ყვავილები (თავი 2)
-ეს პატარა ამბავი არაა დღეიდან მოვალეობები მოგემატებათ და საკუთარ სექციას ჩაიბარებთ, რომელზეც პასუხისმგებელი თავად იქნებით, ასე რომ აღნიშვნის ღირსი ამბავია, წამო ერთ ბარში დავჯდეთ, თან გაბრიელიც ჩამოდის და ავღნიშნოთ. სიამოვნებით გაყვნენ, ნიკასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ქონდათ, ძმასავით ყავდათ, თანაც გაბრიელიც აინტერესებდათ კომპიუტერის გარეშე. მართლაც კარგ ბარში იჯდნენ, სასიამოვნო მუსიკა, საზოგადოება და თანამშრომლები. წვენს წრუპავდნენ და პიცას ჭამდნენ გაბრიელი რომ წამოადგათ თავზე. -დამიტოვეთ მაინც რამე? მგელივით მშია_გაოცებული ნიკოლოზის აღებულ ნაჭერს დაავლო ხელი და პირისკენ გაიქანა. -ვააახ გაბრიელ აბა გვიან ჩამოვალო? -ხოიცი როგორ მიყვარს სიურპრიზები_ და წარბები აათამაშა, გოგოები გადაკოცნა, გვერდით მიუჯდა და კიდევ რამდენიმე თეფში საჭმელი შეუკვეთა. -სკდები ბიჭო? -შენ რა გინდა? აბა გოგოებო როგორ ხართ? დედა რა ლამაზები ყოფილხართ ცოცხლები_მის ვითომ იმერულ კილოზე გოგოებს გაეცინათ და მათ მაგივრად ნიკამ უპასუხა: -როგორ და აგერ ლილიას ბედი ეწვია კარზე თუ მოადგა კარზე როგორცაა. -ნიკუშა კარგი რა რას ბოდიალობ? _ნიკამ გაბრიელის გაოცებული მზერა არ შეიმჩნია და ლილიას გადახედა. -ბართან საკმაოდ სიმპატიური ყმაწვილი ზის რომელიც 30 წუთია თვალს არ გაცილებს._ წარბები აუთამაშა მხიარულად ნიკამ და ნინიამ მაშინვე უკან გაიხედა -ვაუ ლილია რა ბიჭია ნახე, თან როგორ გიყურეებს. -ვაიმე როგორ მარცხვენთ, გეყოფათ._ორივე შემოგვაბრუნა ძალით და ლოყები აუწითლდა. გოგოები სახლში მიაცილეს კორპუსთან ჩამოსვეს და თვითონაც ჩამოვიდნენ ცოტა ხნით. ლილიას თვალი გაუშტერდა და ყველამ იქეთ გავიხედეთ ის ბიჭი იყო, ბარში რომ უყურებდა, ბიჭებს დიდად არ მოეწონათ ასე თავხედობა ბიჭიდან და ლილიას გახედეს, პირველი ხმა ნიკამ ამოიღო: -თუარ გსიამოვნებს უბრალოდ გვითხარი. -არა ნიკუშა იქნებ ისე გამოიარა, ტყუილა ხომარ მიუვარდები აქ ნუ დგახარო. მერე რა _ გაუღიმა და სადარბაზოსკენ წავიდა, ნინიამაც აბა ხვალამდეო და შევიდნენ. დაძინებული ეგონა მამამისი მაგრამ სამზარეულოში დახვდა ჩაით ხელში, ლილია რომ დაინახა შვებით კი ამოისუნთქა, მაგრამ მკაცრადაც შეხედა: -ლილია, რომელი საათია? ნინია ჩუმად აიძურწა მეგობრის საძინებელში, ლილია კი მამასთან სალაპარაკოდ დაჯდა: -მამა მუშაობა დავიწყე. -სად ქალბატონო?_წარბი შეკრა მურთაზმა, ალბათ ღამის კლუბი, ან სახინკლე თუ იფიქრა მთვრალებმა ტრაკოზე რომ იციან ხელების წამორტყმა და ფათური. -ყვავილების მაღაზიაში მა, მე და ნინია ერთად აგვიყვანეს, ხვალიდან ოფიციალურად ვიწყებთ და ახლა მიტო გითხარი, დღესაც ამიტომ შემაგვიანდა ავღნიშნავდით, კარგი უფრესები გვყავს და დაგვპატიჟეს. -კარგი შვილო_ გული მოულბა მურთაზს ყვავილები რომ გაიგონა და სწრაფად ადგა აცრემლებული თვალები შვილს რომ არ დაენახა. ლამის მთელი ღამე გაათენეს გოგოებმა ჭორაობაში: -აუ ლილია ისე რა მაგარი ტიპი იყოო, როდის მოვა გასაცნობად ახლა იმას ვფიქრობ. -კარგი რა იქნებ და აქვე ცხოვრობს ან შემთხვევით მოხვდა. -ვაიმე ასეთი გულუბრყვილო როგორ ხარ, გამოიხედე თვალებში, ისე ფაქტია შენც მოგეწონა, ჭინკები აგითამაშდა თვალებში_წარბები აათამაშა ნინიამ და სიცილით შეძვრნენ საბანში. არც ნიკოლოზს ელოდა კარგი დღე. -ყველაფერს ვიფიქრებდი რა, მაგრამ აი ამას არა ძმაო. -რაიყო გაბრიელ რამე მოხდა? -მოხდა აბა არ მოხდა? ბიჭო ხო ამდენი წელია გიცნობ, ხოდა ერთხელ სერიოზულადაც კი ვიჩხუბეთ ლამის ნიკუშას ნუ მეძახიო და ერთი თვის გაცნობილი გყავს ლილია და ტკბილად უსმენდი მასე როგორ გეძახდა. -აუ კაი რა შე ჩე*ა, გამისკდა გული რამე მოხდათქო. არც შემიმჩნევია_იცრუა უცებ -აი ახლა გცემ, მოგწონს ბიჭო? -ნუ დაიწყებ ეხა, მეგობრები ვართ ხო ხედავ არა? უბრალოდ ძალიან საყვარელია, სხვა თვალით არ ვუყურებ, სუფთაა, მისი ასაკის გოგოსთვის შეუფერებლად სუფთა, უბრალოდ მომწონს ამ სახელს როგორც მეძახის, რაღაც რომ გვაქ ჩვენებური, განსხვავებული, ისეთი სხვისგან რომ ვერ გავიგონებ. -მერე იტყვი არ მომწონსო_ჩაიფრუტუნა გაბრიელმა -რადგან გითხარი ასეა. -კაი ძმაო, აი მე კი მართლა მომწონს ნინია, ჩემსავით დარეკილი და მხიარულია._ დანარჩენი გზა საუბარში გალიეს და სახლამდეც მივიდნენ. მეორე დღეს ლილიას უძილობიდან თვალები დასიებული და გონება გაფანტული ქონდა. უცნობზე ფიქრს ვერ იგდებდა გონებიდან, მაგრამ სამსახურში მისვლამდე გონზე უნდა მოსულიყო, დღეიდან ოფიციალურად თანამშრომელი იყო და რომელი სექციაც არუნდა ჩაებარებინათ მომზადებული უნდა ყოფილიყო. ნინიასთან ერთად შევიდა და ნიკუშასაც მოკრა თვალი, მათ ელოდებოდა. -ვაიმე ხოარ დავაგვიანეთ? -ლილია ნუ ხარ სულ დაზაფრული, არა ათი წუთით ადრე მოხვედი დამშვიდდი ეხა? სიცილით უთხრა ნიკამ და გაბუშტულ ტუჩებზე გაეცინა._მოკლედ წამომყევით და თქვენ მოვალეობებს გაგაცნობთ, თქვენ განკარგულებაში ახალი სექცია, ანუ ქოთნის ყვავილებია, მოკლედ მათი მორწყვა, მოვლა, დახლების შევსება, კლიენტებზე მიყიდვა, და იმის ახსნა როგორ მოუარონ თქვენ მოგიწევთ, ხოარ გაგიჭირდებათ? -ხუმრობ? რაა რთული ყველაზე იოლი სამსახური მსოფლიოში_ ტაში შემოკრა ნინიამ და დახლები დაათვალიერა. აი ლილიას კი თვალს ვერ მოაცილებდით, ერთ ადგილზე გააშეშა ნიკა მისმა გაცისკროვნებულმა და ამავდროულად სევდიანმა თვალებმა, ხმის ამოუღებლად წაიწია წინ და ახლოდან დაუწყო ყვავილებს თვალიერება, ბევრი ყვავილი ეცნო, ბევრი თვითონაც ქონდა, მაგრამ მათ გვერდით იმდენი ულამაზესი უცხო ყვავილები ეწყო თვალი ვერ დაახამხამა, აი ბოლო დახლზე კი ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, მთელი თარო სავსე იყო ლილიებით, ბოლოს კი დედიკოს საყვარელი ლილია იდო, თეთრი ფოთლებით და ყვითელი გულით, უიშვიათესი ჯიში, რომელიც დამყნობით გამოდიოდა ამ ფერებში და ძალიან ძვირი ღირდა. უკან-უკან გადადგა ნაბიჯები და ცრემლი რომ დაემალა საპირფარეშოში შევარდა, ნინიაც უცებ გაყვა უკან. ნიკოლოზი ვერაფერს მიხვდა, გაკვირვებული იხედებოდა აქეთ-იქეთ, ბოლოს თავისი კაბინეტისკენ წავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.