შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაფანდრა [2]


23-01-2018, 18:24
ავტორი მე♥
ნანახია 6 520

1 საათი გათიშულს ეძინა, როგორ აფრინდნენ, ან ღვედი როდის შეიკრა წარმოდგენა არ აქვს. თვითმფრინავში სამარისებული სიჩუმე სუფევდა, მაგრამ შეგრძნება რომ ხმაურმა გამოაღვიძა ვერაფრით ვერ მოიშორა. ზოგადად უცნაურობები ახასიათებს, ხშირად ისეთი რაღაცები ეჩვენება და ელანდება რაც არც კი მომხდარა და რისი არსებობაც ბუნების კანონსაც კი ეწინააღმდეგებება. ოდნავ მოფხიზლებულმა იგრძნო რომ თავისი ბალიშიანად თავი მარცხნივ ჰქონდა გადაგდებული და ვიღაცის მხარზე არაკომფორტულად იყო მოკლაათებული. კისერი დაჭიმული და მოგრეხილი ჰქონდა, ყრუ ტკივილს გრძნობდა და ცდილობდა თავი შეძლებისდაგვარად მსუბუქად გაემოძრავებინა, მაგრამ ვერ შეძლო, როგორც კი გასწორდა საშინელმა ტკივილმა დაუარა. გვერდით მჯდარ მამაკაცს ცალი თვალით გადახედა და დაჭიმულ კისერზე თითები ნაზად მოისვა.

-უკაცრავად.

შეწუხებისთვის მოუბოდიშა და წინა სავარძლის უკან დამაგრებულ ეკრანს მიაშტერდა. მამაკაცს არაფერი არ უპასუხია დაინტერესებული მისჩერებოდა ფილმს. ლოლამ ინტერესით შეავლო თვალი ეკრანს, მაგრამ მისთვის საინტერესოს რომ ვერაფერს წააწყდა გასწორდა და წინ გაიხედა.

ძალიან ბევრი სიმპათიური მამაკაცი უნახავს, ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავს ერთმანეთზე უკეთესები, თუმცა მათით არასოდეს არ გადარეულა. რა თქმა უნდა ფიზიკურობას ლოლასთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და პირველი ყოველთვის ამ კუთხით აფასებს ადამიანს, მაგრამ ჯერ-ჯერობით საკუთარი შესაფერისი ვერავინ ვერ აღმოაჩინა. ვერ იპოვა ის ადამიანი ვისთან ერთადაც თავს კონფორტულად იგრძნობს, ექნება ძალიან ბევრი პრობლემა, მაგრამ მათი გადაჭრის არ შეეშინდება, ექნება გამუდმებით კამათი საყვარელ ადამიანთან, ბოლოს კი ზუსტად იცი რომ ამ ყველაფერზე ცეცხლოვანი ვნება გაიმარჯვებს.
მამაკაცებზე ფიქრს ერიდება, არ უნდა საკუთარი პირადი დატვირთოს, ჯერ ძალიან ბევრი განსახორციელებელი გეგმა აქვს წინ, მათთან ურთიერთობა კი ასე თუ ისე შეზღუდავს.

თუმცა მის გვერდით მჯდარი მამაკაცის მიმართ რაღაც უცნაური იგრძნო, აქამდე არასოდეს რომ არ უგვრძვნია. არ გადარეულა, არც მისი ვუზიალით და შავი თვალებით მოხიბლულა დიდად, უბრალოდ მისგან საოცრად დიდი მიზიდულობის ძალა მოდის. თითქოს თავისკენ ითრევს და ჩურჩულით ეუბნება რომ ეს სწორი გზაა. ასეთი რამ არასოდეს არ დამართნია, საშინლად მოუნდა მამაკაცისკენ მიტრიალებულიყო და ხუთი წუთი, ზუსტად ხუთი წუთი თვალის დაუხამხამებლად ეყურებინა მისი სახისთვის. არა იმიტომ, რომ მისი ნაკვთები და ტუჩის ფორმები შეისწავლოს არა, უბრალოდ უნდა რომ კიდევ უფრო მეტი გაიგოს მასზე.
მორცხვი არ არის, მაგრამ ადამიანებზე დაკვირვებას ყოველთვის ერიდება არ უნდა საკუთარი სიამოვნების გამო სხვა დააკომპლექსოს და თავი ცუდად აგრძნობინოს, არ უყვარს როდესაც მის გამო ვიღაც წუხდება თუნდაც მცირედით მაინც.
რა თქმა უნდა საკუთარი სურვილი სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ დარჩენილი საათ ნახევარი სულ მამაკაცზე ფიქრობდა, რამდენჯერმე სცადა გამოლაპარაკება, მაგრამ მამაკაცი ისევ ფილმს უყურებდა და მოერიდა. როდესაც ბადეში გამოკიდებული ყურსასმენები დაინახა იფიქრა ვკითხავ კიდევ რამდენი საათი დარჩა ფრენამდეო, მაგრამ მერე გაახენდა რომ წინ ჩართული ეკრანი აქვს და ამის გაგება თავადაც მშვენივრად შეუძლია.

-სველი ხელსახოცი ხომ არ გაქვთ?_მამაკაცზე ფიქრებიდან ქალის ხმამ გამოაფხიზლა. დაბნეულმა მიატრიალა თავი მარჯვნივ და ჭაღარა, მაგრამ საოცრად ლამაზ ქალს გაუსწორა მზერა.

-დიახ მაქვს. _თავი დაუქნია და ცალ მხარზე გადაკიდებული პატარა ჩანთიდან ხელსახოცის შეკვრა ამოიღო.

-დიდი მადლობა. _ქალმა ღიმილით დაუბრუნა შეკვრა და ხელები გაიწმინდა. ლოლამ ეშმაკურად შეათამაშა წარბები და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა.

-თქვენც ხომ არ გინდათ?_მამაკაცისკენ მიტრიალდა და ხელსახოცი გაუწოდა. უცნობმა ჯერ ცისფერ შეკვრას დახედა, მერე გოგონას ნატიფ და თლილ თითებს, ბოლოს კი ინება და ლოლას ლამაზ სახესაც შეხედა.

-არა, გმადლობ. _ცივი უარით გაისტუმრა და ისევ ეკრანს მიაშტერდა.

~~~
აეროპორტიდან გამოსულმა თვალებით მამაკაცის ძებნა დაიწყო, მაგრამ უცნობი ვეღარსად ვერ დაინახა. გულდაწყვეტილმა ჩემოდანს ხელი მოკიდა და ტაქსის სადგომისკენ წავიდა აჩქარებული ნაბიჯებით.
სასტუმროში მისულმა პირდაპირ სააბაზანოს მიაშურა.
მგაზვრობის ჭუჭი ყველაზე მეტად ღლის, შეუძლია 6 საათი იფრინოს და ბოლოს საჯდომის ტკივილმა კი არა ტანზე მიკრულმა ბაქტერიებმა შეაწუხოს და დაღალოს.
ვანაში წყალი ჩააგუბა, ჩემოდნიდან ფერადი ბომბები ამოიღო და ხელის ნაზი მოძრაობით ჩაუშვა წყალში.

სრულიად შიშველი ვანის წინ დადგა ის ის იყო მარჯვენა ფეხს თბილი წყლისგან გამოწვეული სიამოვნება უნდა განეცადა მოულოდნელად დავიწყებული პირობა რომ გაახსენდა. სასწრაფო წესით მოიცვა მოკლე შიფონის ხალათი და ოთახისკენ გავარდა. ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და ეკრანს ანერვიულებულმა დახედა, როცა დარწმუნდა რომ ნინას ჯერ საკუთარი ინიციატივით ერთი ზარიც კი არ გაუშვია შვილთან ამოისუნთქა და საწოლზე ჩამოჯდა.

-ნინა, ჩავფრინდი და სასტუმროშიც მოვედი. _ღიმილით ჩაილაპარაკა და გადაწეული ფარდების მიღმა არსებულ სილამაზეს გაუსწორა თვალი.

-როგორ იმგზრავრე, კისერი ხომ არ გტკივა?

-ცოტა, უხერხულად მედო თავი ჩემს გვერდით მჯდომის მხარზე და რაღაც ვერ ვარ კარგად, მაგრამ ახლა შხაპს მივიღებ და გამივლის. თქვენ როგორ ხართ?

-ჩვენ კარგად. ილია და მარიტა ბექასთან წავიდნენ რესტორანში, რამელიღაც ბრიტანული კომპანია კორპორატიულ საღამოს მართავს და ორგანიზებაში დავეხმარებითო. შენს ძმას ჭკუა სულ უფრო და უფრო აკლდება. _უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ქალმა.

-ნინა, რა გინდა ვერ ვხვდები?! მუშაობს, თავისი შემოსავალი აქვს, ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია და სხვა რითი უნდა გასიამოვნოს მართლა არ მესმის.

-უმაღლესი რომ არ დაამთავრა ის მინდა, მთელი ცხოვრება ვერ ამოვა ჩემი ყბიდან!

-ნინა, გეყოფა რა... აუცილებელი ხომ არ არის ყველამ უმაღლესი განათლება მიიღოს და დიპლომებით გამოტენილი თაროები ჰქონდეს მისაღებში. სამაგიეროდ ილია იმ საქმეში რასაც ახლა აკეთებს სუპერია და ეს შენ ძალიან კარგად იცი. გზას აცდენილი ციგნის ბავშვი რომ იყოს დაგეთანხმებოდი, მაგრამ ამ ბიჭმა ყველაფერი გააკეთა რაც სურდა და მოდი შეეშვი იმაზე წუწუნს რომ უმაღლესში 4 კურსი არ დახურა და მთელი თავისი ცხოვრება უნივერსიტეტს არ შეალია!_დედის პრეტენზიებით დაღლილმა ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.

-არაფერს ვამბობ ბატონო, მაგრამ ხომ შეიძლება ჩემი დარდი შენ მაინც გაგიზიარო?_ხმადალა იწყინა ქალმა.

-როგორ არ შეიძლება, მაგრამ ხომ შეიძლება ამაზე გეკამათო?_სიცილნარევი ხმით კითხა და ფარდები გადასწია.

-შეიძლება, როგორ არ შეიძლება. _დაეთანხმა და დადგუმდა.

-დე, რომ იცოდე რა ლამაზი ხედია ჩემი აივნიდან, როგორ მინდა ახლა აქ მყავდე და შენთან ერთად, შენს მოდუღებულ ნალექსიან ყავას ვსვამდე. _დედაზე მონატრებულმა ჩაიჩურჩულა და სააბაზანოსკენ მიტრიალდა.

-ნუ წუწუნებ თორემ დარჩენილი დრო სულ მსგავს ფიქრებს ეყოლები შეპყრობილი. შეეცადე მხოლოდ საქმეზე და შენს მომავალზე იყო კონცენტრირებული, არავითარ შემთხვევაში დაუშვა სხვა ფიქრები და აზრები გონებაში. და ყველაზე მთავარი, რომანებს მოერიდე!_როგორც ყოველთვის რჩევის ბოლოს თავისი საფირმო “დარიგებაც” მისცა.

-დღეს თვითმფირნავში ისეთი სიმპათიური კაცი იჯდა ჩემს გვერდით... რომანზე რატომღაც ეგ გამახსენდა. _სიცილით ჩაილაპარაკა, სააბაზანოში შესულმა ხალათი გაიხადა და ვანაში ჩაწვა.

-ლოლა, რომ არ ვიცოდე როგორი ცივი ხასიათიც გაქვს ვიფიქრებდი რომ თვითმფრინავის რომანს ჰყავხარ ატაცებული. _დაეჭვებულმა ჩაილაპარაკა.

-არა, ისე დავიშალეთ წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის, ან საერთოდ რა ჰქვია. უბრალოდ გვერდი გვერდ ვისხედით და მის მიმართ მცირედი სიმპათია გამიჩნდა, რომელიც რამდენიმე საათსი ისე გადამივლის როგორც არაფერი. _საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და ნეტარებისგან გათანგულმა თვალები დახუჭა.

-ზუსტად ვიცი რომ ეგრე იქნება და არ ვნერვიულობ. კარგი მიდი ახლა თავს მიხედე და საღამოს მე და ილია სკაიპით დაგირეკავთ. _კოცნით დაემშვიდობა და ტელეფონი გაუთიშა.

~~~~
მთელი საღამო ნომერში გაატარა, საწოლზე წამოკოტრიალებული თვითმფრინავში გატარებული რამდენიმე საათისგან გამოწვეულ დაღლილობას ანეიტრალებდა. ლეპტოპში სამსახურის ამბებს არკვევდა, თავის რამდენიმე თანამშრომელს მეილით ეკონტაქტა, მარიტას და ილიას რესტონრაში დაურეკა და საღამოსთვის მოწყობილი დარბაზი დაათვალიერა. ყველაფერი მოასწრო რისი მოსწრებაც შესაძლებელი იყო. საღამოსთვის შორტებში და უბრალო მაისურში გამოწყობილი სასტუმროს რესტორანში ჩავიდა სავახშმოდ.

-დღეს თავს როგორ გრძნობთ?_ღიმილით იკითხა ოფიციანტმა და მენიუ გაუწოდა. ლოლამ ღიმილით დაუქნია თავი, მადლობა გადაუხადა და მენიუს ჩახედა.

-რას მირჩევთ?_ღიმილით ახედა ჩალისფერთმიან გოგონას და მენიუ მისკენ მიატრიალა.

-დღეს ბოსტნეულის დღე გვაქვს და შემიძლია არაჩვეულებრივი ბოსტნეულის სუფი შემოგთავაზოთ. _მორიდებით ჩაილაპარაკა გოგონამ და წინსაფარი უხერხულად შეისწორა.

-ვეგეტარიანელი ხარ?_მის ლამაზ თვალებში შესანიშნავად სჩანდა გოგონას სურვილი. მიმტანმა მორიდებით დახარა თავი, ტუჩები აათამაშა და წარბები ოდნავ შეათამაშა.

-დიახ და ხორცს ვერ გირჩევთ... ვიცი რომ ეს ჩვენს წესებში არ შედის და ჩემი სურვილები არასოდეს უნდა მოვახვიო მომხმარებელს თავს, მაგრამ არ შემიძლია. სამსახურიდანაც ვერ წავალ, სხვა გზა არ მაქვს. _დაბნეულმა და დამორცხვილმა აუხსნა სიტუაცია და დადუმდა.

-კარგი, მომიტანე ბოსტნეულის სუფი და ანანასის წვენი. _ღიმილით დაუქნია თავი და მენიუ მიაწოდა. ისიც გახარებული შეთამაშდა ადგილზე, მენიუ გულზე მიიხუტა და სამზარეულოსკენ აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა.

-როგორი დიდსულოვანი ნაბიჯია თქვენი მხირდან. _ზურგს უკან ქართულად ალაპარაკებული მამაკაცის ხმა მოესმა. წარბაწეულმა მაიტრიალა თავი და ნაცნობ სილუეტს გაკვირვებულმა გაუღიმა.

-თქვენ?!_ჩურჩულით ჩაილუღლუღა და ახლა უკვე მის წინ მდგარ მამაკაცს გაუსწორა მზერა. _უცნაური დამთხვევაა. _თავისთვის ჩაილაპარაკა.

-შემთხვევით ერთი და იგივე რესტორანში აღმოვჩნდით და გადავწყვიტე ზიანი აგანაზღაურებინოთ. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა, გოგონას წინ მდგარ თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა და წელში გასწორდა.

-ვერ მიგხვდით.

-მხარი ახლაც მტკივა და მე მგონი წვიანი მოუხდება, თანაც თუ ბოსტნეულისაა. ვიცი რომ ბევრ პრობლემას შველის.

-ეგ ხაშის წვნიანი შველის ბევრ პრობლემას, კონკრეტულად ძვლების პრობლემას. _ცინიკური გამომეტყველებით ჩაილაპარაკა.

-რისი პრობლემაც არ მაქვს იმას ვერ ვიმკრუნალებ!_ თვალი ჩაუკრა და მათკენ წამოსულ მიმტანს გახედა. _იგივე. _კითხვის გარეშე გასცა პასუხი და ლოლასკენ მიტრიალდა.

მამაკაცის უცნაური და თამამი ქცევით გაკვირვებული ხმის ამოღებას არც კი ცდილობდა, დაეჭვებული ადევნებდა უცნობის ყველა მოქმედებას თვალს. ადამიანებისგან თავისუფალ ქცევებს მიჩვეულია, მაგრამ მამაკაცისგან რომელსაც თვითმფრინავში ორი ადამიანური წინადადებაც კი არ უთქვამს ყოველივე ეს გაუკვირდა. წყლის ჭიქას თითები ნაზად მოკიდა, ტუჩებთან მიიტანა და რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ დალია.

-უცნაურია._თვალებმოჭუტულმა ჩაიჩურჩულა ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და მამაკაცს დააკვრიდა. _ამხელა ქალაქში, ამდენ პრესტიჟულ რესტორანში რატომ მაინც და მაინც ეს სასტუმრო და ეს რესტორანი?

არცერთი წამით უფიქრია რომ მამაკაცისთვის ის რასაც ფიქრობდა დაემალა. შესაძლოა ლოლას ფიქრები უბრალოდ დიდი აფსურდი აღმოჩნდეს, მაგრამ თქმას წინ არაფერი არ უდგას. უცნობმა მამაკაცმა გვერდულად ჩაიცინა, გრძელი თითები მაგიდაზე აათამაშა და ქირიას შეფარული ღიმილით გაუღიმა.

-დამთხვევების არც მე მჯერა!

ხმადაბლა ჩაილაპარაკა მამაკაცმა და დადუმდა. ლოლამ გაკვირვებულმა ორივე წარბი ერთდროულად ასწია მაღლა და თითები ერთმანეთში ახლართა.

-ანუ მომძებნეთ და გადაწყვიტეთ რომ სულ რაღაც ერთ საათიანი ძილის გამო ბოსტნეულის სუფით გამოვისყიდო ჩემი “დანაშაული”.

ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა, მათკენ წამოსულ დატვირთულ მიმტანს წამით გახედა და მერე ისევ უცნობს დაუბრუნა მზერა. მამაკაცი დუმდა, პასუხის გაცემას არ ჩქარობდა, აუღელვებლად ელოდებოდა როდის დააწყობდა შეკვეთას მიმტანი მაგიდაზე, თან მის თითოეულ მოქმედებას აკვირდებოდა, ისე რომ შუბლი არცერთი წამით არ გაუხსნია. როგორც კი მიმტანი მაგიდას გაშორდა, წელში გასწორდა, სალფეთქიდან სუფის კოვზი ამოიღო და თითები ოდნავ მოუჭირა.

-მართალი ხარ, მაგრამ შენი მოძებნა არ მიცდია. ჩემდა უნებურად გადაგეყარე აივანზე გამოსულს. _თვალი ჩაუკრა და ჭამა დაიწყო.

-კარგი, მოვრჩეთ ხურმობას. ვერ ვიტან როდესაც ჩემს დაუკითხავად ჩემს მაგიდასთან ჯდებიან და ისე იქცევიან, თოთქოს მათი დიდი ხნის ნაცნობი ვიყო._მამაკაცის ქცევით გაღიზიანებულმა, საკუთარი სივრცით გაციებულმა და უკმაყოფილომ ჩაილაპარაკა და სუფის თეფში ოდნავ უკან გასწია. უცნობი გაჩერდა გოგონას გამომეტყველებას დააკვირდა, კოვზი თეფში ჩადო და გასწორდა.

-და ეს ხშირად ხდება?_მშვიდი ტონით იკითხა და გოგონას პასუხს დაელოდა.

-არა, დღეს პირველი შემთხვევაა. _სწრაფად უპასუხა და მიხვდა რომ ზედმეტად გულწრფელია. მამაკაცმა კმაყოფილმა ჩაიცინა, ცალი წარბი მაღლა ასწია და თავი გვერდულად დაუკრა.

-კარგი იქნება თუ სხვა ამდენს ვერ გაბედავს!

თვალი ჩაუკრა, სკამი ოდნავ უკან გასწია, ფეხზე წამოდგა და უსიტყვოდ წავიდა ბარისკენ. ლოლამ ინტერესით გააყოლა თვალი, თავიდან ეგონა რომ შეკვეთის მისაცემად მიდიოდა, მერე ჯიბეები რომ მოიქექა იფიქრა რომ თანხის გადასხდელად მივიდა და ყოველივე ეს ჩვეულებრივი ცირკი იყო, მაგრამ მამაკაცს ჯიბიდან არც საფულე ამოუღია და არც ფულის კუპიურა. გასასვლელისკენაც ისე წავიდა ლოლასკენ აღარც კი მიუხედავს. ცოტა არ იყოს და დაიბნა, ისე უეცრად გამოეცხადა, მის მაგიდასთან მოკალათდა სუფი შეუკვეთა, ერთი კოვზი მიირთვა და მერე უცერემონიოდ დატოვა რესტორანი. რა თქმა უნდა არაფერს არ ელოდა, მაგრამ მსგავს სიტუაციებს მიჩვეული არ არის და ელემენტარული ზრდილობის ამბავი ჰქონია საუბრის დასრულებისას დამშვიდობება, მითუმეტეს მსგავს სიტუაციაში. თავი გააქნია, კოვზს დასწვდა და შეციებულ სუფს უკმაყოფილოდ დაასო მზერა.

ამდენი დრო ცხოვრებაში არ დაუკარგავს, ყოველთვის გადანაწილებული აქვს წუთები და საათები, არ უყვარს როდესაც საქმეს რომელსაც აკეთებს მისგან სარგებელს ვერ ნახულობს, არ არის აუცილებელი ეს მატერიალურს ეხებოდეს, თუნდაც ურთიერთობებში. თუნდაც უცნობი მამაკაცის უეცარი გამოჩენა რომლის სახელიც კი არ იცის და გაქრობა. ვერაფერი ვერ გაიგო, ვერანაირ დასკვნამდე ვერ მივიდა, ვერც იმას იტყვის რომ კაცს მის მიმართ სიმპათიები აქვს და ლოლას გულის მოსანადირებლად იჯდა 5 წუთი მის მაგიდასთან, მსგავსი რამ თვალებშიც კი არ ეტყობოდა, უბრალოდ რაღაცის გამო, ან უბრალო სურვილის გამო გადადგა ეს ნაბიჯი და გამოელაპარაკა, როცა “ჭია” გაახარა ადგა და წავიდა.

საღამოს საქმიან შეხვედრაზე წავიდა. საქართველოში შეკერილი, მისთვის ძალიან ძვირფასი კაბა მოირგო ტანზე, ფეხზე დაბალი ბალეტკები და ხელში დედამისის ნაჩუქარი ჩანთა. ბოლო რამდენიმე წელია მაღალ საზოგადოებაში უწევს ტრიალი, მოდასაც შესანიშნავად გრძნობს, ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანთან აქვს შეხება, უყვარს ძვირადღირებული ბრენდების სამოსი რაზეც არცერთი ქალი არ იტყვის უარს თუ რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობა აქვს. მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის უბრალოებას ანიჭებდა უპირატესობას, არ იტყვის ლამაზ და მდიდრულ კაბაზე უარს, მაგრამ შეიძლება შორტსა და ათას დოლარიან კაბას შორის არჩევანი ჯინსის ოც დოლარიან შორტზე შეაჩეროს. ცვალებადი და არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვს, არასოდეს იცის ზუსტად რას გადაწყვეტს, მიუხედავად იმისა რომ ყველა წამი გაწერილი აქვს. არასოდეს უყვარს საკითხების დეტალებში დაგეგმვა, მაგრამ რეალურად ეს მის ცხოვრებაში საჭირო და მნიშნველოვანია.

სახლიდან გასვლამდე დედამის ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა რომ მათთან სკაპიში საუბარს ვერ შეძლებს, არც ნინასგან მოუსმენია პრენტეზიები, დედამ წარმატებები უსურვა და საუბარი დაასრულა.

შეხვედრებზე ყოველთვის გაწონასწორებული, საკუთარ თავში დარწმუნებული და ამაყია. როგორი აღელვებულიც არ უნდა იყოს ამას ვერავინ ვერ შეამჩნევს, არავის მისცემს უფლებას მისი აღელვება სათავისოდ გამოიყენოს და ლოლას სიტყვებით თამაში გადაწყვიტოს. კარგად იცის რამდენი ბინძური საქმისთვის იყენებენ გოგონას აკანკელბულ ხმას და დაუმორჩილებელ თითებს რომელსაც ვერაფრით ვერ აჩერებს.
შენობაში შესვლისთანავე მოიშორა დაძაბული აურა, მხრებში გაიმართა და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა უკვე დაკავებული მაგიდისკენ.
ქალი და მამაკაცი ღიმილით შეხვდა ძველ თანამშრომელს რომლისგანაც იმაზე დიდი წარმატება მიიღო ტელევიზიამ ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

-საღამო მშვიდობისა. _ღიმილით ჩამოართვა ორივეს ხელი და ცარიელ სკამზე ჩამოჯდა. ქალმა დაკვირვებით გადახედა მის გვერდით მდგარ მამაკაცს და თავადაც დაიკავა სკამი.

~~~
ნომერში დაღლილი დაბრუნდა, ფეხსაცმელები გარდერობთან ლამაზად დააწყო, კაბა სკამზე გადაკიდა და პირდაპირ სააბაზანოსკენ წავიდა.

დილით მის სახეზე ათამაშებულმა მზის სხივებმა გააღვიძა. ღამით ყოველთვის გადაწეულს ტოვებს ფარდებს, უყვარს როდესაც ხმაურის მაგივრად მზის პირველი სხივი ელამუნება სახის ნაკვთებზე და აღვიძებს. ასე უფრო კარგ განწყობაზე იღვიძებს და მთელი დღე ჯიჯღინის მაგივრად მშვიდად არის.
ხალათი მოიცვა და აივნისკენ დაიძრა.
აივანზე გასულს უცნობის სიტყვები გაახენდა “ჩემდა უნებურდ გადაგეყარე აივანზე გამოსულს.” უნებურად ჩაიხედა დაბლა, მაგრამ მოძრავი ავტომობილების გარდა ვერაფერი დაინახა, არც ხალხი ირეოდა გარშემო, არც რომელიმე მოპირდაპირე კორპუსიდან გრძნობდა დაჟინებულ მზერას და საერთოდ მე მგონი უცნობს სულ სხვა თამაშის წესები აქვს შედგენილი.

>>>
დიდი მადლობა ყველას, ძალიან გამიხარდა რომ წაიკითხეთ და თქვენი აზრი დააფქსირეთ. იმედია ამ თავითაც ისიამოვნეთ. <3
მადლობები. <3



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Oh ohhhh. Lamazi siujetia ana .ca vfiqrob cin uketesi ramerumeebi gvelodebaaaa. Zaan magari gogo vrom xar xoicii. Unda icodeee????????????????????

 


№2  offline მოდერი მე♥

Qeti qimucadze
Oh ohhhh. Lamazi siujetia ana .ca vfiqrob cin uketesi ramerumeebi gvelodebaaaa. Zaan magari gogo vrom xar xoicii. Unda icodeee????????????????????

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ... რა თქმა უნდა, წინ ბევრად საინტერესო რაღაცები იქნება. <3
--------------------
ა.ა

 


№3  offline წევრი miyvarxar1992

Chemi oqro gogoo.dzaan damaintrige im ucnobitt,sainteresoa tan dzaann da egg momwons .gamaxare shaqaryinulo

 


№4  offline მოდერი ენემი

უცნობები მიყვარს joy ველოდები სიუჟეტის განვითარებას innocent უფრო დიდი თავები თუ შემოგეწერინება გამიხარდება heart_eyes საოცრება ხარ ტასუნა kissing_heart

 


№5 სტუმარი Shorena kiladze

AI intriga aha saidan uchitinebs neta ha?:)ra kargi gogo xar shen ROM icode miyvars sheni istoriebi zalian yvela AR makvs cakitxyli da guli mcydeba RAC Dade isini cavikitxe.ikneb kide dado tas ha?raime shentbis zveli da chemtvis axali

 


№6  offline მოდერი მე♥

miyvarxar1992
Chemi oqro gogoo.dzaan damaintrige im ucnobitt,sainteresoa tan dzaann da egg momwons .gamaxare shaqaryinulo

ძალიან მიხარია, დიდი დიდი მადლობა.❤️უცნობი მართლაც რომ საინტერესოა. ^_^
ენემი
უცნობები მიყვარს joy ველოდები სიუჟეტის განვითარებას innocent უფრო დიდი თავები თუ შემოგეწერინება გამიხარდება heart_eyes საოცრება ხარ ტასუნა kissing_heart

ასე ადვილად ნუ შეიყვარებ, იქნებ და ვინ ოხერ ტიელია.:დდდ ძალიან დიდი მადლობა აზრის გამოთქმისთვის, მართლა ძალიან მახარებს მე ეს... საყვარელი და თბილი ხარ.❤️❤️❤️
Shorena kiladze
AI intriga aha saidan uchitinebs neta ha?:)ra kargi gogo xar shen ROM icode miyvars sheni istoriebi zalian yvela AR makvs cakitxyli da guli mcydeba RAC Dade isini cavikitxe.ikneb kide dado tas ha?raime shentbis zveli da chemtvis axali

ჩემი ინტრიგა არ გეიშვა შორს. :დდდ ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგწონს და კითხულობ... ვბედნიერდები.❤️❤️
ვეცდები ყველა ძველი ისტორია დავდო.❤️
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent