შენი მშობლები ტერორისტები არიან ასეთი ბომბა რომ გაგაჩინეს?!-12-13
თავი 12-13 მანქანა შეირყა. უკანა საბურავი დაეშვა. ბაბლუანს სახე შეეცვალა და სახეალეწილი გარეთ გადავიდა. უკანა საბურავი ტყვიით გახლეჩილი იყო იქვე კი პატარა ფურცელზე წარწერა იყო-“ახალი თამაში ძველი წესებით საუკეთესოა!” -სანდრო ეს რა არის?-ვკითხე შეშფოთებული ხმით. -ტასო მომისმინე, უკვე მოვედით შენ სახლთან, შენ წადი და დღეს საერთოდ არ გახვიდე გარეთ. -როგორ თუ არ გავიდე შენ ნორმალური ხარ? რაიცი რ.. -არ გახვალ ანასტასია! ახლა კი წამოდი და ნერვები არ ამიშალო!-მითხრა განრისხებული ხმით ბაბლუანმა და გამომყვა სახლამდე. სანამ სახლში არ მივედი თვალი არ მომაშორა. -ტასო რა სახე გაქვს? -რა სახე და მოკლეს კინაღამ შენი დაქალი. -რას ქვია მოკლეს? -ბაბლუანთან ერთად რომ მოვდიოდი საბურავს ესროლეს და მერე რაღაცა წარწერა იყო შურისძიებაზწ თუ რაღაცა. მოკლედ ან მე ან ბაბლუანს მაგრად ერხევა! -მოიცა რა? ღადაობ?-გაოცებული სახე მომანათა მაშომ. -არა, თან მითხრა დღეს სახლიდან არ გახვიდეო. -მოიცა, თუ მას დასდევენ შენ რა შუაში ხარ? -რავიცი მე... -კაი არ გახვიდე სახლიდან დღეს. -შეშინებით მითხრა მაშომ. -ვერ ხაარ შენ? ვიღაც ტინგიცის ხასიათზე მყოფი იდიოტების გამო სახლში გამოვიკეტო? -ალბათ საშიშია, თორე ისე არ გეტყოდა სანდრო. -აუ მორჩი რა..-მობეზრებით მივმართე. -აღარ მინდა მაგ თემაზე საუბარი. შემდეგ მაშო ჩემდან მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა. ჩემი გულჩვილი გოგოო.. -კაი რაიყო, რას გამომიტირე, დამმარხე ბარემ! -ახლაც ხუმრობის ხასიათზე როგორ ხარ? -როგორ და მე ვარ ზე ზე ზე ხუმარა ტიპი! ამიტომ ახლა ნუ მიფუჭებ ხასიათს. წავედი მე ბიბლიოთეკაში. -რაგინდა გოგო ბიბლიოთეკაში-მითხრა გამხიარულებულმა მაშომ. -თქვენ მერე რომ შემოვედი ორი წამით დავაგვიანე და ზედმეტი დავალება მომცა.. ხო ვამბობ, შიზოფრენიკი ქალია რაა-სიცილით ვუთხარი და ისიც ამყვა. გავემზადე და გარეთ გავედი. თავიდან ცოტა შიშით ვმოძრაობდი, ნებისმიერ ხმაზე ვტოკდებოდი, მაგრამ შემდეგ მივეშვი. არაფერიც არ მომხდარა. ბიბლიოთეკაში ვიყავი, მოვიძიე ინფორმაცია და უკვე შინ ვბრუნდებოდი. საღამო იყო და ისევ შემეშინდა. კაი ტასო აქამდე თუ არ დამხვრიტეს ახლაც არ მოიკლავდნენ თავს. ამ ფიქრში მივდიოდი როცა რაღაც მყარ სხეულს შევეჯახე. გული გამისკდა! -უ..უკაცრავად. -ვთქვი და ავიხედე მთასავით კაცი მედგა. -არაუშავს.. მითხრა და წავიდა. იმეე, ხმა ამოიღე ცოტა შვილო რაიყო, გამომელაპრაკე, რაიცი იქნება მომეწონე? არ უნდა იკითხო? ——— -უი ტასო მოხვედი?-თავინახე თუ არა გულზე მომეშვა. -არა მაშო, სული ვარ! მოვედი აბა რა ვქენი. -ხო გხედავ. -მართლა? -კაი სად იყავი ამდენ ხანს შემიქანდა გული და სული დავლიე აქვე. -როგორი ნერვიული ხარ გოგო დამამშვიდებელი დალიე არ შეიძლება ასე კაცო, შეიშლები ეგრე მალე-ჯერ სერიოზულად, მერე კი სიცილით მითხრა ტასომ. ცოტა ხანში დემეტრეს დავურეკე. ჯერ არა, მერე კი ძლივს მიპასუხა. -დემე რას შვები? -მე არაფერს და ჩემი პრინცესა რას შვება? -ცოტა ვინერვიულე.. რამე სერიოზული ხდება? -მაშო, მომისმინე სერიოზული არაფერი ხდება, უბრალოდ გარკვეული პერიოდი ხაზზე არ ვიქნები და შეიძლება ვერ გიოასუხო ამიტომ არ ინერვიულო, ისეც არაფერი ხდება, მოგვარდება ყველაფერი. -კარგი.. -მიყვარხარ მაშო! -მეც! ———— რამდენიმე კვირა არც ბაბლუანი და არც დემეტრე არ გამოჩენილა. მაშო უკვე ნერვიულობდა, ქუჩაშიც შიშით დადიოდა. უნივერსიტეტშიც არანაირი სიახლე იყო, ელიკოც მოწყენილი დადიოდა, ლევანსაც ვხედავდით ხოლმე ელიკოსთან ერთად, მასთან ერთად კი გაბოც იყო ხოლმე. -აუ ტასო, უკვე მესამე კვირაა არ გამოჩენილან. -მითხრა დამწუხრებულმა მაშომ. -კაი ნუ ღელავ, ხო გითხრა შეიძლება ხაზზე ვერ გამოვიდე და არ ინერვიულოო. -თავისით მენერვიულება და რაგავაკეთო? -კაი უბრალოდ არ მიაქციო ყურადღება მალე გამოჩნდებიან. შენ წადი სახლში და მე მაღაზიაში შევივლი თან მერე მითხარი რამე საყიდელი თუ გვაქვს წამოვაყოლებ. მაშო წავიდა, მე კი მაღაზიისკენ გავუხვიე როცა რაღაცას შევეტაკე. უფროსწორად ვიღაცას. -უკაცრავად.. -უი ისევ შენ? -?? -არ გახსოვარ? ბიბლიოთეკასათანაც შემეჯახე. -მე კიარა შენ შემეჯახე. -კაი ერთმანეთს შევეჯახეთ. -მითხრა უცნობმა სიცილით. -ისე ერთხელ შეხვედრა დამთხვევაა, მეორეჯერ კი ბედისწერა..-ისევ წამოიწყო უცნობმა. -მე რომ ბედისწერის არ მჯერა? -სამაგიეროდ მე მჯერა და ჩემი რწმენა ორივეს გვეყოფა. მითხრა და ორივემ გავიცინეთ. -ისე შენი სახელი არ გინდა რომ მითხრა? -რავიცი, ბედისწერას კითხე-ვუთხარი სიცილით. -კაი, მე ბექა ვარ. -სასიამოვნოა ბექა. -ჩემ სახელს ელოდა ეტყობა მაგრამ ვერ მოგართქვი! -სადმე დავსხდეთ არ გინდა? -ახლა არ მცალია, თან ჯერ არა, მესამედ რომ შეგხვდები მერე დავფიქრდები. -კაი მაშინ შევეცდები რომ შეგხვდე. მე გავუცინე და წამოვედი. მაღაზიაში შევედი ყველა საჭირო ნივთი ვიყიდე და სალხლისკენ გავწიე. -ტასო სად იყაქვი აქამდე, საშინლად ვინერვიულე! -კაი ჩემ ყველა დაგვიანებაზე თუ ასე მოკვდი ნერვიულობით დაგემართება რამე, ცოტა მოეშვი. -რავიცი, არ შემიძლია. -კაი, მოდი ვიყიდე რაღაცები და მითხარი ხოარ დამავიწყდა რამე. -კაი რაა ტასო, ხოიცი არ მიყვარს ალუბლის იოგურტი და სულ ეგ რატომ იყიდე?-მითხრა განრისხებულმა მაშომ. -მე მიყვარს. თანაც შენ რომ ნესვის გიყვარს მე ვერ ვიტან მაგას. -ცხვირაბზეკილმა მივუგე. -მერე ორივე გეყიდა. -არ იყო.. -ნუთუ? -კაი ჩავალ ისევ! -არა, არ გინდა. -კაი ჩავალ, თანაც კევას ვიყიდი დამავიწყდა. -კაი, ოღონდ მალე მოდი თორე ვინერვიულებ. -კაი დედიტო! მაღაზიაში ჩავედი და ვიყიდე კევა, იოგურტი და კიტკეტიც წამოვაყოლე, რამექნა უუსაყვარლესად მიმზერდა. უცებ ისევ რაღაცას შევასკდი. -ისევ შენ უცნობო?-მკითხრა ირონიულად ბექამ. -იცი რა ბექა, მე გამიგონია რომ ერთი შეხვედრა დამთხვევაა, ორი ბედისწერა, სამი კი უკვე თვალთვალი! -აბა რა მექნა, შენ შემპირდი რომ შემხვდებოდი! -კაი, ოღონდ ახლა ვერა, ღამეა და სახლში თუარ მივედი ჩემი დაქალი მოკვდება ნერვიულობით. ხვალ ორიდან სამამდე ფანჯარა მაქ უნივერსიტეტში და იქვე კაფეში შევხვდეთ გინდა? -ოო, პაემანზე მეპატიჟებიი?-მითხრა სიცილით. -კაი სახელი მაინც მითხარი. -ხვალ გაიგებ ბექუშ! ——— მეორე დღეს უნივერსიტეტშიც წავედით და ორზე ლექციაც დამიმთავრდა. -მაშო წავედი ახლა მე აქვე კაფე როა იქ ვიქნები და დაახლოებით ნახევარ საათში მოვალ. -კაი ტაას, იციდე არ შემარცხვინო-სიცილით მითხრა. -მაგრამ ისე დიდად არც მომწონს...-ფრთხილად შემაპარა მაშომ. -ნანახიც არ გყავს და რანაირად აფასებ? -ოო მე ვაფასებ და შენ რა გინდა?-ისევ სიცილით მითხრა. -კაი წავედი თორე დავაგვიანებ. გაკოცეეთ. -ვუთხარი მაშოს და ელიკოს. მალევე მივედი კაფესთან და მანქანაზე აყუდებული ბექა დამხვდა. -ეე, პრივეტ, მოხვედი ტოო? -არა გეჩვენები. -ვუთხარი სიცილით. -კაი წამო შევიდეთ.-დააიგნორა ჩემი ნათქვამი და შიგნით შემიპატიჟა. -დავსხედით, ახლა შენი სახელი მითხარი. -როგორი მოუთმენლი ხაარ-სიცილით მივახალე. -ხოო, ისე დღეს განსაკუთრებულად კარგ განწყობაზე ხარ. -მანაც სიცილით მითხრა. -უკაცრავაად? როდის ვარ ცუდ ხასიათზე? კაი, აღარ გაწყენინებ და გეტყვი — ტასო. -აჰაა, ანუ ანასტასია და ბექა-სიცილით გააგრძელა. რაიყო ამან ახლა ჩვენი წყვილი შეადგინა? ბარემ დაემატებინა ბესტასია, ან ა+ბ=შ. ვერარის ნუუ.. -ხოო-უხერხულად გავიღიმე. -რას მიირთმევ? -ერთ ესპრესოს დავლევ. -ვუთხარი და მან ოფიციანტს დაუძახა. -ორი ესპრესო თუ შეიძლება. ცოტა ხანში ესპრესოც მოვიდა და ჩვენ სხვადასხვა თემებზე დავიწყეთ საუბარი. თურმე ბექა იმნაძე ქუთაისიდან ჩამოვიდა თბილისში სამხატვრო აკადემიაში სასწავლებლად. უკვე დაამთავრა და ახლა სამსახურის ძიებაშია. -ბექა იცოდე შემდეგ შეხვედრაზე ჩემი პორტრეტი დახატე. -ხუმრობით ვუთხარი სერიოზული ხმით. -ნუუ, ძირითადად ლამაზი ადამიანების პორტრეტებს ხატავენ, მაგრამ კარგი ერთ გამონაკლისს გავაკეთებ. -სრული სერიოზულობით მითხრა ბექამ. მოიცა ახლა ამან უშნო მიწოდა? დარწმუნებული ვარ ჩემნაირი გოგო ჯერ არ უნახავს. ბაბლუანზე უარესი ხეპრეა ეს. იმეე, მართალი იყო მაშო. როდის იყო ბედისწერა და იღბალი მქონდა. -ანუ? -ანუ გამონაკლისს გავაკეთებ და ულამაზესი ადამიანის პორტრეტს დავხატავ. -შენთვის უკეთესი რომ ასე მითხარი, თორეემ ვერ გიშველიდა მიქელ-გაბრიელი. -აჰჰ, მადლობა. -ისე, არ გინდა ნომრები გავცვალოთ?-ეშმაკური მზერით მკითხა ბექამ. -ჯერ არა, შემდეგ შეხვედრაზე დავფიქრდები. -მეც ეშმაკურად ვუპასუხე. ცოტა კიდევ გავაგრძელეთ საუბარი, ბოლოს სახლში წავედით. მან თავისი მანქანით მიმიყვანა სახლამდე. საკმაოდ სასიამოვნო მოსაუბრეა.. -რა ქენი დატესტე ბიჭი?-მაშინვე მომახალა პირდაპირ მაშომ და ელიკომ კარში შევედი თუ არა. -კი, ნორმალურია, თან კაი ხუმარა ტიპია. -კაია, გაერთობი ცოტას..-სევდიანად მომმართა მაშომ. -ისე იმათგან არაფერი ისმის? -ჯერ არაფერი, მაგრამ ზუსტად ახლა ვაპირებდით დარეკვას. შენც მოდი და დავურეკოთ. -მომმართა ელიკომ. მეც ჩავსკუპდი მათ შორის და ტელეფონს მივაყურადე. ჯერ დემეტრეს დავურეკეთ, რომელიც საერთოდ არ პასუხობდა. შემდეგ კი ბაბლუანს, ისიც დიდი ხანი არ პასუხობდა. მაგრამ რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა როგორც იქნა. -სანდრო როგორ ხარ?-მონატრებული ხმით მიმართა ელიკომ. -კარგად ელე შენ? სადხაარ ახლა?-გადაღლილი ხმით მიმართა ბაბლუანმა. -მე მომენატრე, მაგრამ კარგად ვარ. ახლა მაშოსთან და ტასოსთან ერთად ვარ მათ ბინაში. -ხო კარგია, ერთად იყავით ხოლმე, მაგრამ შედარებით გვიან სიარულს მოერიდე ცოტა, გარკვეული პერიოდი მაინც. -საან, არ გვეტყვი რა ხდება როდის დაბრუნდები? ან საერთოდ ჩვენ რა შუაში ვართ და რატომ უნდა ვიაროთ აჩრდილებივით?-გაბზარული ხმით უთხრა ელენემ. -ელე მომისმინე, შენ კარგად იცი, რომ სერიოზული პრობლემა რომ არ იყოს არც ერთს არაფერს გთხოვდით, უბრალოდ შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, მაშო კი დემესთვის, ამიტომ შესაძლია საფრთხეში აღმოჩნდეთ. -და ტასო? -ნუ, ტასო თქვენყვისაა მნიშვნელოვანი, თანაც სულ თქვენთან ერთადაა, ამიტომ ისიც ფრთხილად იყოს. -აჰაა, ანუ მე თავისუფალი ვარ! ჩავედი მე მაღაზიაში.-ჩავყვირე ტელეფონში და წამოვდექი. -არა ტასო, მოიცადე! ახლა არ გაბედო და გარეთ არ გახვიდე, ელენე შენ კი მანდ დარჩი! გარეთ გასულები არ დაგინახოთ არც ერთი, თორემ საშინელი რამ შეიძლება დაგემართოთ. -მე ხომ არც ერთისთვის არ ვარ მნიშვნელოვანი, ამიტომ მე ეგ არ მეხება!-ისევ ჯიუტად ჩავყვირე ტელეფონში. -ტასო, რა გითხარი მე შენ? ჩვენი მეგობარი ხარ და ასე თუ ისე შეგვტკივა გული, ხოლო ელენესა და მაშოსთვის ზედმეტად მნიშვნელოვანი ხარ ამიტომ დაეტიე სახლში! და თქვენ აღარ დაგვირეკოთ არცერთს, როცა საჭირო იქნება ჩვენ თვითონ დავრეკავთ. -თქვა და გათიშა ტელეფონი. უკვე ერთ კვირაზე მეტი გავიდა. უკვე არც ბიჭებისგან და არც ბექასგან არაფერი ისმოდა. ცხოვრება ერთფეროვანი გახდა, მეც, მაშოსაც და ელიკოსაც წაგვიხდა ხასიათი. დღემ ხალისი დაკარგა, მთელ დროს მათზე ნერვიულობაში ვატარებთ... ყველაზე რთულია გაურკვევლობაში ყოფნა და მუდამ უარყოფითზე ფიქრი. უნივერსიტეტიდან სახლისკენ მივდიოდი როცა წინ ბექა ამესვეტა. -უი ბექა, როგორ ხარ?-ვკითხე შედარებით გამხიარულებულმა. -კარგად შენ ტასო? წამოდი ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო. -რაღაცნაირი, უცნაური ხმით მომმართა. -ამმ.. არ ვიცი.. კერ მითხარი სად!-მხიარულად შევეცადე ინფორმაციის გამოტყუება. -მაგარი ადგილია, ძალიან მოგეწონება. -ჰმმ.. კარგი. -ვუთხარი და მაშოს მივწერე რომ ბექასთან ერთად მივდიოდი. მანქანაში ჩავსხედით და გზას გავუდექით. -ბექა, რაღაცა ქალაქს გამოვცდით და ზუსტად სად არის ეგ ადგილი?-ინტერესიანმა ვკითხე. -აქვეა, ახლოს. -წეღანაც ეგრე მითხარი.-უკვე ნერვიულობა დამეწყო. -ეჰჰ.. ტასო, რა მიამიტი ხარ..-სიცილით მომმართა. -რას გულისხმობ? -პატარაობაში არ გასწავლე? უცხოებს მანქანაში არ უნდა ჩაუჯდეო. -ჩვენ ხომ ვიცნობთ ერთმანეთს?-“გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო” ხმით მივმართე. -ტასო, შენ იცნობ ბექა იმნაძეს და არა მე. -ვერ გავიგე?-მართლაც რომ ვერ გავიგე რას გულისხმობდა. -ტასო ჩვენი ყველა შემთხვევით შეჯახება, შეხვედრები, ჩემი ბიოგრაფია, ყველაფერი დაგეგმილი, უბრალოდ თამაშის ნაწილი იყო. -რა თამაშის? -ახალი თამაშის ხველი წესებით. -ეს.. ეს შენ გახეთქე მაშინ მანქანის საბურავი..-ისე ვუთხარი, თითქოს საკუთამ თავს ვესაუბრებოდი. -ახლა რას აკეთებ, შურს იძიებ? -დიახ..დიახ. -და რატომ მე? ან რატომ ასეთი შურისძიება, შენნაირი ტიპები ქალებს ხომ არასდროს ეხებიან. -სხვასთან არც შევეხებოდი, მაგრამ ბაბლუანთან ზუსტადაც რომ ქალს შევეხები, ზუსტად ისე, როგორც ის მოიქცა წლების წინ. -ეტყობა რაღაც გაახსენდა და ზიზღით გაჟღენთილი წინადადებით მიპასუხა. -ანუ მიტაცებ ხო? -როგორც მიხვდი. მე უკვე ტანში ვეღარ ვეტეოდი ნერვიულობისგან, მაგრამ თავს მშვიდად ვაჩვენებდი. რადგან ვიცი, რომ ახლა არანაირი წივილი, კივილი, თხოვნა არ გაჭრის, პირიქით უფრო გაამწვავებს სიტუაციას. ირგვლივ გავიხედ-გამოვიხედე. თბილისს უკვე გავცდით, ალბათ რომელიმე მიყრუებულ ადგილას მივდივართ.. იქვე კარის გაღების ღილაკს მოვკარი თვალი. ახლა როგორ მე მარცხნივ უნდა გავახედინო, რომ ღილაკი გამოვიყენო და კაი გავაღო. -ის რა არის?-უცებ წამოვიძახე, ინსტინქტურად მანაც იქეთ მხარეს გაიხედა, მე უცებ დავაჭირე ღილაკს და სანატრელი წრიპინი გავიგე. კარი გავაღე და უცებ გადავედი მანქანიდან. მივრბოდი რაც ძალი და ღონე მქონდა. ბოლოს სამშვიდობოს გავედი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.