მოლურჯო სული (თავი 1,2)
ბავშვობიდან მგონია, რომ წვიმასა და ცრემლს შორის საოცარია მაგიაა, მაგია, რომელიც სულს ეხება. ტკივილი, რატომღაც სულ თანს სდევს ადამიანს, შემდეგ წამის რაღაც ნაწილში გვეწევა და აღარ გვშორდება, სამუდამო ბინას იდებს ჩვენში და ჩვენად. წარსული რა ტკბილი და რა მწარეაა ამავდროულად... ხანდახან ადამიანებს, გვგგონია, რომ ცხოვრება დახურულ კარსს კიდევ ერთჯერ გაგვიღებს, თუმცა მწარედ ვცდებით, რადგან ის ცხოვრებაა.. ამაო და დაუნდობელი. ფანჯარა გამოვაღე და ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი თუმცა, მაინც არ ყოფნიდა იგი ჩემს ალვეოლებს... რაფაზე ჩამოვდე თავი, ცრმლებმა უმალ დაასველეს იგი და შეურთდნენ თითქოს და წვიმის წვეთებს... ბავშვობიდან მიყვარდა წვიმა, მახსოვს როგორ დავრბოდი, სრულიად მარტო ერთი ციცქნა ბავშვი, ყოველი წვიმის დროს ქუჩაში და ხელის გულებს ვუშვერდი შხაპუნა წვიმის წვეთებს, რომელიც აღმაფრენდა, თუმცა დღეს ჩემს ნერვებზე ცეკვავდა, რატომღაც და იმ წრასულში მაბრუნებდა, რომელიც ტკბილი უნდა ყოფილიყო, თუმცა მხოლოდ სულს მატკივებდა. ***************************** *************************************** *************************** ავტობუსსში ძლივს ავედი და ღრმად ამოვისუნთქე, გულში კი ლანძღვა დავუწყე მთავრობას. „რა უბედურებაა ეს, ხალხი არ ეტევა ამ ავტობუსსში, ერთჯერ მინისტრებმაც რომ იმგზავრონ ავტობუსით ჩვეულებრივი მცხოვრებლებივთ ვნახავ, როგორ იგრძნობენ თავსს! დეგენერატები!“ ვილანძღებოდი ისე თითქოს და მე სულ ავტობუსით ვმგზავრობდი. ოდნავ გავსწორდი და რაც შემეძლო ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, რომელიც ვეჭვობ საერთოდ არ იყო ამ ავტობუსსში უკვე. ამაზე ფიქრი არ მქონდა დამთავრებული, რომ ჩემი დაცვა გამოჩნდა, თავი ჩავხარე, კეპი დავიფარე თავზე რომ არ ვეცნე. ამ გაჭედილ ავტობუსსში მოძრაობა მაინც შეძლო „შრეკმა“ (ასე ვეძახი ჩემს დაცვას ) და ჩემსკენ წამოვიდა, ვიცოდი უკვე მიცნობდა და რაღაც უნდა მემოქმედა და სრულიად დაუფიქრებლად, უცხო მამაკაცსს ხელი მხარზე დავადე, ჩემსკენ შემოვატრიალე და მის კისერში ჩავრგე თავი. -გოგონა, რას აკეთებთ? ხმადაბლა ამოილაპარაკა დაბნეულმა ბიჭმა. -გაჩუმდი გთხოვ და ჩამეხუტე! ამოვიდუდუნე და ხელები მაგრად შემოვაჭდე განიერ მხრებზე. რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც დაცვა ერთ-ერთ გაჩერებაზე ჩავიდა, ამოვწიე ბიჭის კისრიდან თავი, საოცრად გამაბრუა, მისმა სითბომ, გასაოცარმა სურნელმა და დარცხვენილი თვალები შევანათე მის სახეს. თითქოს წამით გაჩერდა სამყარო, ღია წაბლისფერი გრძელი თმა ჰქონდა, რომელიც უხვად ჩამოყროდა სახეზე, ღია ფერის კანი , რომელსაც საუცხოო ელფერს სძენდა წითელი მსხვილი ტუჩები, ბერძნული მოყვანილობის ცხვრიი და დაბალი წვერი საოცრად მამაკაცურს უხდიდა იერს... ყველაზე გვიან თვალებში ჩავხედე, რომლებშიც ჩავიძირე, ჭაობისფერი თვალები, ჰქონდა, რომელშიც გაურკვევლობა იკითხებოდა. -ალბათ საშინელი შთაბეჭდილება დავტოვე თქვენზე... მორცხვად ამოვიბუტბუტე. -საშინელი შთაბეჭდილება კი არა, შენ ნორმალური ხარ გოგო?! ახლოს მოიწია და წარბებ-მორკალურმა მკაცრად, თუმცა ხმა დაბლა მითხრა. -მაპატიეთ, არ მინდოდა ასე გამსულიყო, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ მქონდა, ჩემი დაცვას არ უნდა დავენახე. -აჰაა, დაცვაც გყავს არანორმალურო?! ისევ არ ვწყვეტდით ჩურჩულს. -კი მყავს დაცვა და მეორე არანორმალური არ ვარ, უბრალოდ ცოტა გიჟი ვარ. გავუღიმე მეგონა მის მკაცრ სახესს ოდნავ მაინც მოვალბობდი, მაგრამ მწარედ შევცდი. -და თუ დაცვა გყავს ავტობუსით რატომ მგზავრობ? მეორე კითხვა დამისვა. -ნამდვილი ადამიანები და ჩვეულებრივი ცხოვრება მომენატრა და მაგიტომ... იცი, როოგორი დამღლელია სიმდიდრე და ყოველივე მისი მსგავსი... მხრები ავიქნიე და მაგრად ჩავეჭიდე ხელსაკიდსს. -მდიდარი მამიკოს გოგოც ხარ დაჟე?! ცინიზმს არ იშორებდა უცნობი. მინდოდა პასუხი გამეცა მისთვის, მაგრამ პირი როდესაც გავაღე, კონტროლიორი დამადგა თავზე და მომთხოვა სამგზავრო ბილეთი... -წარმოადგინეთ ბილეთი გოგონა თუ შეიძლება! კუშტად მიყურებდა ახმახი. -ბილეთი?!.... სახე უარესად მომეღუშა და არ ვიცოდი რა მეთქვა. მე...მე... ბილეთი არ მაქვს. გულწრფელად ვუთხარი ხანში შესულ მამაკაცსს. -ხო და მაშინ აიღე, შენი ბარათი მომეცი! კვლავ შეუვალი იყო კონტროლიორი. წარმოდგენა არ მქონდა საიდან უნდა მომეტანა მისთვის სამგზავრო ბარათი. -არც ბარათი მაქვს... მხრებჩამოყრილმა ვუთხარი კვლავ. -აბა, აქ რა გინდა?! შედარებით მცირე ასაკის კონტროლიორი გამოხტა უეცრად. -კორექტულად თუ შეიძლება! უმალ გავეპასუხე მას. აი ნაღდი ფული მაქვს და ავიღებ ბილეთსს. ცხვირი ავიბზუე და ჩანთაში ქექვა დავიწყე, 50 ლარიანი მომყვა ხელში და ამოვიღე საფულიდან უმალ. იმედია 50 ლარზე მეტი არ ეღირება სამგზავრო ბილეთი! დამცინავად ამოვილაპარაკე. რაზეც უმალ სიცილის ხმები გაისმა. -რა იყო პირველად მგზავრობ გოგონი ავტობუსით?! ისევ ის ლაწირაკი კონტროლიორი გამოხტა. -ვერ გავიგე?! -აქ სალარო კი არ არის, რომელში მოლარე ზის და ხურდას დაგირუნებს. 50 თეთრი ღირს ბილეთი და არა 50 ლარი. კვლავ დამცინავი მზერა. -არ მაქვს ეს ხურდა და რა გამიწყალეთ გული ვახ?! დიდ გულზე ვიყავი მეც. -ხურდა თუ არ გაქვს ჯარიმა გექნება და განყოფილებაში ვიზიტიც, შეურაწყოფის მიყენებისთვის,მაშინ მითხრა. ლაწირაკმა და პლანშეტი დააძრო. -საკმარისია, რა ჯარიმა და რა პოლიცია?! უცნობი ჩაერთო უმალ. მე ავუღებ ბილეთს ამ გოგონას, რაღაც ბარათი ამოიღო და რამდენიმე წამში ხელში პატარა ქაღალდის ნაგლეჯი მომაჩეჩა, ბიჭმა. -რა ჯელტმენი ხარ! ისევ არ ისვენებდა ლაწირაკი. -ზღვარს ნუ გადადიხარ მეგობარო! ერთი უთხრა და ღია კარისკენ წავიდა. მე გონს ვერ მოვეგე, ავტობუსი კვლავ დაიძრა თუმცა მე ავყვირდი „ჩავდივართქო“ და ძირს ჩავედი. ბიჭს გავეკიდე, რომელიც უდარდელად მიაბიჯებდა ქუჩაში, თუმცა ვერ დავეწიე. *********************************** ******************************* ალბათ ერთი კვირა ან ცოტა მეტი გავიდა იმ ბიჭის ნახვის, შემდეგ, ისევ უაზროდ დავბოდიალობდი მანქანით და დაცვის თანხლებით თბილისის ქუჩებში, როდესაც მას მოვკარი თვალი. მანქანა უმალ გავაჩერებიე და ძირს გადმოვხტი. პაპანაქება სიცხე იყო, სული მეხუთებოდა და ფეხსაცმლის თხელი ძირების გადამკიდე ფეხის გულებიც მეწვოდა. ცოტაც და წამოვეწიე.. -ეიიი, მოიცადე! ის კი არ ჩერდებოდა. ეიი, შენ, ბიჭი! ავყვირდი ქუჩაში და ყურადღება მივიქციე, ალბათ ბიჭიც გაღიზიანდა და გაჩერდა. -შენ?! გაკვირვებული ჩანდა ბიჭი. ახლა რაღა გინდა მდიდარო, მამიკოს გოგოვ?! -გეყოს ცინიზმი, მე უბრალოდ მაადლლობის გადახდა მინდოდა შენთვის, რომ დამიცავი და დამეხმარე. -მე დაგეხმარე თუმცა არ დამიცვიხარ! -არა, შენ დამიცავი აი, ჩემს დაცვასთანაც და კონტროლიორ ლაწირაკთანაც. -კარგი, რაღამც შენსას არ იშლი მაადლობა მიღებულია და ნახვამდის. ზურგი მაქცია, მე კი დანებებას არ ვაპირებდი. -მოიცადე! წინ გადავუდექი და თვალებში ურცხვად ჩავაშტერდი. მაადლობის ნიშნად მინდა სადმე დაგპატიჟო. ფართოდ გავუღიმე. -შენ მგონი მართლა გიჟი ხარ ! -რატომ ვარ გიჟი?! სულელი პატარა გოგოსავით ვიქცეოდი უკვე. -რას ქვია, რატომ ხარ? არ მიცნობ და მეპატიჟები სადღაც, ეს შენი აზრით დალაგებული ადამიანის საქციელს ჰგავს?! -ხო და რა პრობლემაა, მერე გავიცნოთ ერთმანეთიც, კარგი?! კვლავ ვიღიმოდი. -დრო არ მაქვს! კვლავ გზის გაგრძელება სცადა, თუმცა საშუალება არ მივეცი ამის. -ერთი საათი ან ცოტა მეტი არაფერს დაგაკლებს. -მისმინე, შენ მამიკოს ფულებით გატოტოჩებული გოგო ხარ, მე კი იმისთვის, რომ თავი ვირჩინო მძიმე შრომა მიწევს და თითეული წამი ძვირფასია, რათა რაც შეიძლება მეტი ფული გამოვიმუშაო, რომ სწავლის საფასურიც გადავიხადო და ოჯახსაც დავეხმარო მცირედით. -სულაც არ ვარ მამიკოს ფულებით გატოტოჩებული! -არა საერთოდ არ ხარ, შენი სიტყვების საწინააღმდეგოს ამტკიცებს შენი ქცევები. -მე მესმის შენი, ცოტა უცნაური ვჩანვარ, მაგრამ მერწმუნე შენც რომ ჩემი ცხოვრების მსგავსი ერთფეროვანი და სულელური ცხოვრება გქონდეს ჩემის მსგავსად მოიქცეოდი. -და მაინც, როგორი ცხოვრება გაქვს?! სიმდიდრე არ გაკლია და ფუფუნება მეტი რაღა გინდა პატარა ქალბატონო?! ხელები გადაიჯვარედინა და გამჭოლი მზერა მომაპყრო. -იცი სიმდიდრე სულაც არ არის ყველაფერი... მე ნამდვილი, რეალური და ნიღბის გარეშე მყოფი ადამიანები და ურთიერთობები მენატრება, რომელიც ღრმა ბავშვობის შემდეგ მენატრება... სულ პატარა ვიყავი ქუჩაში რომ ვეპარებოდი ძიძას და ღარიბ ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი ტალახით... და მათთან ურთიერთობა სულ სხვა გვარი იყო.. -იცი საოცრად უცნაური თუმცა საინტერესო ადამიანი ხარ. გამიღიმა და ჭინკები აუთამაშდა თვალებში. -ერთ დღიან თავგადასავალში მიიღებ ჩემთან ერთად მონაწილეობას? თვალები მოვჭუტე და ოდნავ შეთამამებულად გავუცინე. -გიჟი ხარ! კვლავ გამიცინა. -ვიცი! -ტატო ემხავრი! ხელი გამომიწოდა და მეც ჩემი შევაგებე უმალ. -მარიამ ამილახვარი. თითქოს წამი გაჩერდა მიისი შეხებისას. -მარიამ მოხარული ვარ შენი გაცნობით, თუმცა დღეს ვერანაირად ვერ გადავეშვები შენთან ერთად თავგადასავალში, აი ხვალ კი შეიძ₾ება. -ანუ ხვალაც მომიწევს, დაცვის მოტყუება და მეტიც კისრისტეხვამდე სირბილი... -ალბათ! ისევ საოცრად ლამაზი მისი ღიმილი.... ხვალ ისევ ამ ადგილას და ისევ ამ დროს. მითხრა და გამშორდა. მე კი თავი დავაქნიე და ამოვიბტბუტე „ხვალ ისევ ამ ადგილას და ისევ ამ დროს“!. ************************************************************ ********************************** ალბათ, თუ გეტყვით, რომ მე ჩემი მეორე სული ვიპოვე ტატოს სახით, რამდენიმე საათში, მართლა გიჟი გეგონებით, მაგრამ ასეაა, რამდენიმე საათში ვიპოვე მე ის. ვიხეტიალეთ მთელს ქალაქში ფეხით,ვისაუბრეთ უამრავ რამეზე, ბოლოს კუსტ ტბაზე შევჩერდით, ნავში ვიჯექით, როცა ტატომ ის შეკითხვა დამისვა რაზეც პასუხი არ მქონდა. -უბრალოდ მიკვირს ფუფუნებაში გაზრდილ გოგოს როგორ არ დაგიბინძურდა სული, იმ ფულივით რომელიც ბევრისთვის სიცოცხლის არსია! ნიჩბები დაუსვა და თვალი-თვალში გამიყარა. -არ ვიცი... ოღონდ მართლა... გავუღიმე, კვლავ დუმილი ჩამოწვა ჩვენს შორის და ატმოსფეროც დამძიმდა თითქოს, არა და ორივეს ერთი და იგივე კითხვა გვიტრიალებდა თავში, ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე და დუმილი დავარღვიე. -ტატოო, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს?! თუ ეს მართლაც და ერთ დღიანი თავგადასავალია?! გულმაც კი შეწყვიტა წამით ფეთქვა.. ისიც ჩემს ჯიბრზე აგვიანებდა პასუხის გაცემას. -იცი მინდა რომ, არა ერთ დღიანი, არამედ მრავალ დღიანი თავგადასავალი შევქმნათ. კვლავ იმ ღიმილით გამიღიმა, რომელიც ასე მათრობდა. -მაადლობა, ტატო. ხელი, ხელზე დავადე, მან კი ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და გაყინული ტუჩები შემახო, ტუჩები, რომელიც სიცივის მიუხედავად მაინც მწვავდა. -მაადლობა შენ, ვინაიდან წამებში შეცვალე ჩემი სამყარო, შენი მოლურჯო სულით! -„მოლურჯო სული“ ამოვიფრუტუნე და ცრემლემა უფრო უმატეს დინებას... -მარიკო... ხომ კარგად ხარ?წარსულზე ფიქრებიდან, ხელის შეხებამ გამომაფხიზლა. ვაკაკუნებდი და კარი, რომ არ გამიღე შემოვედი. -შენ რაში გაინტერესებს გიორგი, მე როგორ ვარ, მთავარი ის ხომაააა, თუ როგორ ხარ შენ! ვუკივლე ნერვებ მოშლილმა და ფეხზე წამოვდექი, თან ცრემლებს ვიწმენდდი. -ტონი აკონტროლე ცოლუკავ!. იმ საშინელი სახით მიღიმოდა, ასე რომ მძაგდდა. -შენ ადამიანი არ ხარ! შენ ავადმყოფი ცხოველი ხარ! შენ ადამიანების ტანჯვით საზრდოობ!მისი სახის შემხედვარე კონტროლს ვკარგავდი უფრო და უფრო და სილა გავარტყი სახეში. საშინელი ხმით სიცილს მოჰყვა გიორგი. -მარიამ შეიგნე, რომ შენ ჩემი ცოლი ხარ და წარსული უნდა დატოვო იქ სადაც მისი ადგილია, ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, ოთხი წელი! დამიღრიალა და ლარნაკი ნამსხვრევებად აქცია. -მძულხარ გიორგი! -სამაგიეროდ მე მიყვარხარ! მორჩი წარსულის სიყვარულზე გლოვას, ახლავე ადექი ფეხზე, ჩაიცვი,მოწესრიგდი და დაბლა ჩამოდი, სტუმრები გველოდებიან! გამოცრა კბილებში სათქმელი და კარი ძლიერად გაიჯახუნა. ****************************************************** თავი 2 -საერთოდ არაფერი გაგიგია ტატოზე, მასშემდეგ რაც გიორგის გაყევი ცოლად?! ეჭვნარევად მკითხა მარიამმა. -არაა, არაფერი არ გამიგია, ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი, რომ წავიდა და ჩემი გულიც თან წაიყოლა... კვლავ მძლია ტკივილმა და ცრემლები გადმომცვივდა. -მან, რომ სიმართლე იცოდეს დაბრუნდებოდა და ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. -დაე, მე ვიყო უბედური და მისი გული ფეთქავდეს მარი, მეტი არაფერი არ მინდა! მინდა ისუნთქოს, მინდა ბედნიერი იყოს, მინდა ბევრს მიაღწიოს, ტატო უდიდეს ბედნიერებას იმსახურებს თუნდ... აქ ცოტახანს შეჩერდა ამილახვარი თუმცა კვლავ განაგრძო, ხმადაბალი ხმით. თუნდ სხვა ქალის გვერდით... აივნის მოაჯირს დავეყდენი და ჰორიზონტს გავხედე. -დარწმუნებული ხარ, რომ ეს გინდა მარიკო? კვლავ ჩამჭრელი კითხვა დამისვა ბავშვობის მეგობარმა. -ცოტა ხანს შევჩერდი, მაგრამ გადაწყვეტთ ვთქვი ბოლოს. კი მინდა მარი, მინდა! -ვიცი, რომ არ გინდა ეს,მარიკო ჩემთან მაინც ნუ თვალთმაქცობ. კარგად ვიცით მეც და შენც, რომ ტატოს გვერდით სხვა ქალს ვერასდროს აიტან! გიფიქრია ოდესმე რომ დაბრუნდება აქ მის მშობლიურ მიწა-წყალზე რას იზავ, როგორ მოიქცევი?! -ეჰ, მარი ნეტავ იცოდე თანაც რამდენჯერ... ხელი მაგრად დავკარი მოაჯირს და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. არ მინდა, რომ დაბრუნდეს, მისი ტკივილიანი და ზიზღიანი თვალების კიდევ ერთხელ დანახვა არ მინდაა, მე მისი წილი ტკივილი მომკლავს. -ადრე თუ გვიან დაბრუნდება და გირჩევ სიმართლე უთხრა, სიმართლე, რომელიც სულ სხვა რაკურსს მისცემს ორივეს ცხოვრებას. -რა რაკურსზე მელაპარაკები მარი, ჰაა? არ იცი, რომ იმაზე მეტი ტკივილი იქნება ჩემს ცხოვრებაში ტატომ, რომ სიმართლე გაიგოს ვიდრე ახლაა?! არ იცი?! ნუ გადამრევ შენ მაინც, თუ ღმერთი გწამს რა... მოთმინება დაკარგულმა ვუყვირე მარის და ოთახში შევვარდი. ************************************************ ******************************************************* -მარიამ, მოხვედი?! გაცისკროვნებულმა მითხრა ტატომ. -მოვედი, აჰამ! თითისწვერებზე ავიწიე და ტუჩებთან ახლოს ვაკოცე. -შენი აზრით მზად ხარ, ყველაფერი ერთი ჩემმნაირი ღარიბი ბიჭისთვის მიატოვო? ვღირვარ ამდენად მარ? ორივე ხელით სახე დამიჭირა და თვალებში ჩამხედა. ნეტავ იცოდეთ რა ღრმა და მრავლისმთქმელი ჭაობისფერი თვალები ჰქონდა ემხვარს. -ტატო, რამდენი ხანია რაც ერთმანეთს ვხვდებით? ან საერთოდ რაც ერთმანეთს ვიცნობთ?! გაყინული ხმით ვკითხე. -ეს ჩემს კითხვასთან რა შუაშია მარიამ? დაბნეულმა მკითხა. -შუაში კი არა, თავშია ტატო, თავში... გთხოვ მიპასუხე. ჩემი ხელი მის ხელს შევახე და ალერსი დავუწყე. -სამ კვირაზე ცოტა მეტია... სევდანარევი ხმით მიპასუხა. -ამ სამ კვირაში, შენთვის მთავარი არ მითქვამს ტატო, სათქმელი, რომელიც ყველაფერს მიგახვედრებს. -რა არ გითქვამს მარიამ? ! მზერას არ მაცილებდა. -მიყვარხარ ტატო! კვლავ თითისწვერეებზე ავიწიე და ახლა უკვე ტუჩებში ვაკოცე, მის ღვინისფერ თუმცა გაყინულ ტუჩებს დავეწაფე, ის, როგორც ლოთი ღვინოს, მწყურვალი წყალს, ნარკომანი წამალს... მთელი არსებით და გრძნობით ვუკოცნიდი ბაგეებს, მიუხედავათ იმისა, რომ ეს ჩემი პირველი კოცნა იყო, გამოცდილი ქალივით ვიქცეოდი. რამდენიმე წამი, გაოცებული იყო ემხვარის ვაჟი, თუმცა ბოლოს მანაც ვეღარ გაუძლო ცდუნებას და კოცნაში ამყვა. -მგონია, რომ სიზმარში ვარ ჩემო მოლურჯო სულო! ძლივს ამოიბლუკუნა ბიჭმა. -ეს რეალობაა ტატო, მთელი არსებით მიყვარხარ, დანახვის დღიდან შემიყვარდი და ეს გრძნობა უფრო და ურო ძლიერდება დღითიდღე. -გიჟი ხარ! კვლავ გაოცებული სახე ჰქონდა ბიჭს. -დაე ვიყო გიჟი, რეალობას ვერ შევცვლით, მე შენ მიყვარხარ და არასდროს არ გადამიყვარდები. მხრები ავიჩეჩე და მთვარის შუქით განათებულ ტროტუარს გავუყევი. ***************************************************** 8********************************************* ყველა ერთი მაგიდის გარშემო ვისხედით, მე, მამა, დედა, ჩემი და, ჩემი მამამთლი და რაღა თქმა უნდა ჩემი ქმარი. ყველა გემრიელად შექცეოდა საჭმელს მე კიდევ უაზროდ ჩავშტერებოდი სალათის თეფშს. -რატომ არაფერს ჭამ მარიკო?! ხელი ხელზე დამადო გიორგი და სათნოდ გამიღიმა. -ხელიი! ხმადაბლა შევუღრინე და თვალით ვაიშნე ხელი აეღო. -ჰო რატომ არაფერს ჭამ შვილო?! ახლა დედაჩემი გამომექომაგა. -არ მშია დედა და საერთოდ თუ არ მიწყენთ ავალ ჩემს ოთახში თავი მტკივა ცოტა და დავისვენებ. ფეხზე წამოვდექი. -კარგი საყვარელო, მაგრამ მეც წამოგყვები. გიორგი არ ისვენებდა. -გიორგი არაა საჭირო შენი წამოსვლა.დაჯექი და ჭამა განაგრძე. ზურგი ვაქციე, რომ კვლავ მისი საზარელი ხმა გავიგონე. -არა საყვარელო რა დროს ჭაამა, ახლავე წამოგყვები, ხელსაწმენდი მაგიდაზე დადო და ისიც ფეხზე წამოდგა. შენ შეუძლოდ ხარ და მე შენს გვერდით არ ვიყო?! ნწ.. თავი გააქნია და ხელი წელზე შემომხვია. -გიორგი, რატომ არ გესმის, რომ ჩემი ცუდათ ყოფნის ერთადერთი მიზეზი შენ და ეს ყალბი გარემო, ხართ?! თავი დამანებე გთხოვ დღეს მაინც რა! ყველაფრისგან გადაღლილმა ვუთხარი და ხელი ცივად გავაშვებიე. საძინებლის კარი მივიხურე თუ არა, ღრმად ამოვისუნთქე. კარი გადავკეტე და იქვე კართან მუხლებზე დავეშვი. -ნეტავ,ახლა რას აკეთებ ტატო?! ჩემო ერთადერთო სიყვარულო... მუხლები მოვკეცე და თავი დავხარე მათი მიმათულებით. უხმოდ მდიოდა ცრემლები. კარგა ხანს ვიჯექი ასე, მერე კი ფეხზე წამოვდექი და გარდეროფის ოთახში შევედი. საშუალო ზომის, მოლურჯო ფერის ზარდახშას დავავლე ხელი, მერე მისი გასაღებიც მოვიძიე და გავხსენი ჩემი წარსული ყუთი. ჩვენი პირველი ფოტო ამოვიღე, უაზროდ რომ დავეხეტებოდით ქუჩაში, პაპანაქება სიცხეში, ის დღეები გამახსენდა და ღიმილი მომგვარა ამ ფაქტმა თუმცა ცრემლებს არ შეუწყვეტიათ დენა მაინც. ყუთი დავხურე სხვა ნივთებს არ შევეხე, ისევ გარდეროფის ოთახში შევიტანე და საწოლთან დავბრუნდი, ემბრიონის ფორმაში მოვიკუნტე და სურათს დავაცქერდი. -ნეტავ შემეძლოს, რამის შეცვლა, ნეტავ შემეძლოს ერთხელ მაინც კვლავ შეგეხო, კვლავ ძველებურად დავაგემოვნო შენი ტუჩები, ტუჩები, რომლებიც ღელვის დროს გეყინებოდა ხოლმე... როგორ შემიყვარდი ასე, როგორ გაიდგი ჩემში ტატო ფესვები, როგორ?! ნუთუ არ არსებობს ძალა, რომელიც ამ ტკივილისგან გამათავისუფლებს?! 4 წელი გავიდა, 48 თვე,1460 დღე, უამრავი კვირა, საათი, წუთი და უთვალავი წამი, მაგრამ ვერ დაგივიწყე, ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდება, იმაზე უფრო ძ₾იერ მჭამს ვიდრე იმ დღეს, როდესაც მითხარი, რომ აუცილებლად შემიძულებდი და გადამიყვარებდი. მეშინია იმ დღის, როდესაც დაბრუნდები და თვალს ვერ გაგისწორებ, მეშინია იმ საათის, როდესაც ხელს ვერ მოგხვევ და ვერ გეამბორები. მოვკვდები სხვა ქალი, რომ ვნახო შენს გევრდით, მოვკვდები სხვისგან, რომ გყავდეს შვილი და მისი თვალები შენსას გავდნენ. ასე, რისთვის დამსაჯე ღმერთო?! რა ცოდვა მქონდა ამის ფასი? რა მოხდებოდა თუ მის გევრდით ყოფნა არ მეწერა არ გამეცნო მაინც?! რა მოხდებოდა, თავი ბალიშში ჩავრგე და უკვე ხმით ავტირდი. **************************************************** ************************************ -ამ წვეულებაზე ყველაზე ლამაზი შენ იქნები, ჩემო ცოლუკავ! სახე ახლოს მომიტანა და შუბლზე მაკოცა გიორგიმ. -თუ ღმერთი გწამს გიორგი, როცა მარტო ვართ მაშინ მაინც ნუ თვალთმაქცობ და გულს ნუ მირევ. ხელი ვკარი და აივანზე გასვლას აპირებდი, რომ დამიჭირა და ხელზე ისე ძლიერად მომიჭირა ხელი, ყრუდ წამოვიკივლე. -რატომ ხარ ასეთი უხეში?! რატომ ვერ შემიყვარე?! იმ ნაბიჭვარს რა ჰქონდა ისეთი რაც მე არ მაქვს, რა მარიამ რაა?! იღრიალა ლაბაძემ. -ნუ ყვირიხარ და ხელი გამიშვი მტკივა.. აგდებულად გავეპასუხე. -გტკივა არაა?! მეც მტკივა გული, ამაზე ბევრად უფრო ძ₾იერად, როცა შენ ასეთ საშინელ სიტყვებს მეუბნები და არ მაძლევ უფლებას შეგეხო, გაკოცო, მოგეალერსო და ჩემად გიგულო, მეტიც ჩემი გაგხადო. -შენ ვერ გეტკინება გიორგი და იცი რატომ?! სახე ახლოს მივუტანე და თვალებში ჩავხედე. შენ გული არ გაქვს, უგულოეებს კი არ ტკივათ! ხელი გავიქნიე ძლიერად და ხელი გავაშვებიე, ჩემს მაჯაზე. ნატკენი მაჯა მოვისრისე ისე, რომ მისი მრისხანე თვალებისთვის არ მომიშორებია მზერა. რამდენიმე წამი მიყურა შემდეგ კი კარი ძლიერად გაიჯახუნა. მაკიაჟი შევისწორე და ჩემი ქერა თმა ცალ მხარეს გადმოვიყარე. შავი წელში გამოყვანილი, სადა კაბა მეცვა. არ ვიცი რატომ მაგრამ რაც ტატოს დავშორდი უმეტასად შავ სამოსს ვატარებდი, თითქოს ჩემს ჭუჭყიან სულს შავი ფერის სამოსით ვმალავდი. გაშტერებული შევყურებდი ჩემს თავს სარკეში, როდესაც მამა შემოვიდა და უკნიდან ჩამეხუტა. -ადრე შენი ცისფერი თვალები ბედნიერებისგან ციმციმებდნენ, დღეს კი ცრემლ ჩამდგარი მიცქერენ, გულს მისერავს ეს ყოველივე. მითხარი მარიკო, ჩემო პატარავ გიორგისთან ბედნიერი არ ხარ ხომ?! -არ ვიცოდი რა მეთქვა მამისთვის, მინდოდა მეტირა ისე, როგორც პატარობაში თუმცა ამის უფლება არ მქონდა. არა ბედნიერი ვარ მაა, უბრალოდ გავიზარდე. გავუღიმე სარკეში მის ანარეკლს და თვალები ძირს დავხარე. მისკენ შემატრიალა მამა და ცხვირზე მაკოცა ისე, როგორც ბავშვობაში. -მატყუებ... ასე მალე ვერ გაიზრდებოდი, ოთხი წლის წინ სულ სხვანაირი მარიამ ამილახვარი იყავი, შენი სიცილი აყრუებდა სახლის კედლებს დღეს კი ცოცხლად კვდები, მითხარი შვილო რა ხდება?! ცუდათ გექცევა შენი ქმარი?! -არა მამა საიდან მოიტანე ეგ?! ხელი ჩავიქნიე და ზურგი ვაქციე მამას. -აბა რა ხდება მამიკო, რა გამაგებინე?! შენს ცოცხლად სიკვდილს ვეღარ ვუყურებ, ვერა! -როგორ მინდოდა სიმართლე მეთქვა, თუმცა ამ ტკივილისთვის ვერ გავიმეტებდი მას და მორიგი სისულელე წამოვროშე. იცი, რატომ აღარ ვიცინი მაა?! სიცილი მეზარება.. გავიღიმე და ლოყაზე ვაკოცე. -სიცილის დაზარება აღარ გამიგია მარიამ. გაბრაზებულმა მითხრა ბატონმა მიხეილმა. კარისკენ დაიძრა და მომაძახა ჩვეულებრისამებრ. „შენ მე გადამრევ მარიკო“!.... **************************************** *********************************** ხალხით იყო გადაჭედილი რესტორანი, გიორგის სიამაყით მივყავდი მის გვერდით და მაცნობდა ათას უაზრო ადამიანს. უკვე ფეხზე ვეღარ ვიდექი იმდენად დამღალა ამ უაზრო, არაფრის მომცემმა საღამომ, თან ჩემს ჯინაზე ის ბიზნესმენიც არ ჩანდა ვის გაცნობასაც ასე ლამობდა ჩემი ძვირფასი ქმარი. ის მისთვის ერთადერთი რეალური კონკურენტი იყო ბიზნესში, როგორც ამბობდა და უფრთხოდა კიდევაც თითქოს მასს, თან სული ძვრებოდა მისი გაცნობის სურვილით. საათის ისრები უკვ ათსს უჩვენებდა, დავინახე როგორ მოდიოდა ბატონი ვახტანგი ჩვენი მიმართულებით და ვიღაც უცნობი მოჰყავდა თან გვერდით. განათების გამო ვერ გავარჩიე კარგად სილუეტი. რაც უფრო გვიახლოვდებოდნენ,მით უფრო და უფრო მეცნობოდა თითქოს და უცნობი, ყურები დამიგუბდა, არაფერი მესმოდა, გული კი მოჰყვა გამალებით ძგერას. უცნობის სიცილის ხმა გავიგონე წამით, რომელიც ძლიერ ნაცნონი და სანატრელი იყო ჩემთვის. დავბრუნდი,არ ვიცი რა და როგორ გამომივა,მაგრამ :((( ძაალიან მომენატრეთ ჩემო შოკოლადებო <3 ახალ წელს გილოცავთ,სიყვარულის წელი ყოფილიყოს,ბევრი და წრფელი სიყვარულის! საკმარისი სიყვარული მიგვეღოს თითეულ ჩვენგანს და გაზიარება გვესწალოს ამ გრძნობის! ველი თქვენს შეფასებებს! <3 მუდამ თქვენი, ალექსანდრა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.