სიყვარულის ინსტრუქციები II
დადებითი ემოციები – ეს ემოციებია, რომლებიც მხოლოდ მაშინ ჩნდებიან როცა ყველას და ყველაფერს დაადებთ.სწორედ მისი გავლენის ქვეშ ვარ.. არ ვიცი რამ და როგორ ჩაიარა,ვიცი ის რომ საკუთარ სახლში არ გამიღვიძებია.. თვალი მოვავლე ოთახს.. აშკარად სტუმრისათვის განკუთვნილ ოთახში მეძინა,რადგან აქ მხოლოდ ავეჯი იდგა და არანაირი პირადი ნივთი.. საწოლში ჩემი „გრანდიოზული“ კაბით არ ვიწექი საწოლზე კი ატლასის ნარნარა ხალათი დამხვდა გადაფენილი.ავდექი და ხალათით გარეთ გამოვედი.. საკმაოდ დახვეწილად და გემოვნებით იყო თითოეული ნივთი შერჩეული,ფერების შეხამება იდეალური იყო.. ნელ-ნელა ვათვალლიერებდი ბინას და წინ ისე მივიწევდი.უცებ დავინახე ჯელტმენი რატი პირსახოცშემოხვეული როგორ გამოვიდა ერთ-ერთი ოთახიდან.ჩემს დანახვაზე შეყოყმანდა,მაგრამ გადაწყვიტა არ შევემჩნიე და გზა განაგრძო. -უკაცრავად რატი..-ხელით შევაჩერე.. ისეთი მკვრივი კანი ჰქონდა რომ მაშინვე ჩამოვუშვი ხელი.-სად ვარ? -ჩემს სახლში..-წარბები შეჭმუხნა და განაგრძო.-მალე მოემზადე და წადი. -მაგდებ?-ამგვარ საუბარს მიუჩვეველი ვიყავი. -სამსახურში მაგვიანდება,ასე რომ მალე მოემზადე.-გვერდი ამიარა და სამზარეულოში შევიდა. რა თქმა უნდა რატის უკან გავყევი და ყავა გამიმზადა,მე ხომ სტუმარი ვიყავი... ჩუმად ვისხედით. მე ხალათში,ის კი პირსახოც შემოხვეული და ყყავას ვსვამდით.. ძალიან მომეწონა რატი,სულ მეღიმებოდა როცა კი შევხედავდი... -რატომ იღიმი?-მკითხა მან. -მიუჩვეველი ვარ შიშველ მამაკაცთან ერთად ყავის დალევას. -და უცნობ მამაკაცებზე აკიდებას მიჩვეული ხარ? -კი მიჩვეული ვარ,მაგრამ ყოველთვის საკუთარ სახლში მივყავი მათ.. შენ კი ასე არ მოიქეცი. -მაპატიე,მაგრამ ჩანთა არ გქონდა არც ტელეფონი და შენი ვინაობა ვერ დავადგინე. -შენ რა პოლიციელი არ ხარ? ჩემი ვინაობის დადგენა როგორ გაგიჭირდა? -რა იცი რომ პოლიციელი ვარ?-ძალიან გაუკვირდა. -შენი ჩაცმულობიდან გამომდინარე მივხვდი.. სწორედ ამიტომ გენდე.. ვიცოდი არაფერს დამიშავებდი.-ისევ გამეცინა თან კარებზე ზარის ხმა გაისმა. რატი კარების გასაღებად წავიდა მე კი ხალისიანად განვაგრძე ყავის დალევა.. ხმამაღალი შეკამათებისას დავინტერესდი ვინ იყო და მათთან გავედი.. კარებთან ანდრეი დავინახე თავის ბიჭებთან ერთად... ჩემს დანახვაზე დაიძაბა,შავი თვალები ცეცხლისფრად უელავდა,ცოტაც და გადაგვწვავდა მისი მზერა.. -სახლში რატომ მივარდები?-ჰკითხა რატიმ ანდრეის. -შენთან არ ვარ მოსული.-დაიღრინა ანდრეიმ და მზერა ჩემზე გადმოიტანა.-სწრაფად ჩაიცვი. -რომ არ ჩავიცვა?..-ირონიით აღსავსე ხმი ვკითხე. -ვიქტორია არ გამომცადო..-რატის მოთმინება ეწურებოდა,ასევე ანდრეის.. -და თუ მინდა რომ გამოგცადო?-ხმას დავუწიე და დავიჩურჩულე. ანდრეი მწვდა და მხარზე ხურჯინივით გადამიკიდა.. არც კი მორიდებია იმ ფაქტს რომ ნახევრად შიშველი ვიყავი. მანქანაში ჩამსვა და კარები დაკეტა შემდეგ თვითონ დაჯდა საჭესთან და სწრაფად გავარდა იმ ადგილიდან.. გზადაგზა კი კითხვებს მისმევდა. -სრულ ჭკუაზე ხარ? -კი სავსებით. -არ ჩანს რაღაც.. თქვენს შორის... რამე..-მივხვდი რომ არც კი უნდოდა ამის გაფიქრება. -რა შენი საქმეა? -ჩემი საქმეა ,რადგან მამაშენთან მე უნდა მიგიყვანო და ძალიან დააინტერესებს რატომ ხარ ასეთ ფორმაში. -მერე შენც სიმართლე უთხარი. -რა ვუთხრა გოგო.ღამე მაიროთან გაატარათქო?-შევცდი „შპინგალეტი“ პოლიციელი კი არა თავად მაიორი ყოფილა ჩვენი სიმპათიური რატი. -ვერაფერს ხვდები არა? მე რომ ეგ ვუთხრა მამაშენს როგორი იქნება? კაცი პატივს მცემს,მენდობა,დაჟე შენი ხელიც კი შემომთავაზა და ახლა მივიდე და ასეთი რამე ვუთხრა? როგორ გგონია რას მოიმოქმედებს?-წამით შეჩერდა.-იმასაც გამოასალმებს სიცოცხლეს და ყველას ვინც ერთად დაგინახათ. -მათ შორის შენც? -ვერ ვხვდები საზღვარგარეთ რას სწავლობდი მაინც ასეთი ქარაფშუტა რომ ხარ.-ყურადღება არ მიაქცია ჩემს კითხვას. მიუხედავად იმისა რომ ანდრეის ჭკუიდან გადაყვანა მინდოდა და თითქოს ყველაფერი მეკიდა.. სულაც არ იყო ასე.. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მამაჩემის აზრი.მე მისი არ მეშინოდა მე რიდი მქონდა,მაგრამ ჩემი ამ საქციელიდან რატომღაც ასე არ ჩანდა. ანდრეიმ მანქანა შეაჩერა და ფანჯრიდან რაღაც პაკეტი მიაწოდეს,რომელიც მე მომაწოდა. -ჩაიცვი!-მოკლე ბრძანება იყო -რატომ? -იმიტომ რომ მე მინდა ასე. დავემორჩილე და ჯინსის შარვალი და მაისური ჩავიცვი,შევამჩნიე რომ არც ერთხელ არ გამოუპარებია თვალი ჩემკენ და მივხვდი რომ ამ ადამიანს ჩემი ინტერესი სულაც არ ჰქოდა. -ახლა სახლში წაგიყვან,მაგრამ ხმა არ ამოიღო მე მაცადე ლაპარაკი. -ანუ რაღაც უნდა დავმალოთ? -კი -შენ რას მიიღებ მაგით? -ნახავ რასაც მივიღებ მაგით,ძვირფასო ვიკი.-ცინიკურად გამიღიმა და მანქანა სახლის წინ გააჩერა. ჩვენი ყველაზე დიდი შიში მოლოდინში იმალება.. სახლში შესულებს მამა განერვიულებულ და განრისხებული დაგვხვდა.ანდრეის დანახვაზე თავი მოთოკა.. ანდრეის გვერდით ავიზუტე პატარა დამფრთხალი ლეკვივით,დარიგებისამებრ ხმა არ ამომიღია და ჩემი გადარჩენა ანდრეის მივანდე,რომელმაც მამაჩემის დასანახად ხელი ჩამჭიდა.გაკვირვება ძლივს დავმალე,მამაჩემს კი ეს ფაქტი არ გამორჩენია და ცალი წარბი ზემოთ აზიდა,შემდეგ მე შემომხედა,შემდეგ ისევ ანდრეის. -ბატონო შმაგი(მამა)-დაიწყო ანდრეიმ ისე რომ ჩემი ხელი ისევ ეჭირა.-მე და ვიკიმ მთელი ღამე საუბარში გავათენეთ,ვერ მივხვდით როგორ დაგვათენდა თავზე. მამა დაეჭვებული გვიყურებდა,აშკარა იყო არ სჯეროდა მაგრამ ანდრეის მიმსრთ პატივისცემის გამო არ შეეძლო მის სიტყვაში ეჭვის შეტანა.. ეს მაფიის უაზრო კანონებიდან ერთ-ერთია. -რაზე ისაუბრეთ? -ჩვენზე და ჩვენს მომავალზე.გვინდა რაც შეიძლება მალე ვიქორწინოთ.-ახლა კი ნამდვილად ვერ შევძელი თავის სეკავება. -ანდრეი რას ამბობ?-ჩემი გაკვირვება კიდევ უფრო გასაკვირი აღმოჩნდა მამასთვის. -ვიცი ვიკი,გინდოდა მამასთან მარტო გესაუბრა ამ თემაზე,მაგრამ ვფიქრობ რომ დრო არ ითმენს.. მე მალე უნდა დავბრუნდე რუსეთში,შენ აქ უნდა დარჩე? მერე რა იქნება?-შმაგი ჩაფიქრდა,მხვდა რომ რაღაც ისე ვერ იყო. გადავწყვიტე ანდრეის თამაშში ავყოლოდი და მეტი დამაჯერებლობა შემეძინა მისი ნათქვამისათვის,მაგრამ ცოლად გაყოლა ეს მეტისმეტი იყო,თანაც ეს მამას ისედაც უნდოდა როცა წვეულებაზე დამიწყო საუბარი იმ მომენტიდან მივუხვდი,როგორც ჩანს ეს ანდრეისთვისაც ცნობილი ფაქტი იყო. მამამ საძინებელში გამიშვა და იქედან ფეხის გამოდგმაც კი ამიკრძალა სანამ თვითონ არ დამიძახებდა.. სარამომდე მორჩილი გოგოსავეთ ველოდი შემწყნარებელ მამას,მაგრამ არც კი გავხსენებივარ იქ რომ ვიჯექი და ველოდი.. მაშ ასე.. ავდექი და ჩემს „ძველ“ მეგობრებს დავურეკე და შევთანხმდით კლუბში შეხვედრაზე.. სწრაფად ჩავიცვი ჯინსები,თმა რაღაც კატასტროფულა ავიკარი მაღლა და ტყავის ქურთუკს დავავლე ხელი.. კიბეებზე ისე დავეშვ თითქოს ვინმე მომდევდა.თვალი მოვკარი მისაღებში არავინ იყო ამიტომ პირდაპირ გაეთ გავედი,მაგრამ „კოვზი ნაცარში ჩამივარდა“ შეუჩნეველი მაინც ვერ დავრჩი.. გარეთ მამა დამხვდა გრძელი მანტოთი და ტყავის ხელთათმანებით,აშკარა იყო საქმეზე გადიოდა. -სად მიდიხარ,თანაც ასეთ ფორმაში?-სიმპათიურ ანდრეის ჩემს დანახვაზე გაეღიმა. -გოგოებს უნდა შევხვდე. -ამ დროს? -აუ მამა ნუ გეყოს რა ეს გვიანია და გარეთ ვერ გაგიშვებ.. ლონდონში შენს გარეშე და „ზედამხედველის“ გარეშე ვყავი ასე რომ ჩემს თავს მივხედავ.. -კარგი.-ამოისუნთქა..-შენ და შენ..-ანიშნა ორ თანმხლებს..-ვიქტორიას გაყევით. -მამა არ მჭირდება მეთქი. -ზედმეტს თუ ილაპარაკებ სახლში დაჯდები.-მამამ ზურგი მაქცია და წავიდა. კლუბში მაინც წავედი,მაგრამ დაცვა თან არ შევიყვანე,გარეთ მელოდებოდნენ მე კი ჩემი გოგოები ვნახე და მოვესიყვარულე. -გუშინდელი წვეულების სურათებით აჭრელებულია მთელი სოციალური გვერდი.-აღნიშნა ანამ -მაგრამ მალევე გაქრა წვეულებიდანო ეწერა.სად წადი?-ამ ჭორიკნებიდან ტავს ვერასდროს დავაღწევდი. -დავიღალე მათი იდიოტური გამომეტყველებით და კლუბში წამოვედი. ცოტა კიდე წავიჭორავეთ,მოყვნენ აქაური ამბები,მე ჩემი ლონდონის ისტორიები მოვუყევი და მაგრად ვხალისობდით,როცა ჩვენს მაგიდასთან გაბრაზებული სახით რატი მოვიდა და ისეთი სახით მიყურებდა,რომ ალბათ მასაც რამე დამართეს ჩემებმა. -ეს წვეულებიდან გამოქცეული კონკია არ არის? -გახლავარ.-გავუღიმე შედარებით ლაითად. -სალაპარაკო გვაქვს! -გოგონებო შეგიძლიათ მარტო დაგვტოვოთ?-გავუღიმე ჩემებს.გოგონებმა დაეჭვებული გამოგვხედეს ხან ერთს ხან მეორეს და ადგნენ.-რა მოხდა რატი,რა ქალიშვილი გოგოსავეთ სცენებს აწყობ? -მომისმინე ვიკი,რაც შენ გააკეთე ეს ნორმალური არ არის.. -რა გავაკეთე? -ის რომ მაფიოზის შვილი ხარ და სახლში წაყევი მაიორს,რომელიც ზუსტად რომ მამაშენის საქმეს იძიებს.დავიჯერო დამთხვევა არის?-ანდრეი ძალიან პანიკიორი აღმოჩნდა.. არადა პირველად ვხედავდი ან რა ვიცოდი თუ მაიორი იყო.. ვიღაც იდიოტი პოლიციელი მეგონა,მაგარი სხეულით. -მამაჩემს რომ დაუმტკიცებ შენ ბანალურ შეხედულებებს მერე მესაუბრე მაგ ტონით. -ეგეც მალე იქნება.-თავდაჯერებული ჩანდა რატი,მე კი გამეცინა. -მეცოდება შენნაირი უბადრუკი ხალხი. -აბა ჩემგან რა გინდოდა?-ახლა ის ცდილობდა ჩემს გამოწვევას.. მაშინვე მივხვდი მის გეგმას -სექსი,მაგრამ როგორც ჩანს ქალებისთვის მხოლოდ ტანსაცმელების გამოცვლა გეხერხება.-დავცინე და მაგიდიდან ავდექი. -იქნებ მხოლოდ გამოცვლა არ მეხერხება? -მომისმინე რატი.. შენს მახეში მე არ გავებმები! გუშინაც მიცანი სწორედ ამიტომ სცადე საუბრის დაწყება,განა ვერ მივხვდი ასეთი სიმპატიური პოლიციელი რატომ უნდა მჯდარიყო კორუფციით სავსე კლუბში? შენ გაწყობდა ჩემი სახლში წაყვანა,მაგრამ ვერ გათვალე ვორონცოვა რომ შეიძლება მოსულიყო ჩემს წასაყვანად.-მაგიდაზე ხელი დავურტყი და ზურგი ვაქციე. თავდაჯერებული ნაბიჯით გავედი კლუბიდან და ჩემი ორი „ფინია“ უკან გამომყვა.. ნუ ამათზე ფინია არ ითქმის იმხელები იყვნენ. სახლში მისულს მამა ისევ არ დამხვდა ამიტომ დასაძინებლად წავედი... დილით გავიღვიძე თუ არა მამასთან ჩავირბინე,მაინტერესებდა რა ისაუბრეს მან და ანდრეიმ. -მა გცალია? -კი ვიკი მოდი. -რა ხდება ახალი ?-ეს რა სისულელე წამოვროშე.. რა ტქმა უნდა მაშინვე მიხვდა სხვა რამე რომ მაინტერესებდა. -პირდაპირ იტყვი თუ მე გამოვიცნო ანდრეიზე რომ გინდა საუბარი?-გამიღიმა მან -აუ მამა გამანადგურე პირდაპირ რაა..-მის წინ მგარ სავარძელში ჩავესვენე. -რა განტერესებს? -რა მაინტერესებს და როდის გადაწყვიტე ანდრეიზე გამათხოვო? -საიდან მოიტანე? -მამა! არ დაგავიწყდეს,რომ შენი შვილი ვარ და ინტუიცია ყოველთვის მიმართლდება,ასე რომ ან შენგან გავიგებ ყველაფერს.. ან არა და თვალით ვერ მნახავთ ვერც შენ და ვერც ეგ შენი ანდრეი.-უკვე ხმის ტონს ავუწიე და სწორედ აქ დავუშვი შეცდომა. -ახლა კარგად მომისმინე!-მამამ სიგარეტი ჩააქრო და ხელები გადაიჯვარედინა.-ანდრეი შვილივით მიყვარს.. თუ ბიჭი მეყოლებოდა მისნაირი ან საერთდ არა,ასე რომ დიდ პატივს ვცემ.. სანაქებო ყმაწვილია,თანაც რა ვიზუალი?.. დავინახე თუ არა მაშინვე შენ აგახსენდი.. შვილი თუ არ მყავს ბიჭი მისნაირი,სიძე მაინც მეყოლება.. ეს საქმე გადაწყვეტილია,ვიცი მას არ უყვარხარ,მაგრამ ყველაფერს გააკეთებს ხელში რომ ჩაგიგდოს რადგან ყველასათვის გემრიელი ლუკმა ხარ. -მადლობა მამა,ეგ ისედაც ვიცოდი.-ლამის ცრემლები გადმომცვივდა ისე განვიცადე მისი სიტყვები. -შენი საუბარი მხოლოდ დააჩქარებს ამ პროცესს ესეც გაითვალისწინე.-მამამ საბოლოოდ გამანადგურა,მაგრამ ეს ყველაფერი ასე არ ჩაივლიდა. -კარგი მაგრამ იმის გათვალისწინებაც მოგიწევთ ორთავეს..-შევყოყმანდი გამეგრძელებინა თუ არა მაგრამ გადავწყვიტე მაინც მეთქვა.-გუშინ საღამოს ანდრეისთან არ ვყოფილვარ,არამედ შენს საქმეს რომ მაიორი იძიებს,რატი.. ღამე მასთან გავატარე და ძალიან სასიამოვნოდაც.-შმაგი გაცეცხლდა,მაგრამ თავისი ბრალი იყო. ხელი მომკიდა და ფეხზე წამომაყენა,თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა,მე კი მშვიდად ვიდექი და ვუყურებდი მის დატანჯულ სახეს.. ახლა ყელში არ გაეჩხიროთ „გემრიელი ლუკმა“. -როგორ გაბედე,შე ძუკნა... -მამამ სახეში ლაზათიანი სილა მითავაზა.. მისმა ბეჭედმა კი წარბი გამიხეთქა.. სწორედ ამ დროს ანდრეი შემოვიდა. ანდრეიმ ფეხზე ამაყენა და თავისი სალფეთქი მომაწოდა,თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და შმაგის გახედა. -თვალით არ დამენახო.-იღრიალა შმაგიმ. -თუ დამამტკიცებელ საბუთს დაუწყებ ძებნას მისი ბინა გაჩხრიკე.. ნამდვილად იპოვნი ჩემს საღამოს კაბას.-ანდრეის თვალები შუბლზე აუვიდა. -ანდრეი ეგ გაათრიე თუ არა ცემი ხელით მოვკლავ და იმ მაიორსაც ზედ დავაყოლებ.-იმხელას ღრიალებდა მთელს სახლში ისმოდა მისი ხმა. ანდრეი მომეხმარა კიბეზე ასვლაში და ოთახში შემაცილა.. სააბაზანოდან სამედიცინო ყუთი გამოიტანა და ჭრილობის დამუშავება დაიწყო,მე კი უაზროდ მეღიმებოდა.. არა უფრო ვიცინოდი. -შეშლილი ხარ.-აღნიშნა ანდრეიმ -შენ კი ისე ნუ იქცევი თითქოს ძალიან გადარდებდე.-მისი ხელი მოვიშორე სახიდან. -შენ არა ჩემი რეპუტაცია კი მადარდებს,მამაშენი თუ არა მომიწევს მე გავაქრო ის მაიორი რომ ჩემს ქალს ხელით შეეხო,მიუხედავად იმისა რომ თქვენს შორის არაფერი მომხდარა. -შენ რა იცი რა მოხდა და რა არა ჩვენს შორის? -შენთან საუბარს არ ვაპირებ,რადგან ვამბობ ვიცითქო ასეც არის.შენ ამით ჩვენი ქორწინება კი არ ჩაშალე არამედ დააჩქარე,მაგრამ ამავდროულად შენს მაიორსაც მოუსწრაფე სიცოცხლე.-ანდრეიმ კარები ფრთხილად დახურა და ოთახიდან გავიდა. მთელი დღე მარტო ვიყავი ოთახში.. ძალიან მოვიწყინე.. ტელეფონი მამას კაბინეტში დამრჩა ასე რომ მოწყენილობისაგან ვკვდებოდი.. გადავწყვიტე კიდევ ერთხე შემეშინებინა ანდრეი და შმაგი.. დამამშვიდებელი ამოვიღე სამედცინო ყუთიდან (დამაძინებელი) ერთი აბი ავიღე და დავლიე.. ყუთს კი ხელი გავკარი რომ წაქცეულიყო და აბები მიმოფანტულიყო ასე ვერ გაიგებდნენ რამდენი დავლიე და ცოტას ინერვიულებდნენ... თვალები გავახილე თუ არა მაშინვე მივხვდი ჩემს საძინებელში არ ვიყავი.. რაღაც უზარმაზარ ოთახში ვიყავი.. სასწრაფოდ წამოვვარდი და და ჩემთვის ნაცნობ პიროვნებებს დავუწყე ძებნა.. არ ვიცი როგორ ავხსნა რამხელა ჭერი,კარებები და ფანჯრები იყო ამ სახლში.. უზარმაზარ დარბაზებში ისე დავფარფატებდი ალბათ ციცქნა მოგეჩვენებოდით ეს 175 სმ ქალი.. მოჩუქურთმებული კარები ვაივაგლახით გავაღე და დიდ დერეფანს დავადექი,რომლის კედლებიც ისე მდიდრულად იყო მოხატული,რომ რუსეთის მდიდრული სასახლეებს მივამსგავსე და ეგრევე ადგილზე გავშეშდი.. გავიყინე.. პირველსავე ფანჯარასთან მივირბინე და გარეთ გავიხედე... თვალთუწვდენელი ბაღები თოვლისაგან მთლად გადათეთრებულიყო.. ფანჯარასთან ჩავიკეცე.. უკვე ნერვული შეტევა მეწყებოდა ვხვდებოდი... -ანდრეი ღმერთმა დაგწყევლოოს.-ვიყვირე თუ არა შევნიშნე დერეფნის ბოლოდან მომავალი მშვიდი და გაწონასწორებული ანდრეი.რომელიც ჩემს წინ გრაციოზულად ჩაჯდა,თმები ყურსუკან გადამიწია და უცრემლები მომწმინა. -რა გატირებს? -სად ჯანდაბაში ვართ? -რუსეთში გახლავართ საყვარელო მეუღლევ.-ლამის ყბა მომექცა რას ამბობდა ვერ მივხვდი. -რა მეუღლე? -მე გაგაფრთხილე გაჩუმდი ვიკი.. შენი ლაპარაკი დააჩქარებს მოვლენებს ხელს ვერ შეუშლისთქო მაგრამ შენ არ გაჩუმდი,ახლა დატკბი შედეგით და ნუღარ ტირი.. -მე ხელი არაფერზე მომიწერია.. -საყვარელო რათ მინდა შენი ხელმოწერა? განა რუსეთში რატომ ვართ? გფული და ძალაუფლება მითხარი შენ თორე საბუთები ჩემზე იყოს.-ანდრეიმ თვალები აქეთ-იქეთ გააცეცა და შედარებით დაბალ ხმაზე მითხრა-ნუ იდარდებ ცოლქმრული მოვალეობის შესრულებას ნამდვილად არ მოვითხოვ.-შუბლზე მაკოცა და დერეფანში გაუჩინარდა. ანდრეი სიმპათიური,მდიდარი,გავლენიანი,და რაც მთავარია ახალგაზრდა იყო მაგრამ განა ეს კმარა ბედნიერებისათვის? ჩემი ცხოვრება ჩემი ნებართვის გარეშე გადამიწყვიტეს ანდრეიმ და მამაჩემმა.არც დაინტერესებულან მე რა მინდოდა ან ამ გადაწყვეტილებით რა დამემართებოდა.. გასაყიდი საქონელივით მომექცნენ და ჩემით ვაჭრობა გამართეს.. ყველაზე საწყენი კი ის იყო,რომ ანდრეის როგორც ქალი ისე კი არ ვაინტერესებდი არამედ მას მამაჩემის მემკვიდრეობა აინტერესებდა,რომელიც ჩემს მეუღლეს გადაეცემოდა.. ესეც კიდევ ერთი უაზრო მაფიის უაზრო კანონი.. მთელი დღეები ვცდილობდი რაიმე გამოსავალი მეპოვნა,მაგრამ ვერაფერსი მოვიფიქრე.. ხანდახან სასახლის დასათვალიერებლად გავდიოდი და ვხედავდი ანდრეის საძინებლიდან გამომავალ რუს გოგონებს,რომლებიც ისე ალმაცერად გამომხედავდნენ თითქოს ძუკნა მე ვიყავი და არა თვითონ.. ნამდვილად არ მაღელვებდა ვისთან და რამდენჯერ დაწვებოდა „ჩემი ქმარი“.. არ ვიცი ეს მისი ცხოვრების წესი იყო,თუ უბრალოდ ჩემს გაღიზიანებას ცდილობდა,მაგრამ ის კი ვიცოდი რომ ჩემი დროც მალე დადგებოდა და ღმერთი ასე არ გამწირავდა.. იმავე საღამოს ანდრეიმ ჩემი საძინებლის კარი დაუკითხავად შემოაღო.. -რა მოხდა ძუკნები შემოგელია?მათ აქ ვერ იპოვნი.-გესლიანად წავისისინე -შენზე მეტი ძუკნა მე ჯერ არ მყოლია.. დამშვიდდი აქ სხვა საქმეზე მოვედი.. მოემზადე ერთ საათში გავდივართ. -შენთან ერთად არსად ვაპირებ წამოსვლას.. -კაი მართლა?-ასეთი ირონიული ანდრეი პირველად ვნახე.. შემდეგ ხმის ტონი გაამკაცრა.-ან ლამაზად მომზადებული წამომყვები წვეულებაზე,ისე როგორც ანდრეი ვორონცოვის მეუღლეს შეეფერება.. ან არა და ამ პენუარში გამოწყობილი და მზარზე გადაკიდებული წაგიყვან.. შემოთავაზება ჩემია არჩევანი კი შენზე.-ანდრეი პასუხს არც კი დაელოდა ისე გავიდა ოთახიდან. გადავწყვიტე მის სურვილს დავმორჩილებოდი,მაგრამ ჩემებურად.. რაც შეიძლებოდა გამომწვევი კაბა ჩავიცვი ღრმა დეკოლტითა და ასევე ღრმად შეხსნილი.. თმაზე და მაკიაჟზე დიდი დრო არ დამიკარგავს.. ერთ საათში უკვე მზად ვიყავი. სარკეში ბოლოჯერ შევათვალიერე საკუთარი ანარეკლი და ოთახიდან გავედი.. ანდრეი შთაბეჭდილების ქვეშ იყო მაგრამ თითქოს ვერ შემამჩნია ისე გამიძღვა წინ.. რამოდენიმე პარლამენტარი და ოლიგარქი გავიცანი,რომლებიც აღტაცებული იყვნენ თავად ანდრეის მეუღლის გაცნობით,შემდეგ კი ანდრეიმ სტუმრებს შორის უპატრონო ლეკვივით დამტოვა და „მნიშვნელოვან დიალოგში“ ჩაება ჩემთვის უცნობ მაღალჩინოსნებთან ერთად.. შამპანიურზე უარი ვთქვი და ბართან წავედი შავი ღვინის ასაღებად.. ვხედავდი ვიღაც სიმპათიური მამაკაცი მიახლოვდებოდა. -თქვენ ვიქტორია ხიზანეიშვილი ბრძანდებით?-მომმართა ქართულად აღტაცებულმა მამაკაცმა.. -დიახ.. რით შემიძლია დაგეხმაროთ? -მე აკაკი თოლორდავა ვარ,თქვენს წვეულებებზე ბევრჯერ ვყოფილვარ,მაგრამ ვერ მოვახერხე თქვენი ახლოს გაცნობა.-მამაკაცი შეყოვნდა,მიხვდა რომ ამაზე არაფერს ვუპასუხებდი და განაგრძო.-ბატონი შმაგი აქ ბრძანდება? -არა,მამა საქართველოშია.-თავაზიანად გავუღიმე და ვცადე გვერდი ამეარა,მაგრამ მამაკაცმა ფაქიზად შემახო ხელი და მთხოვა გავჩერებულიყავი. -გთხოვთ ვიცეკვოთ.-ანდრეისაკენ გავაპარე თვალი,ჩემთვის არ ეცალა,ამიტომ აკაკის საცეკვაოდ გავყევი. იდეალური საღამო გავატარე ახლად გაცნობილ აკაკისთან ერთად.. ბევრი ვიცინეთ,ვიმხიარულეთ,ვიცეკვეთ.. დამშვიდობებისას ხელზე მეამბორა და „პაემანი“ დამითქვა.. -ხვალ შეძლებთ უფრო მშვიდ გარემოში შევხვდეთ? -არ ვიცი..-გავუღიმე მე. -ვერ მოახერხებ!-ზურგს უკან მომესმა ანდრეის მკაცრი ხმა.. მივიხედე ნამდვილად არ ჩანდა კმაყოფილი ნანახით. -ანდრეი.. უკაცრავად მაგრამ მე გოგონას ვესაუბრები.-აკაკი ვერ ხვდებოდა რატომ ჩაერია საუბარში ის. -ეს გოგონა ჩემი მეუღლეა და მე გადავწყვეტ ვის შეხვდება,სად წავა,როდის და რატომ...-ანდრეიმ ხელი მაგრად მომიჭირა და მაიძლა გავყოლოდი.. სახლში უხმოდ მივედით... ოთახში შევედი თუ არა ანდრეიც უკან შემომყვა და კარები ხმაურით დაკეტა.. -რას ცდილობ?-მკითხა ორაზროვნად. -კაბის შეხსნას.. დამეხმარები?-თითქოს ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.. ანდრეი ჩემთან მოვიდა,შემაბრუნა.. თეძოებზე ხელით შემეხო და ნელ-ნელა დაიწყო კაბის ელვაშესაკრავის შეხსნა..მომენტი გაიწელა,მაგრამ აშკარად მივხვდი ჩემი რეაქცია აინტერესებდა. -ამას არ ვგულისხმობ.. წვეულებაზე მთელი საღამო აკაკისთან ერთად გაატარე.-ანდრეიმ უკან დაიწია მე კი თითქოს ის არც ყოფილიყო ოთახში ისე დავიწყე კაბის გახდა.. ვამჩნდევდი ანდრეის სახეს.. როგორ ცდილობდა არ შეემჩია ჩემი სხეული.. -შენ თუ აკაკის გვერდით შემამჩნიე.. რატომ არ მოხვედი,არ დაინტერესდი რა უნდოდა? მაგრამ შენ გაბღენძილი მილიონერები არჩიე.-მისკენ ზურგით დავდექი და ბიუსჰალტერი(ლიფი) შევიხსენი,ანდრეის ხმა გაუწყდა მაგრამ მალევე გააგრძელა,მე კი ატლასის ხალათი მოვიცვი.. თითქოს არც არაფერი მომხდარიყო.. -ვიცი რასაც ცდილობდი.. გინდოდა მეეჭვიანა -არა ანდრეი.. მე შენი დარდი სულაც არ მქონდა.. შენი პრობლემა რა არის იცი? -რა? -ის რომ მე ვიცი შენი მიზნების შესაახებ რატომ ხარ ჩემს გვერდით...შენ კი ჩემს მზნებზე წარმოდგენა არ გაქვს და გგონია შენს გასაღიზიანებლად ვაკეთებ რამეს..-ანდრეიმ ზარბზე ცერა თითი გადაისვა და გაეღიმა -გგონია დიდად მაღელვებს იმ ალის მიზანი ვინც საკუთარმა მამამ გაიმეტა და უცნობ მამაკაცზე უსიყვარულოდ გაათხოვა? -ცდები საყვარელო მეუღლევ..-ანდრეის წინ ნელი ნაბიჯით მივედი და ისე ახლოს ვიდექი თითქმის ჩვენი სხეულები ერთმანეთს ეხებოდა.-სწორედ მამისაგან განწირული და ქმრისაგან უარყოფილი ქალის უნდა გეშინოდეს,თორემ შენი ძუკნებიდან მხოლოდ სეფსისის გადადებას უნდა ერიდო.-დავცინე და ზურგი შევაქციე.. სააბაზანოში სწრაფი ნაბიჯით შევედი.. სინამდვილეში მე თვითონ ვიყავი შეშინებული,რადგან მამამ ასე ვთქვათ ანდრეიზე გამყიდა. ამ უკანასკნელს კი ჩემი დარდი სრულებითაც არ ჰქონდა.ძმა მე არ მყავდა რომ ამ ორი მონსტრისაგან დავეცავი.. უსიყვარულობის მეშინოდა,უიმედოობისა და მარტოობის.. ემშინოდა რომ ამ კედლებში მოჩვენებად გადავიქცეოდი და ჩემი არსებობა აღარავის გაახსენდებოდა.. ორი საათი ვიწექი ჯაკუზში.. ლამის ჩამეძინა.. შემდეგ ავდექი და პირსახოცშემოხვეული დავბრუნდი ოთახში.. საწოლის წინ მდგარ სავარძელში ჩამჯდარა ანდრეი.. პიჯაკი გაუხდია და უგულოდ მიეგდო საწოლზე.. „ბაბთაც“ მოუშორებია და პერანგიც რამოდენიმეღილზე შეეხსნა.. ცალი ხელი წერეთელივით თავზე შემოედო,მეორეს კი ნერვიულად ათამაშებდა.. დამინახა თუ არა ხელის თამაში შეაჩერა,მათვალიერებდა.. ტკბებოდა „შენაძენით“,შემდეგ ადგა და ნელი ნაბიჯით ჩემკენ წამოვიდა. პ.ს იმედია "დიდი" თავი იყო.. როგორ მოგეწონათ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.