არანორმალური (2)
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. არც კი დავხედე ვინ იყო, ისე ვუპასუხე: -გისმენთ! -ბაბლიიი გაიღვიძე!–ჩამყვირა ტელეფონში ნიამ. -უიმეე...რა გინდა?! ასე ადრე რას მირეკავ?! -რა ადრე გოგო 12 ხდება! კაი რაცაა...მოკლედ დღეს აეროპორტში უნდა გამყვე! -რა ჯანდაბა გინდა აეროპორტში?! -რა მინდა და დღეს ჩემი ბიძაშვილი ჩამოდის გერმანიიდან! -რომელი? სულ რომ გამწარებდა?! -კი ბატონო! -რომელზე ჩამოდის? -ექვსისთვის. -კაი, დაგირეკავ მერე! -ოქეი! გაკოცე! -მეც! დროებით! ნია ჩემი საუკეთესო დაქალია. მე,ვიკი და ნია ბავშვობიდან დღემდე ერთად მოვდივართ... რაც შეეხება მის ბიძაშვილს, თუ სწორად მახსოვს ნოე ჰქვია.მგონი 2 წლის წინ წავიდა გერმანიაში. მე არ ვიცნობ და ვიკი კი. ერთი-ორჯერ კი მქონდა გაცნობის შანსი, მაგრამ ვერცერთხელ ვერ მოვახერხე წასვლა. ტელეფონი ბალიშთან მივაგდე და ძილის შებრუნება ვცადე, მაგრამ ვეღარ დავიძინე, ამიტომ წამოვდექი,ვანაში შევედი,ვიბანავე, გარეთ გამოვედი და ტანსაცმელი ჩავიცვი.დაბლა ჩამოვირბინე და ჯერ მამიკოს ვაკოცე, მერე კი ჩემს ძმას, რომელიც დივანზე იჯდა და რაღაც ფილმს უყურებდა. -ბარბიი! შუა დღე მშვიდობისა! -ბარბის გიზამ თუ გაგხიე ცემაში. -ნუ ბლატაობ შე ჩმორო! -ვაიმე ლუკა ბაქრაძე თუ დაგიჭირე ახლა და აგკუწე ნაწილ-ნაწილ, მერე ნახე შენ! -მოკლედ თქვენმა ჩხუბმა დამღალა! რით ვერ გაიზარდეთ ამდენი ხანი!–უკვე თვით დავით ბაქრაძე ჩაერია... -ბატონო დავით გვაპატიეთ ჩვენი საქციელი, რომლითაც თვით ჩვენი მეფე გავანაწყენეთ!– ვუთხარი მამიკოს და თან მაგრად ჩავეხუტე... -თხა ხარ, თხა! -გაიხარე! მამიკო დღეს ნიასთან ვრჩებით მე და ვიკი! -რა ხდება?! ხომ მშვიდობაა?! -კი...მისი ბიძაშვილი ჩამოდის და პატარა წვეულებას აწყობს. მე და ვიკი დაგვპატიჟა და დღეს ბარემ იქ დავრჩები. -კარგით მილედი. მე მაშინ წავედი სამსახურში.ლუკიტო მოდიხარ?-ახლა ლუკას მიუბრუნდა. -კი, კი მოვდივარ, მაგრამ ბაბის მარტო როგორ დავუტოვოთ სახლი?! -რას გულისხმობ?!–შემოვირტყი დოინჯი და ისე მივუბრუნდი ლუკას. -რას და შენ რომ მარტო დაგტოვოთ სახლში ან გადაწვავ, ან ააფეთქებ! -უხ შე ნაგავო! აქამდე არ დავრჩენილვარ სახლში მარტო?!გამასწარი ახლა აქედან!–ვუთხარი და გავეკიდე. -გეყოთ! ლუკა წავედით, არ გვცალია სამაიმუნოდ!–დაუძახა კარებიდან გასულმა მამამ. -კაი მეც დავიღალე! გვეყოს და წავედი.–მომიბრუნდა აქოშინებული ლუკა. მეც დავიღალე და დივანზე ჩამოვჯექი. მოვიდა ლუკა და მაგრად ჩამეხუტა. -მიყვარხარ ბარბი! -ვაი შე საცოდავო!.. მეც მიყვარხარ, მაგრამ ეს ბარბი რაღა უბედურებაა! -წავედი! წავედი!–მითხრა და კარებიდან გავიდა. -დამპალი! ნაგავი!–ჩავილაპარაკე ჩემთვის და მე თვითონ გამეცინა ჩემს თავზე, ასე ბებია ქალივით რომ ვბურტყულებდი. ინტერნეტში სამუშაოებს გადავხედე და რამდენიმეგან დავრეკე კიდეც,მაგრამ დიდი ვერაფერი. საათს დავხედე.უკვე 4 ხდებოდა. ავდექი,ჩავიცვი და ნიასთან წავედი. -ჰეიი!–მივაფრინდი ნიაკოს. -როგორ ხარ? -შენ ლამასო?! -რავი არამიშავს. წავედით?! -კი ბატონი! მოკლედ ტაქსი გავაჩერეთ და ჩავჯექით შიგნით. -ეგ შენი ბიძაშვილი რომელია? რომ გამწარებდა?! -ხო. ნოე! ბავშვობიდან დღემდე სისხლს მიშრობს. გახსოვს სიმსუქნეზე რეებს მეღადავებოდა?! ნერვების კიბოა რასაც ქვია. -ხო მახსოვს. მე ის მევასებოდა ხელი რომ დაგადო თავზე და განვედ სიმსუქნეო რომ იძახდა... -მაინც მომენატრა ეგ მახინჯი! -რა გინდა მგონი მაგან გიშველა და გახდი! -უიმეე... გამასწარი ახლა აქედან! -უი ვიკი სადაა?! -დედამისს გაჰყვა სადღაც და საღამოს პირდაპირ ჩემთან მოვა. -აჰამ...ვოქეი, ვოქეი! მოკლედ აეროპრტში მივედით და კაი ხანი ველოდეთ მის ჩამოსვლას.მგონი უამინდობის გამო დააგვიანდა თვითმფრინავს. ამ დროს გამოაცხადეს რომ ის თვითმფრინავი, რომელშიც ნოე იჯდა ქუთაისში დაჯდა. მოკლედ ვინც იმ რეისს ელოდებოდა, ყველამ ალიაქოთი შექმნა. -რა ვქნათ ნიაკო? -წავიდეთ და მაშინ თვითონ ჩამოაღწევს როგორმე სახლამდე. -ოქეი. * * * გააღო ნიამ თავისი სახლი და შევედით შიგნით.მამამისმა ცალკე უყიდა ბინა თავის ოცდამეორე დაბადების დღეზე. მალე ვიკიც მოვიდა.თან რაღაც სასუსნავები მოიტანა:ჩიპსები, კოკა-კოლა,შოკოლადები და ასე შემდეგ. -ვიკი რომ იცოდე როგორ მიყვარხარ!–ვუთხარი და თან პარკები გამოვგლიჯე ხელიდან. -შენ მარტო მაშინ გიყვარს ადამიანი, რამეს რომ გყიდულობს!..თან მე კი არა მზიამ(დედამისმა) გვიყიდა ეგ ყველაფერი! -მზია დეიდაზე ხო ვგიჟდები და ვგიჟდები! არაუშავს შენ მაინც მიყვარხარ! -რა გენაღვლება გენაცვალე...ჭამ, ჭამ და მაინც არ სუქდები!– ნიამ გამომყვირა სამზარეულოდან. მოკლედ გავშალეთ დივანი, ჩავწექით პიჟამებით, ტელევიზორში რაღაც კაი ფილმი ჩავრთეთ, სასუსნავები წინ დავიწყვეთ და შევუდექით ფილმის ყურებას. ქალბატონებს მალე დაეძინათ, მე კიდევ ბოლომდე ვუყურე ფილმს.ვეცადე დამეძინა, მაგრამ ამაოდ. ვერაფრით დავიძინე და ბოლოს ავდექი. ჩაი გავიკეთე და აივანზე გავედი. ცოტახანი იქ ვიჯექი და ღამის თბილისს გავყურებდი, შემდეგ კი შემცივდა და თან ჩაიც დამიმთავრდა, ამიტომ სახლში შემოვბრუნდი. უცბად ფეხის ნაბიჯის ხმებია... ცოტა არ იყოს შევშინდი, რადგან როგორც ვიცი ვიკასაც და ნიასაც სძინავთ. -ნია?! ვიკი?!–ვთქვი მაგრამ ამაოდ. ხმა არავინ გამცა. ფეხის ნავიჯების ხმა ისევ ისმოდა. ერთ ხელში დანა დავიჭირე და მეორეში რაღაც ქილის მსგავსი და ისე გავედი შესასვლელისკენ. ბნელოდა და ვერაფერს ვხედავდი. უკვე დერეფანში ვიდექი. უცებ ვიღაცამ შუქი აანთო და მეც დავიწყე კივილი. ის ვიღაცა მომვარდა და პირზე ამაფარა ხელი. ქილის ჩარტყმა დავაპირე, მაგრამ ქილა ხელიდან გამომგლიჯა და დანაც გამაგდებინა ხელიდან. -კარგი ახლა ხელს გაგიშვებ, მაგრამ კივილი არ მორთო! გასაგებია?!–მეც თავს ვუქნევ და ხელს ნელ-ნელა მიშვებს. -ვინ ხარ?! ქურდი ხარ?!–ვეკითხები გაოგნებული. -მე ნოე ვარდოსანიძე ვარ. ნიაკოს ბიძაშვილი. შენ თვითონ ვინ ხარ? ახლა მარტო დავაკვირდი მის გარეგნობას. მისი თაფლისფერი თვალები ანათებდა. მაღალიც იყო,მაგარი ტანი და მშვენიერი წაბლისფერი თმა ჰქონდა. ფოტოებში უფრო სხვანაირი იყო. -კი, მაგრამ სახლში როგორ შემოხვედი? -ჩემთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა!–მითხრა და თან ხელში გასაღები დამანახა, რომლითაც ჩემს კითხვას უპასუხა. -ბოდიში, მე ნიას დაქალი ვარ, ბაბი ბაქრაძე!–ვეუბნები და ხელს ვუწვდი ჩამოსართმევად. მანაც დააპირა ხელის ჩამორთმევა, მაგრამ ამ დროს ნიაკო გამოვარდა და მაგრა ჩაეხუტა ნოეს. დამრჩა ეს ხელი ასე.როცა მოვტვინე კი ჩამოვწიე, მაგრამ ცოტა გამიტყდასავით... -ცოტა გამხდარხარ!–ეუბნება ნოე ნიას. არა განა ნია მსუქანია...მშვენიერ ტანზეა. სკოლის პერიოდში ცოტა პუტკუნა იყო, მაგრამ ახლა გახდა...დასაცინი არც მაშინ იყო, მაგრამ ნიაკო ეგრევე ვარდება ეგეთ ხუმრობებზე და ალბათ ამიტომაც დასცინის ასე. -შე საძაგელო!.. მომნატრებიხარ!.. მოკლედ ეს მპაჩი-მპუჩები რომ მორჩა, მერე მომიბრუნდა ნიაკო და "ოფიციალურად" გამაცნო ნოე. -ნოე გაიცანი, ეს ჩემი საუკეთესო მეგობარია: ბაბი! ბაბი გაიცანი ეს ნოეა, ჩემი ბიძაშვილი და ნერვების ჭამა! თუ უკვე გაიცანით ერთმანეთი?! -ხელის ჩამორთმევა ვერ მოვასწარით!–თქვა და ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად. მეც ჩამოვართვი ხელი. -დანა ძირს რატომ გდია?! ან შენ რად გინდა ეგ ქილა ხელში?!– მოგვიბრუნდა ნიაკო მე და ნოეს -მეე...იცი...ჩვეენ...–წამით დავიბენი. -არაფერი ისეთი.რომ შემოვედი სამზარეულოში გავედი, ეს შენი დაქალი საპირფარეშოში იყო და რაღაც ხმები რომ გავიგე, შემეშინდასავით. ესენი ავიღე და ისე დავადექი ბაბის. მერე კი ნუ როგორღაც გავარკვიეთ ერთმანეთში ვინ ვინ ვიყავით.– გაკვირვებისგან თვალები გადმოვკარკლე. თვითონ კი გამომხედა, ცალყბად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. -კაი რა მნიშვნელობა აქვს. შემოდი რა სახლში! ვიკი და ბაბი სამზარეულოში გამყევით, რამე მოვუმზადოთ. მშიერი იქნება! -მოვდივარ–დაუყვირა ვიკიმ და უკან გაჰყვა. -არაფრის!–მეუბნება გასვლამდე. -მადლობა რისთვის უნდა გითხრა?!–მართლა გამიკვირდა. -მათ ყბაში ჩავარდნას გადაგარჩინე! -შენ ყველა შენნაირი ნუ გგონია!– ვუთხარი და სამზარეულოსკენ წავედი. თვითონაც უკან გამომყვა... სამზარეულოში ერთად შევედით. ვიკიმ გაკვირვებული შემოგვხედა და ოდნავ ჩაეღიმასავით. მის ფიქრებს მივხვდი და გაბრაზებული სახე შევაგებე. -ჰეი პონჩიკ, შენკენ რა რის ახალი?–მიუბრუნდა ნოე ნიას. -არაფერი ისეთი, ძველებურად! -სამაგიეროდ ცოტა გამხდარხარ... მთლად ისეთი პონჩიკიც აღარ ხარ!.. -დაეტიე რა!..–სიცილით მიუბრუნდა ნიაკო. ივახშმა ნოემ და დაღლილი წავიდა ნიას ოთახში დასაძინებლად. მეც მოვითენთე და გოგოებიც. ნოე როდესაც დაწვა, ჩვენც დავწექით და დავიძინეთ. ### აი დავბრუნდი ახალი თავით! <3 <3 მინდოდა ხვალ დილით დამედო, მაგრამ რახან გამზადებული მქონდა გულმა აღარ მომითმინა ^_^ <3 <3 მადლობა ასეთი თბილი კომენტარებისთვის <3 <3 მიყვარხართ! <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.