შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავადაზნაურული ამბები (2)


24-01-2018, 20:58
ავტორი Ioana
ნანახია 4 368

აეროპორტიდან გამოვედით თუ არა,მამიდას ლურჯი თვალები მომხვდა მხედველობაში და ეგრევე მისკენ წავედი,მინდოდა შევხტომოდი,მაგრამ გამახსენდა რომ მარტო არ იყო.ამიტომ დინჯი ნაბიჯით მივუახლოვდით მე და ანანო ქალბატონ ლელას.რომ დამინახა, თავი ვერ შეიკავა და გახარებული გამოიქცა ჩემკენ.მკოცნიდა და მეხუტებოდა,როგორ გაიზარდე ჩემო პრინცესაო.შემდეგ ანანოს მიახტა,ჩემი მეორე არანორმალური შვილიც როგორ მომენატრაო.საბოლოოდ მამიდაჩემმა მოგვისიყვარულა და პატივი გვხდა წილად, გაგვეცნო ქ.ნინო დადიანი,ეგრეთ წოდებული „სასიძოს“ მამიდა.მაღალი ქალი აღმოჩნდა ჩვენი ნინაჩკა,უკან გადაწეული შავი თმით,ცისფერი თვალებით და დახვეწილი მანერებით.ერთი შეხედვით მიხვდებოდით,რომ ინტელიგენციის წევრი იყო.
-თათია,საყვარელო,გაიცანი ქალბატონი ნინო,ეს კი ჩემი ძმისშვილი თათიაა-დიდი მონდომებით გაგვაცნო მამიდამ ერთმანეთი.ქ.-მა ნინომ კიი ერთი ამათვალიერ-ჩამათვალიერა გამჭოლი მზერით და მხოლო მარჯვენა ხელი გამომიწოდა,გაცნობის ნიშნად.გაოცებული ერთ ადგილს მივეყინე,სანამ ანანომ არ წამჩქმიტა და მეც ზრდილობის გამო ჩამოვართვი ხელი.
-აქეთ მობრძანდით,ჩვენი მანქანა წინ დგას-ამაყად წარმოთქვა ნახევრად სადედამთილომ და წინ გაგვიძღვა.მე კიდევ დრო ვიხელთე და მამიდაჩემს წავწვდი მკლავში.
-ესაა გოგო მოეწონეო? რა სახით მიყურებს,გეგონება მოჩვენება დაინახა!
-თათია დამშვიდდი,რა გინდოდა,რომ 60 წლის ქალი ზედ შემოგხტომოდა? თან მაგ ოჯახს თავისი ეთიკის ნორმები აქვთ!
-რააო? სამოცისო? მე უფრო ვარ სამოცის ვიდრე ეგ.თუ არ მოვწონვარ კიდე ამ ჩემ ფეხებს!
-წესივრად მოიქეცი,იცოდე ნერვები არ მომიშალო-შემომიღრინა მამიდამ და მოჩვენებითი ღიმილით ჩაჯდა მანქანაში.
მთელი გზა ხმა არავის ამოგვიღია,სადედამთილო ნინო მაკვირდებოდა მხოლოდ შიგადაშიგ.მე კიდევ ქუჩებს ვათვალიერებდი თან ანანოს ვეჩურჩულებოდი.
-ეს მძღოლი რა ტრიპაჩობაა ვითომ? თვითონ ვერ მართავს?
-ეტყობა თვალთ აკლია-გადმომიჩურჩულა ანანომ.
-მგონი ამ ოჯახში ყველას აკლია,ოღონ ტვინი-ამის თქმაზე ანანოს ჩაეღიმა,სანაცვლოდ კი შენიშვნა მივიღეთ.
-თქვენი ასაკის გოგონებმა,მგონი კარგად უნდა იცოდეთ,რომ საზოგადოებაში ჩურჩული უზრდელობაა-არც კი შემოუხედავს მის უდიდებულესობას ჩვენთვის,ისე მოგვცა შენიშვნა.მე და ანანომ კი ღიმილი შევწყვიტეთ და დარცხვენილებს სახლამდე ხმაც არ ამოგვიღია.
მანქანა დიდ კერძო სახლთან გაჩერდა,მთელ უბანში მხოლოდ კერძო სახლები იდგა,დიდი გალავნებით.ზოგი ერთ სართულიანი,ზოგიც ორი ან სამიანი.ჩვენი სახლი დიდი სამსართულიანი,მარმარილოთ მოპირკეთებული სასახლე აღმოჩნდა.ანანოს პირი ხელით დავუხურე და თან შენიშვნა მივეცი,არ აგრძნობინო ამათ,რომ დავხამდითთქო.
-თათია შვილო,ხომ ლამაზი სახლია?-მამიდაჩემი გამოვიდა სიტყვით.
-სახლი მგონი ცოტა ხმადაბალი ნათქვამია.უფრო მუზეუმს გავს,მაგრამ მე მუზეომები არ მიყვარს!
-სიმდიდრე ყველას უყვარს!-ირონიულად მოგვიგდო სამი სიტყვა ქალბატონმა.
-სათანადოდ არ მიცნობთ მგონი,რომ დასკვენები წინასწარ გააკეთოთ-მეც ირონიულად გავუღიმე „ნინაჩკას“ და მამიდაჩემისგან კარგი მუჯლუგუნიც მივიღე.
-მოკლედ გოგოებო,ქალბატონ ნინოს გაყევით,ის დაგაბინავებთ.მე კი საქმეები მაქვს და ერთ საათში შემოგივლით.
-აქ რატომ უნდა დავრჩეთ?-გაკაპასებული მივუბრუნდი მამიდას.
-იმიტომ,რომ ეს რამდენიმე კვირა აქ იცხოვრებთ-გაკვირვებული სახით მიყურებდა ლელა,შუბლზე ეწერა რა კითხვებიაო.
-მე შენთან ჩამოვედი და არა ამ მუზეუმის დასათვალიერებლად.შენ სახლში ვიცხოვრებთ ჩვენც!
-საყვარელო,ხომ იცი რომ აქ სახლი არ მაქვს.ჩემ მოხუცთან კიდე ორივეს ვერ წაგიყვანთ,უფროსი არ დამთანხმდება.
-მამიდააა-ლამის ტირილით გავეკიდე უკან-არ დამტოვო,გთხოვ!
-საყვარელო,რა ბავშვივით იქცევი?-მომიახლოვდა ლელა და სიმწრის ღიმილით გამოსცრა კვბილებში,თან ხელზე მიჩქმიტა-გაყევი ქალბატონ ნინოს და მეც მალე მოვალ!
სხვა რა გზა იყო,ღამით ქუჩაში ყოფნა არ მხიბლავდა,ამიტომ მამიდას დავემშვიდობეთ და სახლ-მუზეუმისკენ წავედით.კარები მოსამსახურე ქალმა გაგვიღო,რომელსაც აშკარად ერთი ქართული სიტყვაც არ ესმოდა,მხოლოდ გამარჟოოობაა იცოდა.სახლში შეხვიდოდით თუ არა წინ უზარმაზარი თეთრი ზალა იყო შუაში დიდი მარმარილოს კიბით,რომელსაც მეორე სართულზე ავყავდით.ნინომ რაღაც უთხრა პერსონალს გერმანულად,მერე კი ჩვენკენ შემობრუნდა.
-გოგონებო,შარლოტას გაყევით,ის განახებთ თქვენს ოთახს!
საბოლოო ჯამში მეორე სართულზე მოგვათავსეს,ცალ-ცალკე ოთახებში ვიყავით,მაგრამ გვერდიგვერდ,თან ერთი მთლიანი აივანი ჰქონდა მე და ანანოს ოთახს,რომელიც უკან ბაღას გადაჰყურებდა.რაც შეეხება თვითონ ოთახებს,აი კინოებში ხომ გინახავთ დიდი პრინცესიტული ოთახები.ზუსტად ისეთი იყო,როგორზეც ყველა გოგოს უოცნებია ალბათ.ბარგი კუთხეში მივაგდე და აივნის მეზობელს შევუვარდი ოთახში.
-მემგონიი სამოთხეში ვართ თათუ-აღშფოთებას ვერ მალავდა ანანიკო.
-უზარმაზარი სახლია,რა უბედურებაა.უცხო კაცი რომ შემოიპაროს,ერთი წელი ისე იცხოვრებს აქ,კაციშვილი ვერაფერს გაიგებს.
-რა იყო? არ თქვა არ მომწონსო-გაოცებულმა შემომხედა.
-ხო იცი,ძალიან დიდი სახლები არ მიყვარს.თავს არაკომფორტულად ვგრძნობ,თან რაღაცნაირი ცივი სახლია.სითბო აკლია,თბილი აურა!
-რას ბოდიალობ ნეტა,თვითონ თუ იცი?
-რა ვქნა,მე ვარ დებილი,ესაა ჩემი კომენტარი!
-გოგო ნეტა აქაა?-ეშმაკურად აათამაშა წარბები ანანომ.
-ვინ?
-ვინ და მერლინ მონროს სული,რა ვინ გოგო? ნიკოლაზე ვამბობ!
-მეეჭვება-უდარდელად ავიჩეჩე მხრები.
-რატო გეეჭვება ვითომ?
-ხო იცი,მამიდაჩემი ძველი ყაიდის ქალია.ისეთ სახლში არ დამტოვებდა,სადაც მამრი ცხოვრობს,რომელსაც მირიგებენ.
-ლელას ეგ ბიჭი ისე მოწონს,ეჭვი მაქვს საწოლში თავისი ხელით ჩაგიწვენს.
-თვითონ ვერავინ ჩაუწვენია,მე რას ჩამიწვენს-იდიოტურად გავეკრიჭე ანანოს და ერთ-ერთი ლარნაკი შევათამაშე ხელში,როდესაც ღია კარებში ქალბატონი ნინო გამოჩნდა,თავისი დიდებული იერით.
-ეგ ლარნაკი ოცი ათასი ევრო ღირს,მეცხრამეტე საუკუნის საგვარეულო ნივთია და მეეჭვება გატეხვის შემთხვევაში,ანაზღაურება შეძლო-ამის გაგონებაზე ლარნაკი ცივად დავაბრუნე თავის ადგილზე და შეშინებული მოვშორდი იმ ტერიტორიას.
-მოკლედ,მოთავსდით,თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში.რაც შეეხება თქვნი აქ ყოფნის მიზეზს,მინდა რომ დღესვე შეგახვედროთ ერთმანეთს,შენ და ჩემი ძმიშვილი.
-ესე მალე? და თვითონ თანახმაა?
-თვითონ არაფერი იცის.თუ ეცოდინება,ზუსტად ვიცი არ მოვა-უდარდელად თქვა ნინომ და კიდევ ერთხელ შემათვალიერა.ნეტა გამაგებინა,ამდენს რას მაკვირდება.
-უკაცავად?-ამის გაგებაზე გავცეცხლდი-თვითონ უარზეა და თქვენ გინდათ,რომ მის ფეხებთან ჩემი ნებით მივხოხდე?
-უკაცრავად?-იგივე ინტონაციით გაიმეორე ქალბატონმა ნინომ-მომისმინე თათია,ჯობს არ გაჯიუტდე!
-სიჯიუტე არაფერ შუაშია! თავმოყვარეობის ამბავია,რა თქმა უნდა დიდგვაროვნებს ამის შესახებ თუ რამე გსმენიათ.ხო და არ ვაპირებ,ის ადამიანი ვნახო,ვისაც ჩემი ნახვა არ ენდომებოდა.ხო კიდევ,ბატონყმობა საუკუნეა რაც გადავრდა და ისე ნუ მექცევით თითქოს თქვენი მოსამსახურე ვიყო!
-გასაგებია!-მხოლოდ ეს თქვა ქალბატონმა და გასვლის წინ,კიდევ ერთხელ შემათვალიერა.
ანანო პირდაღებული გვიყურებდა,სანამ კარების გაჯახუნების ხმაზე არ შეხტა.
-ეს რა იყო?
-ამათ ვანახებ,ვინ ვარ მე!
-თათია,მგონი ზედმეტი მოგივიდა.
-ჩემი აზრით,მათ მოსდით ზედმეტი.ამხელა გზაზე ჩამოვედი,მადლობა თქვან!
-ხომ მაგრამ,კარგად ვიცით ორივემ,რომ ბიჭის ნახვის გამო არ დათანხმებულხარ ამ ყველაფერს!
-ეგ მარტო მე და შენ ვიცით,ამათ გონიათ,რომ მათი ნიკოლას გამო გადავლახე ცხრა მთა-ირონიულად გავიცინე და რევერანსით დავემშვიდობე ანანოს.ჩემს ოთახში შევედი,ჯერ დედას ველაპარაკე,შემდეგ ვიბანავე და ცოტა ადამიანს დავემსგავსე.შავი წელამდე თმა დავივარცხნე,ტუჩებზე წითელი ტუჩსაცხი წავისვი,რომელიც ჩემს შავ თვალებს ყოველთვის უხდებოდა,ამიტომაც ჩემი სავიზიტო ბარათი იყო,მოწითალო შინდისფერი პომადა და ამავე ფერის მანიკური.გამზადებული ჩემ დაქალს ვესტუმრე,შემდეგ კი დაბლა ჩავედით.უკვე საღამო იყო და ოჯახი სავახშმოდ ემზადებოდა.მოსამსახურეები აქეთ-იქით დარბოდნენ და ცხელ-ცხელი საჭმელები მოჰქონდათ.ცოტა ხანში ჰორიზონტზე მამიდა და ნინო გამოჩნდნენ,მათ უკან კი მაღალი კაცი მოდიოდა,რომელიც საშინლად გავდა ქალბატონ ნინოს,გვერდს კი გერმანელი ქალი უმშვენებდა.
-საყვარელო-მომიახლოვდა მამიდა და წელზე ხელი შემომხვია,თან შემოსულებისკენ მიბიძგა-გაიცანი,ნიკოლას დედ-მამა.ბატონი დემეტრე და ქალბატონი მატილდა.
-სასიამოვნა თქვენი გაცნობა,პატარა ქალბატონო-თბილად მომიგო ნიკოლას მამამ და ხელზე მემთხვია.მეც თბილად გავუღიმე და თავი დავუკარი.
-ოოოოჰ,გამარჟოოობა-დამტვრეული ქართულით გამომელაპარაკ ქალბატონი მატილდაც-მხიარულად მაკოცა და აშკარად აღფრთოვანებული რაღაცეებს ამბობდა გერმანულად,რომლიდანაც ერთი სიტყვაც ვერ გავიგე.
საღამო მშვიდად წარიმართა,სანამ თავი არ შევირცხვინე.რაღაც საკვები მოიტანეს,რომელსაც გვერდს ლამაზი,ყვავილის ფორმის მცენარე უმშვენებდა.იმდენად ლამაზი იყო,რომ გადავწყვიტე გამესინჯა.მეც ალქაჯივით,პატარა ნაჭერი კი არ ჩავიდე,დიდი ვიტაკე პირში და რამდენიმე წამში,მივხვდი რომ ასეთი სიქაჯე მეტად აღარ უნდა მექნა.წიწაკის ბიძაშვილი იყო ეს მცენარე თუ მამიდაშვილი არ ვიცი,მაგრამ ისეთი მწარე აღმოჩნდა რომ ხველება ამივარდა,ვერც ვყლაპავდი და ვერც უკან ვაფურთხებდი,თავს ეგრე ვერ შევირცხვენდი.თვალები ჩამიწითლდა და ცრემლით ამევსო,სახე კი ისე მიხურდა,მეგონა თავი გასკდებოდა.ყველა მე დამეხვია,მატილდა გიჟივით ირტყავდა სახეზე ხელს და უჭველი გერმანულად ამბობდა, ჩაგვაკვდა ბავშვი ხელშიო.ბატონი დემეტრე კი მოსამსახურე პერსონალს წყლის მოტანას სთხოვდა,მამიდაჩემი სულს მიბერავდა,ქალბატონი ნინო კი მშვიდად იჯდა და თავის ულუფას გემრიელად მიირთმევდა.უკვე გადმოფურთხებას ვაპირებდი,მოსამსახურე გოგონამ რომ წყალი მომიტანა და როგორც იქნა,გადავყლაპე ეს საზიზღრობა.მაგრამ ახლა მთელი მუცელი ამიწვა,თან ყურში მამიდაჩემის წყევლა-კრულვა ჩამესმოდა.
-როგორ შემარცხვინე,ღმერთო,რა გინდოდა,რატო ჭამდი შე ტუტუცო ბავშვო?
ამ მაბებში ვიყავით ვიღაც,რომ შემოვიდა მისაღებში.მე კიდევ არავისთვის მეცალა,უკვე ისე ვიყავი პრეზიდენტიც,რომ მდგარიყო არ მაინტერესებდა.პირი გავაღე და ხელსახოცით ვინიავებდი პირს.თან ცრემლები ღვარღვარით მცვიოდა,სახე კი კვლავ წითელი მქონდა.გავიგე როგორ გაისმა ვიღაცის ბოხი ხმა,მაგრამ გერმანულად ლაპარაკობდა და აზრი ვერ გამოვიტანე.სანამ ბატონი დემეტრეს ხმა არ გავიგე.
-ნიკოლა ხომ ექიმი ხარ,უშველე პატარა ქალბატონს,თორემ ლამის იმსხვერპლა ჩვენმა ვახშამმა!-შეწუხებული ხმით ელაპარაკებოდა შვილს,მე კიდევ ნიკოლას ხსენებაზე ხველება და კრუნჩხვები თავიდან ამიტყდა.რა სირცვხილი იყო,თავის მოჭრა.
-მე ექიმი ვარ და არა ძიძა,რომ პატარა ბავშვებს ჭამა ვასწავლო!-ირონიულად ამოილაპარაკა და აშკარად ნინოს გვერდით დაჯდა.თვალები ამღვრეული მქონდა და ჯერ კიდევ ვერ ვხედავდი გარკვევით მის სახეს.
-საყვარელო,აჯობებს აბაზანში გავიდეთ ცოტა ხნით-ამ სირცვხილისგან მხოლოდ ანანო თუ მიხსნიდა.ხელზე დავეყრდენი და საპირფარეშოში შევედით თუ არა,რასაც ქვია გამოვიხეხე პირი.რამდნეიმე წუთში კი მოსულიერებული და სრულიად ჯანსაღი ვიყავი.სახეც ბუნებრივ ფერს დაბრუნებოდა,მხოლოდ ტუჩსაცხი მქონდა შესასწორებელი და ისიც გავისწორე.
-დაინახეე,ღმერთო ეგაა 35 წლის? მგონი ვამპირები არიან,როგორ შეიძლება ყველა ესე ახალგაზრდად გამოიყურებოდეს?
-ფული ყველაფერს შველის!
-ეგ არ ვიცი,მაგრამ ნიკოლა პირდაპირ საოცრებაა,რომელიც შენს კალთაში ჩავარდა.
-რა საოცრება,მე მაგ ჩერჩეტს ვანახებ ძიძობა როგორ უნდა,როგორ გამიბედა!თავხედი,უზრდელი,ჯერ კიდევ არ იცის ვისთან დაიჭირა საქმე.ვანანებ მაგ თავხედობას!
-თათია დამშვიდდი და გთხოვ, შენი ერთი ქაჯური საქციელი უკვე ძვირად დაგვიჯდა და კიდევ ნუ შევირცხვენთ თავს-მავედრებელი მზერით შემომხედა ანანომ.
-დამშვიდდი საყვარელო,ძირს ჩუმად გამოვუთხრი!
რამდენიმე წამში ისევ მისაღებში ვისხედით.ჩემ წინ ვაჟბატონი იჯდა და ირონიულად მაკვირდებოდა.ვხვდებოდი,რომ რაღაცის თქმას აპირებდა.
-პატარა,თქვნი სახელი გამახსენეთ?
-ისეთ ასაკშია უკვე სკლეროზი მოსული პონტია-ჩემთვის ჩავილაპარაკე,მაგრამ მისი მზერით თუ ვიმსჯელებდით,დიდი ალბათობით გაიგო.
-უკაცრავად,ვერ გავიგე?
-თათიათქო,თათია მქვია და თქვენ?-ჩემი ჭკუით აბაროტი ავუღე.
-ჩემ სახლში ცხოვრობთ და მასპინძლის სახელიც არ იცით?
-თავს მომაკვლევინებს-ისევ ჩემთვის ჩავიბუტბუტე,თან მაგიდის ქვეშ მუშტებს ვუჭერდი,რომ რამე არ გამექანებინა ამ ცინიკოსისთვის-თქვენ კი სტუმარს ისე იღებთ სახლში,რომ მისი სახელიც არ იცით?
-პატარა ბავშვებს ბევრი ტლიკინი უყვართო,გამიგია-ირონიულად შემომხედა და იმ ვახშამზე მეტად არც გამომლაპარაკებია,აღარც შემოუხედავს.თითქოს ჩემი სკამი ცარელი ყოფილიყოს.ქალბატონი ნინოს ღიმილი კი რამდენჯერმე დავიჭირე,ჩვენი კამათისას როგორ გულწრფელად იღიმოდა.მგონი აქ ყველას აკლია.

პ.ს. ძალიან დიდი მადლობა ყველას <3 ვერც წარმოიდგენთ,როგორ მიხარია,თქვენი დადებითი კომენტარები heart_eyes heart_eyes ველი თქვენს შეფასებებს <3



№1  offline წევრი ანუშირვანი

ძალიან კარგი, სახალისო და საინტერესოა :* ველოდები ახალ თავს :*

 


№2 სტუმარი ani

Seriozulad skamidan gadavvardi imdeni vicine

 


№3  offline წევრი blondeangel631

ვლოდები ახალ თავს ძალიან კარგი იყო heart_eyes heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი gega

male dade ra shemdegi ❤️❤️

 


№5 სტუმარი მაკი

კითხვა რომ დავიწყო აზრი არ აქვს არაფერს თითქმის არ ასრულებ და მე კიდევ არ მიყვარს შუაზე მიტოვება

 


№6 სტუმარი ani

გთხოვ მალე დადე რა <3

 


№7 სტუმარი სტუმარი Lia

Kargi motxrobaa imedi maqvs am istoriebs daasruleb ,da ar miatoveb .

Komentarebze gamoepasuxe

Getkoba nihieri xar❤❤❤

 


№8  offline წევრი Ioana

ანუშირვანი
ძალიან კარგი, სახალისო და საინტერესოა :* ველოდები ახალ თავს :*

ani
Seriozulad skamidan gadavvardi imdeni vicine

blondeangel631
ვლოდები ახალ თავს ძალიან კარგი იყო heart_eyes heart_eyes

სტუმარი gega
male dade ra shemdegi ❤️❤️

ani
გთხოვ მალე დადე რა <3

სტუმარი Lia
Kargi motxrobaa imedi maqvs am istoriebs daasruleb ,da ar miatoveb .

Komentarebze gamoepasuxe

Getkoba nihieri xar❤❤❤



ყველას უღრმესი მადლობა,თქვენ არ იცით,თითოეულის კომენტარი როგორი ძვირფასია <3 მიხარიხართ heart_eyes kissing_heart

 


№9  offline წევრი Ioana

მაკი
კითხვა რომ დავიწყო აზრი არ აქვს არაფერს თითქმის არ ასრულებ და მე კიდევ არ მიყვარს შუაზე მიტოვება


არ ვასაჩივრებ ამ კომენტარს :დდდ მართალი ხარ,ძალიან უპასუხისმგებლოდ ვიქცეოდი :( სიმართლე გითხრათ,არ ვიცი რა მჭირდა.ბოლომდე ჩემად ვერცერთი აღვიქვი და შევეშვი.ამის წერა კიდე ძალიან მსიამოვნებს და იმედებს არ გაგიცრუებთ <3 <3

 


№10  offline მოდერი bla.ell

აუ მარტო ამ ისტორიას ვკითხულობ ამჯერად ამ საიტზე და ნამდვილად არ მინდა რომ შეწყვიტო ძალიან მომწონს და განაგრძე რააheart_eyes

 


№11  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

კაარგიაა კარგიია და უფროო კარგიაა♥♥♥
კარგაად წეერ და იმედიი მაქვს ბოლომდე ასე მიხვალ! ♥♥♥

 


№12  offline წევრი mariam m.k

Gmerto kargi ram ramdeni xania ar wamikitxavs ra saocrebaa..

 


№13 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ვაიმე იმდენი ვიცინე ამ შუაღამისას! ყოჩაღ რა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent