ოლეანდრა (7)
“შურისძიებასავითაა, წასული ადამიანი რომ უკან ბრუნდება“ *-*-* ქალი კლდის ნაპირას იდგა, მისი წითელი კაბის კალთა ფრიალებდა და ნისლს ერთვოდა. ამოუხსნელ დარდებს შეეპყროთ ქალის გული. თითქოს კვირეების წინ რომ ეშმაკი გამოძვრა და გული გამოწურა, ის კიდევ აქ იყო. არ სრულდებოდა ტკივილი მარცხნივ, გულის ბნელ კუთხეში. ალბათ აღარც დასრულდებოდა. მაიოტაში მეტად აღარ დამთბარა. ცა ისევ ერთ, შავ სფეროდ იქცეოდა და ემზადებოდა, რომ დაუსრულებლად ეწვიმა. იხსენებდა ვივიენი, რამდენჯერ უთხრა უარი თავადმა საუბარზე, რამდენჯერ აღარ შეუშვეს დარბაზში. რამდენჯერ შენიშნა, რომ ვახშამი მხოლოდ ორისთვის იყო. გასული კვირების განმავლობაში, ბევრი დაუგროვდა ქალს. იზიარებდა კიდეც, თუ რატომ მოდიოდა გულდამძიმებული თავადი მაინცდამაინც ამ ადგილას - ეს სიცივე შესანიშნავად ფანტავდა ფიქრებს და ადამიანის გულს ათავისუფლებდა. ზიზღმა წამოუარა, როცა გაახსენდა ბოლო საუბარი სებასტიანთან. როგორ უთხრა?! მთხოვე, მტრებად დავრჩეთ, თუმცა შენ აღარ ხარ ჩემი მტერიო. თითქოს პირობის დამრღვევი უწოდეს, თითქოს მისი ქალური ღირსება ერთ მუჭად მოაგროვეს და გაფანტეს. სიბრმავეს გრძნობდა ვივიენი გასული თვეების მანძილზე. როგორ დაიმონა, დაარწმუნა და თავისკენ მიიზიდა სებასტიანმა ენაწყლიანობით, დახვეწილი მანერებითა და მუდამ მზადყოფნით. ბრმად დაუჯერა, რომ მართლაც ამშვენებდა ქალური სენტიმენტები, საშინაო კაბები... იქნებ, სწორედ ეს იყო სებასტიანის პირობა? თავგზა აუბნია ქალს, დაასუსტა, გამოდევნა მისგან ეშმაკი. დამცირებამ თითქოს დაგვიანებით შეახსენა თავი, როცა გაახსენდა, რომ ზურგიც კი მოუშიშვლა თავადმა, აიძულა ამაყად მდგარიყო. ერთიანად შეახსენა თავი თავადის პირობებმა, რომ დააცდიდა ყველაფრის გაკეთებას და გაანადგურებდა. სისხლი მოაწვა ვივიენს, მკერდში ტკივილი იგრძნო. მისი ცეცხლისებრი სფეროები ცამდე იჭრებოდნენ. უპეები შესწითლებოდა ქალს, ბრაზისაგან ტუჩები გასთეთრებოდა. ხელებს ისე ძლიერად კრავდა, ძვალზე გადაკრული თეთრი კანი მეტად უთეთრდებოდა, ფრჩხილები ღრმად ჩასულიყო მის კანში და ძლიერად სწვავდა. თავი მაღლა ასწია, თვალები დახუჭა. ევედრებოდა, რომ უკან დაბრუნებულიყო. ჰპირდებოდა, რომ გაჩენილ გრძნობებს ფეხით გათელავდა, დაასრულებდა იმას, რისთვისაც ჩამოვიდა, მიწასთან გაასწორებდა მამაკაცს და დამსახურებულ თავისუფლებას მიიღებდა. პირობის გახსენებაზე თითქოს იარები გაეხსნაო, ზურგზე გადაკრული ტყავი აეწვა. სისუსტე იგრძნო, მუხლებზე დაეცა და ხელები მიწაში ჩააფლო. ღრმად ამოისუნთქა ქალმა, ოხვრა და ტკივილნარევი კვნესა აღმოხდა. ცრემლი სდიოდა ისე სურდა, რომ გამქრალი ეშმაკი კვლავ შესახლებულიყო მასში. უარს ამბობდა ყველაფერზე, რაც აქამდე მოეპოვებინა. მხოლოდ სურდა, რომ ერთი ტკივილი მეორეთი ჩაენაცვლებინა. თუმცა არ მოდიოდა. არ მოდიოდა, რადგან აღიარებას ელოდა და ეს შესანიშნავად იცოდა ქალმა. ადგილზე ბორგავდა, მიწას ეჭიდებოდა, თუმცა შედეგი არაფერს ჰქონდა. *-*-* თავადი ფანჯარასთან იდგა და ამინდის გაუარესებას უკვე საათები იყო, რაც თვალს ადევნებდა. დარბაზში სასიამოვნო სითბო ტრიალებდა, ბუხარი, ჩვეულებისამებრ, გიზგიზებდა. მაგიდაზე კვლავ ეყარა წერილები და ფურცლები, როგორც ადრე. თავადს კვლავ ხელში ეჭირა ღვინით სავსე ბოკალი, წრიულად ატრიალებდა და ხშირად წრუპავდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი ისე იყო, როგორც მაშინ, როცა არც ვივიენი არსებობდა და მარგარეტიც მხოლოდ აჩრდილი იყო. თავს ცუდად გრძნობდა თავადი, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა - რატომ. ბრაზობდა, რომ მანამდე არაფერი იცოდა მარგარეტზე, რომ ადრე ნაადრევად დაქვრივებული კაცი იყო, რომ საყვარელმა ადამიანებმა უღალატეს და ზურგი აქციეს, შემდეგ კი, ვიღაცას შურისძიება რომ არ მოესურვებინა, მარგარეტი აღარც დაბრუნდებოდა. ნუთუ, ბედის გამოცდა იყო, რომ ვივიენიც და მარგარეტიც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ, ერთმანეთს შორიდან კითხულობდნენ და თავიანთი წილი ბრაზით ბრაზობდნენ? განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ვივიენი ადგებოდა და წავიდოდა, მანამდე კი, როგორც სებასტიანი ფიქრობდა, ყველაფერს აურევდა, გააკეთებდა ყველა საშინელებას, რაც კი აზრად მოუვიდოდა და გაუჩინარდებოდა. ეს იყო ქალბატონი რიჩარდსის ბუნება - მიზეზი სჭირდებოდა, რომ აფეთქებულიყო. კარის ჭრიალმა დარბაზის სიჩუმე დაარღვია. ნახევარი ტანით მიბრუნდა თავადი. ფერწასული, უღონო და ძალზედ გამხდარი მარგარეტი იდგა კარში, კვლავ ცისფერი კაბა ეცვა, თმა მაღლა აეწია და ყელმოღერებული უსწორებდა თვალს თავადს. თითქოს იგივე იყო, როგორიც მაშინ, როცა დაკარგა, თუმცა ყოველ წამს, როცა სებასტიანი მარგარეტს უყურებდა, მონატრებას ერთი გარდაუვალი გრძნობდა იკავებდა - სიბრალული. სიბრალული საყვარელი ადამიანის მიმართ, რომელსაც მარადიულ სიყვარულად თვლიდა. უყურებდა თავადი კარში მომღიმარ, ფერმკრთალ ქალბატონს, რომელსაც ყველაფერი აკლდა, რომ იგივე ყოფილიყო. სხვანაირი ახსოვდა სებასტიანს. ღიმილიანი, თავდაჯერებული, ლურჯ-ცისფერ კაბებში შემოსილი, თმააწეული, თუმცა მაინც სხვანაირი. წუთით ჩაფიქრდა თავადი და შემდეგ, მისკენ წავიდა. -რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ დასვენება გჭირდება? -წარბებს შორის ნაოჭი გამოეკვეთა თავადს, ცივი და მიუწვდომელი იყო ხმა, რომელიც მარგარეტს წარსულში ყველაფერზე მეტად უყვარდა. შეკრთა ქალი, თუმცა ნელი ნაბიჯით მაინც დაიძრა სავარძლისაკენ, ფრთხილად და ნელა ჩამოჯდა, კაბის კალთა გაისწორა და როგორც თავადის მეუღლეს შეეფერებოდა, ისე გასწორდა. ტკივილმა გაუარა ქალს ზურგში, თუმცა უფლებას არ მისცემდა, რომ ამით დამარცხებულიყო. ქმარს გაუღიმა და ჩამოყრილი დალალები უკან გადაიწია. -რამდენიმე კვირა გავიდა, რაც საწოლში გაუნძრევლად ვწევარ. უამრავი კითხვა მაწუხებს, სებასტიან. -დაიწყო ქალმა. -მაგალითად, რატომ არ იძინებს ჩემი ქმარი ჩემს გვერდით? რატომ ცხოვრობს ჩვენს სახლში უცხო ქალი? -ვერ მოინელე, არა? -გაეცინა სებასტიანს და ღვინო გამოცალა. ბოკალი პირდაპირ ბუხარში შეაგდო. ადგილზე შეხტა ქალი, სხეული აუკანკალდა. წამით თითქოს თვალებში დაუბნელდა და რაღაც ძალიან მტკივნეული მოგონება ამოუტივტივდა. აქ ჩამოყვანის დღიდან ცდილობდა, რომ მეხსიერება აღედგინა, თუმცა მხოლოდ ფრაგმენტებსა და ხმებს იხსენებდა. ყოველშემთხვევაში, ასე ამბობდა. ბოკალის მსხვრევის ხმამ რაღაც არასასიამოვნო ამოუტივტივა გონებაში. კალთაში დაწყობილი ხელები ერთმანეთში ძლიერად გადახლართა და ღრმად ჩაისუნთქა. -აი, თურმე რას ვერ ინელებ. -შეჰყვირა თავადმა. -ეს არაფერ შუაშია, სებასტიან! -დაიყვირა ქალმა მთელი ხმით, როგორც შეეძლო. -ჩემს სახლში წლების შემდეგ სასწაულებრივად ვბრუნდები და ვხედავ, რომ ვიღაც ქალი ჩემი ქმრის გარშემო ტრიალებს! მის გამო მარტოც კი დამტოვე, დაბრუნდი და ხმაც არ გამეცი! სებასტიან, ნუთუ ეს ოჯახია? ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა აზრადაც არ მოგდის, არა? -ხმას დაუწიე, მარგარეტ! -დაიღრიალა თავადმა. -მე თავადი ვარ! აქაურობის ბატონი. მოგწონს ეს თუ არა, მე დამემორჩილები. თუ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მსურს, ესე იგი არც გაგცემ. საუბარი დასრულებულია. -ესე იგი, ახლა შენ ჩემთვის მხოლოდ თავადი ხარ? -ხმაში ბზარი გაუჩნდა მარგარეტს. მისი ცისფერი სფეროები ცრემლებში ჩაიძირნენ. სწორედ, იმ წამს, როცა სებასტიანს კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, კარში თავი შემოჰყო ანტუანმა. -თავადო, ქალბატონს თქვენი ნახვა სურს. -ანტუან, შესაფერისი დრო არ არის. -არის! -გაისმა ხმა და მარგარეტი ადგილს მიეყინა. დარბაზში მოურიდებლად შევიდა ვივიენი. სწორედ ისე, როგორც მაშინ, როცა თავადთან მტრობა სურდა. თავხედურად, მობოდიშებისა და დაპატიჟების გარეშე. მის უკან ფრიალებდა კაბის წითელი ბოლოები. გაოცებულმა მარგარეტმა თვალი გააყოლა ქალს, რომელიც სებასტიანის წინ, ძალიან ახლოს შეჩერდა და ფართოდ გაუღიმა. მარგარეტს რაც შეეძლო, სწრაფად წამოდგა და მათ მიუახლოვდა. -ეს ცოლ-ქმრის პირადული საუბარია, გეთაყვა. ვინ მოგცათ შემოჭრის უფლება? -შეჰკივლა მარგარეტმა. -საკუთარმა თავმა. -მკვახედ უპასუხა ვივიენმა და ერთ წამში თხემით ტერფამდე შეათვალიერა ქალი. -ახლავე გარეთ გაბრძანდით! -საჩვენებელი თითით კარისკენ მიანიშნა რიჩარდსს, ანტუანი სწრაფად გავიდა დარბაზიდან. ძალიან უნდოდა სებასტიანს, რომ ანტუანის მსგავსად კარსიქით გაუჩინარებულიყო. მის წინ ორი მოქმედი ვულკანი გიზგიზებდა. -იცით, ქალბატონო -ირონიამ გაიელვა ვივიენის ხმაში. -ცოლქმრული საუბრებისთვის მარადისობა გაქვთ, მე კი თავადი ახლავე მჭირდება. თუ არ შეწუხდებით, ცოტა ხნით მარტო დაგვტოვეთ. -მეხივით გავარდა ვივიენის სიტყვები. მარგარეტს ფერმკრთალი სახე კიდევ უფრო მეტად გაუუფერულდა, ბრაზისაგან სხეული აუკანკალდა და საპასუხოდ მხოლოდ ის შეძლო, რომ სებასტიანისთვის თვალებში შეეხედა. თავადი არაფერს ამბობდა. ვივიენის სჯეროდა და რაკი ამბობდა, რომ აუცილებელი საქმე ჰქონდა, ესე იგი, ასეც იყო. -იცი, სებასტიან, მგონი ჩემს კითხვას უკვე უპასუხე. -ნაწყენი შებრუნდა მარგარეტი და დარბაზიდან გავიდა. *-*-* დარბაზიდან გამოსულ მარგარეტს უსუსურობის აუტანელი განცდა დაეუფლა. აივნის მოაჯირს ჩამოეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო. იცოდა, რომ მომხდარის შემდეგ ადვილი ასატანი არ იყო, მაგრამ ვერ გაუძლებდა, თუკი ეს შეჩვევა და თავიდან დაბადება აბსურდი აღმოჩნდებოდა. იცოდა, რომ არ უნდა შეეძულებინა ქალი, რომელზეც არაფერი იცოდა და არც იმ ერთი შემთხვევით უნდა შეეფასებინა, საკუთარი ქმრის ოთახიდან რომ გამოაგდო, თუმცა მის დაუძლურებულ სხეულსა და შერყეულ ფსიქიკას ამის რაციონალური შეფასება აღარ შეეძლო. -გული გეტკინა, არა? -მხარზე მზრუნველად შეეხო მისტერ კლოდი მარგარეტს და მის გვერდით, აივანს იდაყვებით დაეყრდნო. -იცით, მისტერ კლოდ, მანამდეც ერთადერთი ადამიანი იყავით, რომელსაც უსიტყვოდ ესმოდა ჩემი და ვფიქრობ, ახლაც ასეა. -ღიმილი შეეპარა მარგარეტს. -იცი, შენი სიკვდილის შემდეგ სებასტიანი გამოიფიტა, გამოცარიელდა და შემდეგ საკუთარ თავში წონასწორობის ცენტრი იპოვა, რომელმაც შეავსო და ფეხზე მყარად დგომის საშუალება მისცა. ის ამ ცენტრს ეყრდნობა, საკუთარი გული, გონება და სხეული შესწირა, რომ სუნთქვა თავიდან ესწავლა. ვერ დაადანაშაულებ, თუკი მის თვალებში სიყვარული არ ჩანს. ამის გამო გული ვერ გეტკინება. -მისთვის ყოველთვის მკვდარი ვიქნები, რადგან ჩემში იმ ქალს ვეღარ ხედავს, რომელიც შეუყვარდა. მხოლოდ ის არ ესმის, რომ ამის მიზეზი მე არ ვყოფილვარ. -დაღლილ სახეზე ხელები ჩამოისვა მარგარეტმა. -ახლა არაფერს ვითხოვ, მხოლოდ ის მინდა, რომ მარტივ კითხვებზე მიპასუხოს. სებასტიანი არც ამას აკეთებს. ახლა ისიც მითხრა, რომ ის ჩემთვის მხოლოდ თავადია, ბატონი, რომელსაც უნდა დავემორჩილო. -მისთვის სამყარო ჯერ დაინგრა, შემდეგ აღდგა და ახლა ისევ ინგრევა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ ნგრევას ვერავინ შეამჩნევს. ის ქალი არც მე მეხატება გულზე, რომელზეც ასე ბრაზობ, თუმცა ძალიან ბევრი დრო ჰქონდა, თავადის გული მოეგო, მას კი არაფერი გაუკეთებია მსგავსი. -მხრები აიჩეჩა კლოდმა. -ისეთი ქალები, როგორიც ვივიენია, ცას და მიწას შეანაცვლებენ, რომ სასურველი იმავე წამს მიიღონ. -და თუ ეს ჩემი გამოჩენის შემდეგ მოუნდა? -მაშინ, მარგარეტ, თვით ეშმაკთან ბრძოლა მოგიწევს. -თავი გააქნია მისტერ კლოდმა. -ვივიენი ქმნილებაა, რომლის ცეცხლსაც სებასტიანის ოკეანე ვერ აქრობს. -ჩემს გვერდით ხომ იქნებით, კლოდ? -გულუბრყვილოდ იკითხა მარგარეტმა. -რა თქმა უნდა. -გაეღიმა კაცს. სწორედ, მაშინ გამოვიდნენ დარბაზიდან სებასტიანი და ვივიენი. თვალი შეავლეს კლოდსა და მარგარეტს. -ზეციური წყევლა უკვე ჩვენს აივნებთანაა. -გადაილაპარაკა მისტერ კლოდმა და ხელები ჯიბეში ჩაიწყო. -მისტერ კლოდ, შესაფერისი დრო არაა შავი იუმორისთვის. -საქმიანად ჩაილაპარაკა თავადმა და ქვედა სართულიდან მომზირალ ანტუანს ანიშნა, ზემოთ ასულიყო. -შესანიშნავია. მარგარეტ, შვილო -ხელით უხმო კლოდმა ქალს. -სებასტიანის ასეთი გამომეტყველება ნიშნავს, რომ რაღაც მოხდა, ხოლო ასეთი მზერა, როცა გვერდით ღვთის წყევლა უდგას, ნიშნავს, რომ ღმერთი არ გვწყალობს და კიდევ ერთი გამოცდა გამოგვიგზავნა, რომელსაც მის გარდა ვერავინ ჩააბარებს. აბა, თავადო, ამჯერად რომელ მხარეს ეცემა მეხი, რომ ჩვენც იქით გავიქცეთ? -მისტერ კლოდ! -დაიღრიალა თავადმა და ახარხარებული კლოდიც იმავე წამს გაჩუმდა. ბრაზისაგან სხეული დასჭიმვოდა სებასტიანს, ვივიენს კი ღიმილი არა და არ შორდებოდა სახიდან. -საქმე იმაზე მეტად სერიოზულადაა, ვიდრე თქვენს უადგილო იუმორს შეუძლია წარმოიდგინოს. -თავადო, უფლება მომეცით, თქვენს ცოლსა და საიმედო პირს სიტუაცია თავად ავუხსნა. რადგან ვიცი, თავის მართლება მომიწევს. -ჩაერთო ვივიენი. -ჩემმა საიმედო მაცნემ მაცნობა, რომ მამაჩემმა ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ შეიტყო, ყველაფერი ვიღონე მამაჩემს ეფიქრა, რომ თავადი ოკეანეშია გემით, მე კი სადღაც აღმოსავლეთით ვმოგზაურობ. -ვინაიდან ჟან ნიკოლა არ მოისვენებს და პირდაპირ კარზე მოგვადგება, გადავწყვიტეთ, აქაურობას რამდენიმე დღით გავეცალოთ. -დაასრულა თავადმა, რასაც მარგარეტის შეყვირება მოჰყვა. ქალი სწრაფად წამოვიდა ვივიენისაკენ, მხრებში ხელი ჰკრა და იქით გასწია. ქალს გაეცინა, დანებების ნიშნად ხელები ასწია და განზე გადგა. -როგორ ბედავ? ჰმ? -იყვირა მარგარეტმა. -ნუთუ შენთვის საერთოდ არაფერს წარმოვადგენ? როგორ ბედავ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩემთან შეუთანხმებლად მიიღო? ვინ არის ეს ქალი, რომ მამის რისხვისაგან იხსნა? -ხელებს გამეტებით ურტყამდა მარგარეტი მკერდში თავადს. სახლში ერთადერთი ბედნიერი ადამიანი იყო, რომელსაც მომხდარი ახარებდა. ვივიენი უყურებდა შედეგს, რომელიც მისმა ტყუილმა გამოიღო და ტკბებოდა სიახლოვით, რომელსაც სისასტიკესთან გრძნობდა. *-*-* მიყურადებაც კი არ იყო აუცილებელი, თავადის საძინებლიდან შემზარავი ყვირილს ხმა გამოდიოდა. ქალბატონი ყვიროდა, თავადი კი იშვიათად, თუმცა გამაყრუებლად ღრიალებდა. საოცარი იყო ის,რასაც იმ დროს ანტუანი აკეთებდა. მოახლეებს სამზარეულოდან გამოსვლა აუკრძალა, მისტერ კლოდი და ვივიენი კი სტუმრების დარბაზში შეიყვანა, კარი მოუკეტა და ზრუნავდა, რომ საძინებლიდან გამოსული ხმა არავის გაეგონა. მხოლოდ თვითონ ისმენდა იმას, რაც არ სურდა, რომ მოესმინა და როგორც ერთადერთი ერთგული ადამიანი, იმავე წამს ივიწყებდა გაგონილს. -მითხარი, სებასტიან, საერთოდ არაფერს ნიშნავს ჩემი დაბრუნება? -საწოლზე ჩამოჯდა ქალი და ამოიხვნეშა. -ნიშნავს, მარგარეტ! იმას, რომ შენთან შეგუება აღარ შემიძლია. -ღრმად ამოისუნთქა სებასტიანმა. -მე ვალდებულებები მაქვს, მარგარეტ. მთელს ცხოვრებას იმის აღდგენას ვერ დავუთმობ, რაც სიკვდილმა დაანგრია. -ესე იგი, აღარ გიყვარვარ, არა? -მხოლოდ სიყვარული არაფერს ნიშნავს, მარგარეტ. მხოლოდ სიყვარული აღარაფერია. -არ გაპატიებ, თუ იმ ქალთან ერთად წახვალ. არ გაპატიებ ტკივილს, რომლის მოყენებასაც აპირებ. -მაშ, არც მე მიპატიებია, რომ მოკვდი. -ხელები დანებების ნიშნად აღმართა თავადმა. -მე ცოცხალი ვარ, სებასტიან! -იყვირა ქალმა. მის გამხდარ სახეზე ჩამოცურდნენ ცხელი ცრემლები. გული შეეკუმშა სებასტიანს, ყველაზე ნაკლებად ის სურდა, რომ საყვარელი ქალი ატირებული ენახა. წარსულში ხომ ყველაფერს აკეთებდა, რომ ბედნიერი ყოფილიყო. -გულზე მომეშვა. -ჩაიცინა თავადმა და საძინებელი დატოვა. კიბის ბოლოში, ვივიენი იდგა. გარეთ გასულ თავადს უკან გაჰყვა. -თავადო, მოიცადეთ! -ვივიენ, შესაფერისი დრო არც ახლაა. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოებას დაგპირდი და ამას შევასრულებ კიდეც, მარგარეტი ჩემი ცოლია და მე ის მიყვარს. მნიშვნელობა არ აქვს რა სირთულეებს ვაწყდები მასთან, მნიშვნელობა არ აქვს, რომ არ მინდა მარგარეტი ჩემთან ახლოს იყოს. მე გრძნობების ერთგული ვარ, ვივიენ. როცა მარგარეტს ერთგულება შევფიცე, ჩემი ფიცი შევისისხლხორცე. -მისკენ მობრუნდა თავადი. სივრცე, სიბნელე, კლდე და მის ქვეშ გადაშლილი ოკეანე გახდნენ მოწმენი იმისა, თუ როგორ აივსო ქალი სიხარულით, როგორ აიტანა სიძულვილის ჟინმა. ვივიენს გაეცინა, ხმამაღლა და მთელი გულით. -შესაყვარებლად ჯერ ხომ სიძულვილია აუცილებელი? სებასტიან, ნუთუ მარგარეტი გძულდა? -მეხივით გავარდა ქალის სიტყვები სივრცეში. სიტყვები, რომლებმაც მამაკაცის სქელკედლიანი გული გაარღვია და სისხლისაგან დაცალა. სწორედ იქ დაარტყა ვივიენმა, სადაც თავადი სისუსტეს მალავდა. საზარელი ხმით დაიკივლა ოკეანემ და დაღებული პირიდან ცეცხლი ამოუშვა - უყურებდა თავადი მომღიმარ ქალს და ხედავდა ეშმაკს, რომელმაც გაიმარჯვა. *-*-* -მანდ გაჩერდი! -დაიყვირა ქალმა. ვივიენი გაჩერდა, მობრუნდა და ქალს პირისპირ დაუდგა. -გისმენთ, ქალბატონო. -აქ არა, გარეთ გავიდეთ! -მაიოტაში იმ საღამოს ძალიან ციოდა. მარგარეტს თბილი მოსასხამი ეცვა, ვივიენი პიჟამისამარა იდგა საკუთარი საძინებლის აივანზე და ქალის პროფილს აკვირდებოდა. მარგარეტი, ვივიენის შეფასებით, ნამდვილად ამართლებდა ქალბატონის სტატუსს. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკურად და ფიზიკურად მისი მდგომარეობა ეჭვქვეშ იდგა, ქალი მაინც ამაყად იდგა და ბედს არ ეგუებოდა. წამით მოეჩვენა კიდეც, რომ მისი გატეხვა იმაზე რთული იქნებოდა, ვიდრე ამის წარმოდგენა შეეძლო. -ვივიენ, იცი, მე სულაც არა ვარ ისეთი ცუდი, როგორიც შენ გგონივარ. მოდი, ერთმანეთთან პირფერობას ნუ დავიწყებთ. ვიცი, რომ ჩემი გამოჩენისთანავე ჩემს ქმართან ახლოს ყოფნას ცდილობ. ვერ იფიქრებდი, თუ არსებობდა ქალი, რომელიც სებასტიანის ცოლის სტატუსს ატარებდა. -არც ვაპირებდი პირფერობას, ქალბატონო. -გაეცინა ვივიენს. -თავადი ერთადერთი მამაკაცია სამყაროში, რომელსაც შევიყვარებდი, ეს რომ საერთოდ შემეძლოს. -რას გულისხმობთ, ვივიენ? -გასწორდა მარგარეტი. -ნუთუ იმას არ ცდილობთ, რომ გამომწვევი ქალის როლი მოირგოთ მის წინაშე მაშინ, როცა დარწმუნებით იცით, რომ საკუთარი ქმრისთვის არაფრის შეთავაზება არ შემიძლია? -ღმერთო, ძალიან მოსაბეზრებელი საუბარი გველის. -თმაში ხელი შეიცურა ვივიენმა და ძალა მოიკრიბა. -არ ვაპირებ აგიხსნათ რატომ ვარ აქ, რადგან ეს თავადაც არ ვიცი. როგორც აქაურობის ბატონი, დამპირდა, რომ დამიცავდა. მე კი ნამდვილად მელის უბედურება. ერთადერთი იმედი სებასტიანია, მე კი არ ვაპირებ ეს იმედი გავუშვა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს ცოლქმრულ ურთიერთობას არარსებული საძირკველი ეცლება. თანაც, რა ჩემი გასარკვევია თქვენი თანაცხოვრება? -ამ ყველაფერს თანაცხოვრებას უწოდებთ, არა? და ამბობთ, რომ სებასტიანისგან არაფერი გსურთ უსაფრთხოების გარდა. ვივიენ, შესაძლოა არ ვიყო თქვენსავით გონებამახვილი, თუმცა არც სულელი ვარ. ვხვდები, რომ მზად ხართ ნებისმიერ ტყუილზე დამაჯერებლად ისაუბროთ და ცხოვრება დამინგრიოთ. გაფუჭებულ რადიოგადამცემს მაგონებთ, ასეთი იმ ადგილას, სადაც მე ვიყავი, უამრავი გვქონდა. ხრიალებს, ხრიალებს და მხოლოდ მაშინ გაარჩევ სიტყვებს, როცა ლენტს დაიხვევს და გაწყვეტამდე, ფირივით უკან ბრუნდება. მანამ იხრიალებთ, სანამ საკუთარი ბოღმა არ მოგახრჩობთ და ჩვენთვის გასაგებ ენაზე არ იტყვით, რომ არარაობა ხართ. მესაკუთრე, რომელიც იმას იჩემებს, რაც არასდროს ჰქონია. შეგიძლიათ მოტყუებით წაიყვანოთ ჩემი ქმარი უდაბურ ტყეში, შუაგულ ოკეანეში ან იფრინოთ მასთან ერთად ცაში. ყველაფერს შეცვლით იმის გარდა, რომ მე მასთან ბედნიერი წარსული მაკავშირებს, თქვენ კი გარდამავალი წამი ხართ. -მარგარეტს თითქოს მთელი სამყაროს ენერგია შთაენთქა, ისე თავისუფლად დაასრულა მონოლოგი და შვებით ამოისუნთქა. -იცით, საკუთრებას ნივთები წარმოადგენენ და არა - ადამიანები. სიკვდილიდან ვერგამოღწეული ქალი ხართ, რომელსაც სასწაულის ძალით ქმარი სურს. -გაეცინა ვივიენს, ხმამაღლა, როგორც სჩვეოდა. -გაინტერესებთ, რატომაა თანახმა თქვენგან შორს იყოს? იმიტომ რომ სიკვდილის შავი ჩრდილი ფეხებთან გიწევთ და დავიწყებულის სურნელს ატარებთ. თქვენ ქალური აღარაფერი დაგრჩათ, მარგარეტ. ატარეთ ბეჭედი, შეიმოსეთ ქალბატონივით, თქვენს სიამაყეს წერტილი თავად დაუსვით, როცა ჩემთან თავის შესაცოდებლად მობრძანდით. -მონოლოგის დასასრულს, მხოლოდ ფარდებმა დაიშრიალეს ავისმომასწავებლად. კარში სებასტიანი იდგა, მუშტებშეკრული. ვივიენმა მზერა გაუსწორა თავადს, მის ოკეანეებში შეიჭრა და გული ამოკაწრა. მარგარეტის სახეზე ჩამოცურებული ცრემლები შეუფერებელ ფონს ქმნიდნენ ცეცხლსა და წყალს შორის. ის ისეთივე ზედმეტი იყო, როგორც მესამე, ორს შორის. -იცით, მარგარეტ. -განაგრძო ვივიენმა ისე, რომ თვალი არ მოუშორებია თავადისათვის. -კიდევ ერთი რამ დამრჩა სათქმელი. ვეჭვობ, ზოგი რამ მანამდე სრულდება, ვიდრე ამას გააანალიზებდეთ. თავადს შეხედეთ, ნაცვლად იმისა, მოგეხვიოთ და ცრემლები შეგიმშრალოთ, მომჩერებია და ბრაზობს, რომ ჩემი განაწყენება არ შეუძლია. შესანიშნავია, შთამბეჭდავი! -ტაში შემოჰკრა ვივიენმა. -აი, თურმე რა! იღბალი თქვენს მხარესაა, მარგარეტ. ჭეშმარიტად, შურისძიებასავითაა, წასული ადამიანი რომ უკან ბრუნდება! თავადო, ჰმ? რას იტყვით? -ღიმილმა გაუნათა სახე ქალიშვილს. -ჭეშმარიტად, ვივიენ! -გაუღიმა თავადმა. -მჭერმეტყველებას ის დააკლდა, რაშიც მეტი ჭეშმარიტებაა. ირონია, ძვირფასო. შენ ერთგულება არ შეგიძლია, სხვისგან კი სამუდამო სიყვარულს ითხოვ. ასე არ ხდება, ვივიენ. მაგრამ ძალიან პატარა ჩანხარ, როცა ცდილობ მაჩვენო, რომ კვლავ გაიმარჯვე. იცი, ერთ ძალიან მნიშვნელოვან საიდუმლოს გაგიმხელ; ტკივილი იმაში კი არ მდგომარეობს, რომ შენს გარშემო სამყარო უსამართლოა, ტკივილი იმაშია, რომ შენ თვითონ ხარ ასეთი. ცარიელი, უდაბური და მარტივი. -ნუთუ ცდილობ, რომ გულში მომარტყა? -ჩაეკითხა ვივიენი. -გულში? არა, ძვირფასო. გული ორგანოა, რომელიც ფეთქავს. საქმე გონებაშია, რომელსაც ფიზიკურად ვერ ატკენ. შენ კი, შენ უკვე ძალიან ბევრი იარა გაქვს სარწმუნოდ იმისა, რომ გულში მოგარტყეს. -წარბებს შორის ნაოჭი გაუქრა სებასტიანს. ვივიენს კი შეუმჩნევლად, მხოლოდ ისე, რომ სებასტიანმა შენიშნა, მხრები ჩამოეყარა და მაიოტას სიცივით შესცივდა. -ნუთუ გძულვარ, თავადო? -ო, აი, შენი მოუნელებელი ტკივილი. ვივიენ, როცა წასვლა შეგიძლია, ესე იგი, ეს აუცილებელიცაა. ბარგი მაშინ შეკარი, როცა მოისურვებ, მხოლოდ ის იცოდე, რომ დარჩენის მიზეზი არასდროს მომიცია. -თავადი შებრუნდა, ხელი ჩაჰკიდა მარგარეტს. -ეს საბოლოოა, რაც ერთმანეთისაგან გვრჩება? ჩვენი გზები აქ გაიყოფა, თავადო? -ძვირფასო -მისკენ შებრუნდა თავადი მშვიდი ღიმილით. –„ჩვენ“ ყოველთვის ნიშნავდა „შენს“ და როგორც წესი, მე არასდროს მიმიღია მონაწილეობა შენს თამაშში. პაიკი, დედოფალი და მხედარი ორივე მხარეს მხოლოდ შენ იყავი. ეს პარტია შენ ითამაშე, მე მხოლოდ გიყურებდი და ვაცხადებდი „ერთით-ნოლი“. აღარასდროს ითამაშო, ვივიენ, მით უფრო მაშინ, როცა დედოფალი ყოველთვის დაუცველი რჩება დაფაზე. -ესე იგი... -ფერი დაკარგა ვივიენმა, თუმცა სიტყვის თქმას აზრი აღარ ჰქონდა. თავადი მისი ოთახიდან გავიდა. აივნის კიდეს ჩამოეყრდნო ვივიენი, ღრმად ჩაისუნთქა. პირველად იგრძნო, რომ შესცივდა. ოჰ, როგორი ცივი ქალაქი იყო მაიოტა. ძვლებამდე ჩაჰყავდა მის მონაბერ ქარს ტკივილი. უდიდესი ბოდიში იმისთვის, რომ ასე დავაგვიანე. თქვენს შეფასებებს ველოდები <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.