შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამორძალი


16-08-2017, 16:29
ავტორი sel
ნანახია 1 914

რომ შეგხედე, ვერ ვიპოვნე შენში ნაკლი,
დღეს პირველად მგონია რომ შეგვქმნა ღმერთმა,
რომ გძერწავდა, ალბად იყო ძალზედ ლაღი,
ფანტაზია ამოუშრე მას შენ ერთმა,

რომ შეგხედე... რა ადამი? რა ნეკნები?
არ ვფიქრობ ღმერთს მისგან რამე გამოსვლოდა,
სად მოძებნა ანთებული ნაკვერჩხლები?..
შენს თვალებში ციმციმებდა და რომ კრთოდა,

შენს შექმნაში დაეხმარა იქნებ სხივი?
დამეკარგა დილას აქეთ მოსვენება,
სხვანაირად ან რით ავხსნა ეგ ღიმილი?
რას ვაწერო, შენში მზე რომ მომეჩვენა?..

არ ეძინა ალბად ცაზე არც ერთ მნათობს,
მითხრეს, წამით არ უხუჭავთ ვარსკვლავთ თვალი,
მზე და მთვარე მხოლოდ იმ დღეს იყვნენ ახლოს
და შედეგად დაიბადა ამორძალი.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

გავგიჟდი რა მაგარი ლექსია...
ყოჩაღ..
აი ისეთი მხოლოდ გულიდან რომ მოდის ყველა სიტყვა

 


№2  offline წევრი sel

terooo
გავგიჟდი რა მაგარი ლექსია...
ყოჩაღ..
აი ისეთი მხოლოდ გულიდან რომ მოდის ყველა სიტყვა


მადლობაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent