ყვავილები (თავი 1) საცდელი
-ნიკუშა, ადექი შვილო, არ დაგაგვიანდეს_ ცალი თვალით ავხედე დედაჩემი ჩაის ჭიქით როგორ მედგა თავზე. -დედა, რადგან გამოხიზნულს თავშესაფარი მოგეცი და დროებით ჩემს სახლში შეგიფარე, იმას არ ნიშნავს, რომ ასე მოიქცე და ნიკუშას ნუ მეძახი ესეც მილიონჯერ გთხოვე. იქნება და შეურიგდე იმ კაცს დავიღალე, შენ აქედან წუწკურებ, ის იქედან -არა, არც ვწუწკურებ, ეს რომ ვაპატიო უარეს იზამს. -ვაიმე დედა ნუ გადამრევ, დალია იქეიფა და მოვიდა სახლში, რა მოხდა ადამიანო? -რაიცი რომ მარტო იქეიფა? რა ვქნა იმ კაცს მივუწვე გვერდით სხვა რომ ეფერებოდა? არავითარ შემთხვევაში_ და ჩემ ახარხარებულ სახეს რომ მოკრა თვალი ხელი ლოყაზე მიირტყა_ ვაიმე საკუთარ შვილს რაებს ველაპარაკები_ თუმცა სიცილი არ შემიწყვეტია და გაბრაზებული წავიდა კარებისკენ- დამავიწყდა შენც რომ კაცი ხარ, აბრძანდი და საუზმე მიირთვი მზადაა და არ დაგაგვიანდეს_ დამიცაცხანა და გავიდა. კარგ ხასიათზე დავდექი, ჩემი მშობლების საქციელი სულ მაცინებდა, 30 წელია ცოლ-ქმარი არიან და დღემდე შეყვარებულებივით იქცევიან. სულ მინდოდა მამაჩემივით მეც ნამდვილი მეორე ნახევარი მეპოვა, ოღონდ ამ ჩხუბების და სახლიდან ვითომ წასვლების გარეშე. დარწმუნებული ვიყავი დღეს მამა მოაკითხავდა მანანას და ისიც გულ მომბალი უკან წაყვებოდა, ასე ყოველდღიურ რუტუნას არიდებდნენ თავს და ერთობოდნენ. სწრაფად მოვემზადე, მანჩოს კარგ დროს გავუღვიძებივარ, დღეს მაღაზიაში ახალი კონსულტანტები ამყავდა და ადრე უნდა მივსულიყავი. მანქანით გავუყევი გზას სამსახურამდე, როგორც უკვე მიხვდით მე ნიკოლოზი ვარ, ანუ ნიკა, მაგრამ კატეგორიულად ვერ ვიტან ნიკუშას დაძახებას. ყვავილების მაღაზია მაქვს, უფრო სწორედ გვაქვს, ჩემი ძმაკაცი გაბრიელი საზღვარგარეთ იმყოფება, მას ყვავილების ყიდვა-გადმოგზავნა ევალება, მე მიღება-გაყიდვა. დღეიდან ვფართოვდებით, თაიგულების და თესლების გაყიდვის შემდეგ გადავწყვიტეთ ქოთნის ყვავილებიც გავიტანოთ გაყიდვაში და ცალკე სექცია დავუთმოთ რისთვისაც ორი დამატებითი კონსულტანტია საჭირო. კაბინეტში შევედი და სივების თვალიერება დავიწყე. 30 დან 2 უნდა ამერჩია. პირველი ვიღაც ანჩო იყო, რომელსა ისე ქონდა სივი შედგენილი, აქაც თითქოს ვიგრძენი როგორ გატყარჭულად ისაუბრებდა, მეორეს უკვე ქონდა სამსახური რაც არ მაწყობდა და ა.შ. თავი რომ არ მოგაბეზროთ 5 გოგონა ავირჩიე და გაბრიელს დავურეკე. -სალამი ნიკოლოზ ბატონო, რით შემიძლია გემსახუროთ? -ბიჭო სულ როგორ ღადაობ ა? -რა ვქნა ნიკოლოზ ამ ცხოვრებას სერიოზული თვალით მტერმა უყურა. პარტიას ხოარ აქვს რამე პრობლემა? -არა არა, სივები გადავარჩიე და მინდოდა საბოლოო ვარიანტი ერთად გადაგვეწყვიტა. ყველა გოგონას მონაცემი გავაცანი და ორივე ჩავფიქრდით, 5ვე იდეალური კანდიდატი იყო. -მოდი ნიკა ასე ვქნათ, დაიბარე ხუთივე და გასაუბრება ჩაატარე დღესვე, იქნება და ისეთი სასწაულები არიან სულ არ ვარგა არცერთი, მაგრამ იცოდე ლილია აყვანილია, ყვავილების მაღაზიაში ლილია რომ მოინდომებს მუშაობას რა ნამუსით ეუბნები უარს? თან უცხო ენებიც იცის. სიცილით დავეთანხმე -კარგი ჩამოვრეკავ ახლა და შენც ხოარ ჩაერთვები? - აბა რას ვიზამ, გამეხსნას იქნება ბედი_ და სიცილით გავთიშე. ლილია და ნინია ერთად იჯდნენ კომპიუტერთან და ვაკანსიებს ათვალიერებდნენ ნინიას ტელეფონი რომ ამღერდა.უცხო ნომერს გაკვირვებულმა უპასუხა: -დიახ გისმენთ? -გამარჯობათ, მე ყვავილების მაღაზიიდან გირეკავთ თქვენი ვაკანსიის თაობაზე, შეგიძლიათ მითითებულ მისამართზე დღის მეორე ნახევარში გასაუბრებაზე მოხვიდეთ?_ნინია სიხარულით ლამის აცეკვდა -დიახ რა თქმა უნდა. -მაშინ გელოდებით. -დიახ გმადლობთ_ გათიშა და დაქალს გახარებული ჩაეხუტა ვაიმე რა მაგარია გასაუბრებაზე გავდივააარ, მოიცა მაგრამ შენ? -კარგი რა ნინია მე სხვა რამეს ვიპოვი. -კი მაგრამ ჩვენ ხომ ერთად გვინდოდა? არა გადავურეკავ და უარს ვეტყვი, სხვა აგვიყვანს ორივეს. ლილიამ შეპასუხება ვერ მოასწრო იგივე ნომრით მისი მობილურიც რომ ამღერდა. ისიც ნინიას მსგავსად დაიბარეს იგივე მისამართზე იგივე დროს და ისევ გადაეხვივნენ გახარებულები, აღარ ეგონა ლილიას ოდესმე ბედი თუ გაუღიმებდა. 5 წუთში კი ნერვიულობის ტალღამ დაარტყა, რა ჩაეცვა?როგორ ეპასუხა? რას კითხავდნენ? კიდევ კარგი ნინია ედგა გვერდით და ყველაფერი მან მოაგვარებინა თორე აუცილებლად დაიგვიანებდა. ანერვიულებულმა შეაღო მაღაზიის კარი, მაგრამ ირგვლივ რომ მიმოიხედა ისეთი ბედნიერება იგრძნო ცრემლები წამოუვიდა, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა, ნუთუ აუხდებოდა? ლილია ყველასგან განსხვავებულია იმით, რომ თუ ყველა მისი თანატოლი გათხოვებაზე და ოჯახზე ფიქრობდა ან გართობაზე, ლილია სახლში იჯდა დედამისის ოცნებას ასრულებდა და ოჯახად ყვავილები გაიხადა. პირველი გასაუბრებაზე ნინია შევიდა და გამოსულმა აწეული ცერა თითით ანიშნა კარგად ჩაიარაო, მაინც დაძაბულმა დააკაკუნა და შეაღო კარი. -დაბრძანდით_სასიამოვნო ხმით და ღიმილით უთხრა თითქმის მისმა ტოლმა ბიჭმა, მეორე ასევე სიმპატიური ახალგაზრდა კომპიუტერის ეკრანიდან უღიმოდა. -ლილი დაგიძახოთ თუ ლილია? -უბრალოდ ლილია გთხოვთ, ყოველგვარი მოკლება მომატების გარეშე, უბრალოდ ლილია_მეც გავუღიმე და ცოტათი წამოვწითლდი. გაბრიელმა სიცილი ვერ შეიკავა ამ გოგოსი და ნიკოლოზის აზრები სახელებთან დაკავშირებით ასე რომ ემთხვეოდა ერთმანეთს. ორივეს მზერა რომ იგრძნო ჩაახველა -მაპატიეთ, ისეთი ჩაცმულობით ჩაიარა ვიღაცამ ვერ შევიკავე. ნიკოლოზი მაინც მიხვდა და ღიმილით გააგრძელა: -შეიძლება ერთი გარეშე შეკითხვა? -დიახ რა თქმა უნდა -ასეთი უცხო სახელი ვინ დაგარქვათ?_ლილია ეცადა მომდგარი ცრემლი გადაეყლაპა_ ლილია დედაჩემის საყვარელი ყვავილია... იყო... მოკლედ ყვავილებზე გიჟდებოდა, ეზოში მთელი ბაღი გვაქვს, ყველაფერი მასწავლა მეც და ყვავილები ოჯახურ ტრადიციად ვაქციეთ. მათზე ვგიჟდები, ამიტომ როცა თქვენი ვაკანსია დავინახე დაუფიქრებლად გამოვაგზავნე სივი._ნიკოლოზმა კმაყოფილმა გაიღიმა, ასეთი გამოცდილი კადრი ჭირდებოდა და ამ გოგოს აყვანა უკვე გადაწყვიტა. კიდევ რამდენიმე ფორმალური კითხვა დაუსვა და გაისტუმრა. -აბა რას იტყვი? -ნიკუშ, მაპატიე ნიკავ ბატონო, ჩემი ხმა ლილიას აქვს_სიცილით უკარნახა გაბრიელმა. -ვიცი ლილია მეც მომეწონა, მაგრამ მეორე? მემგონი ნინიაც კარგი ვარიანტია მასაც აქვს გამოცდილება. -ხოდა ვსო, ეგ ორი ავარჩიოთ და ერთი თვე მაინც მივცეთ გამოსაცდელი ვადა. ნიკოლოზი გარეთ გავიდა და სახელები გამოაცხადა, ლილია და ნინია ერთმანეთს გადაეხვიენ გახარებულები, და ნიკაც მიხვდა რატომ თქვა ნინიამ მეგობარმა შემაყვარა ყვავილები ისეთი ბაღი აქვსო. ორშაბათიდან დაიწყეს მუშაობა, ნიკოლოზი კმაყოფილი იყო, ორივე ბეჯითად მუშაობდა, კონსულტანტებს ეხმარებოდნენ და უკმაყოფილო არავინ იყო, ნიკა ორივეს დაუმეგობრდა, კარგი ურთიერთობა ქონდა, როცა დრო ქონდა მათთან ატარებდა და ისე კარგად გრძნობდა ორივესთან თავს, თითქოს მისი ოჯახის წევრები იყვნენ. ერთი თვეც გავიდა და ნიკამაც მაღაზიაშივე გამოუცხადა ორივეს აყვანილები ხართო, ისეთი კარგები იყვნენ ყველას შეაყვარეს თავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.