ერთი ღამის სიყვარული..(10) დასასრული
დაახლოებით დილით 6 საათზე ტეკეფონის ხმა მაღვიძებს და ვცდილობ თავი მოვთოკო. პოლიცია მატყობინებს, რომ ჩემი მშობლები ავარიაში მოყვნენ სხვა ინფორმაცია ჯერ ხელთ არ აქვთ. პატრულმა საავადმყოფოს მისამართი მითხრა. როგორც კი გავუთიშე გიორგის გადავურეკე ჩუმად. ზუსტად 15წუთში ჩემთან გაჩნდა რომ წავსულიყავით. ელენას ისევ ეძინა მაგრამ უთქმელად რომ წავსულიყავი ინერვიულებდა . დავინახე როგორ გაიღვიძა და მეც ჩუმად ვუთხარი ყველაფერი დათუნამ რომ არ ატირებულიყო. -ელენა მისმინე უნდა წავიდე. არ ინერვიულო შენ. -მოიცა სად მიდიხარ დათი? ჯერ არც გათენებულა . რა მოხდა დათი მითხარი? -ცუდი ამბავია ძაან -ვაიმე დათი გოგას ხომ არ მოუვიდა რამე გთხოვ არ დამიმალო. უკვე ტირილის პირას იყო ელენა -არა გოგას არა -აბა რა მოხდა ამიხსენი -ჩემი მშობლები ავარიაში მოყვნენ დაარაფერი ვიცი როგორ არიან . ამიტომაც უნდა წავიდე -ვაიმე დათი რა საშინელებაა არ მჯერაა. კარგად იქნებიან აი ნახე -არ ვიცი ელენა არ ვიცი არაფერი და ჭკუიდან გადავალ უკვე . მოკლედ გავიქეცი მე და არ ინერვიულო შენ დათუნას მიხედე -კარგი დათი გამაგებინე როგორც კი რამეს გაიგებ. -კარგი ჩემო სიცოცხლე . ელენას შუბლზე ვაკოცე და გიორგისთან ერთად სასწრაფოდ გავემართე სააცადმყოფოში. ხმას ვერ ვიღებდი დამუნჯებული ვიყავი. საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. საშინელბაა როდესაც იგებ რომ შეიძლება არცერთი მშობელი გვერდით აღარ გყავდეს. სანამ საავადმყოფომდე მივედით მე ჩემი დამემართა. გონებამ რააღარ იფიქრადა წარმოიდგინა,თუმცა მაინც იმედს არ ვკარგავდი. იმედს რომ ცოცხლები დამხვედროდნენ. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ხელ ფეხს მაჭრიდნენ. განა იმაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს, რომ ამ სამყაროში მშობლების გარეშე დარჩე. ისეთი გაოგნებული ვარ უკვე გიორგის ხმაც აღარ მესმის. -დავით..დავით კარგად ხარ? -... -დავიით. სანამ არ შემანჯღრია გიორგიმ ვერ მივხვდი რომ მელაპარაკებოდა -ხო გიორგი. მაპატიე გათიშული ვარ ვერ ვფიქრობ. -დავით ნუ ნერვიულობ. იმედი ხომ მაინც არის რომ კარგად არიან ისინი. მივალთ და ყველაფერს გავიგებთ. -არ ვიცი გიორგი თითქოს რაღაც საშინელი სიცარიელის გრძნობა მაქვს. თითქოს მარტო ვრჩები. გული საშინლად მტკივა. -კარგი რა დავით ნუ ფიქრობ ცუდზე . იმედიანად უნდა იყო. გიორგისთვის ხნა აღარ გამიცია რადგან საუბრის თავი არ მქონდა. ახლამხოლოდ მათი დანახვა მინდოდა. როგორც იქნა იმ დაწყევლილ საავადმყოფოსაც მივაღწიეთ და მიმღებში გიჟივით შევვარდი -უკაცრავად აქ ორი ადამიანი უნდა მოეყვანათ ავარიაში მოყვნენ. -კი ცოტა ხნის წინ მოიყვანეს მეორე სართულზე მიბრძანდით. -კარგით მადლობა. მეორე სართულზე რომ ავედით აღმოჩბდა რომ ორივე საოპერაციოში იყო. იქიდან არავინ გამოდიოდა. არავინ არაფერი არ იცცოდა და ამაზე უფრო მეტად მეშლებოდა ნერვები. ალბათ უკვე 2საათი გავიდა რაც საოპერაციოში იყვნენ . ვერც ვამჩნევდი როგორ რეკავდა ტელეფონი სანამ გიორგიმ არ მითხრა. რომ დავხედე ელენას 10 ნარეკი მაინც იქნებოდა. წარმომიდგენია როგორ ინერვიულებდა. სასწრაფოდ გადავურეკე. -ხო ჩემო სიცოცხლე მაპატიე არც გამიგიარომ რეკავდი -ვაინე დავით მოვკვდი ნერვიულობით რა აღარ ვუფიქრე მითხარი რა ხდება ლამისაა გავგიჟდე -არ ვიცით ელენა არაფერი აოპრაციოში ყავთ ორივე. იქიდან კი არავინ გამოსულა რომ რამე გაგვეგო -ვაიმე რა მოვკვდი ნერვიულობით. ნეტავ წამკვსულიყავი შენს გვერდით მაინც ვიქნებოდი. -ხო არ გაგიჟდი გოგო იცოდე არ მოხვიდე თავს მიხედე და ბავშვს შენი ნერვიულობაღა მინდა ეხლა. გინდა მოვკვდე? -გაჩუმდი რაებს ბოდიალობ. -კაი წავედი ელენა ექიმი გამოვიდა დაგირეკავ მერე. სასწრაფოდ გავუთიშე ელენას და ექიმსს მივვარდი. -თქვენ გურამ გეგეშიძის ნათესავები ხართ? -დიახ ვაჟი ვარ მისი მითხარით ექიმო როგორაა ორივე ნურაფერს დამინალავთ. -შვილო წამოდი ჩემს კაბინეტში ვილაპარაკოთ. -გთხოვთ ნურაფერს დამიმალავთ დამელია სული -მისმინე შვილო ახლა თავი ხელში უნდა აიყვანო . -რა რა რას ნიშნავს ეს? -დედათქვენს ისევ ოპერაცია უკეთდება ძალიან მძიმე მდგომარეობაა . რაც შეეხება ბატონ გურამს ძალიან ვწუხვარ მისი შენარჩუნება ვერ შევძელი. ახლა უნდა გამაგრდე შვილო დედაშენის გამო. არის შანსები რომ გადავარჩინოთ ის -რა..არ არსებობს..ექიმო..დედა მაინც გადამირჩინეთ ... ეს ის შემთხვევა იყო ცრემლები რომ ვეღარ შევიკავე . თავისებურად ყოველთვის მიყვარდა გურამი . ის ხომ მამაჩემი იყო. გული საშინლად მტკიოდა მის გამო. ახლა დედაც სიკვდილს ებრძოდადა შეიძლებოდა ისიც დამეკარგა . თითქმის ისევ ახალგაზრდები იყვნენ ორივე. მერე რა რომ ყოველთვის დიდი სიყვარულით არ გამოირჩეოდა ისიც. საშინელი სიცარიელე დამიტოვა მაის სიკვდილმა. თითქოს აღარ ვიცოდი როგორმეცხოვრა. დედაც ხელიდან მეცლებოდა. ღმერთს იმასღა ვთხოვდი დედა მაინც არ წაეყვანა. ის მაინც დაეტოვა ჩენთვის . არ ვიც რა გადამატინენდა ამ ტკივილს . როცა ჩენი პატარა დაელენა გამახსენდნენ ახლა უფრო მეტად მივხვდი რომ მათ გამო მაინც ღირდა ჩემი ცხოვრება და მათთან ერთად ყველა ტკივილს დავძლევდი . ნახევარი საათიც არ იყო გასული რომ ექიმმა დამიძახა. -ძალიან ვწუხვარ..სუსტი გული ქონდა. ვერ გაუძლო ამ ოპერაციას. ალბათ სიტყვები არასდროს მეყოფა ის ტკივილი გადმიგცეთ რაც იმ წუთას ვიგრძენი. ჩემი სიცარიელის გრძნობაგანართლდა. მე ორივე დავკარგე. ვეღარასდროს ვიხილავდი გურამის ფიცხ ხასიათს. ვერასდროს ვეღარ შევეპასუხებდი მას. ვეღარასდროს გამათბობდა დედის ღიმილი და მასთან შეხება. რა საშინელება ყოფილა გერქვას ობოლი. უპატრონო..ახლა ალბათ მხოლოდ ელენა თუ გამიგებდა ამას.. ორივემ ავტო კატასტროფაში დავკარგეთ მშობლები. ორივე ობლები ვიყავით. ორივეს მხოლოდ ერთმაეთი გვყაბდა ახლა . საშინელებაა ირგვლილ მიმოიხედო და მშობელი გვერდით არ გიდგეს . თითქოს ვიხსენებ იმ მომენტს დედა როგორ ცდილობდა ჩემს დაჭერას როდესაც ფეხი ახალი ადგმული მქონდა. როგორ მელოდა მამა დედის ხელიდან გაშვებულს რომ დავეჭირე. ახლა კი რეალობა ასეთი იყო. ვერც დედა გამიშვებდა ხელს ახალ ფეხ ადგმულს და ვერც მამა დამიჭერდა. მინდოდა გული მოეგლიჯათ ჩენთვის რომ ეს ტკივილი არ მეგრძნო. დედა ჩენთვის ყველაფერი იყო ახლა კი იმ აზრს უნდა შევგუებოდი რომ მას ვეღარასდროს ვნახავდი. მაგრამ სისულელეა. სისულელეა იმაზე ფიქრი რომ შეეგუები იმ აზრს. შეეგუები იმას რომ დედას ვეღარასდროს ნახავ. დრო უბრალოდ მიდის და გაჩვევს ტკივილს. თუნცა ღნერთი ყოველთვის გიგზავნის იმედს. წამალს. და ეს იმედი ზუსტად ელენა და დათუნა არიან. გიორგიც ჩენთა ერთად განიცდის ამ ტკივილს ორივე გათიშულები ვართ სანამ ნიკოლოზი და ლილი არ მოდიან ჩვენთან. მიხვდნენ რაშიცაა საქნე . ნიკოლოზმა ცრემლი ვეღარ შეიკავა და გადამეხვია. მართლაც რომ საშინელი სცენები ტრიალებდა იქ. ყველა განიცდიდა ამ ამბავს. ყველას სტკიოდა. ყველა იზიარებდა თუმცა ახლა მხოლოდ ელენა გამიგებდა. მხოლოდ ელენა გაითავისებდა ამ ტკივილს. ექიმმა ნება დაგვრთო გვენახაისინი. უფროსწორად კი მათი გალურჯებული, ცივი და უსიცოცხლი სხეულები. გული გამეყინა მათი ნახვით . თუმცა მე არ მქონდაუფლება ამ მელანქოლიას შევყოლოდი დარაიმე სისულელე გამეკეთებინა. ახლა მხოლოდ ელემას ნახვა მინდოდა. გიორგიმ სახლში მიმიყვანა და ოთახში ასულს ელენას სახე წაეშალა ჩემი დანახვისას . ჩემი სახით რთული მისახვედრი არ იყო რაც მოხდა. ბავშვის ბოთლი ხელიდან გაუვარდა და ჩემსკენ გაოიქცა ტირილით . თითქოს შვება ვიგრძენი მისი ჩახუტებით. ახლა ხომ მხოლოდ ის მყავდა სულთან და გულთა ყველაზე ახლოს. -დათი. დათი..ეს სიმართლე ვერ იქნება. -სამწუხაროდ ასეა ელენა. მე ვერ მივუსწარი. ცოცხლებს ვერ მივუსწარი რომ რამე მეთქვა. რომ მეთქვა როგორ მიყვარდა ორივე. ძალიან მტკივა გული. -როგორ მტკივა დათი ვერ აგიღწერ. და როგორ მესმის ეს შენი ტკივილი -ვიცი ელენა ვიცი..მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი ტკივილის გაგება..და ამავ დროულად მხოლოდ შენ შეგიძლია გამინელო ტკივილი. ჩემი ყველაზე ძლიერი გოგო ხარ შენ. ახლა მესმის შენი გულის ტკივილი. -დათი გპირდები რომ სულ შენს გვერდით ვიქნები და ერთად გადავიტანთ ამ ტკივილს. -ვიცი რომ სულ ჩენთან იქნები და მადლობა რომ ხარ. მადლობა რომ შენ მაინც დარჩი ჩემს ცხოვრებაში და იმედი მაჩუქე. -მე და ეგ იმედი სულ შენთან ვიქმებით. ახლა ერთმანეთს ვყავართ მხოლოდ. -ყველაზე კარგი ხარ -მიყვარხარ დათი...მეხუტებოდა და ორივე ცრემლებს გასაქანს ვაძლევდით. ორივე ობლობის იარლიყს ვირგებდით. და უფრო და უფრო გვესმოდა ერთმანეთის ტკივილის. *** ახლა ყველაზე მეტად ესმოდათ ერთმანეთის და ერთმანეთის ტკივილის დავითს და ელენას. შეუძლებელია ამ ამბავს შეეგუო მაგრამ დრო გაიძულებს ამ ტკივილს მიეჩვიო. იმაზე საშინელება არაფერია როდესაც ყვეკაზე ახლო, გულით საყვარელი ადამიანი გიკვდება და მითუნეტეს მშობლები. დავითმაც მიაბარა მიწას ორივე და სამუდამოდ განშორდა მათ. ახლა ელენათი და დათუნათი უნდა ეცხივრა. ეს პატარა არსება რომ არა ალბათ ორივე გაგიჟდებოდა და შეიძლებოდა ცხივრებაც ვერ გაეგრძელებინათ. დათუნა აიძულება ორივეს გაღიმებას . ამ უდიდესი ტკივილის მიუხედავად ორივე ბედნიერი იყო. ა როგორ შეიძლება არ იყო ბედნიერი როდესაც გვრდით საყვარრლი ადამიანი და შვილი გყავს. ეს ხომ ცხოვრების სასწაულია. ეს ხომ ცხივრების ხალისი და მიზეზია. დრო მიდიოდა დათუნა იზრდებოდა მათ ცხოვრებას უფრო ალლამაზებდა და ახალისებდა. ვერავინ შეუშლიდა მათ ბედნიერებას ხელს . ის საიდუმლო რომ ელენას მშობლების დაღუპვა გურამისბრალი იყო ორივემ იმ ქვეყნად წაიღო . იქნებ ამ ყვეკაფერს თავგანწირვა ჰქვია. განა რა ქვია დედის იმ საქციელს შვილის ბედნიერების გამო რომ თავს დაიღუპავს. ახლა ყველაფერჯ წარსულში დარჩა. მხოლოდ წინ უნდა ევლოთ მათ. მხოლოდ ბედნიერებისთვის უნდა ებრძოლათ. უყვარდათ ერთმანეთი. უყვარდათ გაგიჟებამდე. და სხვა არაფერი აღარ იყო საჭირო *** 5წლის შემდეგ... უკვე 5 წელი გავიდა იმ ამბისმერე რაც ჩემი დათის მშობლები იმ ქვეყნად წავიდნენ. აქამდე მოღწევა რთული იყო. ბევრი საშინელი დღე გამოვიარეთ მე და დათიმ. ალბათ დათუნა რომ არა ვერც გადავიტანდით ამ ყველაფერს . ვერ გავუძლებდით იმ ტკივილს რაც გამოვიარეთ. მხოლოდ დათუნას შეეძლო ჩვენი გახალისება. ყველაფერს ვაკეთებდი რომ დათისთვის შემემსუბუქებინა ტკივილი. პირველი ორი წელი ყველაზე რთული იყო იმ ამბი მრე დათუსთვის. მერწ ხომ იცით ადამიანი ყველაფერს ეჩვევი. ისიც შეეჩვია ტკივილით ცხივრებას. შეეჩვია მათ გარეშე ცხივრებას. მაგრამ მოლოდინი არასდრლს დაგტოვებს და ყოველთვის მათი მოლოდინით უცხივრებ . იქნებ ჯობია თავს დააჯერო თითქოს სანოგზაუროდ არიანო და ყოვეკდღე ელოდო მაგრამ როდესაც შეამჩნევ რომ არცერთ დღეს არ მოდიან იმედგაცრუება ხომ უარესად გკლავს? რაც არ უნდა იყოს ტკივილი გარდაუვალია. ზუსტად მათი დაღუპვის 2 წლისთავზე როდესაც სასაფლაოზე ვიყავით ჩემდა საუბედუროდ გავიგე როგორ საუბრობდნენ ნიკოლოზი და მისი ცოლი ჩუმად. ის წყეული საიდუმლო რაც მათი დაღუპვის მიზეზი გახდა ჩემთვისაც ნათელი გახდა . ნიკოლოზმა გამოიძია ყვეკაფერი და მე ზუსტად ის გოგო აღმოვჩნდი ვის მშობლებსაც გურამი დაეჯახა მანქანით. ისიც გავიგე რომ მაიას ამ აიდუმლოს დამალვა უნდოდა და ზუსტად ამ საიდუმლოს შეეწირა. ყველაფერი ორმაგად მტკიოდა. არ ვიცოდი რა მექნა. როგორ უნდა მოვქცეულიყავი არ ვიცოდი. მიყვარდა მაია იმ ერთ დღეში შემიყვარდა ისეთი საოცარი ქალი იყო. მიყვარდა დათი დამიყვარდა ჩემი დათუნა. რაუნდა მექნა? ჩვენი ბედნიერება დამენგრია? არ მინდოდა ეს დათის სცოდნიდა. არ მინდოდა სცოდნიდა რომ მკვლელიმამა ჰყავდა. ჩემს დიყვარულს ასეთ ტკივილს ვერ მივაყენებდი. ვერ გავწირე ამისთვის. ჩვენი სიყვარული და ბედნიერება ვერ გავწირე დასასრულისთვის. ამიტომაც ამ საიდუმლოს სიცოცხლის ბოლომდე ვატარებდი. ყველანაირად ვცდილობდი არ მეფიქრა და ასეც მივიქეცი. გონებაში ყველაზს მიყრუებულ ადგილას გადავმალე სს ყვეკაფერო. ჩვენ მხოლოდ სიყვარულით უნდაგვეცხოვრა. ერთმანეთით ხომ მაინც უნდა ვყოფიკიყაით ბედბიერები. ეს ამბავი კი ყვეკაფერს გაანადგურებდა.მე დადათი ერთმანეთის გარეშე არავინ ვართ. ყველაფერი კარგად იყო. გიორგიმ ცოლი მოიყვანადაპატარაც შეეძინა. ლილი გათხოვდა საზღვარგარეთ და ხშირად გვსტუმრობს ხოლმე. ახლა ყველა ერთად ვართ . ახლა დიდი ოჯახი ვართ. ერთმაეთი გვაბედნიერებს მხოლოდ. ყვეკაფერი წარსულში დავტივე. ყვეკატკივილი დადარდი. ახლა ჩემი დათუნა თავის ბებიებს დაბაბუებს ყვავილებს ულაგებს საფლავზე. ყველანი სუფრაზე ვზივართ და მათ შესანდობარს ვსვავთ. უკვე დროა ჩემი დათი გავახარო. ისეთი მოწყენილი სახე აქვს გული ლამის გამისკდეს. -დათუნა დე მოდი აქ რაღაც უნდა გითხრა . - დათის არ ეტყვი? -მოვიდეს და ყველას გეტყვით. ყველადავაიბტრიგერასაც ქვია. დათუნა კალთაში ჩამიხტადა ყვეკას ბედნიერმა შევხედე. -ელენა კარგად ხარ? დაიძაბა დათი -ჩემო სიყვარულო სულ რამდენიმე თვეში გყუპები გვეყოლება. ჩემო ტკბილებო მკვლელი გამოცდის მერე დაგიბრუნდჯთ:დდფ იმედია არ გაცრუეთ იმდები და მადლობა ყველას ვინც კითხულობდით<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.