შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი და თეთრი /4/


13-07-2016, 16:47
ავტორი bukako
ნანახია 1 632

საღამოს ევა საავადმყოფოდან გაწერეს და უკვე კარგად იყო. მიშომ შვება იგრძნო რომ მისი შეყვარებული კარგად არის. კვლავ ერთად იყვნენ ბედნიერად. სინამდვილეში იმ ღამით, როცა ევას ის ცუდი სიზმარი ესიზმრა, მისტიკაა ნამდვილი და თურმე იმ ღამითვე მის ყველა მეგობარს და თაყვანისცემელს ევა დასიზმრებია. კერძოდ დაესიზმრათ თითქოს თითქოს წინა დღეს ნანახი ვიდეო სადაც ევა აუზში ცურავდა, ოღონდ ამჯერად აუზში კი არა ვითომ სისხლში ცურავდა. ყველანი შოკირებულნი იყვნენ ჯერ ერთი სიზმრის გამო და მეორეც ცუდი წინათგრძნობის გამო. ალბათ ცუდი წინათგრძნობა ახდა. ევა სუნთქვა ლამის არ შეუჩერდა შოკის გამო... საოცარია არა? ყველა ევას მეგობარს ერთი და იგივე შინაარსის სიზმარი და აღელვებული, შეშინებული განწყობით გაღვიძებული ადამიანები. ისიც არის საოცარი რომ იმ დილით ნუკამ კარგ ხასიათზე გაიღვიძა... ხოლო იმათ პირიქით, თან ევა ასეთ დღეში... სასწაულებრივი დამთხვევებია.....
რამდენიმე საიდუმლო იცით და ეხლა კიდევ ერთ რიგით საიდუმლოსაც გაიგებთ რომელიც არ იცის არც ევამ და არც მიშომ მითუმეტეს და ეხლა გაიგებთ....
მიშოს ყველა, ყველა ძმაკაცს ჩუმად უყვარდა ევა. დიახ! არ მოგესმათ, ნამდვილად უყვარდათ. მაგრამ ძმაკაცს ვერ ეუბნებოდნენ, რადგან იცოდნენ რომ ძმაკაცი ამას არ შეარჩენდა მათ და საერთოდ ძმაკაცის დაკარგვა არ უნდოდათ.
აი თურმე რატომ სძულდათ ასე გოგოებს ევა. სწორედ ის გოგოები: სალომეს,თამუნას,ნატაშკას და კიდევ რამდენიმეს მიშოს ძმაკაცებზე იყვნენ შეყვარებულნი მაგრამ მათ ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ. აი თურმე რამ გააერთიანა ისინი ერთმანეთს. ეს გოგოები(ნუკას თუ დავუმატებთ) ბაბულიკების ქალთა ვერსიას წააგავდნენ. ამას რათქმაუნდა ირონიულად ვამბობთ. მე ვიგულისხმე როგორც ჯგუფი...
ამ გოგოების სტატუსი: ევას მტრები
ხასიათი:ყველაფერი ევას საპირისპირო
გარეგნობა:შავგრემანები
მიზანი:ევას მოკვლა
ევას ბევრი დამცველი ჰყავდა, ამიტომ ეგონა რომ ვინმემ რამე თუ მას აწყენინოს, მაშინვე ატირდება და უცებ პრინცი გამოჩნდება თეთრი რაშით საიდანღაც და დაიცავს მას...
ევა საოცრად გულუბრყვილო იყო. სჯეროდა ყველასი და ყველაფრის. არ იცოდა თუ რას ნიშნავს ბოროტება, ღალატი და შურისძიება. 2 წლის ბავშვივით იყო. რამდენიც არ უნდა მოეტყუებინათ მის თვალწინ, მას ტყუილი მაინც სიმართლე ეგონა. რომ ეთქვათ წადი ფანჯრიდან გადახტი და ფრენას ისწავლიო, წავიდოდა და გადახტებოდა.
აი სწორედ ასე შეეძლოთ ევას მტრებს გოგონას უკვალოდ მოკვლა ისე რომ ეჭვმიტანილსაც ვეღარავინ ვერ გამოავლენდა, უბრალოდ ბევრი დამცველები ჰყავდა გოგოს, რის გამოც ხელი ეშლებოდათ. მაგრამ იცოდნენ მოვა დრო და ევას თვალებამოთხრილს ნახავდნენ.
ნატოს ექიმთანაც ჰყავდა ევა. უნდოდათ გაერკვიათ თუ რა არის ასეთი გულუბრყვილობის მიზეზი. მაგრამ მიზეზი ვერა და ვერ დადგინდა.
ნუკას კი დამცველი არ სჭირდებოდა რადგან ჰყავდა მას შინაგანი დამცველი, ეს დამცველი კი მისი რკინასავით სული და სხეული იყო.

***********

საავადმყოფოში გატარებული მძიმე დღის შემდეგ ევამ ფეისბუქზე შესვლა მოინდომა, სადაც როგორც ყოველთვის ბიჭების ათასი წერილი, დამატება და ფოტოებზე მილიონობით ლაიქი და კომენტარი დახვდა, რასაც გარეგნობა უწყობდა ხელს(ამის დანახვისას კიდევ უფრო სძულდათ გოგოებს და ნუკას საბრალო ევა).. მაგრამ ევა ბედნიერი იყო სანამ ის კომენტარი ჯერ არ წაეკითხა რომელმაც ნუკამ ფარული საიტით გაუგზავნა წინადადება: "უნდა მოკვდე ძუკნა!"
თავიდან გაუხარდა ევას ამდენი ლაიქები და წერილები სანამ არ ნახა ის საშინელი კომენტარი. გახსნა ვიდეოს კომენტარები და თითქოს ის დაწერილი ასოები, წინადადება და თვით წინადადების მნიშვნელობა ბასრი დანასავით მოხვდა სუსტ, პატარა, სიყვარულით და გულუბრყვილობით სავსე ბავშვურ გულზე... ევას საშინელი ემოციური ისტერიკა დაეწყო. მწარედ, ასფალტზე წაქცეული პატარა გოგოსავით ატირდა...
-რა მოხდა ჩემო ყველაფერო-მიშოს გული აუჩქარდა
ევა ტიროდა, სახე სულ სველი ჰქონდა, ძლივს ამბობდა სათქმელს...
-ეს... ეს..
-ხო რა მოხდა ევ მითხარი მიდიი
-ეს ნახეე
მიშომ ნახა შერაწმყოფელი ფრაზა და ემოციები ძლივს შეიკავა.
-წყეულიმც იყოს! წყეულიმც იყოს-მიშო
და ტელეფონი ისროლა
-ვინ დაწერა ეს ვინნ?????
-არვიცი რა უნდათ ჩემგან-ქვითინებდა
სულ მალე ეს კომენტარი ევას ვიდეოზე ნახეს გოგოებმა
-აუ გოგოებო პროსტა ნახეთ აქ რა არი-თამუნა
-ვაიმე რა მაგარია ნეტა ვინ დაწერა?-სალომე
-აუ არვიცი პროსტა საღოლ. გოგოებო თქვენ ხომ არ დაწერეთ?-თამუნა
-არა-გოგოები
-მანახეთ გოგოებო აბა რა არის??-ნატაშკა კომიუტერს მიუახლოვდა. "უნდა მოკვდე ძ*კნა!"-აუუ მაგარიაა ღირსიაა ნამდვილად! ეხლა ალბათ მიშკას მკლავებში ქვითინებს და წუწუნებს.. აუ რა სიგოიმეა რა;დ-ნატაშკა
-ნამდვილად-თამუნა

*********
-აუუ ხვდებიი ვეფქუნიაა ჩემიი ყველას როგორ შურსს-წიყვინებდა ევა
-დაწყნარდი ლამაზი ხარ და მაგიტომაც შურთ შენი-ამშვიდებდა მიშო
-ლამაზებს რატომ ვერ იტანენ?-ბავშვივით ქვითინებდა
-კარგი დაწყნარდი წავიდეთ ეხლა ბასეინზე-მიშო
-კარგი წავიდეთ-ევას თვალები გაუნათდა
ცხელოდა რამაც ევა გაახარა. ევას ყველაზე მეტად მზეზე გარუჯება უყვარდა. განა დაბრუნდებოდა თბილისში და თხელ ტოპებს ჩაიცვამდა გაურუჯავი სხეულით?? ევას უყვარდა გარუჯება რაც ნუკას სძულდა.
როდესაც ევა შეზლონგზე წამოწვა იგრძნო ვიღაცის მზერა. გაიხედა გვერდით და დაინახა ოდნავ მოშორებით ერთი გოგო იწვა რომელმაც ევას ნუკა გაახსენა. მასაც მთლიანი კუპალნიკი ეცვა რომელიც მუქი ლურჯის იყო და თმები და თვალები ისეთივე ფერის ჰქონდა როგორიც ნუკას აქვს. ევა უცებ შიშმა მოიცვა მაგრამ ესენი ხომ სულ სხვადასხვა ადამიანები იყვნენ. ევამ შეხედა იმ გოგოს და დაინახა რომ ის უკვე სხვაგან იყურებოდა.
-ალბათ მომეჩვენა-თავისთვის წამოიბურტყუნა ევამ.
-რაო ჩემო პრინცესა?-მიშომ გაიგონა რომ ევამ რაღაც თქვა
-არაფერი საყვარელო-ევა
ასე 10-15 წუთი ჩუმად იჯდნენ. ევამ ისევ იგრნო იმ გოგოს მზერა.
-საყვარელო მე ავდგები ჩვენთვის ორივესათვის ნაყინს ვიყიდი და მოვალ კარგი?-მიშო
-ოქეიი-ევა
მიშო იქაურობას მოშორდა.

-გოგონა? გოგონა?
ხმა გვერდიდან ისმოდა
-გოგონა?
ევამ გვერდზე გაიხედა და დაინახა რომ ის გოგო უკვე მასთან იდგა და ეძახდა. ევა შეშინდა, ნუკა ახსენდებოდა, აკანკალდა, არ იცოდა რა ეპასუხა...
-გოგონა იცი იქ აუზია სასრიალოებით რომელიც ამ უბრალოს ბევრად ჯობია მოდი წავიდეთ გიჩვენებ სად არის და მერე შენ შენს შეყვარებულთან ერთად იქ წახვალთ მართლა მაგარი ადგილია გაერთობით-უთხრა უცნობმა გოგომ
ევას იმდენად გულუბრყვილოა რომ უარს ვერავის ეუბნება. მიშო ისეთი გიჟი ვინმეა ასეთი ადგილი რომ არსებობდეს იქ ხომ წაიყვანდა? რადგან ევა უკვე ყველგან მიიყვანა იმდენად უყვარს მაგრამ ევას გულუბრყვილობით ისარგებლეს როგორც ყველგან და ყოველთვის
-კარგი წამოვალ-ევა
ასე უდარდელად წაჰყვა უცნობ გოგოს და იმის გაფიქრებაც კი არ უცდია და თითონაც ვერ წარმოედგინა თუ რა ელოდა წინ.
გოგომ წაიყვანა იქვე სადღაც ადგილას სადაც ნამდვილად იყო სასრიალოებიანი აუზი მაგრამ ხალხი არსად ჩანდა. ირგვლივ სიცარიელე იყო.
-სად არის ხალხი?-ევა
გოგო ხმას არ იღებდა.
-უკაცრავად პასუხს გამცემთ?-ევა აღელდა
-ამოდი სასრიალოებთან ავიდეთ-გოგო
-კი მაგრამ...-ევა
-ამოდი-გოგომ ხელი მოკიდა და სასრიალოებისაკენ მიათრია.
-რას აკეთებთ-ევა
-სიურპრიზია-გოგო
გოგომ წაიყვანა სასრიალოებთან(საიდანაც სრიალობენ და წყალში ვარდებიან) და იქ იმის მაგივრად რომ ევა დამჯდარიყო, გოგომ ის პირიქით ზურგით დააყენა და...
-თვალები დახუჭე-გოგო
ევამ გულუბრყვილოდ დახუჭა. ამ დროს კი... მოულოდნელად, უცებ, საზარელად უცნობმა გოგომ საბრალო თვალდახუჭულ ევას ხელი ჰკრა და ევა სასრიალოზე ზურგით დაენარცხა და აუზისაკენ ასრიალდა...
ევას ყვირილი კი მთელმა ეგვიპტემ გაიგო.ყველამ იქითკენ მიიხედა საიდანაც გოგონას ბავშვური კივილი ისმოდა და მათ შორის მიშომაც გაიგონა ევას ხმა რომელიც ყვიროდა:მიშოო არააა!!!! მიშოს ორივე ნაყინი ხელიდან დაუვარდა და იყვირა:ევააააა!!!!
ევა სასრიალოდან აუზში ჩავარდა. აუზი იმდენად ღრმა აღმოჩნდა რომ მიუხედავად ევას ცურვის ცოდნისა ევას ძალა წაერთვა და უგონოდ ფსკერზე ჩაიძირა....

**********

აი ასე განვითარდა მოვლენები ამ თავში. გავარგრძელო? დაგაინტერესათ? გაინტერესებთ გადაარჩენენ თუ არა ევას?
პ.ს ტექსტში რამდენიმე შეცდომაა რის გამოც ბოდიშს გიხდით :))



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მალევე დადე რა ^_^ feel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent