სოხუმსკი (11 თავი)
იმ წამს დედამიწამ ტრიალი შეწყვიტა, გაჩერდა და წუთებიც გაყინა. ჩვეულებრივი შავთეთრი სამყარო ფერად ცისარტყელას დაემსგავსა და ისე განათდა, როგორც პატარა მარგალიტი უკიდეგანი ზღვაში. გულის ფეთქვა, აჩქარებული პულსი და სუნთქვა შეთანხმებულად მოქმედებდნენ. მათი სხეულების ერთმანეთთან დაცილებით დედამიწამ იმაზე სწრაფად დაიწყო მოძრაობა ვიდრე მანამდე. შესაძლოა ღერძსაც მოწყდა და ასე დაეშვა დაღმართიდან. მათესთვის ყველაფერი კარუსელივით ტრიალებდა, ერთადერთი დიანას ხედავდა მის წინ გაღიმებული სახით, რომ იდგა.. -მე შენ მიყვარხარ.. ღრმად ჩაისუნთქა და ისე სწრაფად წარმოსთქვა თავადაც ძლივს გაიგო ნათქვამი... ჰაერის უკმარისობა იგრძნო და ყელზე ხელი მოისვა.. -უფრო რომანტიულადაც შეიძლებოდა. ეშმაკურად გაიცინა, ბიჭს ყელზე მოხვია ხელები და აწითლებულ ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. -იღებთ ამ კაბას? კონსულტანტის კითხვამ შეაწყვეტინათ ერთმანეთით ტრფობა. -სხვებსაც ვნახავთ. დიანამ კატალოგი გამოართვა გოგონას და კაბების დათვალიერება დაიწყო. მათეს ლამაზი, უმკლავო კაბა მოეწონა, რომელიც პატარ-პატარა ნაჭრით იყო გაწყობილი, წელს ქვევით, რაც კაბას ორაგინალურს ხდიდა. ისეთი შთაბეჭდილება დაგრხებოდათ თითქოს თეთრი ვარდები ეკრა გარს. გულ-მკერდს ბზინავი და ბჭყვიალა თვლები ამშვენებდა. მოსახერხებელიც იყო და კომფორტულიც, ამიტომ დიანამაც ამ კაბაზე შეაჩერა არჩევანი. -ეს კაბა გვინდა. კატეგორიული ტონით უბრძანა კონსულტანტს. -ერთ კვირაში გვექნება გაყიდვაში, ახალი მოდელია და ჯერ არ დასრულებულა მასზე მუშაობა. თქვენ თუ ნამდვილად გნებავთ გადავდებ, როგორც კი მივიღებთ ამ დიზაინს. -კი. ნამდვილად გვინდა. აი ეს ჩემი ნომერია და დამიკავშირდით მოტანისთანავე. ავტომობილში მყოფებმა ხელის მოწერის ცერემონიაზეც ისაუბრეს და ადგილ მდებარეობაზე მაინც ვერ შეთანხმდნენ. მათე ერთს ამბობდა დიანა მეორეს. -აი ვნახე.. მობილურიდან თავი აწია და ბოკუჩავას დაანახა. -რესტორანი გუჯარი. მცხეთაშია, ეზო აქვს რაღაც სასწაული..შიგნითაც კაი სიტუაციაა, ნუ სურათებში კაია და რავი.. მარა. -რა მარა? -ძვირია. -ფული არაა პრობლემა...სესხს ავიღებ თუ რამე მთავარია ყველაფერი მაგრად იყოს. გინდა წავიდეთ და ვნახოთ? -სერიოზულად? -ჰმ.. არასერიოზული როდის რა მითქვამს გაფიცებ. -ჩამოგითვალო? ცალი წარბი ზევით აწია და ბიჭს გვერდულად გახედა. სოხუმსკიმ გულიანად გადაიხარხარა და სიჩქარეს უფრო მეტად უმატა. -მათე ზუსტად ისაა რაც მე მინდოდა. ეზოა გადასარევი.. უყურე რა მაგარია. აღფრთოვანებული იყო დიანა. -ჰო მეც მომწონს. გოგოს ხელი წელზე მოხვია და რესტორნის ეზო უფრო უკეთ შეათვალიერა. -წამო შიგნით შევიდეთ..ვნახოთ აბა რა პონტია. შენობაში შესულებს მყუდრო გარემო დახვდათ. -ვააა მართლა კაი პონტია ხო იცი შენ. -მეც მომწონს.. -მენეჯერი ვნახოთ და დაველაპარაკოთ. მიმტანს ანიშნა მასთან, რომ მისულიყო.. -გამარჯობა.. მენეჯერთან გვინდა გასაუბრება.. -ახლავე დავუძახებ, თქვენ დაბრძანდით. იქვე მდგომ მაგიდაზე მიუთითა. -რამეს ხომ არ ინებებთ ? -მარტო ყავა. ღიმილით უთხრა დიანამ. -მოიცა რა ყავა. მიმავალი მიმტანი მაშინვე შეაჩერა..- მენიუ მოგვიტანე თუ ძმახარ. მთელიდღია მაგ კაბებზე დავდივარ მოვკვდი ტო შიმშილით. წარბებ შეკრული ბუზღუნებდა. -კარგით ახლავე. ღიმილით დატოვა წყვილი. მენიუსთან ერთად, მენეჯერიც მალევე გამოჩნდა. ბევრი ახსნისა და განმარტების შემდეგ შეთანხმდნენ მარტის 13 ზე. თუ კარგი ამინდი იქნებოდა ხელომოწერა ღია ცის ქვეშ გაიმართებოდა, ქორწილი კი შენობაში აღინიშნებოდა.. დიზაინზე თავად დიანა იზრუნებდა ქორწილამდე, რამოდენიმე დღით ადრე. სტუმრების რაოდენობამ 300 ამდე მიახწია.. ეს მიახლოვებით, ზუსტ პასუხს კი ორი კვირის შემდგომ ეტყოდნენ როცა ბ-ს დაუტოვებდნენ და რესტორანს დაჯავშნიდნენ. -კარგით მე დაგტოვებთ და თქვენ გადაწყვიტეთ თუ გაწყობთ ამ ფასად მაშინ დამიკავშირდით.. ქერათმიანმა ქალმა სავიზიტო ბარათი მაგიდაზე დადო და ღიმილით წამოდგა ფეხზე. -აუცილებლივ დაგიკავშირდებით. ღიმილითვე უპასუხა დიანამ და ფურცელს დახედა, სადაც 300 კაცის სუფრა იყო დაანგარიშებული. მათემ მაშინვე ჭამა დაიწყო, როგორც კი ქალი გასცილდათ. -ძაან ძვირი ჯდება.. ბოკუჩავას მიაპყრო მზერა, რომელიც აჭარულ ხაჭაპურს გემრიელად შეექცეოდა. -მათე ორი წუთი მაინც მოწყდი საჭმელს. -მშია. გამოტენილი პირით ამოიბრტყუნა. -რა ვქნათ? სკამს მიეყრდნო. -რა უნდა ვქნათ? ვიხდით აქ. ხომ გითხარი ფულზე არ იდარდოთქო. -ხო მარა მაი.. -თუ ვიხდით ჯობს ბოლომდე მაგარი იყოს, ვიდრე სადღაც შუაში. ხაჭაპირის კიდევ ერთი პატარა ნაჭერი შესანსლა.. -მიყვარხარ.. დიანა სწრაფად წამოდგა ფეხზე და ლოყაზე ხმაურით აკოცა. -ეგ ისედაც ვიცოდი.. გამოტენილი პირით ამოთქვა და გოგოს გაბრწყინებული თვალები შეანათა. -მარა შენ, რომ მეუბნები მაინც სულ სხვაა.. -გასაოცარი წყვილი ვართ რა.. სიცილით დაუბრუნდა თავის ადგილს. -ასე გაჩალიჩებულად ვქორწინდები შენზე, ნუ რაღა გაჩალიჩებით უკვე მეც მინდა, მაგრამ მაინც ჯობდა მოგვეცადა ცოტახნით. -ჩავთვალოთ არაფერი გამიგია.. -ზეგ ანუკის და აკოს ქორწილია.. -უკვე? -რაღა უკვე? იმდენი ხანია ამბობენ.. -იყიდე კაბა? -ხვალ წავალ და რამეს ვნახავ.. შენ? -ნწ.. -კაი ერთად წავიდეთ და ვიყიდოთ მაშ. -ხვალ ვარჯიში მაქვს. -მაშინ მე ვნახავ რამეს და მოგიტან სახლში. -აი უკვე ცოლობ. გაიცინა. -28წლის ცანცარა. -29ის ვარ უკვე. -რაა? -დღეს გავხდი. -რატომ არ მითხარი? -რა უნდა მეთქვა? იცი დიანა დღეს ჩემი დაბ დღეათქო. -ხო ზუსტად მასე. -ახლა ხომ იცი. -მანამდე უნდა გეთქვა. -კაი, დაივიწყე შენ რატომ არ ჭამ? -არ მიყვარს აჭარული ხაჭაპური და მიტომ. -გეთქვა მერე. მოიცა სხვა რამეს შევუკვეთავ. -არაფერი მინდა მათე.. ხელები გადააჯვარედინა და სკამს მიეყრდნო. -აუ კაი რა.. ასე არ გამოვა. მიმტანს დაუძახა და საჭმელები შეუკვეთა. -ნუ ბრაზობ.. ეს დღე შენთან ერთად გავატარე და დამერწმუნე ყველაზე მაგარი დაბ დღე მაქვს ამ 29 წლის განმავლობაში. -თანაც ოქროსი. -ხო ოქროსი. -საჩუქარი, რომ ვერ გაჩუქე? -შენზე მაგარი საჩუქარი რა უნდა გეჩუქნა ტო? ფეხზე ადგა და დიანაც წამოაყენა. -ვიცეკვოთ? -იუბილარს უარს როგორ ვეტყვი.. მაცდურად გაუღიმა. გადაბმულად იცეკვეს რამოდენიმე სიმღერაზე, ჩუმად ჩურცულებდნენ და მელოდიას ტანს აყოლებდნენ. დიანამ მაგიდასთან დაბრუნებისთანავე საპირფარეშო მოიმიზეზა და ბოკუჩავას გაცილდა. შეფ-მზარეულთან შევიდა და დიდი ხვეწნის წყალობით დაითანხმა პატარა ტორტის გაკეთებაზე. მათე დიანასთან საუბარში იყო ჩაბმული ყველაფერი, რომ ჩაბნელდა. ჯერ იფიქრა რაღაც ხარვეზიაო, მაგრამ დაბადების დღის მისალოცი სიმღერა, რომ ჩაირთო და მისკენ მიმავალი მიმტანი დაინახა, ტორტით ხელში მაშინვე წინ მჯდომს შეხედა. გოგონა უცნაურად უღიმოდა. შოკოლადის ტორტს ერთი ცალი სანთელი ამშვენებდა. გულში გაიფიქრა, კიდევ კაი 29 ცალი არ ჩაარჭესო და თვალები აქეთ იქით გააცოცა. -გილოცავ. დიანამ გამოართვა მიმტანს და ბიჭს წინ დაუდგა. -ჩააქრე ახლა. -ჩემი საოცრება ხარ. სანთელი ერთი სულის შებერვით ჩააქრო და გოგოს ტუჩებზე ეამბორა. ღამის პირველამდე იხეტიალეს მცხეთაში, იცინოდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, მხიარულობდნენ და გიჟობდნენ. სახლში დაბრუნება არც ერთს არ უნდოდა, მაგრამ სხვა გზა არც იყო. სოხუმსკიმ დიანას სადარბაზოსთან გააჩერა ავტომობილი. -მათე ხვალ დაგირეკავ თუ გეცლება ერთად წავიდეთ საყიდლებზე და თუ არა მე გიყიდი რამეს. -კაი. ჭკვიანად იყავი. ლოყაზე აკოცა..- ძილინებისა პატალა. გაუღიმა. -რომ მიხვალ მომწერე. ხო? მათემ თავი დაუქნია და მანქანა დაქოქა. -შედი მიდი არ გაცივდე. -მომწერე. -მოგწერ. სახლში ავიდა და თავის ოთახში შეძვრა. მანამდე არ დახუჭა თვალები და არ დაიძინა სანამ მათესგან შეტყობინება არ მიიღო. მერე კი ტკბილად მიეძინა. მეორე დღეს ლეოს და ირაკლის მოკიდა ხელი და წაიყვანა საყიდლებზე. მთელი მაღაზიები შემოიარეს და ძლივს აარჩიეს დიანას მოსაწონი კაბა. მუქი ლურჯი შიფონის მუხლს ოდნავ აცდენილი სამოსი, იმდენად ამშვენებდა ქალბატონს, რომ მისი დანახვისას იტყოდით მის ტანზეა შეკერილიო.. ირაკლიმ დაშოკა მთელი კონსულტანტები. ლეო ყველას უბღვერდა, მაგას მარტო ლიაკო უნდოდა მეტი არც ანაღვლებდა. -ლევ ეს ნახე კაია შენთვის. ნაცრისფერ კოსტუმსა და შარვალზე მიუთითა და ღია ცისფერ პერანგზე მიანიშნა. -მართლა კაია. მოიწონა დეიდაშვილის არჩევანი. -ჩავიცმევ მაინც გავისინჯავ. გასახდელისკენ წავიდა. -დიანუკ მე რა ვქნა ტო? ირაკლი დაუდგა წინ. -შენ ეს შავი შარვალ-კოსტუმი და ეს თეთრი პერანგი აიღე. -ვნახავ აბა. -მოიცა ჯერ არ შეხვიდე. -რატო? -ეს უნდა მოგაზომო. მუქი ლურჯი, შავში გარდამავალი შარვალ კოსტუმი მიატოლა -მათეს მინდა ვუყიდო და მგონი კაია არა? -მე რა ვიცი ტო. ტელევიზორში მყავს ნანახი ლაივში კი არა. -ფეხები გქონდა დამტვრეული და მაგიტომ. -მე დამაბრალე შენ, რომ არ გამაცანი. -გაგაცნობ ქორწილში. მუქი ცისფერი პერანგი მიატოლა. -კარგს იზამ.. წავიდე თუ ვიდგე ასე მანეკენივით. -მიბრძანდი. ცხვირ აბზუებულმა მოაცალა ხელში დაკავებული პერანგი და კონსულტანტს ანიშნა მასთან მისულიყო. -ეს პერანგი მინდა ერთი ზომით დიდი. -აი ინებეთ. გაღიმებულმა მიაწოდა იგივე სამოსი, მცირედი განსხვავებით. დიანამ ღიმილით გამოართვა და უკეთ აათვალიერა. -კაია არა? ლეო გამოვიდა გამოწყობილი. -კი კარგია, მარა ეგ კეტები საერთოდ არ უხდება. -იცი რომელს ჩავიცმევ? ლურჯი კლასიკურ- სპორტული სტილი, რომაა ერთი თვის წინ, რომ ვიყიდე.. შენ რო ამირჩიე. -მაგაზე კი წავა. ანუ შენ ვსოო? -არა კაბის ყიდვა მინდა. -რაო ლეო გადახრები დაგეწყო? ხითხითით კითხა იკამ. -რა იუმორი გაქვს შე*ემა გავიგუდე სიცილით. ირონიულად გახედა.. -დიანა მოკეტოს რა შენმა ბიძაშვილმა ნერვები მაქვს ისედაც დაწყვეტას. -ირაკლი დაანებე ჩემ ბიჭს თავი. იკას მოეხვია გაღიმებული და თვალი ჩაუკრა. -რათ გინდა აბა კაბა? -ლიაკოს უნდა ვაჩუქო. თავი დახარა. -წამო ავარჩიოთ. ბევრი სიარული არც დაუწყიათ. ლეომ მაშინვე შეამჩნია იისფერი კაბა, რომელიც ლიაკოს დაამშვენებდა. -ხო მართლა კაია? -მერამდენედ მეკითხები? თვალები აატრიალა. -კაი ვიღებთ და მივდივართ. -მოიცა ჯერ ვატო და ნიკა უნდა მოვიდნენ. -შენ და იკა დაელოდეთ მე მეჩქარება. გააქვს ფული? -კი გოგას გამოვართვი დილით. წადი მიდი შენ. ლოყაზე აკოცა და იკასკენ წავიდა. ბიჭები მალევე მივიდნენ, დიანამ აურჩია ორივეს სამოსი და გამოაწყო. ვატომ ფეხსაცმელიც იყიდა და მაღაზიაც დატოვეს. ტაქსი გააჩერეს და სახლისკენ გაემართნენ.. იკამ აატანინა პარკები და დაღლილი დივანში ჩაეშვა. -ილიკოც აგერ ყოფილა. ბავშვი ხელში აიყვანა და ლოყები დაუკოცნა. -ყავა გინდათ?. ლიკამ შეთავაზა ორივეს. -აუ კიი რა.. დიანა დაეთანხმა იმ წამს. -ლიკ ნახე ხომ კაი კაბაა? მისი ნაყიდი სამოსი დაანახა. -ჩაიცვი და ისე მანახე მასე რა არის. სამზარეულოდან გამოძახა. -მეზარება ხვალ განახებ მაშინ. ირაკლის წასვლის შემდგომ ანუკისთან ჩავიდა. ხვალინდელ დღეზე ისაუბრეს და რაღაცეები დააზუსტეს. დიანა მეჯვარე იყო, ამიტომ ანუკისთან ერთად უნდა მჯდარიყო. ეს იდია რატომღაც არ მოსწონდა. საღამოს მათესთან გავიდა. კარებზე რამდენიმეჯერ დააკაკუნა, მაგრამ არავინ გამოხმაურები. კიბეზე ჩამოჯდა და დაელოდა ბოკუჩავას გამოჩენას. მობილურიც დაუჯდა და ვერ ურეკავდა. ერთი საათის ლოდინის შემდომ დაინახა კიბეზე ამომავალი სოხუმსკი. -დიანა.. უფრო სწრაფად აიარა კიბეები და გოგოს მოეხვია. -შენთან ვიყავი მოსული და ლიკამ მითხრა შენთან წამოვიდაო. ტელეზე გირეკავდი მარა გამორთულიაო.. -დამიჯდა..ბინაში ერთად შევიდნენ. -ნახე აბა ეს შარვალ-კოსტუმი თუ მოგერგება. -მოიცა ცოტახანი დავისვენებ და მერე მოვისინჯავ. კურტკა დივანზე მიაგდო და პერანგიც გადაიძრო. გათბობა ჩართო და სამზარეულოში გავიდა. -ანუკისთან ვიყავი დღეს. ასე თქვა შენ ხარ ჩემი მეჯვარე და ჩემს გვერდით მინდა, რომ იყოვო. ხო და .. -გასაგებია.. მაშინ მე პირდაპირ რსეტორანში მოვალ. -ოოო არ მინდა მე მასე. -აბა როგორ გინდა?.. ღიმილით მიუახლოვდა და წელზე ხელები მოხვია, თან სახეზე კოცნიდა. -დილით მოდი რა და ნიკასთან ერთად წამოხვალ. -არ ექნება ნიკას მანქანაში ადგილი. -როგორ არა, ვატო ნიკა და მაგათი ნათეაავი თია იჯდება მარტო მაგათთან, ამიტომ შენც მაგათთან ჩაჯდები თუ არა და სუ არ წავალ იცოდე. -ანუკის გაგიჟება ნახე მერე შენ.. გაიცინა მათემ. -ჩემი პატარა გოგო ხარ.. სლ პატარა. ყელში ხმაურით აკოცა. -ხომ წამოხვალ? -წამოვალ. იგივე გაიმეორა დიანამაც და ტუჩები ყელზე ჩააცოც ამოაცოცა. -პერანგი გაისინჯე რა მაინტერესებს როგორ გექნება. -კაი ჯანდაბას წამო ჩავიცმევ და მერე შევჭამ. თავის ოთახში შესვლა დაეზარა და მისაღებშივე გამოიცვალა. დიანა ზურგ შექცევით იდგა და ხელები თვალებზე აეფარებინა. -მორჩი ? -ჩემო პატალა შეგილია თვალები გაახილო. ლოყაზე იგრძნო წამიერად ცხელი ტუჩები და თვალებიც ჭყიტა. -სიმპატიურზე სიმპატიური ხარ. -ვიცი ვიცი.. გაუცინა.. -ახლა ხო შემიძლია, რომ მივირთვა? -გრთავ ნებას. გაიცინა და წინ მიმავალ ბიჭს სამზარეულოში შეყვა. დილით ლევანმა გააღვიძა, რომელიც ლიაკოსთან ერთად დაადგა თავზე. გოგო თავჩახრილი იდგა, მორიდებულად. გოგა და ლიკაც მზად იყვნენ ილიკოსთან ერთად. დიანა ანუკისთან ჩავიდა, უკვე მზად იყო და აკოს მოლოდინში ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა.მალევე ეახლათ ლობჟანიძე ახალაიებს საყვარელი ქალის წასაყვანად, რომელიც მთელი არსებით უყვარდა. ნიკა ტაქსით მივიდა. აკო და ანუკი უკვე გამოდიოდნენ, დიანა უკან მოყვებოდათ დამწუხრებული სახით. ბოკუჩავა სადარბაზოსთან მდგომ ნიკოლოზს ელაპარაკებოდა თავისი პატარა, რომ დაინახა.. ორივეს ერთდროულად გაუბრწყინდა თვალები. ანუკიმ დაიჭირა ხელით და ლიმუზინში ძალით ჩატენა ისე, რომ საყვარელ მამაკაცთან მიახლოებაც არ აცადა. ხელის მოწერაზეც ვერ ნახა და ვერც ეკლესიაში მოახერხა მათეს ნახვა და სწორედ მაშინ მიხვდა თუ რა მძიმე სტატუსი ქონდა მეჯვარის სახით. ერთი სული ქონდა სოხუმსკის მოხვეოდა და ეგრძნო გრილი, სასიამოვნო სურნელი. ეკლესიიდან გამოსულმა ანუკის გახედა. -ჰო კაი მიდი შენს ბიჭთან და გამოყევი ნიკას არ მეწყინება. გაუღიმა. -ჩემი გოგოო. გადაეხვია მის დაქალს, ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და იმ წამს შემჩნეული ვატოსკენ გაიქცა. -ვატო მათე სად არის? -ნიკასთან ერთად წავიდა ახლახანს.. აი კიბეებზე მიდიან.. ხელი გაიშვირა მათკენ. სწრაფად ჩაირბინა კიბეები, მანქანის კარებთან მისულ სოხუმსკის მკლავში ჩააფრინდა და თავისკენ შეატრიალა. შებრუნებულმა მათემ დაინახა თუ როგორ უსველებდა დიანას თვალებიდან წამოსული ცრემლები ღაწვებს. მიხვდა მისი ცრემლების მიზეზს..იმ მიზესს, რომ მას ყურადღება ვერ მიაქცია. განა სოხუმსკის წყინდა? არა! არ წყინდა მასეთები, მაგრამ იმ უმშვენიერესი ქალის დანახვა და არა შეხება სულს უმძიმებდა. ფართოდ გაუღიმა, ცრემლები მოწმინდა და მაგრად ჩაიხუტა. არც ერთს არ უთქვამს არც ერთი სიტყვა. დიანამ მანქანის კარები გამოაღო და უკანა სავარძელში მის ბიჭთან ერთად მოთავსდა. ჩახუტებულები იჯდნენ და ელოდნენ ვატოსა და თიას მისვლას. მანქანა შეივსო და რესტორნისკენაც დაიძრნენ. ნამდვილად ვერ იტყოდნენ, რომ დრო ვერ გაატარეს.. მართლაც, რომ არაჩვეულებრივი იყო ლობჟანიძისა და ახალაიას ქორწილი, სიყვარულით სითბოთი და ბედნიერებით ავსებული. დიანამ ირაკლის ბოკუჩავა გააცნო და არა მარტო იკას, მის მშობლებსაც. -მათე ორი ჭიქა მაინც დალიე რა უბედურებაა.. გვერდით ეჯდა, მთვრალი დიანა და მათეს ებუზღუნებოდა. -ვერ დავლევ პატრა ვარჯიში მაქვს ხვალ. შუბლზე აკოცა და ლოყაზე მოეფერა. -მე რომ ვსვამ? -შენ დალიე, მე მოგხედავ.. გაუღიმა. -ფუ რანაირი ბიჭი ხარ შენ.. ხელი ჩაიქნია და კიდევ ერთი ჭიქა გადაკრა. -ბევრი არ მოგივიდეს ოღონდ. დასერიოზულდა. რამდენიმე საათში, მეფე-დედოფალი რესტორნიდან დატყდენენ, ახალგაზრდობა ისევ ერთობოდა, უფროსობა კვლავაც არ უშვებდა ხელიდან იმ ერთადერთ დოქს, რომელიც შუა მაგიდაზე შომორჩენილიყო. გოგა და ლიკა, ილიკოსთან ერთად წაბრძანდნენ. დიანა მათეს გაყვა. ტაქსიდან გადმოსულმა ბოკუჩავამ მძინარე გოგო ხელში აიყვანა და სადარბაზოში შევიდა.. კიბეები აიარა და კარი წვალებით გააღო. ფრთხილად შეიყვანა თავის ოთახში და ფრთხილადვე დააწვინა. თვითონ აბაზანაში შევიდა, თავი მოიწესრიგა და გვერდით მიუწვა მძინარეს. დილა ბოკუჩავასთან ერთად დაიწყო. მისი ნაცრისფერი თვალების დანახვაზე გაეღიმა. ლოყაზე აკოცა, თმები თითებით გადაუბარცხნასავით და საწოლიდან წამოდგა. -მოიცა რა არ ადგე ჯერ. მკლავში ჩაკიდა ხელი და უკან დაქაჩა. -დავიძინოთ რა კიდე. -არა მათე დაგაგვიანდება.. ვარჯიში გაქვს დღეს, მე კიდე უნიში უნდა ვიყო ოთხზე. -არც მე წავალ, არც შენ წახვიდე და ვიყოთ ასე. უფრო მეტად მიიკრა და თავზე აკოცა. -მაცდური იდეაა, მაგრამ არ გამოვა მასე. პრეზენტაცია მაქვს ჩასაბარებელი. ისევ ხელიდან დაუსხლტა ბიჭს. -ნანასთან ავალ ჯერ და მერე უნიში გავალ. შენ როდის განთავისუფლდები? -არ ვიცი პატარა საღამოს შეილება ბიჭებთან ერთად წავიდე სადმე. -სად სადმე? წამში აენთო -რესტორანში ტო. აბა ახლა რა იფიქრე შენ? კაი რა დიანა. რეებზე ჭედავ ტო. -რაზეც გასაჭედია.. რომ მიღალატო ან მომატყუო გეფიცები არ გაპატიებ. გაბრაზებულმა ააყოლა თვალი თავ ჩახრილ ბოკუჩავას და ოთახიდან გავიდა. სამზარეულოში იყო და ყავას აკეთებდა. -შენ, რომ დაგკარგო მოვკვდები. სოხუმსკიმ ხელები მუცელზე მოხვია, ყელში ხმაურიანად აკოცა და ნიკაპით მხარზე დაეყრდნო. დღეები გადიოდა და წყვილი უფრო მეტად შაქრდებოდა. ანუკი და აკო ისევ თაფლობის თვეში იყვნენ და გრიალებდნენ.. ნუ ერთადერთი ვატო უმწარებდათ სიცოცხლეს, რომელიც ახალ დაქორწინებულ ცოლ-ქმარს ორ დღეშივე, დაადგათ თავზე, ნიკასთან ერთად. წარმოდგენაც არ გაქვთ ლობჟანიძეს რა დაემართა. მაგისი ყვირილის ხმა მთელ დუბაის ესმოდა. ლევანი და ლიაკო უკვე შეყვარებულის სტატუსით არიან, ნუ ლიაკოს მაინც აქვს კონპლექსი, რადგანაც ლეოზე დიდია და სულ ცდილობს ასაკის დამალვას. აი მაგალითად მაშინ როცა ლევანმა კლუბში წაიყვანა ძმაკაცების გასაცნობად ლამის ტირილი დაიწყო ერთმა გოგომ რომ უთხრა ლევანი შენზე უკეთესს იპოვის შენნაირი წლოვანი რაში სჭირდებაო. ეს ლეოს, რომ უთხრა იმან სიცილი დაიწყო და ამაზე ცალკე გაჭედა . ირაკლი ისევ გულაობს და სულაც არ უნდა თავის ატკივება ამ შეყვარებულობანით. გუკამ რაღაც სამსახური მოძებნა ბანკში და მთლიანად გადართულია თავის საქმიანობაზე. თომას გარჩევა ქონდა სკოლის ერთ ერთ ბაბულიკა ტიპთან და რამდენიმე დღეა დაჭრილი წევს საავადმყოფოში. ასე, რომ ვთქვათ გადარჩენილია. ნანა ნელ-ნელა იბერება. იმდენად არ ემჩნევა მაგრამ მაინც არის შესამჩნევი სუ სუ ოდნავ. გიორგი რამდენიმე დღით სოფელში იყო წასული, ამიტომ დიანა გადავიდა ნანასთან საცხოვრებლად. აბა მარტ ხომ არ დატოვებდა. ილიკომ უფრო მეტი სიტყვები ისწავლა ვიდრე მანამდე იცოდა. თებერვლის 10ში მონათლა ლევანმა და ლიკას მეგობარმა ირმამ. მისი გაქრისტიანება რესტორანში აღნიშნეს და პატარა ვაჟკაცი ყველამ დალოცეს. ლეო ისეთი გახარებული იყო ადგილზე ვერ ჩერდებოდა.. ლიკა და გოგა ისევ ისე არიან არც არაფერი არ შეცვლილა მათთან. ნელიკოს ბოკუჩავამ და დიანამ ჩააკითხეს თებერვლის დასაწყისში და ინახულეს უსაყვარლესი მოხუცი. ქორწულისთვის მზადების პროცესი უფრო მეტად გაძლიერდა. კაბა უკვე გარდირობში ეკიდა და ერთი სული ქონდა ის სანატრელი დღე მოსულიყო როცა ამ კაბას ჩაიცმევდა. რესტორანიც დაჯავშნეს და ახლა დიზაინიღა რჩებოდა. დროდა დრო ყველაფერს აგვარებდნენ. ერთ საღამოს, როცა რამოდენიმე საათში დიანას დაბ დღე დადგებოდა, ბოკუჩავამ ქალბატონის ტელეფონი ააფეთქა, მაგრამ მისმა პატარამ არ უპასუხა მისდამი განხორციელებულ ზარებს. მაშინვე კეკელიძეს დაურეკა მისი ადგილ სამყოფელის გასაგებად. -ლეო, რავახარ? -ვაა სოხუმსკის გავახსენდი. რავი რა მიჭირს. შენ რავახარ? -ვარ რა. ბიჭო დიანა არ მპასუხობს და ხომ არ იცი სადაა? -კლუბში წავიდნენ კურსელები და მგონი ეგეც გაყვა. -კლუბში? სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია და ასანთი გაუკიდა. -ხო, კლუბში. -სად არის ეგ კლუბი მომწერე. პასუხს არ დაელოდა მაშინვე გავარდა სახლიდან და ახლად ნაყიდ მანქანაში ისეთი სისწრაფით ჩაჯდა, კაცი თვალს ვერ მოკრავდა. სისწრაფეს ყურადღებას არ აქცევდა, მთავარი იყო იმ ადგილზე მისულიყო და დიანა იქიდან წამოეყვანა. შენობაში შესულს თვალში მაშინვე მოხვდა მისთვის არა სასიამოვნო სანახაობა. ნუ დიდი არაფერი არ იყო, უბრალოდ მის მომავალ მეუღლეს ვიღაც ბიჭი ეცეკვებოდა. ეს ბიჭი კი არც მეტი არც ნაკლები გიორგაძე გახლდათ. ბოკუჩავას მხოლოდ წამებში აენთო თვალებში სიბრაზე, მერე თითქოს ჩაცხრა და ნელი ნაბიჯით წავიდა მოცეკვავე წყვილისკენ. -შეიძლება ჩემს მომავალ მეუღლესთან ვიცეკვო? გიორგაძეს გაუღიმა და დიანას ისეთი თვალებით შეხედა გოგო ადგილზე გაიყინა. -რა პრობლემაა. თვალი ჩაუკრა სოხუმსკის და მაშინვე გასცილდა. -რატომ არ მითხარი აქ, რომ მოდიოდი? -არ მინდოდა გცოდნოდა, მეგონა გაბრაზდებოდი. -გავბრაზდი. -აი ხო ხედავ. -მე იმაზე გავბრაზდი, რომ არ მითხარი. რატომ გგონია, რომ რამეს აგიკრაზალავ? მე არ შეგზღუდავ დიანა. ნუთუ შენთვის მე ტვირთი ვარ, რომელიც გკეტავს ციხეში და არ გაძლევს თავისუფლებას? -არა.. მათე.. -არ მინდა ასე ვიყოთ დიანა. ასე არა რა.. კისერზე მოთავსებული ხელები ჩამოაწყობინა და გასასვლელისკენ წავიდა. -მათე მოიცადე.. მათე.. მაშინვე უკან დაედევნა.. მანქანაში ჯდებოდა ხელზე, რომ მოეჭიდა. -ბოდიში.. თავი დახარა..-მე მართლა მეგონა რო.. თავი ვეღარ შეიკავა და ასლუკუნდა.. -მოდი ჩემთან.. სოხუმსკიმ ხელები გაშალა და თავისი პატარა გულში ჩაიკრა. საათს დახედა უკვე 00:01 წუთი იყო.. -გილოცავ პატარა.. გისურვებ სულ ჩემს გვერდით ყოფილიყავი. ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და სახეც დაუკოცნა. -მიყვარხარ. გახარებული ჩამოეკიდა კისერზე. -ჩანთას ამოვიტან და მოვალ. სწრაფად გაიქცა და მალევე გამოჩნდა. -წავედით. -ახლა არ თქვა გოგა ინერვიულებს სახლში წამიყვანეო თორე გული დამარტყავს. -არა.. გაიცინა.. -ანუ ჩემთან დარჩები? ავტომობილის კარი გაუღო. -ხომ მიმიღებ? -ჰმ.. როდიდან მეკითხები მაგას? მანქანაში ჩაჯდომისთანავე გახედა. -სულ დაუკითხავად მოდიხარ ხოლმე. -ეფექტის მოხდენას ვცდილობ საყვარელო. -ეს საყვარელო მაგიჟებს. ტუჩის კუთხე ჩატეხა. -ხომ შემპირდი მანქანას რო ვიყიდი ტარებას გასწავლიო? -ოღონდ დღეს არა. -რატო? -ღამეა დიანა, თანაც მთვრალი ხარ. -ნურას უკაცრავად.. მთვრალი კი არა დალეული ვარ.. სუ რაღაც ორი ჭიქა, რა მოსატანია სიმთვარესთან? -ორ ჭიქაზე გაჩერდებოდი? კი როგორ არა.. გაიცინა. -რა ვქნა რო ლოთი მიყვარს? სიცილით გახედა მობილურში თავჩარგულ გოგონას. -შენც მეყოფი ასეთი დასტოინი. -მე არ მყოფნი სამაგიეროდ.. კაი ეგ სხვა დროს და ხვალ რას ვაპირებთ? -არაფერს. -მაშინ მე და შენ სადმე წავიდეთ. -სად? -ყაზბეგში. -გავიპაროთ? -მასეც შეილება ითქვას. გაუცინა. დილაუთენია გავიდნენ ჯერ დიანასთან მივიდნენ ტანსაცმლის წამოსაღებად, მერე კი ყაზბეგისკენ გაემართნენ. თოვდა.. ნისლი ისე იყო ჩამოწოლილი თითქოს ცა იქცეოდა. მათეს მანქანა ფრთხილად დაყავდა, ნელი სვილით რათა რამე არ მოსვლოდათ. რისი რისკიც ძალიან მაღალი იყო. მშვიდობით ჩავიდნენ სოხუმსკის განთქმულ სასტუმროში და ერთ ოთახში მოთავსდნენ. დიანა ნივთებს ალაგებდა მათე, რომ დაადგა თავს პატარა ტორტით. ოცივე სანთელი სულის შებერვით ჩააქრო. -ჩემი პატარა გოგო სულ ოდნავ გაიზარდა. -სუ ოდნავ? -სულ. თმებზე ხელი ჩამოუსვა. -მიყვარხარ. ისე ძლიერად მიყვარხარ, რომ ჩემი თავის მიკვირს. არ მეგონა ასეთი სიყვარული თუ ვიცოდი. -და მაინც რა არის სიყვარული? ფანჯარასთან მივიდა და ბოკუჩავას ზურგშექცევით დადგა. -რაღაც ამოუცნობი. გოგოს უკნიდან აეკრო და ხელები მუცელზე მოხვია.- მე ჩემს თავს შენში ვხედავ. სარკესავით ვართ.. თითქოს ვიპოვეთ ამ ცხოვრებაში საარსებო.. თავიდან დამევასე, მერე მომინდი და ახლა მთლიანად მიგეჩვიე. შენ ხარ ჩემთვის ის სამყარო, რომელიც აქამდე ვერ შევიცანი. -მიყვარხარ. ბიჭისკენ შებრუნდა. -ძალიან მიყვარხარ. თითის წვერებზე შედგა და მათეს ტუჩებს წაეტანა. ბოკუჩავაც არ უშვებდა ხელს და უფრო მეტად იკრავდა სხეულზე. ის ერტი დღე სრული იდილია იყო. სიმშვიდისა და სიწყნარის ნაზავს შერეული სიყვარული, საოცარ მიქსს ქმნიდა. თბილისში დაბრუნებისთანავე შეუდგნენ დარჩენილი ქორწილის ამბების მოგვარებას. სტუმრები დაპატიჟეს, რესტორნისა და ეზოს დიზაინი შეარჩიეს. უკვე ყველაფერი მოაგვარებული იყო. 12ში იკასთან გადავიდა, ვაჟბატონმა განუცხადა თუ შენ პირადად არ დამპატიჟებ ხვალ ქორწილში არ მოვალო და ასე გააწამა ისედაც დატანჯული გოგო. -აჰა მოვედი და პირადად გპატიჟებ ჩემსა და სოხუმსკის ქორწილში, თვით მე. კარების გაღებისთანავე მიახალა და უკან გაბრუნდა. -მოიცა გოგო მოიცა.. სიცილით გააჩერა. -შემო მოდი. -არ მცალია ირაკლი, ხვალ დილას სალონში უნდა ვიყო. -ნახევარი საათი რა თან ბიჭებიც აქ არიან. -კაი ხო.. მისაღებში შევიდა და ბიჭებს გადაეხვია -ჩემი ბაჩუკი.. ლოყაზე ვუჩქმიტა ხევსურს. -გათხოვებაც არ გშველის გოგო? დათამ გამომხედა. -ამას არაფერი არ უშველის. ხელი ჩაიქნია უჩამ. -ნაშველი არ ააქ? რა ბიჭი ითრია.. ახითხითდა ირაკლი. -ცოტა დასტოინად. დიანამ ცალი წარბი ზევით აზიდა და ბიჭებს გადახედა. -უკვე გადაიყვანა იმან თავის ჭკუაზე. -აბა რა.. თვალი ჩაუკრა იკას. -ხვალ ხომ დილით მოხვალთ? -ამოვალთ პირდაპირ შენთან როგორც კი გავიღვიძებთ. დათამ გაიღიმა. -1ზე იყავით ჩემთან მოკლედ.. წავე ახლა მე დასვენება მჭირდება. -მიბრძანდი.. იკამ ხელი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად. -რა გოგოს ვატან, ჩემი ანგელოზი.. ვითომ თვალიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა. ბიჭებმა სიცილი დაიწყეს, დიანამ ხელი ჩაიქნია და ბინაც დატოვა. სახლში გადასვლისთანავე დაურეკა მათეს და კიდევ მეათასედ განიხილეს ხვალინდელი ცერემონია. -არ ინერვიულო ყველაფერი მაგრად იქნება. -იმედია არ იწვიმებს. ფანჯრისკენ გაატრიალა თავი და მობილური მეორე ხელში გადაიტანა. -გითხარი არ გვინდა ღია ცის ქვეეშთქო მარა გაიგე რამე? -ახლა ნუ დაიწყებ თორე ხვალ, რომ მეტყვიან გაყვები ცოლადო ? უარს განვაცხადებ. -მერე განგიცხადებ კარგად უარს რო მოგკიდებ ხელს და წაგიყვან. -არ გამოგყვები. -ეგრე არ მომყვებოდი მარა ხვალ ქორწილი გვაქ. -ნუ გადამაფიქრებინებ. -გადაგაფიქრებინებ კარგად. -ოხ მათე რა. -ჩემი პატარა. როდის მოვა ტო ეს დედა მოტყ*** დღეც რო მეც დავისვენო და დაგიგულო ჩემთან. -გითხარი უკვე ბილწსიტყვაობას შეეშვითქო. -ვერ ვეშვები. -გადაეჩვევი. -როგორ? -გადაუჩვეველი არაფერია. -როგორ არა.. აი შენ ვერ გადაგეჩვიე და ვერც გადაგეჩვევი. -ვერც მე გადაგეჩვევი, მიყვარხარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.