შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაშლილი სული. (სრულად)


16-01-2018, 21:30
ავტორი ElisabethLee
ნანახია 3 528

ყველას უნერგავენ იმედს , რომ გაიზრდებიან და მოხდება რაღაც სასწაული, რაც შეცვლის მათ ცხოვრებას შემდგომში, იშოვიან არაჩვეულებრივ სამსახურს არაჩვეულებრივი ანაზღაურებით, შეხვდებიან თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს და ეყოლებათ ლამაზი შვილები. როდესაც ბავშვი ხარ ეს სისულელე რეალური გგონია და მიისწრაფი ამ იმედის ახდენისაკენ. შემდეგ იზრდები და ნელ-ნელა ხვდები , რომ ყველაფერი რისიც გჯეროდა უბრალო ილუზია იყო და მოდის დრო , რომ შეიცნო დედამიწისებრი სამყარო , დრო მოდის , რომ მარსიდან ჩამოფრინდე და დაეშვა სრულიად უცხო სამყაროში , სადაც ნაცნობი არაფერია და ეს ისეთია , თითქოს ახლახანს სწავლობ ლაპარაკს, ღიმილს..თითქოს ახლახანს იძენ ყველა განცდილ და ჯერ არგანცდილ გრძნობებსაც.
ეს ისტორია არ არის მხიარულ, ღიმილიან, კეთილ , ბედნიერ ადამიანებზე, რომლებსაც ყველაფერი აქვთ, მაგრამ ამას ვერ იაზრებენ.
ეს ისტორია არის სევდიან, ქარიშხლიან, უბედურ ადამიანებზე , რომლებსაც შეუიარაღებელი თვალით თუ შეხედავ გაიფიქრებ ყველაფერი აქვთო: სახლი, ბევრი ფული, მშობლები, მოსამსახურეები, მეგობრები..
რეალურად ეს ყველაფერი უბრალოდ ილუზიას გიქმნის ამ ადამიანებზე და მეტი არაფერი. შეხედეთ დაშლილი სულის ოჯახს და დარწმუნდებით, რომ ილუზია იმდენად მძაფრია..იმდენად დამაჯერებელი..იმდენად , რომ შეიძლება შეიარაღებული თვალითაც კი ვერ დაინახო რა ხდება ილუზიის მეორე მხარეს!
ამ ისტორიის გმირებს არანაირი საერთო არ გააჩნდათ. იყო რაღაც..მაგრამ მხოლოდ რაღაც და არაფერი მეტი. ჰო, შეიძლება ეს „რაღაც“ სინამდვილეში ბევრად დიდ რამეში გამოიხატება ვიდრე მოსასმენად ჟღერს. ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ სიძულვილით აღსავსე სულებს ყველგან ნახავთ. მერწმუნეთ, ისინი ყველაფერზე წავლენ იმისათვის , რომ იძიონ შური დაკარგული ბედნიერების, სულის, ადამიანების თუ სიყვარულის გამო .
და საერთოდ..საიდან მოდის ტკივილი? სიბინძურე? ამოუხსნელია. სად მიდის? სულში, ფილტვებში, გულში, ყველა ორგანოში ღრმად იდგამს ფესვებს და ადამიანით იკვებება მანამ, სანამ საბოლოოდ დაშლილი სული ნახშირს არ დაემსგავსება და საბოლოოდ არ გაქრება. დაშლილი სულები მიდიან სადღაც, ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით და იქიდან ახალ სულს გზავნიან. შემდეგ ადამიანები ახერხებენ და ამ სულსაც შლიან , ეს სული ისევ მიდის და ისევ ახალს გზავნის იქიდან..ეს დაუსრულებელი წრეა , რომელიც ცამდე და ცის იქით გრძელდება.
იცით რა ხდება , როდესაც ორი დაშლილი სული ერთმანეთს ეჩეხება და ერთმანეთში ირევიან? ეს ნეფილიმის დაბადებას გავს , რომელიც ათასში ერთხელ ხდება! მაგრამ ორი დაშლილი სულის შერწყმა იშვიათობა არ არის..ადამიანები იმდენად ტკენენ ერთმანეთს გულს, რომ დაშლილ სულს ყველგან ნახავ..მისი ამოცნობა რთულია, ძალიან რთულია! ღიმილის უკან უნდა დაინახო დაშლილი სულის სევდა. აი ამ სევდის დანახვა კი ნეფილიმის დაბადებაზე იშვიათი მოვლენაა, ბევრად იშვიათი. და როდესაც შენ პოულობ დაშლილ სულს უერთებ მას შენსას და ხდებით ერთი მთლიანობა, დაშლილი სული საიდანაც მოვიდა იქ მიდის და ღიმილის უკან სევდის ნაცვლად ნამდვილი გრძნობებით სავსე დაუშლელ სულს ხედავ. ზოგი ტოვებს უკვე გამთელებულ სულს და მიდის. რა ემართებათ ამ სულებს , რომლებიც რჩებიან სულნატკენები? ტირიან? ღამე არ ძინავთ? მოთქვამენ? არა. ისინი სახეზე ირგებენ ღიმილს და აგრძელებენ ცხოვრებას. ვერავინ იგებს რა ხდება მათ სულში, ვერავინ იგებს , რომ გამთელებულ სულში ისევ ძველმა გრძნობებმა დაისადგურეს. ეს ფილმს გავს სახელად „სათადარიგო მასწავლებელი“. შენ შეგიძლია ისროლო ჩანთა, მას გრძნობები არ აქვს , არ ეტკინება. შენ შეგიძლია დამარტყა მე , მაგრამ გრძნობები არცმე არ მაქვს. არ მეტკინება. აი ასეთი რამ ხდება, როდესაც გამთელებულ სულს დაშლი , მაგრამ ამჯერად უკვე სამუდამოდ. წაბილწავ, მის თავმოყვარეობას გადაუვლი და ისიც სიყვარულის გამო აიტანს გადავლას, სულზე ფეხის დაბიჯებას..შენ კი წახვალ, გააგრძელებ გზას და არ იფიქრებ რა მოუვიდა მას ვინც სულნატკენი დატოვე. არ ფიქრობ მასზე სანამ ერთხელაც ქუჩაში არ შეგხვდება და ისევ არ შეამჩნევ მის სახეზე დაშლილი სულის ნაკვალევს. აი მაშინ, ჰო მაშინ მის დანახვაზე ბედნიერი ღიმილი სახიდან ჩამოგერეცხება და თვალებს არ დაუჯერებ, რომ შეძელი მისთვის ეს გაგეკეთებინა, ასე გაგეწირა, გადაგეარა მისი თავმოყვარეობისთის, სულისთვის შეგეფურთხებინა..მაგრამ მაინც, შენ ხედავ მას და მის სახეზე ისევ ის ღიმილია , რომლითაც წლების წინ მისი დაშლილი სული ამოიცანი და გაამთელე. გაამთელე , მაგრამ იმაზე უარესი უქენი ვიდრე თავდაპირველად ჰქონდა. რისთვის მიხვედი ? რა მიზანი გქონდა? უყურებ როგორ იღიმის და მეტზე ვერაფერზე ფიქრობ. დაშლილი სული გამჩნევს და შენსკენ იყურება, თვალებში ვერ უყურებ და მის ბაფთიან ფეხსაცმელს ხარ მიშტერებული..ნანობ, როგორ ნანობ. ფიქრობ „გვიანი არასდროსააო“ , მაგრამ შენითვე ხვდები , რომ სისულელეა ადამიანს ჩაუსახო იმედი შემდეგ კი შენთვითონვე გამოგლიჯო და მიწაში ჩამარხო. შენ დაშლილი სულის ბაფთიან ფეხსაცმელს უყურებ. ამ დროს ის სახეზე გიყურებს და ეძებს რაიმე გრძნობას , რაც შენს მიმართ შერჩა..გასაოცარია , მაგრამ აქ აღარაფერია..სულში აღარაფერია. გრძნობები გაქრა და აღარ დაბრუნდება. შენ ცხოვრებას აგრძელებ , მაგრამ ვერ წყვეტ დაშლილ სულზე ფიქრს..ის ცხოვრებას აგრძელებს , მაგრამ არაფერზე ფიქრობს, არაფერი ანაღვლებს, ხომ ვთქვი არა? აქ აღარაფერია..დაშლილ სულს სულში აღარაფერი გააჩნია. ყველაფერს რაც კი გააჩნდა შენ ერთიანად მოკიდე ხელი და გულში იხუტებ, მაგრამ უკვე გვიანია..ძალიან გვიანია. დაშლილი სული აგრძელებს ცხოვრებას და თავის მძიმე სულს თან მიატარებს გზაზე..შენ კი დაკარგე მოსვენება..ღამე ვეღარ იძინებ..ერთადერთი რაც გინდა და გჭირდება დაშლილი სულია, მაგრამ ხვდები, რომ შენ მას ატკინე და ამით ყველაფერი დაამთავრე. ეს ის დროა , როდესაც ისტორიებში „დასასრული“ უნდა დაიწეროს.
***
შენ კი მკითხველო, იპოვნე შენი დაშლილი სული , გიყვარდეს მთელი არსებით და არასოდეს მიატოვო!



№1  offline წევრი mimimimo

ეს ჩანახატი უფროა, ვიდრე - ისტორია.

 


№2  offline წევრი ElisabethLee

mimimimo
ეს ჩანახატი უფროა, ვიდრე - ისტორია.

კივიცი <3

 


№3 სტუმარი ხხხ

no_mouth დებილობა,ჯი

 


№4 სტუმარი ანკაა

ხხხ
no_mouth დებილობა,ჯი

ნელაზვიადი :***

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent