შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგო რომელსაც ხალხის ღიმილი აბედნიერებს !


24-01-2018, 04:31
ავტორი anna_014
ნანახია 1 498

მე არაფრის დაწერას არ ვაპირებ, გარდა გაუბედურებული ადამიანის აღწერისა. მახსოვს როგორ მიდიოდა ცხოვრება ჩემს თვალწინ და ამ დროს მე როგორ გავშეშდი იმ ქუჩის ბოლოს, რომელიც ყველასთვის ნაცნობია. ყველამ იცის ამ ლამაზი და პატარა ქალაქის ისტორია. თბილისი ჩემი თბილისი. რამდენჯერმე დავფიქრდი კიდეც რა მინდა აქ, ვინ ვარ საერთოდ ან რისთვის გადმოვიხვეწე ჩემი ბევრად პატარა და მოსაწყენი ქალაქიდან. მე ცხოვრებამ ერთ ლამაზ დღეს მომისროლა იქ სადაც არ არის ჩემთვის შექმნილი. არც ეს ქალაქი შექმნილა ჩემთვის და არც ის ცხოვრება, რომლითაც დღეს ვცხოვრობ. უამრავი ისტორია მოგონება და სიყვარული ადამიანებისგან, თუმცა უბედური ადამიანის პროფილი მაქვს მაინც. ხანდახან მგონია რომ ვგიჟდები, მაგრამ ისევ ვაწყნარებ საკუთარ თავს და ვეუბნები: შნ გიჟი არ ხარ, შენ გაკლია ის რაც ამ სამყაროში უხვად არის, თუმცა შენთვის არა. გავიხედავ გვერდით და ვხედავ ყოველდღიურად ბიჭუნას რომელსაც ალბათ არც თუ ისე სახარბიელო დიაგნოზი არ აქვს. საინტერესო კი ის არის რომ ასეთ ყინვაში ის მაინც გარეთ დგას და სათამაშოებს ყიდის. მაშინ როცა კალათის ჭერაც კი არ შეუძლია ხელში.
სამყარო შეიცვალა, ხალხიც გაცივდა და ღიმილიც მომენატრა ადამიანების სახეზე. ბოლოს და ბოლოს მე ხომ ვარ გოგო რომელსაც ადამიანების ღიმილი აბედნიერებს. აბედნიერებს ადამიანების ღიმილი იმიტომ რომ საკუთარი არ გააჩნია. ეს ღიმილი წამართვეს. მინდა დავდგე იმ ადამიანების წინ რომლებიც ამის მიზეზად ითვლებიან და არიან კიდეც და ვუთხრა რომ ვპატიობ ჩემი როგორც, განადგურებული 19 წლის გოგოს სახელით, ვუთხრა რომ მე არავინ ვარ, მათი ცხოვრების დანგრევა მე დიდს არაფერს მომიტანს. მე ეს ხომ არ მაბედნიერებს და ბოლოს მე მათ ვეტყოდი რომ ვპატიობ. დანარჩენი სამართალზე არის დამოკიდებული და რა თქმა უნდა უფალზე.
მინდა ვიმოძრაო, აქტიური ცხოვრების მქონე პერსონა ვიყო, მაგრამ მიჭირს. ახლაც სადაც არის თავზე დამათენდება და დარწმუნებული ვარ რომ დილიდან დაღლილობას ვიგრძნობ. ვიცი ისევ არაამქვეყნიური სულივით დავიწყებ სიარულს ამ მიწაზე ვიცი ისევ დამღლის წარსულის გახსენება და ისევ მომინდება გაქცევა რეალობისგან. შესაძლებელია ისევ დავლიო და გადავეშვა არარეალურ სამყაროში მაგრამ იმასაც ვხვდები თუ რამდენად მძიმე იქნება ჩემთვის ყველაფრის ისე დალაგება როგორც ეს მე მაწყობს. მე კიდევ ვიტყვი და გავიმეორებ რომ არავინ ვარ, რომ ცხოვრება წინ წავა და ვიცი მე ყოველთვის უკან დავრჩები. ნუთუ დავავიწყდი ბედნიერებას, ნუთუ უფალმაც დამივიწყა?! არავის ანაღვლებს შენი კეთილი გული, შენი აზროვნება და პრობლემები. ყველას შენი სხეული აინტერესებს. აი სად იწყება და სრულდება ყველაფერი. სხეული რაღაც გარკვეული ეშხი, ჩემი ცხოვრების უდიდეს დაღად იქცა რომლის მოშორებაც არვიცი რამდენად იქნება შესაძლებელი. თუ მოწონხარ ადამიანებს ეს იმას ნიშნავს რომ გაქვს შესანიშნავი გარეგნობა და არა ხასიეთი ან სულაც სხვა რამე რითაც მათ ყურადღებას მიიქცევ.
წერასაც დიდი ხნის წინ შევეშვი. არც ის ვიცი ახლა როგორ ვწერ, ან საერთოდ გამომდის თუ არა. მე ხომ გოგო ვარ რომელიც ყველაფერს იბრალებდა ყოველთვის. ეს მჭირდებოდა იმისთვის რომ ოჯახის წევრს მაინც მოექცია ყურადღება. დედას ერთხელ მაინც დაერეკა ჩემთვის და ეთქვა რომ ამაყობდა ჩემით. ახლა ყველაფერი შეიცვალა ის ყოველდღე მირეკავს მინიმუმ7ჯერ და ეს იცით რატომ?! მან განიცადა ის რაც აქამდე საჭირო იყო. მან გაიგო რას ნიშნავს გეცლებოდეს შვილი ხელიდან, ხვდებოდე რომ ვერ ეხმარები, ხედავდი როგორ დაჩაგრეს და ბოლოს მხოლოდ ამის შემდეგ იჩენ ყურადღებას და სითბოს ! ეს მე დღეს დიდ აბსურდად მიმაჩნია, იქნებ ეს სითბო მე აქამდე მჭირდებოდა, რომ ჩემი დამპალი ცხოვრება მეტად არ გამენადგურებინა.
და მაინც ვიტყვი რომ, მე ვარ გოგო, რომელსაც ხალხის ღიმილი აბედნიერებს !



№1  offline წევრი TrustYourSoul

დამაინტერესა
სასვენი ნიშნები კარგად გაქვს დასმული, მაგრამ სამწუხაროდ ახლა მხოლოდ ამის დაწერა შემიძლია,დაველოდები შემდეგ თავს და გაგიზიარებ ჩემ შეხედულებებს უფრო ვრცლად❤️❤️

 


№2  offline წევრი anna_014

წარსული კვდება...
დამაინტერესა
სასვენი ნიშნები კარგად გაქვს დასმული, მაგრამ სამწუხაროდ ახლა მხოლოდ ამის დაწერა შემიძლია,დაველოდები შემდეგ თავს და გაგიზიარებ ჩემ შეხედულებებს უფრო ვრცლად❤️❤️

მადლობა დიდი აუცილებლად გავაგრძელებ. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent