შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაფანდრა [3]


24-01-2018, 17:59
ავტორი მე♥
ნანახია 6 415

1 კვირის განმავლობაში სულ მუშაობდა, ცდილობდა გარშემო მყოფებთან ნაკლებად ეკონტაქტა და მხოლოდ საქმეზე ყოფილიყო კონცენტრირებული. სანამ გეგმას შეადგენს ყველას თავს არიდებს, როცა საკუთარი ნამუშევრის სისწორეში 100%_ით დარწმუნდება მხოლოდ ამის შემდეგ აჩვენებს ყველაფერს უფროსობას.
ოჯახის წევრებთანაც იშვიათად კონტაქტობს, არ აქვს დრო და სკაიპში საუბრის ფუფუნება, ხშირად ტელეფონზეც კი ვერ ესაუბრება ნინას, არადა როგორ უნდა მასთან ერთად მშვიდ გარემოში დაჯდომა და ყველაფერზე გულიანად საუბარი.
მასთან სულ სხვანაირი ლოლა ხდება, ენად ქცეული, გოგო რომელსაც ყველაფერზე და ყველაზე შეუძლია საუბარი.

კაბინეტის კარის ხმაზე გაღიზიანებულმა ასწია თავი და ოთახში დაუპატიჟებლად შესულ უფროსს შუბლშეკრულმა გაუსწორა მზერა.

-ხომ იცით რომ ვერ ვიტან როდესაც მუშაობის დროს მაწუხებენ?

ცივად იკითხა და ფეხზე წამოდგა. მამაკაცს გოგონას რეაქცისთვის ყურადღება არ მიუქცევია, აშკარად რაღაც სერიოზული ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ლოლასთან ამდენს ვერ გაბედავდა. მერე რა რომ ტელევიზიაში უბრალო პროდიუსერია და მასზე ბევრად მაღალ თანამდებობებს სხვები იკავებენ, უფროსს მისი დაკარგვის შიში ყოველთვის ჰქონდა, მაშინაც როდესაც კონტრაქტის ვადა იწურებოდა. ლოლასთან ხელახან კონტრაქტზე თვეები მუშაობდა, იმდენი პუნქტი და დეტალი დაამატა თავისდაუნებურად, სხვანაირად ქირია თავისთან მუშაობაზე ვერ დაითანხმა.

არასოდეს ახანგრძლივებს კონტრაქტს იგივე პირობებით იგივე კომპანიასთან, არ უყვარს ერთი ადგილის ტკეპვნა, ან რაიმე სიახლე უნდა შესთავაზონ რისგანაც ძალიან დიდ სარგებელს და გამოცდილებას მიიღებს, ან უბრალოდ განცხადებაზე ხელი უნდა მოუწერონ.
ჯერ-ჯერობით საკუთარი პრინციპებისთვის და წესებისთვის არ უღალატია და ამას არც მომავალში აპირებს.

-რა მოხდა?_ხმადაბლა იკითხა და სავარძელში ჩაეშვა.

-რეიტინგული გადაცემა გვჭირდება სასწრაფოდ!_კატეგორიული ტონით ჩაილპარაკა და შეკრულ მუშტს კბილები დაასო.

-კარგს იზამ ნერვულ შეტევას ჩემს ოთახში თუ არ დაიამრთებ. _გულგრილად ჩაილაპარაკა და სავსე ბოთლით წყალი მიაწოდა. _რეიტინგული გადაცემა ყოველთვის გეგმაში გვაქვს, მაგრამ შეგიძლია გარკვევით და დეტალურად ამიხსნა ახლა რა ხდება?

-ახლა რაზეც მუშაობ ეგ კაცი ცოტა ხნის წინ პირდაპირ ეთერით სხვა გადაცემაში იჯდა და საკუთარ წარმატებებზე საუბრობდა.

-გამორიცხულია! მასთან ძალიან დიდი გარიგება დავდე რომელსაც ვერ უღალატებდა. _გაკვირვებულმა გააქნია თავი და ფურცლებს ჩააჩერდა. _დავიჯერო იმდენად დაბალი დონის მსახიობია რომ მსგავს ინტრიგებში გახლართვა ურჩევნია ნამდვილ, შემდგარ გადაცემაში საკუთარ კარიერაზე და წინსვალზე საუბარს!? და თუ მართლა ასეა, რა განერვიულებს, მადლობა თქვი ჩვენი გადაცემით რომ არ გაიცნობს ხალხი და ზეგ არ შეგვრცხვენს. ვინმე უკეთესს ვიპოვით! _სწრაფად გადაჭრა პრობლემა და ტელეფონს დასწვდა. _ემილიას უთხარი ჩემთან ამოვიდეს და შენ წადი რამე დამამშვიდებელი დალიე, ტელევიზიაში ამ სახით სიარული კარიერას დაგინგრევს!_მეგობრული რჩევა მისცა და ტელეფონის აპარატი ყურზე მიიდო.

წამითარ არ უფიქრია დაკარგულ ერთ კვირაზე, უაზროდ გაწელილ დროზე და ვიღაც შეუმდგარი ადამიანის კარიერაზე ფიქრში გათენებულ ღამეეზე. მსგავსი იმედგაცრუება ძალიან ხშირად ხვდება და ამ თემაზე ფიქრის და დარდის დრო არ აქვს, ურჩევნია უკეთესზე იფიქროს, რაიმე კარგის შექმნაზე და გადაცემის წინ წაწევაზე.

~~~
-შოკია!_ უფროსის კმაყოფილი და დაშტერებული სახის დანახვისას ფეხი ფეხზე გადადებულმა კმაყოფილმა ჩაიღიმა. _სუპერია, ლოლა, სუპერი!_კმაყოფილებას და აღტაცებას ვერ მალავდა ჭაღარა შერეული მამაკაცი.

-მომდევნო კვირაში უკეთესი რეიტინგი უნდა დავდოთ!_ფეხზე წამოდგა, უფროს გვერდი აურა და გასასვლელისკენ წავიდა.

უყვარს როდესაც სხვების გაოცებას ასე და ამ დოზით ახერხებს, მოსწონს ადამიანების კმაყოფილი და აღელვებული თვალების ყურება. ამ დროს საკუთარი თავის რწმენა უბრონდება და ხვდება რომ საჭირო კადრია, უდიდესი შესაძლებლობებით რომლის გამოყენებასაც მაქსიმალურად აპირებს.

კაბინეტიდან თავისი ნივთები აიღო და სამსახურიდან გავიდა.
ქუჩაში სიარული უყვარს, მაგრამ არა ისე როგორც ამას რომანტიკული ადამიანები აკეთებენ. საბუთების ჩანთას მხარზე მოიგდებს, ცალ ხელში ცხელი შოკოლადის მუყაოს ჭიქას დაიჭერს და ცდილობს სახლამდე გზა ფიქრის გარეშე გაწელოს.

მანტოს ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, ნაცნობ ნომერზე დარეკა და დაელოდა როდის გაიგებდა მონატრებულ და ყველაზე ტკბილ ხმას. რა თქმა უნდა პირველი ცდა კრახით დასრულდა, როგორც ყოველთვის ბებიას ტელეფონთან კონტაქტი იშვიათად აქვს და შესაბამისად არც ზარი ესმის. კიდევ ერთხელ სცადა და ტელეფონში წამიერი დაწკაპუნების შემდეგ კმაყოფილმა გაიღიმა.

-ბებია, როგორ ხარ?_თბილი ხმით ჩაილაპარაკა და ქალის პასუხს დაელოდა.

-ლოლა, შენ ხარ ბები?_დაბნეულმა კითხა.

-კი მე ვარ. რა იყო ჩემს ნომერს ვეღარ ცნობ?_სიცილით კითხა და შუქნიშანთან გაჩერდა.

-არ დამიხედავს ნომრისთვის, ხმა კიდევ შეცვლილი გაქვს. გაციებული ხომ არ ხარ?

-არა, არა, ვჭამ და..._სიცილით ჩაილაპარაკა და გზა ნელი ნაბიჯებით გადაკვეთა.

-კარგია ჭამე. როგორ ხარ, ცივა მანდეთ?

-ცოტა აცივდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით თავს კარგად ვგრძნობ. ახლა სამსახურიდან მოვდივარ და ერთი სული მაქვს როდის მივალ სასტუმროში.

-კიდევ სასტუმროში ცხოვრობ?

-ვერ ვიშოვე ისეთი სახლი როგორიც მე მინდა. რა ვქნა, სამსახურთან ახლოს არ არის და შორს არ მაწყობს. შენ როგორ ხარ, წამლებს ხომ სვამ?

-შენ მაგაზე ნუ ნერვიულობ, მე ვუვლი ჩემს თავს. _წყრომით ჩაილაპარაკა მოხუცმა.

-ბებია, ახლა უნდა გავთიშო, მერე იქნებ ლეპტოპი ჩართო და სკაიპშიც დაგირეკავ. _მუდარამ გაიჟღერა გოგონას ხმაში.

-ჩავრთავ, ჩავრთავ... გოგონებს ვთხოვ და ჩამირთავენ.

-კარგი, გკოცნი.

~~~
სახლის ქირაობა უნდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამისთვის ვერ მოიცალა რაც ჩამოვიდა სულ სამსახურის ამბებზეა გადართული არ უნდა ყურადღება წამით მაინც მოადუნოს. იქითა შაბათ-კვირას თავისუფალია და შეეცდება განცხადებებში რაიმე იპოვოს. რამდენიმე ვარიანტი ნახა, მაგრამ ქალაქის ცენტრისგან ძალიან მოშორებით არის ყველა სახლი და შორს ყოფნა არ უნდა. ქალაქში უფრო კომფორტულად არის, ყველაფერი ახლოს აქვს, სამსახურში მისასვლელადაც არ სჭირდება დიდი დრო, იქიდან დაღლილი რომ გამოდის სამარშუტო ტაქსიში მხოლოდ 10 წუთს ატარებს და მერე პირდაპირ სასტუმროშია. ურჩევნია ცოტახანი სასტუმროში დარჩეს და როცა კარგი ვარიანტი გამოჩნდება გადავიდეს, აჩქარება არავითარ შემთხვევაში არ ივარგებს. ბევრჯერ აყრა და დაყრა კიდევ არ უნდა, ან კი სად აქვს მაგის დრო. სასტუმროს მიმღებში შესულს გოგონები ღიმილით შეხვდნენ.

-თქვენს სახელზე ფოსტაა. _ლიფტისკენ წასულს დააწიეს სიტყვა.

-გმადლობთ. _წერილები გამოართვა და გზა განაგრძო.

ჩანთა და მანტო საწოლზე დააგდო, სკამზე ჩამოჯდა და წერილები გახსნა. ერთი წერილი ბანკიდან იყო, მეორე რომელიღაც სარეკლამო სააგენტოდან, მესამე სამსახურიდან და მეოთხე უბრალო მათემატიკის ფურცელზე დაწერილი მისთვის გაუგებარი მაგალითები იყო. მათემატიკას ძალიან კარგად ფლობს, სკოლაში ყოველთვის ლიდერობდა, მისთვის ერთ-ერთი საყვარელი საგანი იყო, მაგრამ მსგავსი სტილის არც არასოდეს არაფერი შეხვედრია. ვიღაცას აშკარად საკუთარი დამწერლობა აქვს ციფრებით და რიცხვებით შედგენილი.

-საინტერესოა.

ფურცელი გადაატრიალა და თვალებმოჭუტული დააკვირდა, მერე ნახევრად ჩასულ მზის შუქს მიანათა, მაგრამ მაინც არაფერი არ გამოჩნდა. ბოლოს ძიებით დაღლილმა ფურცელი კომოდზე დადო და ფეხზე წამოდგა.

საღამოს სავახშმოდ სასტუმროს რესტორანში ჩავიდა, შეკვეთა მისცა და თავისი ადგილი დაიკავა კუთხეში მდგარ მაგიდასთან.

-ჩემი წერილი ნახეთ?_ზურგს უკან დამტვრეული იტალიური მოესმა. თავი ოდნავ მიატრიალა და უცნობს წარბაწეული დააკვირდა.

-თქვენი წერილი?! რომელ წერილს გულისხმობთ?

-ციფრებით შექმნილი სასიყვარული ლექსი. _ღიმილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და გოგონას წინ დადგა.

-აა, ეს თქვენ ხართ... ცოტა დამაბნია თქვენმა ლექსმა და სიმართლე გითხრათ აზრიც ვერ გავიგე. _მორიდებულმა ჩაილაპარაკა, მიხვდა რომ თაყვანისმცემელი მხოლოდ და მხოლოდ ლოლას გამო იმყოფება ამ რესტორანში. იმასაც მიხვდა რომ მამაკაცს გონებრივი პრობლემები აქვს.

-იცით, მე ძალიან მიყვარხართ. _ღიმილით ჩაილაპარაკა და აკანკალებული თითები ჯიბეებში დამალა.

-ეს ძალიან კარგია, შესანიშნავი გრძნობაა, მაგრამ მე დაკავებული ვარ.

ხერხი რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში შესანიშნავად ჭრის. მამაკაცს სახე გაუმკაცრდა, ნაკვთები დაუსევდიანდა და თვალები ჩაუწითლდა. ლოლას წამით შეეშინდა კიდევაც, იმდენად არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა გოგონას სიტყვებზე კაცს. დაბნეულმა თითები ერთმანეთში ახლართა და უხერხულად დაიწყო აქეთ-იქით ყურება. მსგავს სიტუაციებში იბენვა, ბუნერივიცაა ისეთი მოულოდნელი იყო მასზე შეყვარებული მამაკაცის გამოჩენა და შემდეგ დიალოგის ასე განვითარება.

-არა, შენ არავინ გყავს!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა. _სასტუმროში ყოველთვის მარტო ბრუნდები და აქედანაც მარტო გადიხარ!

შეეშინდა თანაც ძალიან, ამ ყველაფერში იმის აღმოჩენა რომ გამუმდებით ვიღაც უთვალთვალებს და მისი ყველა ნაბიჯი ზეპირად იცის არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენია, მითუმეტეს მაშინ როცა აანალიზებ რომ კაცი რომელიც შენს წინ დგას სრულიად ჯანმრთელი არ უნდა იყოს. არ უნდოდა უხეშად ეპასუხა და მამაკაცი კიდევ უფრო გაეღიზიანებინა, უბრალოდ შეეცადა მშვიდად აეხსნა სიტუაცია.

-დიახ ასეა, ჩემი მეუღლეა აქ არ იმყოფება, მივლინებაშია წასული და მალე დაბრუნდება. _სწრაფად იცრუა და ღიმილით გადახედა მამაკაცს.

-ცრუობ!

-უკაცრავად, რაიმე პრობლემა ხომ არ არის?_რესტორნის მენეჯერის დანახვისას შვებით ამოისუნთქა და ფეხზე წამოდგა.

-მე უნდა დაგტოვოთ, სასწრაფო საქმე მაქვს. _მენეჯერს თვალებით ანიშნა აუცილებლად უნდა გავიდეო და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ. მამაკაცი არ გაჰყოლია, ერთ ადგილზე გახევებული იდგა და ჩაფიქრებული აყოლებდა ქალს თვალს.

ოთახში შესვლისთანავე ამოისუნთქა. აივნისკენ წავიდა, ფარდები გადასწია და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა. მსგავს სიტუაციაში არასოდეს არ ყოფილა, რა თქმა უნდა თაყვანისმცემლები ხშირად აწუხებენ, მაგრამ ასეთი შემბოჭავი და სტრესის მომგვრელი დიალოგი არცერთ მათგანთან ჰქონია. ამ კაცში თითქოს რაღაც იდუმალი იმალებოდა, რაღაც საშიში და ამავდროულად მშვიდი. ერთადერთი რასაც აცნობიერებდა იყო ის რომ კაცი მასზე არასერიოზულად იყო შეყვარებული, ზუსტად ისე როგორც ეს ფილმებში ხდება. გადარეულ კაცს უყვარდება ქალი, შემდეგ კი მოსვენებას არ აძლევს, მისი ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი საშინელ დასასრულამდე მიდის.

მთელი საღამო ბორგავდა, ნორმალურად ვერ გამოიძინა. გამუდმებით რაღაც უცნაური ხმები ჩაესმოდა, გულიც აჩქარებული ჰქონდა, სუნთქა ეკვროდა თითქოს იხუთებაო, მაგრამ ოთახში საკმაოდ გრილოდა. ვერაფრით ვერ გაიგო რა აწუხებდა, ისიც კი იფიქრა ცოტახანი აივანზე გავალ იქნებ გადამიაროსო, მაგრამ უცნაური თაყვანისმცემლის შიშით ვერ გაბედა.
გულში უცნაურად ჩხვლეტდა ეკალის მსგავსი რაღაც, თითქოს ვიღაცა გამიზნულად, ბოროტულად არ ეშვება და მოსვენებას არ აძლევსო.

~~~
დილით სასტუმროდან გასულმა საგულდაგულოდ მოათვალიერა მთლიანი პერიმეტრი, როცა დარწმუნდა რომ სახალხოდ არავინ აკვირდებოდა სასტუმროს წინ გაჩერებულ სამარშუტო ტაქსიში ჩაჯდა და მისამართი უკარნახა.

-ააა. _მის გვერდით მდჯარი მამაკაცის დანახვისას ოდნავ წამოიკივლა და გულზე გაშლილი ხელი მიიდო. _როგორ შემაშინეთ. _ლუღლუღით ამოილაპარაკა და კარის სახელურს მოკიდა ხელი. _მგონი თქვენი ტაქსი დავიკავე.

-შენ გელოდებოდი. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა მამაკაცმა, ტაქსის მძღოლს სარკეში ანიშნა მანქანა დაძარიო და გოგონას მიაჩერდა. _როგორ ხარ?

-გმადლობ კარგად. _შუბლშეჭმუხნულმა ჩაილაპარაკა და ეჭვით დააკივრდა. _წარმოუდგენელია...._თავისთვის ჩაილაპარაკა და დადუმდა.

-რა არის წარმოუდგენელი?

-მცირე დროში ორი უცნაური ადამიანის აკიდება მოვახერხე.

-კარგი, ერთი მე და მეორე ვინ არის?

-არ ვიცი, ისიც შენსავით მოულოდნელად გამოჩნდა და გაქრა. მაგრამ მასთან უფრო საინტერესო დიალოგი მქონდა.

-კარგია, გილოცავ. _ცინიკურად ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა.

-კარგი, მოვრჩეთ ამას და მითხარი რას ცდილობ... ფაქტია რომ ჩემზე შეყვარებული არ ხარ, არც მე მოვხიბლულვარ შენი უეცარი გაქრობებით და გამოჩენით. ასე რომ გულახდილად მითხარი რას ცდილობ. _მომთხოვნი ტონით ჩაილაპარაკა ჩანთა მუხლებზე დაიდო და მამაკაცს დააკვირდა.

-არაფერს!_მოკლედ უპასუხა.

-არაფერს?

მამაკაცმა უარყოფით პასუხის ნიშნად თავი გააქნია და ცალი თვალით გზას გახედა. ლოლამ მარჯვენა წარბი მაღლა ასწია, ფანჯრიდან წამით შეავლო ქუჩებს თვალი და მერე ისევ მანქანის სალონში შემოიხედა.

-ერთმანეთის სახელებიც კი არ ვიცით. _გაახსენდა რომ გვერდით მჯდომზე მხოლოდ ის იცოდა რომ ლურჯი თვალები აქვს._ ლოლა ქირია!_ღიმილით გაუწოდა ხელი და მამაკაცის მოქმედებას მოთმინებით დაელოდა. უცნობმა შეფარული, ცინიკური ღიმილით დახედა გოგონას ნაზ და ნატიფ თითებს.

-გიგა აბზიანი._ჩაიალაპრაკა და თხელ თითებზე თითები მსუბუქად მოუჭირა.

მამაკაცის სახელის და გვარის გაგონებისას დაბნეულმა ორივე თვალი აათამაშა, ზუსტად ისე როგორც ბებიამ იცის ნერვიულობისას. პირი გამოუშრა და ყელში უზარმაზარი ბურთულა გაეჭედა. ისეთი შეგრძელება დაეუფლა თითქოს ცოტაც და სუნთქვაშეკრული გაიგუდებაო, მაგრამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს სუნთქავდა თანაც ძალიან კარგად და თავისუფლად.
ვერასოდეს წარმოიდგენდა ამ სახელს და გვარს კიდევ თუ გაიგებდა, მართალია დარწმუნებული არ არის რომ ეს გიგა ის გიგაა ვისზეც პირველად გაიფიქრა, მაგრამ გვარიც რომ ემთხვევა ეს უკვე ძალიან საეჭვოა და იძულებულია იფიქროს ის რაზეც რამდენიმე წლის წინ გამუდმებით ფიქრობდა.

-გიგა აბზიანი?_ჩურჩულით იკითხა და მუშტები შეკრა.

-კი. _გოგონას ქცევით გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა და შუბლი ინტერესით შეჭმუხნა.

-შემთხვევით თემქაზე ხომ არ ცხოვრობ?

-არა. _სწრაფად უპასუხა.

-ანუ გამოდის რომ მეშლები.

უხერხულად მოისრისა ყელი და ჩანთიდან აწკრიალებული ტელეფონი ამოიღო. მარიტა ურეკავდა, როგორც წესი ასეთ დროს ოჯახიდან არავინ არ ურეკავს, ყველამ იცის რომ სამსახურში მიმავალს საუბრით გონების არევა არ უყვარს, გამონაკლის შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, მაგალითად დღევანდელს.

-გისმენ მარიტა.

-ლოლა, რაღაც უნდა გითხრა და ძალიან გთხოვ არ ინერვიულო, რა. _დეიდაშვილის აცრემლებული ხმის გაგონებისას დაფეთებული წამოიწია წინ და ტელეფონის აპარატს თითები მაგრად მოუჭირა.

-რა მოხდა?

-არაფერია, ყველაფერი კარგად არის უბრალოდ უნდა ჩამოხვიდე. _შეეცადა ხმა შეეცვალა, მაგრამ არ გამოუვიდა ისევ ისეთი აფორიქებული და შეშინებული იყო.

-მარიტა, მორჩი ტყუილების ბოდვას! ორივემ ვიცით რომ არაფრის შემთხვევაში არ დამირეკავდი და ჩამოსვლას არ მთხოვდი. გთხოვ, მითხარი რა ხდება.

-ილია ავარიაში მოყვა და რეანიმაციაშია. _წინადადების დასრულებისთანავე აღმუილდა, არადა ხმაში ეტყობოდა რომ ყველანაირად ცდილობდა თავის შეკავებას.
>>>>
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. უზომოდ მახარებს თითოეული ნახვა, სიტყვა და დამოკიდებულება. იმედია ამ თავითაც ისიამოვნეთ და მოგეწონათ. <3 მიყვარხართ მე თქვენ! <3



№1  offline წევრი miyvarxar1992

Chemo shaqaryiuloo tkbiloo rogor damabnie tan sasiamovnod.davinteresdi gigatii.intriga saaiamovnoa dzaan.miyvarxar

 


№2  offline წევრი f43i3zxv

შემოვედი და ეს რა დავინახე სამივე ერთად წავიკითხე მაგრამ მაინც არ მეყო სასწრაფოდ მინდა მომდევნო :დ

 


№3 სტუმარი სტუმარი ლელა

ეხლა ეს ავარიები დაყდრამები რა მამაძაღლობაა ????
ველი უკეთესს და უკეთესს

 


№4  offline მოდერი მე♥

miyvarxar1992
Chemo shaqaryiuloo tkbiloo rogor damabnie tan sasiamovnod.davinteresdi gigatii.intriga saaiamovnoa dzaan.miyvarxar

კარგია... კარგია <3 მიხარია რომ მოგეწონა <3 დიდი მადლობა, ტკბილო. <3 მეც გყვარობ შენ! <3
f43i3zxv
შემოვედი და ეს რა დავინახე სამივე ერთად წავიკითხე მაგრამ მაინც არ მეყო სასწრაფოდ მინდა მომდევნო :დ

ე, რა მაგარია! < 3მადლობა, მიხარია რომ მოგწონს. <3 ხვალ დავდებ მეოთხე თავს. <3
სტუმარი ლელა
ეხლა ეს ავარიები დაყდრამები რა მამაძაღლობაა ????
ველი უკეთესს და უკეთესს

აზრიანი დრამა ყოველთვის საჭიროა. <3 მითუმეტეს როდესაც არავის მოკვლას და მიწაში ჩადებას ვაპირებ. <3
მიხარია რომ კითხულობ. <3
--------------------
ა.ა

 


№5  offline წევრი ქეთიtaisia

ვაიმეეეეეე როგორ გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე???? უკვე ინტრიგაც რომ გაურიე:)) მომეწონა. ველი შემდეგსმალეე ❤

 


№6  offline მოდერი მე♥

taisia
ვაიმეეეეეე როგორ გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე???? უკვე ინტრიგაც რომ გაურიე:)) მომეწონა. ველი შემდეგსმალეე ❤

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ კითხულობ. <3 კარგია ისტორიაში არსებული ინტრიგაც რომ მოგწონს. <3
--------------------
ა.ა

 


№7  offline წევრი ანუშირვანი

ძალიან მიყვარს შენი ისტორიები :* მოუთმენლად ველი შემდეგ თავს :*

 


№8  offline მოდერი მე♥

ანუშირვანი
ძალიან მიყვარს შენი ისტორიები :* მოუთმენლად ველი შემდეგ თავს :*

ძალიან დიდი მადლობა, უზომოდ მიხარია <3
--------------------
ა.ა

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

დაინტერრსოაა ძალიან რაგაც ჩახლართული ამბავიაა აქქ მალე დადეეე არ დაიგვიანო რა

 


№10  offline მოდერი მე♥

ნარჩიტა
დაინტერრსოაა ძალიან რაგაც ჩახლართული ამბავიაა აქქ მალე დადეეე არ დაიგვიანო რა

ნარჩიტ, ძალიან დიდი მადლობა, საყვარელო <3 მიხარია რომ კითხულობ და მოგწონს. <3
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent