ანასტატია გეგეჩკორის ცხოვრება (თავი პირველი)
ოთახში ვიჯექი ბუხართან,თვალებს ნახევრად ჩაბჟუტული ნაკვერჩხლები მინათებდა,ხოლო სახეს წამიერად ელვისაგან ანთებული ცა.ამ ლამაზ სიმყურდოვეს მხოლოდ ერთი მძიმე ჩასუნთქვათა ხმა არღვევდა.ეს ხმა კი ახლოს მდგომი ლოგინიდან მოდიოდა,მასში ჩემი დიდი ხნის მეგობარი ცოტნე იწვა.არა,ის არ იყო კაცი რომელიც მიყვარდა,ის იყო კაცი რომელიც მხოლოდ ერთი დღით მსურდა ასეთი ურთიერთობისათვის.ჩვენი მეგობრობა სულ რაღაც 17 წელს ითვლიდა. ...რაღაც თავი არა კომფორტულად ვიგრძენი,და წასვლის სურვილიც თანვე დამბადებოდა!ცოტნეს ეძინა,ამიტომ უცნაურ სურვილთ შებყრობილმა ავიღე კალამი ხელთ და დავიწყე მისთვის"მცირე" წერილის წერა: ძვირფასო ცოტნე,ჩვენი მეგობრობა დასრულდა ამ რიჟა გარიჟრაჟის თენებისას,მე მივდივარ!მიზეზად კი გიტოვებ მელანქოლიურ სტრესს!რომ გაიღვიძებ მომძებნე,წავედი!!! ესეს იყო გავიხურე კარი,და შეშლილ ფიქრთა ღვიძებას,გიჟური ფანტაზია ეტაკა ჭიდში.სიგიჟემ პირველად შემიბყრო,ამიტომ სწრაფად გავიქეცი მიბნელებული სადარბაზოდან.გავედი ფერთ-მკვდარ ქალაქში,რომელიც მხოლოდ თეთრად იყო შეღებილი ცათა ფერფლის მიერ!ხელთათმანები დამრჩენოდა ცოტნესთან,ხელები კი ძლიერ გამყინოდნენ.მე ამას მიჩვეული ვიყავი,ამიტომ ავწიე ცივი ხელნი თბილად ზევით და მივაბყრე ჩემი უკიდეგანო თვალები კიდევ უფრო უკიდეგანოდ უსასრულო ცას.დახლოებით ათიოდე ნაბიჯი გადავდგი ასე.როცა ცეკვის სურვილმა გამიტაც,ქუჩას არავინ იყო,და მეც უნიჭო მოცეკვავემ გავაცოცხლე ჩემში ცეკვის ნიჭი.ხელები გავშალე და უსწორ-მასწოროდ ქნევა დავიწყე,ის კი ჩემთვის ლამაზად გამოიყურებოდა როგორ არ უნდა უშნოდ მექნია ხელ-ფეხი.ასე გავყევი ქუჩას გადასასვლელ გზაჯვარედინამდე.მანქანები თოვლის მიუხედავად მრვლად იყო,მე მაინც არ შევჩერდი,კიდევ უფრო ავცეკვდი,ახლა უკვე სიმღერის ღიღინით.ჩემთვის გაცოცხლდა იმ წამს ბეთჰოვენი,მე კი მის სულის შემძვრელობას გენიალური პიაფი მოვჰფინე და ავაჟღერე ერთ დიდ დარბაზში,რომელსაც ცეკვა-ცეკვით გავუყევი.მაგრამ დარბაზის ბოლოდან თეთრი სინათლე ელვის სისწრაფით შემეხო,და მაიძულა!ჰო მაიძულა!რომ ბოლო წამებზე გასმაგებული სითბოთი ფერება დამეწყო ხარბად. ...თითქოს დაბნელდა ნაღრუბლარი მზეც,და არც მთვარეს გადასცა სხივნი რომ მცირე სიცოცხლის იმედით ენათა თვალთ,და ჩაჰქრა პირამიდათა ლაბირინთში განთებული ჩირაღდანი! ... 15 წლის შემდეგ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.