შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლაშქრობაში ნაპოვნი სიყვარული 2


21-01-2018, 11:16
ავტორი 4-ever
ნანახია 1 547

როცა მთაში მივდივარ მგონია რომ მიტოვებულ სახლს ვუბრუნდები, ეს შეგრძნება მომწონს, ჩემი გასვლის ობიექტი დღეს პირიქითა ხევსურეთია, ყველაზე მეტად მიყვარს ეს მხარე, რადგან ულამაზესია, თავისი დიდებული სილამაზით და სისადავით, ეს მხარე გამორჩეულია ყველა სეზონზე, ზამთარი აქ მკაცრი იცი, მოსახლეობა ვერ ტოვებს სახლებს, ვინც ასწრებ გასვლას მიდის და ვინც არა რჩება, სულ 2 მოსახლე რჩება ზამთარში, ყველა სახლი მიტოვებულია, რთულია აქ ზამთრის გადატანა, მოსახლეობას საკვებით ვეტფრენით საშვალებით ამარაგებენ. უბრალოდ რთული შესახედია ადრე სიცოცხლით სავსე მხარე, როგორი მიტოვებულია, ახალგაზრდობას აღარ უნდა გაჩერება, კოშკები დანგრევის პირასააა მისული.... დათვისჯვრის უღელტეხილი რომელიც უნდა გდაიარო რომ გადახვიდე პირიქითა ხევსურეთში, თავისი სილამაზით ნებისმიერ ადამიანს ხიბლავს და მის წიაღში იკარგები, აღარ გინდა დაბრუნება, სანამ შატილს მიუახლოვდები უნდა გაიარო სოფლები ხახმატი, ლებაისკარი, ამ მომენტში მახსენდება ალუდას სიმღერა "ზეცას შახენეო აპარეკავ" სადაც ის ბოლოს ამბობს "ნელა გადავიდა დათვისჯვარს და ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ". უბრალოდ იმდენად შეიძლება ჩაიძირო, შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს სილამაზეც ვერ შეამჩნიო საქართველო ამ მხრივ ყველასგან გამორჩეული ადგილია, თითოეული ადგილი გიყვება ისტორიას , თითოეული სახლი რაღაცას გეუბნება, შატილს როცა უახლოვდები იქვეა გუროს ნაწვეთრები რომელიც ულამაზესია იმ მხრივ რომ ცისარტყელაა სულ გამოსახული, უბრალოდ შეუძლებელია ადამიანის ენით იმ სილამაზის გადმოცემა რაც იქ ტრიალებს, შატილში ჩემი შესვლა რავი ყველაზე მაგარი მომენტი იყო, ეს ადგილი ხომ უამრავჯერ ვნახე, უამრავჯერ მოვისმინე მათი ისტორია, მაგრამ არასდროს მბერზდება აქ დაბრუნება. მივალ ეხლა მოვიკითხავ თინა ბებოს, რომელიც მოუთმენლად მელის, იცის რომ დავბრუნები მასთან, როცა დრო მაქვს და როცა სხვაგან არ ვარ წასასვლელი ხოლო შატილიდან მუცოში ჩავალ პატარა ქეთოს მოვინახულებ იმედია დამხვდება, სკოლის დაწყების დრო ახლოვდება და იმედია ჯერ არ ჩაუყვანიათ მშობლებს. მინდა გადავიდე სვანეთში მაგრამ ამას ორი დღე მაინც დაჭირდება, მაგრამ მე ამდენი დრო არ მაქ, წავალ ისევ თინა ბებოს მოვინახულებ..
თინა ბებოს სახლში რომ მიხვიდე უნდა გაიარო ძველი კოშკები და ნასახლარები, რაღაც მძიმე გრძნობას მიტოვებს მიტოვებული კოშკები ისინი ხომ მდინარე არღუნის ხეობაში მდებარეობს დაპტარა ვიწრო გზა აკავშირებთ გარე სამყაროსთან და ნებისმიერ დროს იცავდნენ ამ მხარეს მტრის შემოსევისგან. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები — გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად.
-თინა ბებოოოო
-ანამარია შენ ხარ შვილო?
-დიახ თინა ბებო, როგორც დაგპირდით დავბრუნდი
-უი შენ გენაცვალოს ბებო, ჩემ შვილიშვილსგან განსხვავებით შენ უფრო ხშირად მსტუმრობ
-რას ამბობთ თინა ბებო, ხომ იცით როგორ ძაან შემაყვარეთ თავი
-ბებო დაჯექი და ეხლავე მოგიტან ცხელ ჩაის ლიმნით
-არა თინა ბებო არ შეწუხეთ
-ეხლა ნუ მაბრაზებ გაეცინა და გავიდა
თინა ბებო ერთ-ერთ ჩემ მოგზაურობის დროს გავიცანი, როდესაც ლაშქრობა ახალი დაწყენული მქონდა და ავიტეხე შატილი და მუცო მინდათქო, და თან ის პერიოდი დაემთხვა რომ უკვე შუა ნოემბერი იყო და შატილში მიმავალი გზა ნელ ნელა იკეტებოდა, მაინც ავდექი და ჩამოვედი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, გავშალე ჩემი კარავი და საძილე სპალნიკი, მაგრამ ისე მოხდა რომ საღამოს ყინვამ მოუჭირა და შეუძლებელი იყო კარავში დაძინება, შეიძლება გავყინულიყავი, თან პლიუს საძილე სპალნიკიც ხელს არ მიწყობდა, არ იყო თბილი და ასეთი ყინვისთვის შესაფერისი... გადავწყვიტე თავი შემეფარებინა ვინმესთან, ვიცოდი მთის ხალხი გამოირჩეოდა თავისი სტუმარ-მასპინძლობით, ასე მოვხვდი თინა ბებოსთან, ამ დღის მერე დავაახლვდით და ხშირად ვსტუმრობდი მას, მომიყვა თავის შვილის და შვილიშვილის შესახებ. მისმა შვილმა ქალაქელი გოგო შეირთო ცოლად და არუნდოდა აქაურობა, ამიტომ გადავიდნენ საცხოვრებლად, მერე ბიზნესი წამოიწყო და მსხვილი კომპანია ჩამოაყალიბა, რომლის პრეზიდენტი თავადაა, მისი შვილიშვილი კი ხშირად სტუმრობდა ბებოს, მაგრამ ხლა მამამისის ბიზნესი მან გადაიბარა და ვეღარ ჩამოდიოდა ხშირად, არ იმჩნევდა თინა ბებო, მაგრამ ძალიან ენატრებოდა მოხუცს შვილი და შვილიშვილი.
-თინა ბებო რატომ შეწუხდით ასე, აგაფორიაქეთ ჩემი ჩამოსვლით
-ანამარია ნუ მაბრაზებ, ხომ იცი ჩემი შვილიშვილსგან არ განსხვავებ
-ვიცი თინა ბებო
-ხვალ აპირებ დაბრუნებას?
-კი თინა ბებო რა ვქნა საქმე მოითხოვს ესე, ზოგჯერ ისე ვარ რომ მივატოვო ყველაფერი და წამოვიდე აქ საცხოვრებლად, უფრო მეტი დროც მექნება ყველაფრის სანახავად
-კიდე იმაზე ფიქრობ?
-კი თინა ბებო რომარ გადავიდე აქედან სვანეთში მოვკვდები
-ანამარია შვილო ძალიან რთულია, ცოდო ხარ ვერ შეძლებ
-თინა ბებო კარგით რა,ხომ იცით რა ჯიუტი ვარ
-კი ვიცი და მინდა რომ გაიგო რომ ძალიან რთულია შეიძლება რამე მოიწიო
-არ მოვიწევ არაფერ ნუ ღელავთ და თქვენც იცით რომ სირთულეების არ მეშინია.
-კაი კაი შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს ვხედავ.გაეცინა მოხუცს
-თინა ბებო თუ იცით შევძლებ მუცოში ასვლას?
-გოგო მუ მაგიჟებ გახსოვს მაშინ ამაზე უარეს დროს ჩამოხვედი და მაინც გადახვედი და ეხლა რას ვერ გადახვალ.
-პატარა ქეთოს ნახვა მინდა
-კაი შვილო ეხლა დაისვენე და ხვალ წადი
-კარგით თინა ბებო, დაგიჯერებთ ისე დავიღალე რომ რავი, ფეხით ჩამოვედი
-რა ქენი?
-დათვისჯვრის უღელტეხილს რომ გადმოვედით ფეხით დავიძარი
-არ ხარ ანამარიაშენ ნორმალური
-ვიცი თინა ბებო, მაგრამ რა ვქნა არ შემიძლია ეს მანქანით სიარული, როცა ასეთი სილამაზეა წინ
-კაი შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს
თინა ბებომ დამტოვა რომ თვითონ საქმისთვის მიეხედა, მე კი ჩაფიქრებული ვიჯექი და ვფქირობდი რა იქნება რომ მიმეტოვებინა ყველაფერი და წამოვსულიყავი, უბრალოდ მთა ის ადგილია სადაც შური, ბოროტება არ არის და ყველას ერთმანეთი ძალიან უყვარს, ამ ფიქრებში ვიყავი რომ კარზე უცბად ბრაგუნი გავიგე, გავაღე თუ არა ჩემი უფროსი შემეფეთა
-ბატონო გიორგიი? თქვენ? გაკვირვებული ვუყურებდი ჩემ უფროს, რომელიც ჩემზე არანაკლებ გაკვირვებული იიყო
-ანამარიაა?? შენ აქ როგორ?
-თქვენ? მე თინა ბებოსთან მოვედი
-დედაჩემთან?
-დედათქვენია? ეხლა უფრო დაბნეული ვიყავი და თვალებს ვაცეცებდი აქეთ- იქით
-შვილოოო გიორგიიი
-დედააააა როგორ მომენატრეე
-აქეთ რა ქარმა გადმოგაგდო?
-რავი შენმოსანახულებლად მოვედი
-უი მომიკვდეს ჩემი თავი არ გაგაცანი ეს გოგო, ანამარია რომელიც უკვე ჩემი ხშირი სტუმარია
-დეე ვიცნობ ანამარიას ეს ჩემი მდივანია
-მართლა? ხომ კაი გოგონააა
-კი დედა მართლაც კაი გოგოა, შრომისმოყვარე და ზრდილი
-მართალია და ცოტა გიჟიც გაეცინა თინა ბებოს და მოკლედ უთხრა ის პერიოდი როცა გამიცნო
-მართალი ხარ დე, მართლაც გიჟი ყოფილა გაეცინა ჩემ უფროს
-ხო გივიც ჩამოვიდა
-მართლა? ეხლა სადააა?
-მეზობელი შეხვდა და ელაპარაკება
-კაი სადაცაა შემოვა
-ბებოოოოოოო მოვედიიიიიიიი
-გიჟოო გამიხარდა შენი ნახვა, ჩემო პატარავ
-ბებო კაი რა, რა დროს პატარაა უკვე კაცი ვარ
-უი შემოგევლე ბებო შენ მე, უი ბებო გაიცანი ეს ანამარიაა
-სასიამოვნოა გივი
-ჩემთვისაც ანამარია
-კაია ერთმანეთი რომ გაიცანით, სამსახურში აღარ დაგჭირდებათ გაცნობა
-მამა წესივრად ამიხსენი სახე მოექუფრა გივის
-ეს შენი მდივანია
-მამა როდის იყო შენ მინიშნავდი მდივანს? გაბრაზდა გივი
-ის ჩემი მდივანი იყო და ეხლა შენი ხდება
-აჰაა გასაგებია
-ბოდიშით მე დაგტოვებთ თინა ბებო
-საით შვილო
-თინა ბებო მე წავალ თუ შეიძლება, ქეთოსთანაც უნდა გადავიდე
-ამ საღამოს? შვილო მართლა გიჟი ხომ არ ხარ შენ?
-არა თინა ბებო მირჩევნია ეხლა წავიდე
-შვილო ყინვა მოუჭერს ეხლა და სად გაათენებ ღმეს?
-არაუშავს თინა ბებო მაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და გავათენებ და თან ხვალ ადრე უნდა დავბრუნდე ქალაქში.
-კაი შვილო შენი ნებააა, როგორც გინდა. იცოდა თინა ბებომ რომ ჩემი გაჩერება შეუძლებელი იყო. მოხუცი თბილად ჩავკოცნე და მოვეხვიე და კიდევ შევპირდი რომ დავბრუნდებოდი, დავემშვიდობე ორივე უფროს და დავადექი მუცოს გზას.
ვიცი რთული იქნებოდა, მაგრამ იქ გაჩერება აღარ შემეძლო ....


ესეც მეორე თავი იმედია მოგეწონებთ...ველი შეფასება



№1 სტუმარი შონი რივზი

ხახმატი პირაქეთა ხევსურეთია და მანდამდეც ბევრი სოფელია გასავლელი,ეგენიც ჩამოგეთვალა ბარემ.

 


რადგან შატილი დავინახე ფოტოზე წავიკითხე და სიმართლის რამდენი პროცენტია აქ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent