შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსოფლიო სხვა თვალით (თავი მეხუთე)


7-07-2017, 16:30
ავტორი LevanB
ნანახია 1 112

თავი მეხუთე
"კვლევები"

-ჰარისონ შენ ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოცებას, საოცარი ჩაის მომზადება იცი- რიჩარდი მხიარულად საუბრობდა
-გეთაყვა, ეს დედაჩემის საიდუმლო უფროა ვიდრე ჩემი, ამიტომ ამას ჩემს თავს ვერ მივაწერ - ჰარისონმა გაიცინა და შემდეგ დიდი რვეული გადაშალა რომელიც მუხლებზე ედო.
-ესეიგი, 2035 წლის ხუთი მაისს მე აქ მიწერია პირველი ცვლილებები რაც ქვეყანაში მოხდა, ამ დროს ჯერ კიდევ ერთი პროცენტი იყო დაინფიცირებული- სამი ოთხი ფურცელი გადაშალა და განაგრძო.- აი ისიც, რვა ივნისი
-რვა ივნისს მე და ემიმ დავტოვეთ მასაჩუსეტსი - თქვა პიტერმა და ცარიელი წიქა მაგიდაზე დადო.
- ძალიანაც კარგად მოქცეულხართ , ეს ის დღეა სადაც ჩემი გამოთვლების მიხედვით ყველაზე დიდი გარდაქმნის პროცესი მოხდა ვირუსის ისტორიაში.
-ჰარისონ ,რასთან გვაქვს შეხება? - რიჩარდი წამომდგარიყო და ბოლთას სცემდა.
- კაცობრიობის ისტორიაში იყო რამდენიმე შემთხვევა როდესაც ადამიანს ისეთი რამე რაც დღეს ხდება. ნუ თითქმის მსგავსი , არსებობდნენ ადამიანები რომლებსაც ადამიანის სისხლით სჭირდებოდათ კვება და რა თქმა უნდა სახელმწიფო ამას არ ასაჯაროებდა , ჩემამდე კი ეს ინფორმაცია ჩემი​ კარგი მეგობრის წყალობით მოვიდა დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ. მე ვფიქრობ რომ შეიძლება ამას მუტაციური კავშირი ქონდეს იმასთან რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ადამიანზე დაგეშილი​ ადამიანის ფიგურაა რომელსაც სულ სხვა რამ მართავს, სხვათაშორის მე ძალიან მაინტერესებს ამ ორგანიზმის გამოკვლევა. მაინტერესებს აქვთ თუ არა ყველა ის ორგანო რითაც ადამიანი ფუნქციონირებს და ასე შემდეგ, სისხლის ანალიზი და ბევრი რამე ჯერ კიდევ გამოსაკვლევია მეგობრებო , მაგრამ ერთ ერთი ფაქტორი ის არის თუ რამდენად ბევრია მათი რაოდენობა არავინ​ იცის და თუ ჩვენ მსოფლიოს მოსახლეობას ავიღებთ ჩვენს წინააღმდეგ შანსი ნულის​ ტოლი იქნება , ესეც რა თქმა უნდა ვარაუდით რადგან იქნებ კიდევ არიან ჩემნაირი და თქვენნაირი ადამიანები რომლებიც თავს იტეხავენ ოღონდ ამ ყველაფერს რამე მოუხერხონ?
-სრულიად შესაძლებელია ექიმო, იმ სამყაროში სადაც ჩვენზე ნადირობაა გამოცხადებული მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ ის გაგვაჩნია ხელთ რასაც წყვილი თვალი ხედავს - პიტერის გამჭრიახობა ხშირად იკვეთებოდა.
-მისტერ პიტერ ხომ?, დიახ დიახ თქვენი ვარიანტი ყველანაირად გამართლებულია უბრალოდ მე ვაპირებ რამე ასე ვთქვათ წამლის გამოგონებას რომელიც კაცობრიობას გადაშენებისგან დაიცავს, მაგრამ ამას დრო დასჭირდება თანაც ძალიან დიდი დრო.- ჰარისონი სავარძელში ჩაეშვა.
უკვე ყველამ იცოდა ჩემი დღიურის ისტორია და ის ფაქტი რომ მათ სიტყვებს სიტყვა სიტყვით ვიწერდი უკვე არაფრად მიაჩნდათ.
-ესეიგი ხვალ პირიქით, ჩვენ ვნადირობთ ხო? -რიჩარდი სიხარულისგან აღარ იყო
-ასე გამოდის, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ერთი გვჭირდება- ჰარისონმა ძილინებისა გვისურვა და გავიდა. მე კი ჩემთვის განკუთვნილ დერმატოლოგის ოთახში გავედი ემისთან ერთად და მთელი საათი ლაპარაკში გავატარეთ.
გამოსაკვლევ საწოლზე კომფორტულად ნამდვილად არ მეძინა და სწორედ ამან გამოიწვია ჩემი დილის ხუთ საათზე გაღვიძება , ბოლო გადატრიალებაც და მე უკვე იატაკზე ვეგდე საბანში გახვეული. სამაგიეროდ ამაზე სწრაფი გამოფხიზლება არ შეიძლებოდა და ოთახში გავედი სადაც ცხელი ჩაი გავიკეთე, შემდეგ კი ჰარისონის ჩანაწერების კითხვაში შუადღეც დადგა და ოთახი მეგობრებით გაივსო. მე არასდროს ვიყავი სოციალისტური ადამიანი მაგრამ მომიწევდა იმ ფაქტთან შეგუება რომ მარტო ცხოვრება დღესდღეობით არ ვარგოდა.
-აბა მზად ხართ? -რიჩარდმა ლაზათიანად გაიზმორა.
-არამგონია ერთი სულელიდა ნელი არსების მოკვლას ამდენი ადამიანი სჭირდებოდეს - ირონიით უთხრა ელისონმა
-ოჰ თქვენ როგორ ცდებით მშვენიერო ელისონ- ჰარისონმა ოთახში შემოაბიჯა.
-სწორედაც რომ ეს არსებები არიან იმაზე საშიშები ღამით ვიდრე რომელიმე სხვა მათგანი
- სხვა მათგანი? - ინტერესი მკლავდა.
- ალფა 1 , ალფა 2, ბეტა და ნემესისი ეს ის ოთხი კატეგორიაა რომელიც მე შევადგინე და მათი უნარები განსხვავდებიან ერთმანეთისგან
-ანუ თქვენ იმას ამბობთ რომ ყველა ინფიცირებული ერთნაირი არ არის? -რიჩარდი შეიშმუშნა.
-დიახ , სწორედაც რომ ამას ვამბობ რიჩარდ, ყოველდღიურად როდესაც ყველაზე სუსტ მათგანს ხდებით და ებრძვით ეს ალფა ერთია, ინფიცირებულთა კლასის პირველყოფილი და განუვითარებელი არსება, შემდეგ მოდის ალფა ორი რომელიც შედარებით ჭკვიანი და საშიშია. შემდეგი რიგში გვყავს ბეტა რომელიც წინა ორზე ბევრად ჭკვიანია და ღამით ოთხჯერ მეტადაც . და ბოლოს გვყავს ნემესისი რომელიც დანარჩენ სამივეზე ბევრად ძლიერი და საშიშია , მათი რაოდენობა ძალიან ცოტაა , იმდენად რომ ათასში ერთიც შეიძლება არ იყოს , მზის შუქზე ის სწრაფია მაგრამ ღამით ორმაგად სწრაფი ხდება , საბედნიეროდ კარგი მხედველობით ვერ გამოირჩევა რასაც ვერ ვიტყვით მის სმენაზე, ამიტომ თუ ოდესმე მას გადაეყრებით ჯობია არც კი გაინძრეთ დამალვის დროს.
-ეს ყველაფერი შემზარავად ჟღერს- ემიმ მომიახლოვდა და ხელი ხელში გამიყარა.
-და არის კიდევაც .ექიმო თქვენ საიდან იცით ამდენი რამე? -პიტერი ვერ ისვენებდა.
-დაკვირვების შედეგად, მე მყავდა მაიკლი​ რომელიც ჩემი ასისტენტი იყო და გმირი რომელიც ამ კვლევების მსხვერპლი გახდა. მის გარეშე მე ამდენი ინფორმაცია არ მექნებოდა. -ჰარისონმა მოიწყინა.
-ძალიან სამწუხაროა, ექიმო ახლა კი თქვენის ნებართვით ჩვენ წავალთ და იმედია ალფა ერთს მაინც მოვიყვანთ თქვენამდე- თქვა რიჩარდმა და თვალებით კარებისკენ გვანიშნა.


პ.ს - თუ გაქვთ რაიმე რჩევები შემეხმიანეთ აქ ან Facebook გვერდზე :) მადლობა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent