შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანი არსებობისთვის! (9 თავი)


3-04-2015, 16:07
ავტორი Aunt B.
ნანახია 4 426

რთული დასაჯერებელი იყო მანამდე არსებულ ბურუსში ფერადი და ნათელი სხივების შემოჭრა. რამდენი თვის წინ რომ გეჩვენებინათ მოსალოდნელი მომავალი მისი ირნოოთ სავსე, გაყინული მზერა გაგანადგურებდათ მაგრამ ახლა სითბოთი სავსე მუქი თვალები თვალები ადვილად დაგაჯერებდათ, რომ რამდენიმე წამსაც კი შეუძლია შეგვიცვალოს მიზნები, შეხედულებები, შეგრძნებები..
ვერაფრით მშვიდდებოდა, თუმცა ამჯერად სასიამოვნო თავბრუდამხვევი შეგრძნებებით იყო მოცული, ისედაც უშრეტი ენერგიის პატრონი ახლა საერთოდ აღარ ისვენებდა. არც ელენეს შეწუხება უნდოდა ზედმეტი ყურადღებით მაგრამ თავის შეკავება არ შეეძლო, ვერავინ მიხვდებოდა რა იყო შვილი მისთვის, ვერავინ გაიაზრებდა ბოლომდე რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მისთვის შინაგანი გარდაქმნა, რომელიც პირველად შეგრძნობილ სულიერ თავისუფლებას ანიჭებდა. ახლა უკვე თავად ასწრებდა თაფლისფერ თვალებს გაღვიძებას და არასდროს იძინებდა პირველი, ელენე ჯიუტად აპროტესტებდა მართლა ზომაზე გადამეტებულ მზრუნველობას, თავს უხერხულად გრძნობდა ელემენტარულ რამეზე ასე ძალიან რომ წუხდებოდა ალექსანდრე და არამარტო ის, თომა, რეზი და სრულიად ყველა ვისთანაც თუნდაც ორი წამით მაინც ჰქონდა შეხება ყველა ისე ექცეოდა თითქოს სამყაროს პარანორმალური მოვლენა ყოფილიყო..
- ალექსანდრე, გეყოს რა! რამდენჯერ უნდა გთხოვო .. - არ წყვეტდა ბუზღუნს და კატეგორიულად აპროტესტებდა გასამმაგებული პირადი დაცვის თემას. თვალები შუბლზე აუვიდა, როცა საქმრომ თითოეული მათგანი სათითაოდ გააცნო და ჩვეული სერიოზული გამომეტყველებით გამოუცხადა, რომ დღეიდან 6 ახმახთან ერთად მოუწევდა ყველგან გადაადგილება, არადა ქორწილამდე სულ ორი დღე რჩებოდა, ძალიან ბევრგან უწევდა ამ კვირაში მისვლა და გულწრფელად ერიდებოდა „კოლონით“ სიარული და ცნობისმოყვარედ მიშტერებული გამვლელების მზერა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მისი უჯიუტესი ხასიათი მაინც სცადა რამენაირად შეეგნებინებინა მისთვის, რომ მართლა ზედმეტი მოსდიოდა მაგრამ მისმა შეკრულმა შუბლმა და აღელვებულმა გამომეტყველებამ ახლაც შეაწყვეტინეს სათქმელი. - კარგი, ხოო.. არ მინდა! - თავისთვის ჩაიბურტყუნა და გაბრაზებულს უფრო მეტად რომ არ ეკამათა მაშინვე უკანა ეზოსკენ დაიძრა გაფუჭებული ხასიათი აყვავებული ხეების მზერით რომ გამოესწორებინა. არ გაუგია როგორ მოუახლოვდა ალექსანდრე, მხოლდო მაშინ მიაქცია ყურადღება, როცა ზედმეტად დასერიოზულებული ჩამოუჯდა წინ და საეჭვოდ დააკვირდა.
- მოხდა რამე? - აღელვებულმა ამოიჩურჩულა და პასუხის მოლოდინში სუნთქვაც კი შეწყვიტა. ალექსანდრემ უთქმელად გაუწოდა შავი ხავერდის ყუთი და მანამ არ დაუძრავს სიტყვა სანამ ელენემ კარგად არ დაათვალიერა მასში მოთავსებული საოცარი ნივთი.
- ეს დედას ეკუთვნოდა.. - როცა მისი მძიმე ტონი მოესმა მაშინვე შეწყვიტა ოქროსფერი თმის სარჭის თვალიერება, რომლის ერთდროულად უბრალოებამ მაგრამ აშკარად შესამჩნევმა გრაციოზულობამ დანახვისთანავე საოცრად მოხიბლეს და მთელი ყურადღება მის მოსმენაზე გადაიტანა.. ახლა არაფერი არ უნდა გამორჩენოდა..
- მის გარდაცვალებამდე ზუსტად ორი დღით ადრე გავიგე ამ ნივთის არსებობის ესახებ..საგულდაგულოდ ინახავდა.. მამას საჩუქარი იყო მათი ქორწილის დღეს და განსაკუთრებულად უვლიდა. ტრადიციული არაფერი უყვარდა, მაგრამ უნდოდა, რომ ეს ჩემი ცოლისთვის მეჩუქებინა. მაშინ მითხრა, რომ როცა ეს საჩუქარი მიიღო მასთან ერთად ის ადამიანიც შეიძინა ვინც ყველას და ყველაფერს ერჩია. პირველად დამელაპარაკა იმ დღეს სიყვარულზე, ჩემს მომავალზე, გოგოზე, რომელიც ერთ დღეს აუცილებლად შემიყვარდებოდა... მითხრა, რომ აუცილებლად უნდა გავფრთხილებოდი მას ვინც შემიყვარებდა, ვინც ნებისმიერ ფასად დაიცავდა ჩვენს გრძნობებს.. ელე, შეიძლება ეს ყველაფერი შენთვის ზედმეტია, მაგრამ ძალიან გამიხარდება თუ ამასაც გამიგებ... სხვანაირად უბრალოდ.. უბრალოდ არ შემიძლია!
რთული იყო მისი გულწრფელობის გამო დანაშაულის გრძნობა არ გამძაფრებოდა, საკუთარ თავს გაუბრაზდა, რომ ვერაფრით გაითავისა რამდენად ღრმად გრძნობდა და განიცდიდა ალექსანდრე ყველაფერს, მიუხედავად ძალიან ბევრი აბსურდული ქმედებისა საბოლოოდ მაინც ყოველთვის ცამდე მართალი რომ რჩებოდა. გული შეეკუმშა როცა გააცნობიერა როგორ ნერვიულობდა მათზე ალექსანდრე , თვითონ კი პრეტენზიებით თავს აბეზრებდა და რამდენიმე დაცვის წევრიც კი ვერ აეტანა თუნდაც მხოლოდ მისი სიმშვიდის გამო. კიდევ ერთხელ გადაატარა თითები ბრილიანტებით მოოჭვილ მისთვის უკვე ძალიან ძვირფას ნივთს და ალექსანდრეს თვალებით მოუხადა ბოდიში.
- იცოდე, ახლა თუ ტირილს აპირებ უკან გამოგართმევ ! - მისი გამხიარულება ცადა და გამოუვიდა კიდეც, ელენემ ბედნიერმა გაუღიმა, მის მუხლებზე კომფორტულად მოკალათდა და კისერზე ხელები მოხვია.
- ძალიან დიდი მადლობა, ულამაზესია.. - ოდნავადაც არ შეპარვია ეჭვი მის გულწრფელ შთაბეჭდილებაში.
- შეიძლება ცოტა ძველმოდურია, მაგრამ..
- ჩემს საჩუქარს ასე ნუ უწოდებ! - მოჩვენებითი გაბრაზებით შეაწყვეტინა მოსალოდნელი მონოლოგი. ვერაფრით შეიკავა სიცილი მის საყვარლად მობრეცილ წითელ ტუჩებზე, სწრაფად მოხვია წელზე ხელები და ჩვეული სინაზით დაუკოცნა სახე... არაფერი არსებობდა მის თმას შერეული აყვავებული ხეების სურნელზე უფრო მეტად სასიამოვნო და ელენეს ტუჩების შეხება მის ყელზე.


***

ყველაზე სასაცილო იყო აეროპორტში დახვედრისას კარიდან გამოსული მარიამის გამომეტყველება, რომელსაც ამდენი ოფიციალურად გამოწყობილი, სერიოზული მამა დამთავრების შემდეგ აეროპორტის ბორტზე მდგომს ხელს უქნევდა და ძალიან დიდი ხნით ემშვიდობებოდა, მაშინ ყველაზე მეტად არ სურდა მის გარეშე შეჯახებოდა აუტანელ რეალობას მაგრამ ვერაფრით შეუშლიდა ხელს გოგონას საადვოკატო კარიერას, რომელიც იელის უნივერსიტეტში ელოდა. ახლაც მომენტალურად გაიხსენა განშორების დროინდელი ტკივილი და უფრო მეტად ატირდა.. მარიამი ზუსტად იმ მომენტში დარწმუნდა ელენეს არჩევნის სისწორეში, როცა გოგონას აცრემლებული თვალების ყურებისას ალექსანდრე კინაღამ გაგიჟდა. სიცილით მოიწმინდა თვითონაც ბედნიერების ცრემლები და ელენე სიმშვიდისკენ მოუწოდა.
- იცოდე თუ არ დამშვიდდები შენი მომავალი ქმარი უკან გამაბრუნებს! - ცადა ეხუმრა მაგრამ შეშინებულმა ელენემ მთელი ძალით მოუჭირა მკლავზე თითები, თითქოს მართლა უპირებდა ალექსი მის უკან გამგზავრებას.
- ღმერთო ელენე, ორ დღეში ქორწილი გაქვს მაგრამ ისევ ისეთი ბავშვი ხარ როგორიც დაგტოვე.. - თბილი ღიმილით შეუმშრალა თვალები და დანამული თმა უკან მზრუნველად გადაუწია. ამ მომენტში ალექსანდრემაც ზუსტად იგივე იგრძნო, რაც ცოტა ხნის წინ მარიამმა. ელენე მასზე, მათ საერთო ბავშვობაზე ძალიან ბევრს უყვებოდა, მისმა მზრუნველმა ჟესტმა თითქოს უფრო დაამშვიდა, მადლიერების საოცარი შეგრძნებით აავსო და თბილად გაუღიმა შვილის მომავალ ნათლიას.

საოცარი იყო ის საღამოც, ალექსანდრემ იმდენი რამ გაიგო ელენეს ბავშვური სიცელქეების შესაღებ, რომელსაც ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა. მარიამი მათი თანაცხოვრების თითოეულ მომენტს დეტალურად უღწერდა და ყურადღებას არ აქცევდა გაბუტულ ელენეს. ყველაზე მეტად მაშინ დაიძაბა როცა მარიამი ელენეს თაყვანისმცემლების არმიის თემას მიადგა, ერთიანად მოიცვა აღელვებამ. სიგიჟის ზღვარს მაშინ მიაღწია, როცა მისი წარმოსახვა ზედმეტად შორს წავიდა. ვერ მიხვდა რატომ წარმოიდგინა ელენეს წელზე სხვისი ხელები, მის ყელთან სხვისი ტუჩები.. პირველად იგრძნო მწვავედ ეჭვიანობის აუტანელი შეგრძნება. უფრო მტკიცედ შემოაჭდო მის მუცელს ხელები და მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ მაშინვე გადაიტანა სხვა თემაზე საუბარი შუბლი მთელი დარჩენილი საღამოს განმავლობაში აღარ გაუხსნია...

***

ქორწილის დღეს განსაკუთრებულად ღელავდა.. მარიამის კატეგორიული მოთხოვნით ელენე დილიდან არ ჰყავდა ნანახი და უკვე მართლა ვეღარ ძლებდა. ალბათ ვერასდროს აღწერდა რა იგრძნო სულ სხვანაირი ელენეს დანახვისას.. ყოველთვის აოცებდა მისი სასწაული ბავშვური სილამაზე მაგრამ ახლა მის წინ ძალიან მიმზიდველი, დახვეწილი და სექსუალური ქალი იდგა... ვერ აღწერდა რა იგრძნო თითქოს მის ტანზე შეზრდილ მაქმანში სულ ოდნავ წამოზრდილი მუცელი რომ შეამჩნია, სიამაყის შეგრძნება დაეუფლა მის ნაწნავში დედამისის ნაჩუქარი თმის სარჭი რომ მოხვდა თვალში. რომ არა ელენეს მდგომარეობა ალბათ უპრობლემოდ მოაშორებდა აქაურობას და მთელ საქორწინო ცერემონიალს მისი ფერებით ჩაანაცვლებდა მაგრამ იძულებული იყო როგორმე თავი შეეკავებინა...

არაფრით გავდა დამღლელ უწინდელ ყოველდღიურობას ძალიან მშვიდი, ემოციურად დატვირთული სასიამოვნო საღამო. ახლა უკვე ელენეს მარჯვენა ხელზე მბრწყინავი ბეჭედიც ამტკიცებდა, რომ სამუდამოდ მას ეკუთვნოდა, რომ სამუდამოდ შეძლებდა ყველაფრის შეცვლას, მშვიდად სუნთქვას..

ელენეს არაფრით უნდოდა მარიამის დატოვება და სამოგზაუროდ წასვლა, თან უფრო მეტად გამძაფრებოდა ფეხმძიმობის ნიშნები და ტოქსიკოზი. ალექსანდრეს კატეგორიული უარი განუცხადა კანარის კუნძულებზე წასვლის შესახებ, განუმარტა ახლა სიმშვიდეო მინდაო და ზუსტად ამიტომ ატარებდა დილას მარიამთან ერთად თავიანთი სახლის უკანა ეზოში, რომელსაც კიდევ უფრო მეტად დატყობოდა გაზაფხულის გავლენა. ჟურნალებში ბავშვის ოთახისთვის დეკორაციებსა და ინვენტარს ათვალიერებდნენ და ვერაფრით თანხმდებოდნენ ფერებზეც კი..
- ელენე, მგონი ძალიან პრეტენზიული გაგხადა პატარამ .. - ვეღარ მოითმინა მარიამმა მეგობრის ჭირვეულობა მაგრამ მალევე ინანა ელენეს სატირლად რომ დაებრიცა ქვედა ტუჩი.
- ვაიმე, ოღონდ ამის გამო არ იტირო ახლა თორე გავგიჟდები! - ისეთი სასაცილო სახე ჰქონდა ელენემ წამში დაივიწყა თვალზე მომდგარი ცრემლები და გულიანად გადაიკისკისა. კარზე ზარის ხმა რომ არ გაეგოთ ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა მარიამის რისხვას, გულში მადლობა გადაუხადა მისტიურ სტუმარს და კარის გასაღებად წამოდგომა დააპირა მეგობრის ხელმა რომ შეაჩერა.
- იყავი შენ, მე გავაღებ! თორე ჩემი ბედი რომ ვიცი გზაში რამეს წამოკრავ ფეხს და ალექსანდრეს თავი ნამდვილად არ მაქვს.. - მსახიობურად დაასრულა გამოსვლა და სხეულის სასაცილო ქნევით გაუჩინარდა ნიავისგან მოფრიალე ფარდებში. ღიმილით გააყოლა თვალი, მეგობრის საგულდაგულოდ გამოწურული ბროწეულის წვენი მოსვა და ისევ ჟურნალებს მიუბრუნდა. მალევე დაბრუნდა ეზოში მარიამი, რომელსაც ხელში თეთრი მოზრდილი კონვერტი ეჭირა. წარბაწეულმა გაუწოდა და სასწრაფოდ დაამატა:
- წარმოდგენა არ მაქვს რა კონვერტია, კურიერმა მოიტანა და დიასახლისს გადაეცითო დამაბარა! - სწრაფად ჩამოურაკრაკა, სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა და მეგობრის გაოცებული სახისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე გამოსტაცა ჟურნალი.
რამდენიმეჯერ გადაიკითხა მიმართვის ოფიციალური წერილი ხომ არაფერი მეშლებაო.. ისეთი დაუჯერებელი იყო თეთრ ქაღალდზე ოქროსფრად დაწერილი ტექსტის შინაარსი რომ მართლა გაუჭირდა ყველაფრის გააზრება. ფრთხილად ამოაძვრინა აუქციონის ორი მოსაწვევი და ისე დააკვირდა თითქოს რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი ეწირა ხელში.
- აიმე ელენე.. ცუდად ხარ? - ძალიან შეაშინა გოგონას გაფითრებული სახისა და აკანკალებული თითების დანახვამ.
- მარიამ.. ალექსი.. ალექსანდრე მამამისის სახლს ყიდის.. - შოკში იყო ელენე და კიდევ უფრო მეტად აშინებდა მეგობარს. გოგონას ისტერიული სიცილი ნერვიულ ტირილში რომ გადაეზარდა ალექსანდრესთან დარეკვა დააპირა მაგრამ ელენემ არაფრით დაანება. თბილად ეფერებოდა თმაზე და ძალიან ცდილობდა მის დამშვიდებას. ვერც კი ხვდებოდა როგორ აბედნიერებდა ელენეს მარიამისთვის სრულიად უმნიშვნელო კონვერტი, რომელიც იმას ფაქტს ადასტურებდა, რომ ალექსანდრემ კიდევ ერთხელ შეძლო მათთვის საზღვრების გარღვევა, საკუთარი თავის დაუჯერებელი გარდაქმნა და ელენეს ახლა უკვე მართლა სრულყოფილი ბედნიერება..

ზუსტად მაშინ იგრძნო რისთვის ღირდა არსებობისთვის ახალი მიზანი ეპოვნა, როცა ექიმთან ერთერთ კონსულტაციაზე მათი შვილის გულისცემა მოისმინა პირველად. სასწაული იყო ფოტოსურათი, რომელზეც მართალია რთულად მაგრამ მაინც შესამჩნევი იყო მათი პატარას ჯერ ჩამოუყალიბებელი ნაკვთები.. ყველაფერს უდრიდა ელენეს არაამქვეყნიურად ბედნიერი თვალები და მუქი კონტურები შავთეთრ ფოტოზე.....
ვერ მიხვდა მძინარე ელენეს ყურებით გართულს როდის შემოეპატარა ძილი.. გონზე რომ მოვიდა უკვე ძალიან გვიანი იყო, უკვე მოესწრო ამდენი ხნის უნახავი დასახიჩრებული სისხლიანი საძულველი ნაკვთების ხილვა. უფრო მაგრად მიიკრა ელენეს თბილი და მშვიდად მძინარე სხეული მაგრამ დაძინება ვეღარ შეძლო, თავი დაამშვიდა, რომ ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო მაგრამ იმ მომეტში მართლა არ უფიქრია ოდესმე პირობის დარღვევა კიდევ ერთხელ, საბედისწეროდ რომ მოუწევდა...



№1  offline წევრი Anuuc^.^

ვაიმე ჩემო გოგოო❤რამდენი ხანია გელოდებოდი დარწმუნებული ვარ ისეთი გემრიელი თავი იქნება როგორც სხვები...წავედი წავიკითხო
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№2  offline წევრი Niacule

აუუუუუუუუუუუუ , ეხლა ესენი არაჩხუბო კარგიი რააააა (((((((((((

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

რა იყო ეხლა ეს?! რა დამაინტრიგებელი თავი იყო. მალე დადებაზე ხომ არასდროს გეწუწუნები, მაგრამ, აწი კეთილი ინებე და ცოტა მალე დადე მომდევნო თავი, ეცადე მაინც love . თორემ, მოგიცუცქდები კი არა, შეიძლება შემომეგლიჯო wink .

 


№4  offline წევრი EiLuL♥

შენ მოგივლი მე ://// სად დაიკარგე ამდრნ ხანსჰა ? ცუდო შენა ,❤❤ რავარიი ბოვში ხარ რო იცოდე შენ :დდ
--------------------
elene

 


№5  offline წევრი killer

ძაან დააგვიანე მაგრამ იმდენად მომწონს ეს ისტორია რომ ველი შემდეგ თავს იმედიაა არ დააგვიანებ love

 


№6  offline წევრი Aunt B.

killer
ძაან დააგვიანე მაგრამ იმდენად მომწონს ეს ისტორია რომ ველი შემდეგ თავს იმედიაა არ დააგვიანებ love

EiLuL♥
შენ მოგივლი მე ://// სად დაიკარგე ამდრნ ხანსჰა ? ცუდო შენა ,❤❤ რავარიი ბოვში ხარ რო იცოდე შენ :დდ

grafo
რა იყო ეხლა ეს?! რა დამაინტრიგებელი თავი იყო. მალე დადებაზე ხომ არასდროს გეწუწუნები, მაგრამ, აწი კეთილი ინებე და ცოტა მალე დადე მომდევნო თავი, ეცადე მაინც love . თორემ, მოგიცუცქდები კი არა, შეიძლება შემომეგლიჯო wink .

Niacule
აუუუუუუუუუუუუ , ეხლა ესენი არაჩხუბო კარგიი რააააა (((((((((((

Anuuc^.^
ვაიმე ჩემო გოგოო❤რამდენი ხანია გელოდებოდი დარწმუნებული ვარ ისეთი გემრიელი თავი იქნება როგორც სხვები...წავედი წავიკითხო


ძალიან დიდი მადლობა love რაც შეეხება შემდეგ თავს 9 აპრილს დავდებ და ძალიან არ მეჩხუბოთ რა.. სულ ორი თავი დარჩა და ასე მალე დამთავრება არ მინდა.. love გპირდებით, რომ დიდი თავი იქნება და იმედს არ გაგიცრუებთ! დიდი მადლობა კიდევ ერთხელ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent