ბაბნიკს მხოლოდ ქაჯი თუ მოარჯულებს (4)
ძალიან აღელვებული ვიყავი, ჩემ თავზე ვბრაზობდი ეს როგორ გავაბედინე. ცოტა მქონდა გავლილი ფეხებთან მანქანა გაჩერდა, მეჩვენებოდა რომ ყველაფერი ტრიალებდა. ფანჯარა ჩამოწია ალექსანდრემ -ჩაჯექი წაგიყვან. -შენ მე ვინ გგონივარ, თავი დამანებე შემეშვი ჩემით წავალ. -შენ სად უნდა წახვიდე ამ გამე მარტო ნაბიჯს ნაბიჯზე ძლივს ადგამ, ეგეც რომ არა ათასი გიჟი დადის თბილისის ქუჩებში. -შენზე უარესი ვინ უნდა შემხვდეს? -მისმინე, ვიცი რომ იკას დასავით ხარ და მის გამო ვერ დაგტოვებ თორემ სულ არ მაინტერესებს რას იზამ. -თუ არ გაინტერესებს წაბრძანდი, შემეშვი გამანებე თავი, გაიგე? შე-მე-შვიი. მგონი ყვირილში გადავედი, ისედაც გიჟი ვარ თან სასმელმაც იმოქმედა. ქეთი რა გინდოდა კიდევ შარში გაყავი თავი, არ გახსოვს ბოლოს რომ დალიე იკას აცემინე 2 ბიჭი, ეხა რატო არ ისვენებ. ვუთხარი ჩემ თავს. შემდეგ ისევ ალექსმა გააგრძელა -ქეთი ან ახლავე ჩაჯდები სენი ნებით ან გადმოვალ და ძალით ჩაგტენი მანქანაში, ხომ გაიგე? ეს ძალიან სერიოზულად თქვა და შემომაჩერდა ჩემ პასუხს ელოდა. -სხვა გოგოს გაეკიდე ძალიან გთხოვ. ეს ვუთხარი და ბორბალზე ჩემი შავი ქუსლიანებით ფეხი მივარტყი (მაშინ არ მეტკინა, თუმცა მეორე დღეს ჩალურჯებულიც კი მქონდა) გზა ისე გავაგრძელე თითქოს არაფერი. მეგონა აღარ მომყვებოდა, იქნებ მართლა მინდოდა არ წასულიყო და აქ ასე არ დავეტოვებინე, იქნებ კი არა მართლაც მინდოდა, ჩემი მეორე მე მიბრაზდებოდა მას მხოლოდ ისე უნდა გამოგიყენოს როგორც სხვა გოგოებს იყენებს, ერთი დღე არაა რაც იცნობ და უკვე გაკოცა, თუმცა ამ სიცივეში და თან შუაღამე მთვრალს სახლში მარტო წასვლას მერჩივნა მას წავეყვანე. თან იკას ძმაკაცია და არაფერს არ დამიშავებს დარწმუნებული ვარ. უკვე იმედი გადამეწურა რომ წამიყვანდა, უკანაც ვერ ვიხედებოდი, მაგრამ კიდევ კარგი კარების გაღების ხმა გავიგე, ალექსი გადმოვიდა მკლავზე ხელი მომკიდა თუმცა არა ისე უხეშად როგორც კაფეში, ახლა რაღაც სითბოც კი ვიგრძენი ამაში. აგარ შევეწინააღმდეგე, დასჯილი ბავშვივით გავყევი, ხელს მაინც არ მიშვებდა. მანქანის კარი გააღო ჩამსვა და ღვედი შემიკრა. მანანას მოუარა და თვითონაც დაჯდა მძღოლის ადგილას. რამოდენიმეჯერ გამომხედა თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ არაფერი უთქვამს. ცოტახანში თქვა სიმღერებს ჩავრთავო თითქმის აღარ მესმოდა, მეძინებოდა თუმცა ტკბილად ჩამესმა სასიამოვნო წყნარი მუსიკის ხმა. თავის ტკივილი მაღვიძებს, ვცდილობ თვალები გავახილო, თუმცა უშედეგოდ, ბოლოს გავახილე და სრულიად უხო გარემოში აღმოვჩნდი, სურნელიც კი უცხო თუმცა ნაცნობი იყო. ოთახში მიმოვიხედე და რას ვხედავ ლოგინზე ალექსი ზის და მაკვირდება , ურცხვად და ინტერესის თვალებით მომჩერებია აინტერესებს რას ვეტყვი. -აქ რას აკეთებ? ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა, თუმცა მაინ აკანკალებული ხმით ვუთხარ, გუშინ იმის მერე რაც მანქანაში ჩამსვა არაფერი აღარ მახსოვდა. -მეკითხები მე რას ვაკეთებ ჩემ სახლში, ჩემ საწოლზე? ირონიით მიპასუხა მან. -გუშინ ესეთი უხეში არ ჩანდი და ძალიან ვნებიანიც იყავი. ღმერთო არა, რას ამბობს, ტვინში ყველაფერი დატრიალდა, რას ამბობს არა შეუძლებელია, რაღაცას მატყუებს ასე არ მოვიქცეოდით შეუძლებელია. ტანზე დავიხედე და დიდი მაისური მეცვა კი მაგრამ ეს როგორ მოხდა ვცდილობ გონება დავძაბო მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ. საწოლიდან წამოვარდი და ყვირილი დავიწყე. - ეს როგორ გამიკეთე, ახლავე ამიხსენი რას მეუბნები, რა მოხდა გუშინ ჩვენ შორის ამიხსენი. ასე როგორ მომექეცი, მე ხომ ნასვამი ვიყავი, შენ ხომ იკას მეგობარი ხარ ეს როგორ გამიკეთე ?ვყვიროდი და ცრემლები ისე წამომივიდა ვერც კი შევამჩნიე. ალექსმა რომ ვერაფერი იღონა ორივე მხარში ჩამავლო ხელი და ცოტა შემარყია. -ქეთი დამშვიდდი რა დაგემართა? შენ მე ვინ გგონივარ? შენი აზრით ნასვამ გოგოს თან შენ ხელს დაგაკარებდი ? ჯერ ეს ერთი ჩემში არავითარ ვნებას არ აღძრავ, ერთი ქაჯი ბავშვი ხარ. მარტო რომ გამეშვი სახლამდე ვერ მიხვიდოდი, შემეცოდე და წამოგიყვანე, შენ კიდევ ისტერიკებს მიდგამ, უკვე დავიღალე შენი მოსმენით. ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ჩემთვის, ტირილს ვუმატე ალექსი ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა და დაბნეული თვალებით მიყურებდა. -მაიკა შენ ჩამაცვი. -კაბით ვერ დაგაწვენდი, არც შემომიხედია ისე ჩაგაცვი დამშვიდდი. ლოგინზე ჩამომაჯინა და წყალი მომაწოდა,- დამშვიდდი გთხოვ, ნუღარ ტირი. -ჩემებს რა ვუთხრა? -დაწყნარდი იციან, მანქანაში ჩაგეძინა, შენი მისამართი არ ვიცოდი არც გასაღები მქონდა, ჩემთან წამოგიყვანე მარტო ვცხოვრობ, იკას დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი და კიდე, მე დივანზე მეძინა. -სააბაზანო მარჯვნივაა, კარადაში ჩემი ტანსაცმელია იქნებ რამე მოირგო ჩაიცვი და გამოდი, რამე ვჭამოთ, მერე წაგიყვან. მაიკას ალექსანდრეს სურნელი ჰქონდა, კარადასი შედარებით პატარა ზომის სპორტული ზედა ვნახე რომელიც კაბად უფრო მქონდა, შარვალიც ავიღე, ყველაფერს მისი სურნელი ჰქონდა და მაბრუებდა. ცივი შხაპი მივიღე, თავის ტკივილმა ცოტა გამიარა, სულ ალექსის სიტყვები ჩამესმოდა „ერთი ქაჯი ბავშვი ხარ“. ჩავიცვი და გავედი. ცოტა ავიბენი დიდი ბინა იყო, ბოლოს სამზარეულოს მივაგენი და შევედი . ალექსი ზურგით იდგა გაზქურასთან -ალექსანდრე ბოდიში დილით ჩხუბი რომ დაგიწყე, ძალიან ავნერვიულდი იცი მე მეგონ... გამაწყვეტინა -კარგი, ნუ მიხდი ბოდიშს დაჯექი ყავა დაგისხი, მაღაზიიდან რაღაცეები ამოვიტანე, მწნილიც არის ალბა გენდომება. ჰო სულ დამავიწყდა გიხდება ჩემი ტანსაცმელი. -მადლობა, დაგიბრუნებ. -თუ გინდა დაიტოვე სამახსოვროდ. -გეყოს, სადაა მწნილი? -ნახე მაანდ პარკში დევს ყველაფერი. ვისაუზმეთ, სხვათა შორის ეს ბაბნიკი კარგი მეოჯახე აღმოჩნდა, ყველაფერი აალაგა და წავედით. მანქანა სადარბაზოსთან იდგა კარი გამიღო და ჩამსვა მერე თვითონ ჩაჯდა და მისამართი მკითხა. უხმოდ მივედით მადლობა ვუთხარი და წამოვედი. მანქანა არ დაძრულა სანამ სადარბაზოში არ შევედი მერე კი გიჟივით მოსწყდა ადგილს. სწრაფად ავირბინე კიბეები და კარებზე დავაკაკუნე. კარი სალიმ გამიგო რა მოხდას თვალებით. -ვიცი და ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები ჯერ შემომიშვი და ამომასუნთქე. ჩემ ოთახში შევედით, სალი მთელი ყურადღებით მისმენდა ჯერ გამიბრაზდა მერე იცინა. -ისე შენ თუ ვინმე ამას გაგიბედავდა ნამდვილად არ მეგონა, ისე როგორ გაბედა იკამ რომ გაიგოს ხო იცი, არავის გაკარებს თან 2 დღეა იცნობ და ის მისი ძმაკაცია ფაქტიურად მისი და გამოდიხარ. -მასეც მითხრა ჩემთვის მხოლოდ ერთი ქაჯი ბავშვი ხარო მაგრამ რატომ მაკოცა, არ ვიცი სალ. -რაოო, უნამუსო გიშინ მთელი სარამო თვალებით გჭამდა. -ალბათ მოგეჩვენა, მოკლედ იკას არაფერი უთხრა და დავივიწყოთ ჩვენც. -აუ არა მგონია ალექსმა ასე დატოვოს დამიჯერე. -კარგი აღარ გვინდა მაგაზე ლაპარაკი, თან ბევრი სამეცადინო მაქ. -კარგი მე გავდივარ, იკამ გამოო საღამოს შენ წამო რა. კატის თვალებით შემომხედა სალიმ. -არვიცი არამგონია მოვასწრო თან დღეს მეორეჯერ ალექსის ნახვა აღარ მინდა. -დაფიქრდი მაინც გულ, წავე და გელოდები. -ჭკუით იყავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.