დაგიმორჩილებ (თავი მესამე)
ვეღარ ვუძლებ. სინდისი არ მასვენებს. ვფიქრიბ და ვხვდები, რომ რაღაც უაზრობა ხდება. ამ ვაჟბატონსაც ვუცდი, მაგრამ არსაიდან ჩანს. წარმოუდგენელია... ეს ყველაფერი, ერთი დიდი სპექტაკლი მგონია. რომელი თექვსმეტი წლის ლაწირაკზე ხდება ეს ყველაფერი. არა რა... რაღაც უნდა ვქნა. ჩემხელა გოგონები ახლა, სოციალურ ქსელში გავარდნობანას თამაშობენ, მე კიდე... შეცდომაა, ერთი დიდი შეცდომა. აფორიაქებული დავდივარ სასტუმრო ოთახში. იზა ბებო საჭორაოდ გადასულიყო მეზობელ დაქალთან. მე, მე ისევ და ისევ ამ დიდ ოთახში ბოლთას ვცემ. ერთი ხელში ჩამივარდეს ის თავზე ხელაღებული ყმაწვილი, ვიცი რასაც ვუზამ. ტელეფონსაც არ იღებს, უპასუხისმგებლო, ხეპრე. დეპრესიის ჟამს მისულმა, მალე გავიგე მამქანის ხმა. გორილა მოეთრა, მისთვისვე აჯობებდა არ მოსულიყო. -შენ მართლა ვერ ხარ ხო? რაზე შევთანხმდით? გამაფრენიო გინდა? - მანქანიდან ჯერ არ გადმოსულს დავესხი თავს. ბოლოს შევნიშნე, რომ მარტო არ ვიყავით. მოეყარათ თავი დიდ ხალხს, აი ეგღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. -ცალკე უნდა დავილაპარაკოთ- ვთქვი და მობეზრებულმა სახლში, მეორე სართულზე ავედი. მალევე თვითონაც ამოვიდა, უკმაყოფულო სახით. -მარი... -მარი კიარა ჩემ გაგიჟებას ცდილობ? -დავიჯერო, ასეთი სულელი ხარ, რომ ვერ ხვდები? -რას ვერ ვხვდები... ვერაფერს ვხვდები გიორგი, გარდა იმისა, რომ ჩემით თამაშობ. -ვცდილობ გადაგაჩვიო, მარი! აღარ მინდა, აქედან წასვლის შემდეგ ისევ იმ კლუბებს დაუბრუნდე. იცი, რომ ჩემთან უფრო უსაფრთხოდ ხარ, ვიდრე აი იმ იაფფასიან კლუბებში? ნუთუ ვერ ხვდები! -გიორგი, მე... უბრალოდ ამ ყველაფრისთვის ჯერ მზად არ ვარ. ეს ყველაფერი ჩემთვის არ უნდა არსებობდეს, ამ ეტაპისთვის. ვიცი, შეცდომა დავუშვი, მაგრამ მომეცი საშუალება გამოვასწორო. დედაჩემს უნდა დაველაპარაკო, ყველაფერი უნდა ავუხსნა, გთხოვ წამიყვანე. -როგორ გავბედო და გითხრა, რომ მიყვარხარ. - ეს სიტყვები წარმოთქვა, ხელები მომხვია და გულზე მიმიკრო. ახლა მართლა გავაფრენ! ის ისეთი თბილია. სიმყარეს ვგრძნობ მასთან ერთად, სიძლიერეს. რამდენად სწორია ეს ყველაფერი არვიცი, მაგრამ ერთი რამეში დარწმუნებული ვარ, მისი ნდობა შეიძლება. -წაგიყვან, ოღონდ ეგ დამწუხრებული სახე არ დამანახო. მისი მეგობრემით დიდად არ დავინტერესებულვარ. უბრალოდ მოვიბოდიშე და იქაურობა დავტოვე. ჩავედით თუ არა ქალაქში, ეგრევე შვება ვიგრძენი. დედაჩემიც დამხვდება გამგელებული, მერე უნდა ვილაპარაკო და გადამძვრა ამასობაში ენაზე ტყავი. ნუ, საერთო ჯამში კარგი იყო მასთან ერთად, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. თექვსმეტი წლის გოგოსთვის ეს ზედმეტზე ზედმეტია. აი ის მარიამიც დაბრუნდა, სულ რომ კრიტიკის სპეციალისტი იყო. არასდროს, რომ მოსწონდა დღევანდელი თაობა. ლანძღვით, რომ იღებდა ყველას და ყველაფერს. ამ ორ პიროვნებას ჰქონდათ რაღაც საერთო, ორივე იცოდა საკუთარი თავის პატივისცემა. მოვრჩები ამ უაზრო თემაზე საუბარს, სულ მალე მივალთ ჩემს ძალიან მონატრებულ სახლამდეც და დავემშვიდობენი ჩემს ჰარი ჰარალო ცხოვრებას. -იცოდე, თვალს გადევნებ ზედმეტს შეგამჩნევ და ჩემი ხელით მოგკლავ. გამაფრთხილებლად დამიქნია საჩვენებელი თითი და ლოყაზე ნაზად მაკოცა. -დამერწმუნე დავუბრუნდი ჩემს მომაბეზრებელ ცხოვრებას. - გავუღიმა და მანქანიდან გადავედი. -ახლა მე ვარ შენს გვერდით. -მიხარია. ეზოს ჭიშკარი გამოვაღე, არემარეს თალი მოვავლე და დავრწმუნდი, რომ მხოლოდ ესს გარემოა ჩემი. როგორ მომნატრებიხარ სახლო. სახლში შესვლა და დედას გამოვარდნა ერთი იყო. -შვილო, შენ ნორმალური ხარ? -აუ დე, ჩემს ოთახში ავალ, წყალს გადავივლებ, შენ მანამდე საჭმელი მომიმზადე მგელივით მშია. რომ ჩამოვალ დაწვრილებით გიამბობ ყველაფერს. -ხო მშვიდობაა დე ნუთუ მარიამი დამიბრუნდა. შხაპი. ჩემი მშველელი. ერთგვარი განტვირთვა. აღარ მინდა ისევ ის პერიოდი გავიხსენი, გუშინდელი დღე, დღევანდელი დღე. ყველაფერი დასრულდა. ეს ზაფხული ყველაზე მაგარი უნდა იყოს. ახალი ფურცლიდან დავიწყებ ყველაფერს. ყველასთან მოვაგვარებ ურთიერთობას და მეც ვიგრძნობ სრულ შვებას სამუდამოდ. აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ სპორტულები ჩავიცვი და დედას ჩავაკითხე სამზარეულოში. უკვე გაემზადებინა შემწვარი ფილე. -გისმენ -კარგი ესეიგი გუშინდელიდან დავიწყებ. წვეულება ხომ მქონდა სახლში, ძაან სიბანძე გამოვიდა ჩემთის. წვეულების დასრულების შემდეგ მე, ანრი და ნათა კლუბში წავედით, რატომ ფეხები არ მომატყდა. იქ ვიბოდიალეთ. წამოსვლა, რომ დავაპირე ძველი ნაცნობი გამეჩითა და იმან წამომიყვანა. ბიჭია გიორგი ქვია. გიორგიმ ცალკე ერთი ამბავი მაყარა რა დღეში ხარო, როდის მერე იქცევი ასეო. ნუუ შენსავით ლექციები ჩამიტარა რა. მერე მის სოფელში ამიყვანა ბებიამისთან. იზა ბებო ძაან კაი ქალი აღმოჩდა. მწვადებიო, ხინკლებიო რააა არ გაემზადებია ამ იზა ბებოს ჩემთის. კაი ეს დღე დავრჩი იზა ბებოსთან. გიორგი დამპირდა რო ჩამომიყვანდა მეორე დღეს ასეც მოიქცა, მაგრამ მაინც ნერვებზე ამთხარა. მეგობრენი მოიყვანა სოფელში თავისი. მე ვუამბე რო ეს არასწორი იყო, რო საშუალება მოეცა ეს ყველაფერი გამომესწორებინა და ასეც მოიქცა. ბოლოს აქ რო მომიყვანა მითხრა რო თუ ისევ იგივეს გავაგრძელებდი, თავისი ხელით მომკლავდა. ვსო დასრულდა ეს იყო და ეს. დედა სხვათაშორის ჩემს ადგილას მყოფი ნებისმიერი გოგო ამას არ გააკეთებდა, ვგულისხმობ არ მოგიყვებოდა ამ ყველაფერს და გიორგის ამბავსაც არ იქნებოდა შენთვის ასეთი ნათელი. არა... არ იფიქრო რო ჩემსა და გიორგის შროს რამე ხდება, მსგავსი არაფერია და რო იქნება ხოიცი რო არ დაგიმალავს. -გასაგებია. ახლა ის მითხარი დაბრუნდი? -კი დე დავბრუნდი მივხვდი, რო ის კანი რაშიც მე ვიყავი მე არ მეკუთნოდა ამიტომ... მაგრამ პირობა დადე, რომ შენც ისე არ მოიქცევი როგორც ადრე. -ჩემო პატარა ქალიშვილო, შენ ასეთად დარჩი და რაც გინდა იმის უფლებას მოქცემ. -ოჰ, დედა-შვილს საჭორაოდ დრო გამოუნახიათ. მეც გამარკვიეთ აბა... -დაო... ყველაფერი ძველებურადაა -აჰა, ანუ ძველებურად ხო? მაშინ აწიეთ ახლა ერთი ადგილები და წავიდეთ საშოპინგოდ. -აუ თქვენ წადით რა, მე დასვენება მჭირდება, კიდევ ერთხელ გადავხარშავ ამ ყველაფერს თან ანრის და ნათიას დავურეკავ, რომ მოვიდნენ. სალომე და ლიზა გავისტუმრე. ანრის და ნათიას დავურეკე, რომ მოსულიყვნენ ისინიც მალე მოვლიან, მე კი მანამდე შაურმას გამოვიძახებ. ამ ორ დღეში ათ კილოს მაინც მოვიმატებდი, მაგრამ ახლა შაურმა, რომ არ ვჭამო ამ დარდს კიდევ აქ დავიტოვებ. კარზე ზარია. ჩემი ბავშვებიც მოვიდნენ. -ახლა დაჯდები და ყველაფერს მოგვიყვები-ჯერ არ შემოსულმა ანრიმ მომახალა იმ წამსვე -შემოდით -შომიგიყვან მე შენ კარგად- ამჯერად ეს ნათია იყო განაწყენებულებმა სახლში შემოაბიჯეს და ადგლი დივანზე დაიკავეს. გამზადებული შაურმა უკითხავად აიღეს და დაგემოვნებას შეუდგნენ. -დაყარე ჰე მიდი-ნათია ამბავი მათაც დაწვრილებით მოვუყევი. ნათია თვალებ დაქაჩული მიყურენბდა. მომენტებში კითხვებსაც მაყრიდნენ, შენსა და გიორგის შორის რამე ხომ არ ხდებაო. მე კი რა თქმა უნდა არათი ვუბრუნებდი პასუხს. -რამე არ ვქნათ ამ დღეებში? - ანრი -ამ დღეებში კი არა დასასვენებლად წავიდეთ-ნათია -ხო დასასვენებლად წავიდეთ ბათუმში, მაგრამ ჯერ დედაჩემი დავკერო. -ანუ მაგარ დროს გავატარებთ-ანრი *** სამი დღე გავიდა. გიორგი არ გამოჩენილა. ვიცი შორიდან მადევნებს თალს, ამიტომ მასზე არ ვღელავ. დედა სულ მალე დაბრუნდება სახლში და მასთან ხვერწნა მუდარა მომიწევს ბათუმის ამბავთან დაკავშირებით. ეს გარდაუალი. -დე, დე, დე დამპირდი, რომ უარს არ მეტყვი გთხოვ რა. - კიბეებზე ასულს დავეწიე. -რა იყო დედა ჯერ არ მოვსულვარ. -დეე ესეიგი მე ნათია და ანრი. ბათუმში გვინდა წასვლა დასასვენებლად. -შენ შვილო ხოარ გააფრინე. სამი დებილი ერთად თან მარტო? დაუშვებელია! -დედა, ძაან გთხოვ -მარი ერთ კვირაში შენი დაბადებისდღეა -ვიცი და მინდა მეგობრებთან ერთად ავღნიშნო -ისე ვერ აღნიშავ? -ვერა -არა-მეთქი -დე გთხოვ წამით სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ შემდეგ გამომცდელი მზერა დაა ბრძნული აზრი დედასგან -კარგი, მაშინ გაგიშვებ, მაგრამ მარტო არა თაზო და ლევანი წამოგყვება. -ეგენი ვინები არია -ჩემი მეგობრის თანაშემწეები -მურმანის? -ხო -კარგი რა დედა -ჯერესერთი მათთან უსაფრთხოდ იქნები და მერე მეორე რო რამე და აგივარდეს თავში... -კარგი რა დედა. -გინდა წასვლა? -კი დაა მამა რომ წამოვიდეს -მამაშენს სად ეცლება ქალები უყურადღებოდ დარჩება -დავურეკავ -... ოთახში შევედი და მამას დავურეკე. ათ წამიანი ლოდინის შემდეგ მიპასუხა. -ხოო მარ -მამა რაღაც უნდა გთხოვო -მთხოვე მიდი მითხარი -მა ბათუმში წამომყევი ოღონდ მართლა კი არ უნდა წამომყვე, დედას, რომ უთხრა, რო ვითომ მომყვები -რა? რატო -დედა მარტო არ მიშვებს მეგობრებთან ერთად და ვიღაც მისი მეგობრის თანაშემწეები მომიჩინა და მათთან ერთად მიშვებს ისე არა. მა მე ხო იცი ცუდ საქციელს რო ვერ ჩავიდენ და მენდე რაა -ამ... არ ვიცი -მაა, გთხოვ. -კაი ჩემო პრინცესა, მაგრამ პირობა უნდა დადო. -რა პირობა? -თავს გააკონტროლებ, ზედმეტს არ იზავ არაფერს -რა თქმა უნდა. *** დღეს ვთხზავთ დიდი ტყულს. მე მამიკო და ჩემი მეგობრები. რვის ნახევარზე ავდექი, მოვწესრიგდი, სპორტული შარვალი და მოკლე სპორტული ზედა ჩავიცვი. ქვემოთ ჩასულს დემეტრე და სალომე დამხვდნენ. რაღაც ამბავს განიხილავდნენ, ოჰ როგორი მომაბეზრებელია ეს დიდების საუბარი. -დედა, მამა მე მზად ვარ ბარგს ჩამოვიტან -ნათია და ანრი- დემეტრე -აქ მოვლენ-მე -მარი დე, ხომ იცი რასაც გეტყვი ახლა და აღარ გამამეორებინო-სალომე -დედა, გასაგებია ვიცი როგორც უნდა მოვიქცე ბარგი ჩამოვიტანე, ნათია და ანრიც მოსულები დამხვდნენ. დედას და დას დავემშვიდობე და დემეტრეს მანქანაში ადგილი დავიკავე. გზას გავუდექით. გეგმის მიხედვით, გზატკეცილზე უნდა ჩამოვსულიყავით და იქედან ტაქსით უნდა წავსუკიყავით, ასე მოხდა. მამის მორიგი დარიგება და უკვე სამი შტერი ერთად მივბოდიალებდით ტაქსის გასაჩერებლად. ნახევარ საათში ტაქსიც ვიპოვეთ და ბათუმისკენ მიმავალ გზას დავადექით. სამი მძინარე მზეთუნახავის გაღვიძება ტაქსის მძღლოს მოუწია. ორმოცდაათი ლარი ვგლიჯეთ რეგვენ, ხამ მძღოლს და ახლა უკვე სასტუმროს ძებნა დავიწყეთ. ხან ადგილები არ ჰქონდათ, ხან სიბინძურე მემგონი ჯობდა კარვებით წამოვსულიყავით. ბოლოს ერთ ნორმალურ სასტუმროს მივაგენით, რომელმაც დააკმაყოფილა ჩვენი გემოვნება "ჰოლანდ ჰუკი". სამ საწოლიანი ნომერი ავიღეთ და ოთახში ავედით. დავისვენეთ, შემდეგ კი შაურმაზე გავედით. შაურმაც, რომ დავაგემოვნეთ ისევ ნომერში დავბრუნდით და გეგმების დასახვა დავიწყეთ. -პროსტა ტეხავს, რო ზღვის ქალაქში ვართ და ზღაზე არ ჩავდივართ- დაიწყო საუბარი ანრიმ. ეს წინადადება იმაზე მიგანიშნებთ, რომ ზღვა არცერთ არ გვიყვარს. მე პირადად ზღას, რომ ვუყურებ მგონია შიგ ვარ და ვიხრჩობი. ნათიას უკეთესი აზრები აწუხებს, მას გონია, რომ ზღვა მისდევს. ანრი... ანრი საოცრებაა მას ჰგონია, რომ ზღვა ამოხეთქავს, მერე ის ლავად გადაიქცევა და ა. შ ასეთი იდიოტური აზრები კიდევ ბევრია, ჯერ სად ხართ. -აუ რა ვქნათ? - ნათია -ტყეში წავიდეთ, პიკნიკზე. - მე -ხო, რა თქმა უნდა ჩვენ ზღვაზე ვართ და ტყეში ავიდეთ? საღოლ - ნათიან -ზღვა მე არ მინდა-მე -არც მე- ანრი -მე ხო მინდა ეხლა რაა-ნათია -აბა რა ვქნათ მიდი დაყარე ბრძნული, ფილოსოფიური აზრები-მე -საღადაოდ დრო ბევრი გვაქ-ანრი -კაი გავიდეთ ტყეში ხვალ-ნათია -აი ხოვთქვი - მე დიალოგი დასრულდა ბალიშზე თავი არ გვქონდა სამივეს დადებული, რომ ჩაგვეძინა. სიზმარი ვნახე... გიირგისთან ერთად ვიყავი... ერთად ვიყავით... ერთად ვიღვიძებდით, ერთად ვიძინებდით, ერთად ვჭამდით, ერთად ვსუნთქავდით... ეს ნეტარება იყო, ბედნიერება. ოხ ღმერთო რა დავაშვე, ამ შუაღამით ვინ უნდა მირეკავდეს მობილურზე. მოვკლავ ნეტარებაში ყოფნა ძილში მაინც, რომ არ მაცადა, ვინც არ უნდა იყოს. მობილურს ვიღებ და ეკრანს დავშტერებივარ, მოჭუტული თვალებით. გიორგია... ღამის სამ საათზე გიორგი მირეკავს. ეს რა გიჟი ყავს პატრონს. -გისმენ -ბათუმში რა გინდა -ვისვენებ -რისგან დაიტვირთე -ყველაფრისგან -ვისთან ერთად ხარ -მეგობრებთან და მამაჩემთან ერთად -ნუ მატყუებ -საიდან მოგაქ -მამაშენი გზატკეცილზე დატოვე -დაგვტოვა მან -რა მნიშვნელობა აქ. სასტუმროს წინ ვარ მანქანით, ამოვიდე თუ ჩამოხვალ -გიორგი გვიანია -ჩვენთან არაა -მოვდივარ, მხოლოდ ათი წუთით სპორტული მოსაცმელი მოვიცვი და ქვემოთ ჩავედი. მანქანიდან გადმოსულმა, მიმზიდველად გამიღიმა და ხელგაშლილი შემომეგება. მეც იგივეთი შევეგებე. -ხანდახან მგონია, რომ მანიაკი ხარ -რატო -თითოეული ჩემი ნაბიჯი, რიმ იცი. შეგიძია შეწყვიტო, თავს კარგად ვგრძნობ, მე ისევ ის პირვანდელი სახე დავიბრუნე. -მე ვიცი, რომ ისევ ის პატარა გოგო ხარ, მაგრამ მე მინდა, რომ შენი ყოველი ნაბიჯი ვიცოდე -ახლა სად წახვალ -ძმაკაცები შევიკრიბეთ, ტყისკენ სახლი აქვს ძმაკაცს იქ მივდივარ -მიდი წადი -მაგდებ? -გვიანია -ჩვენთვის არაა -გეყოს ნუ იღიმი -არ თქვა, რომ გაბნევ- იცინის -შენი ღიმილი მაბნევს-ცხვირზე საჩვენებელი თითი ჩამოვკარი და ლოყაზე ნაზად ვაკოცე. მის დაკუნთულ მკლავს შევეხე, თავიდან მეგონა, რომ მაგარი იქნებოდა, მაგრამ არა, თბილი და ფაფუკი იყო. შუბლზე მეამბორა და სასტუმროს კარამდე მიმაცილა. დამარიგა, რომ ჭკვიანად ვყოფილიყავი და ადგილს წამშივე მოწყდა. *** დილით ისევ მობილურის წკრიალი მაღვიძებ. დედაა. -ხო დე -რას შვები დე ერთობით კარგად? -კი დე კარგია აქ -დაბადების დღეზე რას შვები -რავი არ მიფიქრია -ოხ მარი, კაი დე პაციენტი მყავს დაგირეკავ ისევ -ხო დე ნახევრად მძინარემ თავი ბალიშზე დავაგდე და აქეთ-იქეთ გავიხედე. როგორც მკვდრებს ისე ეძინათ მზეთუნახავებს. ცივი წყალი მოუხდებოდათ. თავში ერთმა სიგიჟე აზრმა გამიელვა, უცებ წამოვხტი და საპირფარეშოში გავარდი. უკან ვბრუნდები წყლით სავსე ორი პლასტმასის ჭურჭელით. ჩემს საწოლზე ვდგები და წყალს მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ნათიასკენ და ანრისკენ ვასხამ თან ვყვირი. -ვაიმეეეეეე ზღვა ადიდებულა, ვიხოცებით ხალხოოოოოო სიცილით ავიღე იქაურობა სანამ ისინი აზრზე მოვიდოდნენ. დაცოფებულები წამოხტნენ საწოლებიდან და შეშინებული სახით აქეთ-იქეთ იწყეს არემარეს დათვალიერება. -ღადაობ ხო? გული გასკდა-ნათია -გოგო რო არ იყო მაგრად გცემდი, ჭია-ანრი -გაემზადეთ ტყეში გავდივართ. *** ტყეში ტყის ბილიკს მივუყვებოდით. ნათიას უკვე სიქა გაეძრო, ანრი კი იძახდა უფრო შორს წავიდეთო, თავგადასავალი არ გინდათო? რაც უფრო ღრმად შევდივართ ტყეში ტელეფონი მითუფრო კარგავს სიგნალს, საბოლოოდ კი მოკვდა. დრო და დრო ვისვენებდით და წავიხემსებდით ხოლმე. ბოლოს ტიალ მინდორზე ავღმოჩნდით. წარმოდგენაც კი არ მქონდა ასეთი ადგილი თუ არსებობდა. სამოთხეა, სრული სიმშვიდე. მიწაზე დავჯექით და მზეს მივეცხუნეთ. უკვე ექვსის ნახევარია. ცხრამდე დრო გვაქვს. ნათია დარბოდა და ყველა კუთხე კუნჭულში ფოტოს იღებდა. -ხმა გესმით? - ანრი -ხო რაღაც ჩხრიალებს-ნათია -იქედან მოდის-მე -ვნახოთ რა-ნათია -აუ კაით რა აქ ვერ ეტევით? - მე -წამო ქალო რა გჭირს რა უჟმური ხარ-ანრი -თქვენ ხელში ჩემი მტერი ჩავარდა-მე ისევ ბილიკს გავუყევით, ამჯერად სხვა ბილიკს. იმ ბილიკს საიდანაც ხმა მოდიოდა. ბილიკი დასრულდა, მაგრამ ხმას ვერა და ვერ მივაკვლიეთ. ბოლოს რამაც შოკირებული დაგვტოვა ეს იყო ნათიას შემაძრწუნებელი კივილი. - ნათია... გავკივი ბოლო ხმაზე. ნათია არსად ჩანს. ვხედავ აფორიაქებულ ანრის, ეს უფრო მრევს და ამ ყველაფერს ბოროტ ხუმრობას ვაწერ. ვფიქრობ ნათია ცუდად გვეხუმრება და მისი არ გამოჩენა ამ ათი წუთის მანძილზე ცუდის მომასწავებელია. -ანრი, შენ იქეთ წადი მე აქეთ წავალ. თუ იპოვე იყვირე და მოვალ. მე თუ ვიპოვე ვიპვირებ და მოდი. -ხო, ხო კაი. გავიყავით. მე მარჯვნივ ის მარცხნივ. ესეც ისევ მორიგი ახირებ. ეს გოგო სადღა წაპრუტუნდა. ყველა მე როგორ უნდა მიშლიდეს ნერვებს. გავყვირი ბოლო ხმაზე ნათიას სახელს. აპა... არ იფიქრო ხმა გაგცეს. უკვე ცაც შემუქდა. ღამდება. ჯანდაბა. სიარული სირბილში გადამეზარდა. ყვირილს უფრო ვუმატე, მაგრამ ამაოდ. ახლა ანრის ვცდიკობ მი აწვდინო ხმა, მაგრამ ესეც დაიკარგა მემგონი. ახლა მართლა ცუდადაა ჩემი საქმე. ვცდიკობ გზა გავიკვლიო, ვიპოვო ის მოტიალებუკი მინდორი, მაგრამ შედეგი არაა. ვნებდები და ხესთან ფარხმალდაყრილი ვეშვები. დაღამდა. სიბნელეა. ახლა მეშინია. დათვი? არა მგელი? ჰა მელა? არა გველი? რატომ იხმის ასეთი ხმა? თოვლის კაცი? არა სისულელეა, ჯერ ადრეა ამისთვის. ცხოველები შუა ღამეს გამოვლიან, მაგრამ იქნებ ჩემი სუნი იგრძნეს. გამორიცხულია დათვის მსხვერპლი არ გავხდები, არც მგლის და არც მელაკუდასი. ღმერთო მიშველე, ახლა ნუ მომკლავ. ხომ იცი ჯერ სკოლაც არ დამიმთავრებია. შეცდომებიც ხომ გამოვასწორე, ასე რატომ მსჯი. ახლა გავგიჟდები, ნამდვილად გავგიჟდენი. ეს რა ხმაა, ვაიმე, რატომ ისმის ჩუმი ფაჩუნი, არა უეჭველი მომკლავს რაღაც ან ვიღაც. -მარიიიი-ისმის ანრის ხმა და მერე ჩემი გამაყრუებელი კივილი. -შე დებილო გული გამისკდა, გოგო... შენ სად წაშტერავდი... ჩემი სიკვდილი გინდათ ხო? -ძვლივს ვიპოვე -ნათია სად იყავი ან რატო იკივლე -ციყვი დავინახე და ვიფიქრე დავიჭერთქო, მაგრამ დამასწრო დამიჭირა და კარგად მომდო -მეტი გეკუთნის. ახლა რა ვქნათ დაველოდოთ როდის მოვლენ ცივსისხლიანი ცხოველები და როდის დაგვკუწავენ და ჩაიხეთქავენ ჩვენი ხორცით მუცლებს? -კაი დამშვიდდი რამეს ვიზამთ-ანრი -ამ სიბნელეში რა უნდა ვქნათ ან შუა გულ ტყეში -ტელეფონებით გავინათოთ გზა და რამე იქნება, აბა მართლა ხომ არ დაველოდებით როდის გაგვაძრობენ ტყავს. - ნათია გეგმის მიხედვით ვმოქმედებდით ან რა გეგმა ეს არის, უნდა გავანათოთ ტელეფონებით გზა და ვიპოვოთ მთვარი გზა, რომელიც არცმეტი არ ნაკლები გაქრა. -მოიცათ, იქ სახლია-მიგვითითებს ანრი ხის სახლზე -წამოდით, ადგილობრივი იქნება-მე სახლს ვუახლივდებით, ხის კიბეებზე ავდივართ და კარზე ვაკაკუნეთ. როგორც ჩანს შიგ არავინაა. კარი თავისით იღება. ჩვენც ნელა შიგ შევდივართ. სახლი მშვენივარად გამოიყურება, მგლის ტყავი, მელიის ტყავი, დათვის ტყავი ციყვის ტყავი, ზღარბის ტყავი... აშკარად მონადირეს ეკუთნის, მაგრამ ციყვი და ზღარბი? -აქ რას აკეთებთ?! თვალიერებით გართულებმა ვერც კი შევამჩნიეთ ჩვენს უკან მდგომი დიდ თოფიანი კაცი. საშინლად გამოიყურებოდა. ჩაცვენილი თვალები, დამჭკნარი კანი. ახლაც ნუ დაგვტოვებ ღერთო, ახლაც გვიშველე. -არა... ჩვენ დავიკარგეთ... ტყეში. ძვლივს იღებდა საწყალი ანრი ხმას. -დაგხოცავთ თუ რამეს ხელი ახლეთ-ბებერმა კაცმა ჩახლეჩილი ხმით დაგვემუქრა. იარაღი ისევ ჩვენსკენ ჰქონდა მოშვერილი, გიჟია აშკარად. უეჭველი ამოგვხოცავს. -ბატონო ჩვენ არაფრისთვის გვიხლია ხელი...-ანრი -ენა ჩაიგდე თორე დედას მო****ნავ -უკაცრავად, მოდით კაცურად დავილალარაკოთ- ანრის კვლავ ხმის ამოღება და კაცის მუჭის გლეჯა ანრისთვის ერთი იყო. აი შენი კაცურობა ანრიკო. მომინდომა აქქ მამაკაცრუბო და ვაჟკაცობა. -შენ ბაბუაჩემო ხოარ ან**ევ- შეშფოთებული მივრბივარ ცხვირ გახეთქილ ანრისთან. -ხო კარგად ხარ? - ნათია -კი კარხად ვარ, გავეცალოთ აქაურობას-ანრი -ვერსად ვერ წახვალთ-მოხუცი -შარი გინდა, მომისმინე ბაბუაჩემო ესენი გაუშვი მე დავრჩები და დავილაპარაკოთ. აი ამ წამს გამოვუტანე ჩემს თავს სასიკვდილო განაჩენი. ასეთი დებილი რატო გაჩნდი მარიამ, რატო. -გოგო შენ კარგად ხო ხარ-მიბღვერს ანრი -შენ თუ დარჩები ჩვენც დავრჩებით- ამჯერად ნათიამ შემომიბღვირა. -გოგო დარჩება თქვენ თავისუფლები ხართ.- ამოიღო ხმა დასამიწებელმა მოხუცმა ერთი მაგ ჩამოწელილ სიფათში მაგლეჯია. -წადით- ისევ მე. ნერვებს მიშლის ეს ჩემი თავგანწირულობა, გმირობა რომელიც ჩემი სიკვდილით დასრულდება. -მარი... - მუდარიანი სახე მომაპყრო ნათიამ -წადით-მეთქი. დავრჩით მე და მოხუცი მარტო ხის სახლში. რა რომანტიულობაა. კაცი დგება და რაღაც ოთახში შედის. გაქცევის გეგმა არ იმუშავებდა კარი ურდულით აქვს ჩარაზული, ამას, რომ მე გავაღებ ეს კი წამათლის თავს. ორ წუთში გამოდის ბაწრით ხელში. ოღონდ ეს არა. ამან ახლაა უნდა დამაბას?! ათ წუთში სკამზე ვარ მიბმული. ნეტა რას მიპირებს. რა მნიშვნელობა აქვს მაინც მოვკვდები. ნეტა ვინ მოვა და ვინ მიხსნის ამ საშინელებისგან. იქნებ დინი და სემი. ჩემი სემი, გნატრობ და გთხოვ მიხსნა ამ მანიაკისგან, რომელიც ზღარბებს და ციყვებს ატყავებს. ვსო გავაფრინე. აი ჩემი სემიც... გავიფიქრე მაშინ, როცა კარებზე ბრახუნი გაისმა. კაცმა ხელში თოფი მარჯვედ მოიკალათა და კარი გააღო. სამ, ორი, ერთი... მოხუცი მიწაზე გაიშხლართ. კარში გიორგი შემოდის, მე კი ვრჩები პირ დაღებული. -მე მეგონა სემი მოვიდოდა ჩემთან და გადამარჩენდა.-ვეუბნები გაკვირვებულ გიორგის. -კარგად ხო ხარ ქალო, რა სემი... -ზებუნებრივიდან -რამე მოგაწევია? -კი მუშტი -გიჟი ხარ -გიორგი, გიო ეგენი ვინები არიან, მელანდება მივანიშნე მის უკან მდგომ ოთხ ბიჭზე, რომელიც კაცს მიათრევდნენ. -ძმაკაცები არიან, წამო. ბაწარი გახსნა და ხელი გამომიწოდა. -ნათია და ანრი, მანქანაში არიან -როგორ გაიგე? -წამო რა, აქ ახლა მაგის დროა? სახლში მივიდეთ. ტყე დავტოვეთ. კაცი საბარგულშია დაბმული და ცხვირ მიჟეშტილი. ბათუმის პოლიციაში მივდივართ, რომ ეს რეგვენოზავრი კაცი საკანს იქეთ ამოვალპო. პოლიციაში ჩვენება მივეცით, კაცის საწინააღმდეგოდ. პოლიციელებს შეთხზული ამბავი ეგონათ, მაგრამ როცა კაცი გამოფხიზლდა დარწმუნდნენ, რომ არ ვცრუობდით და საპატრულოს დატოვების ნება დაგვრთეს. გიორგის ვთხოვე უფრო სწორედ ვეხვერწე, რომ სასტუმროში დავეტოვებინე, მაგრამ მან მითხრა, რომ ცოტა ხნით სურდა მის გვერდით ვყოფილიყავი. ამიტომ, მისი მეგობრის სახლში წავედით. აქვე იყო გზის პირას. სახლში მისვლისთანავე ვიგრძენი ლუდის სუნი. იმ ამბების შემდეგ საერთო სასმლის სახელიც კი მეზიზღება. დივანზე ვართ წამოსკუპულები და დღევანდელ უცნაურ ამბავს განვიხილავთ. იმ საცოდავ კაცს ზოგი აგინებს, ზოგი მარხავს. ცივ ყავას ვწრუპავთ და მორიგ თემას განვიხილავთ. აზრი გამოხატეს ჩვენი აქ გადმოსვლის თაობაზე. -არა! წესი ისედაც დავარღვიე. არავითარ შემთხვევაში. - გავაპროტესტე მათი უაზროდ დახეთქებული აზრი. -მარი, ჩემს გვერდით იქნები, უსაფრთხოდ. ხო ხედავ რა მოხდა დღეს. - ჩემი ხელი მის ხელში მოაქცია და მავედრებელი მზერა მომაპყრო. -გიო! ერთხელ ვთქვი. -კაი, როგორც გინდა. -წასვლის დროა-წამოხტა ნათია. -ხო მე წაგიყვანთ-გიორგი. *** (ხუთი დღის შემდეგ) დღეს ჩემი დღეა. დღე, როდესაც მე მოვევლინე ამ ქვეყანაზე. დღე, როდესაც დედამ სიცოცხლე მაჩუქა. ბედნიერი ვარ, რომ ვარსებობ. ამიტომ თქვენც ბედნიერები იყავით, რადგან თქვენი ცუდად ყოფნა არავის გვაწყობ. ხო... ვბოდავ... ვიცი. არც მე ვიცი რას ვბოდავ. დილით ანრი და ნათია თავზე დამახტნენ, დიდი აჟიოტაჟიებით. კაფეში წამიყვანეს და ჩემი საყვარელი კერძები მაჩუქეს. გიორგი... ოოო... გიორგი... არც დაურეკავს, არ მოუწერია, საერთოდ გაქრა. იქნებ სიურპრიზს მიმზადებს? ვითომ? ნუუ დღე წინ მაქვს, ვნახოთ რა იქნება. -აუ რამე ვქნათ რა. - ჩაიწუწუნა როგორც ყოველთვის ნათიამ. -სიმართლე და მოქმედება ვითამაშოთ- დაახეთქა სიბრძნე ანრიმ -კაი რაა, კაფეში? - გავიუჟმურე ისევ მე. -აუ კაი აზრია- ნათია -ჯამდაბას-მე პირველი ავღმოჩნდი ამ ჯერზე. რა თქმა უნდა მოქმედება ავირჩიე. -მიმტანს დაუძახე და სიყვარული აუხსენი- ანრი -ხო არ ღადაობ? - მე -მიდი, მიდი. მეც სხვა რა გზა მქონდა დაა მიმტანსაც დავუძახე. ვიცი უაზრობაა, რა ვალდებული ვარ ეს შევასრულო, მაგრამ ზოგჯერ ხასიათიც ხომ უნდა გაისწოროს ადამიანმა. -გისმენთ. - მიმტანი -შეგიძლია დაჯდე? - მე -დიახ, რა თქმა უნდა. - მიმტანი -რა გქვია? - მე -ა... მე... ლადო-დაიბნა, აზრზე ვერ მოვიდა, თვალების ცეცება დაიწყო, როგორც ჩანს ფლირტი არავისთან ქონი, საწყალი. -შეგიძლია ნომერი მომცე შენი? - მე -ამ... მე, შეყვარებული მყავს. -კარგი, წადი და ცნობისთვის სიმართლეს და მოქმედებას ვთამაშობთ, ეს ამის ნაწილი იყო. -მივხვდი გამიღმა და თავის საქმეს დაუბრუნდა. დრო თამაშით გავიყვანეთ. უკვე რვის ნახევარია და ჯერ კიდევ არ შემხმიანებია გიორგი. ალბათ აგვიანებს, უნდა, რომ გამაღიზიანოს, ის ხომ ასეთია. ბათუმის სანაპიროზე გადავწყვიტეთ ჩასვლა. მართალია ანრი ძვლივს მივათრიეთ იქამდე, მაგრამ ამად ღირდა. მთვარის ანარეკლი ისე ლამაზად დასცქეროდა ზღვას, შეუძებელია ეს სიამოვნებას არ ანიჭებდეს ადამიანს. ამ სანახაობით ტკბობა მობილურის წრიპინმა გამაწყვეტია. უცნობი ნომერი იყო. -გისმენთ -მარიამ ბეგაშვილს ვესაუბრები? - მომესმა ძალიან ბოხი ხმა, ისეთი საშიშ კინოებში, რომ არის. -დიახ... -მე, გიორგის ძმა ვარ... ის გაემგზავრა და შენს სახელზე კონვერტი დატოვა. შეგიძლია, რომ მოხვიდე თუ გზავნილის სახით გადმოგიგზავნო. ენა ჩამივარდა. გული გაჩერდა. თავში ძარღვი გაწყდა. მეტყველების უნარი დამეკარგა. ბუნდოვნად მესმოდა ნათიას და ანრის ხმა. ბოლოს აზრზე მოვედი და საუბარი განვაგრძე. -მე... გადმომიგზავნე. სად წავიდა... -წერილში ყველაფერი დაწვრილებით წერია. *** ასე რატო განვიცადე. ჩვენს შორის ხომ არაფერი ხდებოდა. მან ასე უბრალოდ წავიდა, დამტოვა გაყინული ერთ ადგილას. დაბადების დღე?! ეს საშინელება იყო. უნდა მცოდნოდა, მას ასე არ უნდა შევჩვეოდი. რატომ ვენდე! რატომ დავუჯერე, როგორ დავუჯერე! კარგი... კმარა გლოვა... ჯანდაბამდე გზა ქონია. ახლა რა ვქნა?! თავიდან ისევ როგორ ამოვიგდო?! დაისჯერი, მწარედ დაისჯები ჩემი გულის ტკენისთვის. *** დღეს, სახლში ვბრუნდებით. ადრეა, მაგრამ ამ ამბავმა ისე გამიფუჭა განწყობა და ხალისი, რომ აღარაფრის თავი მქონდა. ტაქსიში ჩავჯექით და ქალაქს დავუბრუნდით. ჩვენი გზები ასე გაიყო. ბავშვებმა ნუგეში მომცეს, მაგრამ ეს არ იყო ასე ადვილი, დამევიწყებინა მისი ის საქციელი, რომელმაც ასე ძალიან მატკინა გული. მეფიცებოდა ასე ვიზამ, ისე ვიზამო, დაგიმორჩილებ და რაღაც იდიოტობები, ეგ არის მისი სიტყვა?! მართლაც გაუთლელი ხეპრე, დეგრადიული იდიოტი, რეგვენი, კრეტინი თავში ავარდნილი მანიაკი. სახლში მისულს არავინ შინ არ დამხვდა. ჩემს ოთახში ავედი, შხაპით ვისიამოვნე და ახლა უკვე დეპრესიიდან გამოსულმა ფილმის ყურება გადავწყვიტე. მეც მიკვირს ასე უცებ როგორ გაქრა ეს გულდაწყვეტა, იმედგაცრუება, მაგრამ ახლა გარკვეული ვარ ყველაფერში და პასუხებიც მაქვს. ეს უბრალოდ შეჩვევა იყო, ამანაც გადაიარა. მანაც ჩემით ვითომ გაერთო და წავიდა. აბა რომელი ცხრამეტი წლის გოიმი გააკეთებს იმას რაც გიორგიმ გააკეთა. წერილშიც ბევრი იბოდიალა, თქვა, რომ უბრალოდ ვერთობოდით და დაასრულა. მას თუ არ ვადარდებ, მე რატომ უნდა მადარდებდეს. სრული ჰარმონია, თავისუფლება როგორ მიყვარს საკუთარი თავი და მერე ჩემი ცხოვრება, ოღონდ ახლანდელი ცხოვრება. გაოცებული დედა შემოდის ოთახში და ერთიანად მაყრის კითხვებს. -დე უბრალოდ ვეღარ გავერთეთ და დაბრუნება ვარჩიეთ. -კაი დე კაი, ჩამო პიცა გამოვიძახოთ და ვჭამოთ ახალი ამბავიც მაქ. -კაი მოვდივარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.