შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ვერონიკას დღიურები"


18-01-2018, 02:02
ავტორი Ketiurushadze
ნანახია 1 118

საქმე იმაშია, რომ "ვერონიკას დღიურები"ს გამოქვეყნება არასდროს მიფიქრია თუ გამოქვეყნებას ექვამდებარებოდა მხოლოდ ნაწყვეტები ან ამონარიდები , რომლებიც შეიძლება სრულიად ამოღებული მაქვსტექსტიდან.. ვინაიდან, ისტორია იმაზე დიდი გამომივიდა და გამომდის ვიდრე მეგონა და ვინაიდან ტელეფონით ვპოსტავ პატარა თავებს შემოგთავაზებთ და ვეცდები ხშირად დავდო .. თავიდან წიგნის გამოშვებაზეც ვიფიქრე მაგრად მალევე გადავიფქრე რადგან იმაზე სერიოზული ნაბიჯია ვიდრე მეგონა..
"ვერონიკას დღიურები"
გამოშვების წელი: 2015
წერა ახლაც მიმდინარეობს..
ჟანრი : დრამა, მელოდრამა, ფენტეზი... (იმედია დაინტერესდებით , გთხოვთ თქვენი აზრი კომენტარებში გამოხატეთ)


თავი პირველი
თავშესაფარი

გამარჯობა! მე ვერონიკავარ, ეს სახელი მამამ შემირჩია დიდად არ მომწონდა იქამდე სანამ მან არ დამტოვა. ახლა როცა ყოველთვის მეძახიან "ვერონიკა" მამა მაგონდება და მის სიახლოვეს ვგრძნობ..
შენ თუ ჩემი ისტორიის , ჩემი ცხოვრების წაკითხვას, მოსმენას აპირებ გირჩევ ჩაუჯდე ბევრი ბევრი სალფეთქი მოიმზადო, რადგან თუკი შენს მკერდში გული ძგერს და მითუმეტეს თუ ემოციური პიროვნება ხარ თვალები ხშირად აგევსება ცრემლით , რადგან ჩემი ცხოვრება ერთი ამონარიდია , ამონაგლეჯი თვით ტრაგიკიდან !
ჟანრში ფენტეზი იქნა ჩაწერილი ეს იმიტომ არდამიწერია , რომ ზებუნებრივი ძალები მაქვს , ხელებიდან ცეცხლს ვუშვებ, ხელის ერთი აქნევით დედოფალივით ვცხოვრობ ან რამე ეგეთი არა ! ფენტეზი გამოვიყენე იმიტომ , რომ მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ .. ბევრი არარეალური ფაქტიც შეიძლება შეგხვდეთ , რომლებიც იშვიათად ხდება , თუმცა მინდა გითხრათ , რომ კი ხდება..
პირველი თავითქო და დავარქვი თავშესაფარი ეს იმიტომ, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი დედას დააწვა კისერზე მე ნაბოლარა ვიყავი ჩემს სამ დას შორის, ჩემი დები მოზარდები იყვნენ ამიტომაც დიდად მიხედვა არ სჭირდებოდათ ყოველშემთხვევაში არც ტირილით სკდებოდნენ და არც დედას უშლიდნენ ნერვებს.. პირველი უბედურება დედაჩემის ნერვული სისტემის დარღვევა იყო , ყველაზე და ყველაფერზე ბრაზობდა , ყვიროდა , რაც ხელში მოხვდებოდა ამსხვრევდა ეს იმიტომ რომ გვიჭირდა .. 4 ქალიშვილს ვეღარ აუვიდა , საკვები აღარ იყო, 3 თვის გადაუხდელი ელექტრობაც საბოლოოდ ჩაგვიჭრეს მოკლედ ბევრი როარ გავაგრძელო სიცოცხლისთვის აუცილებელი გზები გადაგვეკეტა რაიმე უნდა ეღონა ... ჩემი დები სამუშაოს ვერ იწყებდნენ მაგათ ტერტერი უნდოდათ თავის ჭკუაზე და ეგრე არიყო..
ერთხელ ასეთი რამემოიფიქრეს თვით აინშტაინმა დაიკოებმა.
ხმა გავრცელებულა სოფელში თავშესაფარი გაიხსნა და ყოველ ერთ ბავშვზე გადასახადიაო თან საკმაოდ სოლიდური თანხაო.. ყველაზე უფროსმა დედას ჩემი გაშვილება შესთავაზეს დედა თავიდან უარზე იყო თუმცა აღარ დააყოვნა ჩემთან მოვიდა და მეუბმება :
- ვერო , უკვე დიდი გოგოხარ მალე 6 წელს შეასრულებ საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედო, ხომ ხედავ რადღეშივართ.. მე შენ ერთ ადგილას წაგიყვან , სადაც გპირდები კარგად იქნები მეც მოგინახულებ და შენი დებიც უბრალოდ სხვა უფრო დიდ სახლში იცხოვრებ..
- კარგი დედიკო
რამესმოდა? არაფერი ჩემი თბილი, ტკბილი , წკრიალა ხმით ვუპასუხე და დავეთანხმე მაშინვე ცრემლები წასკდა .. ჩუმად იმეორებდა ეს ჩვენ გადაგვარჩენსო .. გეფიცებით ასეთი დედა არასდროს ვიქნები !
აღარ დააყოვნეს იმ დღესვე "მთელი" ტანისამოსი ჩამაცვეს და თავშესაფარში გამაქანეს .. სულ რაღაც 500$ აიღეს ჩემში ფულზე დახარბებულნი ისე წავიდნენ ვიღას ახსოვდა შენი ვერონიკა.. 5 წლის უცოდველი ბავშვი გამყიდეს და ისიც კიარ იცოდნენ ვის მიმყიდეს.. ამ ყველაფერს კი საკუთარი სისხლი და ხორცნი მიკეთებდნენ სხვას რაღაუნდა მოვთხოვო ამის მერე? არმესმის..

რა თქმა უნდა გაუცხოებული ვიყავი იმ გარემოსი თან მაშინებდა ..
დიდი კორიდორი მუქ მწვანე ფერში იყო შეღებილი, რომელიც თითქოს შავშიც გადადიოდა .. აქაიქ პატარ-პატარა ნათურები იყო კედლებზე მიმაგრებული , რომელიც გზას ასეთუისე გინათებდა.. კორიდორის ბოლოს მარცხნივ ახვეული გრძელი კიბე იყო წითელი ხალიჩით , კიბის გვერდით პატარა მაგიდა იდგა , რომელზეც საშუალო ზომის დათუნია იყო დასკუპული მინდა გითხრათ რომ სულაც არიყო საყვარელი , პირიქით.. კიბეზე ასვლის შემდეგ დიდ გაშლილ სივრცეს შეეგებებოდით გარშემო კი კარებები თითამის ერთმანეთზე იყო მიწეპებულები თითქოს წინასწარ იცოდნენ რომ ბევრი უგულო დედა გააშვილებდა თავის შვილებს..
ოთახში 12 საწოლი იდგა 2-2 სართულიანი.. სასადილო უზარმაზარი იყო ხოლო სამზარეულო ციცქნა.. 2 მზარეული 1 ჭურჭლისმრეცხავი 1 დამხმარე მიმტანი და 1 დამლაგებელი გვყავდა.. 1 მეყვალყურე , დირექტორი და ძიძა..
ზუსტად 12 წელი გავატარე თავშესაფარში ამ დროში 37 ოჯახი გამოვიარე 35 საწამებელი 1 უყურადღებო 1ც უკეთელშობილესი ბებო რომელიც მალევე გარდაიცვალა და ისევ თავშესაფარს ვუბრუნდებოდი..
თავშესაფარში ყველა მეგობრები ვიყავით განსაკუთრებით მეცამეტე ოთახის გოგონები ❤ და მეთოთხმეტე ოთახის 1 ბიჭუნა ზაკი, რომლისთვისაც სიცოცხლეს დაუფიქრებლად გავწირავდი..
საშინლად დესპოტი დირეტქორი გყვავდა .. მეთვალყურე უგულობას და ბავშვების სიძულვილს ამჟღავნებდა ყოველ შემოვლაზე , მაგრამ მარტო მე მენახა ის სახურავზე მჯდარი და მტირალი , მარტო მე დაბლაპარაკებივარ მას ყველაზე დიდხანს, მხოლოდ ჩემს მუხლებზე დაუდია თავი და ისე უტირია, მხოლოდდამხოლოდ მე შემხებია , მე ჩამხუტებია მე ვიგრძენი შვილმკვდარი მამის ტკივილი , მე ვგრძნობდი მამაჩემს .. მეთვალყურეს ლის ეძახდნენ მისი სახელი ჩემთვისაც დღემდე უცნობია.. მისტერ ლი! სერ ლი! სხვაგვარად არ შეიძლებოდა..
მისტერ ლი ჩვენი საუბრისა და ტირილის მერე თავს მარიდებდა თუმცა მისი თბილი გამოხედვა არასდროს დამავიწყდება.. სხვა პერსონები ჩვეულებრივი მომუშავე ხალხი იყო არც დიდად სითბოთი და არც სიცივით გამოირჩეოდნენ..
პირველი მისვლისას თბილად მიმიღეს მერე რაც უფრო მეჩვეოდნენ ბავშვები თუ უფროსები მით უფრო სიმკაცრეს იჩენდნენ დამცინოდნენ, რადგან გამხდარი ვიყავი თუმცა ეს ლოყები ბურთებად მაჯდა სახეზე. დამცინოდნენ , რადგან ნაბოლარა ვიყავი და სწორედ ამიტომ გამიმეტა დედაჩემმა ასე.. 9 წლის ასაკში დირექტორი ხელითაც შემეხო იმის გამო, რომ დამალობანას თამაშის დროს მის ღია კარს ამოვეფარე.. მისი მარჯვენა ბეჭდიანი გაშლილი ხელი ზუსტად 9ჯერ მომხვდა უკანალზე მეათე კი სახეში სილის გაწნით დააგვირგვინა, მისი თავიდან გაცეცხლებული თვალები მეხსიერებაში სამუდამოდ ჩამრჩება დასრულების შემდეგ კი სიამოვნებით როგორ შებრუნდა თავის კაბინეტში, იცით კიდევ რა არ დამავიწყდება? ჩემი ზიზღი მის მიმართ თუ როგორ ძალიან მძულდა მე ის .. იმის შემდეგ რაც მამაჩემს შეურაწყოფა მიაყენა და მისი სახელი შეურაწყო დავიფიცე რო ვაზღვევინებდი ყველაფერს ასეც მოვიქეცი მაგრამ ეგ სხვა ისტორიაა სხვა დროს განვიხილოთ..
ჩემი პირველი დღიურის წერა სწორედ 9 წლის ასაკში დავიწყე , მაშინ როცა ნაცემი და გაცეცხლებული, შერცხხვენილი შევვარდი ოთახში. შერცხვენილი იმიტომ .რომ ეს ყველაფერი ბავშვების თანდასწრებით გამიკეთა..
საბოლოოდ ახლად შევკრიბე ჩემი ცხოვრება ..

პირველი თავის დასასრული ..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent