დათა 2
კვირა.. დღე რომელიც ყველას უყვარს, უმრავლესობას მაინც.. ჩემი კვირა დღე განსაკუთრებულად დაიწყო, ბატონმა უფროსმა მოადგილემ გამაღვიძა გელოდები და ყავაზე გპატიჟებო. და ქალისთვის როგორია დილით ახალგაღვიძებულზე 15 წუთში მზად ყოფნა? ფაქტობრივად შეუძლებელი... ვერც ვიყავი მზად ავდექი და ჩავედი ასე სასწაულად, რობაქიძემ ოდნავ გაიღიმა და მანქანის კარი გამიღო, მე სულაც არ მეღიმებოდა მაგრამ სხვა რა გზა იყო.. საერთოდ ხშირად მიფიქრია რამდენად უცნაური შეიძლება იყოს ცხოვრება და ერთ ცხოვრებაში რამდენირამ შეიძლება მოხდეს, შგიძლია იყო სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, შეყვარებული მაგრამ უბედური გოგონა, შეყვარებული და ბედნიერი ქალი, წარმატებულიც და წარუმატებელიც, დაკარგო და მოიპოვო.. შენი მდგომარეობა ყოველთვის იცვლება, არ არსებობს მუდმივად ბედნიერება ან მუდმივად უბედურება... ყოველთვის ვფქრობდი რომ ბედნიერება ადამიანებში იყო, მე ყველაფერი მქონდა კარიერა, მეგობრები, წარმატება , საუკეთესო განათლება მაგრამ გეგიმ სხვანაირად შეავსო ჩემი ცხოვრება.. ასეთ დროს ხვდები რომ შენი სავსე ცხოვრება რეალურად ცარიელი იყო... მაგრამ მაინც რჩება წერტილი სახელად დათა.. იმიტომ არ ვტოვებ ამ წერტილს რომ ისევ მიყვარს.. არა, ალბათ უფრო იმიტომ რომ პირველი იყო ვინც მატკინა, პირველი პრობლემა და ტკივილი იყო... ან იქნებ იმიტომაც რომ ბევრი კითხვა დატოვა... უფრო ლოგიკური კი იმედგაცრუება მგონია.. რაცარუნდა ვთქვათ იმედგაცრუბა ყველაზე საშინელია საშინელ გრძნობათა შორის.. არაფერი ტოვებს იმაზე დიდ სიცარიელეს ვიდრე იმედგაცრუება.. ხვდები ადამიანს, გიყვარდება, შენი ცხოვრების ეპიცენტრად აქცევ, ყველა იმედს მასზე ამყარებ, მასზე ხდები დამოკიდებული და უცებ ქრება.. მერე ვერ ხვდები რა უფრო გტკივა უმისობა თუ შენი დიდი შეცდომა.. ეს ყველაფერი კი ასმაგად რთული გადასატანია როცა თინეიჯერი ხარ, იმ დროს უფრო ბევრ რამეზე ფიქრობ, ბევრს ადანაშაულებ და ეძებ სხვა დაფარულ მიზეზებს იქ სადაც რეალურად არ არსებობს.. საერთოდ რატომ ამეკვიატა ეს დღეები დათა? სულ ასე ხდება მაშინ მახსენდება როდესაც ვინმე გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში, ჩვეულებრივი ბავშობის ტრამვაა.. - დღეს ზედმეტად ჩაფიქრებული ხარ- ფიქრებიდან გამომიყვანა რობაქიძეს ხმამ. - რომ მაღვიძებენ ასეთ ხასიათზე ვარ- თავი დავიძვრინე მე. - ანუ მე მადანაშაულებ? - ალბათ უფრო ჩემს ხასიათს... - იმედია ყავა გამოგიკეთებს ხასიათს.. - იმედია... მყუდრო კაფეში მიმიყვანა, ან იქნებ იმიტომ მეჩვენა მყუდრო რომ ჩვენსგარდა არავინ იყო. - უბანძესი კაფეა და არავინ დადის თუ?- დაწვრილეული თვალებით გავხედე გეგის. - თუ- მენიუდან ამომხედა ღიმილით. - რა აუცილებელი იყო დაკეტვა? - მედიას არ სძინავს.. - ოღონდ ეგ არა- თავი გაავქნიე მე, ამ მდგომარეობაში რომ ვინმეს ჩემთვის გადაეღო ფოტო გა ვა ფრენ დი.. - დაწყნარდი არავინაა გარშემო- სიცილი აუტყდა გეგის. - თქვენო უპოპულრესობავ ზოგიერთ ადამიანს ჩრდილში წყნარად ცხოვრება ურჩევნია- ნაგლი ღიმილი ავიკარი და მენიუ დავდე. - ხო ალბათ შესაძლებელია თუ ასეთი ლამაზი არ ხარ..- მომხიბლავი ღიმილი მაჩუქა უფროსამ მოადგილემ. - ყველაფერზე გაქვს ხომ პასუხი? - ვცდილობ .. - სერიოზულად რამდენჯერაც ყავის დასალევად გამოდიხარ იმდენჯერ კაფეს კეტავ? - არა ყავას სახლში ვსვამ.. - გასაგებია- გამეცინა მის მარტივ პასუხზე. - სხვათაშორის მზარეულობის ნიჭიც მაქვს. - კაი?!- გავიკვირვე და ტან გამეღიმა გეგის სამზარეულოში წარმოდგენაზე. - დაგიმტკიცებ, აქედან ჩემს სახლში წაგიყვან ჩემი მომზადებული სპაგეტი უნდა გაგასინჯო... - თანახმა ვარ - ცოტა დაუჯერებლად ჟღერდა მისი მომზადებული სპაგეტი მაგრამ მაინც დავტანხმდი. ................................................ -აბა?- მკითხა როგორც კი ცანგალი ტუჩებთან გავიკარე... გეგის ბინა, პატარა და მყუდროა, მიყვარს ასეთი სახლები.. - გემრიელია- ვაღიარე მე. - რათქმაუნდა სხვას არც ველოდი.. სადილის შემდეგ მისი კოლექცია დავათვალიერე, ჯაზი, არ გამკვირვებია როცა მისი ფირფიტების უმრავლესობა ჯაზის მომღერლებს ეკუთვნოდა.. - გეტყობა რომ არ მოგწონს- გაიცინა გეგიმ. - კლასიკა მირჩევნია - გამოვტყდი მე. - შოპენი? მოცარტი? - ბახი.. - ამშემთხვევაში იუთუბის ზალას უნდა ვეზიაროთ... მუსიკის ჩართვა არ დასცალდა სახლში ქოთქოთით შემოვიდა შუახნის, ფუმფულა ქალი. - ბატონო გეგი? არ გელოდით.. - რატომ მზია?- გაუცინა ქალს. - რავიცი კვირაა და- მხრები აიჩეჩა ქალმა.- გამარჯობა- როგორც იქნა შემამჩნია. - ნინი გაიცანი ეს მზიაა ჩემი მზარეული..- ქალზე მიმითითა გეგიმ. - სასიამოვნოა- გამირიმა ქალმა. - ჩემთვისაც- თავი დავუკარი მე. - ბატონო გეგი სპაგეტი ელექტრო ღუმელში დავტოვე ძალიან რომ არ გაციებულიყო ნახეთ?- მომლოდინედ შეხედა ქალმა. ძალიან ვცადე მაგრამ სიცილისგან თავი ვერ შევიკავე გეგის დაქაჩული თვალები რომ დავინახე, მერე რობაქიძესაც აუტყდა სიცილი. - დაწვით ხომ?- დოინჯი შემოირტყა ქალმა. - არა ქალბატონო მზია, უბრალოდ დაიბრალა რომ მისი გაკეთებული იყო- სიცილიტ ავუხსენი სიტუაცია. - უი უკაცრავად- აწითლდა ქალი. - შენ რა შუაში ხარ მზია, ჩემი ბრალია- ისევ იცინოდა რობაქიძე- ამ ქვეყანაში ტყუილსაც არავინ გაცდის.. - კარგი ჯობს წავიდე, ხვალ სამსახურში ვარ წასასვლელი უნდა მოვწესრიგდე.. - კარგი წაგიყვან.. - ნახვამდის ქალბატონო მზია- დავემშვიდობე მზარეულს და გეგის სახლი დავტოვე. - გაიძვერა კაცი ხარ - ვუსაყვედურე მანქანაში. - ომში და სიყვარულში ყველა ხერხი გამართლებულია- იპოვა გამოსავალი რობაქიძემ. - რათმქუნდა საუბარში ვინ გაჯობებს.. - მაგის მეტი არაფერი მისწავლია მთელი შვიდი წელი.. - პოლიტიკა დაამთავრე ? - ხო.. - ახლა უკვე ვფიქრობ გავაგრძელო თუარა შენთან ურთიერთობა.. - კარგი ვაღიარებ მატყარა და გაიძვერა ხალხი ვართ მაგრამ თავის გასამართლებლად ვიტყვი რომ მე პოლიტიკაში არ ვარ და უბრალოდ თანამდებობის პირი ვარ.. - მაგიჟებს შენი ენამოსწრებულობა.. - მთავარია მეც გაგაგიჟო.. - თავხედი ხარ.. - უფრო თამამს ვიტყოდი... სადარბაზოსთან დავემშვიდობე და სახლში ავედი .. ........................................................................................... - არ არსებობს- საზიზღარმა ღიმილმა გადაურბინა ბიჭს სახეზე როდესაც გეგის ახლობელ ადამიანებში ნაცნობი სახე დალანდა ფოტოზე. - რა იყო დათა?- კითხა ერთერთმა მეგობარმა. - ეს გოგოა რობაქიძის ახალი?- ნინის ფოტო მიუტრიალა ალექსს. - ჰო რა იყო? - ეს ქვეყანა ზალიან პატრაა ალექს, ძალიან პატარა- ცივად გაიცინა ნიჯარაძემ და ოთახი დატოვა. ......................... - რა ბიჭი დაუთრევია უყურე შენ- გადაიკისკისა ნიამ.. მეგობრები კვირას სარამოს ყოველთვის ვიკრიბებოთ ბარში ან სხვაგან სადმე. - აუ მართლა კაი ტიპია - კიდევ ერთხელ შეხედა ფოტოს მარიამმა. - გაგვაცანი და დაისვენებენ- ისევ სერიოზული ცანდა მაცაცო.. მარიამი ცემი თანამშრომელია, მაცაცო კლასელი, ნია კი ერთადერთი და განუმეორებელია, მგონი დაბადებიდან მახსოვს.. საღამოს გვიან დავიშალეთ და შესაბამისად მეორე დღეს სამსახურში დავაგვიანე. ბედი ჩემი უფროსი მივლინებაში იყო, დამღლელი დღე, გეგიმ მხოლოდ ერთხელ დამირეკა გადარბენა დღე მაქვს და სარამოს შეგეხმიანებიო... მარტო ყოფნა მიყვარს.. ხშირად გამოვდივარ მარტო სასეირნოდ, მარტო ყავის დალევაც მიყვარს განსაკუთრებით თუ საგიჯეთი დღე მქონდა, პატარა კუთხს კაფეში ვიჯექი და ქუჩაში ვიყურებოდი.. ხანდახან პარიზი ძალიან მენატრება... შეიძლება ჩემი თავი მენატრება იმ წლებში.. მუდმივად დამსდევდა დათას დატოვებული სიცარიელე მაგრამ მაინც სხვანაირად ლაღი ვიყავი.. და რა იქნებოდა წლები რომ ბრუნდებოდეს უკან.. აი ახლა რომ დავხუჭო თვალი და ისევ ვიჯდე პარიზის ერთ-ერთი კაფის კუთხეში, წინ მალინის კრუასანი მედოს, ლატეს ისევ ისეთი სუნი ასდიოდეს და საფირმო ფუნთუშას ველოდებოდე... კრუასანი და ფუნთუშა შევუკვეთე ვცადე იქაურობისთვის ცოტა დამემსგავსებინა.. ჩემი რჩევა: არასოდეს არ სცადოთ არსებული დაამსგავსოთ იმას რაც ადრე იყო და გუყვარდა, განსხვავება მთელი ძალით შეგეჯახება სახეში და სილაგაწნული დარჩემი ტკივილიანი გულით... - ნინი?!- ოდნავ გაოცებული და ძალიან ნაცნობი ხმა მოესმა ზურგს უკან. მერე ხმისპატრონმა მოუარა და მის წინ დაჯდა.. ოღონდ ეს და ოღონდ ახლა არა... მის წინ ჯინსის მაისურსა და შავ პიჯაკში გამოწყობილი დათა იჯდა, გაზრდილი, დაკაცებული, სხვანაირი დათა მაგრამ მაინც დათა.. - რა დამთხვევაა- გაუღიმა ქალს - როგორ ხარ? - კარგად დათა შენ? - მეც კარგად მადლობა. - კარგია.. - მარტო ხარ? - ხო.. - ყავაზე დაგპატიჟებ.. - უკვე ვსვამ.. - ძალიან გალამაზდი.. - არ გინდა დათა- ფეხზე ადგა ნინი. - რა არ მინდა?- ფეხზე ადგა ნიჟარაძეც. - სასიამოვნო იყო შენტან შეხვედრა ახლა უნდა წავიდე... - ისევ უნდა გაიქცე? - მე გავიქეცი?- ნინიმ იგრძნო როგორ წამოვიდა სიბრაზე გულიდან და სადღაც ყელში გაჩერდა. - მე არ წავსულვარ საქართველოდან.. - ჩემი ნებით არც მე წავსულვარ, მოგწერე და გითხარი რაც ხდებოდა და შენ არც მოხვედი.. - მე იმ დროს მამაჩემის საფლავზე ვიდექი ნინი.. - წასვლა რომ ჩემზე ყოფილიყო დამოკიდებული დავრჩებოდი და ეს იცოდი ... შენ კი თვეების მერე მოკლე შეტყობინებით დამემშვიდობე.. - იმიტომ რომ ვიცოდი უფრო გატკენდი თუ გეტყოდი რომ გელოდებოდი- ხმას აუწია დათამ- შენ იქედან არავინ აგმოგიშვებდა და ასე უფრო დაიტანჯებოდი.. - ახალი შეყვარებულიც იმიტომ გაიჩინე? - შეყვარებული? კარგი რა ნინი, 18 წლის ბიჭს რომ ნასა ეყოლებოდა მაგაში ახალი და განსაკუთრებული არაფერია.. - ნაშა? - ხო ნასა, შეყვარებული რომ ყოფილიყო ახლა ცოლი იქნებოდა, შენ რომ არ მყვარებოდი ახლა ცოლი მეყოლებოდა- მარჩენა ხელზე სიცარიელეზე მიუთითა დათამ. - ახლა რატომ გამოჩნდი?- დაიჩურჩულა ნინიმ. - არ ვიცოდი რომ ჩამოხვედი, შემთხვევით დაგინახე..- მიუახლოვდა ბიჭი. - უნდა წავიდე.. - კიდევ შევხვდებით ნინი... - არ მინდა დათა.. - გინდა - თბილად გაუღიმა დათამ. არაფერი უპასუხია კაფე დატოვა.. ხომ ვამბობდი უცნაურია ცხოვრება, მაინცდამაინც მაშინ ატივტივებს წარსულს ყველაზე ღრმად რომ გინდა დამარხო.. რატომ გამოჩნდა მაინცდამაინც ახლა.. ამდენი წლის შემდეგ... ................................................................................... - ნიჯარაძე- ყვირილით შევიდა გეგი დათას ოთახში.- მაინცდამაინც ომი გინდა? - რას გულისხმობ?- საქმიამიანი, ოდნავ დაბნეული ტონი მიიღო დათამ. - ამას- მაგიდაზე მისი და ნინის ფოტო დაუდო- რა გესაქმება ნინისთან? - არ ვიცი შენ რამ გაგაბრაზა მაგრამ მაგ მოთვალთვალე ხალხს თუ ნინის წარსულზე ინფორმაციასაც მოაძიებინებ გეტყვიან რომ მე ნინი პირველი შეყვარებული ვიყავი.. - ეგ ისედაც ვიცი- ირონიულმა ღიმილმა გადაკრა რობაქიძეს- მაგრამ ახლა რა გესაქმება? - ა, ანუ იცი?- წარბაწეულმა აათვალიერა ნიჟარაძემ- ოღონდ არ მითხრა რომ დამთხვევაა და უბრალოდ გულში ჩაგივარდა.. - დამთხვევების არ გჯერა დათა?- ცივი იყო მამაკაცის ღიმილიც. - მისმინე შე ახ@ ნაბი@რო- საყელოში ხელი წაავლო დათამ- თუ გგონია ნინი ჩემი ერტადერთი სიყვარულია ძალიან ცდები.. - არა არ მგონია, უბრალოდ მინდა განახო როგორ ამირჩევს ის ერთადერთი ადამიანი ვინც ოდესმე გვარებია.. - მანდაც ცდები, ასი წელიც რომ გავიდეს ნინი მაინც მე ამირჩევს..- იმდენად თავდაჯერებული ჩანდა დათა გეგიმ შეპასუხების გარეშე დატოვა მისი კაბინეტი. ........................................... დივანზე წამოწოლილი იყო ლეკა და ტრადიციულად ლეპტოპს ჩაკირკიტებდა დათამ რომ სახლის კარები შეაღო. - მოხვედი საყვარელო?- გაუღიმა გოგონამ. - არა - ირონიული ღიმილით გააჯილდოვა მოკლე პენიუარში გამოწყობილი ქალი დათამ. - ბიძაშენმა დარეკა. - მერე? - დამირეკოს რომ მოვაო.. - კაი მიდი დაწექი და მოვალ... ქალის გასვლას დაელოდა დათა და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა ღრმად.. დივანზე თავგადაგდებული იჯდა, უხასიათოდ იყო, მიუხედავად იმისა რომ ნინი კარგახანია დაივიწყა მისი ამ თამაშში შემოყვან არ უნდოდა, ეჭვი არ ეპარებოდა მას აირჩევდა მაგრამ ნინი არ იყო ამისთვის ზედმეტად შორს იყო ამ ყველაფრისგან, ამ სამყაროსგან გეგისნაირი ტიპებისგან, დათასნაირებისგანაც... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.