შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსოფლიო სხვა თვალით (თავი მეშვიდე)


15-01-2018, 20:05
ავტორი LevanB
ნანახია 963

თავი მეშვიდე
"შიმშილი"

ჰარისონი დღეს ცუდ ხასიათზე იყო . ძირითადად მის სახეზე ბედნიერების კვალი არასდროს არ არის ,მაგრამ ახლა იგი მოღუშულიყო და ბოლთას სცემდა, თან ჩანაწერებს აკეთებდა. ბოლოს ჩამოჯდა და თავისი გრძელი ფეხები გაშალა.
-მეგობრებო - დაიწყო ფორმალური მიმართვით.- მიუხედავად იმისა რომ ჩემი კვლევები ნელ ნელა წინ მიიწევს მე ვიცი რაც ხდება ჩვენს გარშემო. დღეს დილით საწყობში შევიხედე და იმდენად ცოტა საკვები დაგვრჩა რომ შეიძლება ხვალამდე ვერც გასტანოს თუ გავითვალისწინებთ იმას რომ პური საერთოდაც აღარ მოიპოვება რომელსაც ვადა არ აქვს გასული ჩვენ ისეთი საჭმელი გვჭირდება რომელიც საკმარისად გვეყოფა . თუ არ გავითვალისწინებთ თქვენს რაოდენობას, მაშინ ის საკვები რაც მე და მაიკლს გვქონდა საკმარისი იყო რამოდენიმე თვე გაეძლო ჩვენთვის ,მაგრამ ჩვენი რაოდენობა ორის მაგივრად ახლა უკვე რვაა რაც ბევრად აღემატება განსაზღვრული საკვების რაოდენობას და ამიტომაცაა რომ საკვები მთავრდება.
-მაშინ ისღა დაგვრჩენია რომ ძიებას შევუდგეთ -რიჩარდმა დანა ქარქაშში ჩადო და ჭიქა წყალი წამში ჩაცალა.
-არც ისე ადვილია როგორც თქვენ გგონიათ რიჩარდ.
-ჰარისონ, ჩვენ ამ სამყაროში ასე ვთქვათ მარტო ვართ . რატომ გგონია რომ გაგვიჭირდება ახლომახლო საკვების პოვნა.
-თქვენი საქმის თქვენ უკეთესად იცით,მე თქვენთვის კიდევ რაღაც სათხოვარი მაქვს.
-რაც არ უნდა იყოს
-მე კიდევ ერთი მათგანი მჭირდება. მინდა შედარება გავაკეთო ორ ინფიცირებულს შორის.მაინტერესებს მათი შინაგანი აგებულება და ასე შემდეგ.
-მოდი დროებით ეს ყველაფერი გადავდოთ ჰარისონ.- ელისონმა ზურგჩანთა მოიკიდა და დერეფანს გაუყვა
-მართალია. ჩვენ ამჯერად სხვა საზრუნავიც გვაქვს ექიმო. თუ რა თქმა უნდა თქვენ ნაწყენი არ დარჩებით- მხარი ავუბი მეც.
-ნიკ ,ხალგაზრდავ.მე მშვენივრად მესმის ის სიტუაცია რაშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და დიახ , ჩემი გამოკვლევები დროებით მოიცდის მაგრამ რაც მალე იქნება უფრო უკეთესია თითოეული ჩვენგანისთვის.
ჰარისონისთვის პასუხი არ გამიცია ისე გავედი შენობიდან და ელისონის გვერდით ადგილი დავიკავე.
-ფილიპი ძალიან შრომისმოყვარეა მეგობრებო. ყველანაირად ცდილობს რომ ამ თავსატეხის ამოხსნა გაიგოს- რიჩარდმა სიგარეტს მოუკიდა და მე მომიბრუნდა.
-ახლა როცა ჩვენ სამივე აქ ვართ,მითხარი რა ხდება შენს და ემის შორის . - თვალები გაუფართოვდა
-საბედნიეროდ ყველაფერი კარგადაა, ისევ ისეა როგორც ადრე.- მე არასდროს მიყვარდა ჩემს თავზე და ურთიერთობებზე ბევრი ლაპარაკი, რის გამოც ადამიანს შეიძლება ეფიქრა რომ სიტყვაძუნწი გახლავართ.
-რა გულჩათხრობილი ბიჭია -ელისონი ბედნიერად ისროდა ირონიულ სიტყვებს რომელიც საკმაოდ ბევრი ჰქონდა.
-კარგი, ნამდვილად არ მინდა თქვენ ორის ჩხუბის მომსწრე გავხდე ამიტომ ჯობია იქ წავიდეთ სადაც საჭიროა და მალევე დავბრუნდეთ უკან.
-მე თითქმის არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი საკუთარი ცხოვრებით, არასდროს ვიცოდი რა გრძნობა იყო სიყვარული , თუნდაც მშობლების სიყვარული. არ მყოლია ისეთი მამა რომლითაც შემიძლია ვიამაყო და ვთქვა რომ რამე მასწავლა , არაერთხელ მიფიქრია რა მიზანი აქვს ჩემს ცხოვრებას მაგრამ სწორედ ამ პასუხის პოვნაში გავიდა ამდენი დრო და დარწმუნებული ვარ სულ ასე იქნება.- ვთქვი მე და მანქანაში კარგად მოვკალათდი.
მე ვხედავდი ორ თანაგრძნობის გამომხატველ სახეს მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა რადგან ყოველთვის ყველას იგივე რეაქცია ქონდა. მე ვუყურებდი განადგურებულ ქალაქს და ჩემს ცხოვრებას მას ვამსგავსებდი. რიჩარდმა ჩამწვარი სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა და მანქანა გააჩერა.
-მოდი აქედან დავიწყოთ- თქვა მან და ხელი წინ გაიშვირა სადაც პატარა მაღაზია მოჩანდა სახელწოდებით "გემრიელი", რომელიც არც თუ ისე მეგობრულად გამოიყურებოდა.ელისონმა ჩანთიდან დანა ამოიღო რომელმაც მზის სხივები იმ წამსვე აირეკლა და თვალისმომჭრელად გაიელვა.
საერთოდ არ მეხალისებოდა რომელიმე შენობაში ბოდიალი მაგრამ ჩემი შიმშილის გრძნობა დროდადრო უფრო მაწუხებდა და დიდი არჩევანი არ მრჩებოდა. დანა მოვამზადე და ორივემ რიჩარდს შევხედეთ ,რომელსაც ამდენი სიგარეტისგან წვერი გაყვითლებული ჰქონდა.
-ესეც ჩემი ბოლო ღერი.- გაიცინა და ცარიელი კოლოფი უსულოდ დაეცა მიწაზე.
-მომყევით- თქვა და საფირმო მაჩეტე ხელში მოიმარჯვა.
მაღაზია ისეთ ღარიბ შთაბეჭდილებას ტოვებდა ,რომ ადვილად შეამჩნევდით კედლებზე ბზარებს . სალაროსთან კი ჩამწვარი სიგარეტების მთელი კოლექცია იყო თავმოყრილი.
პირადად მე არც თუ ისე კმაყოფილი დავრჩი იმით რისი წამოღებაც აქედან შევძელით. არც თუ ისე სახარბიელო საკვები იყო. უმეტესად მაინც კონსერვის ქილები იყო შერეული მაგრამ სულ არაფერს ნამდვილად სჯობდა,თანაც მხოლოდ ისინი ვარგოდა საჭმელად.
-რამოდენიმე დღე მაინც გვეყოფა- რიჩარდი უკმაყოფილო სახით და ფართო ნაბიჯებით მიაბიჯებდა ავტომობილის მიმართულებით.
-არაუშავს, მთელი აქ ყოფნის მანძილზე ეს პირველად მოხდა მაგრამ შემდეგში უკეთესს ვიპოვით - ელისონი თავისებურად მშვიდად საუბრობდა და სახეზე ღიმილი არ შორდებოდა.
-რა თქმა უნდა.- ბუტბუტებდა რიჩარდი და საჭეს მიუჯდა.
მართლაც რომ დიდი არაფერი იყო მაგრამ, საკმარისი იყო რომ რამოდენიმე დღე მშიერი არ ვყოფილიყავით.
-ფილიპის საქმე?- იკითხა რიჩარდმა როცა ყველა ერთად ვისხედით.
-მოიცდის. ჯერჯერობით მაინც- ვუთხარი მე.
წინ კი საკმაოდ გემრიელი სადილი გველოდა და ჩემს მუცელს ბედნიერება დაეტყო.
-იცი, ხანდახან ვერ ვხვდები რისთვის ვცოცხლობ დღესდღეობით. არც ერთი ჩემი ნათესავი არ არის ცოცხალი რომ ვნახო. რა არის ყველაფრის მიზანი ამ ცხოვრებაში.- რიჩარდი საჭეს თვალს არ აშორებდა და ეტყობოდა რომ ეს კითხვა დიდი ხანია თავიდან არ შორდებოდა.
-რთულია იცხოვრო ისეთ სამყაროში სადაც ადამიანების უმეტესობა ცხოვრებას ისე მიუყვება თითქოს ის უსასრულო იყოს.ქუჩაში მიდიხარ და ხედავ წაშლილ სახეებს რომლებიც არაფერს გამოხატავენ, არც სიხარულს და არც მწუხარებას.შემდეგ შენც გიჩნდება სურვილი რომ მათნაირი გახდე ,ერთხელაც ფიქრობ და ხვდები რომ ვერაფრით ცვლი ცხოვრებას უკეთესობისკენ რომ ბედნიერი იყო რადგან გარშემო ყველა ერთნაირ ემოციას გამოსცემს.აი მე კი სხვანაირი ვარ, ყოველთვის ვფიქრობ თუ რამხელა ბედნიერებაა ყოველ დილით გაღვიძება. ადამიანმა რომ ყველა პატარა დეტალს სხვა თვალით შეხედოს მასზე ბედნიერი არავინ იქნება.ყველა დავკარგე ვინც ჩემს გარშემო იყო, გარშემო თქვენც კარგად ხედავთ რა ხდება მაგრამ ცხოვრებას ვაგრძელებ, იქამდე სანამ ჩემი დრო არ მოვა რომ მათ ისევ შევხვდე ზემოთ.- ელისონის ლამაზი თვალები მზის შუქზე ბრწყინავდა ისე როგორც ბრილიანტი და მის მშვენიერ სახეს ისე ეფინებოდა ღიმილი, როგორც პირველი თოვლის ფიფქები მიწას. არასდროს არ ცდილობდა რეალობა შეემჩნია და სწორედ ამიტომაც თითქმის ყოველთვის ბავშვური სახე ეტყობოდა.
-ელისონი მართალია, ჩვენ ყველაფრის მიუხედავად ერთმანეთს შევხვდით, ერთმანეთი გაგვაჩნია და ამ ყველაფერთან ბრძოლაშიც ერთად ვიღებთ მონაწილეობას. მოვა დღე და ჩვენ ვიპოვით როგორ დავასრულოთ ეს ყველაფერი.- რიჩარდმა როგორც იქნა გაიღიმა.
-იცით რამდენ რამეზე მიფიქრია მთელი ამ დროის განმავლობაში?.- მე რიტორიკული კითხვა დავსვი და გავაგრძელე.
-აი წარმოიდგინეთ რომ ისევ ის ძველი დროა, ყველა ცოცხალია, ღამით ოჯახში ფუსფუსი და ყველაფერი ის ხდება რაც ყოველდღიურად იყო და წინასწარ იცოდეთ რაც უნდა მოხდეს, იმ დღეების განმავლობაში ისე გავატარებდი ცხოვრების ყოველ წუთს როგორც არასდროს. არ იქნებოდა დროის უაზრო ფლანგვა და ასე შემდეგ მაგრამ ეს დღევანდელ ცხოვრებაში არაფერს ცვლის, ამიტომაც მოდი მომავლის თვალით ვიცხოვროთ თითქოსდა ეს ბრძოლაა რომელშიც ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.
რიჩარდმა თავი გააქნია.
-სიყვარული ის გრძნობაა რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს აგიჟებდა, 18 ის ვიყავი როცა ერთი გოგო ჩეთის საშუალებით გავიცანი , აღმოჩნდა რომ ერთმანეთს კარგად გავუგეთ. დღე დღეს მისდევდა და ჩემში იკარგებოდა თავმოყვარე თინეიჯერის ცხოვრება და ამ ყველაფერს სიყვარული ანაცვლებდა, დღითიდღე იზრდებოდა ჩემი ის უცნაური გრძნობა რომელიც თავიდან არ ვიცოდი რა იყო. უკვე ერთი კვირა შესრულდა რაც ვიცნობდით ერთმანეთს, დავემშვიდობე როგორც ყოველთვის თბილად ძილინებისა ვუსურვე და დასაძინებლად დავწექი. ძილი არაფრით არ მომეკარა და როცა თვალები დავხუჭე თვალწინ ამ გოგოს სახე მედგა, სულელივით ვფიქრობდი რა მჭირდა.
უკვე ოფიციალურად ნახევარი საათი გავიდა და მე ისევ ისეთ სიტუაციაში ვიყავი, შუა ივლისის რიცხვებია მაგრამ გამორჩეულად კარგი ამინდი არასდროს იცოდა ჩემს ქალაქში. არც ამ ღამეს არ ყოფილა არაფერი გამორჩეული მაგრამ შინაგანად ცეცხლი მეკიდა და ვერაფრით ვერ გავიჩერე გადასაფარებელი. ვფიქრობ და ვხდები რომ უკვე რაღაც მაკავშირებს მასთან, რაღაც ძლიერი რასაც ხალხი სიყვარულს ეძახდა. ჩემი ერთფეროვანი და მოსაწყენი ცხოვრება იცვლებოდა როცა მას ვწერდი. ბედნიერი ვიყავი და ბავშვური გრძნობ მეუფლებოდა რასაც ვერ ავხსნიდი. მშობლები უცნაურად მიყურებდნენ.მე და ყურსასმენები განუყრელი მეგობრები გავხდით და ვიცოდი რომ რაღაცნაირად დავუკავშირდი, რაღაც უცნაური სულიერი კავშირით.დრო გადის და ამ გოგოს ვეუბნები რომ მის მიმართ გრძნობა მაქვს და ყველაფერი შესანიშნავად ეწყობა, ზუსტად ერთ თვეში ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით . ისეთი ბედნიერი ვიყავი როგორც არასდროს, ბედნიერებაზე მეტი იყო ის რასაც ჩემი სხეული გრძნობდა . ადამიანს თუ ძალიან შეიყვარებ მასზე დამოკიდებული ხდები ნიკ. მეც ასე ვიყავი და გავიდა დრო, ყველაფერი ირევა. თითქმის აღარ მწერს მე კი ვერანაირად ვერ შევეხმიანები რადგან მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით გვყავს ერთმანეთი. საბოლოოდ ხდება ის რაც ხშირად მომხდარა ცხოვრებაში, იმედგაცრუება.არანაირი პასუხი და მაშინ ალტერნატიული სამყაროს წევრი გავხდი, არანაირი ბედნიერება და არაფერი, წაშლილი სახე და ცარიელი სევდა ვიყავი.სულიერად ვიტანჯებოდი მაგრამ ჩემი ბრალი იყო რომ ასე ძალიან დავაძალე ჩემს თავს მისი შეყვარება.
-ცუდად მოექეცი? -მე უკვე ინტერესი მკლავდა.
-რას ამბობ ნიკ, მე არასდროს არავის არ ვტკენ გულს, ასეთი ბუნების ადამიანი ვიყავი ყოველთვის. გაურკვევლობა იყო და სწორედ მაგის გამო მქონდა ფიქრებით თავი გამოჭედილი. სიყვარულს ტკივილის მოტანაც შეუძლია და როცა გული ვინმესთან ურთიერთობას გკარნახობს არასდროს აჩქარდე.ახლა კი რეალობაში დავბრუნდეთ მეგობრებო რადგან სახლში მივედით. მანქანის ძრავმა განგმირული ხმით დაიღრიალა და სიჩუმემ მალევე დაისადგურა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent