ცუდს ყოველთვის მოსდევს კარგი ( 7 თავი )
7 თავი მეორე დღეს მშობლებთან ერთად ვისაუზმეთ, შემდეგ კი რომის დასათვალიერებლად გავედით. თავს ჩიტივით ვგრძნობდი. რამდენჯერ მიოცნებია რომის დათვალიერებაზე და ამიხდენია სალისთან ერთად. მაგრამ მეორე” შენს” ადამიანთან ერთად ყველაფერს სხვა ელფერი აქვს. ჯერ კოლიზეუმთან ვიყავით. ანდრო და ალექსანდრე ავიკელით ჩვენი ფოტოებით, ბოლოს დაგვაშინეს სახლში დავბრუნდებით თუ არ შეწყვეტთო ამდენი ფოტოს გადაღებას. თუმცა შემდეგ გავიბუტეთ და ტკბილეული ვაყიდინეთ შესარიგებლად. რომულუსის და რემუსის ძეგლიც დავათვალიერეთ და მათი ისტორიაც მოვისმინეთ. არ ვიცი როგორ უნდა ავღწერო ის წუთები, დავდიოდი რომის ქუჩებში სამ ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად და მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ყველასგან თავისუფალნი. უკვე მოშიებულებმა რომის მოედანზე არსებულ რესტორანში იტალიური სამზარეულოც დავაგემოვნეთ. რათქმუნდა მოტოციკლეტზე დაჯდომის გარეშე რომიდან არ წამოვიდოდი. გვინდოდა ყველას გაგვესეირნა, თუმცა ანდრომ არ იცოდა ტარება ამიტომ გადავწყვიტეთ დავცილებულიყავით. - აბა ქალბატონო , თქვენ განდოთ სიცოცხლე თუ გინდა დღეს სახლში დაბრუნება და მე დავჯდე- ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე და მოტოციკლეტი გამოიყვანა ქუჩაში. უხმოდ დავჯექი მოტოციკლეტზე და ვანიშნე რომ უკან დამჯდარიყო. თავი გააქნია და უხმოდ მომიჯდა. მაშინვე დავძარი,თუმცა ისეთი გადატვირთული იყო ქუჩები, სიჩქარეს ვერ მოვუმატე სანამ შედარებით ცარიელ ქუჩაზე არ გადავედით. იქ კი ნელ- ნელა ვუმატე და იმ ქუჩისკენ მოვუხვიე რომელიც თითქმის ყოველთვის ცარიელია. ალექსანდრეს ტუჩები ვიგრძენი კისერზე და ლამის გავუფრინე. - სიკვდილი გინდა? - არა- თითქოს არაფერიო ისე მიპასუხა და კიდევ მაკოცა. - მაშინ მორჩი. როგორც კი შეწყვიტა მაშინვე ვუმატე სიჩქარეს. უკვე მივქროდით მაგრაამ არ მეშინოდა. მოტოციკლეტი ერთადერთი ტრანსპორტია რომლისაც არ მეშინია. შემიძლია ვიფრინო მაგრამ შიშის მსგავსი არაფერი ვიგრძნო. რამოდენიმე წუთში შევანელე და გზიდან გადავაყენე. - ესე კარგად ტარება საიდან იცი? - გადმოსვლისთანავე მომიახლოვდა და ზემოდან დამხედა. - კურსებზე დავდიოდი აქ - მხრებაჩეჩვით ვუთხარი და ეშმაკურად გავხედე- ხო არ შეგეშინდა პატარა?! მოდი ახლა შენ დაჯექი. უხმოდ დაჯდა მე კი უკან მივუჯექი. ჩემზე ნაკლებად არც ის ატარებდა. ისევ ქალაქის ცენტრში მოვხვდით, მოტო ჩავაბარეთ და რესტორანში შევედით. - ღვინო? უხმოდ დავუქნიე თავი,მან ოფიციანტს იტალიურად მისცა შეკვეთა და შემდეგ მე მომიბრუნდა. - ახლა მითხარი მოტოციკლეტის ტარება საიდან იცი - ქვემოდან შემხედე და მომლოდინე თვალებით მომაშტერდა. - ხომ გით… - ნინა! მატყუებ. - ხო კარგი! იტალიელი შეყვარებული მყავდა და იმან მასწავლა - თავი ჩავხარე წითელი ლოყები რომ დამემალა. არ ვიცი რატომ მაგრამ უბრალოდ არ მინდოდა რომ ალექსანდეს ეს სცოდნოდა. არაფერი უთქვამს ოფიციანტს მადლობა გადაუხადა და უხმოდ გადაიღო პიცა. არცერთს ხმა არ ამოგვიღია. დამთავრებისთანავე ადგა და მკლავზე მომკიდა. - წამომყევი - სასტუმროში შევიდა და ლიფტით 10 სართულზე ამიყვანა. მთელი ეს დრო გაშტერებული ვუყურებდი და ვფიქრობდი რას აპირებდა. რომ მეკითხა არ მიპასუხებდა დარწმუნებული ვიყავი. მეათე სართულზე ერთ ერთ ოთახში შემიყვანა. რომელსაც დიდი აივანი ჰქონდა, გამიყვანა თუ არა ხელში ამიტაცა და მოაჯირზე დამსვა. ოდნავ უკან მიბიძგა და უკვე მანქანებით სავსე ქუჩასაც ზედ გადავყურებდი. - რას აკეთებ? - ინსტიქტურად შევძახე და მკლავზე ჩავებღაუჭე. - სახელი! - რა სახელი? - გაშტერებული ვიყავი და ხან მას ვუბრიალებდი თვალებს ხანაც სიმაღლეს ვზომავდი. - იტალიელის სახელი!- შუბლზე ძარღვი ეტყობოდა, წარბები კი კუშტად შეეკრა. - გაუფრინე?! - ნინა ! სახელი- მეთქი. - არა! - აჰჰჰ… რა ჯიუტი ხარ ნინა! - ამოიოხრა და უკან დამაბრუნა. მაშინვე სახეში ვუთავაზე, ალბათ ეტკინა, იმხელაზე დაებრიცა სახე. მაგრამ თვალებში სულ სხვა ჩანდა. სიბრაზე?! გაოცება?! ვნება?! აი არ ვიცი. ყველაფერი ერთად იყო. ალბათ ეს ერთი სიტყვით შეუძლებელია დაახასიათო. - შემეშინდა იდიოტო!- მე კი მის წინ ვიდექი აჩქარებული გულისცემით და ღრმად ვსუნთქავდი. უცბად მომიახლოვდა და ხელი სახეზე მომიჭირა, მე კი მის ხელს ჩავებღაუჭე. - იცი რა შეიძლებოდა დაგმართნოდა ნინა?!იმ ნაბიჭვარმა ასე როგორ გასწავლა? არ ფიქრობდა რომ შესაძლოა რამე დაგმართნოდა. იცი იტალიაში რამდენი შავდება მოტოციკლეტის ტარების სწავლის დროს. ბევრი იღუპება კიდეც ნინა! - ხან ხმას უწევდა ხან კი ჩურჩულებდა, მე კი გაოცებული ვუყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი. კისერზე მოვხვიე ხელი და ვაკოცე. ერთხელ… ორჯერ… და უკვე თვითონაც ამყვა. თმებში შემიცურა თითები და ოდნავ მომიჭირა. ხელში აყვანილი შემიყვანა ოთახში, საწოლზე დაჯდა ჩემიანად, ისე რომ ზემოდან მოვქცეულიყავი და ნელა გამხადა ზედა მაისური. მისმა ცხელმა ხელებმა ჩემს ზურგზე სრულიად გამაგიჟა. ზემოდან მომექცა და მალე ნახევრად შიშვლები ვიყავით. თუმცა დროებით. მალე ყველანაირი ნაჭერი მოვიშორეთ. მისი შეხების ყოველი წერტილი მეწვოდა, ფრჩხილებს ზურგზე ვასობდი, და ალბათ კარგად დაკაწრულიც ექნებოდა. იმ ოთახში მხოლოდ ჩვენი ხმები ისმოდა,მხოლოდ ჩვენ ვიყავით. მე და ალექსანდრე! ალექსანდრე და ნინა! ორი სხეული რომელიც მოწყვეტილი იყო ამ სამყაროს, რომლებთანაც მხოლოდ ერთმანეთის მიმართ გრძნობა და ვნება არსებობდა. ეს ყველაფერი ერთი სასტუმროს ერთ ნომერში ხდებოდა, რომლიდანაც შეგეძლო ნახევარი ქალაქი დაგენახა. მოკლედ რომ ვთქვათ , ეს უბრალოდ საამოთხე იყო. მზის სხივებმა მაიძულა გამოვფხიზლებულიყავი. ალექსანდრეზე ვიყავი მიწებებული და თავი მის მკერდზე მედო. მგონი მთელი ღამე ასე მეძინა. კისერში დავუტოვე კოცნა, მეორე… მესამე , მაგრამ არ გაღვიძებია. - ნუ ცუღლუტობ ნინა - ღიმილით გადმომხედა და მის სხეულზე დამაწვინა. - გაიღვიძე რა… მომენატრე- სახე ყელში ჩავურგე და მისი სურნელი შევისრუტე. სახე დამიკოცნა და ბოლოს ტუჩებამდეც მივიდა. - ჩემი ხარ ნინა! - შენი ვარ ალექსანდრე! - - ავდგეთ, შენს მშობლებთან სირცხვილია- ჩემიანად წამოდგა ერთი საათის შემდეგ. - კარგი. აბაზანაში პირველი მე შევდივარ. - ორივე შევდივართ- ჩემიანად დადგა შხაპის ქვეშ და წყალი გამოუშვა. - ააა… ალექსანდრეეე ცივიაა. - არაუშავს, - დამპლურად გამიღიმა და ნელ- ნელა დაათბო წყალი. - ცუდი ბიჭი ხარ! - მკერდზე მივარტყი ხელები, მაგრამ დამიჭირა და მასზე მიმაწება. უკვე ძალიან ცხელი წყალი გვესხმოდა თავზე, მაგრამ ვიღას ახსოვდა წყალი. აი იცით როგორი გრძნობაა?! სიტყვებით ვერ აღვწერ. უბრალოდ, უნდა წარმოიდგინოთ. გონებაში შექმენით მსგავსი სიტუცია, ეხუტებოდეთ იმ ადამიანს რომლის სულიც გიყვარს, შენია! მისი თითოეულ მანერაზე გიჟდები და სამყაროს სრულიად წყდები. რომლის გამოხედვაც ყოველთვის გაფორიაქებს და გგონია რომ უხილავ ძაფს აბამს შენს სხეულამდე, შემდეგ კი მასში ცეცხლს ატარებს და მთელ ორგანიზმს წვავს, შენ კი ეს გრძნობა გაგიჟებს და ბედნიერებას განიჭებს. მის ღიმილს უყურებ და ვერ ძღები. გინდა მთელი ცხოვრება უბრალოს ასე იჯდე და უყურო. როცა ორ წუთიც კი საკმარისია რომ სულისშეძვრამდე მოგენატროს. აი ეს არის სიყვარული! წარმოიდგინეთ არა?! უბრალოდ გაფიქრებაც რომ ღიმილს გვრის. აი ეს არის ის რისთვისაც ღირს ცხოვრება. საწყალი და შესაცოდია ის ადამიანი, რომელიც ისე წავა ამ ქვეყნიდან, რომ სიყვარულის ძალას არ ეზიარება! ალბათ გეგონათ რომ ასე მივატოვე ეს ისტორია, მაგრამ უბრალოდ ვერ ვახერხებდი. ჩემი ახლო ადამიანი გარდამეცვალა და არაფერი არ შემეძლო. ძალიან გთხოვთ მაპატიოთ დაგვიანება და ისიც თუ არ მოგეწონათ. ❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.