ჩემი ცხოვრების 3 წელი (თავი 1)
ჭავჭავაძეზე მივდიოდი, უცბად რომ დავინახე დიდი შენობა უამრავი ხალხით გარშმო, იმდენად პატარა ვიყავი რომ არც კი ვიცოდი რა იყო, წავიკითხე და მივხვდი რომ ეს ის ადგილი იყო, საიდანაც მოდიოდა ჩვენი მშობლების ხშირი ფრაზა ''სტუნდენტობა რა მაგარია'' რატომღაც უცნაურად გამიელვა გულში და ვიფიქრე რომ ჩემი სტუდენდობა, აქ ამ ადგილზე დაიწყებოდა, ეს იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თუმცა ეს ყველაფერი დიდი ხანი არც კი გამხსენებია. ურააააა ურააააა- მთელი სახლი მოიცვა გიკას უაზროდ ხმამაღალმა კივილმა, ორი წლის ბავშვივით დახტოდა საწოლზე და ყვიროდა- ესეც ასე, ვიცოდიიი, შევძელიიი,მაინც ხომ ვუტირე გეოგრაფიას ყველაფერი, დედააააააა დედაააააა იმედები უნდა გაგიცრუოოოოო- ყვიროდა გიკა მთელ ხმაზე როცა თიკა შეშინებული შემოვარდა ოთახში. გაგიჟდი გოგო? - გავგიჟდი კი, მთელი 12 წელი რომ მეძახდი უნივერსიტეტში ვერ ჩააბარებო ესე თუ იზარმაცეო , პასუხები დაიდო ვნახე და გავგიჟდი. -რა ქენიიი? - შიში შეეპარა თიკას სახეზე. -რა უნდა მექნა- ეშმაკურად გახედა გოგონამ დედას. -ჰა ეხლა თქვი გამისკდა გული -ჩავაბარეეეეეეეეე -რა მაგარია დედი გილოცავ- გახარებული და ბედნიერი სახით გამოეშურა თიკა შვილის ჩასაკოცნად. -მოიცა დე ეს ყველაფერი არ არის. - მოუტრიალა გიკამ ლეპტოპი და დაელოდა დედის რეაქციას. -დარწმუნებული ხარ რომ შენი გვერდია? სწორად შეხვედი? -კი დედი მე ვარ გ-ი-კ-ა პ-ი-რ-ვ-ე-ლ-ი. ვერ ხედავ? -აუუუუ გიკუნა რა მაგარია დეეე არ მჯერა !! ყოჩაღ სულ ვიცოდი რომ ყოღაღი ხარ მაგრამ ხომ იცი მაგას არ გეტყოდი სანამ ამ შედეგს არ დამიდებდი. -ხოხ ქალბატონიი თიკა ძლივს პირველად გავიგე შენგან რომ რაღაც შემიძლია.- გასკდა სიცილით გიკა და კვლავ განაგრძო ახლა უკვე სიმღერ სიმღერით- გრანტი ჩემიი დიდიაა მელოდებაა ილიააააა - უყურებდა თიკა გახარებულ შვილს და თვალზე ცრემლი ადგებოდა უცბად რომ ბუგი შემოვიდა ეს მამიკოს მოფერებითი სახელია, მსუქანიკო და საყვარელი კაცია, როცა გაიგო შვილის წარმატების ამბავი გაუხარდა და მორიდებულად გიჟურად დაიწყო ხელებით ცეკვა. მოკლედ ეს არის გიკა, გიჟი, არანორმალური, ხმაურიანი, მოუსვენარი 18 წლის გოგო, რომელსაც ყავს მშვიდი და მოსიყვარულე ოჯახი, აი გიკა ის გოგოა რომ ამბობენ ეს ვის დაემსგავსა ნეტავ ვიცოდეო. ყავს ძმა ირაკლი, შედარებით გაწონასწორებული და მშვიდი, მოკლედ ოჯახის ალიაქოთი და ხმაური საბოლოო ჯამში მაინც გიკაა, ხშირად მხიარულად, ზოგჯერ პირიქით. ნელ-ნელა გაიცნობთ მის გარშემო მყოფ საყვარელ ადამიანებს არც ისე ბევრს მაგრამ რაც მთავარია ცოტას და ხარისხიანს. მაშ ასე დავიწყოთ :დ დადგა 21 სექტემბერი. უნივერსიტეტის პირველი დღე. გიკა შვილო 10 წლის აღარ ხარ ეს სპანჯბობის ფერი ზედა რომ ჩაიცვა, ცოტა რაიმე სხვა სტილი აარჩიო იქნებ? -აუ დედა კარგი რააა -ოო მეც რატომ ვიღლი თავს რამეს რომ ამოიჩემებ ხომ ვიცი შეუძლებელია აზრი შეგიცვალოს ვინმემ , ღმერთო როდის გაიზრდებიი. -კაი რა დედუნა მერეც მეყოფა გაზრდილი სიარული. - მივიდა დედასთან სასაცილოდ დაიჭყანა აკოცა და გაუდგა გზას ახალი ''ცხოვრებისკენ'' დიდი შენობის კარებთან დგას პატარა გოგონა ყვითელ ზედაში, პოლ სმიტის ფერადი მანქანიანი ჩანთა მხარზე აქვს გადაკიდებული, თავზე კეპი ახურავს, ასევევ ყვითელ ტელეფონში იყურება იმ იმედით რომ მისი მეგობარი რომელმაც ასევე აქ ჩააბარა ოდესმე უპასუხებს, თავი ამოწია და ნელ ნელა გაუქრა ის სიხარული და ემოციები რასაც ელოდა ამ უნივერსიტეტისგან, ხედავდა ახალგაზრდა გოგოებს და ბიჭებს შავ ფერებში, ასევე შავი ჯინსებით, შავი კედებით, შავი მაღლებით, შავი კაბებით, შავი კეპებით , მაგრამ პიკი იყო ერთად მოსიარულე სამი გოგონა შავი პომადით. - ცოტა შეშინებულმა უკან დაიხია და გადაწყვიტა ზუსტად იმ დროს დაბრუნებულიყო ამ საშავეთში , როდესაც ლექციის დრო მოვიდოდა, მანამდე კი საჭმელად გაიქცა, რატომღც რომ ჭამა ვერ მოესწრო :დ მართალია ბევრს ჭამდა მაგრამ არაფერი არ ეტყობოდა. სიმაღლე- 170 სმ წონა-50კგ თმისა და თვალის ფერი- ღია ყავისფერი ფეხის ზომას, წელის გარშემოწერილობას და მხრების სიდიდეს აღარ დაველოდოთ :დ ალო- გიკა როგორ ხარ რა ხდება აბა მოგწონს? - დაურეკა ბავშვობის ორმა დაქალმა რომლებიც ერთ უნივერსიტეტში მოხვდნენ და უფრო გასამწარებლად ურეკავდნენ -აი ძააან- ა რ დანებდა გიკა კაი ხო იცი ზეპირად გიცნობთ- უპასუხეს ერთდროულად ქეთამ და თეომ კაი კაი შემეშვით საღამოს ვიკოფავოთ პკკკკკ - სიცილით გაუთიშა გიკამ ისევ ამ დიდი შენობის წინ დგას, ისევ მუქ ფერებში, მაგრამ ახლა უკვე წინ და წინ იკვალავს გზას აუდიორიამდე, ღმერთო ჩემო კარებებიც კი შავია ეს რა არის- ფიქრობდა გიკა, როცა შორიდან მომავალი გოგო დაინახა წითელი ფერის ქურთუკით, თვალს ესიამოვნა, ყურადღება მიიპყრო გოგონას დადებითმა აურამ და ფერმა, მაგრამ სანამ მივიდოდა ახალ ობიექტამდე თავისი აუდიტორიის ნომერი წაიკითხა და უნდა შესულიყო.. -გამარჯობა შეიძლება? -მობრძანდი გენაცვალე - შენ სტუდენტი ხარ თუ უბრალოდ თავისუფალი დამსწრე? - გაუმართა დიალოგი ლექტორმა - არა , სტუდენტი ვარ რატომ? -რავიცი აბა პატარა გოგონას გავხარ სპანჯ ბობი რომ უყვარს - დაიწყო სიცილი ბატონმა ნიკოლოზმა და რაღათქმაუნდა აიყოლია აუდიტორია, მაგრამ გიკასაც გულწრფელად გაეცინა ამ კაცისა და დედამისის იუმორის მსგავსების გამო ალბათ . არა და სულაც არ ჰქონდა ნანხი სპანჯ ბობის მულტფილმი, უბრალოდ ფერი მოსწონდა ყვითელი. -კარგით აბა ბავშვებო დავიწყოთ, დაბრძანდით ქალბატონო yellow უთხრა ბატონმა ნიკოლოზმა გოგონას , გოგონას ცოტა მობეზრდა ეს ერთიდა იგივე იუმორი მივიდა ლექტორთან ხელი გაუწოდა და უთხრა -მე გიკა ვარ გიკა, 18 წლის, სპანჯ ბობი მარტო სურათებით ვიცი როგორია, ვერ ვიტან მუქი ფერის ტანსაცმელს, მიყვარს მზე და ჭამა. - ასე ურცხვად და ხმამაღლა გამართა ცოტა უკმაყოფილო დიალოგი და გააცნო თავი ჯგუფელებს გიკამ. -ოხ როგორი სიტყვა პასუხი გცოდნია გენაცვალე გიკა, კარგი რადგან ამდენი ლაპარაკი იცი მოდი ჩემს ადგილზე დაჯექი და მოგვიყევი როგორ წარმოგიდგენია შენი სტუდენტობა. - ნიშნის მოგებით უყურებდა ლექტორი გოგონას, გიკა წამიერად დაიბნა მაგრამ თავის ფერადი ჩანთა დადო ლექტორის მაგიდაზე, თავი დაუკრა , გაუღიმა და თხოვა რომ ადგილი დაეთმო, ფაქტი ერთი იყო აუდიტორიაც გაოცებული იყო და ლექტორიც. -გამარჯობათ უცნობო და ახალო თანატოლებო და თანასწორებო, მე გიკა ვარ, გიკა პირველი, ჩემი უიღბლობა რომ ვიცოდი ვხვდები რომ მაინცდამაინც მე უნდა გამოვიდე სიტყვით პირველი- პირველივე დღეს, პირველივე ლექციის პირველივე საათზე- ალბათ ჩემი გვარის ზეგავლენაა :დ აუდიტორიას ღიმილი შეეპარა ზოგს მოსწონდა ამ გოგონას სითამამე , ზოგი უკმაყოფილო იყო ამდენი ლაპარაკით. გიკამ მაინც გააგრძელა. - გილოცავთ ყველას სტუდენტობას, ალბათ ეს იმ ისტორიის დასაწყისია ჩვენ შვილებს ტვალებისციმციმით რომ უნდა მოვუყვეთ თუ რა მაგარია!- იმედი მაქვს ყველაფერი ასე იქნება. როგორც აქ მჯდომი ყოველი თქვენგანი, მეც სამსახიობო ხელოვნებაზე მოვხვდი, წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გაგვაკეთებინოს ბატონმა ნიკოლოზმა, თუმცა დიდი იმედი მაქვს სიმღერას, ცეკვას, მხიარულებას არ მოგვაკლებს, რადგან ასეთი იყო ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი, გეოგრაფიის რომელიც მეზიზღებოდა, მაგრამ ტაშ-ფანდურა გაკვეთილებით უმაღლესი ქულა ავიღე, პირადად მე სადაც მხიარული გარემოა იქ არაფერი არ მეზარება , ასევე არ დამზარებია დამპალი გეოგრაფიის სწავლაც. - აუდიტორიას ფართო ღიმილი შეეპარა, ბატონი ნიკოლოზი ღიმილით უყურებდა გოგონას , შემდეგ აუდიტორიას, მერე ისევ გოგონას, ამ ყველაფერს გრძნობდა გიკა და ისიც იცოდა რომ ამ გამოსვლის შემდეგ ზოგი იფიქრებდა რომ არანორმალურია, ზოგი კი პირიქით მარტივად დაუმეგობრდებოდა. ამ ფიქრებში იყო, როდესაც ბატონი ნიკოლოზი მიუახლოვდა, მივიდა მაგიდაზე მდგომ კომპიუტერთან, შევიდა ინტერნეტში და ყველა გააფრთხილა -თუ გინდათ ეს საგანი არ ჩაგრჩეთ თვალები დახუჭეთ ზუსტად ერთი წუთი, იცოდეთ მე ყველას თვალებს ვხედავ ! - მთელმა აუდიტორიამ დახუჭა თვალები და უცბად ჩაირთო ყველასთვის ნაცნობი და მხიარული სიმღერა ვაგონი მიქრის. -აბა ქალბატონო გიკა ჩამებით და დავიწყოთ მხიარულად ჩვენი მრავალდღიანი ლექციები-გიკა დაუფიქრებლად გაჰყვა ლექტორს მოიარეს მთელი აუდიტორია და იყვნენ სრულ ტაშ ფანდურში, ყველა ძალიან მხიარულად იყო, ყველა ადგა, მაგრამ განსაკუთრებული ღიმილი მაინც გიკას დათამაშებდა სახეზე, რადგან გაახსენდა ბავშვობის მოგონება, რომ ის ამ უნივერსიტეტში გაატარებდა მხიარულ სტუდენტობას. -კარგით ბავშვებო დღეისთვის სულ ეს იყო, მაგრამ არ გაგიტკბეთ, სწავლა უფრო მეტად მოგიწევთ, დიდი მადლობა მოსვლისთვის და ბედნიერ სტუდენტობას გისურვებთ აბა შემდეგ ლექციაზე შEვხვდებით ერთმანეთს. - დაემშვიდობნენ ბავშვები ლექტორს, გიკა მხიარული განწყობით გამოდიოდა კარიდან, მაგრამ რაღაცამ შეუშალა ხელი, ის უცნობი წითელი ობიექტის გოგონა შეეჯახა ცხვირპირით. რეაქცია? -ორივეს სიცილი აუტყდა, - ვაი ბოდიშიი , მე თათა ვარ -გაუწოდა ხელი წითელმა. -მეც ბოდიში თათა, სასიამოვნოა, მე გიკა ვარ. -შენც ხარ ამ ლექციაზე? -კი ეხლა დამთავრდა , იცი რა მაგარი ლექტორიაა აი ძალიან . -აუ მართლა რა მაგარია, რაც მოვედი რაღაც საბუთების ამბებს ვაგვარებ და ვერ მოვასწარი შემოსვლა. -არაუშავს ისეთი ტიპი ჩანს აშკარად არ მოგვაწყენს, წამოდი ყავა დავლიოთ პირველი ხარ ვინც გავიცანი უნივერსიტეტში უნდა ავღნიშნოთ :დ -ეე რა მაგარია მეეც, კი წამოდი მე ვიცი აქ კაფეტერია არის და ჩავიდეთ - გაეშურნენ წითელი და ყვითელი ახალი ადგილისკენ, ახალი ემოციებით. -მოდი მე დღეს კარგ ხასიათზე ვარ და დაგპატიჟებ :D -არა გიკა მეც ძალიან კარგ ხასიათზე ვარ და მე დაგპატიჟებ! -არა მაშინ საერთოდ არ დავლევ ყავას! -ხო და არც მე! -ხო და ნუ დალევ! არც მე არ დავლევ! - აშკარად ერთმანეთს შეეფეთა ორი ზედმეტად ერთნაირი გადარეული გოგო, ხმაურიანები და მხიარულები, ალბათ იმხელა ხმაზე ლაპარაკობდნენ მიმტანმა მაგიდაზე ორი ხსნადი ყავა დაუდო. -ეს თქვენთვის -გაუღიმა და წასვლას აპირებდა -უკაცრავად ქალბატონო ლენა, ეს საიდან? ჰკითხა თათამ - ჩემი სახელი საიდან იცით? გაოცდა ხანშიშესული ქალი -აი ესეთი ნიჭი მაქვს ქალბატონო და სანამ ჩემით გამოვიცანი და უარესად შეგეშინდათ მითხარით საიდან ეს ყავა? მიუგო ზრდილობიანად და მხიარულად თათამ და თვალი ჩაუკრა გიკას, რომელსაც მიანიშნა ქალის ბეიჯზე, სადაც მისი სახელი ეწერა. როგორც ჩანს ეს ლენას არ გამოპარვია და ნიშნისმოგებით უთხრა გოგოებს- არგეტყვით! -კარგი მაშინ სულ ესე უფასოდ უნდა მოგვიტანოთ ხოლმე? რა მაგარი უნივერსიტეტიაა -თავისივე კითხვას პასუხი გასცა გიკამ. კი შვილებო ალბათ სულ მოგიტანთ როდესაც კაფეტერიაში ის სამი ყმაწვილი იჯდება- მიანიშნა გვერდითა მაგიდისკენ გაუღიმა და წავიდა ქალბატონი ლენა. -აუუ როგორ მეზიზღება ესეთი რომანტიული გამოსვლებიი -აუუუ მეც ცუდად ვხდები, დავიჯერო ეხლა ამხელა ხმაზე ვლაპარაკობდიტ? იკითხა გაოცებულმა გიკამ -არვიცი, ან ჩვენ ვლაპარაკობდით ხმამაღლა ან იმათ აქვთ ყურები ახლოს, ბოლო ოთხი სიტყვა უფრო ჩუმად თქვა თათამ და გადახედა გვერდითა მაგიდის წევრების რეაქციას, საიდანაც გამომდინარე მიხვდა ორივე რომ მეორე ვარიანტი უფრო სწორი იქნებოდა, თავი დაუკრეს და გიკამ უთხრა - მადლობა ყავისთვის მეორედ აღარ არის საჭირო. -ეე შენ როგორი მკაცრი ყოფილხარ ჩემი არ იყოოს - გაიცინა თათამ -ხო რატომაც არა შეყვარებული მყავს და სხვა ბიჭები რატომ უნდა მიგზავნიდნენ ყავას? -აჰა მართალი ხარ გიკუსკი -გაიცინა თათამ. ამ ორი გადარეულის ურთიერთობამ ძალიან მალე დაანგრია დროის საჭიროება იმისათვის რომ დაუახლოვდე ადამიანს, ყველაფერი ბუნებრივად მიდიოდა, ბუნებრივად და ძალიან კარგად. -თათა მე ეხლა უნდა გამომიაროს სანდრომ, ანუ ჩემი შეყვარებულია თუ გინდა წამოდი გაგაცნობ სხვა საქმე თუ არ გაქვს, თუ გაქვს არ მეწყინება წინ 4 წელი გვაქვს :D -მადლობა გიკა ყურადღებისთვის მე სახლში უნდა გადავიდე აქვე ვცხოვრობ ჩემი და მელოდება, ამიტომ სხვა დროისთვის იყოს კარგი? - კარგი წითელოო -ჰაჰა ყვითელოო - სიცილით დაემშვიდობნენ ერთმანეთს გოგოები. -ვა სანდრო როგორ ხარ? -რა ბედნიერი სახით გამოხვედი მილიონი მოიგე? -აუ უნდა დაიწყო ეხლა? -არა მაინტერესებს რატომ გიჩანდა ყველა კბილი , რა გიხარია ესე? - ერთი გოგო გავიცანი ჩემნაირია გავუგე და ეგ მიხარია. კმაყოფილი ხაარ პასუხით ? -გოგო? -ხო სანდრო მგონი გითხარი უკვე, სამწუხაროდ გვარის კითხვა დამავიწყდა თორე უკეთესი დამაჯერებლობისთვის facebookze გაჩვენებდი- გამწარდა გიკა და ის ღიმილიც უეცრად გაქრა. - რატომღაც ამ ბიჭს ყველაზე საუკეთესო დროს და ყველაზე საუკეთესო მომენტში საშინლად მარტივად შეეძლო გუნება-განწყობის გაფუჭება, ამას გიკაც ხვდებოდა, მაგრამ ყველაფერს მალე ივიწყებდა, პირველ რიგში წყენას, ასე რომ სანამ ვაკიდან საბურთალომდე მივიდნენ ესეც დაავიწყდა. -შენ როგორხარ სანდრიკოო? -კარგად, ცუდად რომ ვიყო ხომ არ გამოვიდოდი? -კაი ბოდიში - ცინიკური სიცილით უპასუხა გოგომ- წავალ მე შენ აღრენილი ხარ და არმინდა უაზრობის გამო ჩხუბი, ზუსტად ვიცი ესე მოხდება ამიტომ ავალ სახლში დავისვენებ. -მე შენი მძღოლი კი არ ვარ მოგიყვანო და წავიდე, მაიცა რა სად ახვალ აქ დაისვენე. - ეს აშკარად ზედმეტი მოუვიდა, გამყინავი მზერით შეხედა გიკამ, საოცარი სისწრაფიდ გააღო მანქანის კარი , ერთადერთი რამ უთხრა - იცოდე მეზიზღება კაცი ქალივით რომ ფიქრობს და ლაპარაკობს, და თუ კაცივით არ შეგიძლია აზროვნება და საუბარი აღარ დამეკონტაქტო!! - მიუჯახუნა კარები და ავიდა სახლისკენ, რათქმაუნდა ნაწყენი და გაბუტული იყო ამ ბიჭის უაზრო გამოხტომებით , იცოდა რომ ძალიან უყვარდა სანდროს, ამგრამ იმასაც ხვდებოდა რომ საშინლად მძიმე ხასიათი ქონდა და ამას მთელი ცხოვრება ვერ აიტანდა. სწორედ ამიტომ არასდროს არ მიუცია პირობა ცოლობაზე, მეტიც კი არასდროს არ გაუგრძელებია სანდოს წამოწყებულ თემაზე - დაოჯახებაზე საუბარი, სულ ცდილობდა მარტივად და შეუმჩნევლად სხვა რამეზე გადაეტანა სანდროს ყურადღება. ერთი წელი გავიდოდა 6 დღეში რაც ერთად იყვნენ. როგორი იყო გიკა ამ ურთიერთობის დროს? - ხანდახან მხიარული, ხშირად განაწყენებული და არასდროს ისეთი ბედნიერი რომ ამ ბიჭთან დაოჯახებაზე ეფიქრა, თუმცა რომ იცოდა თავისი ბავშვური ხასიათი, ჩათვალა რომ ამაზე ფიქრის დროც მოვიდოდა. სანდრო ზუსტად გიკას ხელა არის, სანდრო ნიკოლაძე, სიმპატიური, საშუალო სიმაღლის და კარგი ცხვირ-პირის პატრონი იყო, ბევრი გოგო ცდილობდა მის გვერდით ყოფნას, მაგრამ სანდრომ რატომღაც გიკა აირჩია, -გოგო რომელიც საერთოდ არც კი ჩანდა მის ცხოვრებაში , არც კი იჩენდა ყურადღებას და ზედაც კი არ უყურებდა, ეს არ იყო ბანალური გრძნობა, სანდრო დიდი ხანი ფიქრობა ამ ყველაფერზე, საბოლოოდ როდის გადადგა ნაბიჯი იცით? შემოდგომა იყო, წვიმდა, სახლში ბრუნდებოდა გაჩერებაზე რომ დაინახა გიკა, ოღონდ რამეს კი არ ეფარებოდა, ხელები გაშლილი ჰქონდა და ცას უყურებდა ღიმილიანი თვალებით, ეუცხოვა გოგონას ასეთი დამოკიდებულება და ბედნიერება ბუნებისადმი სანდროს, გული აუჩქარდა, თვალს ვერ აშორებდა, მერე მანქანა გაააჩერა გადმოვიდა და უკნიდან მიეპარა გიკას. -ვუუუუ - -აააა - შეეშინგა გიკას და სიცილი სახეზე შეადნა ამ ემოციისგან. გაგიჟდი? მანიაკი მეგონე და შეიძლებოდა რამე შემომერტყა შენთვის. -მერე რა არ მეტკინებოდა - უპასუხა ღიმილით სანდრომ -მაგას ეგრე ნუ უტყვი მწარე ხელი მაქვს - სიმართლე გითხრა არ მჯერა რომ შენ მწარე ხელი გაქვს, მაგრამ თუ გინდა რომ დამაჯერო მე აქ ვარ და მოდი დამარტი - სიცილით უპასუხა სანდრომ გიკა მოიღუშა ბავშვურად გადმოაგდო დრუნჩი და ნაწყენა უთხრა - მე მართლა მწარე ხელი მაქვს... კარგი კარგი- მოდი მე წაგიყვან სულ სველი ხარ და გაცივდები, ასე არშეიძლება -ოხ მატყუარა ამინდები ხომარ არის? სიო ხო არ დამიბერავს და ფილტვების ანთებაც ხო არ დამემართება? შენ დედაჩემმა გამოგგზავნა ჩემს ასისტენტად? - მიაყარა გიკამ და ბოლოს ამოისუნთქა -კაი რა იყო უბრალოდ გაგიყვან სადაც მიდიხარ ჩემი თხოვნა იქნება. -ესე მარტივად რომ ვასრულებდე თხოვნებს ეხლა ჩემი საკონდიტრო მექნებოდა დედაჩემმა იმდენჯერ მთხოვა მოდი ტორტის გამოცხობა გასწავლოო- უპასუხა გიკამ და ცოტა ღიმილი შეეპარა, ალბატ მოიხიბლა ბიჭის ყურადღებით, მართალია არ იკარებდა არავის, მაგრამ რატმღაც სანდრო სხვანაირად მოეჩვენა. -კარგი რა მეც გავცივდები შენი თავი თუ არ გადარდებს, და იცოდე სანამ შენ არ წამომყვები მეც აქ ვიდგები, გაითვალისწინე რომ ორი კვირის წინ გავიკეთე გლანდების ოპერაცია და ჩემთვის გაციება არაფრით არ შEიძლება. - იყურებოდა გზის მეორე მხარეს სანდრო და ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა რის დამალვასაც სახის შებრუნებით ცდილობდა. -ჯანდაბა ყველა გიჟი მე რატომ გადამეკიდა? გიზიდავთ გიჟებოო? მაცადეთ ცხოვრება და ტკბობა მაცადეთ! ჩAილაპარაკა თAვისთვის გიკამ და სანდროს პასუხი არც გასცა ისე გაემართა მანქანისკენ. -მოიცა მოიცა ეგ არრრრ- სიტყვა უნდ დაემთAვრებინა სანდროს უცბად რომ სხვისი მანქანის კარები გამოაღო გიკამ. რა არის? ეს აკრები არ მუშაობს? არვიცოდი ბოდიში -არა უბრალოდ ჩემი მანქანა უკან დგას- ხმამაღალი სიცილი აუტყდა სანდროს -ჯანდაბა! ჯანდაბა! კარგი წამოდი მგონი საშიშია შენი გაციება- წარბი აუწია გიკამ. -კიკი მოვდივარ უცბად გამოფხიზლდა სანდრო. ეს იყო და ეს დღე რომ სანდრომ აქტიურად გააგრძელა გიკასთან ურთიერთობის დალაგების მცდელობა, თავიდან ეგონა არაფერი გამოუვიდოდა ამ ჯიუტ გოგონასთან, მაგრამ ერთი წელი დაჭირდა მისგან ნორმალური ურთიერთობა რომ მიეღო პასუხად, ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი, იგივე დღეს როდესაც პირველად იგრძნო მის მიმართ სიხარული, ამ დღეს აუხსნა სიყვარული . ყველაფერს ელოდებოდა სანდრო, რომ დაარტყავდა, ეჩხუბებოდა, ცყალს დაასხავდა, არ ელოდებოდა მხოლოდ ერთს- გიკასგან ჩახუტებას, არ ელოდებოდა მაგრამ ასე მოხდა. იმის მერე ერთი წელი გავიდა, იცით როგორი წყვილია? ბიჭირომ გიჟდება გოგოზე და ამ ყველაფერს რომ არაადეკვატურ ემოციებში გადაყავხარ ეგეთი სიყვარული შეძლებია სანდროს, მარტო თავისთვის უნდოდა, არ ემეტებოდა არც მაღაზიაში ჩასასვლელად, არც თეატრში წასაყვანად, არც ხალხმრავალ ადგილებში სასეირნოდ, უნდოდა მარტო მას ეყურებინა და უნდოდა მარტო მას შეძლებოდა ამ გოგოს შეხედვა! - ეს კი მალე მარაზმი გახდა, გახდა ეჭვიანობა, უმიზეზო ყვირილი, გახდა მიზეზი ტყუილის რომ ორივე ბედნიერია, არა და სანდრო დაძაბულობით იყო უბედური , რომ ვინმეს გიკასთვის ნახევარ წამზე მეტით თუ შეხედავთა რა უნდა ექნა , უნდა ეცემა თუ უნდა დაეჩეხა. ასეთი ავადმყოფურად ეჭვიანი იყო სანდრო, ეხლა რომ ვუფიქრდები მესმის კიდეც, ბევრი არ იყო გიკასნაირი გოგო, ბევრი კი არა ჩვენს გარშემო არ იყო მისნაირი სუფთა, ციმციმა და ღიმილიანი არსება, თითქოს 18 წლის გოგონას სხეულში , სპეტაკი 3 წლის ბავშვის თვალები და სული ჩასახლებულიყო, ალბათ ამიტომ არ ემეტებოდა არავისთვის მზერის გაყოფაც კი სანდროს. თათა და გიკა დამეგობრდნენ, უნივერსიტეტიდან ერთად მოდიოდნენ, ერთმანეთის დაქალები გაიცნეს, თქვენ ხომ იცით სადაქალოში ახალი დაქალის მოყვანა რამდენს ნიშნავს, ყველაფერი კარგად მიდიოდა, კმაყოფილი იყო გიკაც, თათაც, ლექტორი ნიკოლოზიც რომ ესეთი სრული დასწრებით ტარდებოდა მისი ყველაზე მხიარული ლექციები. -რომელი ხელი გინდა მარჯვენა თუ მარცხენა?- კითხა გიკამ თათას ლექციის დროს. -მმმმ მარჯვენაა წამოიძახა თათამ -ვაუუუუუუუუ -გაშალა ხელი გიკამ და Xელში ემენდემსი ეჭირა. -თათამ ხელი მოუჭირა გიკას, ბედნიერი ღიმილით აევსო სახე და უთხრა- წითელი და ყვითელი ანუ მე და შენ <3 -ჰაჰა რა მაგარია გახსოვს ანუ ყველაფერი. -კიი როგორ არა სულ მემახსოვრება. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ლექციიდან გამოსული თათა და გიკა თათასთან ადიოდნენ სახლში როდესაც მათ წინ მანქანამ საოცარი ხმაურით დაამუხრუჭა. ეს სანდროს მანქანა იყო. სანდროსი რომელიც ნასვამი იყო და გიჟივით მივარდა გიკას. =ვერ მოვასწარი ხო? წავიდა უკვე ხო? ნახე რამდენ იადამიანი გიყურებს შენ უნივერსიტეტში როგორ გიშვებ ხოლმე მარტო ტო? ამას გამოვასწორებ გპირდები მაპატიე- არაადეკვატურ ტექსტებს იმეორებდა სანდრო , რაც უკვე ყველაფერზე მეტად ზედმეტი იყო, - ვინ გაგასწრო სანდრო? რას გამოასწორებ? ვინ მიყურებს? და თუ ვინმე მიყურებს ისიც იმიტომ რომ გიჟივით იქცევი და ეს შენ გამო მიყურებენ მე დავიღალე! დამღალე, დამთრგუნე, ჩემს სილაღეს მაცლი, მაშავთეთრებ და მე ეს ყველაფერი მიყვარს კი არა აღარც მომწონს. გთხოვ დამანებე თავი, წადი, ისე წადი რომ აღარ მობრუნდე ჩემთან , მე შენს გვერდით ვერ ვიქნები, მე სხვა ვარ შენ სხვა, შენ მე არ მენდობი, დამსდევ, შენ კი არ გიყვარვარ აფანატებ ჩემზე და სიმართლე გითხრა ეს მარაზმია! იცი რატომ? ზუსტად ესე უვლის და არ გაყავს არსად ბაბუაჩემს თავისი თოჯინების კოლექცია არსად სანამ მტვერი არ დაედება, და ალბათ მეც რომ ნაოჭები მომედება სახეზე და ყურადღებისმისაცევი ჩემში მხოლოდ ნაოჭი იქნება მაშინ შემეძლება თამამად გასვლა ან თუნდაც გარეთ შენთან ერთად სიარული ხო? არა სანდრო ეს აღარ გაგრძელდება , ისედაც დიდი ხანია მიმდინარეობს ეს სპექტაკლი, სპექტაკლი რომელსაც დრამატული ფინალი აქვს! წადი სანდრო -სანდროს სიტყვა არ უთქვამს დაჯდა საჭესთან და მოწყდა ადგილს. -ვაიმეე ეს რა ამბავია რა ხდებაა- შეშინებულმა და გაოცებულმა თათას დედამ დაუძახა გოგოებს, გოგოებო ავარია მოხდა ჭავჭავაძეზე , თქვენ უნივერსიტეტთან, დღEს ლექციები ა რ ჩატარდება , ამიტო მსახლში იჯექით! გოგოები მოვიდნენ ტელევიზორთან და ის ის იყო რომ გააანალიზა გიკამ ყველაფერი მოწყვეტით დაეცა ადგილზე.. გაგრძელება იქნება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.