შვილის ღირსი არ არის გესმის თომა? ყველაფერი ვაპატიე, არაფერზე ვუბრაზდები მაგრამ არაფერი მესმის.. - მართლა საშინლად ტანჯავდა აუტანელი გაურკვევლობა. - ელენე.. შენ.. მართლა არაფერი იცი? - გაკვირვებისგან კინაღამ პირი დააღო თომამ. - რას გულისხმობ? - არანაკლებ დაბნეული ჩანდა ელენეც. - ღმერთო ალექსანდრე, ჩემი ხელით დაგახრჩობ მაგ უკუღმართობისთვის! - მომენტალურად გადაერთო სხვა სამყაროში, ისეთი გამომეტყველებით მიმოდიოდა ოთახში თითქოს ელენეს არსებობაც კი დავიწყებოდა. - თომა, აღარ მეტყვი რა ხდება? - ახლაც უმტყუნა ნერვებმა გოგონას და მისმა კატეგორიულმა ტონმა ადვილად მიახვედრა თომა, რომ ერთადერთი ვისთვისაც სიტუაცია უნდა აეხსნა ელენე იყო.. - ელენე, ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა.. თქვენ გიცავდათ.. როგორ ფიქრობ რატომაა სახლში ამდენი დაცვა? რა გგონია მაშინ რომ დაეცი შემთხვევითობა იყო? ან რას ფიქრობ ახლა მარიამის გვერდით რატომ არ ვარ? მეგონა იცოდი.. მეგონა მიხვდებოდი ელენე, მართლა არაფერი იცი? - ძალიან გაუჭირდა აშკარა ფაქტის დაჯერება. - გაგნიძემ ყველაფერი გააკვია ელე, გაიგო ვინ იყო მისი მტერი.. პირველი შეტევა ზუსტად მაშინ განახორციელა ალექსანდრე რომ დაიჭრა, ყველაფერი მოულოდნელი და კარგად გათვლილი იყო, ძლივს გადავრჩით მაგრამ მერე ფრთხილად ვმოქმედებდით. ძალიან ეცადა ყველაფრისთვის წერტილი დაესვა, აღარც ეძებდა ელე მაგრამ იძულებული გახდა თქვენ დასაცავად ისევ ბრძოლაში ჩართულიყო. რა არ გააკეთა, რომ შენ და ანა ამაში არ გარეულიყავით მაგრამ მაშინ შენ რომ წაიქეცი გაგნიძე ზედმეტად ახლოს მოვიდა თქვენთან და ზუსტად ამას ვერ პატიობს თავის თავს ალექსანდრე.. - მე უბრალოდ ფეხი ამისრიალდა.. სულ ეს იყო.. - ვერაფრით აკავშირებდა ფაქტებს ერთმანეთთან ელენე და მთელი ძალისხმევა მოეკრიბა, რომ როგორმე გაეაზრებინა თომას მოყოლილი ასე უმოწყალოდ რომ უფხაჭნიდა შიგნიდან ყველაფერს. - ვიღაცამ სპეციალურად დაასხა მცურავი სითხე, ვიღაცამ ვინც იცოდა, რომ აუცილებლად შეხვიდოდი სამზარეულოში.. - პატარას ტირილმა თითქოს ძალა შემატა რომ არ წაქცეულიყო, სწრაფად ამოიყვანა საწოლიდან და ისე მიიხუტა თითქოს მხოლოდ მას შეეძლო მისი ფილტვებისთვის ჰაერის მიწოდება. მზრუნველად გადაატარა თომამაც ერთი ციდა თავზე ხელი და თბილად გაუღიმა.. - თომა.. თუ იცი სად არის.. ძალიან გთხოვ წამიყვანე რა.. - ძალიანაც რომ ნდომოდა ელენეს მუდარით სავზე თვალებს ვერაფრით ეტყოდა უარს, აქამდეც უგრძნობდა გული, რომ რაღაც გაურკვევლობა იყო მაგრამ ვერ გათვალე ალექსანდრეს მაზოხისტური ქმედება, რომ არაფრის გამო გაიმართლებდა მეგობარი თავს იმ ფაქტით, რომ ყველაფერს საყვარელი ქალის და შვილის გამო წირავდა. არც უფიქრია უარის თქმა, უსიტყვოდ დაუქნია თავი და თითით ანიშნა გამომყევიო.. სისულელე იყო მაგრამ მაინც, ტბის ნაპირას ელენესთან თითქოს უფრო ახლოს გრძნობდა თავს, აქ ყოფნის განმავლობაში თითქმის მთელი დრო ასე გაყავდა, ან როქსის ასეირნებდა ნაპირზე, ან ელენეს საყვარელი ხის ქვეშ იჯდა და ჰორიზონტს ურეაქციოდ გასცქეროდა.. ყველაფერს ნიშნავდა მისთვის ღამე - უკვე ყოფილ „თავიანთ“ სახლთან, ანას ოთახის ფანჯრიდან რომ ზვერავდა ხოლმე ცოლ-შვილს. მნიშვნელობა არ ჰქონდა რამდენი ხანი მოუწევდა ასე ცხოვრება, არ იცოდა რისი იმედი შეიძლებოდა ქონოდა მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ეგოისტურად ახარებდა ჯერ არგამოყენებული გასამგზავრებლად საჭირო საბუთები, ყოველგვარი პროტესტის გარეშე აპირებდა ამერიკაშიც უკან გაყოლოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თუნდაც მუდამ ჩრდილიდან ეყურებინა შვილის პირველი ნაბიჯებისთვის, მხოლოდ იმიტომ რომ მისი პატარას ნათქვამი „დედა“-თი გაბედნიერებული ელენეს თვალები თუნდაც ერთხელ მაინც ენახა.. ახლაც უზარმაზარი ხის ფესვზე ჩამომჯდარიყო, იდაყვებით მუხლებს დაყრდნობოდა და თავს როქსის საყელოზე გამობმული მედალიონის დეტალური შესწავლით ირთობდა. მის გვერდიდან ერთგული მეგობრის გაქრობა მანამ არ შეუნიშნავს სანამ ძალიან ნაცნობი, ლაღი სიცილი არ მოესმა ამქვეყნად მილიონ ხმას შორისაც რომ უპრობლემოდ გამოარჩევდა. მთელი კვირის უძინარს და ემოციებისგან დაღლილს ყურადღება არ მიუქცევია წამოდგომისას მკვეთრი მოძრაობის გამო თვალები რომ დაენისლა, მაშინ მიხვდა, რომ ღმერთი ყველაზე მეტად წყალობდა, ელენე ყოველთვის ყველგან მაშინ ჩნდებოდა როცა გაძლება უკვე შეუძლებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ღამე ხედავდა მაინც უსაზღვროდ დიდი იყო მონატრება.. საყვარელმა თაფლისფერმა თვალებმა მიახვედრეს რატომ ჰქონდა მთელი ეს დრო გაურკვეველი იმედი, რომ რაღაც მაინც მოგვარდებოდა, ელენემ ახლად გაუმართლა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ასეთ სიყვარულს არ იმსახურებდა. - ელენე, არ მიეკარო მეთქი რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო! - ყოველთვის ასე იცოდა, თანაცხოვრებისას როცა რაღაც აღელვებდა სრულიად პარადოქსულ საკითხებზე აძლევდა ხოლმე შენიშვნას გოგონას, მაგრამ ელენე ყოველთვის უგებდა და ძლიერად ეხუტებოდა ხოლმე, ზუსტად იცოდა, რომ ალექსანდრე ამ დრსო ვერაფრით მიდიოდა მის წინააღმდეგ. ახლა პირიქით მოხდა, ახლა ალექსანდრემ ვეღარ გაძლო მის გარეშე და თვითონ ჩაიკრა გულში. - ანა სად არის? არ მომიყვანე? - თითქოს საყვედური გამოერია ხმაში მაგრამ ელენეს ესეც კი ძალიან მონატრებოდა... - სახლში არიან, თომას ჰყავს.. - სწრაფად განუმარტა და მაშინვე მონატრებულ ტუჩებს წაეტანა საბოლოოდ რომ გაემარჯვა ალექსანდრეს სიჯიუტეზე. ასეთი აღელვებული რომ არ ყოფილიყო აუცილებლად ბევრს იცინებდა ალექსანდრეს რამდენიმეწამიან თავშეკავებულ კოცნაზე ერთი ამოსუნთქვით ვნებიან ალერსში რომ გადაიზარდა. გოგონასგან ყოველთვის სიმორცხვეს და უინიციატივობას მიჩვეულეს მისმა გამოუცდელმა მცდელობებმა წამიერად გადაავიწყეს სასტიკი პირობა, რომელიც ელენეს „ხელშეუხებლობას“ გულისხმობდა. ერთი მოძრაობით შემოისვა თეძოზე და კვლავ მუხის ხისკენ დაიძრა ისე, რომ მისი მონატრებული ყელის დაგემოვნება არ შეუწყვეტია, მაგრამ გონებამ მაინც გაახსენა ყველაფერი და რეალობაში დაუნდობლად დააბრუნა.. მაშინვე მოიშორა ამქვეყნად ყველაფერზე საყვარელი სხეული და ტბისკენ შებრუნდა, თითქოს ასე შეძლებდა მის მონატრებასთან გამკლავებას. - უნდა წახვიდე ელე, გთხოვ.. უფრო მეტად ნუ ართულებ ! - არასდროს ყოფილა ასეთი მკაცრი და ამავდროულად ყალბი ელენესთან, არასდროს დაუმალავს ასე გამეტებით მასთან ყოფნის სურვილი. ალბათ მისთვისაც კი არსებობდა მოთმინების ზღვარი, რომელსაც ზუსტად მაშინ გადააბიჯა, როცა ძლიერად მოჭერილი ხელი მისმა თბილმა თითებმა გააშლევინეს, ზუსტად მაშინ დაკარგა თავშეკავებაზე კოტროლი, როცა გაუბედავად შემოეჭდო სუსტი ხელები მუხელზე, ვეღარც მის სურვილს მოერია და ვერც მისი აცახცახებული სხეული აიტანა.. - ჯანდაბა, ელენე ! - საბოლოოდ დანებდა და ისევ გიჟივით დაეძგერა საყვარელი ქალის ტუჩებს, მხოლოდ მაშინ მოშორდნენ ერთმანეთის სხეულებს, როცა შვილი გაახსენდათ. სასაცილოდ აუწითლდა ელენეს სახე ასე თავშეუკავებლად რომ მოიქცა,მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ალექსანდრე უნდოდა.. - ალექსანდრე! იცოდე სახლში ჩვენთან ერთად დაბრუნდები! - იშვიათად იყო ასეთი კატეგორიული მასთან მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო.. - ელე, გთხოვ.. - არა , არა და არა! კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ყველაფერი დაივიწყო ალექსანდრე ასე როგორ მომექეცი? რატომ არ მითხარი სინამდვილეში რაც ხდებოდა, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის გააკეთე.. რატომ დაუშვი, რომ ახლა აქ ვდგავარ და საკუთარი თავის მცხვენია, იმიტომ, რომ შენს სიყვარულში ეჭვი შემატანინე, იმიტომ რომ მეგონა მართლა დაარღვიე ჩვენთვის მოცემული პირობა.. კარგად იცოდი, რომ მაშინვე გაპატიე მაგრამ მაინც მიხვდი, რომ მეწყინა მე კი საერთოდ ვერაფერს მივხვდი.. ასე არ უნდა მომქცეოდი.. ჩემი ბრალია.. - უკვე ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა და არც ალექსანდრე აჩერებდა, ელენე ახლაც თავისი სიმართლით ებრძოდა და ახლაც ტრადიციულად იმარჯვებდა მასზე. - ალექსანდრე დაივიწყე ყველაფერი გთხოვ... შეიგნე, რომ ყველაფერი დამთავრდა.. იცი მაინც როგორ უჭირს ჩვენს შვილს უშენოდ? - ვიცი.. - ისე დახარა თავი თითქოს მძიმე დანაშაული ეღიარებინოს. - საიდან? - ელენემ ეჭვით მოჭუტა ლამაზი თვალები ალექსანდრე მიხვდა, რომ ადვილად ვეღარ „გამოძვრებოდა“. - ყოველ ღამით მოვდიოდი თქვენთან.. - თვალებში არ შეუხედავს ისე აღიარა „დანაშაული“ და ელენეს რეაქციას სუნთქვაშეკრული დაელოდა, რომელმაც საკმაოდ დაიგვიანა. - აუტანელი, მაზოხისტი, საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტი ხარ ალექსანდრე! - ცრემლები შეერია ელენეს ხმას, ალექსანდრემ კი მისი რეაქციით გაკვირვებულმა საერთოდ ვერ შეძლო პასუხის გაცემა. მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე გოგონა მკლავებიდან რომ დაუსხლტა: - ელენე მოიცადე... ელენე! ... ელე.. - ვერასდროს უწევდა წინააღმდეგობას მის სითბოთი სავსე „ელე“-ს. - არ გიყვარვართ! არც მე და არც ჩვენი პატარა.. - საწყლად ამოიტირა და სახე ხელებში ჩარგო. - საიდან მოიტანე ელენე ეგ სისულელე, თქვენ გარდა სხვა ვინ უნდა მიყვარდეს? - გულწრფელად ეწყინა ელენეს აბსურდული ბრალდებები. - მაშინ ჩვენთან ყოფნა გენდომებოდა.. - არ იყო სიცრუის თუნდაც მცირედი მარცვალიც კი ელენეს სიტყვებში, ახლაც ცამდე მართალი იყო და ახლაც თავისებურად უჭრიდა ალექსანდრეს სამოქმედო გზას. ისე გამობრუნდა, მის პასუხს აღარც დალოდებია, ერთიანად მოაწვა ამდენი ხნის დაგროვილი ცრემლები. კოტეჯის კარი რომ შეაღო და გაღიმებულ თომას მოჰკრა თვალი უფრო მეტად აუჩქარდა გული და უფრო მეტად მოაწყდა მის თვალებს ცრემლი. თომას ყველაზე მეტად ეიმედებოდა აქ წამოსვლა, ვერც კი დაუშვა, რომ ელენეს ისევ ამ მდგომარეობაში ნახავდა. უსიტყვოდ გადაანაცვლა პატარა დედის მკლავებში და გოგონას მითითებას დაელოდა. - ძალიან გაწვალა? - ტირილისგან დაწითლებული თვალებით მოუბოდიშა და ნაზად შეახო სიფრიფანა კანს გახურებული ტუჩები. - არა პირიქით, მამამისის სუნი იგრძნო ალბათ და რაც მოვედით ძინავს.. - მართლა ალექსანდრეს თავბრუდამხვევი სურნელით იყო გაჯერებული ოთახი, სხვა შემთხვევაში მისი სიტყვებით უფრო მეტად აღელვებული ელენე რომ ენახა თავს ვერაფრით აპატიებდა მაგრამ ახლა უკვე იცოდა, რომ ყველაფერი იმაზე უკეთ გამოვიდა ვიდრე წარმოიდგენდა. - აბა, რა გადავწყვიტეთ? მივდივართ? - გაბადრულმა იკითხა და განგებ არ მოაშორა ელენეს თვალი, რომ ვერ მიმხვდარიყო.. - რაც შეიძლება სწრაფად.. - მხოლოდ პატარას გამო იკავებდა თავს, რომ ისევ არ ატირებულიყო, ანა ზედმეტად მგრძნობიერად რეაგირებდა დედის ემოციურ ცვლილებებზე. - საჭესთან შენ დაჯექი, ანას მე წამოვიყვან! - ისე აღელდა ალექსანდრეს ხმის გაგონებისას ბავშვი უფრო მეტად მიიკრა იმის შიშით, რომ არ წაქცეულიყო და მისთვის რამე არ დაეშავებინა, მაგრამ რამდენიმე წამში შემოეხვია ძლიერი მკლავები, რომლებიც არ დაუშვებდნენ ოდესმე რამე მოსვლოდათ. ალექსანდრე ზურგიდან უჩურჩულა: - ძალიან მიყვარხართ! - კატეგორიული იყო მისი ტონი და ელენე ადვილად მიხვდა, რომ ამ სიტყვებით დაუმსახურებელი ბრალდებებს აპროტესტებდა. ამდენი ხნის შემდეგ პირვეად გაიღიმა ასე ლაღად, მანაც შეიგრძნო ყველაფერი ცუდის დასრულების სურნელი და ახლა ბედნიერების ცრემლებმა დაუსველეს სახე.. არაფერი ჯობდა მის ფართე მკერდძე უმშვიდესად მონებივრე ანას ყურებას, არაფერი იყო იმაზე სასიამოვნო, რომ ისევ ალექსანდრე ჰყავდა გვერდით.... ელენესთან და მათ შვილთან გატარებული თითოეული წამი აჯერებდა თავისი გადაწყვეტილების საჭიროებას.. მაშინ გააანალიზა რამდენად არასწორი იქნებოდა წასვლა, როცა ანამ პირველად მას დაუძახა, არაფერი იქნებოდა იმაზე არასწორი, რომ მისი პირველი ნაბიჯებისთვის რომელიმე ფანჯრიდან, ან ხეს ამოფარებულს ედევნებინა თვალი.. პირველად მაშინ მიხვდა რამდენად დააშავა აეროპორტში თომას და მარიამის შეხვედრის მომსწრე რომ გახდა, ახლაც უჭირდა თავისთვის ეპატიებინა მათი ერთად ყოფნის შანსი თომამ პირველად ალექსანდრეს გამო რომ გაუშვა ხელიდან, საოცრება იყო მომენტი როცა რეზის მშობლებს ხვდებოდნენ აეროპორტში, აუტანელი იყო საოცრად აღელვებული მეგობრის ყურება, ასე ძალიან რომ განიცდიდა დიდი ხნის უნახავი დედ-მამის უსაფრთხოებას.. არაფერი ჯობდა ელენეს ისევ წამოზრდილი მუცლის ყურებას, თითქოს უფრო მეტად რომ დაემშვენებინა მისი ისედაც უნაკლო სხეული. უყურებდა ამ ყველაფერს და მართლა რწმუნდბოდა იმაში, რომ ალბათ ასეთი რთული უნდა ყოფილიყო გზა, რომელიც ბოლო 13 წლის განმავლობაში გამოირა , ზუსტად იმიტომ, რომ ასე სრულყოფილად აღექვა განცდილი ბედნიერება და ასე დაეფასებინა ადამიანები, რომლებიც ამქვეყნად ყველა არსებულს და არარსებულს ერჩია.. დასასრული... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.