შენი მშობლები ტერორისტები არიან ასეთი ბომბა რომ გაგაჩინეს?!-15
თავი 15 -ელე, ჩემთან გამოხვალ ცოტა ხნით? ტასო არ არის და არ მინდა მარტო ყოფნა. -ვუთხარი ელეს ტელეფონში. -კი მააშ, ათ წუთში მანდ ვარ. ელე ათ წუთში უკვე აქ იყო. მე ყავა გავაკეთე და დავიწყეთ ჭორაობა. ამ ჭორაობაში ორი საათი უცებ გავიდა, ტასოსგან კი არაფერი ისმოდა. მე თანდათან ნერვიულობა დავიწყე, ელეც ჩემ დღეში იყო, რადგან ტასო ტელეფონის ზარებსაც არ პასუხობდა. უკვე სამი საათიც რომ გავიდა გადავწყვიტეთ ბიჭებისთვის დაგვერეკა. -ალო, დემე სანდრო შენთან ერთადაა?-ვკითხე შეშინებული ხმით დემეს. -კი პრინცესა აქ არის. რაიყო? -თქვენი დახმარება გვჭირდება..-ახლა ელემ დაიწყო საუბარი. -რა მოხდა? ამოღერღეთ მალე, დრო არ გვაქ ისედაც. -ტელეფონში სანდროს მკაცრი და ცივი ხმა გაისმა. -ტასოო..-ამოვიტირე და წინადადება ვერ დავასრულე. -რა ჭირს ტასოს ნუ გადამრიეთ კაცი რაა. -დღეს უნივერსიტეტიდან რაც გავიდა სახლში არ მოსულა, ზარებსაც არ პასუხობს. -ეგ როგორ? არაფერი დაუბარებია? ან მარტო წავიდა?-შეშფოთებული ხმით იკითხა დემეტრემ. -არაფერი.. თუმცა ბექასთან ერთად მიდიოდა მგონი სადღაც. -ვინ ბექასთან?-ახლა ტელეფონში ბაბლუანის ხმა გაისმა. -არვიცი, რამდენიმე კვირის წინ გაიცნო ბექა იმნაძე რამდენჯერმე არიან შეხვედრილები. -ვიინ?-განრისხებულად იყვირა ბაბლუანმა. -ფუ შენი... -რა ხდება? სანდრო, დემეტრე რამე საშიშია?-შიშნარევი ხმით ვკითხე. -არაფერი, მშვიდად იყავით თქვენ. *** -ფუ ამის დედაც...-განრისხებული ყვირიდა ბაბლუანი. უკეთეს დღეში არც დემეტრე იყო. -დემეტრე, ჩემი ბრალია გესმის ყველაფერი? -ნუ ღელავ, ვიპოვით, ტასოს არაფერი მოუვა. -თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს ტასოს არ ვაპატიებ იმ არაკაცს. -დარწმუნებული ხარ რომ იქ იქნებიან? დასაკარგი დრო არ გვაქვს.-განაცხადა უკანა სავარძლიდან ლევანმა. -კი დარწმუნებული ვარ. ეგ ისეთი ბოღმის ბუკეტია.. წლების წინ მომხდარ ამბავს არ დაივიწყებდა, ახლაც იგივე ადგილას იქნება... დაუჩქარე რა დემეტრე. -რა გინდა სანდრო გადავიჩეხოთ? -იჩქარე... *** აქედან გამომდინარე, სულაც არ არის საჭირო ჩემი დაბმა და წამება.. ვერ ხედავ? სადაცაა ძვლამდე ჩავა ეს ბაწარი. ვუთხარი თუ არა სრულიად შეცვლილი, ისევ ცივი, გაყინული სახით დაიძრა ჩემკენ.. აი აქ შემეშინდა... -მე.. მე შევცდი... მაპატიე, გამოდის რომ შენ არაფერ შუაში ხარ.. -ოჰ მართლა? არ ვიცოდი. ახლავე შემიხსენი ეს თოკი თორემ შემომაკვდები!-უკვე ისტერიკაში ვიყავი. გამოდის რომ ამ იდიოტმა წესირად არც არაფერი იცოდა. მე კიდევ, აქ ტყუილად ვეგდე და მოვკვდი წამებისგან. -ნუ ყვირი! ოჰ, დიდ გულზე მოვიდა ბიჭი? რაღას ელოდება გამიშვას! -შენ იდიოტი ხარ? გამათავისუფლე ახლავე შე დეგრადირებულო! გამოდის რომ ამდენი ხანი აქ ტყუილად მაყურყუტე! ახლა კიდე ბოდიშსაც არ იხდი და ისევ იგივეს იმეორებ! მომეკვეთა კიდურები და ეგ არის! -რას ბღავიხარ გოგო! ახლა არ შემშალო ჭკუიდან! შენ მე მართლა ის ს*რი რომ არ გგონივარ შენ დაკრულზე რომ ვიარო? -რავიცი, წეღან კი მოიხარე ქედი და.. სიტყვის დასრულება არ დამცადდა, კარის შემონგრევამ შემიშალა ხელი. კარში კი გაცოფებული ბაბლუანი იდგა, რომელიც მოვარდა იმნაძეს და ერთი კარგად უთავაზა ყბაში, ამას მეორეც მოყვა მესამეც... -კაი გავიგეთ ბაბლუანო, დიდ გულზე ხარ, აღარ გინდა ძალის დემონსტრაცია გამათავისუფლე, თორემ მოვკვდები და ეგ არის! მხოლოდ ჩემმა სიტყვებმა გაახსენა ბაბლუანს ჩემი იქ ყოფნა. შემომხედა თუ არა მზერა შეეცვალა, თითქოს იქვე დაბერდა, დაჭკნა. ჩემ ჩასისხლიანებულ კიდურებს რკმ დააკვირდა მერე საერთოდ... უცებ მომვარდა და გამათავისუფლა. შვება ვიგრძენი, ამაზე სასიამოვნო რამ ჯერ არ გამომიცდია. ფეხზე ადგომა გადავწყვიტე, მაგრამ ვერ შევძელი და ბაბლუანის მკლავებში მოვექციე. -დარწმუნებული ვარ ჯერ არ დაგიმთავრებია მაგის ცემა, მაგრამ ხომ ხედავ ვერ დავდივარ, იქნებ წამიყვანო წესიერ ადგილას და მერე თუგინდა დაამფხე მთელი სახლი თავზე! ვუყვირე ბაბლუანს. -შენ რაღაცა კაი ხასიათზე ხარ ეტყობა გესიამივნა ტყვეობაში ყოფნა. -მომახალა ბაბლუანმა და თან ზემოთ ამიყვანა. საკმაოდ მყუდრო სახლი იყო, ცოტა ხანი ვიდექით, ჯერ გამიკვირდა რატო, მერე მივხვდი რომ ბიჭებს ველოდებოდით, ეტყობა სახლს ამოწმებდნენ. -ვაიმეე, ტასო, რა დღეში ხარ, ეს რას გიგავს ხელები, მოვკლავ იმ ნა*იჭვარს!-წამოიძახა გაცეცხლებულმა დემეტრემ. -კაი დემეტრე არაუშავს-სიცილით ვუთხარი. -შენ გოგო ნორმალური ხარ? თუ სტრესის ბრალია?-მომძახა გაკვირვებულმა ბაბლუანმა. -ვერ გავიგე? -აბა შენ ადგილზე წესიერი გოგო ისტერიკებში ჩავარდებოდა და ტირილს მაინც დაიწყებდა, შენ რაიყო გიცარია რომ მოგიტაცეს თუ ნებით გაყევი? -გაიცინე ბაბლუანო, ნახავ მალე სატირლად რომ გექნება საქმე. -სიცილით ვუთხარი. -კაით, რაიყოთ ხალხო არ მომკვდარვარ ჯერ, თან რა აზრი აქ ისტერიკებს, მიშველის რამეს? -შენზე მხიარული და პოზიტიური ადამიანი ჯერ არ დაბადებულა-გაოცებული, აღტაცებული სახით მითხრა გაბრიელმა. -ისე შენ მემგონი სიარულიც შეგიძლია და უბრალოდ ზედმეტად შეეჩვიე ჩემ თბილ მკლავებს. -სერიოზული ცინიზმით მითხრა ბაბლუანმა. -შესაძლოა, ოღონდ მკლავებს არა ტორებს. -ვუთხარი და თვალი ჩავუკარი. -ნუ მიშლი გოგო ნერვებს! -შენ ნუ მიშლი აქეთ რაა, თან წამიყვანწთ საავადმყოფოში შრამი არ დამრჩეს, თორემ გავგიჟდები! უი კიდე ჩემ კუსკუსებს დაურეკეთ, თორე მოკვდნენ ნერვიულობით და რომ ჩავალთ მიწის დაყრა მოგიწევთ, მეტი არაფერი. მიდით ახლა კაცო გაექანეთ. -ვუყვირე ბიჭებს, ისინიც დაპროგრამებულივით დაიძრნენ. მანქანაში უკანა სავარძელზე მოვთავსდით. მე ბაბლუანსა და ლევანს შორის ვიჯექი. რომ დავიძარით მხოლოდ მერე გამახსენდა სარდაფში გაშხლართული იმნაძე. -ისე ბექას რა ბედი ეწევა?-ვიკითხე და მე დავარღვის სიჩუმე. -რაიყო გეშინია შენ მინნურს რამე არ მოუვიდეს?-მომმართა ირონიული სახით ბაბლუანმა. -ეჰჰ.. სანდრო, სანამ დრო გაქ იცინე ცინიკოსო, ვნახოთ ბოლოს ვინ გაიცინებს. -რას გულისხმობ ალქაჯო? -არვიცი, ვნახოთ.-გაურკვევლობაში დავტოვე ბაბლუანი. ამასობაში საავადმყოფოშიც მივედით. ექიმმა ჯერ გაკვირვებული მზერა მოგვანათა მე და ბაბლუანს. ეტყობა აინტერესებდა თუ რატომ მქონდა სხეულზე დაბმის კვალი. მისი მზერიდან დასკვნა გამოიტანა ბაბლუანმა და განაცხადა. -არ შეგეშინდეთ ექიმო, უბრალოდ ჩემ მეუღლეს მრავალფეროვნება უყვარს. -ამაზე სახე ამელეწა და ჭარხალივით გავწითლდი. ოხხ, იდიოტო მუტრუკო, ნახე რასაც დაგმართებ, არ შეგარჩენ ამას! ექიმმა ჯერ გაკვირვებული სახით შემომხედა, მერე კი ჩვეულებრივად გააგრძელა ჩემი მკურნალობა. ღრმა ჭრილობები არ მქონდა, უბრალოდ კანი იყო აქერცლილი, რამაც სისხლდენა გამოიწვია. ამიტომ, უბრალოდ შემიხვია ჭრილობები და გამწერა. შემდეგ სახლში მივედით სადაც ყველა შეკრებილიყო. გოგონებმა დამინახეს თუ არა ეგრევრ მომვარდნენ და მთელი სახე დმაიკოცნეს. ყველაფერი მოვყვევი, გარდა ჩემი და იმნაძის უკანასკნელი დიალოგისა, ამას ჯერ საიდუმლოდ ვტოვებდი. კიდევ გავაგრძელეთ საუბარი, შემდეგ კი კარზე გაბმულად ზარი გაისმა. მაშო წამოდგა გასაღებად და რას ხედავს. ზღურბლზე ის თაკუშა დგას გაბრწყინებული სახით. შემოპატიჟების გარეშე შემოვარდა სახლში და ბაბლუანს ტუჩებზე დააცხრა. ბაბლუანმა ის უხეშად მოიშორა და დაუღრიალა. -გაგიჟდი გოგო? აქ რას აკეთებ ან როგორ ბედავ რომ ასე შემოვარდი.-გაცეცხლებული იყო ბაბლუანი. დანარჩენებს კი გაკვირვებული მზერა ქონდა აკრული, მხოლოდ მე ვიცოდი თუ რაში იყო საქმე. -ჩემი, სანდრიი, ჩემი საშკა, ჩემი პანტერა ხარრ...-დააიგნორა გოგომ ბაბლუანის სიტყვები და გააგრძელა ხვევნა-კოცნა. -მოკეტე ახლავე და გამარკვიე რა გინდა აქ?!-ბაბლუანის ხმა ზარივით გაისმა. -თანახმა ვარ საყვარელო, რომ ცოლად გამოგყვე, ვიცოდი, ვუცოდი! აი ნახე, გაზეთშიც გამოვაქვეყნე რომ ორ კვირაში ქორწილი გვექნება, ყველაფერს მე მოვაგვარებ საყვარელო, მერე კი ცეცხლოვანი თაფლობის თვე გვექნება მალდივებზე... -რას ბოდავ გოგო? საიდან მოიტანე საერთოდ რომ შენ ცოლად მოყვანას ვაპირებ?-კითხრა ბაბლუანმა და ხელიდან გაზეთი გამოგლიჯა სადაც იგივე სისულელე ეწერა. -მე ვიცოდი, რომ ყოველთვი გიყვარდი! ახლა აქ არ არის დრო, მართალია პირველი ღამე არ გვექნება, მაგრამ მაინც ცეცხლოვანი ქორწილის ღამე უნდა იყოს ჩემო შავო პანტერა!-უთხრა თაკუშამ, ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და ისევე გავარდა სახლიდან როგორც შემივარდა. -ახლა ახსენი რა იბოდიალა თამარამ!- გამაცხადა ყველას მსგავსად გაკვირვებულმა მაშომ. ამას კი ბაბლუანის გაკვირვებული მზერა და ლიღლუღი მოყვა. რაზეც ამდენი ხნის შეკავებული სიცილი ამოვუშვი და ბოლო ხმაზე გულიანად ამოვიხარხარე. ყველამ მე შემომხედა, მე კი ბაბლუანის გაცხარებულ მზერას წავაწყდი. -შენი ნახელავია ხო? მიპასუხე!-მომყხოვნი ხმით განმიცხადა. -ჩემი რა ბრალია, ჩლუნგი საცოლე რომ გყავს, რომელიც ყველას ნათქვამს იმეორებს. რა ვიცოდი ამ ამბავს ამხელა აჟიოტაჟი რომ მოყვებოდა..-ვითომ გულუბრყვულოდ განვაცხადე. -დაფქვი ახლავე რა ჩაიდინე!-ისევ იგივე ცივი ხმით მომმართა მან. -ბექამ იმიტომ გამიტაცა, რომ ეგონა შენი საცოლე ან შეყვარებული ვიყავი. მერე ეგ რომ მითხრა ჯერ კარგად გავიცინე, მერე კი ვუთხარი რომ შენ სხვა საცოლე გყავდა, მერე რომ მკითხა თუ ვინ იყო შენი საცოლე ვერაფერი მოვიფიქრე და მაგ თამარაზე ვუთხარი. მერე როლებში შევედი და დავამატე რაღაცები... კარგი თავდაცვის ინსტინქტი მაქვს. -მომღიმარი სახით განვუცხადე გაცეცხლებულ ბაბლუანს. ჩემ ნათქვამს ყველას გადახარხარება მოჰყვა, რაზეც ბაბლუანს უფრო დაებერა ძარღვები და მკითხა. -კიდე რა დაამატე? -ის რომ თაკოს ბეჭედი აჩუქე და მისი ტოიტაც თავისი ნომრით შენი ნაჩუქარია. -ამაზე ყველა ჩაიკეცა, ბაბლუანი კი მე მომვარდა და მიღრიალა. -შენ ნორმალური ხარ გოგო? -საკაოდ. ეს არის ჩემი შურისძიება. წარმატებას გისურვებ ბაბლუანო. -ვუთხარი და მოვშორდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.