შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბნიკს მხოლოდ ქაჯი თუ მოარჯულებს (3)


15-01-2018, 17:42
ავტორი gochunia
ნანახია 1 998

მე თავად მეცინებოდა ამ ყველაფერზე ბავშვები კი საერთოდ გაიგუდნენ.
-აშკარად სამსახიობოზე უნდა ჩაგებარებინა. მითხრა ლუკამ.
-რად უნდა, ეგ ისედაც მსახიობია. ჩემ მაგივრად უპასუხა ანიმ.
მალევე დავიშალეთ. სახლში რომ მივედით ვეღარ მოვითმინე, სალის მოვუყევი რომ დილის გმირი და ის ბიჭი კაფეში, რომ გოგო გავუქციე ერთიდაიგივე რომ იყო.
-რაღაც ძალიან დიდი ემოციით ყვები მასზე და კიდევ რამე ხომ არ მომხდარა და მიმალავ?
-არა სალ როდის იყო რამეს გიმალავდი?
-ხო კარგი, კარგი დავიძინოთ ხვალ დიდი დღეა, ჩემ ძმას კიდევ ერთი წელი ემატება.
-ხო გოგო ჩაგვაბერდა ბიჭი ხელში და ხელი ხომ არა და არ სთხოვა თეკლეს.
იმა
-ხო უეჭველი. დავეთანხმე მეც.
დილით ჩემდა გასაკვირად მე მოვასწარი გაღვიძება. ავდექი, ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში შევედი. ვიფიქრე ერთხელ მაინც მოვუმზადებ სალის ყავასთქო. მაცივარში რაც იყო ყველაფერი გამოვალაგე და სალი გავაღვიძე. სამზარეულოში რომ შემოვიდა -ეს რაა დილიდანვე რა კარგი მადით გაგიღვიძია თან ადგომაც მომასწარიო. მითხრა გაკვირვებულმა.
-სასწაულებიც ხდება ლამაზო. ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
ვისაუზმეთ, მაგიდა ავალაგე და სალის ვუთხარი ჭურჭელი შენ დარეცხე ასეთი კეთილიც არ ვიქნებიმეთქი.
რესტორანში 6 საათზე უნდა მივსულიყავით მანამდე კი სალონში.
სალონი აქვე იყო ამიტომ მერე დავბრუნდებოდით კაბებს ჩავიცმევდით და იკას ძმაკაცი ალექსანდრე გაგვიყვანდა მანქანით.
მე თმები დავახვევვინე სადა მაკიაჟი და წითელი პომადა შავ კაბას მოუხდებოდა. სალიმ თმები ცხენის კუდივით აიწია ზევით და მანაც სადა მაკიაჟი გააკეთებინა.
სახლში დავბრუნდით ჩვენი კაბები მოვირგეთ. სალი ძალიან ლამაზად იყო წითელი ფერი ძალიან მოუხდა მეც დავიმსახურე მისგან კომპლიმენტი, იკა იამაყებს ასეთი ლამაზი დები რომ ჰყავს დარწმუნებული ვარ თეკლეც ულამაზესი იქნება საღამოზე. სალიმ იკას დაურეკა მზად ვართ და უთხარი ალექსანდრეს მოგვაკითხოსო. იკამ ალექსანდრეს რაღაც პრობლემები აქვს და ვერ მოვა ტაქსს გამოვუშვებო.
კარგი რესტორანი იყო ძალიან ლამაზი ხედით, შიგნით შევედით იკამ რომ დაგვინახა ჩვენკენ წამოვიდა -კიდევ კარგი გზაში რომ არ მოგიტაცათ ვინმემ.
-ოჰ გაიზარდა ბიჭი და ეს შუტკები მაინც ვერ დახვეწა?
-დღეს მაინც შემარჩინე სიტყვა,
-ხო კარგი გილოცავ ჩემო სიყვარულო, ხო იცი რამხელაზე მიყვარხარ, მინდა სულ ბედნიერს გხედავდე საჩუქარი გავუწოდე და ჩავეხუტე.
სალიმაც მიულოცა ძამიკოს და საჩუქარი მისცა.
-კაი რა გოგოებო რატო შეწუხდით დიდი მადლობა, წამო დაჯექით მალე ალექსიც მოვა და გაგაცნობთ, გავიდა სადღაც მგონი გოგო გაექცა და ახალს ეძებს, ამ დროს ტელეფონმა დაურეკა. -ხო . -ბიჭო მე მაგვიანდება დაიწყეთ და მოვალ რა. -ეეე შენ გარეშე რა დავიწყოთ მოდი მალე, თეკლეს მოვიყვან ეხა და მოსული დამხვდი. -ხო მიდი ვეცდები. აი ალექსანდრე ვახსენე და ცოტა დამაგვიანდებაო. მე გავალ მოვიყვან თეკლეს თქვენ არ მოიწყინოთო და გაიქცა იკა.
-შეხედე თეკლეს მოსაყვანად თვითონ წავიდა, ჩვენ ტაქსი გამოგვიძახა მოიცა მოვა ეგ სახლში. სიცილით ვუთხარ სალის.
-კაი გოგო ნუ ეჭვიანობ შენ. ჩაიცინა მანც.
იქ ვინც იყო თითქმის ყველას ვიცნობდი მე და სალის რა მოგვაწყენდა. ცოტა ხანში იკას ხმა გავიგე შემოვბრუნდი იკას გვერდით ბიჭი იდგა -აი ეს არის ალექსანდრე მიგვითითა მასზე. შევხედე და გავოცდი ეს არის იკას ძმაკაცი? ვინც გამწუწა და შემდეგ სცენები დავუდგი? ,აი თურმე ვისზე ამბობდა გოგო გაექცაო, ისე გაექცა კიარა გაუქციეს, აბა ამას ვინ გაექცევა. ღმერთო თავში იმდენმა აზრმა გამიელვა უცებ. -ალექს ეს ჩემი და და დად ნაფიცი სალი და ქეთი. გააცნო ჩვენი თავი. ალექსანდრემ ჯერ სალის ჩამოართვა ხელი შემდეგ ჩაიცინა და მე გამომიწოდა. გამოვფხიზლდი და მეც გავუწოდე ხელი მან შეუმჩნევლად მომიჭირა, თან თავის შავ თვალებს აციმციმებდა. -ჩემთვისაც სასიამოვნოა ვუთხარი ხელი ცივად გამოვწიე და მაგიდისკენ გავემართეთ ყველა.
ამ იდიოტს მაინც და მაინც ჩემ წინ მოუწია დაჯდომა. მისკენ არ ვიხედებოდი თუმცა ვგრძნობდი მის მზერას. იკა ვადღეგრძელეთ შემდეგ სხვა სადღეგრძელოები , მეხუთე ჭიქა იქნებოდა სალიმ წამო ვიცეკვოთო თეკლეც აყვა და წამიყვანეს საცეკვაო სცენისკენ. სხვებიც მოგვყვნენ ყველა ვიცეკვეთ, კარგად ვერთობოდით ხან ვის ვეცეკვებოდით ხან ვის, უკვე დაჯდმას ვაპირებდი ალექსანდრე წამოვიდა ჩემკენ, მანამდე არ ამდგარა ჩაფიქრებული ჩანდა -მეცეკვები?
-იცი უკვე ვიცეკვე ვინმე სხვას ეცეკვე.
-მგონი ჩემი ვალი გაქ, გუშინდელის გამო.
-უი ხო ბოდიში ის გოგო რომ გაგიქციე.
-ეგ არაფერი, უკვე სხვა ვიპოვე.
-ხო თორემ ძალიან ვდარდობდი.
-კარგი გეყო წამო ვიცეკვოთ, ნეტა მაგაშიც ესეთი მაგარი ხარ?
-შენ რა ეჭვი გეპარება. ავდექი ხელი წელზე დამადო და საცეკვაოდ გამიყვანა. ძალიან სასიამოვნო, წყნარი მუსიკა იყო. მეორე ხელიც მომხვია მე მხარზე დავადე ხელი და მუსიკას ავაყოლე ტანი.
იმ დროს არც ვიცი რაზე ვფიქრობდი, ხმას არცერთი ვიღებდით უბრალოდ თანდათან უფრო ძლიერად მხვევდა წელზე ხელს მე კი ცახცახი მეწყებოდა. სიმღერა დასრულდა მაგიდასთან დავბრუნდით. ამის შემდეგ არ ჩანდა არვიცი მგონი გარეთ იყო გასული, მერე თვალი მოვკარი მიმტან გოგონას ეკურკულებოდა.
საკმაოდ ბევრი დავლიე ჰაერზე გასვლა მომინდა. აივანზე გავედი საკმაოდ ციოდა თუმცა ვერც ვგრძნობდი, ღრმად ვსუნთქავდი, თვალებს მაგრა ვაჭერდი ერთმანეთს და ვახელდი.
-მგონი ბევრი მოგივიდა ქეთი. ვუთხარი საკუთარ თავს ხმამაღლა.
-შენ წარმოიდგინე მართალი ხარ. მომესმა უკნიდან ხმა.
-ალექსანდრე? ვერ გავიგე როდის გამოხვედი.
-ძალიან ცივა შემოდი.
-არ მცივა.
-რა ჯიუტი ხარ, ეს მოიცვიო. მითხრა და თავისი ქურთუკი გამომიწოდა. რომ არ გამოვართვი, თვითონ მომახურა, ცოტა ხანს გაჩერდა, თითქოს რაღაცაზე დაფიქრდა, მერე ქურთუკის საყელოებს მოქაჩა, ვერ მივხვდი რას აკეთებდა მისკენ მიმწია, ტანზე ამიკრა, ვეღარ ვმოძრაობდი, ხელები ქურთუკში მქონდა მოყოლილი. მისი სუნთქვა ვიგრძენი წამიერად ტუჩებზე, შემდეგ კი მართლა აღარ ვიცი რა ვიგრძენი, რაღაც საოცარი, ძალიან თბილი და ფაფუკი შემეხო ტუჩებზე, მუცელში პეპლებს კი არა სპილოებს ვგრძნობდი, წამით დავკარგე აზროვნების უნარი. მან მე პირველი კოცნა მომპარა. აზრზე მოვედი თავი გავითავისუფლე და რაც შემეძლო სახეში სილა გავაწანი. მისი ქურთუკი მივუგდე და შიგნით შევედი. ჩემი ტელეფონი და ქურთუკი ავიღე, ყველა ცეკვავდა მგონი ვერავინ დამინახა. არავისთვის არაფერი მითქვამს ისე გავედი, ის იდიოტი ისევ გარეთ იდგა და ლოყაზე ხელს ისმევდა, თან იღიმოდა. დავაიგნორე და სახლისკენ ავიღე გეზი.



№1  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ახლა წავიკითხე სამივე თავი და ძალიან მომეწონა♥♥♥
კარგად წერ♥♥♥
დროთა განმავლობაში დაიხვეწები ამის მჯერა ♥♥♥
შეცდომები ნაკლებად გქონდა უბრალოს ცოტა ემოხია აკლდა და იმედი მაქვს გამოასწორებ შემდეგისთვის♥♥♥
ველი მოვლენების განვითარებას♥♥
უბრალოდ ძალიან არ დააგვიანო ხოლმე თორემ ისტორიას უინტერესოს გახდი ♥♥
ამასთანავე თავები გაზარდე ♥♥
წარმატებები♥♥

 


№2  offline წევრი gochunia

ტკბილიწიწაკა
ახლა წავიკითხე სამივე თავი და ძალიან მომეწონა♥♥♥
კარგად წერ♥♥♥
დროთა განმავლობაში დაიხვეწები ამის მჯერა ♥♥♥
შეცდომები ნაკლებად გქონდა უბრალოს ცოტა ემოხია აკლდა და იმედი მაქვს გამოასწორებ შემდეგისთვის♥♥♥
ველი მოვლენების განვითარებას♥♥
უბრალოდ ძალიან არ დააგვიანო ხოლმე თორემ ისტორიას უინტერესოს გახდი ♥♥
ამასთანავე თავები გაზარდე ♥♥
წარმატებები♥♥

დიდი მადლობა ♥♥ ვეცდები გავითვალისწინო შენი რჩევები♥♥♥♥

 


№3 სტუმარი Tako

Magaria momwons dzalian imedia shemdegs maledadeb

 


№4  offline წევრი gochunia

Tako
Magaria momwons dzalian imedia shemdegs maledadeb

მადლობა♥ უკვე ვწერ შემდეგ თავს შეიძლება ამაღამაც დავდო ♥♥

 


№5 სტუმარი სტუმარი lia

Sauketesoa axali tavis dadeba ar daagviano

 


№6  offline წევრი ubraloooo tipi

ძალიან მომეწონა

 


№7 სტუმარი აანაა

კაია რო აგრძელებ დიდი ხანი ველოდი ამ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent