შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცაა ისეთი


23-01-2018, 22:21
ავტორი Steppenwolf
ნანახია 971

ოქტომბერის 12 მეტია.
შემოდგომისეულად ცრის და
ტირის ცა.
საღამოს თბილისს თავზე დასტირის ზე'ცა.

ლურჯი ღრუბლებლები ბურუსში ეხვევა და მოიასამნისფერო იერს კრავს.
სომალში ახლა ზოგიერთი წვიმას სვამს.

მეტროს შესასვლელში ახალგაზრდა ქალი დგას და თვალები დაუხუჭავს.

გრძელ, ნატიფ თითებს ვარდისფერ ტუჩებზე იტარებს და დაუფიქრებლად იწყებს ცეკვას.

წვიმის წვეთები ეხება თმებზე, კისერზე, ყელზე და ცივის შეხებაზე გული უწყებს ძგერას.

ინსტიქტურად საკუთარი ხელებით ეხება იმ ადგილებს, სადაც გაცხოველებული წვეთები მიიკვლევს გზას.

ნაცნობი სხეული უმღვრევს კაცს თვალს.
ამბავი 15 წლის წინ მომხდარს ძალიან გავს.

ცაა ისეთი, თითქოს შვილი მოუკვდა დედას
და ცრემლებით ასველებს იგი მიწას.
იისფერ შარფს უქსოვენ ქვრივს
და გლოვობს ყველა თვით ზეცაც.

მაღლა ომია განა დაბლა იციან?
ნებისმიერ ადამიანში ეძებენ მკვლელსაც...
და მსხვერპლსაც!

ქალი ცეკვავს და მოხერხებულად იკვლევს გზას.

დასტირის შვილს - დედა
და უწყრება ყველას.
შურს ძიობს, ასველებს მიწას.

თითქოს სურს ცრემლი დაგროვდეს, ადიდდეს და ერთიანად გაქრეს დედა'მიწა.

_ დაგიჭირე

ჩურჩულებს ბოხი ხმა და მანქანების გამაყრუებელ სიგნალს არ ანიჭებს რას.

ქალის სველ ტუჩებს თითით ეხება და აპობს, შემდეგ კრავს.

სველ კაბას ქალის ფორმები გამოუყოფს და ერთიანად უშლის ვნებას კაცს.

_ აქ... რა გინდა.

ბუტბუტებს ქალი და შემოდგომისეულად აკანკალებს მას.

ხარბად ავლებს მამაკაცს თვალს.
და ყოველივე 15 წლის წინ მომხდარ ამბავს ძალიან გავს.

იქვე მდგარ კორპუსში ხვდება ორივე
ქალის რბილ თმაში თითებს აცურებს
და შემოტმასულ კაბას სწრაფად აცილებს.

წვიმა გრძელდება, თითქოს ერთს კი არ ეძებს ცა...
არამედ ყველას ერთიან განაჩენს უძენს.
და მათ დახრჩობას ლამობს ზეცა.

მონატრებულ ტუჩებს უკოცნის ქალს
და შარვლის ელვას უხსნის გზას.

ცაა ისეთი, თითქოს ქვრივი დარაბებს აღებს და
კარშივე დასტირის მტერს.

მსხვილი ცრემლები უპობს ბაგეებს და
ეხეთგება მკერდს.

შავოსანის მწარე ქვითინს
თან უერთდება ჩუმი კვნესა.
დედის გლოვას სურს გამოახწიოს, გამოვიდეს და აღარ ჩაიდეს მეტს!

ქალი თმებში აფრინდება კაცს და შიშველ მკერდს უხახუნებს სადარბაზოს ცივ კედლებს.

წამიც და წყნარდება ცაც და მიწაც.
ერთიანად ამოხეთქავს ლავა და უკლებს წვიმაც.

მამაკაცის სხეული შორდება ნანატრს.

ვნებამორეულნი თავს გრძნობენ, როგორც ღორნი
და საკუთარ სადარბაზოში მომხდარს იაზრებს უჩუმრად ორნი.

_მე გავთხოვდი.
_ვიცი.
_და დღემდე შენ გელოდი.
_ვიცი
_ეს ჩემი სადარბაზოა.
_ვიცი.
_ჩვენ ახლა სექსი გვქონდა.
_ვიცი.
_სად იყავი 15 წელი?
...........
_არ ვიცი.

მეტროს შესასვლელთან ახლა დგას ორნი.
ერთი ცეკვავს და მეორე ტირის.
საკუთარ თავში იპოვეს დრონი.

და მაინც...
დაუსრულებლად გრძელდება გლოვა ოქტომრის 12 მეტს.

შემოდგომისეულად ცრის და ტირის ცა.

და თბილისს იმედი აქვს
იპოვის დედა მტერს.
და გამოიდარებს 13 მეტს.





სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent