შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანასტატია გეგეჩკორის ცხოვრება (თავი მეორე)


15-01-2018, 15:26
ავტორი Mariam_Eliashvili
ნანახია 1 171

...მცირე სინათლე თვალის ჭრილში შემოიპარა,ახლა კი მთლიანად გახეხლილი თვალი მომჭრა მისმა სიმკრთალემ.ხელებზე დავიხედე მაგრამ ვერ ვიცანი,შევშფოთდი,ისინი მე არ მეკუთვნოდა ის საზიზღარი დამჭკნარი კანი!
დავიძახე უმისამართოდ,"ჰეი" კარი სწრაფად გაიღო და შემოვარდა ადამიანი.მიყვიროდა:გაიღვიძე!გაიღვიძე!და მეც ხელახლა დამეტაკა შავ-თეთრი სინათლე თვალთ და გავიღვიძე რეალობაში მგონი.
მაგრამ არავინ იყო ირგვლივ.ისევ დავიძახე.ჩემი უჩვეულო ხმა ვიგრძენი,თითქოს დიდი ხანია რაც არ მქონდა ამონაღები,ისეთი უსიცოცხლო ბგერანი გადმოვეცი სამყაროს ძახილში.ბრაგ-ბრუგ ბრაგ-ბრუგ,ჩამესმა ყურთ და მივიხედე გვერდით,ვიტრინაში ხალხი სჩანდა,მინას ხელს ნასიხარულებული აღშფოთებით ურტყამდნენ.მაგრამ მათი ბგერები არ მესმოდა გარკვევით თუ რას ჟღურტულობდნენ.აი,ახლა შემოვიდა სწორედ ადამიანი.კარს კი უამრავნი მოაწყდნენ თითქოს რაღაც საოცრების მხილვენი ყოფილიყვნენ,ისე გადაჟინებულად ისროდნენ მზერას ოთახში...
-გამარჯობა ქ-ნო ანა,მე თქვენი ექიმი ვარ.
სიტყვის გაგრძელებ არ ვაცადე და ვკითხე:
-მე სავადმყოფოში ვარ?
-დიახ!
-კი მაგრამ რატომ?!
-პირდაპირი ვიქნები,ასე უფრო გაგიადვილდებათ, თან როგორი საოცრება სრულიად საღ გონებაზე რომ გაგეღვიძათ.
-რას გულისხმობთ,რა საღი გონება,ან რა უნდა გამიადვილდეს?!
-სიმართლე!
თვალები ფართოდ გავახილე და...
-გისმენთ ექიმო!
-თქვენ უბედური შემთხვევა შეგემთხვათ,რის გამოც კარგა ხანს გეძინათ მაგრამ ღმერთის სასწაულით თქვენ გაიღვიძეთ ჯამრთელმა და სახსალამათმა!
-მეძინა? მაინც რამდენ ხანს ექიმო,ერთი კვირა,ერთი თვე,თუ ერთი წელი?
სევდის მოზღვავება უხვად ვიგრძენი.ექიმმა კი სარკე მომაწოდა და მითხრა:
-თხუთმეტი წელი!
სიჩუმე ჩამოვარდა ჩემში,მაგრამ ვერც ერთი მოსული გრძნობის ანალიზი ვერ გავაკეთე თუ რა მომივიდა იმ წამს.
-კარგად ხართ ანა?!
-მშვენივრად!საოცრად!უკეთესი არ შეიძლება!
-შეგიძლიათ ბოლო მომხდარის გახსენება,ეს თქვენ ტვინს კონცენტრაციის საშვალებას მისცემ და მიძინებულ აზროვნებას უფრო გაუმჯობესებს.
-ცოტნე,ცონტე სად არის?!
-თუ აქ არის,დაუძახეთ.
*ცოტნე*-ექიმო აქ ვარ!
-მობრძანდით,მაგრამ არავითარი დიდი დატვირთვა მსუბუქად ესაუბრეთ მომხდარზე.
-გმადლობთ!
მე სულმოუთქმელად ველოდი მის შემოსვლას.და აი ისიც,მაგრამ არა მოიცათ ეს ის არ არის!
*ცოტნე*-ანა ძვირფასო,შენ დაგვიბრუნდი!
-შენ ხარ ცოტნე?
-ვერ მიცანი?!
-ახლოს მოიწი!
მოიწია...
-კიდევ უფრო ახლოს!
მეც შეძლებისდაგვარად მივიწი მის სახესთან,და ტუჩებზე დავყნოსე მძაფრად.
-გიცანი!გიცანი! როგორ დაბერებულხარ. თანაც ახლა სულ სხვა ტუჩის საცხის სუნი აგდის ბიჭო! (ვიღიმი)
-ხო დავბერდი,დ ა ვ ბ ე რ დ ი!
-და ტუჩის საცხი,ვერ მოიშალე არა მექალთანეობა კიდევ?!
-არა ანა მოვიშალე რა ხანია.
-მაშ...?
-ცოლი მოვიყვანე,და ოჯახი მყავს
გული გადამიღონდა,ის ჩემი მეგობარი იყო მაგრამ მაინც მსურდა ჩემს...ეს ამბავი გახარებაზე მეტად ვაღიარებ რომ მეწყინა.დიახ მეწყინა!
-მალადეც ბიჭო!უსაზღვროდ...
უსაზღვროდ...მინდოდა მეთქვა გამიხარდა-თქო,მგარამ ვერ შევძელი და უბრალოდ გავუღიმე.
-ჩემი პატარა ქალი ისევ ისეთი ლამაზი ხარ!
-ოჰჰ,კარგი ახლა ნუ მაწითლებ!
-მე მახსოვს მხოლოდ როდის წილდებოდი...
მორცხვი ღიმილი მომაბყრო.
-ცოტნე საკმარისია!შენ ის მითხარი,ის სად არის?!
-აქ არ არის.თუმცა არ დაგიმალავ რომ გუშინ მოსული იყო და...და უიმედოდ ატუზულიყო მიტოვებულ კუთხეში დერეფნის ბოლოს.
-მაგრამ...დღეს რატომ აღარ მოვიდა?
-ახლა დაისვენე,ექიმმა არ გადაღალოვო.ცოტა მოღონიერდი და როცა გამოგწერენ უამრავი სიახლე გელის წინ პატარა ქალო,როგორც ცუდი ასევე კარგიც.
-ცოტნე,კიდევ მოხვალ?
გაჩუმდა,და ისვე ჩუმად დამიქნია შეღიმებულმა თავი.თან წასვლისას შუბლზე მაკოცა და ისე გაუყვა გასასვლელი კარისკენ მიმავალ გზას.კარებში გასვლისას კი მე ჩუმად მივაძახე:
-ეს ის კოცნა აღარ იყო!
არც შემობრუნებულა ისე გაიხურა კარი.
ხუთი წუთი გავიდა,და ექიმიც შემოვიდა...
-თავს როგორ გრძნობთ?
-საშინლად ექიმო!
-რა გაწუხებთ?
-სული,მისი ტკივილი და ჯერ განუცდელი სევდა.მტკივა ძალიან მტკივა!მაგრამ...
-ყველაფერი გაისვლის როცა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებით,ეს დროებითია და ყველაფეი ასეც უნდა იყოს,ეს ბუნებრივია.
-რა?!რა უნდა იყოს ექიმო ასე ?!
-ტკივილი ანა! ტ კ ი ვ ი ლ ი! ახლა კი დაისვენე ხოლო საღამოს კიდევ მოგცემ მეგობრების მონახულების უფლებას,უკვე გაზრდილი დროთი.
-მპირდებით?!
-გპირდებით!ახლა დამაძინებელ წამალს დაგალევინებთ,რომ საღამოს დიდი და მოკრებილი ძალებით შეხვდეთ.
...დავლიე წამალი.რამოდემინე წუთი გავიდა და ცუდი შეგრძნება იყო,ისევ ძილში მივდიოდი.მეშინოდა!აღარ მინდოდა კიდევ ერთხელ დაძინება რადგან ნახვა მინდოდა,ვისი? ის ვინც მიყვარდა,ხომ დამრჩა?!ხომ დამრჩა?!....ნეტავ მარლთა დამრჩა?!ის ერთადერთი მიზეზი იქნება ჩემი ჩაძინების და გაღვიძებისა,ხოლო როცა თვალს გავახელ მაშინვე მას მოვითხოვ!ხო აუცილბლად ასე მოვიქცევი.გაგიჟებული სწრაფი ფიქრით ვფიქრობდი,რადგან სხეული მეთიშებოდა ნელნელა.მოვიდა თვალში ამჯერად ჯერ ნაცრისფერი ხოლო წუთში შავი ფერფლი, რომელიც წამწამზე დამწვა მძიმედ და დამახუჭინა თვალნი.თან წავიძახე ქვეცნობიერთა სიღრმის ნოტაში ღრმა ჩაძახილით:
-ძილი ნებისა ჩემო ანასტასიავ!
...
მაგრამ მოიცათ!!! ეს ხმა...ეს ხმა რეალურად გავიგონე,ვიღაცამ ჩამძახა.მოიცადეთ!მაგრამ სხეული არ იცდიდა და თითქოს ხელახლა მოვკდვი ისე დავკარგე თავი და მივეცი ამჯერად დადგენილი ვადით ძილსა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent