სიყვარულის ინსტრუქციები I
ერთი კვირის დაბრუნებული ვარ თბილისში და უკვე აქედან გაქცევაზე ვოცნებობ.. დამღლელი გრძნობაა ყოველ დღე სახლში უცნობი ხალხის ორომტრიალი გხვდებოდეს.. ვინ სად გარბის.. ვინ რას აკეთებს ღმერთმა უწყის და მამაჩემმა. კბეებზე ნელა ფეხაკლებით ჩავირბინე და გეზი სამზარეულოსაკენ ავიღე გეზი,რადგან იქ ყველა ჩემთვის კარგად ნაცნობი მოახლე მელოდა. ერთი შეხედვით წყნარი ქალაქია ეს ჩვენი თბილისი,თითქოს ყველას და ყველაფერს კანონი მართავს,მაგრამ ეს სულაც არ არის ასე... ყველაზე დიდი კანონი აქ მაფიაა.. რა თქმა უნდა ეს ასე ღიად არსად არ ფიგურირებს და ყველაფერ რაც ხდება ან არ ხდება მათი დამსახურებაა.. ასეთი რამეები როგორც თქვენ ისე მე არ მეცოდინებოდა,რომ არა ის ოჯახი სადაც დავიბადე.. მართალია აღზრდით უცხო ქვეყანაში აღვიზარდე,მაგრამ როგორც კი დავბრუნდი სახლში მაშინვე ვიგრძენი მაფიის „გემო“. -სიხარულო ჯერაც ვერ შევეჩვიე შენს დაბრუნებას.-ხელგაშლილი შემომეგება ჩემი უსაყვარლესი „დიასახლისი“ ნონა. -ვერც მე ვეგუები ნონიკო.-მოფერებით სულ ასე ვეძახი.-ეს ხალხი ყოველთვის ასეა ჩვენს სახლში? -სამწუხაროდ,ასეა ძვირფასო.-მოწყენილმა დამიქნია თავი ნონამ. მამას ხმა შემომესმა,რომელიც მასთან მიბარებდა,ნუ სხვა რა გზა იყო „დიდ ბელადს“ ხომ არ ვალოდინებდი.. მის ნებას დავყევი და სასტუმრო ოთახში ვეახლე.. სადაც მარტო დამხვდა.. რა თქმა უნდა გამიკვირდა,რადგან რამოდენიმე წუთის წინ ეს ოთახი სავსე იყო მამაკაცებით. -გისმენ მამიკო.-გვერდით მივუჯექი და ძალიან მაგრად ვაკოცე.. მიუხედავად მისი ვინაობისა,მე ის ძალიან მიყვარდა.. -საყვარელო.. დღეს წვეულებას ვმართავ,მინდა რომ ჩემი ვარსკვლავიც დაესწროს.-მამა ვარსკვლავს მეძახის,როცა უნდა ხალხს ჩემი თავი არუდგინოს.. სამწუხაროდ ძმა არ მყავს,ამიტომ შეხვედრებზე ხშირად მიწევდა ლონდონიდა ჩამოსვლა და „ჩემი სილამაზის“ წარმოჩინება. -რასთან დაკავშირებით მართავ წვეულებას? -შენ ჩამოსვლასთან დაკავშირებით..-იცოდა როგორ უნდა ესიამოვნებინა ჩემთვის,მაგრამ წამის სიჩუის შემდეგ დაამატა..-რუსეთიდან ერთი გავლენიანი პიროვნება გვეწვევა,ნუ ორივეს საპატივცემულოდ. -შენ ვნმე რომ არ გამოატნიო არ შეიძლება? -ვიკი საყვარელო,ასე საუბარი არ შეიძლება.. ის ძალან გავლენიანი და საპატიო სტუმარია საქართველოში,თანაც დარწმუნებული ვარ გაუგებთ ერთმანეთს. -ვინ არის,არ ვიცნობ? -ჯერ არ იცნობ.. მაგრამ ახალგაზრდა და განათლებული მამაკაცია.-უკვე მივხვდი სადაც იყო ძაღლის თავი დამარხული,მაგრამ თამაშს შევუერთდებოდი ცნობისმოყვარეობის მიზნით და არა „გათხოვების“ მიზნით. როგორც ყოველთვის განსაკუთრებულად დავიწყე მზადება,ულამაზესი გრძელი,ვერცხლისფერი კაბა შევარჩიე,რომელიც მბზინვარე თვლებისაგან იყო აწყობილი სპეციალურად ჩემთვის,გრძელი შლეიფითა და ღრმად ახსნილი. მინდოდა ჩემი თავი ბოლომდე „წარმომეჩინა“. ბაღში სტუმრები ნელ-ნელა თავს იყრიდნენ.. ფანჯრიდან ვათვალიერებდი სტუმრებს,რომლებთანაც ჩასვლას არ ვჩქარობდი.. მინდოდა ჯერ „საპატიო“ სუმარი გამოჩენილიყო,შემდეგ გადავწყვეტტდი ღირდა თუ არა ჩასვლა.. და აი როგორც ჩანს გამოჩნდა... მაღალი,შავგრემანი,დაბალი და მოვლილი წვერი,დარწმუნებული ვიყავი,რომ შავი თვალებიც ექნებოდა.კლასიკურ სამოსში გამოწყობილი,თამამად და მედიდურად მოაბიჯებდა.. დიდრონი შეხედულების იყო,იცდოდა ყველა პატივს რომ სცემდა და სწორედ აქედან მოდიოდა მისი თავდაჯერებულობაც.. სურვილი გამიჩნდა სტუმრებთან გავსულიყავი.. შენს მედიდურობას და თავდაჯერებულობას წამში გავაქრობ.-გავიფიქრე და კიბეზე გრაციოზულად დავეშვი.. რა თქმა უნდა ყველას ყურადღება ჩემკენ იყო მომართული.. შესაძლოა სულაც არ ვიყავი ლამაზი,სულის შემძვრელი და თვალის მომჭრელი,მაგრამ მაინც ყველა მე მიყურებდა მამაჩემისათვის რომ ესიამოვნებინათ,ამას კარგად ვხვდებოდი. ვუყურებდი „პატივსაცემ“ სტუმარს რომელსაც წამითაც კი არ შემოუხედავს ჩემთვის,რა თქმა უნდა ამან ინტერესი აღმიძრა. -თვალის მომჭრელი ხარ ჩემო ვარსკვლავო.-თავმომწონედ წარმოთქვა მამამ და გადამკოცნა.-არც ასე გამომწვევად ჩაცმა იყო საჭირო მაგრამ გაგიმართლა აქ ჩამოსვლამდე რომ ვერ გნახე.-დაისისინა ყურთან მამამ,მე კი საპასუხოდ გავუღიმე. -აბა ხელკავით წავიდეთ?-შევთავაზე მაცდურად. მამას კავალერობას სულ მე ვუწევდი დედას გარდაცვალების შემდეგ.. სტუმრებს შორის ნაზად და გრაციოზულად დავაბიჯებდი.გზადაგზა მამა მათ მაცნობდა,მე კი თავაზიანად ყველას ვუღიმოდი. დარწმუნებული ვიყავი ღამით ყბების ტკივილი არ დამაძინებდა.. და აი როგორც იქნა „საპატიო“ სტუმრამდეც მივედით.. -ანდრეი,შვილო..-მიმართა მამამ მას. სტუმარმა მაშინვე მოგვაპყრო მზერა,აშკარად და დაუფარავად შემათვალიერა,ისე როგორც ვაჭრობისას „საქონელს“ ათვალიერებენ და ეს სულაც არ იყო სასიამოვნო.. ეს გაღიმებული სახე მაშინვე მოვმანჭე. -ეს ჩემი ქალიშვილი ვიქტორიაა.-წარუდგინა მამამ ჩემი თავი სტუმარს.ამ უკანასკნელმა ჩემი ხელი აიღო და ჯელტმენივით ეამბორა,რაზეც კიდევ უფრო დავიმანჭე. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.-ირონიულად გავუღიმე და მაშინვე მოვიღუშე. -მე დაგტოვებთ,ამლე შემოგიერთდებით.. ანდრეი ჩემი გოგო მარტო არ დატოვო.-თითქოს ხუმრობით უთხრა მამამ და წავიდა. -სიმართლე გითხრათ არც ისეთი ლამაზი ყოფილხართ,როგორადაც გახასიათებენ.-ამ სიტყვებზე სახე ამელეწა.წველა ცდილობდა როგორმე ჩემთვის ტავი მოეწონებინა,ეს იდიოტი კი რას ამბობდა.. -მადლობა დიდად მოხაეული ვარ თქვენი კომპლიმენტით.არც თქვენ ხართ ისეთი ჯელტმენი,როგორადაც გახასიათებენ.-მამაკაცის წინ მდგარ მაგიდაზე შამპანიურის ჭიქა სასწრაფოდ დავდე და ვეცადე მოვშორებოდი.მაგრამ ხელში ჩამავლო და შემაჩერა. -კარგით ნუ ბრაზობ,მე უბრალოდ გეხუმრეთ.. დარწმუნებული იყავით აქ მყოფი მამაკაცების 98% თქვენზე ფიქრებში ღამეს გაათენებს.-ისევ აგრძელებდა ჩემს დაცინვას.. -დანარჩენი 2% ვინაა? -მე და მამათქვენი.-ჩემს რეაქციას დააკვირდა. -საკმაოდ უტაქტო და თავხედი ბრძანდებით ბატონო ანდრეი.-ღრმად ჩავისუნთქე.-შეგიძლიათ ისიამოვნოთ წვეულებით,მაგრამ ჩემს გარეშე.-ხელი გავაშვებინე და ბაღის გავლით მთავარი კარისაკენ წავედი. მიუხედავად უამრავი დაცვის თანამშრომლისა და ჩემი „ბჟღრიალა“ კაბისა,მოვახერხე და წვეულებიან შეუმჩნევლად გავქრი... პირველივე ტაქსი გავაჩერე და კლუბთან მიყვანა ვთხოვე,რა თქმა უნდა ასეც მოიქცა.. კლუბის პირობებზე მეტისმეტი იყო ჩემი ჩაცმულობა და ყურადღებას ვიქცევდი,თუმცა ყველა და ყველაფერი დავიკიდე და ბართან მივედი. -მარტინი ბევრი ზეთის ხილით.-ბარმენს შეკვეთა მივეცი და დაველოდე.ეს სასმელი ჩემთვის ნომერ პირველია,ამიტომ ყველგან ამას ვსვამ. -კონკია წვეულებიდან გამოიქცა?-ჩემს გვერდით მჯდარმა მამაკაცმა შემათვალიერა და მოწონების ნიშნად ქვედა ტუჩი წინ გამოსწია. -შენ კი გოგრად გადაიქეცი?-არ მოელოდა მამაკაცი ამგვარ პასუხს.წარბები ზემოთ აზნიქა და თავისი ბურბონი მოსვა. არაუშავდა,საკმარისზე მეტად სიმპათიური იყო.არაუშავდა იმიტომ რომ მისი ჩაცმულობა მეტყველებდა მის პროფესიაზე.. ეს არ იყო უნიფორმა.. შავი ჯინსის შარვალი,ტანზე შემოწებილი შავი მაისური, ისეთი შემოწებილი ჰქონდა რომ მისი სხეულის თითოეულ კუნთს ხაზს უსვამდა.ასევე ტყავის ქურთუკი,ბოლო მოდელის იყო,ძალიან უხდებოდა.ფეხზე კი ინსპექტორები ეცვა.ეს ქერა მამაკაცი დარწმუნებული ვიყავი რომ პოლიციელი იყო. უცებ ერთი იდეა დამებადა,ცოტა თამაში მომინდა.. უწყინარი თამაში.. -თქვენი სახელი?..-პასუხის მოლოდინში გავირინდე.მამაკაცმა კიდევ ერთხელ მაგრამ ახლა ეჭვისთვალით შემომხედა. -რატი. -მე ვიკი.-ხელი გავუწოდე რატის.-სასიამოვნოა რატი შენი გაცნობა. ძალიან ბევრი დავლიე,იმ დონემდე რომ კლუბშივე მივხვდი მალე გავითიშებოდი.რატის მკლავში მაგრად წავავლე ხელი და კლუბიდან გასასვლელისკენ ვუბიძგე. ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს... პ.ს აი დავბრუნდი ისევ მეგობრებო.. თუ მოგწონთ იმ შემთხვევაში გავაგრძელებ.დააფიქსირეთ თქვენი აზრი ისტორიასთან დაკავშირებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.