შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახლში დაბრუნება


18-01-2018, 02:47
ავტორი merione
ნანახია 1 129

ალბად ყველა იტყვის, რომ დღევანდელი დღე არის ცხოვრება, ან გუშინდელი დღე იყო ცხოვრება, მაგრამ ყოველთვის იარსებებენ ისეთი პიროვნებები ვინც იტყვიან ჯერ არ გათენებულ დღეზე, ან ჯერ ვერგათენებულ დღეზე, რომ ისაა ცხოვრება. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მე ხომ ვიცი, რომ ცხოვრება ადამიანის არსებობიდან გამოკვეთილი მცირე პერიოდებია და მაინც, რატომ ვწერ ამას? ალბათ ამ წყნარი მუსიკის ფონზე, იმ დიდმა ნოსტალგიამ დამაძალა, რომელსაც პატარა ცხოვრება ჰქვია... დიდიხანია არ დამიწერია, არაფრის ხალისი არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ მას სჭირდება, რომ ეს პატარა ნაჯღაპნი წაიკითხოს, რომელიც ჩემი ძარღვებიდანაა გადმოსხმული, და არა ქველმოქმედებისთვის არამედ მეგობრისთვის, რომელიც ოდესღაც ბავშვი იყო, შემდეგ გაიზარდა და დაპატარავდა, მაგრამ ის ჩემთვის მაინც მომღიმარი პატარა გოგონაა, რომელსაც სულ ვაწვალებდი ხოლმე, შემდეგ კი ყაყაჩოებს ვუკრეფდი რათა მისი თვალების ბრწინვალება დამენახა, პოლარული ვარსკვლავივით რომ კაშკაშებს შემოდგომის ცაზე.
ამიტომ უნდა გავაგრძელო ის დიდი ფანტაზია, რომელსაც ჩემი ცხოვრება ერქვა და გავუზიარე მას და რაღათქმაუნდა ეს პატარა დიდებულება ორივეს არ გვეყო და გადავწყვიტეთ გაგვეფართოვებინა ის.
საჰარის უდაბნოს გრილი, ლმობიერი სიცილი აძლევდა სიცოცხლეს, რომელიც იქიდან წამოვიდა, სადაც არასდროს ყოფილა და მაინც უფლისწული მიიწევდა სახლისკენ, რადგან მიხვდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ვარდი არსებობს სამყაროში, მთავარი ის ვარდია რომელიც ყოველ დღე ნერვებს გიშლის, გავალდებულებს რომ იზრუნო მასზე, ყოყლოჩინობს, მაგრამ შენს გარეშე მაინც არ შეუძლია არსებობა, რადგან მხოლოდ სამი ეკალი აქვს. შენ კი მისი კედელი ხარ, რომელიც უძლებს ყველაფერს, რასაც შეეჭიდება, თუნდაც ერთი ფოთოლი ჩამოსწყვიტოს მის ყოყლოჩინა ლამაზ და ამპარტავან ვარდს. ის მიიწევდა წინ. გაცდა რამდენიმე პლანეტას და გადაწყვიტა შეესვენა, ისევ და ერთ პლანეტაზე ჩამოჯდა. ეს პლანეტა მეტად უცნაური ჩანდა. ზომით ორი სპილო რომ შეარეთო იმხელა იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი პატარა სახლი იდგა, გარშემო არავინ ჩანდა სანამ პატარა უფლისწული პლანეტაზე მიმობნეულ ყვავილებზე არ წამოწვა მან უცებ გაიგონა ხმა:
–აქ რა დაგრჩენია?– ხმა სახლის შიგნიდან გამოვიდა, რომელშიც პატარა უპლისწული იმიტომ არ შევიდა რომ ეს მას არ ეკუთვნოდა.
–უი უკაცრავად…– წამოხთა უპლისწული – არ მეგონა აქ თუ ვინმე იქნებოდა. –შეშფოთებული პატარა უფლისწული დაიძრა სახლისკენ.
–გაჩერდი მანდ!–უხეშად უთხრა ხმამ.– ვითომ რატომ არ გეგონა?
–გარშემო ყველაფერი ხელუხლებელია, თითქოს და აქ წლებია არავინ ყოფილა.
–საიდან მოდიხარ პატარავ?–პოზიტიურად კითხა ხმამ.
–მე მინდა, რომ ჩემს პლანეტაზე დავბრუნდე.–მწუხარედ უპასუხა უფლისწულმა
–რომელია შენი პლანეტა პატარავ.
–ასტეროიდი ბი 612–ბიჭუნას ცრემლები მოადგა.
–მოდი შემოდი აქ.– და უცებ კარი გაიღო– მე ასტრონომი ვარ პატარავ. მოდი დაჯექი, წყალი დალიე და დაისვენე ცოტა.–პატარა უფლისწული დაემორჩილა მას, რადგან მისი ხიოკი ხმა წამებში ლმობიერი გახდა.
–ძალიან დიდი მადლობა ბატონო ასტრონომო. –თავაზიანად უთხრა უფლისწულმა.
–აბა მითხარი შენი ბოლო გაჩერება სად იყო ჩემამდე?–მიუჯდა გაღიმებული მოხუცი უფლისწულს.
–დედამიწა...–უცებ უპასუხა უფლისწულმა.
–დედამიწა?!–შეშფოთდა ასტრონომი.
–კი დედამიწა – შეეშინად ბიწუნას.
–ყმაწვილო, ხომ არ გეშლება? მე წლებია ვაკვირდები ამ გიგანტურ ბურთს და არავინ დამინახავ იქ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ტელესკოპი და მახვილი თვალი მაქვს.– ასტროლოგი წელში გაიმართა და სათვალე შეისწორა,
–არა! – ცივად მიუგო ასტრონომს.- არ მეშლება, იქ ყველაფერია, რაც იქამდე მისვლაში ვნახე!
–ყველაფერი?
–დიახ ყველაფერი!
–გეშლება პატარავ მოდი გაიხედე აქ, –ასტრონომმა ტელესკოპისკენ მიიპატიჟა მისი სტუმარი.–ხედავ აქ არაფერია-პატარა უფლისწული მივიდა ტელესკოპთან და გაიხედა მასში. ტელესკოპი ანტაქტიკისკენ იყო მიმართული და მხოლოდ ყინულები მოსჩანდა თან ისე ახლოს თითქოს იქ იყავი, ბიჭს ტანში წარმოდგენილმა სიცივემ დაუარა.
–არა ბატონო ეს ერთერთი ადგილია მანდ სიხოხლე არ არის.
–სიცოცხლე?? დედამიწაზე სიცოცხლეცაა?–ათრთოლდა მოხუცი.
–დიახ მე იქ მეგობრებიც მყავს–ამაყად უპასუხა პატარამ.
–შეგიძლია მაჩვენო ? –მაცდურად ჰკითხა ასტრონომმა.
–რათქმაუნდა.– უფლისწულმა მოკიდა ტელესკოპს ხელი და მთელი ძალით დააწვა ქვემოთ, რომ ევროპა ეჩვენებინა ასტრონომისთვის.- აი შეხედეთ რამდენი ადამიანი იქ.-
ასტრონომი წამით გაშეშდა, შემდეგ სიხარულისგან ხტუნვა დაიწყო. მოიტანა მაგიდა სკამი კალამი და გაფაციცებით დაიწყო რაგაცის წერა.
–რას წერთ? –ჰკითხა უფლისწულმა
–თავიდან მომწყდი ბავშვო, ვერ ხედავ რამდენი საქმე მაქვს? – უხეშად დაუყვირა ასტრონომმა უფლისწულს,
პატარა უპლისწულმა თავი დახარა და ისე გამოეშურა სახლიდან, კარებთან ჩაიბურტყუნა: – „უცნაური ხალხია ეს დიდები“ – და გზა გააგრძელა.
მარტივი არ იყო მოგზაურობა. პატარას ძალიან გაუჭირდა რადგან არ იცოდა საით იყო გადაცურებული მისი პლანეტა, მაგრამ მაინც მიდიოდა გული უგრძნობდა, რომ იპოვნიდა და ერთ პატარა პლანეტას მიაგნო სადაც არაფერი იყო განსაკუთრებული, გარდა ერთი კაცისა რომელსაც დიდი ფუნჯი ეჭირა და სადგაც იმზირებოდა, იქ სადაც შეუძლებელი იყო გახედვა. პატარა უფლისწული მოემზადა რომ მისულიყო მასთან, როცა უცებ გაიგო
–ასე გაჩერდი.–პატარა პრინცი გაჩერდა ზუსტად ისე როგორც იდგა.
–გამარჯობა.–მიესალმა მხატვარს.
–გაგიმარჯოს. –უპასუხა მხატვარმა.
–შენ ვინ ხარ?
–მე მხატვარი ვარ?
–და რას ხატავ?
–ეხლა თუ ზოგადად?–პატარა უფლისწულს ჩაეცინა, რადგან გაახსენდა, რომ უფროსებს ყველაფერი უნდა დაუწვრილმანო, თორემ ისე ვერაფერს გაიგებენ.
–ახლა.
–ახლა შენ გხატავ.
–კი მაგრმა რატომ? – ჩვეულად დააყარა პატარამ კითხვები.
–იმიტომ რომ მხატვარი ვარ.
–და რას ხატავ?
–ახლა თუ ზოგადად?
–ზოგადად.
–რასაც დავინახავ იმას.
–კი მაგრამ რატომ?
–იმიტომ რომ მხატვარი ვარ.
ერთსაათიანი დიალოგის შემდეგ მხატვარმა აგარ გასცა პასუხი და უთხრა. – მოვრჩი ეხლა შეგიძლია გაინძრე.
პატარა პრინცი მივიდა მასთასნ და დახედა ნახატს, ნახატზე ჩანდა თუ როგორ ჩადიოდა პრინცის უკან მზე გაეღიმა და უთხრა
–გთხოვ ამას წავიღებ.
–რატომ ? –იკიტხა მხატვარმა
–მე მჭირდება ეს .
–კარგი შენი იყოს.
პატარა უფლისწულმა მოკიდა ნახატს ხელი, გაიღიმა და გაუდგა გზას. მოეწონა მხატვარი, მიუხედავად იმისა რომ ის მაინც უცნაური დიდი იყო. დიდიხნის სიარულის შემდეგ, ერთ ღრუბლიან პლანეტას მიადგა. დაეშვა მასზე და უცებ დაინახა კაცი, რომელიც იდგა ბარით ხელში და გამხმარ ნერგებს ახლით ცვლიდა ხოლო პლანეტის მეორე მხარეს კი გამხმარი ნერგების მთელი ზვინი იდგა. გაუკვირდა უფლლისწულს მივიდა და ჰკითხა:
–რას აკეთებ?
–ვშრომობ.–სწრაპად მიუგო გლეხმა.
–კი მაგრან რატიმ ?
–იმიტომ რომ როდესაც ღრუბელი გაიფანტება მზე შმოაღწევს აქ გაიზედებიან ეს ხეები და გემრიელი ხილი მექნება შემდეგ.–ოცნებაშერეული ხმით უთხრა გლეხმა უპლისწულს.
–კიმაგრამ ღრუბლები გაიფანტებიან?
–რათქმაუნდა.
–როდის?
–არ ვიცი.
–აბა საიდან იცი რომ გაიფანტებიან?
–არ ვიცი მაგრამ ვიცი რომ მზე გამოანათებს.
–და როდის გამოუნათებია შენს პლანეტაზე?
–არ გამოუნათებია.
–აბა საიდან იცი რომ ეხლა გამოანათებს?
–უბრალოდ ვიცი.
ჩაიჩურჩულა „უცნაური ხალხია ეს დიდები“ და გზას გაუდგა.
შინისაკენ სულ ერთი პლანეტაღა რჩებოდა და... და ის შეჩერდა იმ პლანეტაზე, პლანეტა მეტად უცნაური იყო ყველგან ფურცლები ეყარა, და ერთი კაცი იჯდა მხოლოდ შუა ხნის ასაკისა იქნებოდა მაგრამ დანაოჭებული სახე და თეთრშეპარული წვერი ჰქონდა, ცისფერი და უძირო თვალები გეგონებოდა თვალგახელილს სძონავსო. ვერცკი შეამჩნია უფლისწულის ჩამოსვლა მის პლანეტაზე, უფლისწული მიუახლოვდა მას.
–გამარჯობა–გაუბედავი ხმით მიესალმა პლანეტის მკვიდრს.
–ოჰ–კაცს შეეშინდა – ბოდიში ფიქრებში ვიყავი ჩაძირული... გამარჯობა.–უთხრა ბოხი ხმით და თვალები მოიფშვნიტა.
–შენ ვინ ხარ? – ჰკითხა უფლისწულმა
–მე ფილოსოფოსი ვარ.– ტკივილნარევი ხმით უთხრა ფილოსოფოსმა უფლისწულს
–და რას აკეთებენ ფილოსოპოსები?
–ფილოსოფოსები ფიქრობენ, აზროვნებენ, მსჯელობენ, ხვდებიან, საუბრობენ და ასე შემდეგ. და შენ რას აკეთებ?
–მე სახლში ვბრუნბები. –ამაყად უთხრა უფლისწულმა.
–სახლი.– დაფიქრდა ფილოსოფოსი– რა არის სახლი?
–სახლი ისაა სადაც გელოდებიან.
–და შენ ვინ გელოდება?
–მე ვარდი მელოდება.
–ვარდი? და რატომ გელოდება ?
–იმიტომ რომ მას ზრუნვა სჭირდება
–რა ზრუნვა ?
–მე მას წყალი უნდა დავუსხა, შემდეგ სურვილები უნდა ავუსრულო, რომ კარგად იგძნოს თავი, ძილის წინ კი უნდა დავახურო რომ ქარმა არ შეაწუხოს.
–მას ზრუნვა... და შენ რა გწირდება?
–მე... მე... მას მხოლოდ სამი ეკალი აქვს, თავის დასაცავად ის ჩემსგარეშე დაიღუპება!–დაიბნა პატარა უფლისწული.
–შენ ის გიყვარს.–თქვა ფილოსოპოსმა და ისევ უსაზღვრობაში ჩაიძირა.
პატარა უფლისწულს მოეწონა ფილოსოფოსი, მაგრამ იქ ვერ დარჩებოდა, რადგან სახლი ელოდა მას, სახლი სადაც მას ელოდებოდნენ და ის დაიდძრა. ისევ შირს პეიზაჟზე გამოჩნდა მისი პლანეტა გულის ფეთქვამ იმატა და ლამის მხატვრის საჩუქარი გაუვარდა ხელიდან, მაგრამ მაინც მიიჩქაროდა, წამები წლებად ეწელებოდა, მივიდა უცებ დადო თავისი ნახათი და ვარდისკენ გაიქცა, მაგრამ იქ მისი ვარდის მაგივრად სამი შედარებით პატარა ვარდი დახვდა.
–თქვენ ვინ ხართ?– შეშფოტებით იკითხა პატარა უფლისწულმა.
–ჩვენ ვარდები ვართ. –ამაყად უთხრეს ვარდებმა.
–კი მაგრამ აქ რა გინდათ?
–აქ იყო ერთი ვარდი რომელიც გაიზარდა, გაიზარდა, გაიზარდა და შემდეგ გახმა, დასცვივდა თესლები, თესლები დავარდა მიწაზე და ამ თესლებიდან ჩვენ გავჩნდით.– აუხსნა მარცხნივ მყოფმა ვარდმა.
უპლისწულს გაეგიმა. –ესეიგი თქვენ ჩემი ვარდის ნაწილები ხართ.–ცრემლი შეიშრო აიღო ნიჩაბი და ვულკანის ამოსუფთავება დაიწყო.


ჩემი საყვარელი წიგნის ანტუან დე სენტ ეგზიუპერის "პატარა უფლისწული" თუ გაქვთ წაკითხული ნამდვილად მიხვდებით ამ მოთხრობის შინაარსს... ვინაიდან და რადგანაც ავტორმა პატარა უფლისწულის მოგზაურობის ბოლო ისტორია დედამიწაზე შეაჩერა შევეცადე რომ მისი სახლში დაბრუნების ისტორიაც დამეწერა <3 რამდენად გამომივიდა თქვენ შეაფასეთ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent