შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლი...(ნაწილი 2) დასასრული


19-01-2018, 21:26
ნანახია 1 220

* * *
ლის სეზონი დაიწყო,სექტემბერმა ნელ-ნელა შეგვამზადა ცივი თვეებისთვის.შავ-თეთრ ქალაქს ლის წითელი მანტო აფერადებდა.შემოდგომა იყო,მაგრამ ჩემი გული ნაირფერ ყვავილებად ყვაოდა.ლის თვალები ათას კაცში გამომარჩევდა და მალულად მიღიმოდა.ის იყო ჩემი ლი,მრავალი წლის წინ.
წვიმს...ლი არსად ჩანს...ჩემი ანაბელი...არც როიალის ხმაც მიმწყდარა.ბუნდოვნად ლივლივებდა სინათლე ლის ფანჯრებიდან.შორიახლოდან შევავლე თვალი,მხრებზე შალმოხვეული ლი იჯდა ბუხრის წინ და რაღაცას წერდა.ვიდექი შუა გზაზე გაუნძრევლად,არსად მეჩქარებოდა,ლის მსგავსად.ასე ვიდექი მანამ,სანამ ლი წერას არ მორჩა.ლი ნელა წამოდგა და მეორე ოთახში გავიდა,მალევე შემომესმა ხმა:
-მანდ რას დგახარ?გაცივდები,შემოდი.
-ლი?
-ხო,ხო,გაინძერი -მხიარული,თუმცა მბრძანებლური ტონით მითხრა.
უცებ გონს მოვეგე და უკან კნუტივით ავედევნე.ლი მთელი საღამო მტუქსავდა და ბევრს ლაპარაკობდა,მე კი ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი მას,ვაკვირდებოდი ყველა მის მიმიკას და ჟესტიკულაციას.მოულოდნელად ვკითხე:
-ლი,რას წერდი?
-ვერლიბრს
-ლექსები? (ამის ცოდნა მაინც შემომრჩა,იმ არისტოკრატს)
-კი
-წამაკითხებ? - ვკითხე და უხერხულად ჩავიღიმე
ლი უსიტყვოდ ადგა და ოთახში გავიდა,ცოტახანში ლამაზი ბლოკნოტით ხელდამშვენებული დაბრუნდა...ერთი ლექსი განსაკუთრებულად მეტკინა და ამავდროულად მომეწონა

და ,
როცა
საბოლოოდ გამოემშვიდობები
ჩემს ყელსა და ტუჩებს
შენში დაიბუდებს საუკუნო
გარდაცვალება.
და ერთ დღესაც,
როცა გზაზე გადამეყრები
აგიკანკალდება ყვრიმალები,
სიმძიმეს ვერ გაუძლებს მუხლები
და სიმწრისგან ოთხად მოიკეცები !

გალი ელოდებოდა ჩემს რეაქციას,მე კი ვდუმდი...ის ნერვიულობდა და ყოველ 10 წუთში ხელახლა სვამდა ჟოლოს ჩაის.მე ვდუმდი გაოგნებისგან.ხან მინდოდა პატარა ბავშვივით მეტირა,ხან კი ფეხბურთის ქომაგივით მეყვირა...ეს იყო ემოციების დაჯახება.ეს იყო ის მოულოდნელობა,რომელიც ლიმ მაჩუქა ამ წვიმიან ღამეს,რომელიც ლის ძალიან უყვარდა.ლიმ ყავიანი ლამბქი დამიდგა რვეულთან და ჩემს მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა,შევხედე და ვანიშნე რომ მე შემიყვარდა მისი ლექსები.მე შემიყვარდა ლი...ლი პოეტების ქვეყნიდან.
* * *
ნოემბრის ცამეტს დაიბადა ლი...დღეს ნოემბერია და დღეს ანაბელი დაიბადა.ჩემი ანაბელი,სულ სხვა სამყაროში დაიბადა ჩემთვის,რათა გადავერჩინე.სიყვარულია ერთადერთი წამალი,რითიც შეგიძლია უმკურნალო ყველას და ყველაფერს.სიყვარულია ერთადერთი მაცოცხლებელი ძალა ამ სამყაროში და ლი იყო ის,ვინც მაცოცხლებდა.ერთი დღე მაინც თუ გავიდოდა ლის გარეშე,ვერ ვსუნთქავდი,ასე მეგონა ვკვდებოდი.ლი იყო სულ სხვა სამყაროდან,თუმცა ჩემთვის გაჩენილი.
ქუჩაში სხვების დასანახად ხელცარიელი მივლასლასებდი ლისკენ მიმავალ ბილიკზე,თუმცა უბეში ლის საყვარელი წითელი ვარდი მყავდა შესმული და ისე ვუფრთხულდებოდი,როგორც ცოცხალ არსებას.უცებ გამოხსნა ლიმ კარები და კარებშივე ჩამეხუტა,მე ხელით გავწიე ჩემდაუნებლიედ.ლიმ ცრემლიანი თვალები შემომანათა და სახლში შებრუნდა,უჩუმრად შევყევი,როიალს ჩამოეყრდნო
-ლი -ხმას არ იღებდა ის
-ლი -ისევ გამყინავი დუმილი
-მისი ბრალია, ლი!-ვუთხარი და უბიდან წითელი ვარდი ამოვაცურე.
ლის თვალები გაუბრწყინდა და მე შემიყვარდა მისი თვალები.გადამეხვია,ეს იყო მისი მადლობა.ეს ის ემოცია იყო,როცა ლი არ ლაპარაკობდა,ლი დუმდა და მის ნაცვლად მისი გული საუბრობდა.მე შემიყვარდა ლი...ლი გრძნობების ქვეყნიდან.
* * *
ზამთარია-ჩემი სეზონი.თოვს.თეთრად ბარდნის თბილისის ქუჩებს.მტკვარს გადმოჰყურებს მეტეხიდან თბილისის დამაარსებელი გორგასალი.ტროტუარს მარტო მივუყვებოდი ბოტანიკური ბაღისკენ.არ ვიცოდი სად წავსულიყავი,ამიტომ იქ წასვლა ვამჯობინე.ყველა სეზონზე ულამაზესია იქაურობა.მახარებს იქ ყოფნა და ერთგული ბეღურების ცქერა.მზიანი დღე იყო,მაგრამ მაინც მციოდა,ავდექი და ნელ-ნელა დავუყევი დაღმართს,შებინდებისას მივუახლოვდი ,,ჩემს’’ ქუჩას.შორიახლოდან ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა: ლი? ის იყო ლი,ზამთრის ფეხსაცმელებით,კვლავ წითელი მანტოთი და მოკლე კაბით,თბილი ქუდით,კაშნეთი და ხელთათმანებით.წამოვდექი და შუა გზაზე მომავალ ლის წინ შევეგებე
-ლი?!
-რა მოხდა?ვერ მიცანი?
-მმმ,კიი-ბორძიკით ვუთხარი
-სხვანაირი ხარ დღეს!გცივა?
-ჰო! -თქვა მობუზულმა
-მე მიყვარს თოვა
-მაშინ მეც მიყვარს-თქვა და ქუდი სასწრაფოდ მოიხადა
-გეფაროს,გიხდება!
-მადლობა,მაგრამ ასე სჯობს-მითხრა და გამიღიმა.
-წამოდი ჩემთან ყავაზე-ჩემს პასუხს არც დაელოდა ისე წავიდა წინ
მე უკან მივყვებოდი,როგორც ყოველთვის.ფიფქები ლის მოქერაო თმებს ეფერებოდნენ.
მთელი საღამო ბუხრის წინ ვისხედით.ლის ჩემს კალთაში ჰქონდა თავი ჩადებული,ვუყურებდი თვალებს,რომელნიც მიყვარდა და დავძვრებოდი მის თმებში,რომელიც მუდამ წელს უფარავდა ლის.
* * *
თბილისში აპრილი დაგვიდგა.წვიმს.არსად ჩანს ლი.არსად ანათებს მისი წითელი მანტო.არ ჩანს ლი,არაა!მთელი კვირა ტროტუარზე მეძინა,იქნებ გამოიაროს და დამინახოს-მეთქი,თუმცა არ ჩანს ჩემი ლი.ერთ საღამოს დაუპატიჟებლად მივადექი,თუმცა არ იყო სახლში.
მაისი ისე მოვიდა ლის სახლში არც შუქი ანთებულა და არც ბუხრის ალი არ გალივლივებულა,სამარადისო სიჩუმე იღვრებოდა ლის სახლიდან.ტკივილამდე მენატრებოდა ლი,ვდარდობდი,ვნერვიულობდი,მაგრამ არ ვიცოდი სად ან როგორ მომეძებნა.იმედს არ ვკარგავდი რომ გამოჩნდებოდა, ჩემი ლი,არ დამტოვებდა.ჩემი სარეცელი ლის სახლის კიბეები გახდა,იქნებ ასე მაინც დამინახოს-მეთქი.
არ ჩანდა ლი,მე კი ლის მონატრება მკლავდა და მახრჩობდა;ლის ღიმილის,ლის სიცილის,ლის თითების,ლის თვალების,ლის თმების,ლის წითელი მანტოსი,ლის მოკლე კაბის,ლის,ლის,ლის...დალევა მინდოდა,მაგრამ არ ვსვამდი,ლი რომ მოვიდეს ნასვამი ან მთვრალი ვერ დავხვდები-მეთქი.ასე გადიოდა დღეები,თვეები.გამოანათა იმ მზემ,რომელსაც ლი ყოველთვის ემალებოდა,რომ მისი საპოვნელები არ დაეწვა.მენატრებოდა ლის ჭორფლები,რომლებიც უფრო სადას ხდიდნენ ჩემს ღვთაებას.
* * *
მერეღა მოვკარი ყური მეზობლების საუბარს:
-ნახე ანაბელის ქმარი?
-გაიღვიძე,შვილო! -ყვრიმალებში მილაწუნებდა მეზობლის ქალი.
არ ვიცი რამდენ ხანს ვეგდე გათიშული,მაგრამ ვიცი,რომ მე იმ დღეს მოვკვდი.ის,ვინც იყო ჩემთვის აღარ ჰქვია ჩემი.ის იყო ჩემი სიცოცხლის ნათელი მომავალი,რომელიც დავკარგე,დავკარგე ისე,რომ ვერც მივხვდი.
* * *
ლი,გოგონა,რომელიც ცხოვრობდა თავისი ფერადი ფიქრებითა და ოცნებებით.
ლი,გოგონა,რომელზეც ფერადი ფიქრებითა და ოცნებებით ვიცოცხლებ.
ლი,გოგონა,რომელიც ჩემთვის მუდამ იმ პატარა ფერად გოგონად დარჩება,რომლისაც ყოველთვის შურდათ ჩვენს უბნელებს.
ლი,გოგონა,რომელიც დაიბადა ჩემთვის.
ლი,გოგონა,რომლისთვისაც ვერ ვიბრძოლე.
* * *
ლი,გოგონა,რომელზე ფიქრშიც ვკვდები.
ის იყო ჩემი ლი,მრავალი წლის წინ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent