ბაბნიკს მხოლოდ ქაჯი თუ მოარჯულებს (2)
სხვადასხვა სტატუსების თვალიერებაში ჩამეძინა. სიზმარშიც მეწვია ჩემი უცნობი. მორფეოსის სამყაროდან გვერდით ოთახიდან გამომავალმა ხმებმა გამაღვიძა. ავდექი და გავედი ოთახში სალი და თეკლე დამხვდნენ. თეკლე იკას შეყვარებულია, ძალიან საყვარელი გოგოა. თავიდან ვეჭვიანობდი ჩემი ძამიკო სხვასაც რომ უთმობდა დროს და თეკლეც მისი ერთ-ერთი გასართობი მეგონა, თუმცა ის სხვა გოგოებისგან გამორჩეულია და იკას მთელი გულით უყვარს ის. ჩვენც მალე დავუმეგობრდით და ეხლა სულ ერთად ვატარებთ დროს. -სიყვარულო სახლში ხარ? როგორ მომენატრე. ჩამეხუტა თეკლე. სალიმ შეკივლა -აქ რა გინდა მე სასწავლად არ გაგიშვიო. მეც ყველაფერი მოვუყევი გოგოებს, თუმცა ის დავმალე ის სიმპატიური ყმაწვილი ცოტა არ იყოს გულში რომ ჩამივარდა. ვაი მეც არ მჯერა ამას რომ ვამბობ. გოგოები სიცილით მოკვდნენ, უცხო ადამიანს ასე ლანძღვა როგორ დაუწყეო. -იდიოტი თვალში ვერ იყურებოდა და სულ გამწუწა უარესის ღირსი იყო, უბრალოდ გოგო ვარ და მასზე ხელს ვერ ავწევდი. -წადი წადი მოემზადე და წავიდეთ რა თან საჩუქარიც უნდა ავარჩიოთ, შენი ამბავიც რო ვიცით შენ მთელი დღე ვერ იპოვი შენ მოსაწონ კაბას. დაიწყო სალიმ წუწუნი. -ღმერთო ამას ცოლად ვინ მოიყვანს. წავკბინე მე. ოთახში შევედი სპორტულად ჩავიცვი, თმები ავიწიე და მზად ვარ. თეკლემ თქვა იკა ქვევით გველოდებაო. -როგორ ხარ იკაკო. სადარბაზოს კარიდან გავძახე მანქანიდან გადმოსულ იკას. -გოგო რამდენჯერ გითხარი ეგრე ნუ მეძახითქო. მოდი აქ ქაჯო მომენატრე. მისკენ გავიქეცი და კარგად ჩავკოცნე, გოგონებმაც მე მომბაძეს, მერე მანქანაჩი ჩავჯექით. როცა დანიშნულების ადგილას მივედით იკამ გვითხრა როცა მორცებით დამირეკეთ და მოგაკითხავთო. ჭკვიანად იყავით და ძაან მოკლე კაბებს ნუ აარჩევთო. ბევრი ძებნის შემდეგ სალიმ მუხლამდე, ტანზე კარგად გამოყვანილი წითელი კაბა აარჩია, თეკლემ ძალიან საყვარელი, მუხლს ოდნავ აცდენილი, წელს ქვემოთ გაშლილი შინდისფერი კაბა, ზურგი მთლიანად ამოღებული ჰქონდა. -თეკ ჩვენ ძამიკოს ნუ გამიგიჟებ. ვეხუმრებოდით მე და სალიკო. -ქეთი, სად დადიხარ გოგო, ლექცია რატო გააცდინე. უკნიდან მომესმა ვიღაცის ხმა. ჩემი კურსელები ანი და ლუკა იყვნენ. მოკლედ მოვუყევი რაც გადამხდა. მერე კაფეში წასვლა შემოგვთავაზეს. გოგონებს ვკითხე და ისინიც დავიყოლიე. ცოტახანს ვიჭუკჭუკეთ სალი და თეკლეც გავაცანი. სალი რაღაც უცნაურად იქცეოდა, სიცილს ვეღარ ვიკავებდი, ერთი სული მქონდა როდის ვეტყოდი რომ ყველაფერს მივხვდი, მერე კი დროებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. -ლუკას აქამდე რატო არ ვიცნობდი. -სალიკო რაიყო? ლუკა გევასა? სხვათაშორის ძალიან კარგი ბიჭია. -უბრალოდ ვიკითხე გოგო რაიყო? -კაი ხო, ჩემი კაბაც ავარჩიოთ, მალე თორე ფეხზე ვეფარ ვდგავარ. ბოლოს არჩევანი შავ გრძ ელ კაბაზე შევარჩიე, წინ ჩახსნილი იყო გული კი სამკუთხად ჰქონდა ამოჭრილი. შემდეგ იკას საჩუქრები ვუყიდეთ. მერე ჩვენ ’’მძღოლს’’ დავურეკეთ და სახლში დავბრუნდით ჩვენი შენაძენით კმაყოფილები. მოვწესრიგდით, და კაფეში წასასვლელად გავემზადეთ. კაფეში ლუკა და სალი კიდევ უფრო დააახლოვდნენ, სალის ბავშვობიდან ვიცნობ და ვამჩნევდი რომ ლუკას მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა. -აუ რამე ვითამაშოთ რა ცოტას გავერთობით. თქვა ანიმ. ყველას მოეწონა ეს აზრი. ბოლოს გადავწყვიტეთ რომ სიმართლე თუ მოქმედება გვეთამაშა, მიმტანს ბოთლი მოვატანინეთ და თამაში დავიწყეთ. ლუკას მოუწევს ჩემი დავალების შესრულება, ან პასუხის გაცემა. გვერდით სალი მეჯდა და გადმომჩურჩულა შეყვარებული თუ ყავს კითხე რაო. -არ ყავს სალ დამშვიდდი მოიცა ეხა, მაგარ რაღაცის გავაკეთებინებ. -აბა ლუკა სიმართლე თუ მოქმედება? ვკითხე ლუკას. -მოქმედება. რაკარგია მოქმედება რომ აირჩია , ახლა დამაცადე. -ესე იგი, მიმტანს დაუძახებ და ძმარს მოატანინებ შემდეგ კი მას დალევ. -მოიცააა, არაა, კაი რა. - მიდი ეხა, ხო იცი გაპროტესტებას აზრი არ აქვს. -ხო კარგი, მაგრამ შენ დამაცადე. მემუქრებოდა ლუკა, ჩვენ კი სიცილით ვიგუდებოდით. ლუკამ შეასრულა მისი დავალება, იჭყანებოდა და მემუქრებოდა. მერე წყლის ჭიქა მიყუდა თუმცა, მაშინვე იკივლა და უარესად დაიჭყანა. ვერ მივხვდით რა მოხდა, მარტო სალი იცინოდა. თურმე ჩუმად ჭიქაში მარილი ჩაუყრია. ამ გოგოს ნამდვილად ჩემი სკოლა აქვს გავლილი. -რაიყო ბიჭი ვარ და დამჩაგრეთ? წუწუნებდა ლუკა. მერე ანიმ კითხა თეკლეს რაღაც. სალის მარილ მოყრილი ნამცხვრის ჭამა მოუწია. და ბოლოს ვაიმე არა ლუკას მოუწია ჩემთან. -აბა ლამაზო სიმართლე თუ მოქმედება. ვიცოდი მოქმედებას თუ ვიტყოდი რაღაც საშინელებას მომთხოვდა, თუმცა ისეთ ჩამჭრელ კითხვებს სვამს ეს ბიჩი ნამდვილად მოქმედება მერჩია. -შურისძიების დროც დადგა. კბილებს ილესავდა ლუკა. -აბა ქეთ, მოისმინე განაჩენი, მიხვალ პირველ ბიჭთან რომელიც გოგოსთან ერთად შემოვა და ისტერიკას მოუწყობ, ეტყვი ბავშვით ხელში როგორ დამტოვე და ასე შემდეგ არა მგონია შენ მოფიქრება გაგიჭირდეს. _აუუ არა, ასე როგორ მიმეტებ, გიჟი ვეგონები ხალხს. -არ ხარ თუ? იცინოდნენ გოგოები. დიდი ხანი არ იყო გასული წყვილიც შემოვიდა, სახეზე ვერ დავინახე კაფეში დაბალი განათება იყო. გოგონას ქერა თმები ჩანდა, მაღალი ბიჩის კისერზე იყო ჩამოკიდებული. შორიახლოს დაჯდნენ და მიმტანს შეკვეთას აძლევდნენ. -შენი როლის დროა. მიმითითა ლუკამ. მიდი ქეთ. რაც იქნება იქნება. შევუძახე ჩემ თავს და წყვილისკენ გავემართე. ბიჭი ზურგით იჯდა პირდაპირ მივაჭერი და დავუწყე. -შენ უნამუსო, ასე როგორ მომექეცი. სინდისი არ გაგაჩნია? გოგოს თვალები შუბლზე აუვიდა. ბიჭი გიჟივით შემობრუნდა აშკარად გაკვირვებული ჩანდა. მაშინვე ამოვიცანი მისი თვალები. ღმერთო რატომ დღეს უკვე მეორედ ვუწყობ ამ ბიჭს ისტერიკას. სიმართლე ვთქვა მესიამოვნა მისი ნახვა, მაგრამ როცა ჩემი როლი გამახსენდა დიდად სახარბიელო სიტუაციაში არ ვიყავი, მაგრამ რა უნდა მექნა, არაფერი შევიმჩნიე და კვლავ გავაგრძელე. -მე ჩვილი ბავშვით ხელში დამტოვე, მპირდებოდი ცოლად მოგიყვანო, მაგრამ აორთქლდი, ახლა კი ვიღაც გოგოსთან ერთად ხარ აქ. ნამდვილი უნამუსო ყოფილხარ. სენ როგორ დაგიჯერე, თავი როგორ გავისულელე. მერე გოგოს მივუბრუნდი - შენ გგონია შენ სხვანაირად მოგექცევა? გამოგიყენებს და ჩემსავით მოგიშორებს თავიდან. ქერა გოგო წამოვარდა სკამიდან, ერთი კარგად გააწნა სილა სახეში და გარეთ გავარდა. მეგონა მას გაეკიდება და ყველაფრის ახსნას დაუწყებს, მე კი გადავრჩებიმეთქი, თუმცა თავი სულ არ შეუწუხებიაა, მე მომიბრუნდა და მხარში ხელი ჩამავლო. -ეს უკვე მეტისმეტია, დილით არაფერი გითხარი, მაგრამ ეს მართლა მეტისმეტია, ვინ ხარ ვან რა გინდა, ქაჯი და ისტერიჩკა რომ ხარ ეს უკვე გავიგეე. -მეტკინა იდიოტო გამიშვი ხელი. დავიკნავლე მე. მერე ალბათ მიხვდა ძალიან რომ მიჩერდა და ცოტა შემიშვა. -თურმე შენი შვილის მამაც ვყოფილვარ. ამდენ სისულელეს როგორ იფიქრებ. -რა იყო დღევანდელი სათამაშო გაგიქციე? არ იდარდო ალბათ არ გაგიჭირდება ახლის პოვნა. -მართალია, შეიძლება უკვე ვიპოვე კიდეც. ნუთუ ასე გინდა ჩემთან ყოფნა, რომ იეჭვიანე და გოგოც გამიქციე? -მართლა იდიოტი ხარ, შენთან ყოფნა არასდროს არ მომინდება და გამიშვი ხელი! -კარგი ლამაზო იცოდე ასე ვეღარ გადამირჩები. მაგიდაზე ფული დატოვა და გასასვლელისკენ გაემართა. მე ცოტახანი კიდევ გავცქეროდი კარებს, რომელშიაც გაუჩინარდა უცნობი ბიჭი, მერე კი ჩემი მაგიდისკენ ავიღე გეზი. ------------------------------------------------------------------------- ესეც მეორე თავი, იმედია მოგეწონებათ. ველოდები შეფასებებს. მადლობა ყველას დადებითი შეფასებებისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.