შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოობის ჟამს


20-01-2018, 22:15
ნანახია 1 245

მე მარია ვარ. გოგონა რომელიც არავის ახსოვს. რომელიც წლებია მარტოობას უძლებს და უსიყვარულოდ ცხოვრობს. მე ვარ გოგონა რომელსაც საერთოდ არ ჰყავს მეგობარი და ადამიანი რომელიც გაუგებს. ნეტავ რატომ მომავლინა ამ ქვეყანას უფალმა? იმიტომ, რომ ამდენ ტანჯვას, დამცირებასა და მარტოობას გავუძლო?! მხოლოდ ისღა დამრჩენია რომ ვიოცნებო. ვვოცნებობ, რომ მყავდეს ერთი ადამიანი მაინც, რომელიც გამიგებს, მეგობრისა და დედ-მამის არ ყოფნას არ მაგრძნობინებს და ჩემს საიდუმლოებებს შეინახავს. მაგრამ არა. ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ამ ქვეყნად არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემს გაგებას შეძლებს. ხანდახან მგონია კიდეც რომ საერთოდ არ არსებობს ბედნიერება, მეგობრობა და სიყვარული, არსებობს მხოლოდ ბოროტება შური და ტანჯვა. მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ გამოჩნდება ადამიანი რომელიც გამიგებს, რჩევებს მომცემს და ვეყვარები. ეს ყველაფერი მას შემდეგ აღარ მიგვრძვნია, რაც დედა და მამა ავიაკატასტროფაში დამეღუპა.მაშინ 15 წლის ვიყავი. მას შემდეგ აღარავინ მყავს. ვცხოვრობ ჩემთვის მარტოდმარტო და ველი როდის მომიკაკუნებს სიკვდილი კარზე. უკვე აღარაფრის მწამს. მწამს მხოლოდ ღმერთის და მეშინია მხოლოდ მისი. ველი როდის დამასვენებს, და მომაცილებს ამ შუღლიან და ბოროტებით აღსავსე სამყაროს. ვზივარ და ვათენებ ღამეს. ჩემს ტკივილს, დარდსა და ფიქრებს ვუყვები მთვარეს. ვფიქრობ, ვფიქრობ და სასიკეთო ვერაფერი მომიფიქრებია. დავიღალე, უკვე ფიქრის თავიც აღარ მაქვს. ვუყურებ როგორი ბედნიერები არიან სხვები და მიკვირს. უკვე აღარაფერი მინდა ძილისა და სევდიანი მუსიკების გარდა. ვგრძნობ რომ თანდათან ვძლიერდები და მარტოობისთვის გასაძლები ძალა მემატება. აღარაფრისთვის ვიბრძვი, რადგან ვიცი ყველაფერი ჩამიფლავდება როგორც ყოველთვის. მაგრამ გულის პატარა კუნჭულში მაინც მაქვს იმედი, რომ ერთ დღესაც ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართება და მარტო, უსიყვარულოდ აღარ ვიქნები.

წკრრ!!!წკრრ!!! მესმის გაუუთავებელი ხმაური. ვიღვიძებ და ვხვდები, რომ სკოლაში წასვლის დროა. მე 17 წლისა ვარ და რასაკვირველია მეთორმეტე კლასში ვსწავლობ. ვდგები ვალაგებ ჩანთას და ტანზე ვიცმევ. ჭამას აღარ ვაპირებ, რადგან მაღვიძარა შემთხვევით არასწორად მომიმართავს და სკოლაში მაგვიანდება. სახლის კარს ვკეტავ და სკოლისაკენ მივისწრაფვი. ო, ღმერთო! სკოლის ავტობუსმა უკვე ჩაიარა! როგორც ჩანს სკოლაში წასვლა ფეხით მომიწევს. გაკვეთილზე დაგვიანებით მივედი. მასწავლებელს მოვუბოდიშე, მერხზე დავჯექი და განათლების მისაღებად მოვემზადე.
- დღეს ახალ მასალას აგიხსნით და ყურდღებით მომისმინეთ! - აცხადებს მასწავლებელი.
- მასწ., შეიძლება გარეთ გავიდე? - მასხრადამგდებად კითხულობს ტობი.
- არა!
ტობი ჯდება და მასწავლებელს შუა თითს უჩვენებს მაგრამ იგი ამას ვერ ხედავს, რადგან დაფისკენ შეტრიალდა.ვერ ვიტან ვერც ტობის და ვერც დანარჩენებს. ისინი სულ ცდილობენ რომ გაგაუბედურონ და საქმე ჩაგიფლაონ. შემდეგ კი შენი ქვითინით ტკბებიან. მაგრამ ნურას უკაცრავად! მე ის მარია არ ვარ, რომელიც გულუბრყვილოა და მათნაირებს თავს დააჩაგვრინებს! მასწავლებელი გაკვეთილის ახსნას ასრულებს. უცებ ვიღაცამ დაჭმუჭნული ქაღალდი მესროლა. უკან გავიხედე და მოხითხითე ტომი დავინახე.
- უკაცრავად მისტერ ტომ, მაგრამ სანამ გაკვეთილი გამოვიდოდეს ხომ ვერ მეტყოდით წეღან რა ავხსენი? - მრისხანედ ეკითხება მასწავლებელი. ამ დროს ზარი ირეკება. ახლა ქიმია მაქვს. ვიღებ საჭირო ნივთებს და კლასის გასასვლელისკენ მივდივარ. ამ დროს ჰარიეტი შემოდის და უეცრად ერთმანეთს ვეჯახებით. ოუ არა! ყველაფერი ძირს დამეყარა!
- უკაცრავად მის მარია მაგრამ ცოტა სიფრთხილის სწავლა არ გნებავთ? - მეკითხება ჰარიეტი.
- დედიკომ და მამიკომ ფრთიხლად ყოფნა არ გასწავლა მარია? - ახლა სიცილით მკითხა ანაბელმა. მთელი კლასი მათ აჰყვა. დაცინვა და დაჩაგვრა დამიწყეს ამ უბრალო რაღაცის გამო! აი ასეთ უაზრო ადამიანებს ვერ ვიტან!
- მაპატიეთ იდეალურო ადამიანებო, ხშირად არასწორად ვიქცევი!- ვუთხარი, ყველაფერი ავიღე და კლასის კარი მივუჯახუნე.
გაკვეთილებზე გონებაგაფანტული ვიყავი. წკრრ! უეცრად ზარი დაირეკა, რამაც მამცო რომ სახლში წასვლის დორა. ჩანთა ჩავალაგე და სახლისაკენ გავემართე.დიდი დერეფანი გავიარე და სკოლის გრძელ კიბეებს ჩავუყევი. ეზში ერთ ბიჭს მოვკარი თვალი. იცინოდა. მის მოკლე ქერა თმას ქარი აფრიალებდა. მოელვარე მწვანე თვალებით უყურებდა მეგობრებს და ბედნიერად უღიმოდა ღია ვარდისფერი ფერის ტუჩებით. ცოტა არიყოს გარეგნულად ვგავდით: მეც ქერა ვარ, მწვანე თვალება და ვარდისფერტუჩება. მას თვალს ვერ ვწყვეტდი. ვინმეს რომ დაეძახა ჩემთვის ალბად ვერც გავიგონებდი. გონზე მაშინ მოვედი, როცა იგი სკოლის ეზოდან გავიდა. თავში ხელი შემოვირტყი და გზა განვაგრძე. უეცრად წინ მოხითხითე ტობი,ჰარიეტი და ანაბელი დავინახე.
- რაო ძვირფასო? გულში ვიღაც ჩაგივარდა? - სიცილით მითხრა ჰარიეტმა. დავეჭყანე. საუბარი არ გავუბი და გზა განვაგრძე. მთელი ღამე იმ ბიჭზე ვფიქრობდი. მაგრამ შემდეგ თავზე ხელი შემოვირტყი და თავს ვუთხარი: „ კარგი რა მარია! იმ ბიჭმა შენი არსებობის შესახებაც კი არ იცის. თან საერთოდ არ იცნობ მას! იქნებ ისიც ისეთივე სატანაა როგრც სხვები! შეეშვი რა ამ სისულელეს.“ ავდექი და სწავლას შევუდექი. როცა მეცადინეობა დავასრულე საათს გავხედე: უი! უკვე შუაღამე ყოფილა. მაგრამ რატომღაც არ მეძინებოდა. მივხვდი რომ ამ საღამოს კარგა ხანს ვერ დავიძინებდი.ამიტომ გადავწყვიტე რაიმე ისეთი გამეკეთებინა რაც მესიამოვნებოდა. რა თქმა უნდა ჩემს საყვარელ ლექსებსა და წიგნებს გადავიკითხავ!ეს ლექსი განსაკუთრებულად მიყვარს:

„ როცა ტირიხარ ჩუმად ფიქრდები,
როცა ხვდები რომ არავის სჭირდები,
როცა ოცნებით ათენებ ღამეს,
როცა შენს ტკივილს უყვები მთვარეს,
როცა დამპალი პოეტი რჩები,
მაშინ ხვდები რომ უბრალოდ კვდები.
როდესაც ირგვლივ ვერავინ გამჩნევს,
როდესაც ყველა ოცნებას გართმევს!
როდესაც სევდისგან სული ცივდება,
როდესაც სიმწრისგან გული გტკივდება!
ხვდები რომყვ ელამ დაგტოვა მარტო,
უბრალოდ წავიდა, უბრალოდ დათმო...
როცა ხვდები, რომ არავის სჭირდები...
აღარ ტირიხარ აღარც ფიქრდები...
როცა ყალბია ყველა სიტყვები...
სიკვდილის ტალღებს, ჩუმად მიჰყვები.“

შემდეგ ფიქრში გავერთე და უეცრად ჩემეძინა. ამჯერად მალე გამეღვიძა და სკოლაში არ დამიგვიანებია.



№1  offline წევრი talia

Momwons kargi shinaarsiaq,tavebi gazarde.shinaarsi ufro frclad gadmoeci,da maria ar damicagro.warmatebebs gisurveb,

 


talia
Momwons kargi shinaarsiaq,tavebi gazarde.shinaarsi ufro frclad gadmoeci,da maria ar damicagro.warmatebebs gisurveb,


მადლობა blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent