შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ


18-03-2016, 21:22
ავტორი nuki-nuka
ნანახია 2 393

მიყვარხარ (სიცილიური აქცენტით)

ვენეციაში რომ ვსეირნობდით,
ჯანკო ბარონის ფუნჯით მოგხატე.
სიცილიელი მხატვრის პალიტრით,
ტუჩებს კოცონის ალი მოვხადე.

ვიწრო ქუჩების ჯებირთა ხაზი,
გამოეკიდა ნავებს სვიარებს.
თოლიამ ფრთები გაშალა ნაზი,
მენიჩბე ცაში ნიჩბით სრიალებს.

დალალ--მერების მწველი იარა,
შენით მფეთქავი სულის კვალია.
რომში ნაპოვნი გრძნობა კი არა,
შენი სიცოცხლე ჩემი ხალია.

იტალიური სულის დასაბამს,
ვენეციური ამბორი ჰქვია.
ჩვენი ცხოვრების განვლილ ნასახლარს,
თვალს ვერ უსწორებს პრინციპოს ტყვია.

თხუთმეტი ცენტი ფრანცო ფერდინანდ,
აღსდექით მკვდრეთით - გვაკურთხეთ წყვილად,
ცხრამეტი ცენტი დიდო მეუფევ,
მე მომიტევეთ,ვიყვარებ ფრთხილად.

რომის ხედებით ვტკბებოდით ღამით,
ტუჩებს ლაჟვარდად გწვავდა პომადა.
ტანგოც ვიცეკვეთ ფიქრებში წამით,
სმენას ჩამორჩა ტრფობის სონატა.

იტალიური მაქმანი გეცვა,
მკერდით მითბობდი ლოყას,მიწიერს.
შენი ტუჩები ამბორად მეცვა,
უშენოდ ჩაიც ფილტვებს მიციებს.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მშვენიერი ლექსია feel

 


№2  offline წევრი aleksandre

ძალიან კარგი ლექსიაა, love ოთოსია ხო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent