შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერს ვიხსენებ 5


23-01-2018, 00:58
ავტორი Mannoo
ნანახია 1 255

შეხვედრა როგორც კი დამთავრდა, მაშინვე წამოვიდა ნუცა. ჯერ კიდევ გამოჰყოლოდა დილის შიშის გრძნობა . მიმღებში იკითხა ევას პალატის ნომერი და კიბეებისკენ წავიდა. ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა. საკუთარი ოჯახის წევრივით უყვარდა დედისერთას. თავს ძლივს იკავებდა , იქვე რომ არ აღრიალებულიყო. არც გაწეწილი თმისთვის და ბეჭზე ჩამოგდებული შარფისთვის მიუქცევია ყურადღება.
-ევა,-უნებურად წამოიძახა და ჩასახუტებლად გაექანა.
-რა კარგია რომ მოხვედი,-ჩაფიქრებულ სახეზე ღიმილი დაეფინა ევას.
-რა დაგემართა, ტუჩები სულ თეთრი გაქვს,-აღელვებულმა ხან შუბლზე მიადო ხელის ზურგი, ტემპერატურის შესამოწმებლად, ხან -ლოყებზე,-გუშინ ლევანთან ერთად არ უნდა ყოფილიყავი ?-ჩანთა მოიხსნა მარჯვენა ხელით და უწესრიგოდ დააგდო ფეხებთან.უცებ გაუელვა ევას თვალწინ გუშინ მომხდარმა. ცოტა ხანს დუმდა, ჯერ კიდევ დაბნეული იყო საქმროს საქციელით. მერე ის ფირები, ღმერთო, ეს ამდენი აზრი ერთად თავს ატკიებს .
-ვიყავი კიდეც,-თქვა უცებ, თითქოს ახლა მოაფიქრდა რა უნდა ეპასუხა,- სასეირნოდ გავედით და ისე შემოგვათენდა ვერც კი გავიგეთ.
-მთელი ღამე სეირნობდით?-სახეზე ეწერა, არ ეჯერა მეგობრის .
-ხო, ასე გამოვიდა.
-და აქ საიდან მოხვდი, თან ასეთ მდგომარეობაში.
-გაწვიმდა გუშინ და რომ დავსველდი... აჰა, ხომ უყურებ სიცხე მქონდა, მაგრამ ახლა კარგად ვარ.-განზე გაშალა ხელები უვნებლად ყოფნის სადემოსტრაციოდ.
-ლევანი სადაა, არ წამოგყვა?- კითხვებს არ წყვეტდა ნუცა.
-კი, როგორ არა. მთელი ეს დრო აქ იყო, მერე მე თვითონ გავუშვი. დაიღალა,თან შენც უნდა მოსულიყავი.
-რით დაიღალა , შენთან ყოფნით?- თავის დამოკიდებულებას ვეღარ მალავდა, მაგრამ რა ექნა , იტყუებდა თავს .
-ოოხ ნუცა რა .. ექიმი შემოვა და წავიდეთ.
-წავიდეთ, ხო, წავიდეთ. აბა აქ ხომ არ დაგტოვებ იმ ვაჟბატონივით.
-ვიკითხოთ რამდენია გადასახადი,-სხვათაშორის თქვა და ჩანთას წაავლო ხელი.
- კი მაგრამ აქ თუ იყო ბატონო , იმდენი ვერ მოიფიქრა გადაეხადა?-ისევ გაწიწმატებული იყო საშინლად.
-ოხ როგორ იკბინება ეს ჩემი ტკბილი გოგო.მიდი ჩემო გოგო, ჩემო თაფლო, ფეხსაცმელები მომაწოდე,-რაც შეეძლო თბილად ელაპარაკებოდა მოკუმული ტუჩებით და თან ეცინებოდა მის საქციელზე. ექიმმა რომ თქვა ყველა ხარჯი თქვენმა მეუღლემ დაფარაო, მთლად შუბლზე აუვიდა წარბები .
-ოჰ, უკვე ქმარიო? თქვენ გუშინ რამე ხომ არ იმაიმუნეთ, ჰა ? -თვალები მოწკურა და დასამუქრებლად, მეტი დამაჯერებლობისთვის, რამდენჯერმე თითიც დააქნია,-ევა, ქალბატონო ევა . თქვენ თუ გუშინ ჩემს გარეშე იქორწინეთ, ვერ გადამირჩები იცოდე. ისევ შემოსაბრუნებელი გახდები საავადმყოფოში, ოღონდ მოტეხილობებით.
-დამშვიდდი გოგო,-ამ დავიდარაბის მიუხედავად ნუცას შემხედვარე სიცილს ვეღარ იკავებდა,- ისე არ უშვებდნენ და რა უნდა ექნა. ძმა ვარო ხომ არ ეტყოდა .
-კარგი , კარგი.წავიდეთ ახლა ,სახლში მიგიყვან და თინა დეიდა ცხელ ჩაის დაგალევინებს .
-არა რა , სახლში არა. შენთან წავიდეთ. ხომ შეიძლება დავრჩე ?
-ვაიმეე, ახლა მართლა... იმედია მაგას სერიოზულად არ მეკითხები.
-ოღონდაც მართლა ნუ მცემ და ყველა ჩემს ნათქვამს ვაუქმებ .
-ძალიანაც კარგი, ტაქსი უკვე გველოდება . -ცხვირაწეულმა ამაყად გაიარად დერეფანი. იფერებდა საკუეთესო მეგობრის თანამდებობას და ბოლომდე ებედნიერებოდა ევას არსებობა.
დიდი ხნის წასული ეგონა ლაშა, მაგრამ მისი მანქანა ისევ საავადმყოფოსთან იდგა. იქედან აკვირდებოდა ყველაფერს . მანამ არ დაქოქა, სანამ დარწმუნდებოდა ყველაფერი კარგად იყო. აუჩქარებლად ელოდებოდა ევას გამოსვლას. გულს მოეშვა, მომღიმარ სახეს რომ შეხედა. ისევ მისი სიტყვები უტრიალებდა გაუჩერებლად გონებაში, „ ოღონდ ახლა არაფერი მკითხო და გპირდები, თავად მოვალ შენთან“, „ოღონდ ახლა არაფერი მკითხო და გპირდები, თავად მოვალ შენთან“.რა უნდა ექნა, უხმოდ დატოვა პალატა. სხვა გზა მაინც არ ჰქონდა და ახლა უნდა ელოდოს. დროა წავიდეს, ისედაც მთელი დღეა კომპანიის საქმეები ირაკლის გადააბარა და მარტო დატოვა . ფრთხილად გაიარა ჭიშკარი და ნელა მოუმატა სიჩქარეს გზაზე გასვლისას. სამსახურში ,როგორც ყოველთვის, ყველას მიესალმა და კაბინეტისკენ წავიდა პირდაპირ. დარჩენილი დრო სულ საქმეებში გადაეშვა. ასე ნაკლები დროც დარჩებოდა ფიქრისთვის , თან ბარემ ყველა საქმეს დაასრულებდა. უცებ გაუსხლტა დრო, თავი არ აუწევია , სანამ რამდენიმე საქაღალდე გვერდით არ გადადო. ირაკლის შემოთავაზებულ ვახშამზეც უარი განაცხადა.
-დღეს ძილი არ გვიწერია ძმაო ,- ღრმად ამოისუნთქა ირაკლიმ და დაღლილი თვალებით გახედა, თან მადიანად ილუკმებოდა.
-მიდი , წადი შენ. ისედაც ყველაფერი მოგაყარე.
-გაგიჟდი? სად უნდა წავიდე, ან აქ შენ მარტო ხომ ვერ დაგტოვებ.
-რა სასაცილო ხარ ირაკლი, თავს ვეღარ იმაგრებ ისე გეძინება . რა მიჭირს მარტოს, ერთბაშად ვინმემ არ შემჭამოს.
-ცოტას დავისვენებ აქ და ისევ გავაგრძელებ მუშაობას,-იჯინებდა ისევ და ეტყობოდა ფეხის მოცვლას არ აპირებდა. ხელით დაეყრდნო სახელურს და მძიმედ დაეშვა ტყავის სავარძელში. ლაშას ისევ ფიქრებით გადაეჭედა გონება. უნებურად ახსენდებოდა ევას ხელები და შეწითლებული თვალები . როგორ უნდოდა არაფერში ყოფილიყო გარეული. ისეთივე სუფთა იყოს ,როგორი კამკამა სახეც აქვს . აზრების გასაფანტად რამოდენიმეჯერ გააქანა თავი და ისევ საბუთებს მიუბრუნდა . ვერც ევამ მოისვენა იმ ღამეს , დაძინებულ ნუცას გამოეპარა ოთახიდან და ჩაით ხელში იჯდა ფანჯარასთან.რამდენიც უნდა ეუარა, ლაშას გამოჩენის შემდეგ ლევანი სულ უფრო უკან იხევდა მის გულში. ამას კარგად ხვდებოდა და საშინლად რცხვენოდა. თავს აჯერებდა ყველაფერი გაივლისო და ლევანისკენ გულის შემობრუნებას ცდილობდა. ყველას მაგივრად იდანაშაულებდა თავს , აქამდე რომ მიუშვა საქმე. არ უნდა მიმეცა უფლებაო ბრაზობდა. გაუაზრებლად მიჰყვებოდნენ თვალები შავ მზერას. ახლაც გრძნობდა მაჯაზე მისი თითების სითბოს. ალბათ მაგიტომაც არ გახდა ლევანის გაცხოველება ტრაგედია ევასთვის.თითქოს ელოდა კიდეც ასეთ დასასრულს , ლამის შვებაც იგრძნო. სულ სხვაგან დაფრინავდა ამ წუთებში. შინაგანი ხმა კარნახობს ლაშა მართალიაო, მეორეს მხრივ გამოდის ყველა საფრთხეშია. ერთ, დიდ, მომღიმარ ხაფანგში, ყველას და ყველაფერს რომ უქადდა შთანთქმას. როგორ უნდა ახლა ნუცას კითხვებს უპასუხოს და გულწრფელად მოუყვეს. მაგრამ, ამ შემთხვევაში, რაც მეტი იცი, მით მეტად ხარ საფრთხის ქვეშ. აქამდე როგორ ვერაფერი იეჭვა. თუ ამხელა წუმპეა მის ირგვლივ ,როგორ ვერ შეამჩნია. ალბათ ყველაფერს თავის დრო აქვს. კიდევ კარგი ადრე არ გაჰყვა ლევანს ცოლად. შანსი აქვს ყველაფერი გამოასწოროს და აუცილებლად გამოუვა. დაძინებაც უჭირდა ისე შეუჩნდა მოუსვენრობა . ნამდვილად არ ჰქონდა სახლში წამოჯდომის და ფეხიფეხგადადებული ჯდომის დრო. რამე მოწყობილობა უნდა ენახა ფირების მოსასმენად, რაღაც პატარა, ხმის ჩამწერის მსგავსი , მარტივად რომ შეიძლებოდეს ტარება . იქ აბა, ყველას დასანახად, დიდი უსიკალური ცენტრით ვერ ირბენდა. სადღაც უნდა ჰქონდეს. წარბები მოჭმუხნა გონების დასაძაბად, თვალები დახუჭა და მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი გაისვა შუბლზე. ერთხელ დასჭირდა საქმიან შეხვედრაზე , გადაგდებით ნამდვილად არ გადაუგდია .
-ასე ადრე ადექი?- ნუცამ გამოარკვია უცებ.
-ხო, ვერ მოვისვენე.
-უკეთ ხარ ?
-კი , კი. რა შედარებაა. ცოტა სუნსაც ვგრძნობ უკვე .
-საუზმე გაგიმზადო ? რას შეჭამ?
-არაფერს , მე სახლში უნდა წავიდე ნუცა,-ერთი ხელის მოსმით გადაიძრო მოსაფარებელი და სითბოდან გამოცოცდა.
-კი მაგრამ ჯერ?,- გაკვირვებული შემოტრიალდა სამზარეულოდან.
-ხო, დედაც ვანერვიულე და მინდა მალე დავბრუნდე. თან რაღაც საქმეები მაქვს დასამთვარდებელი . გუშინ ვერაფერზე ვიმუშავე ,-ისევ აგრძელებდა ევა ტყუილების თქმას.
-ყავას მაინც არ დალევ ?
-დავლიე უკვე , შევალ მე ჩავიცმევ .
-კარგი მიდი, მეც ვისაუზმებ და ერთად გავიდეთ.
-იყავი ნუცი შენ , რატომ უდნა იჩქარო, ტაქსით გავალ უცებ.
-კარგი მაშინ,- გაბუსული გაბრუნდა უკან, ჩაიდნით ხელში ,- ევა არ გინდა რამე ვიცოდე ,მაგრამ მე ასეთს ვერ აგიტან. იქნებ მოგეხმარო რამეში,-თავისთვის ბურტყუნებდა მაცივრიდან კარაქის გამოღებისას. ისე უცებ გამოვარდა საძინებლიდან და დაემშვიდობა თვალიც ვერ მოატანა წესიერად. კიდევ კარგი მანქანა ქვემოთ დახვდა, თორემ ,ალბათ ფეხით გაიქცეოდა. ფული ხელში მიაჩეჩა ტაქსის მძღოლს და ხურდას არც დალოდებია ისე ჩამოხტა . ხმაურიანად აკაკუნებდა კარზე სანამ დედამ არ გაუღო.
-დე, როგორ ხარ დედიკო?- მიეხუტა და ლოყაზე აკოცა დილიდანვე სოჯახო საქმეებში ჩაფლულ თინას.
- გაგახსენდა შვილო სახლი ?
-დედა სამუშაო მქონდა იმდენი, თავი ვერ ავწიე. ორი ღამეა ნორმალურად არ მეძინა.
-მე კი გამიხეთქე შვილო გული. არც შენ აიღე იმ ღამით ტელეფონი, ლევანსაც გამორთული ჰქონდა. ნუცამ დამამშვიდა ცოტა, თორემ საცაა პატრულში დავრეკავდი.
-დე, ტელეფონი დამიჯდა და სანამ ნუცა არ ჩამოვიდა მივლინებიდან სატენი არ იყო სახლში,- სულ ახლ- ახალ ისტორიებს იგონებდა. ამდენი სიცრუე მთელი ცხოვრების მანძილზე ერთად არ ექნება ნათქვამი. უცებ შეიხსნა ფეხსაცმლის თასმები, იქვე მიყარა და კიბეებისკენ გაიქცა.
- კი მაგრამ სად ეჩქარება ამ ბავშვს. ჯერ კარი ჩამოიღო, ახლა კიდევ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ევა,- ხმამაღლა იძახდა თინა, მაგრამ ერთხელაც არ მოუხედავს უკან . ოთახში შევიდა თუ არა . კარადის კარს ეძგერა და ყველა ჩანთა სათითაოდ გადაჩიჩქნა. მერე კომოდის უჯრებს მიჰყვა , საწოლიც კი აშალა. ყველა კუთხე-კუნჭული მოჩხრიკა, მაგრამ არსად ჩანდა.
-დედა, რა მოხდა, ომია?-იკითხა გაკვირვებულმა თინამ. არც იყო გასაკვირი ისეთი სანახაობა დახვდა საძინებელში შემოსულს. ფერადი ჩანთებით ცისარტყელასავით იყო მოფენილი იატაკი.
-აქაც არ არის.. არც აქაა, არც-აქ. ოოოო..- კარგა გვარიანად ილანძღებოდა და უკვე გადმოყრილ ტანსაცმელს თავიდან ქექავდა. იქნებდა რაღაც გამომრჩა , ან რომელიმე ნივთს გამოღებისას გადმოჰყვაო ,მაგრამ ვერსად პოულობდა.
-დედიკო რას ეძებ, იქნებ მე ვიცოდე სად არის და დაგეხმარო,-ჩვეული თბილი ხმით იკითხა თინამ.
-უი ,-ახლაღა შეამჩნია კართან მდგომი და დაღლილი ჩამოჯდა საწოლზე.- გახსოვს დე, ხმის ჩამწერი პატარა აპარატი რომ მქონდა? შავი, მართკუთხედივით. პატარა ფირი ირთვებოდა,- გულმოდგინედ უხსნიდა გაბნეული ნივთის ფორმებს და უკეთ აღსაქმელად სავარაუდო მოცულობას ჰაერში ხაზავდა თითებით.
-ბოლოს ეგ აპარატი იცი დე რომელ ჩანთაში გქონდა?,-საჩვენებელი თითი სახესთან მიიტანა და ოთახის კუთხეს გაუსწორა თვალი.
-რომელში აბა ,- მოუთმენლობისგან ცქმუტავდა და ისე შესციცინებდა, გეგონებოდათ აქედან ეხმარებოდა გახსენებაში.
-აი შავი რომ არის, შუაში მწვანე ორნამენტი აქვს ჩადგმული. გრძელი ტარით. ლევანის დაბადების დღეზე გეკეთა.
-გამახსენდა. მწვანე კაბა მეცვა და მაგიტომ ავიღე ეგ ჩანთა. მერე ... მერე იმ სახლში წავედით, ცალკე რომ აქვთ ბინა. იქ მივიღეთ სტუმრები და ...იქ დამრჩა,- ღრმად ამოისუნთქა და ხელის გულები მუხლებზე დაირტყა.
-ძალიან კარგი, თუ გაიხსენე. მერე ეგ რა პრობლემაა დე, დაურეკე ლევანს და გამოგიტანს.
-კი, დავურეკავ. დავურეკავ, აბა რას ვიზამ. დედიკო, საყვარელო, ამათ ხელი არ მოკიდო, რომ მოვალ მე თვითონ ავალაგებ, კარგი ?
-კი მაგრამ სად მიდიხარ?
-ჩანთის წამოსაღებად.
-გაგიჟდი შვილო? ამ დილა უთენია, რას ერჩი იმ ბავშვს.
-არაუშავს, არ გავაღვიძებ ,მე თვითონ ავიღებ .
-ჯერ გესაუზმა მაინც. ისე ვერსად გაგიშვებ. თან ხმაც არ მომწონს შენი, გაცივდი ალბათ. ცხელ, ლიმონიან ჩაის გაგიმზადებ. ის ჩანთა არსად გაგექცევა .
-დედა,-ბავშვივით აყუყუნდა და მუდარის თვალებით შეხედა, მაგრამ ახლა ნამდვილად არაფერი გაუვიდოდა.
-დედა არ ვიცი მე, ისედაც ორი დღეა გარეთ დაწანწალებ. სამსახურის საქმეები, ნუცა, საბუთები, ციფრები.... არ არის ნამდვილად სწორი. წამოდი ახლა, წამოდი. რაღას უდგახარ,-ერთხელ მოუხედა და ევაც აედევნა ბატკანივით. გასუსული ელოდებოდა სამზარეულოში მოფუსფუსე დედას და თითებს ათამაშებდა. ისე მოუთმენლად მოსვა ჩაი , ლამის დაითუთქა პირი. უყურებდა თინა და ვერ ხვდებოდა რა დაემართა მის ქალიშვილს. ჭამდა და ცალი თვალი კარზე ეჭირა ,თითქმის არც უყურებდა თეფშს და ინდაურივით ყლაპავდა ლუკმებს . დაამთავრა თუ არა , სკამი უკან დახია, დედას მოეხვია, დაემშვიდობა და გასასვლელისკენ წავიდა. ერთი სული ჰქონდა როდის მოისმენდა. ერთ-ერთ ფირზე მამამისის სახელის წაკითხვამ სულ დააბნია . იმის გაფიქრებაც კი ზარავდა, რომ შეიძლება რამეში გარეული იყოს. რაც არ უნდა ცუდად ჟღედეს, ორი ვარიანტიდან ერთი ეს არის. მეორე კი.... მეორეს შემთხვევაში, თავად მალხაზს უწყობენ რაღაც საშინელებას. მისვლამდე რამოდენიმეჯერ შეამოწმა გასაღები ჰქონდა თუ არა . შორიდანვე გახედა დაკეტილ ფანჯრებს , ეზოც ცარიელი იყო. ქურდივით გაჰყვა კედელს და სადარბაზოში შეიპარა. უჩუმრად აიარა კიბეები. ფრთხილად მოიმგვანა ჩხრიალა გასაღები ხელში და საკეტს უპირდაპირა. შუა გზაში გაეჭედა კლიტეში და წინ ვეღარ წაიწია. ერთი ფიქრი ისიც ეგონა ვაი, თუ გამოცვალაო, მაგრამ მაშინ ეტყოდა, აუცილებლად.ძლივს-ძლივობით გამოაძრო და მეორედ სცადა, მაგრამ ამჯერადაც იგივე განმეორდა. ლევანს ვერ დაურეკავდა , არადა როგორ სჭირდება ის მოსასმენი. მულხზე დაიჩოქა და მოხუჭული თვალებით შეიხედა ჭრილში. ურდული აშკარად ისევ ის იყო. განაკვეთიც პეპელა გასაღებისთვის განკუთვნილი. მაშინ რატომ ვერ აღებს , რა უშლის ხელს . ვერაფერი რომ გაარჩია ტელეფონით შეანათა და უცებ შეკრთა, კარს მიღმა ქალის გულიანი კისკისის გაგონებისას. რა თქმა უნდა, გასაღები შიგნიდან არის და მიტომ ვერ გააღო. კი მაგრამ, ის ქალი ვინღაა. ფრხთილად დააწვა სახელურს და ნელა მიაწვა. მხრით იყო მიკრული ხის ნაჭერზე და ცდილობდა სასურველი ნივთისთვის შეევლო თვალი .იმ წუთას ნაკლებად აღელვებდა ლევანის რომანები , თუმცა არც მთლად უინტერესობით იყო გამსჭვალული ქალის გონება . ფეხსაცმელი გაიხადა, იქვე დააწყო და თავად ფეხის წვერებზე აწკიპულმა გადააბიჯა ზღურბლს. უცნობი ქალი ისევ განაგრძობდა სიცილს და ევას ნერვებზე თამაშობდა თავისი სილაღით. იმდენად ცდილობდა იატაკთან შეხებისას ნაკლები ეხმაურა ლამის ფეხი წამოჰკრა უწესრიგოდ მიმოფანტულ ტანსაცმელს და იქვე გაიშხლართა. კიდევ კარგი დროულად შეიმაგრა კედელთან თავი. გაფაციცებული აკვირდებოდა დიალოგის მსვლელობას და ღრმად ამოისუნთქა, როცა დარწმუნდა ვერაფერი გაიგეს. ჩანთა დერეფნის ბოლოს ,საკიდზე დალანდა . გული ერეოდა უკვე მათი ღრიანცელის ყურებით. უნდოდა , რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდა აქაურობას, უმალ გაირბინა ვიწრო კორიდორი და ჩანთას დასტაცა ხელი. თითქოს ასი წლის ნანატრი ნივთი დაიმსახურა ისე მაგრად და გულდასმით ჩაებღუჯა ხელებში პატარა ჩანთა. უნდოდა გაეხსნა და შეემოწმებინა , მაგრამ ეშინოდა არ მიესწროთ. არაფერი დაშავდება თუ გარეთ ნახავს, მშვიდად და წყნარად.
-რა სასაცილო ხარ ლევან, ზოგჯერ ისეთ ამბებს მოყვები,- ზარივით გაისმა უცნობი ხმა ჩაკეტილ სივრცეში.
-რა იყო , ჩემი არ გჯერა?- გაკვირვებული ლევანის ტონი ბანივით მისდევდა ქალის ხმას.
-შენ რა გინდა დავიჯერო, რომ მამაშენი საქართველოში ერთ-ერთი სახიფათო პიროვნებაა და ასე, ხალხს, როცა მოუნდება მაშინ კლავს ?-ეტყობოდა, მეტად არასერიოზული იყო მისი დამოკიდებულება და ისევ ვერ იკავებდა სიცილს.
-მე კი მაგარი მაგის საქმეები , მაგრამ ასეა, კი. ახლა ერთ გოგოს მტენიდა , მოგკლავ ცოლად თუ არ მოიყვანო,-უცებ დაცქვიტა ყურები ევამ და კედელს გაეკრო.
-ჰოო? რას არ გაიგებ მოკლედ რა . შენ მომხედე? ისევ მოწევის შემდგომ ეიფორიებში ხარ, როგორც ჩანს. არა, ძლიერი კი იყო, მაგრამ წესით უკვე საღად უნდა აზროვნებდე,-ისევ არ წყვეტდა დაცინვას.
-იცინე ქალბატონო, იცინე. ვინც მამაჩემთან იჭერს საქმეს თავიდან ყველა მსგავსად იცინის. ბოლოს ავად გაღიმებულები კი რჩებიან. ან ამ კაცს როგორ ვერ მოუხერხეს ვერაფერი მიკვირს.
-ეგ უკვე საინტერესოა. ახლა ვისი ჯერია?-მაცდური კილო არ წყვეტდა ლაქუცს, თმით ეთამაშებოდა მამაკაცის სახეს და სულაც არ აინტერესებდა რეალობა იყო, თუ არა ლევანის მონაჭორი.
-ახლა? მალხაზია ერთი ბიზნესმენი , ქარაბაკი.
-არ მსმენია ,- ტუჩი აიბზუა.
-დიდი ვერაფერი, მაგნატი და მილიონერი არ არის.-ისე ღლაბუცით ლაპარაკობდა გეგონებოდათ ადამიანის სიცოცხლე კი არა , მაღაზიაში შეფუთული ტკბილეული იყო. ყველაფერი დაემხო ევას ირგვლივ იმ წამს. გონება დაებინდა შიშისგან. გაშლილი ხელის გულები მაგრად მიეჭირა კედელზე და სიმწრისგან საცოდავად ცდილობდა თავის შეკავებას, იქვე რომ არ გაეფუჭებინა ყველაფერი. იმდენი ბრაზი დაუგროვდა ამ სიფრიფანა გოგოს უცებ, სიამოვნებით მიახრჩობდა საკუთარი ხელით. ღმერთო დამეხმარეო ჩუმად ბუტბუტებდა, სახეზე ხელს იფარებდა და ცდილობდა ამოვარდნილი გულის ხმისთვის ყურადღება ნაკლებად მიექცია. უნდოდა ერთი-ორი სიტყვა კიდევ დაეჭირა ლევანის საუბრიდან, იქნებ რამეში გამომადგესო, მაგრამ მიხვდა ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა. არ შეეძლო აქ უბრალოდ ასე, უმოქმედოდ დგომა და მამის განაჩენის მოსმენა. უნდოდა აორთქლებულიყო, გაუჩინარებულიყო და ეს ყველაფერი სიზმრად ენახა, მაგრამ ცხადად ხედავდა და ესმოდა ყველაფერი . ფრთხილად გასრიალდა მცირედ შეღებული კარის ღრიჭოში , უმწეოდ ჩამოეკიდნენ თითები სახელურს. ის იყო თავი სამშვიდობოს დაიგულა, რომ დასუსტებულმა, აკანკალებულმა მუხლმა უმტყუვნა და ზღურბლს გამოედო მარცხენა ფეხსაცმლის ქუსლი. ზარივით აწკრიალდა ჩანთის მეტალი რკინის კარზე. გოგონას ფერი სულ წაერთვა, გულმა წამიერად შეწყვიტა ფეთქვა. ათასი ძახილის ნიშანი და ბრძანება მოდიოდა ევას თავის ტვინში არსების გადასარჩენად . თითქოს უამრავი ხმა უწუოდა ყურებში და სასწრაფოდ თხოვდა ადგილის დატოვებას , ის კი იდგა გაშეშებული და უკვე თვალწინ წარმოუდგა როგორ წაასწრო ლევანმა , შემდეგ მივიდა ყველაფერი რეზოს ყურამდე და ისიც .... ახალგაზრდა გოგონაც გაისტუმრეს დედამიწის ზურგიდან.
-ეს რა ხმა იყო,-უცებ წამოიწია ლევანი საწოლიდან და ქალს მკლავზე გაგორებული თავი გვერდით მოუქცია.
-კარგი ლევან რა მოხდა , დამშვიდდი. ალბათ ქარია , აბა აქ ვინ იქნება ჩვენს გარდა.
-შენ ხომ არავინ წამოგყვა?
-მე? -გულიანად, მოურიდებლად გადაიკისკისა ქალმა ჩვეული კეკლუცობით და გამომწვევი მზერა მიანათა ,-არც ასეთი მოთხოვნადი გახლავართ საყვარელო, რომ კაცები მითვალთვალებდნენ და კუდში დამყვებოდნენ. ფანჯარაში გაიხედე როგორი ქარი ამოვარდა , სადაცაა წვიმასაც დაიწყებს , ალბათ რამე გაიღო.
-მაინც შევამოწმებ,-უნდობლად ჩაილაპარაკა , ზეწრიდან გამომძვრალმა შარვალი ამოიცვა და გახსნილი ქამრისთვის არც კი მიუქცევია ყურადღება ისე გაჩლაჩუნდა კარისაკენ. ეჭვისთვალით გახედა შეღებულ შემოსასვლელს და უფრო ახლოს მივიდა . სწრაფად გაიხედა იქნებ ვინმე დავიჭიროო, მაგრამ გარეთ რომ არავინ დახვდა აშლილი ეჭვები და ფიქრები დაიშოშმინა . გონებაში დაეთანხმა ქალს , ალბათ ქარმა გააღოო მართლა.
-ლევან , რამე ხდება, ვინმე მოვიდა?-უმალ შეახსენა თავი საძინებელში დარჩენილმა და გვერდით გადაბრუნებულმა მადიანად ამოიკეცა ზეწარი ფერდქვეშ.
-არა, არავინაა. მართალი იყავი , ქარი გააღებდა ,-დერეფნიდანვე შესაძახა ლევანმა და კარი ორჯერ გადაკეტა, საიმედოდ.
-ბარემ შოკოლადი და შამპანიურიც წამოიღე საყვარელო რა , მაგიდაზე დავდე, რომ მოვედით,-ვნებიანად ისმოდა ბრძანებები ოთახიდან. ევა კი მორბოდა და სული კბილებით ეჭირა. რომელიღაც სართულზე ქუსლიც მოტყდა ფეხსაცმელს და კოჭი გადაუბრუნდა. აქეთ-იქეთ ეხეთქებოდა მოსაცმლის კიდეები კედლებს და უხვად იკრავდა თეთრ ბათქაშს, თუმცა ახლა არც დასვრილი ტანსაცმელი აღელვებდა და არც კიბეზე კონკიას ქოშივით დატოვებული ცალი ფეხსაცმელი. მხოლოდ ერთი აზრისა და ფიქრის ირგვლივ ტრიალებდა მისი გონება . იმას ვერ ხდებოდა, ვისთვის შეიძლება გაემხილა თავისი რეალობა. ვის გაიმეტებდა ამ ხიფათისათვის. დაუდგებოდნენ კი გერდში? დაჯერებაც კი რთული იქნებოდა ისეთი სახელი ჰქონდა „ბატონ“ რეზოს. მამამისიც კი ვერ მიუხვდა ეშმაკობას. ისიც გააცურა, თუმცა მალხაზი ყოველთვის ასეთი იყო-მიმნდობი, კეთილი. სიმწრით გააგრძელა გზა სადარბაზოს გასასვლელისკენ მტკივანი ფეხით და აქოშინებული გავარდა ეზოში.
***
ღამეს, სიმარტოვესა და დაღლილობას თავისი გრძნობები მოეტანა ფილფანის გულში და მოსვენებას არ აძლევდა. ისევ გაეხვია უნებურად ფიქრების კორიანტელში, აუარება აზრთა ზღვაში მობინადრე. დამხმარეებად მოვლენილი ახლობლები მხოლოდ ჭიანჭველებადღა ეჩვენებოდა დარდების სანაპიროდან კარგა ღრმად შეტოპილს. ბოლოს ოთახში ბოლთის სცემამაც რომ დაღალა, მანქანის გასაღები შეათამაშა ხელში და კაბინეტის კარი ფრთხილად გაიხურა. ერთხელ შეირხა სავარძელში ჯიუტად მიძინებული ირაკლი და ისევ გააგრძელა ფშვინვა. არ იცოდა სად წავიდოდა. ამაში ვერც მაშინ დაზუსტდა გონება, გასაღები რომ გადატრიალდა და ცარიელ ქუჩაში ეულად გაისმა ძრავის ხმა. ახლა არაფერს გრძნობდა, გარდა მცირედი დაბნეულობისა. ამ წამს არც ზიზღს, არც სიძულვილს, არც უიღბლობასა და მტარვალი ცხოვრების მუხთალ მახეებს უჯანყდებოდა მისი არსება. უბრალოდ უნდოდა ამდგარიყო და ახლართულ ქუჩათაგან მხოლოდ ერთს გაჰყოლოდა,ინტუიციით. დაუფიქრებლად შეუხვია პირველივე მარჯვენა შესახვევში. არც ქუჩებს აკვირდებოდა , არც გზის ნაპირებზე ალაგ- ალაგ გამოჩენილ ადამიანებს , მხოლოდ ხეების გადმოზნექილ ტოტებს აღიქვამდა გონება , წარმოსახვითი გვირაბის თაღებივით რომ დაწყობილან აქეთ-იქეთ. სადღაც , დილის პეიზაჟის საერთო ფონზე გაკრთა ევას სახე, გაცრეცილი, შეშინებული თვალებით. ამდენი პრობლემების მიუხედავად, სადარდებლის სიმრავლეთაგან დამოუკიდებლად, მაინც მასზე ეფიქრებოდა. ნეტავ რას უმზადებდა ცხოვრება მისი სახით, ნეტავ, ახლა როგორ დასცინებდა. საინტერესოა, მაგრამ უკვე იმდენი ნახა და იმდენი ადამიანის ვერაგობა გამოსცადა, აზარტიც ვერ უშველიდა ინტერესის ფერხულში ჩასაბმელად გამზადებულ სიტუაციას. ერთიანად გამოფხიზლდა , გზას დასასრული რომ გამოუჩდა და მხოლოდ მაშინ მიხვდა, ჩიხში მოქცეულიყო. მწარე ღიმილმა გადაჰკრა სახეზე, -აქაც ჩიხი. აჰა შენი ვოიაჟი ლაშა,-ჩუმად მოაყოლა სიტყვები ღრმა ამოსუნთქვას და მანქანა გააჩერა,-ნეტა ეს გამოუსწორებელი, უსამართლო ცხოვრება რამდენ ხანს აპირებს ჩემს აქეთ -იქეთ უაზროდ ტრიალს წყალზე ამოტივტივებული ნაფოტივით,-თავი გააქანა და წამით მოეშვა. მკლავები საჭეზე შემოაწყო დაშრეტილი სხეულის მთელი სიმძიმით, შუბლით დააწვა დაღარულ ზედაპირს. ალბათ ნახევარი საათი თუ იქნებოდა გასული, იდეალურ სიჩუმეში მაწვნის გამყიდველის ხმა რომ გაისმა. უცებ გამოფხიზლდა, ნელა ასწია თავი და გაწითლებულ შუბლზე რამდენჯერმე გაისვა ხელი. სამსახურში დაბრუნება ნაკლებად უნდოდა , მაგრამ მის უგუნებობას ვერ მისცემდა დამორჩილების საშუალებას. საღამომდე მაინც არ აპირებდა აქ დგომას ნამდვილად. გასაღები გადაატრიალა და მანქანის მოსაბრუნებლად მოზრდილი ადგილი შეარჩია. ქალი ისევ არ წყვეტდა შეძახილებს და იმედის თვალით ელოდებოდა მყიდველის გამოჩენას. გვერდით პატარა გოგონა მოჰყვებოდა, ხუთი-ექვსი წლის იქნებოდა. ისეთი ძალით ჩასჭიდებოდა ჩანთის ტარს , გეგონებოდათ მთელ სიმძიმეს თვითონ ეზიდებაო. რამდენიმე ბავშვი გამოჩნდა კიდეც ცარიელი ქილებით და სანამ შეცვლიდნენ , შიგადაშიგ ახედავდნენ ხოლმე ფანჯრებიდან მომზირალ მშობლებს. ნელ-ნელა იწყებდა ქალაქი გამოცოცხლებას.ლაშაც ცდილობდა, რაც შეიძლება მალე გაესწორებინა საჭე და გზაზე გასულიყო , მაგრამ გულმა ვერ მოუთმინა და მაქანასთან მოახლოებულ ქალს ჩამოწეული ფანჯრიდან ანიშნა მასთან მისულიყო. გაფაციცებით უყურებდა გოგონა შორიდან როგორ მისცა უცნობმა რაღაც, მისთვის უცნობი ქაღალდი ბებოს და ვერ გაეგო, რატომ წამოსცვივდა ცრემლები ,მის ნაოჭიან სიმდიდრეს. მოულოდნელი სიხარულისგან დაბნეულმა, სამადლობელი სიტყვებიც ვერ მოეძებნა იმ წუთას. გაიხარეო, მხოლოდ ეს ამოსცდა და გული ამოუჯდა.ხელების დაკოცნა დაუპირა, მაგრამ არ დაანება ლაშამ. ერთი გაუღიმა თბილად გოგონას და მზერით მიაცილა ბინის კუთხემდე .
- ბებო ეს კაცი ცუდია?-ჩუმად , მოიარებით იკითხა პატარამ და მომლოდინედ შეხედა გვერდით, კოჭლობით მომავალს.
-არა ბებო, პირიქით,-სახე გაებადრა მოხუცს.
-აბა, რომ აგატირა ?-გაკვირვება ვერ დამალა გოგნამ და წამით შეუშვა ხელი ჩანთის ტარს.
-სიხარულისგან ბებო, იმ კაცმა ფული მოგვცა რამე იყიდეთო. მითხარი და რაც გენატრება იმას გიყიდი, ბებო გენაცვალოს.
-ჰო? -ეჭვნარევად გამოიხედა თვალის კუთხიდან და საწინააღმდეგო რომ ვერაფერი ამოიკითხა ბებოს სახეზე გულს მოეშვა,-მაშინ მართლა კარგი კაცი ყოფილა.
-კი ბებო, კარგი კაცი ყოფილა. შენ რა გიყიდო , რა გინდა ბებიკო?
-მე? მე არაფერი, ფეხი თუ ძალიან გეტკინა დავისვენოთ,-ყველა მის ნათქვამ სიტყვაში ჟღერდა სიყვარულის ბგერები. ლამის მეორედ ატირდა ქალი, თავზე ხელი მზრუნველად გადაუსვა და ორ ნაწნავს შორის ფრთხილად აკოცა .
-შენ შემოგევლოს შენი ბებო, ჩემო პატარავ. ჩემო ანგელოზო და მზის სხივო.
ის იყო ბოლო მანევრი შეასრულა და ბინას უნდა გასცილებოდა, სადარბაზოდან ვიღაც თავქუდმოგლეჯილი რომ გამოვარდა და მანქანას წინ მოექცა. გააზრებაც ვერ მოასწრო ლაშამ ისე სწრაფად, წამებში მოხდა ყველაფერი. კიდევ კარგი, ჯერ ნორმალურად არც წასულა. სწრაფადვე დაამუხრუჭა და რამდენიმე წამიანი გაშეშების შემდეგ გულამოვარდნილი ეცა კარს.
-კარგად ხართ?-შეშინებულმა იკითხა და უმალ აღმოჩნდა დაცემულის წინ. სადღაც , ყურადღების მიღმა , ყრუდ გაისმა კარის ხმა. თავიდან ეგონა ელანდებოდა. თვალი გაუშტერდა დანახვისას, მაგრამ ის იყო, ვისი სახეც დილიდან დასდევდა . თავად ევა ქარაბაკი გახლდათ ახლა ლაშა ფილფანის მანქანის ბორბლების წინ. განადგურებული სახითა და სისხლიანი მუხლებით.
-შენ?-ერთი სიტყვა ამოსცდა მხოლოდ და ჯიუტად დაიჭირა შემხვედრი მზერა. მთელი სხეული აფორიაქებისა და პანიკისკენ უბიძგებდა. უნდოდა მივარდნილიყო და ათასი შეკითხვა დაესვა.უნოდა ეთქვა,“-ღმერთო ჩემო რამე ხომ არ დაგიშავდა? თვალიც ვერ მოგატანე როგორ გამოჩნდი ასე სწრაფად, არსაიდან.“ მაგრამ თითქოს უძრავ ლოდად ქცეულიყო. გონების ზარები იდგნენ სადარაჯოზე და ყოველ წამს ახსენებდნენ , ვინ იყო მის წინ მდგომი. მამის მკვლელის ოჯახის სარძლო. ქალს იმდენად მალე უნდოდა იქაურობას გასცლოდა, ისნტიქტურად წამოიმართა ფეხზე. მაგრამ ნატკენმა მუხლმა უმტყუვნა და ისევ დაეცა,-მოიცადე, დაგეხმარები,-ისევ ლაშას სიტყვები ჟღერდა ევას სიჩუმის სანაცვლოდ.
-გთხოვ, წამიყვანე აქედან,-ძლივს გაისმა ჩახლეჩილი ბგერები ამაფორიაქებელ გაუგებრობაში და ერთიანად დაფშვნა კლდის ნატეხივით მყარი ყინული ვედრებაგარეულმა გამოხედვამ. მაშინვე მიუახლოვდა დამფრთხალი ბეღურასავით მობუზულს, მკლავებში მოიქცია და უმალ აზიდა მსუბუქი სხეული. უმწეოდ ეკიდა ჰაერში მარჯვენა შიშველი ტერფი.თვალსაც არ ახამხამებდა, ისეთი უტყვი და შეუვალი იყო მისი გამომეტყველება . თითქოს ამ სამყაროს აღარ ეკუთვნოდა , მხოლოდ უსულო ტანი დარჩენილიყო დედამიწის საზიდად. არანაკლებ გაოგნებული იყო მამაკაცი, რომელიც ჯერ მომხდარშიც ვერ გარკვეულიყო. ზემოდან უყურებდა დასისხლიანებულ ფეხებს.რაღაც მჩხვლეტავმა ტკივილმა გაუარა მკერდში. სულ სხვანაირი იყო , როცა პირველად ნახა. ახლა კი, განსაკუთრებით უსიცოცხლო ეჩვენა, ყველაფრისგან დაღლილი. ნელა ჩასვა სავარძელში და ღვედს წაეტანა ჩასამაგრებლად. ახლოს იყო, საოცრად ახლოს მასთან. ევა კი, თითქოს არც სუნთქავდა. ფრთხილად მიხურა კარი, ჩქარი ნაბიჯებით შემოუარა მანქანას და მოპირდაპირე ადგილი დაიკავა.
-ევა, არ მეტყვი რა მოხდა?-ჩუმი და ფრთხილი იყო მისი ხმა. მაგრამ პასუხი მაინც არ ჟღერდა. არცერთი ბგერა,-არ მეტყვი რა მოხდა?-ცოტა სიმძიმე ერია ტონში.პატარა ბიძგს ჯერ მთლად ვერ გაეთავისუფლებინა ლაშას ჩაკეცილი გრძნობები. ო, რა დიდი სიამოვნებით მოიქცევდა ახლა მის ფერმკრთალ მტევანს გასათბობად, მაგრამ როგორც კი შეხება იგრძნო ელდანაკრავივით ისხლიტა, გთხოვ არ შემეხოო და ტყავგადამძვრალ მუხლს მოხვედრილი ტკივილისგან სიმწით ამოისივლა.
-კარგი, სიჩუმის ქალბატონო. არაფერი თქვათ,-მკაცრი მზერა მოავლო გარემოს, მანქანა დაძრა, ერთხელ კიდევ შეათვალიერა ფაიფურის თოჯინასავით მჯდომი და გზაზე გავიდა.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

არც კი მახსოვდა ეს ისტორია, მაგრამ სათაურმა ყველაფერი გამახსენა. მომდევნო თავსაც ასე დაუსრულებლად უნდა ველოდო? არადა როგორ მომწონს

 


№2  offline წევრი Mannoo

Chikochiko
არც კი მახსოვდა ეს ისტორია, მაგრამ სათაურმა ყველაფერი გამახსენა. მომდევნო თავსაც ასე დაუსრულებლად უნდა ველოდო? არადა როგორ მომწონს

ვიცი, დაუსრულებლად გაიწელა ჩემთვისაც, მაგრამ სხვაგვარად ვერ ვახერხებ. disappointed მადლობა რომ წაიკითხე kissing_heart heart_eyes მეც მინდა მომდევნო თავები სწრაფად ავტვირთო <3 <3 <3

 


№3 სტუმარი Nestanuka

ვაიმეე არც კი მჯერა თვალებს ვერ დავუჯერე ????????

 


№4  offline წევრი Mannoo

Nestanuka
ვაიმეე არც კი მჯერა თვალებს ვერ დავუჯერე ????????

heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№5 სტუმარი makukuna

მალე დადე, რააა blush

 


№6  offline წევრი naniko mindia

Rodis dadeb ?zalian kargia pirvelat vkitxulob shen istorias da momewona warmatebebs gisurveb ♥♥♥
--------------------
lomidze

 


№7  offline წევრი Mannoo

naniko mindia
Rodis dadeb ?zalian kargia pirvelat vkitxulob shen istorias da momewona warmatebebs gisurveb ♥♥♥

მადლობა heart_eyes მეც წარმატებებს გისურვებ.. მინდა მალე დადება და ვნახოთ როგორ მოვახერხებ heart_eyes

makukuna
მალე დადე, რააა blush

ყველანაირად ვეცდები blush blush heart_eyes

 


№8  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

არ მჯერა რომ გრძელდებაა ეს ისტორიაა♥♥♥
წინა თავებიი გადავიკითხე გასახსენებლადდ..
ჰოდაა მომენატრეთ!
იმედიაა ასე აღარ დაიკარგები ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent