შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამთხვევა


22-01-2018, 20:27
ავტორი anonym dandelion
ნანახია 1 310

ჩემი უიღბლობების გახსენება საიდან დავიწყო?მგონი ღრმა ბავშვობიდან სჯობს,აი,ახლაც თითქოს თვალწინ მიდგას 5წლის ასაკში როგორ გავრბივარ სახლიდან ეზოში და მალევე ხეს ვეჯახები,რა თქმა უნდა,ამ ყველაფერს ხელზე შრამის გარეშე არ ჩაუვლია,8წლის სალომეს სპორტდარბაზში ფეხი გადაუბრუნდა მაინცდამაინც მაშინ როდესაც იდგა და დომინოს პრინციპით ყველა ბავშვი წააქცია.14 წლის სალომე სკოლის ბოლო დღეს აღნიშნავს სკოლის ეზოში მთელ სკოლასთან ერთად, როდესაც ბურთი ხვდება თავში და მიწასთან ამბორს გადაწყვეტს.აი,18 წლის სალომეს კი უკვე გონია,რომ უიღბლობას ბოლო მოეღო და მიწაზე მყარად დგას,ბოლო ბოლო ეს ხომ სკოლის ბოლო წელია,ამაზე ფიქრსაც ვერ ასწრებს,როდესაც თვეების უნახავი მეგობარი გამორბის მისკენ ჩასახუტებლად,მისალოცად და სალომე წონასწორობას ვერ ინარჩუნებს,ეზოს ასფალტზე დაებერტყება და ეს ბიჭიც ზემოდან ეცემა,და აი როცა ვფიქრობდი ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს-თქო,დირექტორი და დამრიგებელი მაყენებენ,მაშინ როცა ჩემი მეგობრები სიცილისგან ცუდად არიან.არა მსგავს სიტუაციაში სხვა რომ ყოფილიყო მეც გამეცინებოდა მაგრამ,მაინც სამარცხვინო მოგონებების სიაშია.
უნივერსიტეტის პირველ დღეს ყველაფერი კარგად დაიწყო,ეს დიდი მისალმება,დაჯილდოება,იქით-აქეთ,პირველი სემინარიც მორჩა,ერთი ძალიან სიმპათიური კურსელი მყოლია-თქო აღვნიშნე და კარგ ხასიათზე ვარ,მოკლედ,სიტუაცია ისე განვითარდა,რომ ლიფტში იმ უსიმპატიურეს ბიჭთან,თურმე თორნიკესთან, და კიდევ ერთ კურსელ გოგონასთან ერთად აღმოვჩნდი.ხმას არცერთი არ ვიღებთ და უცებ საგრძნობლად შევქანდით.არ იფიქროთ ის მომენტია,როდესაც ლიფტში გაიჭედებიანგოგო და ბიჭი და აქ აღმოცენდება სიყვარული,არა და არა ,შეგახსენებთ აქ კიდევ ერთი კურსელი გოგოა,არაა არც ასეთი სასიყვარულო სამკუთხედია,უბრალოდ გავიჭედეთ
-ჯანდაბა,წყეული ლიფტი-,თქვა თორნიკემ და ეჯაჯგურება კარებს.
-კარგი,პანიკა არ გვინდა,არ გვინდა-,ამას ვიმეორებ და ისედაც ციცქნა ლიფტში როგორც შემიძლია ვმოძრაობ.ის გოგო ჩუმადაა,აშკარად არ ეშინია,აი მე კი მართლა მეშინია და აქიდან გაღწევას ვცდილობ
-ჯანდაბა,აღარ ვუყურებ მძაფრსიუჟეტიან ფილმებს
-რაა?-თორნიკემ წამით შემოიხედა
-ხო,რა იყო,არ გინახავს არასდროს ლიფტებს მცირე ფანჯარა რომ აქვს და იქიდან ძვრებიან,ამას კი არა აქ.ამაზე ორივეს გაეცინა
-ხო,ძალიან მომწონს რომ გამხიარულებთ მაგრამ იქნებ იფიქროთ როგორ გავიდეთ აქედან
-ჩემ მეგობარს დავურეკავ აქ თუა გაგვიყვანს
-ალილუია,-შიშის დროს ბევრს ვლაპარაკობ თურმე,მოკლდ,ბევრი რომ არ გავაგრძელო,თორნიკეს მეგობარი მოვიდა და გაგვიყვანა,მადლობა-მეთქი მივაძახე და მაშინვე გავეცალე იქაურობას,ალბათ ყველაზე საშინელი წარმოდგენა შეექმნა ჩემზე.
ჩემი უიღბლობა აქ არ დამთავრებულა,სხვა ქვეყანაშიც გადმომწვდა,იტალიაში რომ წავედი სასწავლებლად იქაც წამდაუწუმ რაღაც მემართებოდა,ძირითადად რაღაცებს ვკარგავდი ხოლმე.
ეს ყველაფერი კი იმიტო გავიხსენე,რომ ჩემ თავს შევახსენო ამაზე უარესიც ხდება,მაგალითად, დღეს პადოვას უნივერსიტეტში კურსი დავხურეთ და წვეულებაზე უნდა წავსულიყავი,ჩემი ყველაზე ლამაზი კაბა ჩავიცვი და მივდივარ მეტროსკენ,როდესაც მანქანამ დიდი სიჩქარით ჩამიქროლა და რაც კი წყალი არსებობს აკვატორიაში,ყველა მე შემომასხა
-ჯანდაბა,-ერთი მივაკივლე და სახლში გამოვბრუნდი,არც წვეულება მინდოდა და არც პადოვა,გადავივლე წყალი,მოვკალათდი ლოგინში და ფილმის ჩართვა გადავწყვიტე,როდესაც ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მოულოდნელად დამირეკა
-სალომეეე,ვერც წარმოიდგენ, გავთხოვდი-აჟიტირებული კიოდა სანდრა
-რააა?-გაოცებისგან პირი დამრჩა ღია,გიორგი და სანდრა ერთმანეთს სულ რაღაც 8 თვეა ხვდებიან ერთმანეთს და ასე უცებ არ ველოდი
-ხო,გოგო,დღეს რესტორანში მთხოვა ხელი-შეუძლებელ იყო მისი ბედნიერება არ გაგეზიარებინა
-ეე,რა მაგარია,ყოველთვის მინდოდა შენ ქორწილში ქეიფი ,-მე უკვე გეგმებს ვაწყობდი
-ხო ეგ მაინტერესებდა ზუსტად ქორწილი რომ 2 კვირაში დავნიშნოთ მოახერხებ ჩამოსვლას,მეჯვარე თუ არ იქნა,ქორწილი არ შედგება ხო იცი,-ეშმაკურად მიცინოდა სალომე
-აუ,რა მაგარიააა,მოვფრინავ,-წამოვხტი ლოგინიდან
-იესსს,მეჯვარე იქნება ხალხო,-იყვირა სანდრამ და მხოლოდ ახლა დავინახე რომ ჯერაც რესტორანშია და ირგვლივ ხალხი ახვევია
-სანდრააა.-ვიკივლე და საწოლში ჩავხტი მაშინვე
- კაი ,პინგვნებიანი პიჟამო ვის არ ქონია,გაკოცე და მალე ჩამოდი,-თქვა და გამითიშა.რაღა დამაძინებდა,მთელი ღამე ცეკვაში გავატარე,3 დღეში ბილეთი ვიყიდე,კაბაც დიდის ამბით ავარჩიე,ღია ვარდისფერი მოკლე ,ძალიან სადა კაბა,საკუთარი თავით კმაყოფილი მეორე დღეს უკვე თბილისის აეროპორტში ვიყავი.



№1  offline წევრი ქეთიtaisia

სულმოუთქმელად ველოდები მომდევნო თაააავს ???? ❤

 


№2  offline წევრი anonym dandelion

taisia
პასუხი
<3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent