შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი მშობლები ტერორისტები არიან ასეთი ბომბა რომ გაგაჩინეს?!-14


18-01-2018, 21:24
ავტორი Tasska
ნანახია 2 799

თავი 14
-ანუ მიტაცებ ხო?
-როგორც მიხვდი.
მე უკვე ტანში ვეღარ ვეტეოდი ნერვიულობისგან, მაგრამ თავს მშვიდად ვაჩვენებდი. რადგან ვიცი, რომ ახლა არანაირი წივილი, კივილი, თხოვნა არ გაჭრის, პირიქით უფრო გაამწვავებს სიტუაციას. ირგვლივ გავიხედ-გამოვიხედე. თბილისს უკვე გავცდით, ალბათ რომელიმე მიყრუებულ ადგილას მივდივართ..
იქვე კარის გაღების ღილაკს მოვკარი თვალი. ახლა როგორ მე მარცხნივ უნდა გავახედინო, რომ ღილაკი გამოვიყენო და კაი გავაღო.
-ის რა არის?-უცებ წამოვიძახე, ინსტინქტურად მანაც იქეთ მხარეს გაიხედა, მე უცებ დავაჭირე ღილაკს და სანატრელი წრიპინი გავიგე. კარი გავაღე და უცებ გადავედი მანქანიდან. მივრბოდი რაც ძალი და ღონე მქონდა. ბოლოს სამშვიდობოს გავედი... ნუ ყოველ შემთხვევაში მეგონა, რადგან უცებ ხელზე ხელის დავლება ვიგრძენი და აქვე ჩავიფერფლე შიშისგან. კანკალმა ამიტანა..
-სად მიძვრებოდი შე კა*პა?-გაცეცხლებული მზერა მომანათა.
მე ისევ გავუძალუანდი, გათავისუფლებას შევეცადე მაგრამ ამაოდ. ვიცოდი, რომ ამას უარესი შესეგი მოჰყვებოდა, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებდი.
-გამიშვი ცხოველო!-ვუთხარი, თან ყველაფერი ავაფართხალე.
-ნუ ფართხალებ!-მიღრიალა ბოლო ხმაზე, მე მაინც არ ვეშვებოდი.
ამის გამო მან გამარტყა, იმხელაზე, რომ ცოტა წავბარბაცდი. ძალით წამათრია მანქანამდე, შიგ ჩამტენა, შემდეგ თვითონაც ჩაჯდა და დაძრა მანქანა. ტუჩიდან მლაშე, ბლანტი სითხე წამომივიდა. მიუხედავად ამისა დანებებას არ ვაპირებდი. ეს ნადირი ვერანაირად გამტეხავს, არ დავნებდები!
ცოტა ხნის განმავლობაში წყნარად ვიყავი, უმოძრაოდ. იქვე შედარებით უსწორმასწორო გზა დაიწყო.. მე ამით ვისარგებლე და საჭეს მივვარდი და მთელი ძალით გადავაბრუნებინე. მე ვიცოდი, რომ ამაზე მეტ სისულელეს ვერ ვიზამდი, მაგრამ უმოქმედოდ ვერ ვიქნებოდი. რამე, გინ ყველაზე სულელური რამ, აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. მანქანა უცებ გვერდით შებრუნდა და გზიდან გადავიდა, ახლა კიდევ რომ მივაბრუნო საჭე მანქანა მძღოლის მხარეს გადავრუნდება, მერე კი მე გადავალ და გავიქცევი. ამ იმედით ვიყავი...
მაგრამ არაფერიც. ბექამ საჭე დაიმორჩილა, მანქანა გაასწორა, მე საჭიდან მომგლიჯა. მეორედ გამარტყა და რაღაც ამაფარა პირზე. ბოლოს მისი ბუნდოვანი ნათქვამი გავიგე.
-თავიდან მომწონდი, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, რომ შენ მისნაირი კა*პა და ბაბლუანის ბო*ი ხარ.
ყველაფერი ყორნისფერმა მოიცვა...
***
შენობაში ბნელოდა. ხელებზე სიმძიმე ვიგრძენი, ეტყობა მჭიდროდ შეკრული მქონდა, რაღაც ცივზე, მაგარზე ვიჯექი, მასზევე მქონდა მიბმული ფეხები. ისე მჭიდროდ ვიყავი დაბმული, რომ ვგრძნობდი, თუ როგორ ხლეჩდა სქელი თოკი კანს, სხეულის თითოეულ უჯრედს. ხელის თითებს ვეღარ ვამოძრავებდი. ასე თუ დიდხანს გაგრძელდა კიდურებში სისხლის მოძრაობა შეწყდება და საბოლოოდ დავკარგავ კიდეც მათ. პირიც აკრული მქონდა. შენობა სპეციფიკურ სუნად ყარდა, რომელშიც შმორის სუნიც გაირეოდა. ნამდვილად არ იყო სახარბიელო ადგილი...
-ტასო, მომავალში გამახსენე რომ უცხოებს მანქანაში აღარ ჩაუხტე და ერთი კარგად შემოგცხო ყბაში..არა, ასეთუ უპასუხისმგებლობა შეიძლება? როდის იყავი ასეთი ჩლუნგი ჰაა?! პრინციპში, თუ მაშოც არ გამოშტერდა წესით უნდა მიხვდეს, რომ რახან ამდენ ხანს არ შევეხმიანე, ესეიგი რაღაც ვერ არის რიგზე. და უნდა გაარკვიოს. იმედია მიხვდება.. არა, რა თქმა უნდა მიხვდება! გული უგრძნობს რომ საფრთხეში ვარ.. მაგრამ, რაც მალე იქნება მით უკეთესი.
არა, ისე ჩემი ასე შებოჭვა რა საჭირო იყო? სადმე გავიქცეოდი თუ რა არის? ნამდვილად სახლის სარდაფში ვარ, თანაც აქედან ისე ვერ გავალ, ზემოთ რომ არ ავიდე. ესეიგი ვიღაცამ ნამდვილად გადაამეტა საშიში კინოების ყურება. ისე თავი ნამდვილად საშიშ ფილმში მგონია..
ოხხ, ტასო მოსაკლავი ხარ! არა, შენ კიარა, ბაბლუანია მოსაკლავი! მაგ მუტრუკის ბრალია შენ რომ ახლა ამ დღეში ხარ. და გამორიცხული არც არის, რომ მალე სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვაც მიგიწევს..-ვბუტბუტებდი ჩემ თავში, როცა კარის გაღების ხმა და განათებული კიბე დავინახე. საფეხურებზე ბექა ჩამოდიოდა მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უკანასკნელ გარეწრებს და ნა*იჭვრებს როგორიც აქვს ისეთივეა.
-როგორ არის ჩვენი სტუმარი?-ჩემკენ წამოვიდა დაჩაიმუხლა.
მე განწარებისგან სუნთქვა გამიხშირდა. მან პირზე აკრული წებოვანი ლენტა ერთი ხელის მოსმით მომაშორა, უცებ საშინელი წვა ვიგრძენი, განსაკუთრებით ტუჩის კუთხეებში, იქ სადაც ჭრილობა მქონდა. ტკივილისგან სახე დამემანჭა. მაგრამ ხმა არ ამომიღია.
სისუსტეს არ დავანახებ.. არ გავახარებ ამ ცხოველს, ნადირს.
მან სარდაფში შუქი აანთო და დავინახე, მისი ირონიული, კმაყოფილი სახე, რომელსაც დიდი სიამოვნებით, წავუშლიდი უამრავი დარტყმისგან.
-როგორ ხარ პრინცესა? საუკეთესო მასპინძელი ვარ არა?
ალბათ ჩემ ტირილს, კივილს, თხოვნას ელოდა, მაგრამ ვერ მივართვი.. უბრალოდ უემოციო სახით ვუმზერდი, პირდაპირ იმ მკვდარ, საზიზღარ შავ თვალებში ვუყურებდი, ყველანაირი შიშის გარეშე.
ასეთ სიტუაციაში პირველად ვარ, ნორმალურ ადამიანს ასეთი რამ იდნავადაც კი არ უნდა ქონდეს გამოცდილი.. მაგრამ მე არ გამიმართლა..
კუდურების მწვავე ტკივილს ვაიგნორებდი.
-არაფერს მეტყვი?-მოუთმენლიბისგან მიყვირა.
-რა უნდა გითხრა? შებრალება გთხოვო?
-არა, მკითხე, თუ რატომ ხარ აქ, მაინც და მაინც შენ..
-აზრი აქვს კითხვას?
-გამოცადე აბა..
-კარგი, რატომ ვარ აქ?
-აქ ალექსანდრე ბაბლუანის გამო ხარ. მოდი ყველაფერს მოგიყვები...
ყველაფერი წლების წინ დაიწყო.. შვიდი წლის წინ. მაშინ ოცი წლისები ვიყავით.. მე ალექსანდრე და დემეტრე საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ისინი ბავშვოდიდან ერთად მოდიან, მე კი უნივერსიტეტში გამიცნეს და კარგად დავმეგობრდით. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ მათთვის ერთმანეთზე მნიშვნელოვანი არ ვიქნებოდი, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი მათთან ურთიერთობას. ყველაფერი ვიცოდი მათ შესახებ, ნუ, მეგონა რომ ყველაფერი. ყველაფერს ვუზიარებდით ერთმანეთს, ყველგან ერთად დავდიოდით.
მე ერთი გოგო მომწონდა, უკვე მეორე წელია. ერთხელ კლუბში წავედით, სადაც ის გოგო იყო თავის მეგობრებთან ერთად. ორივემ იცოდა, რომ მე ის მიყვარდა, მაგრამ არაფრად ჩააგდეს ჩემი გრძნობა, გადაუარეს, ფეხქვეშ გათელეს...
იმ დღეს ის გოგო ჩემთან მოვიდა.. ეტყობა გრძნობებში გამოტყდომა უნდოდა, როცა ის დ..მ.. ბაბლუანი მივარდა და ამაცალა ხელიდან, სიტყვის დამთავრებაც კი არ აცალა, წაიყვანა. მე მათ უკან გავყევი და დავინახე თუ როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს.
სწორედ მანდ დაიმსხვრა ჩემი პირველი სიყვარული, ისიც ჩემიანის ხელით. სწორედ მაგ დროს შევიძულე სამივე. იმდენი ვქენი, რომ ის კა*პა მეგი საზღვარგარეთ გავისტუმრე. აქ თუ კიდევ გაბედავს ჩამოსვლას, აღარ დავინდობ და იქვე გამოვასალმებ სიცოცხლეს. ოო, ბაბლუანს და ავალიანს იცი როგორ გავანადგურებ? ავალიანი მაშინ განადგურდება ბაბლუანი რომ დაკარგავს სიცოცხლის სურვილს, ხალისს. ბაბლუანს კი ამას შენი მეშვეობით დავმართებ.
შენ უკვე მისთვის საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი ხარ.. ყველაფერს გააკეთებს შენ გადასარჩენად. აი ეს გავიგე თუ არა გადავიხარხარე, წარმოვიდგინე ის მუტრუკი? რომელიც თავგანწირვით ცდილობს ჩემ გადარჩენას. ახლა მივხვდი, ეს იდიოტი უბრალოდ შეშლილია, მას არაფრის ტრ*კი არ აქვს, უბრალოდ ამბობს ამაში უკვე ასი პროცენტით დავრწმუნდი.
-რა გახარხარებს გოგო?
-შენ უდიდეს შეცდომაზე მეცინება. -ვუთხარი მშვიდი ხმით.
-რა შეცდომას გულისხმობ?-აი ზუსტად ის რაც მინდოდა! ის არ არის თავის გეგმაში დარწმუნებული.
-პირველ რუგში შეცდომა ხარ შენ, ბუნების შეცდომა.. ასეთი ჩლუნგი და წინდაუხედავი რომ გაგაჩინა, მეორე კი ის, რომ ბაბლუანს მე არ ვაღელვებ, მისთვის უბრალოდ ძმაკაცის შეყვარებულის და მისი გარე ბიძაშვილის დაქალი ვარ. ამიტომ შენი გეგმა სწორედ აქვე ჩაიფუშა. -მივანათე გამარჯვებული მზერა.
-შენი აზრით დაგიჯერებ?-უკვე შეებზარა ხმა..
-გიმდ დამინერე, გინდ არა. უბრალოდ, იმასაც გეტყვი რომ ერთი პატარა ნიუანსი კიდევ გამოგრჩა.
-რა?-ღრიალით მკითხა.
-რა და ბაბლუანს უკვე ყავს საცოლე.. თაკუსა. ყოველთვის მასთან ერთადაა, რამდენჯერმე მეც შემხვედრია.. -აფერისტობაზე გადავედი, ცოტას გავმხიარულდები მაინც.
-ეგ საიდან მოიტანე? საიდან და ჯერ ერთი დიდი ბრილიანტით რომელიც მარჯვენა ხელის არა თითზე უბრწყინავს, მერე კი ბაბლუანის ნაჩუქარი ტოიოტათი რომელსაც ნომერზე დიდი ასოებით აწერია თAKUშA. -აი ზუსტად აქ შეეერყა სახე. ფაქტობრივად სახე წაეშალა. მე კი ძლივს შევიკავე თავი ფხუკუნისგან.
-აქედან გამომდინარე, სულაც არ არის საჭირო ჩემი დაბმა და წამება.. ვერ ხედავ? სადაცაა ძვლამდე ჩავა ეს ბაწარი.
ვუთხარი თუ არა სრულიად შეცვლილი, ისევ ცივი, გაყინული სახით დაიძრა ჩემკენ..
აი აქ შემეშინდა...
***
იმედია მოგეწონათ ეს თავი <333
შეიძლება ზოგ მომენტში ძალიან დაძაბული და მძაფრი ზოგ მომენტში კი ზედმეტად არა რეალური და მხიარული გეჩვენოთ ტასოს რეაქციები, მაგრამ ეს ასე იყო საჭირო. მაგრამ არ შეგეშინდეთ, ეს მოთხრობა არ არის ისეთი რომელზეც ტირიან, ცზარე ცრემლებს ღვრიან.. მე თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა რომ ყოფილიყო მხიარული, აქტიური, ისეთი, რომლის კითხვაც არ გბეზრდება.
იმედია გამომდის. ძალიან მინდა გთხოვოთ რომ დატოვოთ კომენტარი და უშუალოდ შეაფასოთ მოგწონთ თუ არა მოვლენების ასეთი განვითარება.
კიდევ წინა თავის კომენტარზე ვიღაცამ დაწერა რომ ეს მოთხრობა აქ ადრეც იდო, მინდა გითხრათ რომ მე ასეთი შინაარსის მოთხრობა ჯერ არ წამიკითხავს და ამასაც ყოველ დღე, თითო თავს ვდებ. ყველაფერი შეიძლება დამაბრალოთ, მაგრამ არა პლაგიატობა! განსაკუთრებით კი ამაში, წერაში.
იმედია მოვეწონათ. ძალიან დიდი მადლობა ჩემ მკითხველებს, ძალიან მიყვარხართ <3333
პ. ს. თუ შეცდომები მაქვს დამინდეთ :დდდ



№1 სტუმარი A

როგორც ჩემმა დებმა იციან თქმა „კარგი იყო მაგრამ ერთი ნაკლი მაინც ქონდა ცოტა იყოვო“. ხოდა მეც მომეწონა მაგრამ არ მეყო. ისე იმ ვინმე თაკუშას გამოგონებასა და იმ იდიოტის დაბნეულობაზე მაგრად ვიცინე. მაგარი იყო. ასე გააგრძელე....

 


№2  offline წევრი Tasska

A
როგორც ჩემმა დებმა იციან თქმა „კარგი იყო მაგრამ ერთი ნაკლი მაინც ქონდა ცოტა იყოვო“. ხოდა მეც მომეწონა მაგრამ არ მეყო. ისე იმ ვინმე თაკუშას გამოგონებასა და იმ იდიოტის დაბნეულობაზე მაგრად ვიცინე. მაგარი იყო. ასე გააგრძელე....

ნუ რა გავაკეთო, გული დადებისკენ და მკითხველის გახარებისკენ მოისწრაფვის :’( :დდდ
სამომავლოდ შევეცდები რომ გავზარდო თავები <3333

 


№3 სტუმარი Takusha

joy vuaimeee dzaan magaria estavic da sheenc magarixar

 


№4  offline წევრი ფსიქოპატი

აუ მალე დადე რაააა....
--------------------
tamo♡

 


№5 სტუმარი მარიამმი

ძაან მაგარი გოგო რომ ხარ იცი?? heart_eyes heart_eyes wink არ აგვიანებ და ყველაფერს ისე კარგად წერრ scream yum heart_eyes blush უბრალოდ ერთს გთხოვ უბრალოდ რომ თავები გაადიდო heart_eyes

 


№6  offline წევრი cicino

Patara iyo, male dade ra

 


№7 სტუმარი Nini

Male dade patara tavi iko da dzaan mainterebs ras uzams beqa tasos dzaan momwons sheni motxroba radgan imwmavsev sikvarul ar axsenb da sitvcaias amdzafreb rac dzaan didi xible dzens am motxrobas warmatebebi

 


№8  offline წევრი duso

dzaaan magari iyo ❤️ male dade ra

 


№9 სტუმარი სტუმარი ლიკა

მალე დადე გთხოვ მომწობს ძალიან

 


№10  offline წევრი Tasska

Takusha
joy vuaimeee dzaan magaria estavic da sheenc magarixar

მადლობა დიდი <33

ფსიქოპატი
აუ მალე დადე რაააა....

საღამოს დავდებ ალბათ <333

მარიამმი
ძაან მაგარი გოგო რომ ხარ იცი?? heart_eyes heart_eyes wink არ აგვიანებ და ყველაფერს ისე კარგად წერრ scream yum heart_eyes blush უბრალოდ ერთს გთხოვ უბრალოდ რომ თავები გაადიდო heart_eyes

მადლობა უუდიდესიი <33333 არ გამომდის ამ თავების გაზრდა და რა გავაკეთოო :’( :დდ

Nini
Male dade patara tavi iko da dzaan mainterebs ras uzams beqa tasos dzaan momwons sheni motxroba radgan imwmavsev sikvarul ar axsenb da sitvcaias amdzafreb rac dzaan didi xible dzens am motxrobas warmatebebi

მადლობა დიდიი <3333

 


№11 სტუმარი kusa13

პირადდად მე ძალიან კომწონს ისტორიის სიუჟეტი და ველოდები მოვლენების განვითარებას მოუთმენლაად და ახლა მითუმეტეს, ისეთ დროს გაწყდაა:** ჰოდაა თავები არ მყოფნიის რა :დდ მესმის შეიძლება ცერ ასწრებ მარა იქნებ ცოტა მაინც გაზარდო?სულ ცოტა :დდდ წარმატებები ❤❤

 


№12  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვუაიმე მიყვაარს მეე ეს ისტორიააა!!! და სასწრააფოდ ვითხოვ ახალ და დიიდ თავს!! ვგიჟდები მე შენზეე ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent