შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის დაბნელება (2)


14-01-2018, 17:35
ავტორი Ioana
ნანახია 1 102

ბოლოს მომხდარი ამბებიდან უკვე ორი თვე იყო გასული,ნოემბრისთვის ზედმეტად ცხელოდა.დილიდანვე კარგ ხასითზე ვიყავი,ზოგადად იმ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მარტივად და კარგად მიდიოდა,სამყარო მიზეზს არ მაძლევდა,რომ უგუნებოდ ვყოფილიყავი.მე და სოფიოც უნივერსიტეტში დავდიოდით,ახალი მეგობრები ჯერ არ გვყავდა შეძენილი,მაგრამ ამაზე დიდად არც გვიდარდია.15 ნოემბერი იყო,უნივერსიტეტიდან დაღლილი სოფოს რომ ვესტუმრე.
-სოფოო,გესმის?
-რა გინდა გოგო?რატო მაწუხებ?
-იქნებ კარი გამიღო,ორი საათია ზარს ვრეკავ!
-ზედა სართულზე ვიყავი და არ მესმოდა,მოვდივარ.-რამდენიმე წუთში კარიც გაიღო და ქოთქოთიც დავიწყე.
-ძაან მაინტერესებს,რამ დაგაყრუა ამხელა გოგო,არა ეს მე ვარ დებილი,შენ რომ გელოდები სულ.ვინ მაძალებს შენთან მეგობრობას? არც არავინ,მე არ გეშვები შე ჩათლახო!
-ნინოოო?-გაოცებული და თან ბოხი ხმა რომ გავიგე,გულმა მხია.
-ვაიმეე,გიოოო შენ რატო გააღე კარი?
-რავი,ჩემი სახლი ხო არაა?
-სოფოს ველოდებოდი და,მოკლედ დაიკიდე-მაგრამ,ვაი მაგ დაკიდებას,გიორგი რომ გაიწია და მის უკან მელო დავინახე.ისევ გარუჯული იყო,სერიოზული სახით იდგა და მომშტერებოდა.
-უიი ბოდიში,სტუმარი გყოლია-ორ წამში დავნაზდი და თავს შემოვუძახე ისევ,რომ არ ჩამეფლავებინა ყველაფერი,თან ამ დროს კიბეზე სოფოც დაეშვა და შორიდან,რომ დაგვლანდა წიოკი ატეხაა.
-ვაააიმეეე,ეს ვინ მოსულა? ჩემი სილამაზე,ჩემი ტვინი და გონება-გამოექანა და ჩამეხუტა,თან ჩამჩურჩულა-აღიარე,მაგრად წარგადგინეო!
-სოფო რამდენს წიოკობ,ამეხადა თავი.
-ჩემი ძმა,ცოტა ბევრს ხო არ ლაპარაკობ? ოჰოო,ეს სიმპაწიური ბიჭი ვინაა? რატო არ ვიცნობთ? ვინ ხარ ესეთი მოდური?-პირგაქაფული ლაპარაკობდა და თან ერთ ადგილზე ცქმუტავდა სოფიო.
-ხო,გაიცანით ეს მელოა,ჩემი მეგობარი.
-შენი მეგობარი?აქამდე რატო არ ვიცნობდით?
-აქამდე შენი ძმაც არ მიცნობდა და იმიტომ-როგორც იქნა,მელომაც ამოიღო ხმა და ჩემს სხეულში პატარა ტორნადოც დაატრიალა.
-ხო და სასიამოვნოა ახალო მეგობარო,მე სოფო ვარ,ეს ჩემი დაქალი ნინოა.
-ჩემთვისაც,გიცნობთ ორივეს-სოფოს გაუღიმა და ჩემკენ გამოიხედა,თითქოს სიტყვა“გიცნობთ“-ში კიდე ბევრი ქვეტექსტი იმალებოდა.
-კარგით გოგოებო ჩვენ წავედით,იმედია სახლს ადგილზე დამახვედრებთ-ორივეს გვაკოცა გიომ და როგორც ყოველთვის წასვლის წინ მიჩქმიტა,რომ ნერვები მოეშალა.
-სად მიდიხართ?-ზუსტად იცოდა სოფომ,რომ მაინტერესებდა სად მიდიოდნენ.
-აეროპორტში.
-რააა?-იმხელაზე წამოიკივლა,ბებიამისი გვერდითა ოთახიდან აყვირდა,თქვენ მოუკვდით პატრონსო.
-რა გაკივლებს გოგო? აეროპორტი არ იცი,რა არის?
-კაიი გიიი დამშვიდდი სიყვარულო,პროსტა მანდ რა გინდათ?
-მელო მიფრინავს!
-რააა?-კიდევ ერთხელ წამოიკივლა სოფომ და ბებიამისი ახლა უკვე გარეთ გამოვიდა-რა გაკივლებს შე სამგლე შენაო.
-ვაიმეე სოფო დამღალე,კარგად.
-მოიცა გიო არ წახვიდეთ,სად მიდის,რატო მიდის,რამდენი ხნით?
-შემეშვი,აბა ჰე-ამის თქმა იყო და კარებიც გაიკეტა გიომ,მელო კი დიდი ხნის გასული იყო უკვე გარეთ.
ერთ ადგილზე მივეყინე,თითქოს გულში რაღარც ჩამწყდა,მივხვდი,რომ მიდიოდა ადამიანი,რომელიც მიზეზი იყო ჩემი ყოველდღიური ბედნიერების.მისი პირველი გამოლაპარაკებიდან ორი თვე გავიდა და მთელი ეს დრო,ყოველ დღე იმ იმედით ვიღვიძებდი,რომ სადმე ვნახავდი,იმისთვის ვიპრანჭებოდი,რომ შემოეხედა და ხმამაღლა თუ არა,გულში მაინც ეფიქრა,რომ ლამაზი ან საყვარელი ვიყავი,ყოველი დღე მისით იწყებოდა თურმე და ამას ახლა მივხვდი,როდესაც დაკარგვის საშიშროება გაჩნდა.
-ნიიინ-კნუტის თვალებით მიყურებდა სოფო,რადგან ის ყოველთვის კარგად ხვდებოდა იმას,რაც ჩემს გონებაში ტრიალებდა.
-სოოფ,ესე რატომ ხდება რეალობაში?
-როგორ ესე?
-მარტივად არ უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი,და არც დაკარგვა უძნელდებათ.მარტივად მიდიან ჩვენი ცხოვრებიდან.
-მესმის,მაგრამ წინასწარ ნუ ვინერვიულებთ,იქნებ დასასვენებელად მიდის რამდენიმე დღით,ან იქნებ ორი კვირით,ჯერ ხო არ ვიცით.
-შენი აზრით,მელო იმ ბიჭს გავს საზღვარგარეთ რამდნეიმე დღით რომ მიდის ტურისტული მიზნებით?
-ხოო გეთანხმები,მაგრამ ჯერ მაინც არაფერი ვიცით.საღამოს გიოს გამოვკითხავ ყველაფერს,შენ მაგაზე არ იდარდო, ჩემო პრინცესა.
-ხომ იცი,თვრამეტი წელია ჩემს ცხოვრებაში არავის დაუკავებია განსაკუთრებული ადგილი,არავინ მომწონებია ისე,როგორც მელო.ისიც კი მიკვირს,რატო მომეწონა ბიჭი,რომელსაც არაფერი გაუკეტებია იმისთვის,რომ ჩემი ყურადღება დაემსახურებინა.აქამდე სხვა გოგოებს დავცინოდი,ახლა კი მათ ადგილზე მე ვარ.
-ხო და მუღამიც მაგაშია,აბა პირველი ნახვისას რომ სიყვარული აეხსნა,შენც ხომ იცი,რომ აღარ მოგეწონებოდა?
-ვიცი და მაგიტომაც,სწორედ ისეთი მომწონს როგორიც არის.ერთი შეხედვით ბედნიერი,მხიარული ბიჭია,მაგრამ ყოველთვის სერიოზული,მოუხეშავი,უჟმური,მუდო და დეგენერატია.არაა ვსოო,მორჩა ჩემი სუსტი გოგოს როლში ყოფნა,რომელიც გრძნობებს აყვდა და ახუნტრუცდა.საერთოდ არ მომწონს ჩემი ასეთი თავი.
-სამაგიეროდ მე მომწონხარ ეგეთი,სულ სხვანაირი ხარ.
-ვიცი და მისი გამგზავრების პირველივე წუთიდან ვუბრუნდები ძველ ნინოს,მას კი ვივიწყებ აწ და მარადის,უკუნით უკუნისამდე.

----------------------------------------------
მელოს წასვლიდან წელიწად ნახევარი გავიდა,ჩვენ უკვე მეორე კურსზე ვიყავით და ამ რამდენიმე თვეში,ბევრი რამ შეცვლილიყო.მე და სოფომ ორი ახალი მეგობარი შევიძინეთ,ანი და ეკა.მართალია,დიდი ხნის მეგობრობა მათთან არ გვაკავშირებდა,მაგრამ ჩვენთვის ორივე მალევე გახდა ოჯახის წევრი.უმეტეს დროს ერთად ვატარებდით,თუ სადმე რამე გართობა და „პონტაობა“ იყო ყველგან დავდიოდით.ცხოვრება ისევ ისე მიედინებოდა,მე კვლავ ბედნიერი და უდარდელი ვიყავი.მელოს წასვლამ სულ რაღაც ერთი კვირით დამაღონა,ერთი კვირის შემდეგ ყველაფერი ძველ რითმს დაუბრუნდა და მივხვდი,რომ ეს ბიჭი არც ისეთი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის როგორც მეგონა.თან წელიწად ნახევარში ვიგრძენი,როგორ გავიზარდეთ და შევიცვალეთ მეც და სოფიოც.ტრადიციულ წესებზე აღზრდილი გოგონები ვიყავით,მაგრამ საზოგადეობაში გარევამ,ჩვენში დიდი გადატრიალება მოახდინა.შეხედულებები,ფასეულებები,მიზნები,ცხოვრების სტილი და საერთოდ ყველაფერი გადავაფასეთ.ის,რაც ადრე მნიშვნელოვანი იყო უმნიშვნელო გახდა და პირიქით.წელიწად ნახევარში,ასე დავიბადეთ ახალი მე და სოფიო.

პირველი მაისი...
-ნიიინ სად ხარ?
-სახლში,დღეს უნივესიტეტი არ მაქვს,ხო იცი?
-კარგია სახლში რომ ხარ!
-რატო ვითმ?
-რატო და დაჯექი,არ წაიქცე.მე შენთვის მაქვს ბომბა ამბავი,პირდაპირ შოკი,კომა,ნამდვილი სიგიჟე!-ემოციებში შეჭრილი ვეღარ წყნარდებოდა.
-ამოშაქრავ,თუ გინებაზე გადავიდე?
-ნუ ხარ აგრესიული,მაგრამ არაუშავს,მალე მოგხედავს და მოგათვინიერებს!
-სოფო ან ამბობ ან ვთიშავ.ერთი,ორი...
-მელო ჩამოვიდა!
-სამი... კაი კარგად! მოიცა,რა?
-მელო ჩამოვიდა!
-რაა?
-ხუანა,ბებიაშენისა კიდევ ვიცი ერთი,დედის ტყ....
-კაი კაი გეყოფაა,აუუ სოოფ მართლა ჩამოვიდა?
-კიიი,აუ რა იგრძენი მითხარი ახლავე!
-არ ვიცი,მგონი სისხლი გამეყინა!
-აუუუ შეგჭამ გოგონი შენ,მიხარია! აკი დავივიწყეო?
-დავივიწყე აბა რა ვქენი? უბრალოდ მოულოდნელი იყო,არ ველოდი.
-მთავარია აგაღელვა ამ ამბავმა,ანუ მთლად არ გკიდია.ხო და დღეს გამოიპრანჭე,კაი ამინდია ძაან და უბანში გავიაროთ!
-შენი მოკლე ჭკუით,უბანში გამოპრანჭული სეირნობა ცოტა დამწვარი პონტი ხო არაა?
-აუუ ჩვენი უბანია და ვსეირნობთ,რა იყო აკრძალულია?
-კაი სოფიო შემეშვი,არ მინდა,პკ-სიტყვის თქმა არ ვაცადე,ისე გავუთიშე ტელეფონი.
ჩვენს ერთოთახიან ბინაში მდგარ დივანზე გულაღმა გადავწექი და ბედნიერი ღიმილით მივაშტერდი ჭერს.
-დედიი რა ხდება?-ეშმაკური ღიმილით გამომხედა მანჩომ.
-რა უნდა ხდებოდეს დედა?
-რავიცი,მე მაინც მგონია რომ ჭერში ისეთი არაფერი გვიკიდა,რაც გაგაცინებს!
-უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ-ყურებამდე გაკრეჭილი მივაშტერი დედას.
-მეც ეგ მინდა,ჩემო ლამაზო,რომ შენ და შენი ძმა მთელი ცხოვრება ბედნიერები იყოთ.

მელო ჩამოვიდა,მაგრამ ორი კვირა არსად მინახავს,არც შემთხვევით და არც ჩემი მონდომებით.მის ფეისბუქ გვერდს ყოველდღე ვამოწმებდი,მართალია მეგობრებში არ მყავდა,მაგრამ სიახლეებს ვიგებდი მასზე.სოფო მეჩხუბებოდა,დაიმატე ხო იცნობ,რა მოხდაო.მაგრამ,ყოველთვის ამაყი ვიყავი მსგავს ამბებში.ახლა,ამ ეტაპზე ჩემი ყოველი თავგანწირული თავის დაფასება სასაცილოდ მეჩვენება,მაგრამ მაშინ უკვე 19 წლის პატარა გოგო ვიყავი,რომელიც სასიყვარულო ამბებში გამოუცდელი და შტერი იყო.ამიტომ არცერთხელ მიფქირია,რომ მისი მეგობრებში დამატება რამე სიკეთეს მომიტანდა.
მაისის შუა რიცხვები იყო,უკვე საკმაოდ ცხელოდა.ჩემი საყვარელი თვე დამდგარიყო და როგორც ბუნება,მეც ნელ-ნელა ვიღვიძებდი.რაღაცას ვგრძნობდი,არ ვიცი ეს ბედნიერება იყო,სიცოცხლის ხალისი თუ რა,მაგრამ ყოველი დღე მაბედნიერებდა,თუნდაც არაფერი ყოფილიყო მნიშვნელოვანი,მაინც ბედნიერი ვიყავი.ერთ-ერთ ასეთ დღეს,სოფო ჩემთან იყო ამოსული და საღამოს გასეირნება გადავწყვიტეთ,თან იქნებ სადმე ვნახოთო სოფიომ,ძაან მაინტერესებს თქვენი შეხვედრაო.
-შენ ნახე უკვე თუ,რა ხდება?
-ვაიმე ნიინჩ სად დაფრინავ?არ გითხარი,გუშინ წინ შეგვხვდა მე და დედასთქო?
-ვაიმე მართლა? არ გითქვამს იდიოტო,რომ გეთქვა ეგ დამავიწყდებოდა?
-კაი ხოო,მე დამავიწყდა თქმა.მაპატიე,პროსტაა აიი ძაან არის გასიმპატიურებული,ისედაც არ აკლდა,მაგრამ თითქოს სხვანაირია,რაღაცნაირი.თან ისეთი უჟმურიც აღარაა,მე და დედას თბილად შეგვხვდა ძაან.
-ხო აბა დედაშენსაც ცალყბად ხო არ გაუღიმებდა და ერთ სიტყვას მიუგდებდა-ამ ლაპარაკში ვიყავით,უბანში გაჩერეებული თეთრი BMW რომ დავინახეთ,მუსიკის ხმა ოდნავ გამოდიოდა მანქანიდან,სასიამოვნო მელოდია ჰქონდა და ჩვენი ყურადღებაც მიიქცია,რამდენიმე წამში კი არც მეტი,არც ნაკლები მელო გადმოვიდა მანქანიდან.დავინახე და მივხვდი,რომ ჩემთვის მართლაც სულ ერთი არ იყო,რომ მომნატრებია და რომ არა სოფო,ალბათ გონსაც ვერ მოვიდოდი და საერთოდ,მივეყინებოდი ერთ ადგილს.ნერვიულობისგან ჩემი შავი წელამდე თმა მარჯვენა ხელით ნელა გადავიყარე უკან,როგორც სოფო ამბობს,ეს ჩემი ერთადერთი ბუნებრივი სექსუალური მანერა იყო,რომელიც მოსწონდა.ნერვიულობისგან დამცხა,ხელის გულები გამიოფლიანდა და სანამ სოფიო წაიწეოდა და მიესალმებოდა,უდიდესი ენერგია დამჭირდა,რომ ხმა დამესტაბილურებინა.მართალია არ ველოდი,რომ ვემახსოვრებოდი,მისალმებასაც არ ვაპირებდი,მაგრამ მაინც შევემზადე.როგორც იქნა მოშორდა სოფიო და სანამ რამეს იტყოდა მელომ დაასწრო.
-გამარჯობა ნინი-და ამჯერად სულ სხვანირად გამიღიმა,ან მე მომეჩვენა,რომ ეს ისეთი ღიმილი იყო,რომლითაც მხოლოდ მე მიღიმოდა.სოფიო მიხვდა,რომ შოკში ვიყავი და მდგომარეობიდან მიხსნა.
-მელო ხომ გახსოვს ჩემი დაქალი,ნინო?
-როგორ არ მახსოვს,მისი თმა და კანის ფერი დარწმუნებული ვარ,მარტივად არავის ავიწყდება!
-ნამდვილად,მთვარესავით თეთრია ჩემი გოგო და ღამესავით შავი თმები აქვს!
-სოოფ,როგორ ხატოვნად საუბრობ-ირონიულად გავუღიმე ჩემ დაქალს,რომ მიხვედრილიყო ამდენი ტყლარწვა აღარ გვჭირდებოდა.მაგრამ,ვითომც არაფერი მითქვამს.
-ხო ლამაზია?
-სოფიო რა კითხვებია? იქნებ გაჩუმდე?-უკვე ვბრაზდებოდი.
-ლამაზია,მაგრამ ცოტა უჟმურია მე თუ მკითხავ!-ირონიულად გაიღიმა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა,მე კი შევეცადე თავი ამაყად დამეჭირა.
-უკაცრავად? მე უჟმური? და თქვენი აზრით,თქვენ როგორი ხართ?
-რა საყვარელია-ლოყა მომჩქმიტა პატარა ბავშვივით-თქვენობით რომ მელაპარაკება-თან ყურებამდე გაკრეჭილი მიღიმოდა.
-ზრდილობის საკითხია,უცხოებს შენობით არ მივმართავ!-იხტიბარი არ გავიტეხე მაინც.
-ჩემი ზრდილობიანი-ამ სიტყვის თქმა იყო და სამყაროს თავიდან მოვწყდი,სწრაფ-სწრაფად ჩამესმოდა მისი სიტყვები ყურში „ჩემი ზრდილობიანი“, „ჩემი ზრდილობიანი“,სანამ მისი ტელეფონის ზარმა არ დამაბრუნა სააქაოს.
-ბოდიშით გოგოებო,უნდა წავიდე!გამიხარდა სოფ შენი ნახვა-სანამ მანქანის კარს მიკეტავდა თავი გადმოყო და მომაძახა- შენიც უჟმურო-მერე კი დიდი სისწრაფით გააქანა მანქანა,ეგ ხო ბიჭების მოძველებული მეტიჩრული ჟესტი იყო.

პ.ს. მადლობა დიდი,კომენტარებისთვის,თუ ვინმეს,ოდესმე რამე დაუწერია,ალბათ ყველა დამეთანხმება,რომ სხვა ადამიანების შეფასება,კრიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია.ხო და ველოდები,თქვენს კრიტიკას.ჩემი მოგონილი და შეთხზული ამბები ადრეც მიწერია,მაგრამ ახლა ვხვდები,რომ რეალური ამბის წერა ბევრად რთულია.რადგან აქ უბრალოდ არ მიყვები შენს გრძნობებს და წარმოსახვას,აქ საჭიროა არსებული მოვლენები დაალაგო და ლამაზად გადმოცე,რაც არრც ისე კარგად გამომდის.ამიტომ,ბოდიშს ვიხდი,თუ ყოველ დღე ვერ ვდებ <3 მადლობა დიდი <3



№1  offline წევრი deep

სრულიად მესმის შენი
მეც ვწერ
გამიხარდება თუ
წაიკითხავ
რაც შეეხება ამ თავს
კარგი იყო ნამდვილად

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

ვაიმე რა საყვარლობაა. ბოლო მომენტმა ძალიან გამამხიარულა. კარგი გამოდის და გელოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent